საზოგადოებრივი
104.5 FM
პირველი არხი კვალიფიციურ პოლიტიკურ სუბიექტებს ახალ წინასაარჩევნო პროექტში მონაწილეობას სთავაზობს
გამოქვეყნებულია: 2017-09-07 17:18:00
პირველი არხი  2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, არჩევნებში მონაწილეობისთვის დარეგისტრირებულ  ყველა კვალიფიციურ პოლიტიკურ სუბიექტს  იწვევს წინასაარჩევნო სატელევიზიო პროექტში -„თვითმმართველობა-2017“.პროექტის უმთავრესი მიზანია, უზრუნველყოს მოქალაქეების ინფორმირება არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური პარტიების, კანდიდატებისა და მათი პროგრამების შესახებ, საქართველოს რეგიონების  ჩართულობა სატელევიზიო პროექტში; წარმოაჩინოს რეგიონების  მცხოვრებთა პრობლემები, რომელთა გადაჭრის გზებზე გაიმართება დებატები საარჩევნო სუბიექტებს შორის.პროექტის ფარგლებში მომზადდება 15 გადაცემა, აქედან ოთხი თბილისში, დანარჩენი 11 გადაცემა რეგიონებში - ოთხ თვითმმართველ ქალაქსა და შვიდ სამხარეო ცენტრში.პირველი არხი კვალიფიციურ პოლიტიკურ სუბიექტებს სთხოვს, გადაცემაში მონაწილეობის სურვილი 15 სექტემბრამდე წერილობით დაადასტურონ.
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 20 მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის ტენდერში გამარჯვებულად შპს „ჯი-თი მოტორსი“ გამოვლინდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-07 15:50:00
სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 20 ერთეული მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის სახელმწიფო შესყიდვაზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად შპს „ჯი-თი მოტორსი“ გამოვლინდა. ამ დროისთვის  გრძელდება კანონმდებლობით განსაზღვრული შესყიდვის პროცედურები.„ჯი-თი მოტორსმა“  მაუწყებელს „სუზუკი ვიტარას“ მარკის ავტომობილები შესთავაზა.ელექტრონულ ტენდერში გამართული ვაჭრობის შედეგად, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შემცირდა 73 165 ლარით.საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ელექტრონული ტენდერი 20 ერთეული მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის სახელმწიფო შესყიდვაზე 2017 წლის 20 ივლისს გამოცხადდა. ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ - სს „ფრანს ავტომ“ და შპს „ჯი-თი მოტორსმა“ - მიიღო.ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 კალენდარული დღის განმავლობაში, მაუწყებელი მიიღებს 20 ერთეულ მაღალი გამავლობის მსუბუქ ავტომობილს.
წაკითხვა
საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის ვინაობა ცნობილი 8 სექტემბერს გახდება
გამოქვეყნებულია: 2017-09-06 18:21:00
8 სექტემბერს სპეციალური ჟიური 2017 წლის საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელს გამოავლენს.  საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალისთვის მონაწილის შესარჩევად კონკურსი 17 ივლისს გამოაცხადა. განაცხადის შემოტანა 9-დან 14 წლამდე ბავშვებს შეეძლოთ. მსურველებს პირველ სექტემბრამდე უნდა წარმოედგინათ ერთი სიმღერა თავისი რეპერტუარიდან.კონკურსანტების ღია მოსმენა პირველი არხის პავილიონში გაიმართება. საუკეთესოს საუკეთესოთა შორის კომპეტენტური ჟიური შეარჩევს, რომლის შემადგენლობაშიც არიან მოწვეული წევრები: პროდიუსერი - ზაზა შენგელია, მომღერალი - მაია ბარათაშვილი, მუსიკოსი - დავით ევგენიძე; საზოგადოებრივი მაუწყებლიდან: მუსიკალური რედაქტორი - ელისო შენგელია და ხმის რეჟისორი - გიორგი ასანიშვილი.შერჩეული კონკურსანტისთვის სპეციალურად ახალი სიმღერა დაიწერება. კომპოზიციის შესარჩევად ასევე გამოცხადდება კონკურსი, რომლის ფარგლებშიც ყველა კომპოზიტორს ექნება შანსი შექმნას კომპოზიცია საქართველოს წარმომადგენლისთვის.2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს საქართველო მასპინძლობს. საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი 26 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.
