საზოგადოებრივი
104.5 FM
რუსეთში შესაძლოა Google, Facebook, WhatsApp, Viber, და Telegram დაიბლოკოს
გამოქვეყნებულია: 2017-09-29 14:48:00
რუსეთში შესაძლოა ცნობილი სოციალური ქსელები: WhatsApp, Viber, Google, Facebook და Telegram დაიბლოკოს. ამის მიზეზი რუსეთში მოქმედი კანონმდებლობაა, რომლის თანახმადაც, ვებ-გვერდები რომლებიც რუსეთის მოქალაქეებზე პერსონალურ ინფორმაციას ფლობენ, რუსულ სერვერებზე უნდა განათავსონ.რუსეთის კომუნიკაციების მინისტრის ნიკოლაი ნიკიფოროვის განცხადებით, ის ინტერნეტ საიტები, რომლებიც რუსულ კანონმდებლობას არ დაემორჩილებიან, რუსეთის ტერიტორიაზე ვერ იმუშავებენ.​მისი თქმით, კანონი თანაბრად შეეხება ყველა სოციალურ ქსელს, რა თქმა უნდა, თუ ისინი საკუთარ მონაცემებს რუსულ სერვერებზე არ გადმოიტანენ. ნიკიფოროვის განცხადებით, ის ხვდება რომ ფეისბუქსა და სხვა სოციალურ ქსელებს რუსეთში მომხმარებელთა დიდი რაოდენობა იყენებს, თუმცა ამ შემთხვევაში კანონზე მაღლა ეს მონაცემები ვერ დადგება. 
წაკითხვა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი საკუთარი შენიშვნების გათვალისწინებით დაუჭირა
გამოქვეყნებულია: 2017-09-14 17:45:00
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენის რეჟიმში მხარი საკუთარი შენიშვნების გათვალისწინებით დაუჭირა. როგორც კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ცვლილებების მიმართ შენიშვნები აქვს. „თუ თქვენ მომხრე იქნებით, კანონპროექტის მიმართ მთელი რიგი შენიშვნები გვაქვს. ერთ-ერთი ისაა, რომ კანონპროექტით წარმოდგენილია, რომ ეს ორგანიზაცია საბიუჯეტო კოდექსის მოქმედების არეალიდან უნდა გავიდეს და ამას ჩვენ ვერ დავეთანხმებით. აუცილებლად უნდა დარჩეს საბიუჯეტო კოდექსის მოქმედების არეალში, რადგან სხვა შემთხვევაში, საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს. ასევე, რამდენიმე პრინციპული საკითხია, რომელთან მიმართებითაც ჩვენი შენიშვნები გვაქვს. ჩვენ ამ კანონპროექტს მხარს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შენიშვნების გათვალისწინებით დავუჭერთ“, - დასძინა კოვზანაძემ.კანონპროექტის მიზანია, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა, მაუწყებლის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების დახვეწა და მისი გამართული საქმიანობისათვის სათანადო საკანონმდებლო საფუძვლების შექმნა.იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მაუწყებლობას რამდენიმე განსხვავებული პლატფორმის მეშვეობით (რადიო, ტელევიზია, ვებ-გვერდი) ახორციელებს, კანონპროექტით ზუსტდება, რომ მან პროდუქციის (და არა ეთერის) არანაკლებ 25 პროცენტი დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს უნდა დაუთმოს. პროექტით, დამატებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილება განისაზღვრება, რომ შინაარსობრივი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოებრივი აზრის/აუდიტორიის კვლევა ჩაატაროს. ამას გარდა, კანონს დებულება ემატება, რომლის მეშვეობით, შესაძლებელია რადიომაუწყებლობის განვითარებისა და საქართველოს რეგიონებში რადიოპროგრამების
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ვიდეოკამერების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-11 17:46:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ვიდეოკამერების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამოვლინდა გამარჯვებული შპს „ინოვატორი“. მაუწყებელსა და კომპანიას შორის ხელშეკრულება ერთი კვირის ვადაში გაფორმდება.როგორც პირველ არხთან წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, თეონა მაზმიშვილმა განაცხადა, ტელევიზია გარე გადაღების 41 კამერას შეიძენს.„41 ახალი კამერა მოემსახურება საინფორმაციო სამსახურს, რეგიონების ჩათვლით, ასევე დაემატება გადაცემების კამერებს და მოემსახურება ანონსებისა და პრომო ჯგუფს. კამერები შესყიდული იქნება სრული კომპლექტაციით, რაც კამერების გარდა, გულისხმობს შტატივს, ობიექტივს, მიკროფონსა და მიმღებს“,- აღნიშნა მაზმიშვილმა. შპს "ინოვატორს“ კამერების სრულად მისაწოდებლად ხელშეკრულების გაფორმებიდან  85 დღე აქვს.
