საზოგადოებრივი
104.5 FM
ქართველი საოპერო ვარსკვლავი პირველი არხის დოკუმენტური ფილმების სტუდიის ობიექტივში
განახლებულია: 2014-12-04 14:15:27
ქართველი საოპერო ვარსკვლავი პირველი არხის დოკუმენტური ფილმების სტუდიის კინოობიექტივში - საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში პაატა ბურჭულაძის მორიგ სპექტაკლს დაესწრო. ხვალ კი ქართველი ბანი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან თეატრში მეასე სპექტაკლისთვის ემზადება.მეტროპოლტენ ოპერაში გადაღებული კადრები კახა თოლორდავასა და ლევან კიტიას ფილმში მოხვდება, რომელიც საოპერო ვარსკვლავის შემოქმედებას ეძღვნება.
წაკითხვა
ინტერნეტჰიტი "სელფი", რომლის ავტორიც სიკვდილს გადაურჩა
განახლებულია: 2014-12-03 01:48:44
"სელფშოტის" გადაღებას ლამის შეეწირა ამერიკელი ჯერად მაიკლი. მან გადაწყვიტა ფოტო მოძრავი მატარებლის ფონზე გადაეღო. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ გადაღების დროს თავის არეში ტრავმა მიიღო. ვიდეორგოლი უკვე ნახა თითქმის ხუთმა მილიონმა ადამიანმა. ავტორი ამბობს, რომ გადაღების დროს შეეცადა დისტანცია დაეცვა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, უშედეგოდ.
წაკითხვა
ასანჟი პატიმრობაში რჩება
განახლებულია: 2014-12-01 20:26:43
შვედეთის სააპელაციო სასამართლომ, "ვიკილიქსის" დამფუძნებლის დაპატიმრების ორდერი, ძალაში დატოვა. სასამართლომ ჟულიან ასანჟს, დაკავების ბრძანების გაუქმებაზე, უარი უთხრა. "ვიკილიქსის" დამფუძნებელი შვედეთში, სექსუალური ძალადობის ბრალდებით იძებნება. ექსტრადირების ასაცილებლად, მან ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოში თავშესაფარი მიიღო. ასანჟი აცხადებს, რომ შვედეთში ჩასვლის შემთხვევაში, მის ექსტრადაციას ვაშინგტონში განახორციელებენ, სადაც მას შეერთებული შტატების მთავრობის საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებისათვის გაასამართლებენ.
წაკითხვა
რეკლამა სამართლებრივ ჭრილში - კონფერენცია თბილისში
განახლებულია: 2014-12-01 20:26:01
"რეკლამა სამართლებრივ ჭრილში" – ამ სახელწოდების კონფერენცია ევროპის იურისტ სტუდენტთა ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას ახალგაზრდული პრესკლუბი მასპინძლობდა. კონფერენციაში მონაწილეობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის იურისტი ელენა მიხაილოვა, რომელიც რეკლამის სფეროს შესახებ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ესაუბრა. პროექტის ფარგლებში, რეკლამის სამართლებრივი რეგულაციები განიხილეს და კანონის დარღვევის გამო სანქციების შესახებ ისაუბრეს. კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
წაკითხვა
სემინარი ტელეჟურნალისტებისთვის
განახლებულია: 2014-12-01 20:25:52
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ტელეჟურნალისტებისთვის 2-დღიანი სემინარი გამართა. ცენტრის თანამშრომლებმა და მიწვეულმა ტრენერებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს რელიგიური სიმბოლოების მნიშვნელობაზე და მათ სწორად გამოყენებაზე. სემინარში მონაწილე ჟურნალისტებს სერტიფიკატები გადაეცათ.