წაკითხვა
პირველმა არხმა ისრაელი - უკრაინის საკალათბურთო მატჩის ჩვენების უფლება მოიპოვა - რეპორტაჟი 21:35 საათზე დაიწყება
გამოქვეყნებულია: 2017-09-06 15:21:00
 გულშემატკივართა განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით, პირველმა არხმა ისრაელი - უკრაინის მატჩის ჩვენების უფლება დამატებით მოიპოვა და რეპორტაჟს 21:35 საათიდან შემოგთავაზებთ. დღეს ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური იმართება. საქართველო იტალიას დაუპირისპირდება და შემდგომ ეტაპზე გასასვლელად იბრძოლებს. ამ მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი 18:20 საათიდან შემოგთავაზებთ. საქართველოს ნაკრები პარკეტზე მოსაგებად გადის, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მასპინძელი ისრაელი უკრაინას დაამარცხებს, ქართველები პლეიოფში ნებისმიერ შემთხვევაში გავლენ.
წაკითხვა
კომუნიკაციების კომისია - არასწორია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ განთავსებული სარეკლამო რგოლი არ წარმოადგენდა სოციალურ
გამოქვეყნებულია: 2017-09-05 23:15:00
კომუნიკაციების ეროვნული კომისია  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.  როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი  თვითმმართველობის  არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველ  შუალედურ ანგარიშში კომისიის 2017 წლის 15 ივნისის და 13 ივლისის №398/18 და №464/12 გადაწყვეტილებებთან  დაკავშირებით, არასწორადაა მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მათზე დაყრდნობით გაკეთებულია არასწორი შეფასებები.კერძოდ, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებით, არასწორია საია-ს განცხადება იმის თაობაზე, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით განთავსებული სარეკლამო რგოლი არ წარმოადგენდა სოციალურ რეკლამას. "აღნიშნული რეკლამა ეხებოდა საზოგადოებისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს - სახელმწიფოს მმართველობის სისტემასა და კონსტიტუციაში განხორციელებულ/განსახორციელებელ ცვლილებებს და მიმართული იყო ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ,  კერძოდ,  როგორი საკონსტიტუციო რეფორმა ხორციელდება ქვეყანაში, რა მიზნებს ისახავს და რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს თითოეული მოქალაქისთვის, რის თაობაზეც ინფორმირებულობა, თავის მხრივ, კომისიის აზრით, ასევე წარმოადგენს საზოგადოებისთვის სიკეთის ხელშეწყობას",-ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში. გარდა ამისა, კომისიის განცხადებაში საუბარია საია-ს ანგარიშში "რუსთავი 2"-თან მიმართებაში გამოთქმულ შენიშვნაზეც. როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს, "ასოციაციის ანგარიშის გაცნობის შემდეგ, კომისიას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ასოციაციის ანგარიში ან არაკვალიფიციურად არის მომზადებული, ან ასოციაცია თავის შუალედურ ანგარიშში მიზანმიმართულად მიუთითებს კომისიის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით არასწორ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათზე დაყრდნობით არასწორ შეფასებებს აკეთებს იმ მიზნით, რომ ასოციაციის დასკვნები სამომავლოდ გათვალისწინებული იყოს სხვა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში".
