საზოგადოებრივი
104.5 FM
ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრში სტაციონარული განყოფილება გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 12:17:00
ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრში სტაციონარული განყოფილება გაიხსნა. დეპარტამენტი 50 საწოლზეა გათვლილი. უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საოპერაციო ბლოკებში ონკოლოგიური პაციენტების ქირურგიული მკურნალობა იქნება შესაძლებელი. პაციენტებს ზედამხედველობას ამერიკელი, გერმანელი და დანიელი ექიმ-ონკოლოგების გუნდი გაუწევს. ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრში სტაციონარული განყოფილების გახსნით, დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ონკოლოგიური პაციენტები შესაბამისი მკურნალობის სრულ სპექტრს რეგიონიდან გაუსვლელად მიიღებენ.
წაკითხვა
ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივა - აეკრძალებათ თუ არა ექიმებს ერთდროულად რამდენიმე კლინიკაში მუშაობა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 20:25:00
ექმიებისთვის შესაძლო შეზღუდვის დაწესებაზე ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივას მედიკოსებში კრიტიკა მოყვა. უკმაყოფილებას გამოხატავს პაციენტების ნაწილიც. საქმე აკაკი ზოიძის მიერ გუშინ გაჟღერებულ ინიციატივას ეხება, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგემილი ცვლილების მიხედვით შეიძლება ექიმებს ერთდროულად რამდენიმე კლინიკაში მუშაობის შესაძლებლობა აღარ ჰქონდეთ. თუმცა უკვე დღეს კომიტეტის ტავმჯდომარე აცხადებს, რომ მომავალი წლიდან იგეგმება მხოლოდ გარკვეული რეგულაციების გამკაცრება, აკრძალვაზე კი საუბარი არ არის. მარიამ რუხაძის სიუჯეტი დეტალებით. 
წაკითხვა
რატომ აღემატება საქართველოში ქრონიკული თავის ტკივილი 2-ჯერ ევროპულ მაჩვენებელს - ნევროლოგ გეგელაშვილის ახალი ნაშრომი
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 18:23:00
თავის ტკივილის შესახებ ახალი წიგნი გამოიცა. ნევროლოგ გიორგი გეგელაშვილის ნაშრომში გაანალიზებულია ის მიზეზები, რის გამოც საქართველოში ქრონიკული თავის ტკივილი 2-ჯერ აღემატება ევროპულ მაჩვენებელს. ერთ-ერთ ფაქტორად მცდარი დიაგნოზი და არასწორი მკურნალობა სახელდება.მარიამ სეთურიძის სიუჟეტი.
წაკითხვა
ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ერთი წლის განმავლობაში 16 პაციენტს ჩაუტარდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 18:21:00
საქართველოში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ერთი წლის განმავლობაში 16 პაციენტს ჩაუტარდა.ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ტრანსპლანტაციის ცენტრი წინა წელს დაფუძნდა. მუშაობის შედეგები სპეციალისტებმა უკვე წარადგინეს. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას თბილისის მერია სრულად ანაზღაურებს.
წაკითხვა
აკაკი ზოიძე - კლინიკების შერჩევითი კონტრაქტირება საშუალებას მოგვცემს, მაღალკვალიფიციური პერსონალი ღირსეული ანაზღაურებით ისეთ კლინიკებში დასაქმდეს, სადაც მას მოტივაცია აღარ ექნება, რომ ხუთ ადგილას იმუშ
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 20:41:00
