საზოგადოებრივი
104.5 FM
„თავისუფალი დემოკრატები - რესპუბლიკელების“ წარმომადგენლებმა საზოგადოებრივ მაუწყებელს წერილით მიმართეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-03 12:45:00
„თავისუფალი დემოკრატები - რესპუბლიკელები“ საზოგადოებრივ მაუწყებელს წერილით მიმართავენ, სადაც, მათი განმარტებით, სოციალური რეკლამის ეთერში განთავსებას ითხოვენ.როგორც ჟურნალისტებს „რესპუბლიკელების“ წევრმა, თამარ კორძაიამ განუცხადა, მისმა გუნდმა საზოგადოებრივ მაუწყებელში სოციალური რეკლამა წარადგინა, სადაც არც პოლიტიკური პარტიების და არც კომერციული შინაარსის რეკლამა არ არის წარმოდგენილი. „ეს მიზნად არ ისახავს არც რომელიმე კერძო თუ საჯარო იურიდიული პირის მომსახურების რეკლამირებას. მისი მიზანია, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე ფართო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება. მნიშვნელოვან საკითხად რას ვთვლით? - ეს არის სახელმწიფო მმართველობის სისტემის ცვლილება, მიმდინარე კონსტიტუციური რეფორმები. ჩვენს მიერ წარმოდგენილი სოციალური რეკლამა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და ასევე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილ სტანდარტს აბსოლუტურად აკმაყოფილებს“, - აღნიშნავს კორძაია.კორძაიას განმარტებით, მათ მიერ მომზადებული რეკლამა საკონსტიტუციო ცვლილებებს, მიმდინარე რეფორმას ეხება.„სოციალური რეკლამა საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლას და იმას ეხება, ევროპაში როგორი მოწყობაა საპარლამენტო რესპუბლიკების. რეკლამაში საუბარი სწორედ ამაზეა, როგორც წინა რეკლამაში იყო, რომელიც განსახილველად კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში იყო. კომისიამ ჩათვალა, რომ ეს სოციალური რეკლამის სტანდარტებს აკმაყოფილებდა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი სტანდარტისა და კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, საზოგადიობრივ მაუწყებელში სოციალური რეკლამა შევიტანეთ. თუ ეს ეთერში არ განთავსდება, დასაბუთებას ვნახავთ, რადგან წარმოდგენილი რეკლამა მაკონტროლებელის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისია“, - დასძინა კორძაიამ.დაახლოებით ერთი თვის წინ, „თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელების“  წარმომადგენლებმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე მიმართეს. პოლიტიკური პარტიების განმარტებით, სარეკლამო რგოლი, რომელიც მაუწყებლის ეთერში გადიოდა და საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხებოდა, არ აკმაყოფილებდა კანონის მუხლებს სოციალური რეკლამის შესახებ. თავის მხრივ, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაადგინა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონი არ დაურღვევია და ვიდეორგოლი, რომელიც ტელევიზიის ეთერში გადიოდა, სოციალური რეკლამი
წაკითხვა
სოციალური რეკლამის განთავსება -„რესპუბლიკური პარტიის“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა მაუწყებელს წერილით მიმართეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-03 12:21:00
რესპუბლიკური პარტიის და თავისუფალი დემოკრატების წევრებმა საზოგადოებრივ მაუწყებელს წერილით მიმართეს, რომელიც მათი განმარტებით, ეთერში სოციალური რეკლამის განთავსებას ეხება.  პარტიების წევრები აღნიშნავენ, რომ რეკლამის შინაარსი საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხება და იმის გათვალისწინებით, რომ მაუწყებელმა მსგავსი შინაარსის სარეკლამო რგოლი უკვე განათავსა საკუთარ ეთერში, მოლოდინი აქვთ, რომ მათი განაცხადი დაკმაყოფილდება. საზოგადოებრივი მაუწყებელი წერილს და წარმოდგენილ მასალას შეისწავლის და  გადაწყვეტილებას კანონის შესაბამისად მიიღებს.  