წაკითხვა
მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე
გამოქვეყნებულია: 2017-09-05 18:49:00
მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე  მსჯელობენ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია არასამთავრობო სექტორისა და კერძო ტელევიზიების წარმომადგენლებს ხვდება. განხილვის საგანი მაუწყებლის შესახებ კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი რეგულაციებია, რომლის ინიცირებაც პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე მოხდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შემუშავებული პროექტის მიზანია  მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა, მაუწყებლის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების დახვეწა და მისი გამართული საქმიანობისთვის სათანადო საკანონმდებლო ნორმების შექმნა. ცვლილებები ეხება რეკლამის და სპონსორობის საკითხს, ასევე შესყიდვების იმ ნაწილს, რომელიც გადაცემების, სერიალების, მხატვრული და დოკუმენტური ფილმების შეძენას უკავშირდება.  კანონპროექტთან დაკავშირებით, რომან კაკულია პირველი არხის ხელმძღვანელობას გასულ კვირას შეხვდა. 
წაკითხვა
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ
გამოქვეყნებულია: 2017-09-05 17:55:00
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში  "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე  მსჯელობენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია არასამთავრობო სექტორისა და კერძო ტელეკომპანიების  წარმომადგენლებს ხვდება. განხილვის საგანია "მაუწყებლის შესახებ" კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი რეგულაციებია, რომლის ინიცირებაც პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე მოხდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შემუშავებული პროექტის მიზანია  მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა, მაუწყებლის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების დახვეწა და მისი გამართული საქმიანობისთვის სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნა. ცვლილებები ეხება რეკლამის და სპონსორობის საკითხს, ასევე შესყიდვების იმ ნაწილს, რომელიც გადაცემების, სერიალების, მხატვრული და დოკუმენტური ფილმების შეძენას უკავშირდება.  კანონპროექტთან დაკავშირებით, რომან კაკულია პირველი არხის ხელმძღვანელობას გასულ კვირას შეხვდა.
წაკითხვა
Twitter-მა Russia Today-ს მიერ შექმნილი მიკრობლოგი დაბლოკა, რომელიც 1917 წლის რევოლუციას ეძღვნებოდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-03 00:27:00
Twitter-ის ადმინისტრაციამ Russia Today-ს ინგლისურენოვანი მიკრობლოგი დროებით დაბლოკა, რომელიც 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის საიუბილეო თარიღს ეძღვნებოდა. RT-ს ადმინისტრაცია მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მიკრობლოგის დროებით დაბლოკვას ბრიტანეთის საგარეო უწყების მიერ პროექტის ჩაშლის მცდელობად აფასებს.ოქტომბრის რევოლუციის საიუბილეო თარიღისთვის, Russia Today-მ Twitter-ში შექმნა ექაუნთი @BritshEmb1917 და ავატარად დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ოფიციალურ გერბს იყენებდა. აღწერილობაში ნათქვამი იყო, რომ ეს იყო „რუსეთის იმპერიაში გაერთიანებული სამეფოს ოფიციალური ექაუნთი/მისამართი/ანგარიში/ტვიტერში“.  RT-მ მიკრობლოგი შექმნა პროექტისთვის 1917 LIVE, სადაც რუსეთში მომხდარი რევოლუციის შესახებ თითქოსდა, თვითმხილველების ისტორიები უნდა განეთავსებინათ.ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ ინფორმაციით, მიკრობლოგის დაბლოკვა თავად ბრიტანეთის საგარეო უწყებამ მოითხოვა. მათ Twitter-ის ადმინისტრაციას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ხდებოდა სახელმწიფო სიმბოლიკის უნებართვოდ გამოყენება.სახელმწიფო სიმბოლიკის გამოყენების უფლება, ბრიტანული კანონმდებლობით, მხოლოდ სახელმწიფო უწყებებს აქვთ. Russia Today უკვე დაუკავშირდა რუსეთში დიდი ბრიტანეთის საელჩოს, პროექტის გაგრძელების თხოვნით, მაგრამ პასუხი არ მიუღია. ტელეკომპანია მიიჩნევს, რომ ბრიტანეთის საგარეო უწყება „ისტორიული“ პროექტის ჩაშლას ცდილობს.