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე განმარტავს, რომ ექიმების დასაქმების თვალსაზრისით არავითარ დამატებით რეგულაციაზე, ან აკრძალვებზე საუბარი არ არის. პირველ არხთან საუბარში ზოიძე აცხადებს, რომ მიუღებელია პრაქტიკა, როდესაც ექიმი ძალიან ბევრ ადგილას მუშაობს, თუმცა საუბარი ისეთ შემთხვევაზე არ არის, როცა ექიმი ერთ-ორ ადგილას, ან კონსულტანტად მუშაობს. მისი თქმით, მაღალკვალიფიციური ექიმები არსებობენ, რომლებიც შეიძლება ხუთ-ექვს დაწესებულებაში კონსულტანტებად იყვნენ, რომლებიც პაციენტებისთვის კონსულტაციის გაწევას ტელეფონით ახერხებენ, როცა რთული შემთხვევები არ არის. „ეს მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, თუმცა ჩვენს პირობებში სხვა პრაქტიკა შეიქმნა, როცა დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, ზოგჯერ, სამედიცინო პერსონალი ხუთ-ექვს კლინიკაში 20-20 საათი მუშაობს, დღეში ხუთ ოპერაციას აკეთებს და ამან შეიძლება ადამიანი საექიმო შეცდომამდე მიიყვანოს, რაც პაციენტის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის. შეიძლება, ამით საექიმო შეცდომის რისკი გაიზარდოს. კლინიკების შერჩევითი კონტრაქტირება საშუალებას მოგვცემს, რომ მაღალკვალიფიციური პერსონალი ღირსეული ანაზღაურებით ისეთ კლინიკებში დასაქმდეს, სადაც მას მოტივაცია აღარ ექნება, რომ ხუთ ადგილას იმუშაოს“, - აღნიშნავს ზოიძე. დეპუტატის ინფორმაციით, ზოგჯერ პაციენტს არასაჭირო გამოკვლევებსაც უტარებენ და ნამდვილად არსებობს „საამქროები“, რომელიც სახელმწიფო ფულის გადამუშავებას ემსახურება. „ექიმებს ისეთ დაწესებულებაში მუშაობის საშუალება უნდა ჰქონდეთ, სადაც მოცულობა და პაციენტების მხრივ დატვირთვა მაღალია, ამიტომ გამომუშავებული თანხაც მაღალია, ღირსეული ანაზღაურება აქვთ და აუცილებლობა არ აქვთ, რომ დღე-ღამის განმავლობაში იმუშაონ და ამით იმის საფრთხე გაზარდონ, რომ შეცდომა დაუშვან და პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნან. იმის გამო, რომ თითოეულს შეუძლია კლინიკა გახსნას და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობა მიიღოს, ამიტომ ბოლო ორ წელიწადში 64 კლინიკა გაიხსნა. შეიძლება კარგია, რომ ბევრი ადამიანი საქმდება, მაგრამ ბევრი ადამიანი კი არ საქმდება, ერთი და იმავე ადამიანი რამდენიმე ადგილას საქმდება და მეტი პაციენტის მიღება ხდება. ზოგჯერ არასაჭირო გამოკვლევებსაც უტარებენ და ეს „საამქროები“ მართლაც არსებობს, რომელიც სახელმწიფო ფულის გადამუშავებას ემსახურება და სისტემას ასეთ საამქროებს რომ მოვაშორებთ, ის მაღალკვალიფიციური კლინიკები დაგვრჩება, სადაც ექიმები სრულად დასაქმებულ იქნებიან და საჭიროება არ ექნებათ, რომ ხუთ კლინიკაში იარონ იმისთვის, რომ თავისთვის მისაღები ანაზღაურება მიიღონ“, - აღნიშნავს ზოიძე. 
წაკითხვა
2018 წლიდან ექიმებისთვის, შესაძლოა, შეზღუდვები დაწესდეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 18:19:00
2018 წლიდან ექიმებისთვის, შესაძლოა, შეზღუდვები დაწესდეს. კერძოდ, მედიკოსები ვეღარ შეძლებენ ერთდროულად რამდენიმე კლინიკაში მუშაობას. საკითხზე განცხადება დღეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. აკაკი ზოიძის თქმით, ცვლილებები იგეგმება საყოველთაო ჯანდაცვის  პროგრამაში. კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ როდესაც ექიმი ერთდროულად რამდენიმე კლინიკაში მუშაობს და დღის განმავლობაში ემსახურება ბევრ პაციენტს, შეცდომების ალბათობა ხშირია.
წაკითხვა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: ჭარბწონიანი მოზარდების მაჩვენებელი იზრდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 20:29:00
კვლევის საგანგაშო შედეგი, რომელიც ჭარბწონიან ბავშვებს ეხება. თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ანგარიშს დავეყრდნობით, ჭარბი წონის მატარებელი მოზარდების მაჩვენებელი იზრდება. სპეციალისტები მზარდი ტენდენციის ერთ-ერთ მიზეზად არაჯანსაღი პროდუქტებით კვებას ასახელებენ. მით უმეტეს, რომ აკრძალვის მიუხედავად, ასეთი პროდუქცია სკოლის მოსწავლეებისთვის მაინც ხელმისაწვდომია. სკოლების ნაწილი სპორტული აქტივობების გაზრდის რეკომენდაციასაც ვერ ასრულებს.
