საზოგადოებრივი
104.5 FM
ვასილ მაღლაფერიძე - შსს-ს აკადემიასთან თანამშრომლობა არქივის შესწავლისა და გამომზეურების თვალსაზრისით სისტემურ სახეს მიიღებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-18 15:50:00
პირველ არხსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთშეთანმხება მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლას, გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობას ითვალისწინებს. ხელმოწერილ დოკუმენტში გაწერილია ორივე მხარის უფლება-მოვალეობები, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მაუწყებელს გადასცემს არქივში დაცული უახლესი ისტორიის მასალებზე წვდომის უფლებას, ხოლო მაუწყებელი მასალების გამოყენებით მომზადებული ტელე, რადიო ან ონლაინ პროდუქციის დამზადებისას ვალდებულია მიუთითოს მასალების მოპოვების წყაროდ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი.როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, პირველ არხსა და შსს-ს აკადემიას შორის მემორანდუმი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია, რადგან თანამშროლობა არქივის შესწავლისა და გამომზეურების თვალსაზრისით სისტემურ სახეს მიიღებს. "ეს არის ჩვენი თითქმის ერთსაუკუნოვანი ისტორია, ტკივილიანი ისტორია, მაგრამ ეს არის ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს საზოგადოებამ. ჩვენ ერთობლივი მუშაობით, გამოცდილებით, თანამედროვე ფორმებით დავიწყებთ საზოგადოების ინფორმირებას", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ. შსს-ს აკადემიის რექტორის განცხადებით, ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება, რომ მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიული მოვლენები გაცოცხლდეს. "ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებლობა გვაქვს გავაცოცხლოთ მეოცე საუკუნის ის რეალობები, ის ისტორია, რაც საშუალებას გვაძლევს ის ჭეშმარიტი მხარეები და ისტორიული მოვლენები საზოგადოებას უფრო მაქსიმალური ხედვით მივაწოდოთ და უტყუარ ინფორმაციაზე აგებული მასალები შევთავაზოთ", - შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ.
წაკითხვა
ჩიხში შესული მოლაპარაკება - ექვსი ქართული ტელეარხი შესაძლოა საკაბელო ოპერატორების პაკეტიდან გაქრეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-17 20:05:00
ექვსი ქართული ტელეარხი შესაძლოა მცირე და საშუალო საკაბელო ოპერატორების პაკეტიდან გაქრეს.  რამდენიმეთვიანი მოლაპარაკება ჩიხშია შესული. კომპანია GMR-ი, რომელსაც რუსთავი 2-ს, იმედის, მაესტროს, GDS-ს, მარაოს და კომედი-არხის კომერციული დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლება აქვს, საკაბელო არხებისგან სიგნალის გავრცელების სანაცვლოდ თანხას ითხოვს. აბონენტებისთვის მომსახურების გაძვირების არგუმენტით მოთხოვნა საკაბელო ტელევიზიების კავშირისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მხარეებს შორის უთანხმოება იმდენად გამწვავდა, რომ დღეს 40-მდე საკაბელო ოპერატორმა ექვსივე ტელეკომპანიის სიგნალი დროებით გათიშა. გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციას აბონენტების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. მხარეებს შეთანხმების მისაღწევად ვადა დეკემბრამდე აქვთ.
წაკითხვა
საბავშვო ევროვიზიის ქართველი კონკურსანტის სიმღერის სასცენო ვერსიის გადაღებაზე მუშაობა მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-17 18:44:00
პირველი არხი  საბავშვო ევროვიზია 2017-ის ქართველი კონკურსანტის, გრიგოლ ყიფშიძის სიმღერის სასცენო ვერსიის გადაღებაზე მუშაობს. სიმღერა, რომლითაც ქართველი მომღერალი მსმენელის წინაშე წარდგება, გიგა კუხიანიძეს ეკუთვნის. საბავშვო ევროვიზიას 2017 წელს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. კონკურსში მონაწილეობას ევროპის 16 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. კონკურსის ჩატარების უფლება საქართველომ მას შემდეგ მოიპოვა, რაც გასულ წელს მალტაში საბავშვო ევროვიზია 2017-ის გამარჯვებული ქართველი მომღერალი მარიამ მამადაშვილი გახდა.გრიგოლ ყიფშიძის სიმღერის სასცენო ვერსიის პრემიერა პირველი არხის ეთერში რამდენიმე დღეში შედგება.