წაკითხვა
“მოამბე 20:00 საათზე“ დღეს ლიტვა-საქართველოს მატჩის დასრულებისთანავე გავა ეთერში
გამოქვეყნებულია: 2017-08-31 13:30:00
პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა "მოამბე 20:00 საათზე", ევრობასკეტის ჩემპიონატის დაწყებასთან დაკავშირებით, დღეს ეთერში ლიტვა-საქართველოს საკალათბურთო მატჩის დასრულებისთანავე გავა. 2017 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი დღეს იწყება. საქართველოს ნაკრებთან ერთად "D" ჯგუფში ლიტვა, ისრაელი, გერმანია, იტალია და უკრაინა ასპარეზობენ.საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ლიტვა იქნება. დღევანდელი შეხვედრა 19:20 საათზე დაიწყება. "ევრობასკეტის" პერიოდში 20-საათიანი "მოამბის" ეთერში გასვლის დროის შესახებ ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით.
წაკითხვა
პირველი არხი საბავშვო ევროვიზიის წამყვანის შესარჩევად კონკურსს აცხადებს
გამოქვეყნებულია: 2017-08-30 18:49:00
პირველი არხი აცხადებს კონკურსს  2017 წლის საბავშვო ევროვიზიის წამყვანის შესარჩევად. თუ სრულყოფილად ფლობ ინგლისურ ენას, გაქვს შოუს წაყვანის გამოცდილება, მაშინ გეძლევა შანსი, გახდე ევროპის ყველაზე მასშტაბური საბავშვო კონკურსის მასპინძელი.31 აგვისტოდან - 6 სექტემბრამდე გამოაგზავნე ელ.ფოსტაზე - [email protected] განაცხადი, ერთი ფოტო, ბიოგრაფია, საკონტაქტო ნომერი.დამატებითი ინფორმაცია იხილეთ eurovision-georgia.ge; დაგვიკავშირდით  - 24091102017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს საქართველო მასპინძლობს. საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი 26 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.
წაკითხვა
პირველი არხის განცხადება
გამოქვეყნებულია: 2017-08-30 18:22:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 3 აპრილს ახალი საეთერო სეზონისთვის გადაცემების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში შემოსული პროექტები შეაფასა, შეარჩია და შესაბამისი რეკომენდაციები გასცა გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებულმა სპეციალურმა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებული იყო როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებისგან, ასევე მოწვეული სპეციალისტებისგან.კომისიამ ასევე ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, გაეცა რეკომენდაცია, რომ წარმოებაში ჩაშვების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებამდე, შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც დამატებით იმუშავებდა პროექტის ავტორებთან ერთად, პროექტების რეალიზაციის ტექნიკურ შესაძლებლობებზე, ფორმატების დახვეწაზე ბადესთან თავსებადობის კუთხით, პროექტების ვიზუალური მხარის და დიზაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთიან ვიზუალურ კონცეფციასთან თავსებადობის ნაწილში.