წაკითხვა
საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის ვინაობა ცნობილი 8 სექტემბერს გახდება
გამოქვეყნებულია: 2017-09-06 18:21:00
8 სექტემბერს სპეციალური ჟიური 2017 წლის საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელს გამოავლენს.  საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალისთვის მონაწილის შესარჩევად კონკურსი 17 ივლისს გამოაცხადა. განაცხადის შემოტანა 9-დან 14 წლამდე ბავშვებს შეეძლოთ. მსურველებს პირველ სექტემბრამდე უნდა წარმოედგინათ ერთი სიმღერა თავისი რეპერტუარიდან.კონკურსანტების ღია მოსმენა პირველი არხის პავილიონში გაიმართება. საუკეთესოს საუკეთესოთა შორის კომპეტენტური ჟიური შეარჩევს, რომლის შემადგენლობაშიც არიან მოწვეული წევრები: პროდიუსერი - ზაზა შენგელია, მომღერალი - მაია ბარათაშვილი, მუსიკოსი - დავით ევგენიძე; საზოგადოებრივი მაუწყებლიდან: მუსიკალური რედაქტორი - ელისო შენგელია და ხმის რეჟისორი - გიორგი ასანიშვილი.შერჩეული კონკურსანტისთვის სპეციალურად ახალი სიმღერა დაიწერება. კომპოზიციის შესარჩევად ასევე გამოცხადდება კონკურსი, რომლის ფარგლებშიც ყველა კომპოზიტორს ექნება შანსი შექმნას კომპოზიცია საქართველოს წარმომადგენლისთვის.2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს საქართველო მასპინძლობს. საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი 26 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.
წაკითხვა
პირველმა არხმა ისრაელი - უკრაინის საკალათბურთო მატჩის ჩვენების უფლება მოიპოვა - რეპორტაჟი 21:35 საათზე დაიწყება
გამოქვეყნებულია: 2017-09-06 15:21:00
 გულშემატკივართა განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით, პირველმა არხმა ისრაელი - უკრაინის მატჩის ჩვენების უფლება დამატებით მოიპოვა და რეპორტაჟს 21:35 საათიდან შემოგთავაზებთ. დღეს ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური იმართება. საქართველო იტალიას დაუპირისპირდება და შემდგომ ეტაპზე გასასვლელად იბრძოლებს. ამ მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი 18:20 საათიდან შემოგთავაზებთ. საქართველოს ნაკრები პარკეტზე მოსაგებად გადის, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მასპინძელი ისრაელი უკრაინას დაამარცხებს, ქართველები პლეიოფში ნებისმიერ შემთხვევაში გავლენ.
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება
გამოქვეყნებულია: 2017-08-04 12:08:00
ორგანიზაცია ა(ა)იპ “ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გაავრცელა ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მათ მიერ წარმოდგენილი ვოდეორგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსებასთან დაკავშირებით, რომელიც არ ასახავს სინამდვილეს. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების, მათ შორის დაინტერესებული მხარეების სრულფასოვნად ინფორმირებისთვის საჭიროდ თვლის დამატებითი განმარტება გაკეთდეს აღნიშნულთან დაკავშირებით.ორგანიზაცია ა(ა)იპ “ადამიანის უფლებათა ცენტრი“-ს მიერ თავდაპირველად წარმოდგენილი ვიდეორგოლი არ განთავსდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იმ საფუძვლით, რომ ის არ შეესაბამებოდა სოციალური რეკლამის შესახებ  კანონის მოთხოვნებს. სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაწყვეტილება “ადამიანის უფლებათა ცენტრი“-ს მიერ გასაჩივრდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, სადაც, საქმის განხილვის დროს, კომისიის მხრიდან აღინიშნა იმის შესახებ, რომ აუცილებელი იყო ვიდეო რგოლში ხდებოდეს ხაზგასმა, რომ მომსახურება, რომელსაც “ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სთავაზობს ძალადობის მსხვერპლს არის უფასო და ამასთანავე, უნდა მომხდარიყო ვიდეო რგოლის ბოლო კადრის დაკორექტირება, სადაც საუბარი იყო საციალური რეკლამის დამზადებაში შესაბამისი ორგანიზაციის დახმარების თაობაზე. ამდენად, სსიპ “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ სწორად განაცხადა უარი თავდაპირველი ვიდეო რგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით ეთერში განთავსებაზე.მას შემდეგ, რაც “ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ წარმოადგინა დაკორექტირებული ვიდეორგოლი, პრობლემა მოიხსნა და აღნიშნული რგოლი განთავსდა სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში. დამატებით ასევე აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვის მხარს უჭერს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს და სოციალურ აქტივობებს, გარდა ამისა, თავად მაუწყებელი როგორც სატელევიზიო, ასევე რადიოს ეთერისთვის პერმანენტულად ამზადებს გადაცემებს და სიუჟეტებს  ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, გენდერული თანასწორობის შესახებ საზოგადოების ინფორმირების დონის გაზრდის და ცნობიერების ამაღლების მიზნით. 