წაკითხვა
„ხარ თუ არა მეექვსეკლასელზე ჭკვიანი“ - საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ პროექტს იწყებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-16 18:25:00
ხარ თუ არა მეექვსეკლასელზე ჭკვიანი - საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ პროექტს იწყებს. მონაწილეთა შერჩევა ქუთაისიდან დაიწყო. შესარჩევ ტურში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 300 - მდე მოსწავლემ გაიარა. შესარჩევი ტური ხვალ ოზურგეთში გაიმართება. ხარ თუ არა მეექვსეკლასელზე ჭკვიანი ამერიკული კომპანია მეტრო გოლდენ მაიერის პროექტია, რომელიც 55 ქვეყანაში განხორციელდა და ყველგან დიდი პოპულარობა მოიპოვა.
წაკითხვა
მაუწყებლის ახალი შენობის არქიტექტურული პროექტი - "მოამბის" შეკითხვებს ,,თბილქალაქპროექტის” არქიტექტორმა ლევან სიამაშვილმა უპასუხა
გამოქვეყნებულია: 2017-10-13 20:10:00
ვრცლად კომპანიაზე, რომელმაც პირველი არხის ახალი შენობის დიზაინზე უნდა იზრუნოს. გამარჯვებული პროექტის თანაავტორი და ხელმძღვანელი, შპს ,,თბილქალაქპროექტის” არქიტექტორი ლევან სიამაშვილია "მოამბის" სტუმარი.
წაკითხვა
პირველი არხის მომავალი შენობის არქიტექტურული პროექტი შერჩეულია - როგორი იქნება ტელევიზიის ახალი შენობა
გამოქვეყნებულია: 2017-10-13 20:05:00
დღევანდელი დღე პირველი არხისთვის ისტორიულია. ტელევიზიის ახალი შენობის არქიტექტურული პროექტი შერჩეულია. გამარჯვება შპს ,,თბილქალაქპროექტმა” მოიპოვა. სწორედ ამ კომპანიის მიერ წარდგენილმა პროექტმა მიიღო ჩვენს ვებ გვერდზე მიმდინარე ინტერნეტგამოკითხვაში მოქალაქეთა ყველაზე მეტი - 14 227 ხმა.შეფასების კრიტერიუმები იყო ფასი და ხარისხი, რომელიც ხუთ, მათ შორის დიზაინის კომპონენტს მოიცავდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ტელევიზიამ მომავალი შენობის იერ-სახის შერჩევა საზოგადოებას მიანდო. ხუთიდან კიდევ ერთი კრიტერიუმი - პროექტის ფუნქციური მხარე კი სპეციალურმა კომპანიამ შეაფასა.ორთვიანი კონკურსის და ცხრადღიანი ინტერნეტგამოკითხვის შემდეგ გამარჯვებული პროექტი დღეს დილით, პირდაპირ ეთერში გამოვლინდა. მარიკა შალიკაშვილი გვიამბობს, როგორი შენობა გვექნება 2020 წლისთვის. 