აღმასრულებელი საბჭოს მიერ პროექტების - „Modem/Art“, „სუპერ გმირი“ და „ოკულარი“ განხილვის შემდეგ, აღნიშნულ გადაცემებს ამ ეტაპზე არ მიეცა რეკომენდაცია შემდგომი წარმოების პროცესის განსახორციელებლად. ზემოთ ჩამოთვლილი პროექტების წარმოებაში ჩაშვების თაობაზე მსჯელობისას განხილული იყო შემდეგი საკითხები: „Modem/Art“- პროექტის თავდაპირველ კონცეფციასთან შესაბამისობა, ყველა იმ ელემენტის რეალიზაციის შესაძლებლობა, რომელსაც ითვალისწინებდა თავად პროექტი, განხორციელების შესაძლებლობები, როგორც ტექნიკური, ასევე სხვა სახის რესურსების მოცულობის თვალსაზრისით, პროექტის თავსებადობა ბადესთან და მისი ელემენტების შესაბამისობა მოქმედ სარეკლამო/სასპონსორო სამართლებრივ რეგულაციებთან.„სუპერ გმირი“ - პროექტის განხორცილებისათვის საჭირო ლოკაციის - სტუდიის გამოყოფას ამ ეტაპზე საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ უზრუნველყოფს ყველა იმ მიმდინარე ცვლილებების - ინფრასტრუქტურული ცვლილებების, ტექნიკური გადაიარაღების გეგმის რეალიზაციის მსვლელობის და ა. შ. გამო, რაც ზღუდავს მაუწყებლის ტექნიკურ რესურსებს.- რაც შეეხება თავად პროექტის ავტორების მიერ შემოთავაზებულ ერთადერთ შესაძლო გარე ლოკაციას, მიუხედავად წერილობითი დადასტურებისა, რომ კერძო კომერციული ობიექტის მხრიდან არ იქნება წარდგენილი რაიმე სარეკლამო განთავსების მოთხოვნა, გარდაუვალია ობიექტის იდენტიფიცირება და სხვა ცალკეული კომერციული ობიექტების წარმოჩენა გადაცემის გადაღების პროცესში. იმის გათვალისწინებით, რომ საბავშვო გადაცემაში აკრძალულია ე.წ. Product Placement-ი, -მცდელობა იმისა, რომ კადრში არ გამოჩნდეს ს
წაკითხვა
ეუთო მედიაომბუდსმენის აპარატის შექმნის შესახებ საქართველოს პრემიერის ინიციატივას პასუხობს და რეკომენდაციებით მიმართავს
გამოქვეყნებულია: 2017-08-29 18:20:00
ეუთო მედიაომბუდსმენის აპარატის შექმნის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას პასუხობს და რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს. როგორც  ორგანიზაციის ვებგევრდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი, ეს ინსტიტუტი უნდა შეიქმნას მხოლოდ ყველა აქტორის სრული ჩართულობით და ექსპერტები ჯერჯერობით არ არიან დარწმუნებულები, რომ ამ ინსტიტუტის ჩამოყალიბება ნამდვილად აუცილებელია. ეუთო-ს შეფასებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა საზოგადოების ფართო მონაწილეობითა და ჩართულობით უნდა იქნეს განხილული, კერძოდ, პროცესში უნდა მონაწილეობდნენ მედიის, არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ეუთო-ში მიაჩნიათ, რომ უნდა გაკეთდეს სიღრმისეული ანალიზი, ხომ არ შეუქმნის მედიაომბუდსმენის ოფისის ჩამოყალიბება ახალ გამოწვევებს საქართველოში მედიის რეგულაციებისა და თვითრეგულაციის საკითხებზე მომუშავე ინსტიტუტებს, კერძოდ, სახალხო დამცველის აპარატსა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას.გიორგი კვირიკაშვილი მედიაომბუდსმენის ოფისის ჩამოყალიბების ინიციატივით 2017 წლის 6 მარტს გამოვიდა.
