საზოგადოებრივი
104.5 FM
CNN რუსეთში მაუწყებლობას წყვეტს
გამოქვეყნებულია: 2014-11-11 13:56:00
ამერიკული ტელეკომპანია "სი-ენ-ენი" რუსეთში მაუწყებლობას წყვეტს. გავრცელებული ინფორმაციით, საკაბელო არხმა მაუწყებლობის გათიშვის გადაწყვეტილება რუსეთში მიღებული ახალი კანონის შემდეგ მიიღო, რომლის თანახმად, მედიაკომპანიების უცხოელ მფლობელებს რუსეთში ლიმიტები დაუწესდათ. გასულ თვეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად, რუსულ მედიასაშუალებებში უცხოელი მფლობელების წილი 2016 წლის ბოლოსთვის 20%-მდე უნდა შემცირდეს. "სი-ენ-ენი" რუსეთში მაუწყებლობას 2014 წლის 31 დეკემბრისთვის შეწყვეტს. რუსეთში ამერიკული ტელეკომპანიის წარმომადგენლობა 1983 წელს გაიხსნა.
წაკითხვა
სამხრეთ კავკასიის მედიაკონფერენცია თბილისში
გამოქვეყნებულია: 2014-11-10 18:09:00
მედიის თავისუფლებისა და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საკითხებს განიხილავენ თბილისში, სამხრეთ კავკასიის რიგით მეთერთმეტე კონფერენციაზე. მედიის განვითარების სამომავლო გეგმებზე აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მედიაექსპერტები მსჯელობენ.კონფერენცია ეუთო-ს ორგანიზებით იმართება. საკითხების განსახილველად ექსპერტები თბილისში ხვალაც შეიკრიბებიან.
წაკითხვა
მედიატური საყდრის-ყაჩაღიანში
გამოქვეყნებულია: 2014-11-09 13:35:00
საინფორმაციო მედიატური საყდრის-ყაჩაღიანში - ღონისძიება კომპანია Rich Metals Group-ის (RMG) ინიციატივითა და ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მოეწყო. მედიატური კომპანიის ახალი საინფორმაციო სტრატეგიის ფარგლებში, საყდრის-ყაჩაღიანის ობიექტის შესახებ ინფორმირების მიზნით მოეწყო.
წაკითხვა
7 წელი 7 ნოემბრიდან - დაშლილი ორი აქცია, დარბეული ტელევიზია და ასეულობით დაშავებული
გამოქვეყნებულია: 2014-11-07 20:38:00
7 წელი 7 ნოემბრიდან - დაშლილი ორი აქცია, დარბეული ტელევიზია და ასეულობით დაშავებული. 2007 წლის მოვლენების მთავარი მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, რიყეზე და ლუბლიანის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ. რეზინის ტყვიები, ხელკეტები, ცრემლსადენი გაზი - სამართალდამცველები მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და სარჩელი, რომელიც "იმედის" დაზარალებულმა ჟურნალისტებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნეს. რა ეტაპზეა 7 ნოემბრის მოვლენების 80-ტომიანი საქმე, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი და მაშინდელი მაღალჩინოსნები არიან ბრალდებული. ქეთი ბერაია შვიდი წლის წინანდელი ნოემბრის მძიმე დღეს კიდევ ერთხელ გაგახსენებთ.
წაკითხვა
რეგიონულ მედიას მთავრობის ორწლიანი საქმიანობის ანგარიში გააცნეს
გამოქვეყნებულია: 2014-11-04 12:57:00
მთავრობის ადმინისტრაციამ რეგიონალურ მედიას მთავრობის ორწლიანი საქმიანობის ანგარიში გააცნო. ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა მათ წარუდგინეს ხელისუფლების ხედვა და გეგმები საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღია მმართველობის მიმართულებით. მთავრობის ადმინისტრაცია ღია მმართველობის მეორე ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას განაგრძობს, რაც გულისხმობს მუდმივ კომუნიკაციას სახელმწიფო სტრუქტურებსა და საზოგადოებას შორის. პროექტის ფარგლებში, მთავრობის ორწლიანი საქმიანობის ანგარიშს ასევე გაეცნობიან არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.
წაკითხვა
„ბაზრობა მუშაობს ყოველდღე“ - რას იხილავს მაყურებელი ახალ „ტელებლოგში“
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 20:39:00
„ბაზრობა მუშაობს ყოველდღე“, - ასე ჰქვია ნინო ბასილიას ახალ „ტელებლოგს“. საკუთარი ფილმის შესახებ ავტორმა „მოამბის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა. იხილეთ „ტელებლოგი“: „ბაზრობა მუშაობს ყოველდღე“
წაკითხვა
მედიატური ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაზე
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 17:18:00
გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაზე მედიატური მოეწყო. ღონისძიება პროექტის - „ეკოტურიზმის განვითარება ჯავახეთის ეროვნულ პარკში“ ფარგლებში გაიმართა. მედიის წარმომადგენლები ჯავახეთის დაცული ტერიტორიის განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნენ.პროექტის მიზანი ჯავახეთის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში - ეფრემოვკაში, სამებაში, დადეშსა და სულდაში ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა.
წაკითხვა
ხანძარი „რადიო საფრანგეთში“
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 14:01:00
„რადიო საფრანგეთის“ პარიზის ბიუროს შენობის ზედა სართულებზე გუშინ საღამოს ხანძარი გაჩნდა. თანამშრომელთა ევაკუაცია დროულად მოხერხდა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რადიოსადგურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს მარინ ბილიოურის თქმით, ხანძარი შენობის იმ სექციაში გაჩნდა, რომლის სამშენებლო სამუშაოები ჯერ დასრულებული არ იყო. ხანძრის ამსახველი ფოტოები საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესმა“ გაავრცელა. კვამლის დანახვა პარიზის სხვადასხვა უბნიდან იყო შესაძლებელი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. წყარო: CNN
წაკითხვა
ინციდენტი ტელეკომპანია "თრიალეთის" ოფისში
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 12:52:00
ინციდენტი ტელეკომპანია "თრიალეთის" ოფისში. დაპირისპირება მოჰყვა ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც ნაჩვენები იყო - როგორ სცემდა ბავშვებს გორის რაიონის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგი ირინა ტურაშვილი. ტელევიზიის თანამშრომლების განცხადებით, პედაგოგის მეუღლე თამაზ კოჭლაშვილი ჟურნალისტ გიორგი ახალკაცს მოკვლით დაემუქრა. კოჭლაშვილი დაცვამ შენობაში არ შეუშვა. ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.
წაკითხვა