წაკითხვა
თინათინ ბერძენიშვილი - შევეცადეთ, კონკურსი მაქსიმალურად საჯარო ყოფილიყო, ამიტომ გადავწყვიტეთ, დიზაინის შერჩევაში საზოგადოება ჩართულიყო
გამოქვეყნებულია: 2017-10-13 14:20:00
მოხარული ვარ, რომ პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინის შესარჩევ კონკურსში 300 ათასზე მეტი მომხმარებელი გვყავდა, საიდანაც ხმა მისცა 30 ათასმა ადამიანმა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებული პროექტის გამოვლენის შემდეგ განაცხადა.მისი თქმით, შეეცადნენ, კონკურსი მაქსიმალურად საჯარო ყოფილიყო და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, დიზაინის ნაწილში საზოგადოება ყოფილიყო ჩართული.„ხარისხი დაიყო ხუთ კრიტერიუმად, პირველი გახლდათ დიზაინი, რომელიც სრულად მივანდეთ საზოგადოებას. დანარჩენი ოთხი კრიტერიუმი, რომელიც მოიცავდა ფუნქციურ, კომპანიის გამოცდილებას, მოწოდებასა და ხარჯთაღრიცხვას, ეს შეაფასა თავად კომისიამ. ორი კრიტერიუმი იყო თვლადი, რომელსაც ელექტრონული სისტემა, წარმოდგენილი დოკუმენტაციის მეშვეობით აფასებს. პროცესი იყო საკმაოდ რთული და საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის პირველი, რადგან ასეთი პროექტი კონკურსით არასდროს აგვირჩევია“, - განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინის შესარჩევ კონკურსში „თბილქალაქპროექტის“ პროექტმა გაიმარჯვა.ყველაზე მეტი - 14227 ხმა შპს „თბილქალაქპროექტის“ პროექტმა მიიღო. შპს BWC-ის პროექტმა  - 7727 ხმა, ხოლო შპს „არტსტუდიო-პროექტმა“ - 11127.გამარჯვებული პროექტი ოთხი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა: ფუნქციური მხარე, პრეტენდენტის გამოცდილება, პერსონალის გამოცდილება და მიწოდების ვადა. მეხუთე კრიტერიუმი – შენობის დიზაინია, რომელიც საზოგადოებამ ხმის მიცემის პრინციპით შეარჩია.პროექტების ფუნქციური მხარე სპეციალურად დაქირავებულმა კომპანიამ შეამოწმა.
წაკითხვა
ვასილ მაღლაფერიძე - ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინის შერჩევით პირველი არხის ცხოვრებაში რამე კი არ დასრულდა, არამედ ძალიან დიდი პროცესი დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-10-13 14:07:00
დღეს ისტორიული დღეა, რადგან ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინის შერჩევით პირველი არხის ცხოვრებაში რამე კი არ დასრულდა, არამედ ძალიან დიდი პროცესი დაიწყო, - ამის შესახებ პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებული პროექტის გამოვლენის შემდეგ განაცხადა.მისი თქმით, ალბათ, მაქსიმუმ სამ წელიწადში, პირველ არხს ახალი შენობა ექნება, რომელიც მთლიანად უპასუხებს თანამედროვე სტანდარტებს.„როგორც ცალკე კომპონენტი, შესაძლოა, გადამწყვეტი არ არის, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გადაიარაღებას. ტექნიკური თვალსაზრისით, პირველი არხი ჩამორჩენილი იყო და არ შეესაბამებოდა იმ შესაძლებლობებს, რაც ამ ტელევიზიაში არსებობს, თუმცა ამ ტელევიზიაში არსებობს ძალიან დიდი შესაძლებლობები. პირველი ეტაპი საკმაოდ წარმატებით გავიარეთ. ჩვენ გვსურდა, ამ პროცესში საზოგადოება მაქსიმალურად ყოფილიყო ჩართული, ვინაიდან თავისი შინაარსით ეს არხი არის საზოგადოების კუთვნილება და, ვფიქრობ, პროცესი ძალიან კარგად და საინტერესოდ მიდის. დარწმუნებული ვარ, ამ პროცესს ღირსეულად გავართმევთ თავს.