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის განცხადება
გამოქვეყნებულია: 2017-08-25 18:55:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსს, სოფო ჯაჯანაშვილს პასუხობს. "უპირველეს ყოვლისა, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა პრეზიდენტის ინსტიტუტის, როგორც ქვეყნის კონსტიტუციის დაცვის გარანტის მიმართ. 24 აგვისტოს, საქართველოს კონსტიტუციის დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა სოფო ჯაჯანაშვილმა სოციალურ ქსელში, საკუთარ სტატუსში გამოხატა მწუხარება, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებლმა საინფორმაციო პროგრამა “მოამბის” მთავარ გამოშვებაში - “კონსტიტუციის დღეს, საქართველოს პრეზიდენტის 2 წუთიანი მიმართვისთვის ადგილი ვერ გამოძებნა”. რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ ეს განცხადება უცვლელად გაავრცელა. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი იწუნებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო გადაწყვეტილებას და იმედს ვიტოვებთ, რომ უნებლიეთ - ამით ზემოქმედებს ხსენებული მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის მიმართვა “მოამბემ” მიიღო მთავარი გამოშვების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, რაც ასევე ფორსმაჟორულად ავალდებულებდა სარედაქციო ჯგუფს გამოშვების ლოგიკის დარღვევას, რისი აუცილებლობაც მიმართვის შინაარსიდან გამომდინარე არ არსებობდა, რადგან ის არ მოიცავდა იმ წუთას საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას. საბოლოოდ, კვლავ გვსურს გამოვხატოთ მწუხარება, რომ სახელისუფლებო ინსტიტუტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამ ფორმით იწუნებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას და ირიბად ზღუდავს ამ პოლიტიკის თავისუფლებას. ვიმედოვნებთ, რომ მსგავი ფაქტები მომავალში არ გამეორდება და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ჩვეული თანამშრომლობა გაგრძელდება",- ნათქვამია განცხადებაში.  
წაკითხვა
პირველი არხის ოპერატორი სოფო ბობოხიძე დღეს 28 წლის გახდებოდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 18:43:00
პირველი არხის ოპერატორი სოფო ბობოხიძე დღეს 28 წლის გახდებოდა.სოფო 2016 წლის 11 დეკემბერს ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა. მან პირველ არხზე მუშაობა 2013 წელს დაიწყო და არაერთი რეპორტაჟისა და გამორჩეული კადრის ავტორია.
წაკითხვა
CNN-მა ინტერნეტში ნაცისტური მისალმების გამო კომენტატორი სამსახურიდან გაათავისუფლა
გამოქვეყნებულია: 2017-08-11 04:34:00
ამერიკულმა ტელეარხმა ​CNN-მა ნაცისტური მისალმების გამო პოლიტიკური კომენტატორი ჯეფრი ლორდი სამსახურიდან გაათავისუფლა. ლორდმა ეს მისალმება „ტვიტერში“ გამოაქვეყნა. „ნაცისტური მისალმება უპატიებელია. ჯეფრი ლორდი აღარ მუშაობს ტელეკომპანიაში“ - აცხადებენ CNN-ში.თავად კომენტატორი აღნიშნავს, რომ მისი პუბლიკაცია ნაცისტების დაცინვას ისახავდა მიზნად, თუმცა „ტვიტი“ არასწორად გაიგეს.
წაკითხვა
გამოცხადდა პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული კონკურსი
გამოქვეყნებულია: 2017-08-08 17:45:00
გამოცხადდა პირველი არხის ახალი შენობის  არქიტექტურული კონკურსი. იგეგმება ახალი შენობის დაპროექტება, სადაც განთავსდება მთელი ტელევიზია - მათ შორის ნიუსრუმი,  მედიაწარმოების ბლოკი, ადმინისტრაცია; მოეწყობა ხუთი სატელევიზიო პავილიონი, აშენდება სამსართულიანი პარკინგი, კეთილმოეწყობა მიმდებარე  ტერიტორია. წინადადებების მიღება 2017 წლის 25 სექტემბერს, 12.00 საათზე დასრულდება. საკონკურსო განცხადება, დოკუმენტაცია და სხვა მასალები განთავსებულია შესყიდვების სააგენტოს საიტზე.
წაკითხვა
ვებგვერდ 1tv.ge-ზე სავარაუდოდ ჰაკერული შეტევა განხორციელდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-08 15:12:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო ვებგვერდ 1tv.ge-ზე სავარაუდოდ ჰაკერული შეტევა განხორციელდა - უკვე რამდენიმე საათია, საიტზე სხვადასხვა სახის რეკლამა ჩნდება. საიტის ტექნიკური სამსახურის განმარტებით, არ არის გამორიცხული, საიტზე ჰაკერულ შეტევას ქონდეს ადგილი.ამ დროისთვის მომხდარის მიზეზების დადგენასა და პრობლემის აღმოფხვრაში ჩართულია ამერიკული კომპანია („ტულიქსი“), რომელიც სერვერის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.