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტის გაშუქებისას უსასყიდლოდ მიაწოდოს სიგნალი ყველა მაუწყებელს
განახლებულია: 2017-07-31 12:01:00
საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვიზიტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის, უსასყიდლოდ მიაწოდოს სიგნალი ყველა მაუწყებელს."საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის და მისი მეუღლის ოფიციალური ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის. ამდენად, საზოგადოებრივი მაუწყებელი არა მხოლოდ უზრუნველყოფს ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ტრანსლირებას, არამედ, მოსახლეობის უკეთ ინფორმირების მიზნით, გამონაკლისის სახით, მზად არის, უსასყიდლოდ მიაწოდოს სიგნალი ყველა მაუწყებელს. დაინტერესებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ, მიმართონ საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკურ სამსახურს"- აღნიშნულია განცხადებაში.მაიკ პენსი საქართველოში 31 ივლისს ჩამოვა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალური შეხვედრები და ღონისძიებები პირველ აგვისტოს აქვს დაგეგმილი.
წაკითხვა
გიორგი გვიმრაძე - არასამთავრობოების ბრალდება, თითქოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი სახელისუფლო პარტიასთანაა კავშირში, არ არის არგუმენტირებული, რაც ტენდენციურობაზე მიუთითებს
გამოქვეყნებულია: 2017-07-28 21:17:00
არასამთავრობოების ბრალდება, თითქოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი რაიმეთი კავშირშია სახელისუფლო პარტიასთან, სახელისუფლო ჯგუფთან, არაფრითაა არგუმენტირებული არც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში და არც მანამდე მათი მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელმა გიორგი გვიმრაძემ განაცხადა. გვიმრაძე აცხადებს, რომ არაარგუმენტირებული საუბარი ამ არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულ ტენდენციურობას წარმოაჩენს.„ბრალდება იმასთან დაკავშირებით, თითქოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი რაიმეთი იყოს დაკავშირებული სახელისუფლო პარტიასთან, სახელისუფლო ჯგუფთან, არ არის არაფრით არგუმენტირებული. არც ამ წერილში და არც აქამდე მოგვისმენია ამ საკითხის დამადასტურებელი რაიმე განსაკუთრებული არგუმენტი. სწორედ ასეთი არაარგუმენტირებულობა წარმოაჩენს გარკვეულ ტენდენციურობას იმ ორგანიზაციებისა, იმ პირებისა, რომლებიც ამ ფორმით, არაარგუმენტირებულად საუბრობენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით“, - აღნიშნავს გიორგი გვიმრაძე.გვიმრაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს არ აქვთ საკმარისი არგუმენტი იმისათვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი ხელისუფლებასთან არის კავშირში.„ბევრი საკითხის წამოწევა შეიძლება არაარგუმენტირებულად. საუბარი იმაზე, რომ ადამიანები მანამდე მუშაობდნენ ტელეკომპანია „ჯიდიეს“-ზე, არგუმენტს არ წარმოადგენს. ადამიანები მუშაობდნენ ბევრ სხვადასხვა ტელევიზიაში და ახლა მუშაობენ სხვა ტელევიზიაში, ეს არაფერს ნიშნავს. უმჯობესი იქნება, უკეთესი არგუმენტი ჰქონდეთ იმის დასამტკიცებლად, რომ არსებული მენეჯმენტი დაკავშირებულია ხელისუფლებასთან. თუნდაც იმ ადამიანების წარსული რატომ არის დაკავშირებული ხელისუფლებასთან, ვინც „ჯიდიეს“-ზე მუშაობდა. ეს საკამათოა და ყოველგვარ აზრს მოკლებული“, - აცხადებს გვიმრაძე.ამასთან, გიორგი გვიმრაძე აღნიშნავს, რომ
წაკითხვა
კახა ბექაური - არასამთავრობოები აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისადმი წერილში თუ გულისხმობენ, რომ მედიაგარემო ერთი პარტიისთვის გაუარესდა, მაშინ მათი მოსაზრება სწორია
გამოქვეყნებულია: 2017-07-28 20:21:00