რაც შეეხება პროექტს, სამივე კომპანიას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა „თბილქალაქპროექტს“ მიანიჭა უპირატესობა. გარდა ამისა, აღნიშნული პროექტი სხვა პარამეტრებითაც სხვებზე უკეთესი აღმოჩნდა. გამარჯვებული პროექტი რამდენიმე პარამეტრის მიხედვით უნდა შერჩეულიყო. მე ნებისმიერი პროექტის გამარჯვება გამიხარდებოდა“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინის შესარჩევ კონკურსში „თბილქალაქპროექტის“ პროექტმა
წაკითხვა
პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინის შესარჩევ კონკურსში „თბილქალაქპროექტის“ პროექტმა გაიმარჯვა
გამოქვეყნებულია: 2017-10-13 12:31:00
პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული პროექტის შესარჩევად ხმის მიცემა დასრულდა. ყველაზე მეტი - 14227 ხმა შპს „თბილქალაქპროექტის“ პროექტმა მიიღო. შპს BWC-ის პროექტმა  - 7727 ხმა, ხოლო შპს „არტსტუდიო-პროექტმა“ - 11127.გამარჯვებული პროექტი ოთხი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა: ფუნქციური მხარე, პრეტენდენტის გამოცდილება, პერსონალის გამოცდილება და მიწოდების ვადა. მეხუთე კრიტერიუმი – შენობის დიზაინია, რომელიც საზოგადოებამ ხმის მიცემის პრინციპით შეარჩია.პროექტების ფუნქციური მხარე სპეციალურად დაქირავებულმა კომპანიამ შეამოწმა.სამშენებლო ტენდერი 6-7 თვეში გამოცხადდება, ხოლო მშენებლობა, სავარაუდოდ, 2020 წლისთვის დასრულდება.პირველმა არხმა, ისტორიაში პირველად, საზოგადოებას საშუალება მისცა, პირველი არხის შენობის დიზაინი აერჩია. 8 აგვისტოს მაუწყებელმა არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე კონკურსი გამოაცხადა, რის შემდეგაც, შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში აიტვირთა საკონკურსო დოკუმენტაცია, შესყიდვის ღირებულებით 1.032.048 ლარი.კონკურსში მონაწილეობის სურვილი სამმა კომპანიამ: შპს BWC, შპს „თბილქალაქპროექტი“ და შპს „არტსტუდიო-პროექტი“ გამოთქვა.საზოგადოებას საშუალება მიეცა, მათ შორის საუკეთესო არქიტექტურული პროექტის დიზაინი ხმის მიცემის პრინციპით შეერჩია. ხმის მიცემა ყოველ 12 საათში ერ
წაკითხვა
პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინის კონკურსში გამარჯვებული პროექტი დღეს, 12:00 საათზე „მოამბის“ პირდაპირ ეთერში დასახელდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-13 11:11:00
როგორი იქნება პირველი არხის ახალი შენობა - სოციალურ ქსელში 9 დღიანი გამოკითხვა ზუსტად 12:00 საათზე დასრულდება. პირველი არხის შენობაში შეკრებილია სპეციალური კომისია. კომისიის წევრები კონკურსში მონაწილე სამ პროექტს აფასებენ. მთავარი აქცენტები ოთხ კრიტერიუმზე კეთდება: ფუნქციური მხარე, პრეტენდენტის გამოცდილება, პერსონალის გამოცდილება და მიწოდების ვადა. მეხუთე კრიტერიუმი – შენობის დიზაინია, რომლის არჩევა, პირველი არხის ისტორიაში პირველად, მენეჯმენტმა საზოგადოებას შესთავაზა. სამი პრეტენდენტი კომპანიის, კერძოდ, შპს BWC, შპს „თბილქალაქპროექტისა“ და შპს „არტსტუდიოს“ შორის გამარჯვებულის არჩევა ხმის მიცემის პრინციპით პირველი არხის ვებგვერდზე 4 ოქტომბრიდან დაიწყო. გამარჯვებული კომპანია დღეს, 12:00 საათზე „მოამბის“ პირდაპირ ეთერში დასახელდება.