წაკითხვა
„სუპერსპორტსმენები“, - რას იხილავს მაყურებელი ახალ „ტელებლოგში“
განახლებულია: 2014-12-01 20:21:22
ბარიერები, რომელსაც ჩვენ ვქმნით და ადამიანები, რომლებსაც ამ ბარიერების გადალახვა უწევთ. პარაოლიმპიელები, რომლებმაც წინაღობები გადალახეს და დაამტკიცეს, რომ შესაძლებლობები შეუზღუდავია.„სუპერსპორტსმენები“, - ასე ჰქვია ქეთი ვაშაგაშვილის ახალ „ტელებლოგს“.იხილეთ „ტელებლოგი“: „სუპერსპორტსმენები“
წაკითხვა
შსს ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს
გამოქვეყნებულია: 2014-12-01 18:22:00
1 247 206 ლარი 8 თვის განმავლობაში - თანხა, რომელიც საკრებულომ პრემიების სახით გასცა. კვლევის შედეგებს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანიის ფარგლებში, ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს.კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა ძალადობის თემაზე მომზადებული სიუჟეტი, რადიოსიუჟეტი ან სტატია შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალური კამპანიების „ფეისბუქის“ გვერდზე - „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“ 15 დეკემბრამდე უნდა ატვირთონ.გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდებიან. ნამუშევრებს სპეციალური ჟიური შეაფასებს. კონკურსში გამარჯვებულები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისგან სპეციალური სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
წაკითხვა
საგარეო უწყებას ახალი პრესსპიკერი ჰყავს
გამოქვეყნებულია: 2014-12-01 14:21:00
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა კაიროში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, რომელიც ექსპრეზიდენტის განაჩენის გამოტანას მოჰყვა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი პრესსპიკერი ჰყავს. უწყების ხელმძღვანელმა პოსტზე დიპლომატი დავით კერესელიძე წარადგინა.ის სამინისტროში წლების განმავლობაში მუშაობდა, ხელმძღვანელობდა საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტს. ასევე, იყო საქართველოს ელჩი ნორვეგიაში, ისლანდიასა და დანიაში. ბოლოს წარმოადგენდა ქვეყანას შავი ზღვის კვლევის საერთაშორისო ცენტრში, სადაც ალტერნატიული გენერალური დირექტორი იყო.
წაკითხვა
ჯილდო საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტს
გამოქვეყნებულია: 2014-11-28 21:12:00
ჯილდო საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტს. პროგრამა "ტელებლოგისთვის" გადაღებული ორი ფილმისთვის ქალთა საინფორმაციო ცენტრმა ჟურნალისტი ვიკა ბუკია დააჯილდოვა. საუბარია ფილმებზე "ურჩი ქალები" და "დედობა ბავშვობაში". “ქალები, როგორც აქტორები, ცვლილებებისა და გაძლიერებისთვის" - ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში ჩატარდა მედიამონიტორინგი, რომელიც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდს მოიცავს. მონიტორინგის მთავარი მიზანი იყო გამოევლინა, როგორ წარმოაჩენდა მედია ქალ კანდიდატებს და რამდენად ეთმობოდა ეთერი მათ წინასაარჩევნო პროგრამებს. პრეზენტაციის დასასრულს პროექტის ავტორებმა ის ჟურნალისტები დააჯილდოვეს, რომლებმაც გენდერული საკითხების გაშუქებას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს.
წაკითხვა
მსოფლიო სატელეკომუნიკაციო ინდიკატორების სიმპოზიუმი თბილისში
გამოქვეყნებულია: 2014-11-24 11:37:00
საქართველო მსოფლიო სატელეკომუნიკაციო ინდიკატორების რიგით მეთორმეტე სიმპოზიუმს წელს პირველად მასპინძლობს. ღონისძიება სასტუმრო „რედისონში“ პრემიერმა გახსნა. სიმპოზიუმის ფარგლებში, გაკეთდება შეფასებები, თუ რომელ ადგილს დაიკავებს საქართველო კომუნიკაციების დარგში, კერძოდ, ინტერნეტ და ფიჭური კავშირგაბმულობის მიმართულებით. ასევე, წარმოდგენილი იქნება მთავრობის პროგრამები და პრიორიტეტები საინფორმაციო კომუნიკაციების სფეროში.