არასამთავრობო ორგანიზაციები აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისადმი წერილში გამოთქმულ მოსაზრებაში თუ გულისხმობენ, რომ მედიაგარემო გაუარესდა ერთი პოლიტიკური ძალისთვის, რომელსაც უზურპირებული ჰქონდა მედია, მაშინ მათი მოსაზრება სწორია - ამ პარტიისთვის მედიაგარემო მართლა გაუარესდა, - ამის შესახებ საზოგადოებრივს კომუნკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა განუცხადა.როგორც ბექაურმა აღნიშნა, დღეს მედია აღარ არის მონოპოლიზებული და უზურპირებული, 2013 წლიდან დაიწყო რეფორმა სიტყვის თავისუფლებისა და პლურალიზმის მიმართულებით, შეიცვალა მთლიანად კანონმდებლობა და რეგულაციები.„ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, მედიის მარეგულირებელ კომისიაში ახალი ხელმძღვანელობის არჩევისთანავე დაიწყო რეფორმა სიტყვის თავისუფლების და პლურალიზმის მიმართულებით, შეიცვალა მთლიანად კანონმდებლობა და რეგულაციები, გაუქმდა ლიცენზირება. მარტივი ავტორიზაციით ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია, 10 დღეში დაიწყოს მაუწყებლობა და ეს მოხდა კიდეც 2013 წლიდან მოყოლებული. ამ რეფორმამდე ორი ნაციონალური მაუწყებელი არსებობდა, ანუ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ პროგრამებს ორი ეროვნული მაუწყებელი აკეთებდა. დღეს 11 კერძო მაუწყებელია, რომელიც ეროვნულ დონეზე მაუწყებლობს და ფარავს მოსახლეობის 90%-ზე მეტს“, - აღნიშნა ბექაურმა.მისივე ინფორმაციით, დღეს მთლიანად 49 საერთო მაუწყებელია საქართველოში, რომელიც ახალ ამბებსა და პოლიტიკურ პროგრამებს აკეთებს, რაც უპრეცედენტო რიცხვია.„მას შემდეგ, რაც 2013 წლის შემდეგ კანონი შეიცვალა, მთავრობისა და კომუნიკაციების კომისიის ძალისხმევით, ეს არის ევროპაში ერთ-ერთი ლიბერალური და საუკეთესო კანონმდებლობა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამდენი მაუწყებელი, 49 საერთო და 11 ეროვნული მაუწყებელი ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში არ არის. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, როგორც მოსახლეობის რაოდენობით, ასევე, სარეკლამო ბაზრითა და ეკონომიკით. ამ მხრივაც უპრეცედენტოა საქართველოში განსაკუთრებით კერძო ეროვნული მაუწყებლობის რაოდენობა. დიდი ევროპულ ქვეყნებშიც კი, როგორც არის გერმანია საფრანგეთი, ჩვენზე ნაკლები მაუწყებელი ყავს როგორც რეგიონული, ასევე ნაციონალური, რომელიც ახალ ამბებს და პოლიტიკურ პროგრამებს აკეთებს“, - განაცხადა კახა ბექაურმა.საქართველოში მოქმედმა 24-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს ღია წერილით მი
წაკითხვა
შემოსავლების სამსახური - ნიკა გვარამიას შეფასება არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა
გამოქვეყნებულია: 2017-07-21 20:19:00
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ბრიფინგის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. "ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ 21 ივლისს ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის 1¹ ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად: საგადასახადო საიდუმლოებას არ განეკუთვნება და საჯაროა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია. ამდენად, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებული კომენტარი იმის შესახებ, რომ კომპანიას აქვს საგადასახადო დავალიანება, არ წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოს და ამდენად, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებული შეფასება არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა",-ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში. „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს უპასუხა. ნიკა გვარამიას განცხადებით, დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს საქართველოს კანონმდებლობა უხეშად დაარღვია და გათქვა ის ინფორმაცია, რომლის დაცვა მინისტრს კანონმდებლობით ევალება.
წაკითხვა
ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ავტომობილების შეძენაზე გამოცხადებული ტენდერის შესახებ
გამოქვეყნებულია: 2017-07-21 19:45:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 20 ივლისს 20 ერთეული მესამე კლასის, მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის შესაძენად გამოცხადდა ტენდერი, რის შესახებაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია თითქოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ყიდულობს მაღალი ფასის „ჯიპებს“. აღნიშნული ტენდერი გამოცხადებულია საქართველოს მთავრობის მიერ ჯერ კიდევ 2014 წლის 6 თებერვალს გამოცემული №121 დადგენილების თანახმად, მესამე კლასის, მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილების შესაბამისი პარამეტრების მიხედვით. 