წაკითხვა
პირველი არხი არასაპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-09 16:07:00
პირველი არხი კანონით განსაზღვრული ვალდებულებების გარდა, უპრეცედენტო წინასაარჩევნო ფორმატით მაუწყებლობს, რომლის ფარგლებშიც თვითმმართველი ქალაქების უმეტესობაში, ცხრა რეგიონში უკვე გაიმართა მერობის კანდიდატებს შორის დებატები. მიმდინარე კვირის ბოლოს კიდევ სამი გადაცემა გავა ეთერში, მომავალ კვირას  დაგეგმილია დედაქალაქში თემატური, საარჩევნო სიის პირველ ნომრებსა და თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დებატები,- ასე პასუხობს პირველი არხი არასაპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკას, რომ მათ წინასაარჩევნოდ სატელევიზიო ეთერით, მათ შორის, პირველ არხზე, საკუთარი პოზიციის წარმოჩენის საშუალება არ ეძლევათ.
წაკითხვა
როგორი დიზაინი ექნება ტელევიზიის ახალ შენობას - პირველი არხი მოქალაქეების არჩევანს ელის
გამოქვეყნებულია: 2017-10-04 20:10:00
პირველი არხი მოქალაქეების არჩევანს ელის. უკვე 20 საათზე მეტია ჩვენს ვებგვერდზე გამოკითხვა მიმდინარეობს. ახლა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, როგორი დიზაინი ექნება ტელევიზიის ახალ შენობას. შეთავაზებულია სამი არქიტექტურული პროექტი, რომლებიც შენობის ფუნქციონალური გამართულობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. გამოკითხვის შედეგები 13 ოქტომბერს გახდება ცნობილი, რის შემდეგაც მესამე კორპუსის ბაზაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებისთვის მზადება დაიწყება. პირველ არხს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი შენობა 2020 წლისთვის ექნება. 
წაკითხვა
მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2017“ დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-04 11:23:00
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სენაკში მედია სწავლება „ღირსეული პასუხი 2017“-ის დასრულება მონაწილეებს პირადად მიულოცა. თავდაცვის მინისტრმა რეპორტიორებთან შეხვედრისას ჰიბრიდული ომის დროს ჟურნალისტების როლზე ისაუბრა და სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. დასკვნით ღობისძიებაზე სწავლების მონაწილეებს სერთიფიკატები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გადსცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.მედიასწავლება "ღირსეული პასუხი 2017" 27 სექტემბერს დაიწყო. სწავლებაში ჩართულმა 18-მა რეპორტიორმა თეორიული და პრაქტიკული კურსი II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიარა. კურსის მონაწილეებმა თვითგადარჩენის სწავლება, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების სპეციფიკა, კონფლიქტური სიტუაციების დროს მოქმედების პრინციპები, სტრესის მართვისა და ჰიბრიდული ომის შესახებ სპეციალური სალექციო კურსი პროფესიონალი ინსტრუქტორების დახმარებით გაირეს. სწავლებაში სპეციალურად მიწვეულმა ლიტვის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტრატეგიული კომუნიკაციების თემაზე პრეზენტაცია წარმოადგინეს.30 სექტემბრიდან მედიასწავლების მონაწილეებმა რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში კომპიუტერული სწავლება გაირეს. რეპორტიორები საინფორმაციო ომის მოდელირების პროცესში 24 საათიან რეჟიმში იყვნენ ჩართულნი.სწავლების კულმინაციური ფაზა მოგვიანებით ველზე განხორციელდა, სადაც ქართველ რეპორტიორებს ასევე მოდელირებულ კონვენციურ ომში პროფესიული საქმიანობის შესრულება მოუწიათ.მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2017“ II ქვეითი ბრიგადის ბაზაზზე უკვე მეორედ განხორციელდა.ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
წაკითხვა
1tv.ge-ზე პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული პროექტის შესარჩევად ხმის მიცემა დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-10-04 00:08:00