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტის გაშუქებისას უსასყიდლოდ მიაწოდოს სიგნალი ყველა მაუწყებელს
განახლებულია: 2017-07-31 12:01:00
საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვიზიტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის, უსასყიდლოდ მიაწოდოს სიგნალი ყველა მაუწყებელს."საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის და მისი მეუღლის ოფიციალური ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის. ამდენად, საზოგადოებრივი მაუწყებელი არა მხოლოდ უზრუნველყოფს ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ტრანსლირებას, არამედ, მოსახლეობის უკეთ ინფორმირების მიზნით, გამონაკლისის სახით, მზად არის, უსასყიდლოდ მიაწოდოს სიგნალი ყველა მაუწყებელს. დაინტერესებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ, მიმართონ საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკურ სამსახურს"- აღნიშნულია განცხადებაში.მაიკ პენსი საქართველოში 31 ივლისს ჩამოვა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალური შეხვედრები და ღონისძიებები პირველ აგვისტოს აქვს დაგეგმილი.
წაკითხვა
მაუწყებლის იურისტი - კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიცია სრულად გაიზიარა
გამოქვეყნებულია: 2017-07-13 16:44:00
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიცია სრულად გაიზიარა, - ამის შესახებ მაუწყებლის იურისტმა დიმიტრი ბერძენიშვილმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც დიმიტრი ბერძენიშვილმა აღნიშნა, სოციალური ვიდეორგოლი, რომელიც მაუწყებლის ეთერში გადიოდა, სრულად პასუხობდა კანონის მოთხოვნებს სოციალური რეკლამის ნაწილში, რაზეც დეტალურად იმსჯელა კომისიამ. "ეს გადაწყვეტილება შეესაბამება არა მხოლოდ კანონის მოთხოვნას, ასევე პრაქტიკას, რაც ამ სფეროში უკვე დამკვიდრებულია", - განაცხადა ბერძენიშვილმა. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაადგინა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონი მაუწყებლობის შესახებ არ დაურღვევია და ვიდეორგოლი, რომელიც გადიოდა ტელევიზიის ეთერში, სრულად შეესაბამება სოციალური რეკლამის კრიტერიუმებს.საუბარია სოციალურ რეკლამაზე, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხებოდა. საჩივარი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საარჩევნო ბლოკის "თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელების" წევრებმა შეიტანეს. მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ რეკლამა არ იყო სოციალური და ის მმართველი ძალის ინტერესებს ატარებდა. „თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელების“ წევრები მოითხოვდნენ, გაფრთხილება მიეცათ საზოგადოებრივი მაუწყებელისთვის, ასევე მაუწყებელ მოეხსნა ეთერიდან აღნიშნული რეკლამა. როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელში განმარტავენ, აღნიშნული სოციალური რეკლამა 27 ივნისამდე გადიოდა ეთერში და მისთვის გამოყოფილი ვადის ამოწურვის შემდეგ ეთერიდან მოიხსნა.
წაკითხვა
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაადგინა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონი არ დაურღვევია
გამოქვეყნებულია: 2017-07-13 16:26:00
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაადგინა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონი მაუწყებლობის შესახებ არ დაურღვევია და ვიდეორგოლი, რომელიც გადიოდა ტელევიზიის ეთერში, სრულად შეესაბამება სოციალური რეკლამის კრიტერიუმებს.საუბარია სოციალურ რეკლამაზე, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხებოდა. საჩივარი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საარჩევნო ბლოკის "თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელების" წევრებმა შეიტანეს. მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ რეკლამა არ იყო სოციალური და ის მმართველი ძალის ინტერესებს ატარებდა.თუმცა კომისიამ მათი პოზიცია არ გაიზიარა და ერთ-ერთ არგუმენტად დაასახელა ის, რომ რეკლამის დამკვეთი რგოლში მითითებული არ არის, ასევე, მაუწყებლის კომპეტენციაში არ შედის რეკლამის შინაარსში ჩარევა და ის სრულად შეესაბამება სოციალური რეკლამის კრიტერიუმებს."