წაკითხვა
NDI-ს წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები მედიას ხვდებიან
გამოქვეყნებულია: 2017-07-19 11:37:00
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები, ვიზიტის ფარგლებში, ამ წუთებში მედიის წარმომადგენლებს ხვდებიან. მანამდე მისიის წარმომადგენლები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.დღესვე დაგეგმილია შეხვედრები აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებთან და სახალხო დამცველთან. მისიის წარმომადგენლები შეხვდებიან თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს.მისიის წარმომადგენლები ვიზიტის ფარგლებში უკვე შეხვდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს. შეხვედრებისას მთავარი განსახილველი საკითხი საარჩევნო გარემოა. თავად „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები შემაჯამებელი განცხადების გაკეთებას 21 ივლისს გეგმავენ და სწორედ მაშინ გახდება ცნობილი მათი რეკომენდაციებიც.
წაკითხვა
მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ახალ სეზონთან და ტექნიკის გადაიარაღებასთან დაკავშირებით იმსჯელეს
გამოქვეყნებულია: 2017-07-17 18:18:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა დასრულდა. სამუშაო შეხვედრაზე ბორდის წევრებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს. მსჯელობა მიმდინარეობდა ახალ სეზონთან და ტექნიკის გადაიარაღებასთან დაკავშირებით. გრიგოლ გოგელიას განცხადებით, ტექნიკური გადაიარაღების პროცესი დაწყებულია, ასევე მიმდინარეობს მზადება ახალ სეზონთან დაკავშირებით. 
წაკითხვა
მაუწყებლის იურისტი - კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიცია სრულად გაიზიარა
გამოქვეყნებულია: 2017-07-13 16:44:00
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიცია სრულად გაიზიარა, - ამის შესახებ მაუწყებლის იურისტმა დიმიტრი ბერძენიშვილმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც დიმიტრი ბერძენიშვილმა აღნიშნა, სოციალური ვიდეორგოლი, რომელიც მაუწყებლის ეთერში გადიოდა, სრულად პასუხობდა კანონის მოთხოვნებს სოციალური რეკლამის ნაწილში, რაზეც დეტალურად იმსჯელა კომისიამ. "ეს გადაწყვეტილება შეესაბამება არა მხოლოდ კანონის მოთხოვნას, ასევე პრაქტიკას, რაც ამ სფეროში უკვე დამკვიდრებულია", - განაცხადა ბერძენიშვილმა. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაადგინა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონი მაუწყებლობის შესახებ არ დაურღვევია და ვიდეორგოლი, რომელიც გადიოდა ტელევიზიის ეთერში, სრულად შეესაბამება სოციალური რეკლამის კრიტერიუმებს.საუბარია სოციალურ რეკლამაზე, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხებოდა. საჩივარი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საარჩევნო ბლოკის "თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელების" წევრებმა შეიტანეს. მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ რეკლამა არ იყო სოციალური და ის მმართველი ძალის ინტერესებს ატარებდა. „თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელების“ წევრები მოითხოვდნენ, გაფრთხილება მიეცათ საზოგადოებრივი მაუწყებელისთვის, ასევე მაუწყებელ მოეხსნა ეთერიდან აღნიშნული რეკლამა. როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელში განმარტავენ, აღნიშნული სოციალური რეკლამა 27 ივნისამდე გადიოდა ეთერში და მისთვის გამოყოფილი ვადის ამოწურვის შემდეგ ეთერიდან მოიხსნა.