პირველი არხის ახალი შენობის დიზაინს ირჩევ შენ - 1tv.ge-ზე პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული პროექტის შესარჩევად ხმის მიცემა დაიწყო.8 აგვისტოს პირველმა არხმა არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის სურვილი სამმა კომპანიამ: შპს BWC, შპს „თბილქალაქპროექტი“ და შპს „არტსტუდიო-პროექტი“ გამოთქვა. მათ შორის საუკეთესო არქიტექტურული პროექტის დიზაინს საზოგადოება ხმის მიცემის საშუალებით შეარჩევს.ხმის მიცემა ყოველ 12 საათში ერთხელ, „ფეისბუქის“ საშუალებით, პირველი არხის ვებგვერდზე 1tv.ge-ზეა შესაძლებელი.„მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულს პირველად გამოავლენს ხალხი. შენობა აშენდება იმ დიზაინით, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგანაც თავის დროზე ეს შენობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი სიახლის და ავანგარდის შემომტანი. ახლაც ასე იქნება. ეს პირველი არხია, საზოგადოებას ეკუთვნის და მასვე უნდა მივანდოთ გადაწყვეტილება. პროცესში თითოეული ადამიანის ჩართულობა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ.პირველი არხის ვებგვერდზე დეტალურად შეძლებთ სამივე არქიტექტურული პროექტის დათვალიერებას, რომელთაგან ერთი გახდება გამარჯვებული.პროექტების სანახავად და სასურველისთვის ხმის მისაცემად მიჰყევით ბმულს - 1tv.ge
წაკითხვა
თამარ ჩუგოშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის აუცილებლობაზე ჩვენი და ეუთო-ს სპეცწარმომადგენლის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა
გამოქვეყნებულია: 2017-10-03 13:01:00
საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, ჩვენი და ეუთო-ს სპეცწარმომადგენლის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელთან ჰარლემ დეზირთან გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა. თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, ჰარლემ დეზირთან გამართულ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმა იყო. თამარ ჩუგოშვილის თქმით, ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით რეფორმის აუცილებლობას ხედავს. „კონსტიტუციის ის ცვლილებები ძალიან პოზიტიურად იქნა შეფასებული, რომელიც მედიის საკითხებს, ინტერნეტის თავისუფლებასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას ეხება. საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, ჩვენი და ეუთო-ს სპეცწარმომადგენლის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით რეფორმის აუცილებლობას ხედავს. კერძოდ, იმის საჭიროებას, რომ ეს მაუწყებლობა საზოგადოებისთვის უფრო მიმზიდველი იყოს და საზოგადოება ინფორმაციას უფრო მეტად მაუწყებლიდან იღებდეს. მაუწყებლის დამოუკიდებლობაზეც იყო საუბარი, რაც ჩვენი საერთო ინტერესია. ამასთან, საუბარი "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტზეც იყო და ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ეუთო აკვირდება, ეს კანონპროექტია და მათ საერთაშორისო ექსპერტების დასკვნას გავუზიარებთ, რომელიც პოზიტიურია“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.
წაკითხვა
რუსეთში შესაძლოა Google, Facebook, WhatsApp, Viber, და Telegram დაიბლოკოს
გამოქვეყნებულია: 2017-09-29 14:48:00
რუსეთში შესაძლოა ცნობილი სოციალური ქსელები: WhatsApp, Viber, Google, Facebook და Telegram დაიბლოკოს. ამის მიზეზი რუსეთში მოქმედი კანონმდებლობაა, რომლის თანახმადაც, ვებ-გვერდები რომლებიც რუსეთის მოქალაქეებზე პერსონალურ ინფორმაციას ფლობენ, რუსულ სერვერებზე უნდა განათავსონ.რუსეთის კომუნიკაციების მინისტრის ნიკოლაი ნიკიფოროვის განცხადებით, ის ინტერნეტ საიტები, რომლებიც რუსულ კანონმდებლობას არ დაემორჩილებიან, რუსეთის ტერიტორიაზე ვერ იმუშავებენ.​მისი თქმით, კანონი თანაბრად შეეხება ყველა სოციალურ ქსელს, რა თქმა უნდა, თუ ისინი საკუთარ მონაცემებს რუსულ სერვერებზე არ გადმოიტანენ. ნიკიფოროვის განცხადებით, ის ხვდება რომ ფეისბუქსა და სხვა სოციალურ ქსელებს რუსეთში მომხმარებელთა დიდი რაოდენობა იყენებს, თუმცა ამ შემთხვევაში კანონზე მაღლა ეს მონაცემები ვერ დადგება. 