კომისიამ ჩათვალა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მოიქცა კანონის ფარგლებში, კერძოდ, მას ვალდებულება ჰქონდა შეემოწმებინა, შეესაბამებოდა თუ არა ის სოციალური რეკლამის განმარტებას და ის შეესაბამებოდა. კერძოდ, საკონსტიტუციო რეფორმა უდავოდ არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი და სოციალური რეკლამის განმარტება ზუსტად ამას მოიცავს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა იყოს რეკლამაში საუბარი და ის საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას უნდა ემსახურებოდეს. შესაბამისად, კომისიამ ჩათვალა რომ კონსტიტუციური რეფორმა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია და სრულ შესაბამისობაშია სოციალური რეკლამის განმარტებასთან", - განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა. ​​მისივე თქმით, კანონის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს სოციალური რეკლამის შინაარსის შეცვლა აკრძალული აქვს და ვალდებულია, არ განიხილოს."მივიჩნევთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონის ფარგლებში მოიქცა და საჩივარი უსაფუძვლო იყო", - განაცხადა ბექაურმა.კომისიის დღევანდელ სხდომას მოსარჩელე მხარე არ დასწრებია.როგორც საარჩევნო ბლოკ „თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელების“ წევრების: ხათუნა სამნიძის, თამარ კორძაიას, ნინო გოგუაძის, თამარ კეკენაძის საჩივარში იყო აღნიშნული, სარეკლამო რგოლი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადიოდა, არ აკმაყოფილებდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7 პუნქტს, რომელიც სოციალურ რეკლამას განმარტავს. „თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელების“ წევრები მოითხოვდნენ, გაფრთხილება
წაკითხვა
თინათინ ბერძენიშვილი - ჯანსაღი და სპორტული ცხოვრება, ეს საზოგადოებრივის ერთ-ერთი პრიორიტეტია
გამოქვეყნებულია: 2017-07-09 20:39:00
სპორტი გვაერთიანებს და ის მუდმივი თანმდევია ჩვენი ცხოვრების, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა ლისის ტბაზე განაცხადა, სადაც ღონისძიებები სლოგანით - თბილისი, ლისი, 9 ივლისი გაიმართა.„დღევანდელი დღე იყო საკმაოდ ემოციური, ყველაზე მეტად მიხარია, რომ ამინდმა არ დაგვაღალატა.ძალიან ბევრი ბავშვი ჩაერთო ჩვენს ღონისძიებაში, კარგად მოილხინეს და ფიზიკურადაც დაიტვირთნენ. ეს განწყობა თითოეული ადამიანის სახეზე ეტყობა და საბოლოო ჯამში, ძალიან მნიშვნელოვანი დღე გამოგვივიდა.ჯანსაღი და სპორტული ცხოვრება - ეს საზოგადოებრივის ერთ-ერთი პრიორიტეტია“,- განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.ლისის ტბაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ღონისძიება - თბილისი, ლისი, 9 ივლისი დასრულდა.  „სპორტული რიტმი“ ლისის ტბაზე დილიდან იგრძნობოდა. მსურველებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა სპორტულ და გასართობ ღონისძიებაში. საზოგადოებრივი მაუწყებელი ლისის ტბიდან ორსაათიან უწყვეტ ეთერს გთავაზობდათ.საზოგადოებრივი მაუწყებელი კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ექსკლუზიური ჩვენებისთვის, სწორედ ასე, საზოგადოებრივი პროექტით მოემზადა.
წაკითხვა
გამამხნევეთ, არასდროს მიცდია კლდეზე ცოცვა - წამყვანი ლიზა წიკლაური ხელოვნურ კლდეზე
გამოქვეყნებულია: 2017-07-09 19:53:00
გამამხნევეთ არასდროს მიცდია კლდეზე ცოცვა - წამყვანი ლიზა წიკლაური ხელოვნურ კლდეზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი ნებისმიერ მსურველს ლისზე ეპატიჟება და სთავაზობს ჩაერთოს გასართობ და სპორტულ აქტივობებში. კალათბურთი, ფეხბურთი, ფარიკაობა, ჭადრაკი და რაგბი, - ეს არასრული ჩამონათვალია სპორტის სახეობების, რომლის თანამონაწილეც პროფესიონალ სპორტსმენებთან ერთად გახდებით. საზოგადოებრივი მაუწყებელი კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ექსკლუზიური ჩვენებისთვის, სწორედ ასე, საზოგადოებრივი პროექტით ემზადება. 
წაკითხვა
ლისის ტბაზე სპორტული და გასართობი ღონისძიებები გრძელდება - რა ხდება ლისზე
გამოქვეყნებულია: 2017-07-09 17:04:00
ლისის ტბაზე საგანგებოდ მოწყობილ ლოკაციებზე სპორტული და გასართობი ღონისძიებები გრძელდება. სპორტის მოყვარულებს და გულშემატკივარს საზოგადოებრივი მაუწყებელი სპორტული რიტმით აერთიანებს. საზოგადოებრივი ნებისმიერ მსურველს ლისზე ეპატიჟება და სთავაზობს ჩაერთოს გასართობ და სპორტულ აქტივობებში. კალათბურთი, ფეხბურთი, ფარიკაობა, ჭადრაკი და რაგბი, - ეს არასრული ჩამონათვალია სპორტის სახეობების, რომლის თანამონაწილეც პროფესიონალ სპორტსმენებთან ერთად გახდებით. საზოგადოებრივი მაუწყებელი კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ექსკლუზიური ჩვენებისთვის, სწორედ ასე, საზოგადოებრივი პროექტით ემზადება. 