წაკითხვა
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაადგინა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონი არ დაურღვევია
გამოქვეყნებულია: 2017-07-13 16:26:00
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაადგინა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონი მაუწყებლობის შესახებ არ დაურღვევია და ვიდეორგოლი, რომელიც გადიოდა ტელევიზიის ეთერში, სრულად შეესაბამება სოციალური რეკლამის კრიტერიუმებს.საუბარია სოციალურ რეკლამაზე, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხებოდა. საჩივარი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საარჩევნო ბლოკის "თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელების" წევრებმა შეიტანეს. მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ რეკლამა არ იყო სოციალური და ის მმართველი ძალის ინტერესებს ატარებდა.თუმცა კომისიამ მათი პოზიცია არ გაიზიარა და ერთ-ერთ არგუმენტად დაასახელა ის, რომ რეკლამის დამკვეთი რგოლში მითითებული არ არის, ასევე, მაუწყებლის კომპეტენციაში არ შედის რეკლამის შინაარსში ჩარევა და ის სრულად შეესაბამება სოციალური რეკლამის კრიტერიუმებს."კომისიამ ჩათვალა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მოიქცა კანონის ფარგლებში, კერძოდ, მას ვალდებულება ჰქონდა შეემოწმებინა, შეესაბამებოდა თუ არა ის სოციალური რეკლამის განმარტებას და ის შეესაბამებოდა. კერძოდ, საკონსტიტუციო რეფორმა უდავოდ არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი და სოციალური რეკლამის განმარტება ზუსტად ამას მოიცავს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა იყოს რეკლამაში საუბარი და ის საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას უნდა ემსახურებოდეს. შესაბამისად, კომისიამ ჩათვალა რომ კონსტიტუციური რეფორმა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია და სრულ შესაბამისობაშია სოციალური რეკლამის განმარტებასთან", - განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა. ​​მისივე თქმით, კანონის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს სოციალური რეკლამის შინაარსის შეცვლა აკრძალული აქვს და ვალდებულია, არ განიხილოს."მივიჩნევთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონის ფარგლებში მოიქცა და საჩივარი უსაფუძვლო იყო", - განაცხადა ბექაურმა.კომისიის დღევანდელ სხდომას მოსარჩელე მხარე არ დასწრებია.როგორც საარჩევნო ბლოკ „თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელების“ წევრების: ხათუნა სამნიძის, თამარ კორძაიას, ნინო გოგუაძის, თამარ კეკენაძის საჩივარში იყო აღნიშნული, სარეკლამო რგოლი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადიოდა, არ აკმაყოფილებდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7 პუნქტს, რომელიც სოციალურ რეკლამას განმარტავს. „თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელების“ წევრები მოითხოვდნენ, გაფრთხილება
წაკითხვა
კომუნიკაციების კომისია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს
გამოქვეყნებულია: 2017-07-13 10:12:00
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე გადაწყვეტილებას დღეს საჯარო სხდომაზე გამოაცხადებს. კომისიაში მოქალაქეების, საარჩევნო ბლოკ „თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელების“ წევრების: ხათუნა სამნიძის, თამარ კორძაიას, ნინო გოგუაძის, თამარ კეკენაძის საჩივრის არსებითი განხილვა 6 ივლისს გაიმართა. როგორც საჩივრის განხილვისას „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ აღნიშნა, სარეკლამო რგოლი არ აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7 პუნქტს, რომელიც სოციალურ რეკლამას განმარტავს. მისი თქმით, მართალია, რეკლამის შინაარსში მოხსენიებული არ არის მმართველი პოლიტიკური ძალა, მაგრამ რეკლამის შინაარსი სწორედ ამ პოლიტიკური გუნდის იდეების გამტარებელია. ასევე, კორძაიას თქმით, რეკლამის შინაარსიდან არ იკვეთება არც საქველმოქმედო, არც საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზანი. „პირიქით, რეკლამა მიკერძოებულად აწვდის მხოლოდ ერთი საკითხის შესახებ ინფორმაციას, ხოლო მისი მიზანია, საზოგადოების ქცევის შეცვლა მმართველი ძალის ინტერესების სასარგებლოდ“, - განაცხადა კორძაიამ. მისივე განცხადებით, რეკლამის მიხედვით, დახვეწილ ევროპულ საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტი არ აირჩევა პირდაპირი წესით, რაც მისი თქმით, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა, ვინაიდან ევროპული საპარლამენტო მმართველობის უმრავლეს ქვეყანაში პრეზიდენტი სწორედ პირდაპირი წესით აირჩევა. „თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელების“ წევრები მოითხოვენ, გაფრთხილება მიეცეს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ასევე დაევალოს აღნიშნული რეკლამის ეთერიდან მოხსნა. როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელში განმარტავენ, აღნიშნული სოციალური რეკლამა 27 ივნისამდე გადიოდა ეთერში და მისთვის გამოყოფილი ვადის ამოწურვის შემდეგ ეთერიდან მოიხსნა.