წაკითხვა
პირველი არხის ახალი შენობის პროექტი ხმის მიცემით შეირჩევა - ხმის მიცემა 1tv.ge-ზე რამდენიმე დღეში დაიწყება
გამოქვეყნებულია: 2017-09-27 19:32:00
პირველი არხი, ისტორიაში პირველად,  საზოგადოებას აძლევს საშუალებას, აირჩიოს, როგორი იქნება პირველი არხის ახალი შენობა. 8 აგვისტოს მაუწყებელმა არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე კონკურსი გამოაცხადა, რის შემდეგაც, შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში აიტვირთა საკონკურსო დოკუმენტაცია, შესყიდვის ღირებულებით 1.032.048 ლარი.კონკურსში მონაწილეობის სურვილი სამმა კომპანიამ: შპს BWC, შპს „თბილქალაქპროექტი“ და შპს „არტსტუდიო-პროექტი“ გამოთქვა. მათ შორის საუკეთესოს უკვე საზოგადოება ხმის მიცემის საშუალებით შეარჩევს.ხმის მიცემა რამდენიმე დღეში დაიწყება და ყოველ 12 საათში ერთხელ, ფეისბუქის საშუალებით, პირველი არხის ვებგვერდზე 1tv.ge-ზე იქნება შესაძლებელი."მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულს პირველად გამოავლენს ხალხი. შენობა აშენდება იმ დიზაინით, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგანაც თავის დროზე ეს შენობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი სიახლის და ავანგარდის შემომტანი. ახლაც ასე იქნება. ეს პირველი არხია, საზოგადოებას ეკუთვნის და მასვე უნდა მივანდოთ გადაწყვეტილება. პროცესში თითოეული ადამიანის ჩართულობა მნიშვნელოვანია", - განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ.  
წაკითხვა
ჰადიჯა ისმაილოვა პრესტიჟული პრემიით დააჯილდოეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-26 13:06:00
რადიო „თავისუფლების“ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰადიჯა ისმაილოვა სახელისუფლებო დონეზე კორუფციის გამოვლენისთვის პრესტიჟული პრემიით დააჯილდოეს - იუწყება „დოიჩე ველე“. პრემია „ცხოვრების სწორის გზისთვის“ , რომელსაც ასევე ნობელის ალტერნატიულ ვარიანტადაც მოიაზრებენ, შვედეთის ფონდმა Right Livelihood Award Foundation-მა ისმაილოვას გამოვლენილი „სიმამაცისა და სიმტკიცისთვის“ გადასცა. ის ამ პრემიაზე წარდეგნილი პირველი კანდიდატია აზერბაიჯანიდან. 2015 წლის პირველ სექტემბერს ბაქოს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა ჰადიჯა ისმაილოვას და რამდენიმე მუხლით დამნაშავედ ცნო, მათ შორის მითვისებისა და გაფლანგვისთვის, უკანონო საქმიანობისთვის, გადასახადებისთვის თავის არიდებისა და უფლებამოსილების გადაჭარბებისთვის, რისთვისაც მას 7.5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. თუმცა, თავად ჟურნალისტი სასამართლო პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებდა. 2017 წლის მაისში უზენაესმა სასამართლომ თავისუფლების აღკვეთის განაჩენი 5-წლიანი პირობით სასჯელით შეცვალა. ჰადიჯა ისმაილოვა ცნობილია აზერბაიჯანის სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფციის შესახებ წარმოებული ჟურნალისტური გამოძიებებით, ასევე, პრეზიდენტის ოჯახის წევრებისა და მათთან დაახლოებული პირების კომერციული საქმიანობების კვლევით. ჰადიჯა ისმაილოვა 2 დეკემბერს ჟურნალისტ ტურალ მუსტაფაევის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მან საბოლოო ჯამში ისმაილოვას წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და აღიარა, რომ ზეწოლის მსხვერპლი იყო. ჟურნალისტის დაკავებას საერთაშორისო საზოგადოებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციებისგან კრიტიკა მოჰყვა. აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან ერთად, ფონდმა ადამიანის უფლებების დაცვისთვის პრემია ასევე მიანიჭა ინდოელ ადვოკატს კოლინ გონსალვეს და ეთიოპიელ უფლებადამცველ იეტნებერშ ნიგუსის, რომელიც აფრიკასა და მსოფლიოში შშმ პირების უფლებების დასაცავად იბრძვის. თითოეული მათგანი 105 ათას ევროს მიიღებს.