წაკითხვა
"ნაცმოძრაობა" სამაუწყებლო კომპანიებში სოციალური რეკლამის განთავსების შესახებ კანონს გაასაჩივრებს
გამოქვეყნებულია: 2014-11-19 16:44:00
"ნაციონალური მოძრაობა" სამაუწყებლო კომპანიებში სოციალური რეკლამის განთავსების შესახებ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ სერგო რატიანის განცხადებაშია საუბარი. რატიანი მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაციები ლახავს კერძო მაუწყებლების როგორც ფინანსურ, ისე სარედაქციო დამოუკიდებლობას და ქმნის მედიაზე ზეწოლის რეალურ ბერკეტებს. " სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ვერ გააცნობიერა, თუ რა საფრთხეს უქმნის ეს კანონი მედიის თავისუფლებას და არ ისურვა თავისი უფლების გამოყენება მედიის დამოუკიდებლობის დასაცავად. ჩვენი მხრივ, ამ კანონს გავასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში, რადგან მიგვაჩნია, რომ ამ კანონით ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია", - ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" წევრ სერგო რატიანის განცხადებაში.
წაკითხვა
სსმ-ის „ნაციონალური მოამბის“ პროდიუსერი „ტოლერანტობის ქომაგის“ პრიზით დაჯილდოვდა
გამოქვეყნებულია: 2014-11-17 17:59:00
ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატმა ღონისძიება გამართა. სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა 2014 წლის განმავლობაში საქართველოში ტოლერანტობის მიმართულებით არსებულ მიღწევებზე და პრობლემებზე ისაუბრა. ღონისძიების ფარგლებში, ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიასაშუალებები და საჯარო მოხელეები დააჯილდოვეს.ერთ-ერთი პრიზი - „ტოლერანტობის ქომაგი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის „ნაციონალური მოამბის“ პროდიუსერ ზურაბ დვალს გადაეცა.
წაკითხვა
„მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის“ - ახალი პროგრამის პრეზენტაცია
გამოქვეყნებულია: 2014-11-17 17:51:00
5 მილიონი დოლარი ახალი მედიაპროგრამისთვის - საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭომ (IREX) პროგრამა „მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის“ წარმოადგინა, რომელიც USAID-ის მეშვეობით ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოში მედიის განვითარებას. დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებულ ინფორმაციაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, - ასეთია, პროგრამის ავტორების განცხადებით, პროექტის მიზანი, რომელიც 5 წელს გაგრძელდება.
წაკითხვა
ახვლედიანი 2007-08 წლებში „იმედის“ ჟურნალისტების გადაბირების მცდელობას ადასტურებს
გამოქვეყნებულია: 2014-11-17 17:30:00
მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ გენერალურმა დირექტორმა დღეს პროკურატურას ის აუდიომასალები გადასცა, რომელიც, როგორც თავად ამტკიცებს, „იმედის“ ყოფილი ჟურნალისტების გადაბირების მცდელობას ეხება. ის სამართალდამცველ ორგანოს ჩანაწერების ავთენტურობის დადგენას სთხოვს.დღესვე ამ თემაზე განცხადება „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა და „იმედის“ ყოფილმა ჟურნალისტმა გიორგი ახვლედიანმაც გააკეთა.ახვლედიანმა დაადასტურა გიორგი მამაცაშვილის ინფორმაცია, რომ 2007-08 წლებში „იმედის“ რამდენიმე თანამშრომელზე ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას ჰქონდა ადგილი.
წაკითხვა
პირველ არხზე დილისა და დღის გადაცემები ბრუნდება
გამოქვეყნებულია: 2014-11-16 21:40:00
იყავით მოვლენათა ეპიცენტრში და დილის 08:00 საათიდან გაიგეთ ახალი ამბები - საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ხვალიდან ბევრ საინტერესო პროექტს გთავაზობთ - მაუწყებლობას 07:30 საათიდან ვიწყებთ. ნაცნობი და მონატრებული სახეები ეთერში ხვალიდან ბრუნდებიან. „ჩვენი დილა“ განახლებული სტუდიიდან გისურვებთ წარმატებებს; თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ, მიმართეთ „პირად ექიმს“, რა თქმა უნდა პირველ არხზე; ჩვენ სადილის დროსაც შეგახსენებთ და დესერტის სახით, „სამოთხის ვაშლებს“ შემოგთავაზებთ.ლიზა ციციშვილი შეხვდა კოლეგებს.
წაკითხვა
„თავისუფალი სვანი“ - რას იხილავს მაყურებელი ახალ „ტელებლოგში“
გამოქვეყნებულია: 2014-11-16 21:00:00
„თავისუფალი სვანი“, - ასე ჰქვია „მოამბის“ „ტელებლოგს“, რომელიც ნინო ბასილიამ მოამზადა. ფილმის ავტორი რუსული ქვემეხებით მიწასთან გასწორებული ხალდეს ისტორიას შეგახსენებთ.იხილეთ „ტელებლოგი“: „თავისუფალი სვანი“
წაკითხვა
გიორგი მამაცაშვილი 2007-2008 წლებში ჟურნალისტების გადაბირებისა და შანტაჟის აუდიოჩანაწერებს აქვეყნებს
გამოქვეყნებულია: 2014-11-14 17:37:00
მედიაჰოლდინგ “რეპორტიორის” გენერალური დირექტორი გიორგი მამაცაშვილი 2007-2008 წლებში ჟურნალისტების გადაბირებისა და შანტაჟის აუდიოჩანაწერებს აქვეყნებს. როგორც მამაცაშვილი განმარტავს, აღნიშნულ საქმეში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე, გიგი უგულავა და ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი გოგი გეგეშიძე ფიგურირებენ. აუდიოჩანაწერში საუბარი, ტელეკომპანია „იმედიდან“ წამოსვლის სანაცვლოდ, ჟურნალისტებისთვის გარკვეული თანხის, კერძოდ 200 000 დოლარის გადაცემას ეხება. „რეპორტიორის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, მის ხელთ არსებული მასალები მთავარ პროკურატურას ორშაბათს გადაეცემა, რის შემდეგაც ის პროკურატურის ხელმძღვანელობას საქმის დეტალურ გამოძიებას სთხოვს.
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ სტრატეგიაზე მუშაობს
გამოქვეყნებულია: 2014-11-13 20:33:00
საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ სტრატეგიაზე მუშაობს. ორგანიზაციის მთავარი დოკუმენტი არხის განვითარების მთავარი სამოქმედო გეგმა იქნება. სტრატეგიული მიზნების, სტრუქტურული ცვლილებების, პროგრამირებისა და სხვა მრავალი კომპონენტის შემუშავებაში გათვალისწინებული იქნება საზოგადოებრივი აზრიც. უკვე დაწყებულია აუდიტორიის მასშტაბური კვლევა - თუ რა ჟანრისა და თემატიკის გადაცემები სურს მოსახლეობას საზოგადოებრივი მაუწყებლისგან.ახალი სტრატეგია ახალ გამოწვევებზე იქნება მორგებული. რას ნიშნავს მულტიმედიურ პლატფორმაზე გადასვლა - გრანდიოზული გეგმების შესახებ მარიამ ცარელაშვილი გიამბობთ.
წაკითხვა
პირველი არხის ტელეპროექტის ფინალური ეტაპი - „ჩემი წიგნი“ დასასრულს უახლოვდება
გამოქვეყნებულია: 2014-11-12 20:54:00
პირველი არხის ტელეპროექტის ფინალური ეტაპი „ჩემი წიგნი“ დასასრულს უახლოვდება. რჩეული ლიტერატურული ნაწარმოებისთვის ხმის მიცემის პროცესი დღეს შეწყდა. ფინალში გასული თხუთმეტი წიგნიდან მაყურებლის რჩეულს კვირას გამოავლენენ. დასკვნითი ეპიზოდი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში 16 ნოემბერს, 21:15 საათზე დაიწყება და მასში ყველა ის ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, ვინც თვეების განმავლობაში მისთვის საყვარელი წიგნის მხარდამჭერი კამპანიით იყო დაკავებული.
წაკითხვა
პრეზიდენტი ტელეკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2014-11-11 16:58:00
პრეზიდენტი ტელეკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილი მედიაში არსებული მდგომარეობით დაინტერესდა. თავის მხრივ კომპანიების წარმომადგენლებმა პრობლემურ თემებად სოციალური და კომერციული რეკლამების, ასევე ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონები დაასახელეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, მსგავსი ფორმატით მომავალშიც შეიკრიბებიან.
წაკითხვა