წაკითხვა
თინათინ ბერძენიშვილი - ჯანსაღი და სპორტული ცხოვრება, ეს საზოგადოებრივის ერთ-ერთი პრიორიტეტია
გამოქვეყნებულია: 2017-07-09 20:39:00
სპორტი გვაერთიანებს და ის მუდმივი თანმდევია ჩვენი ცხოვრების, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა ლისის ტბაზე განაცხადა, სადაც ღონისძიებები სლოგანით - თბილისი, ლისი, 9 ივლისი გაიმართა.„დღევანდელი დღე იყო საკმაოდ ემოციური, ყველაზე მეტად მიხარია, რომ ამინდმა არ დაგვაღალატა.ძალიან ბევრი ბავშვი ჩაერთო ჩვენს ღონისძიებაში, კარგად მოილხინეს და ფიზიკურადაც დაიტვირთნენ. ეს განწყობა თითოეული ადამიანის სახეზე ეტყობა და საბოლოო ჯამში, ძალიან მნიშვნელოვანი დღე გამოგვივიდა.ჯანსაღი და სპორტული ცხოვრება - ეს საზოგადოებრივის ერთ-ერთი პრიორიტეტია“,- განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.ლისის ტბაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ღონისძიება - თბილისი, ლისი, 9 ივლისი დასრულდა.  „სპორტული რიტმი“ ლისის ტბაზე დილიდან იგრძნობოდა. მსურველებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა სპორტულ და გასართობ ღონისძიებაში. საზოგადოებრივი მაუწყებელი ლისის ტბიდან ორსაათიან უწყვეტ ეთერს გთავაზობდათ.საზოგადოებრივი მაუწყებელი კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ექსკლუზიური ჩვენებისთვის, სწორედ ასე, საზოგადოებრივი პროექტით მოემზადა.
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის ღონისძიება - თბილისი, ლისი, 9 ივლისი დასრულდა [ფოტო/ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-07-09 20:21:00
ლისის ტბაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ღონისძიება - თბილისი, ლისი, 9 ივლისი დასრულდა.„სპორტული რიტმი“ ლისის ტბაზე დილიდან იგრძნობოდა.მსურველებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა სპორტულ და გასართობ ღონისძიებაში.საზოგადოებრივი მაუწყებელი ლისის ტბიდან ორსაათიან უწყვეტ ეთერს გთავაზობდათ.18:00 საათიდან 20:00 საათის ჩათვლით, საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანები სხვადასხვა ლოკაციებიდან პირდაპირ ეთერში ერთვებოდნენ. ღონისძიების დასასრულს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგოთი დაბრენდილი ბუშტები გაუშვეს.საზოგადოებრივი მაუწყებელი კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ექსკლუზიური ჩვენებისთვის, სწორედ ასე, საზოგადოებრივი პროექტით მოემზადა.
წაკითხვა
გამამხნევეთ, არასდროს მიცდია კლდეზე ცოცვა - წამყვანი ლიზა წიკლაური ხელოვნურ კლდეზე
გამოქვეყნებულია: 2017-07-09 19:53:00
გამამხნევეთ არასდროს მიცდია კლდეზე ცოცვა - წამყვანი ლიზა წიკლაური ხელოვნურ კლდეზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი ნებისმიერ მსურველს ლისზე ეპატიჟება და სთავაზობს ჩაერთოს გასართობ და სპორტულ აქტივობებში. კალათბურთი, ფეხბურთი, ფარიკაობა, ჭადრაკი და რაგბი, - ეს არასრული ჩამონათვალია სპორტის სახეობების, რომლის თანამონაწილეც პროფესიონალ სპორტსმენებთან ერთად გახდებით. საზოგადოებრივი მაუწყებელი კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ექსკლუზიური ჩვენებისთვის, სწორედ ასე, საზოგადოებრივი პროექტით ემზადება. 