წაკითხვა
ფრაქცია „ქართული ოცნება“ რუსთავი 2-ის ეთერში გასულ სიუჟეტზე განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-08-04 19:41:00
ფრაქცია „ქართული ოცნება“ რუსთავი 2-ის ეთერში გუშინ გასულ სიუჟეტს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთავი 2-ის ეთერში გუშინ გასულ სიუჟეტს, რომელიც შეეხებოდა საქართველოს პარლამენტის წევრების შრომის ანაზღაურებას და სხვა ხარჯებს. სიუჟეტში გადმოცემული იყო რამდენიმე არასწორი ინფორმაცია: 1. დეპუტატების პრემიებზე საუბარი არის ცრუ ინფორმაციის გავრცელება სიუჟეტის წყაროს მხრიდან, ვინაიდან ,,ქართული ოცნების’’ მმართველობის პერიოდში არასდროს, არც ერთ დეპუტატს პრემიის სახით არ მიუღია არც ერთი თეთრი. 2. პარლამენტის თავმჯდომარისა და ვიცე-სპიკერების მიერ დანამატის სახით თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობის აღებაზე საუბარი, როგორც ეს სიუჟეტში იყო ნათქვამი, არის ფაქტის არასწორი ინტერპრეტირება - თანამდებობრივი დანამატი განისაზღვრება დეპუტატის საპარლამენტო თანამდებობის მიხედვით, არის ფიქსირებული და არ იცვლება თვიდან-თვემდე, არ არის დამოკიდებული რაიმე სუბიექტურ ფაქტორზე და წარმოადგენს შრომის ანაზღაურების ნაწილს. 3. არასწორია ტერმინი ორმაგი ხელფასის ოდენობის დანამატი. აქვე განვუმარტავთ საზოგადოებას, რომ თანამდებობრივი სარგო და დანამატი, ორივე მათგანი წარმოადგენს შრომის ანაზღაურების კომპონენტებს და ამ ტერმინებით მანიპულირება, რბილად რომ ვთქვათ სწორი არ არის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის წევრს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის აქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შრომის ანაზღაურება და მისი ოდენობა 2008 წლიდან არ შეცვლილა. 4. რესპოდენტი საუბრობდა ავტომანქანებზეც - თუ დეპუტატს არ უკავია რომელიმე მაღალი საპარლამენტო თანამდებობა, მას საერთოდ არ ემსახურება სამსახურეობრივი ავტომობილი. 5. პარლამენტში არ არსებობს პრივილეგირებული დეპუტატი. ესეც ფაქტის არასწორი ინტერპრეტაციაა. ბუნებრივია, საპარლამენტო თანამდებობის პირებს აქვთ სხვა დეპუტატებთან შედარებით მაღალი შრომის ანაზღაურება, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აქაც საუბარია მცირედ განსხვავებაზე. 6. საუბარი იყო აგრეთვე დეპუტატების პასიურ მონაწილეობაზე პარლამენტის საქმიანობაში და რომ დეპუტატების 70%
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება
გამოქვეყნებულია: 2017-08-04 12:08:00
ორგანიზაცია ა(ა)იპ “ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გაავრცელა ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მათ მიერ წარმოდგენილი ვოდეორგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსებასთან დაკავშირებით, რომელიც არ ასახავს სინამდვილეს. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების, მათ შორის დაინტერესებული მხარეების სრულფასოვნად ინფორმირებისთვის საჭიროდ თვლის დამატებითი განმარტება გაკეთდეს აღნიშნულთან დაკავშირებით.