წაკითხვა
ვასილ მაღლაფერიძე - უნდა ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ეს არის დღევანდელი ღონისძიების არსი
გამოქვეყნებულია: 2017-07-09 16:35:00
უნდა ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორის ვასილ მაღლაფერიძემ ლისის ტბაზე განაცხადა, სადაც საგანგებოდ მოწყობილ ლოკაციებზე სპორტული და გასართობი ღონისძიებები სლოგანით - თბილისის, ლისი, 9 ივლისი იმართება.სპორტის მოყვარულებს და გულშემატკივარს საზოგადოებრივი მაუწყებელი სპორტული რიტმით აერთიანებს.როგორც მაღლაფერიძემ აღნიშნა, დღევანდელი ღონისძება ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს ეძღვნება, რომელიც აგვისტოში გაიმართება.„თავად სპორტი და სპორტის პოპულარიზაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ ძირითად საპატიო მოვალეობად რჩება. ვფიქრობ, რომ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის.წელს არის „ევრობასკეტი“ და ამით იწყება კალათბურთის გულშემატკივრობის მნიშვნელოვანი ციკლი.ამასთან დაკავშირებით გადაწყდა პოპულარიზაცია სპორტის ყველა სახეობის. უნდა ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით - ეს არის დღევანდელი ღონისძიების არსი“,- განაცხადა მაღლაფერიძემ.
წაკითხვა
გიორგი ხატიძე - მაუწყებლობის შესახებ კანონში სოციალური რეკლამის განმარტებასთან დაკავშირებით თუ რაიმე სირთულე არსებობს, ეს საკითხი უნდა განვიხილოთ
გამოქვეყნებულია: 2017-07-06 19:12:00
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ხატიძის განცხადებით, მაუწყებლობის შესახებ კანონში სოციალური რეკლამის განმარტებასთან დაკავშირებით თუ რაიმე სირთულე არსებობს, ეს საკითხი განხილული უნდა იყოს. როგორც საზოგადოებრივს გიორგი ხატიძემ განუცხადა, "მაუწყებლობის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, პარლამენტში აქტიური განხილვა და მსჯელობა მიმდინარეობს. მისი თქმით, სამუშაო ჯგუფში ჩართული იყვნენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე შესაბამისი დარგის სპეციალისტები."თუკი მაუწყებლობის შესახებ კანონში სოციალური რეკლამის განმარტებასთან დაკავშირებით რაიმე სირთულე არსებობს, მზად ვართ, რომ ამ საკითხზე ვიმსჯელოთ და განვიხილოთ. ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი დარგის სპეციალისტებს უნდა მოვუსმინოთ და ლოგიკურ გადაწყვეტილებამდე განხილვის შემდეგ უნდა მივიდეთ. სოციალური რეკლამის განმარტება მოცემულია მაუწყებლობის შესახებ და რეკლამის შესახებ კანონებში. სოციალური რეკლამის დეფინიციასთან დაკავშირებით თუ რაიმე სირთულე არსებობს, ეს საკითხი განხილული უნდა იყოს და ისეთი ცვლილებები უნდა მივიღოთ, რომელიც სირთულეს არ შექმნის და პრაქტიკაში უკეთ იმუშავებს. ვფიქრობ, ასეთი საკითხები კანონით უნდა დარეგულირდეს და რაც მთავარია, მისი სწორი ინტერპრეტაცია მოხდეს", - განაცხადა ხატიძემ.
წაკითხვა
საზოგადოებრივის იურისტი - მაუწყებელი არ აგებს პასუხს რეკლამის შინაარსზე, თუმცა სოციალურ რეკლამას შეუმოწმებლად ეთერში არ ათავსებს
გამოქვეყნებულია: 2017-07-06 18:01:00
საზოგადოებრივი მაუწყებელი არ აგებს პასუხს რეკლამის შინაარსზე, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ მაუწყებელი უპირობოდ, შეუმოწმებლად ათავსებს ყველანაირ სოციალურ რეკლამას ეთერში, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის იურისტმა, დიმიტრი ბერძენიშვილმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ განხილვაზე განაცხადა, რომელიც მოქალაქეების, საარჩევნო ბლოკ „თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელების“ წევრების: ხათუნა სამნიძის, თამარ კორძაიას, ნინო გოგუაძის, თამარ კეკენაძის საჩივარს ეხებოდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის იურისტის განმარტებით,  სოციალური რეკლამა, რომელსაც საჩივარი ეხება, 27 ივნისამდე გადიოდა ეთერში და მისთვის გამოყოფილი ვადის ამოწურვის შემდეგ ეთერიდან მოიხსნა. მისი თქმით, აღნიშნული ვიდეორგოლები პარლამენტის მომზადებულია, მასში მმართველობის ფორმაა განმარტებული და კონკრეტული პარტიის მხრიდან არანაირ მოწოდებას არ შეიცავს. ასევე, მისი განმარტებით, რეკლამაში მითითებულია, რომ ის სოციალური რეკლამაა.„რეკლამა აღნიშნულ საკითხზე ცნობიერების ასამაღლებელ გზავნილებს შეიცავს და ამაზე რეკლამის ბოლო ნაწილიც მიუთითებს, სადაც ნათქვამია  - „გაიგე მეტი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე“, - განმარტავს ბერძენიშვილი.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს მოქალაქეების, საარჩევნო ბლოკ „თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელების“ წევრების ხათუნა სამნიძის, თამარ კორძაიას, ნინო გოგუაძის, თამარ კეკენაძის საჩივარი განიხილეს. კომუნიკაციების ეროვნული კომისია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე გადაწყვეტილებას 13 ივლისს საჯარო სხდომაზე გამოაცხადებს. საჩივარი შეეხება სოციალურ რეკლამას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში გადიოდა. როგორც საჩივრის ავტორები აცხადებენ, სარეკლამო რგოლში ხაზგასმულია, რომ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, საქართველო საპრეზიდენტო მმართველობიდან გადადის საპარლამენტო მმართველობაზე, ხოლო ევროპული საპარლამენტო მმართველობა გულისხმობს პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევის წესს. „რეკლამა სრულდება შემდეგი ტექსტით: „გაიგე მეტი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე.” თუმცა, მაყურებელმა სად, რომელი წყაროდან უნდა გაიგოს მეტი, მითითებული არ არის“, - აცხადებენ საჩივრის ავტორები.