წაკითხვა
ლისის ტბაზე სპორტული და გასართობი ღონისძიებები გრძელდება - რა ხდება ლისზე
გამოქვეყნებულია: 2017-07-09 17:04:00
ლისის ტბაზე საგანგებოდ მოწყობილ ლოკაციებზე სპორტული და გასართობი ღონისძიებები გრძელდება. სპორტის მოყვარულებს და გულშემატკივარს საზოგადოებრივი მაუწყებელი სპორტული რიტმით აერთიანებს. საზოგადოებრივი ნებისმიერ მსურველს ლისზე ეპატიჟება და სთავაზობს ჩაერთოს გასართობ და სპორტულ აქტივობებში. კალათბურთი, ფეხბურთი, ფარიკაობა, ჭადრაკი და რაგბი, - ეს არასრული ჩამონათვალია სპორტის სახეობების, რომლის თანამონაწილეც პროფესიონალ სპორტსმენებთან ერთად გახდებით. საზოგადოებრივი მაუწყებელი კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ექსკლუზიური ჩვენებისთვის, სწორედ ასე, საზოგადოებრივი პროექტით ემზადება. 
წაკითხვა
ვასილ მაღლაფერიძე - უნდა ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ეს არის დღევანდელი ღონისძიების არსი
გამოქვეყნებულია: 2017-07-09 16:35:00
უნდა ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორის ვასილ მაღლაფერიძემ ლისის ტბაზე განაცხადა, სადაც საგანგებოდ მოწყობილ ლოკაციებზე სპორტული და გასართობი ღონისძიებები სლოგანით - თბილისის, ლისი, 9 ივლისი იმართება.სპორტის მოყვარულებს და გულშემატკივარს საზოგადოებრივი მაუწყებელი სპორტული რიტმით აერთიანებს.როგორც მაღლაფერიძემ აღნიშნა, დღევანდელი ღონისძება ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს ეძღვნება, რომელიც აგვისტოში გაიმართება.„თავად სპორტი და სპორტის პოპულარიზაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ ძირითად საპატიო მოვალეობად რჩება. ვფიქრობ, რომ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის.წელს არის „ევრობასკეტი“ და ამით იწყება კალათბურთის გულშემატკივრობის მნიშვნელოვანი ციკლი.ამასთან დაკავშირებით გადაწყდა პოპულარიზაცია სპორტის ყველა სახეობის. უნდა ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით - ეს არის დღევანდელი ღონისძიების არსი“,- განაცხადა მაღლაფერიძემ.
წაკითხვა
ვასილ მაღლაფერიძე - მნიშვნელოვანია, ტრადიციულმა მედიამ მოახერხოს საზოგადოების სწორად ინფორმირება
გამოქვეყნებულია: 2017-07-07 13:31:00
საზოგადოებრივი მაუწყებელი ეროვნული თავდაცვის უმაღლეს კურსში მონაწილეობს.  სემინარზე ერთ-ერთი გამომსვლელია ​მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე, რომელმაც ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში მედიის როლზე ისაუბრა.როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, მედიის როლი ეროვნულ უსაფრთხოებაზე ძალიან მნიშვნელოვანია. "მედიას დიდი როლი აქვს საზოგადოებაში. წარსულში სახელმწიფო ზღუდავდა ინფორმაციას, რომელიც არ სურდა, გავრცელებულიყო და მოსახლეობამ იცოდა ის ინფორმაცია, რაც სახელმწიფოს სურდა. ახლა ასე არ არის. საზოგადოება ინფორმაციის ნაკადის წინაშეა დარჩენილი. დღეს დიდ როლს თამაშობს სოციალური მედიაც. თუ წარსულში ინფორმაცია ხელისუფლების ხელში ხვდებოდა, ახლა ხელმისაწვდომია ყველასთვის, მათთვისაც, ვინც საზოგადოებისთვის საფრთხის შექმნას ცდილობს. მნიშვნელოვანია, ტრადიციულმა მედიამ მოახერხოს საზოგადოების სწორად ინფორმირება", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ. მისივე თქმით, როდესაც ინფორმაცია გავრცელების სისწრაფით უსწრებს მისი გადამოწმების შესაძლებლობას  და ამ გავრცელების საზღვრები ნიველირებულია, ძნელი წარმოსადგენია, რა შედეგი შეიძლება მოყვეს სენსიტიური ინფორმაციის უკონტროლო გავრცელებას. "უსაფრთხოების სტრუქტურები, რომლებიც თავისი ბუნებით და სფეროს სიმყიფით ისედაც ჩაკეტილია საკუთარ თავში, შეუძლებელია, არ თანამშრომლობდნენ მედიასთან და ამით განერიყონ საზოგადოებას, ამიტომაც მთავარია, რომ ორივე მხარემ დაიცვას ის ოქროს ბალანსი, რომელიც საბოლოო ჯამში საზოგადოებისთვის, საზოგადოებისვე უსაფრთხოებას ემსახურება", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი კაჭრეთში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. კურსის მიზანია, საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვა რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში, ასევე ქვეყნის თითოეული მოქალაქის როლისა და პასუხისმგებლობის ანალიზი ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ფორმირების პროცესში.მასში მონაწილეობენ საჯარო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები. 5 დღის განმავლობაში კურსის მონაწილეებმა ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე მიიღეს. ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში მეექვსედ ჩატარდა. კურსი საქართველ
წაკითხვა
უთანხმოება მაუწყებლის ეთერში გასული ვიდეორგოლის გარშემო - მოდავე მხარის პროტესტი და საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიცია
გამოქვეყნებულია: 2017-07-06 20:25:00
დავა საზოგადოებრივის ეთერში გასული ვიდეორგოლის გარშემო. თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელების წევრები მაუწყებელს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში იმ ვიდეორგოლის გამო უჩივიან, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს და საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას ეხება. მოდავე მხარე სარეკლამო რგოლში პოლიტიკურ ქვეტექსტს ხედავს და ფიქრობს, რომ ის სოციალური რეკლამა არ არის. პასუხად საზოგადოებრივი მაუწყებელი სოციალურ რეკლამასთან დაკავშირებით კანონში არსებულ ბუნდოვან ჩანაწერზე საუბრობს. საკანონმდებლო ხარვეზს პარლამენტშიც აღიარებენ.   
წაკითხვა
ანრი ოხანაშვილი - ვფიქრობ, სოციალური რეკლამა არის საკითხი, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო დახვეწას დაექვემდებაროს
გამოქვეყნებულია: 2017-07-06 19:31:00
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ფიქრობს, რომ სოციალური რეკლამა არის საკითხი, რომელიც შეიძლება კანონმდებლობის დონეზე კიდევ უფრო დახვეწას დაექვემდებაროს. როგორც საზოგადოებრივს ოხანაშვილმა განუცხადა, სოციალური რეკლამის ძირითადი საკითხები მოცემულია - „რეკლამის შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონებში, სადაც საუბარია ისეთ ფორმულირებებზე, თუ რა არის სოციალური რეკლამა და რა მიზანს ემსახურება. „კანონში სოციალური რეკლამა უფრო ზოგადი სახით, ზოგადი ფრაზებით არის დარეგულირებული და სწორება მიზნისკენ კეთდება. ვფიქრობ, შესაძლებელია, რომ მედიისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს მოვუსმინოთ და ამ კანონის კიდევ უფრო დახვეწაზე ვიმსჯელოთ. თუკი მედიის წარმომადგენლებს რაიმე შეკითხვები და გაურკვევლობა რჩებათ იმასთან დაკავშირებით, რომ სოციალური რეკლამის განთავსების დროს პრობლემები ექმნებათ, შეგვიძლია, ამ საკითხზე ვიმსჯელოთ. მეც ვფიქრობ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო დახვეწას დაექვემდებაროს“, - აღნიშნა ოხანაშვილმა. კანონმდებლის განმარტებით, ზოგადად რეკლამის და მათ შორის, სოციალური რეკლამის კონტროლი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კომპეტენციაა. „თუკი მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები საკითხს დასვამენ, რომ ხარვეზები და გამოწვევებია იმასთან დაკავშირებით, თუ რა კრიტერიუმით, როგორ უნდა განისაზღვროს სოციალური რეკლამის განთავსება მედიასივრცეში, ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ და ფართო დისკუსიაში ჩავერთოთ“, - დასძინა
წაკითხვა