წაკითხვა
საბერძნეთში ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელი 24 საათით გაიფიცა
გამოქვეყნებულია: 2017-09-26 10:59:00
საბერძნეთში ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელი პროტესტის ნიშნად 24 საათით გაიფიცა.გაფიცვის ორგანიზატორი ქვეყნის პროფკავშირებია. დღეს, დილის 06.00-დან ხვალ დილის 06.00 საათამდე რადიოსა და ტელევიზიაში ახალი ამბების გამოშვება არ გავა, არ მუშაობს საინფორმაციო ვებგვერდებიც.გაფიცული მედიასაშუალების წარმომადგენლები დამატებითი სოციალური დაზღვევის სისტემის შენარჩუნებასა და მედიასაშუალებების თანამშრომლების შრომითი და სოციალური უფლებების დარღვევის შეწყვეტას ითხოვენ. პროფკავშირებში ამბობენ, რომ მთავრობასთან და დამსაქმებლებთან ერთწლიანი მოლაპარაკებების შედეგად ვერ მოხერხდა იმ ფონდის გადარჩენა, რომლის საშუალებითაც ჟურნალისტები დამატებით პენსიებს, სამედიცინო მომსახურებას და ერთჯერად ფინანსურ დახმარებას იღებდნენ.
წაკითხვა
საქალაქო სასამართლო კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და პირველ არხს შორის დავას იხილავს
გამოქვეყნებულია: 2017-09-26 10:25:00
თბილისის საქალაქო სასამართლოში კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და პირველ არხს შორის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმე ეხება 15 სექტემბერს "დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს" მიერ კომუნიკაციების მარეგულირებელში შესულ საჩივარს, სადაც კახა კუკავა აპროტესტებს, რომ მისი საარჩევნო ვიდეო რგოლის მაუწყებლის საეთერო ბადეში არ მოხვდა.კერძოდ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიჩნია, რომ აღნიშნული ვიდეო რგოლი შეიცავდა კომერციული რეკლამის ელემენტებს, სადაც დასახელებული იყო და კადრში ჩანდა ერთ-ერთი მედიკამენტი, რომლის ფასიც ამავე ვიდეო რგოლში იყო დასახელებული. მაუწყებლის იურისტები განმარტავენ, რომ მაუწყებლის შესახებ კანონში მკაფიოდ არის განმარტებული, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლის კომერციული შინაარსის რეკლამის განთავსება ეკრძალება, აქედან გამომდინარე მიიღო პირველმა არხმა გადაწყვეტილება და კახა კუკავას საარჩევნო რეკლამა ეთერში არ გაუშვა. კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ვიდეო რგოლი არ ემსახურებოდა კომერციული რეკლამის განთავსებას და შესაბამისად ის მაუწყებლის საეთერო ბადეში უნდა მოხვედრილიყო.კომისიის მიერ მაუწყებელთან გამოგზავნილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში საუბარია, რომ მაუწყებელმა დაარღვია "საარჩევნო კოდექსის" 51-ე მუხლით ნაკისრი ვალდებულება, რაც საარჩევნო სუბიექტებისთვის საეთერო დროის გამოყოფას გულისხმობს. თავის მხრივ მაუწყებლის იურისტები განმარტავენ, რომ არც "საარჩევნო კოდექსი" და არც "რეკლამის შესახებ კანონი " გამონაკლისის სახით საარჩევნო სუბიექტების მიერ დამზადებულ რეკლამაში კომერციული ელემენტების განთავსებას არ ცნობს.
წაკითხვა