წაკითხვა
ეკა ბესელია - მცდარი ინფორმაციაა, თითქოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის მომზადების პროცესში არავინ იყო ჩართული
გამოქვეყნებულია: 2017-07-06 17:22:00
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, მცდარი ინფორმაციაა, თითქოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის მომზადების პროცესში არავინ იყო ჩართული, როცა ექვსი თვის განმავლობაში, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ეს წინადადებები მუშავდებოდა. როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, სამუშაო ჯგუფში არც ერთი ორგანიზაციის მხრიდან არც ერთი წინადადება არ შესულა. "მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ, როცა საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება მოხდა, ერთი ორგანიზაციის მხრიდან რამდენიმე საკითხზე მოსაზრება მაშინ მივიღეთ. არავის არ შემოუთავაზებია არც ერთი წინადადება და კომენტარი. სამუშაო ჯგუფში ყველას მოწვევა არ ხდება. ეს პარლამენტის სამუშაო ჯგუფია და წარმომადგენლები დაასახელეს, რომლებიც რამდენიმე ორგანიზაციას წარმოადგენდა. მათ შორის იყვნენ - "საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველო", მედია ექსპერტები და მათგან არც ერთი წინადადება არ მიგვიღია. რაც შეეხება იმას, თითქოს, ამას არ ახლავს არც ერთი ექსპერტული მოსაზრება, ევროპის მაუწყებელთა კავშირის და მეორე ევროპული ორგანიზაციის ორი ექსპერტული მოსაზრება არსებობს. ასევე ევროსაბჭოს ეგიდით ექსპერტიზა ჩატარდა და ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ამ წინადადებებს ძალიან მაღალი შეფასება მისცა. ასე, რომ ეს არის მეორე სიცრუე, რომელიც ამ განცხადებაშია", - აღნიშნა ბესელიამ. დეპუტატი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ საკანონმდებლო პაკეტის სამართლებრივ ნაწილთან დაკავშირებით დამატებითი არგუმენტები მოისმინოს. "კონკურენციის პრობლემაა და მესმის, რომ ტელევიზიებს კონკურენციის თემა აქვთ და მაუწყებლის მიმართ სხვადასხვა ტელევიზიების მხრიდან სხვადასხვა განწყობები არსებობს, რაც სხვა თემაა. ამის მიუხედავად, შეხვედრისთვის მზად ვართ, მათი დამატებითი არგუმენტები მოვისმინოთ არა პოლიტიკური განწყობით, არამედ წმინდა სამართლებრივი და ობიექტური არგუმენტების გათვალისწინებით. შემიძლია, გაჩვენოთ ერთ-ერთი სიცრუე, რომელიც განცხადებაშია. ესაა ევროპის მაუწყებელთა დასკვნა, რომელიც ევროპის საბჭოს ოფისმა გააგზავნა და ეს არის მათ მიერ გამოგზავნილი შეფასების დოკუმენტი, რომელიც ეხება დაფინანსებისა და სახელმწიფო შესყიდვების საკითხებს, ასევე მართვასა და ხელმძღვანელობას. ანუ, ყველა იმ პუნქტს, რომელიც გაკრიტიკებული აქვთ ამ განცხადებაში. შეფასების თვალსაზრისით, მედია სფეროში ევროპის მაუწყებელთა კავშირი ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის ორგანოა, რომელიც ამ საკითხებს ძალიან მაღალ და დადებით შეფასებას აძლევს. სხვა საკითხია კონკურენციის პრობლემა, რომელიც ტელევიზიებს ერთმანეთში აქვთ და ამაზე შეიძლება ერთმანეთს ელაპარაკონ. სამართლებრივ საკითხებზე მზად ვართ, რომ მათ მოვუსმინოთ. საკომიტეტო განხილვები იქნება და ამ საკითხზე მსჯელობა შესაძლებელი იქნება", - განაცხადა ბესელიამ. 