ორგანიზაცია ა(ა)იპ “ადამიანის უფლებათა ცენტრი“-ს მიერ თავდაპირველად წარმოდგენილი ვიდეორგოლი არ განთავსდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იმ საფუძვლით, რომ ის არ შეესაბამებოდა სოციალური რეკლამის შესახებ  კანონის მოთხოვნებს. სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაწყვეტილება “ადამიანის უფლებათა ცენტრი“-ს მიერ გასაჩივრდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, სადაც, საქმის განხილვის დროს, კომისიის მხრიდან აღინიშნა იმის შესახებ, რომ აუცილებელი იყო ვიდეო რგოლში ხდებოდეს ხაზგასმა, რომ მომსახურება, რომელსაც “ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სთავაზობს ძალადობის მსხვერპლს არის უფასო და ამასთანავე, უნდა მომხდარიყო ვიდეო რგოლის ბოლო კადრის დაკორექტირება, სადაც საუბარი იყო საციალური რეკლამის დამზადებაში შესაბამისი ორგანიზაციის დახმარების თაობაზე. ამდენად, სსიპ “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ სწორად განაცხადა უარი თავდაპირველი ვიდეო რგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით ეთერში განთავსებაზე.მას შემდეგ, რაც “ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ წარმოადგინა დაკორექტირებული ვიდეორგოლი, პრობლემა მოიხსნა და აღნიშნული რგოლი განთავსდა სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში. დამატებით ასევე აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვის მხარს უჭერს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს და სოციალურ აქტივობებს, გარდა ამისა, თავად მაუწყებელი როგორც სატელევიზიო, ასევე რადიოს ეთერისთვის პერმანენტულად ამზადებს გადაცემებს და სიუჟეტებს  ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, გენდერული თანასწორობის შესახებ საზოგადოების ინფორმირების დონის გაზრდის და ცნობიერების ამაღლების მიზნით. 
წაკითხვა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ცოფის ვირუსის თანამედროვე კვლევის მეთოდს ამუშავებს
გამოქვეყნებულია: 2017-08-03 15:44:00
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ცოფის ვირუსის თანამედროვე კვლევის მეთოდს ამუშავებს - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში. „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში მიმდინარეობს სწავლება ცოფის ვირუსის ახლებური მეთოდით გამოკვლევაზე. ლაბორატორიის სპეციალისტები ამუშავებენ ცოფის ვირუსის იდენტიფიკაციის (სექვენირების) მეთოდს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ცოფის კვლევა მოლეკულურ (დნმ-რნმ-ის) დონეზე. ეს კი მნიშვნელოვანია, სამომავლოდ ვირუსის შესწავლის, ანალიზის, პრევენციისა და კონტროლის მძლავრი მექანიზმის შექმნაში.საქართველოში ცოფის დიაგნოსტიკა მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ტარდება. დაავადების სიმძიმიდან და ცოფის ვირუსის ცხოველებიდან ადამიანებში გავრცელებიდან (ზოონოზიდან) - გამომდინარე, მაღალია პასუხისმგებლობა აღნიშნული დაავადების დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით.სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ცოფის დაავადების დიაგნოსტიკა დღეისათვის მაღალკვალიფიციურად ტარდება. ლაბორატორია აღჭურვილია ბიოუსაფრთხოების კაბინით და თანამედროვე მიკროსკოპით, განყოფილება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომელთაც გავლილი აქვთ არაერთი სწავლება სხვადასხვა საერთაშორისო, საცნობარო ლაბორატორიის სპეციალისტებთან. სექვენირების, ანუ სახეობრივი იდენტიფიკაციის მეთოდი დღეისათვის წარმოადგენს მთავარ მეთოდს მოლეკულური დიაგნოსტიკის სფეროსთვის, რაც შესაძლებლობას იძლევა უკეთესი ეპიდზედამხედველობის მექანიზმის შემუშავებისთვის“, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
წაკითხვა