წაკითხვა
კომუნიკაციების კომისია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე გადაწყვეტილებას 13 ივლისს გამოაცხადებს
გამოქვეყნებულია: 2017-07-06 17:07:00
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე გადაწყვეტილებას 13 ივლისს საჯარო სხდომაზე გამოაცხადებს. კომისიაში მოქალაქეების, საარჩევნო ბლოკ „თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელების“ წევრების: ხათუნა სამნიძის, თამარ კორძაიას, ნინო გოგუაძის, თამარ კეკენაძის საჩივრის არსებითი განხილვა დასრულდა. როგორც საჩივრის განხილვისას „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ აღნიშნა, სარეკლამო რგოლი არ აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7 პუნქტს, რომელიც სოციალურ რეკლამას განმარტავს. მისი თქმით, მართალია, რეკლამის შინაარსში მოხსენიებული არ არის მმართველი პოლიტიკური ძალა, მაგრამ რეკლამის შინაარსი სწორედ ამ პოლიტიკური გუნდის იდეების გამტარებელია. ასევე, კორძაიას თქმით, რეკლამის შინაარსიდან არ იკვეთება არც საქველმოქმედო, არც საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზანი. „პირიქით, რეკლამა მიკერძოებულად აწვდის მხოლოდ ერთი საკითხის შესახებ ინფორმაციას, ხოლო მისი მიზანია, საზოგადოების ქცევის შეცვლა მმართველი ძალის ინტერესების სასარგებლოდ“, - განაცხადა კორძაიამ. მისივე განცხადებით, რეკლამის მიხედვით, დახვეწილ ევროპულ საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტი არ აირჩევა პირდაპირი წესით, რაც მისი თქმით, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა, ვინაიდან ევროპული საპარლამენტო მმართველობის უმრავლეს ქვეყანაში პრეზიდენტი სწორედ პირდაპირი წესით აირჩევა. „თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელების“ წევრები მოითხოვენ, გაფრთხილება მიეცეს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ასევე დაევალოს აღნიშნული რეკლამის ეთერიდან მოხსნა. როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელში განმარტავენ, აღნიშნული სოციალური რეკლამა 27 ივნისამდე გადიოდა ეთერში და მისთვის გამოყოფილი ვადის ამოწურვის შემდეგ ეთერიდან მოიხსნა.
წაკითხვა
თინათინ ბერძენიშვილი - რეკლამის შესახებ კანონის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკლამის შინაარსში ჩარევის უფლება არ აქვს
გამოქვეყნებულია: 2017-07-06 16:02:00
რეკლამის შესახებ კანონის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკლამის შინაარსში ჩარევის უფლება არ აქვს. კომუნიკაციების ეროვნული კომისია თუ გადაწყვეტს, რომ სოციალური რეკლამა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განთავსდა, არ შეესაბამება სოციალური რეკლამის შინაარსს, მაუწყებელი დაექვემდებარება მათ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.ბერძენიშვილის განცხადებით, რეკლამის შესახებ კანონში სოციალური რეკლამის სტატუსის განსაზღვრა, დეფინიცია და რეგულაციები არის ზოგადი და კანონში სოციალური რეკლამის დეფინიცია მეტად უნდა დაკონკრეტდეს, რათა ორმაგი წაკითხვის საშუალებას არ იძლეოდეს.„სოციალური რეკლამის დეფინიციასთან დაკავშირებით ხშირად საზოგადოებრივ მაუწყებელს, მათ შორის კომერციულ მედიასაც, უჩნდება პრობლემა. კანონში სოციალური რეკლამის სტატუსის კორექტირება აუცილებელია, რადგან უნდა იყოს უფრო მეტად დაკონკრეტებული და უფრო მკაფიო, რომ ორმაგი წაკითხვის საშუალება არ მისცეს, ერთი მხრივ, დამკვეთს და, მეორე მხრივ, შემსრულებელს“, - განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.როგორც ბერძენიშვილი განმარტავს, რეკლამის შესახებ კანონის მიხედვით, მაუწყებელს რეკლამის შინაარსში ჩარევის უფლება არ აქვს, მან მხოლოდ უნდა შეამოწმოს მისი შესაბამისობა კანონთან და განათავსოს ეთერში, თუმცა უწევს შინაარსის შემოწმება, რათა განსაზღვროს რეკლამის სტატუსი."პრაქტიკაში ხდება შემდეგი რამ: საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული ჯგუფი ამოწმებს მის შესაბამისობას კანონთან, ასევე უწევს შინაარსის შემოწმება, რათა განსაზღვროს, არის თუ არა რეკლამა სოციალური.მოწოდებული ვიდეო შეიძლება შეიცავდეს ფარულ რეკლამას, პროპაგანდისტულ მესიჯს და ა.შ. ასევე, პრობლემას ვაწყდებით, რომ ხშირად რეკლამა ტექნიკურად არის გაუმართავი. ხარისხის გამოსასწორებლად მაუწყებელმა შეიმუშავა ხარისხის დამადგენელი კრიტერიუმები და განათავსა მაუწყებლის ოფიციალურ საიტზე“, - აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს მოქალაქეების, საარჩევნო ბლოკ „თავისუფალი
წაკითხვა
კერძო ტელემაუწყებლები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ
გამოქვეყნებულია: 2017-07-06 14:12:00
კერძო ტელემაუწყებლები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ. კერძო ტელემაუწყებლები მოითხოვენ, პარლამენტმა უარი თქვას ”მაუწყებლობის შესახებ კანონში” იმ ცვლილებების შეტანაზე, რომელიც ეხება ”საზოგადოებრივ მაუწყებელში” სპონსორობისა და რეკლამის დაკანონებას.”გვსურს გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით: 1. პროექტი ინიცირებულია გაუმჭვირვალედ. სამუშაო ჯგუფში მისი განხილვა მიმდინარეობდა დაინტერესებული მხარეების და ამ სფეროს პროფესიონალების მონაწილეობის გარეშე. პრაქტიკულად არ არის წარმოდგენილი კვალიფიციური ექსპერტული დასკვნა. პროექტის განმარტებით ბარათში მინიმალურადაც კი არ არის დასაბუთებული ამ ცვლილების აუცილებლობა და არ არის წარმოდგენილი თუნდაც ზედაპირული გათვლები – რას გამოიწვევს ეს ცვლილება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, კერძო მაუწყებლებისთვის და მთლიანად სარეკლამო ბაზრისთვის.2. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბიუჯეტით გარანტირებული წლიური დაფინანსება მუდმივად აღემატება მთლიანი ტელე სარეკლამო ბაზრის მოცულობის 50%-ს. შეზღუდული სარეკლამო ბაზრის პირობებში, ცვლილება უარყოფით გავლენას იქონიებს კერძო მაუწყებლების მდგრადობაზე. გარდა ამისა, ყველა ქართული ტელევიზიის ჯამური წლიური შემოსავლისა და მაუწყებლის წლიური ბიუჯეტის შედარება ადასტურებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი პრობლემა არ გახლავთ ბიუჯეტის სიმცირე და პრობლემების მიზეზები სხვაგან უნდა ვეძებოთ. 3. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ამგვარი შეზღუდვები საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ამოქმედდა 2015 წლიდან. მაშინ პარლამენტმა ცვლილებებს მხარი დაუჭირა კომერციული მაუწყებლებისთვის შეზღუდული სარეკლამო ბაზრისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის კომერციული გავლენისგან თავისუფლების მოტივაციით. ცხადია ეს გარემოებები დღემდე აქტუალურია. 4. საზოგადოებრივი მაუწყებელი ფლობს არაერთ არხს და მისი ტექნიკური რესურსი საშუალებას აძლევს გაზარდოს არხების რაოდენობა, მენეჯმენტი საუბრობს ახალი სპორტული არხის შექმნაზე, ყოველი ახალი არხი კი დამატებითი სარეკლამო დროა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის.5. 2015 წლამდე არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ რეკლამითა და სპონსორობით მიღებული შემოსავალი იყო იმაზე ნაკლები, ვიდრე შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, რაც საფუძველს აცლის ცვლილების დასაბუთებას და ადასტურებს მის პრობლემურობას.6. გარანტირებული შემოსავლები ბიუჯეტიდან საზოგადოებრივ მაუწყებელს აძლევს საშუალებას სარეკლამო ბაზარზე არაკეთილსინდისიერი მოთამაშე გახდეს – დემპინგური ფასებით და გაუგებარი ფასწარმოქმნის პრინციპით, რით
წაკითხვა
თბილისი, ლისი, 9 ივლისი - „სპორტული რიტმი“ საზოგადოებრივზე
გამოქვეყნებულია: 2017-07-05 01:40:00
9 ივლისს ლისის ტბაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ღონისძიება - „სპორტული რიტმი“ გაიმართება. მსურველებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ სხვადასხვა სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში, გახდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემებისა და სპორტული აქტივობების თანამონაწილე. საზოგადოებრივი მაუწყებელი ორი საათის განმავლობაში მაყურებელს ღონისძიების უწყვეტ პირდაპირ ეთერს შესთავაზებს. დღის განრიგი12:00 - 20:00 საათიქუჩის კალათბურთის ტურნირი 3X3 გახსნა, გამარჯვებულების გამოვლენა18:00 საათიღონისძიების „სპორტული რიტმი“ საზეიმო გახსნა18:00 - 20:00 საათისაზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერი; სპორტული აქტივობები ძველი და ახალი თაობის წარმატებული სპორტსმენებისა და საზოგადოების მონაწილეობით, შემდეგ სახეობებში:• კანოე• ჯომარდობა• ველოტურნირი• კალათბურთი• რაგბი• ფეხბურთი• ფრენბურთი• ხელბურთი• ფარიკაობა• ფალავნობა• ძალოსნ
წაკითხვა