წაკითხვა
მეცნიერები - ქორწინება და ახლო მეგობრები ადამიანს ჭკუასუსტობისგან იცავს
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 22:19:00
ქორწინება და ახლო მეგობრები ადამიანს ჭკუასუსტობისგან იცავს - ამტკიცებენ ლაფბოროს უნივერსიტეტის სწავლულები. „ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, კვლევა, რომელიც Journals of Gerontology-ში გამოქვეყნდა, თითქმის 7 წელი მიმდინარეობდა და მასში 6 667-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ექსპერიმენტის დასაწყისში, ცდაში მონაწილე არც ერთ პირს დემენცია არ აღენიშნებოდა, თუმცა მოგვიანებით ეს დიაგნოზი 220 მათგანს დაუსვეს. მეცნიერებმა მათი მონაცემები ჯანმრთელი პირების მაჩვენებლებს შეადარეს, რათა გაერკვიათ, რა გავლენა აქვს სოციალურ კავშირებს დაავადების წარმოშობის რისკზე.ერთ-ერთი აღმოჩენა მეგობრების (მეგობრობის) „ხარისხი“ აღმოჩნდა და არა მათი რაოდენობა. „მჭიდრო კავშირები დემენციის განვითარების რისკს ამცირებს“ - განმარტავს პროფესორი იფ ჰოგერვორსტი. მისი მოსაზრებით, ახლო მეგობრები ბუფერის როლს ასრულებენ, გვიცავენ სტრესისგან, რაც ჯანმრთელობაზე გამანადგურებლად აისახება.დემენციის განვითარებაზე 9 ფაქტორი ახდენს გავლენას:1. საშუალო ასაკში სმენის დაკარგვა, დაავადების განვითარებას 9-ით ზრდის;2. საშუალო განათლების არ ქონა - 8%;3. მოწევა 5%;4. დეპრესიის დაგვიანებული მკურნალობა 4%;5. არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა - 3%;6. სოციალური იზოლაცია - 2%;7. მაღალი წნევა - 2%;8. ჭარბწონიანობა -1%;9. მეორე ტიპის დიაბეტი - 1%.მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ფაქტორები, რომელთა ზემოქმედება გარკვეული ხარისხით დამოკიდებულია თავად ადამიანზე, დაავადების განვითარების რისკებს მხოლოდ 35%-ით განსაზღვრავს. 65% -ში კი, მისგან დამოუკიდებლად ვითარდება. 
წაკითხვა
საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში - ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის აქტიური თანამშრომლობა იგეგმება
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 20:43:00
ჯანდაცვა შესაძლოა სწორედ ის სფერო აღმოჩნდეს, რომელშიც მომავალში სახელმწიფო და ბიზნესი ერთმანეთთან უფრო აქტიურად ითანამშრომლებს. ევროპის ქვეყნების შემდეგ კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის მოდელი მალე საქართველოში საკანონმდებლო დონეზე დაინერგება. ეკონომიკის სამინისტროში დაწერილი კანონპროექტი უკვე პარლამენტშია. დოკუმენტში გაწერილია ის მიმართულებები, რომლებსაც სახელმწიფო და ბიზნეს-სექტორი ერთობლივად დააფინანსებს. განვითარებული ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციის შესრულებას ყველა მხარე დადებითად ხვდება.   
წაკითხვა
პაციენტები დაფინანსების გარეშე - რა პრეტენზიები აქვს კერძო სადაზღვევო პაკეტებით მოსარგებლე მოქალაქეთა ნაწილს ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 20:20:00
მოსახლეობის ნაკლები ინფორმირებულობა თუ ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიღმა დარჩენილი მოქალაქეების ნაწილს ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ პრეტენზიები და კითხვები აქვს. უკმაყოფილება იმ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის მიხედვით კერძო სადაზღვევო პაკეტებით მოსარგებლე მოქალაქეთა ნაწილის მკურნალობას მე-10 თვეა, სახელმწიფო აღარ აფინანსებს. შეზღუდვა მხოლოდ იმ ადამიანებზე ვრცელდება, რომლებსაც 2017 წლის პირველი იანვრის მონაცემებით კერძო პოლისები ჰქონდათ. თუმცა ცვლილება პაციენტების ნაწილმა მხოლოდ საავადმყოფოებში მოხვედრის დროს აღმოაჩინა. ბაზებთან დაკავშირებულ ხარვეზებს ჯანდაცვის უწყებაშიც აღიარებენ. 
წაკითხვა
მძიმე სტატისტიკა - ონკოპაციენტთა სიკვდილიანობის ზრდის მიზეზად დაგვიანებული დიაგნოსტიკა და დაბალი ცნობიერება სახელდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 20:34:00
გაიზრდა თუ არა ბოლო წლებში სიმსივნის სტატისტიკა: იმის გამო, რომ დაავადების აღრიცხვა 2015 წლიდან მოწესრიგდა, წინა წლების რეალური მონაცემები არ არსებობს, შესაბამისად, შეუძლებელია ბოლო მაჩვენებლების წინა პერიოდთან შედარება. თუმცა ჯანდაცვის სამინისტროშიც და საავადმყოფოებშიც ადასტურებენ, რომ ონკო-პაციენტთა მიმართვიანობა სულ უფრო მზარდია. იმატებს სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. ექიმები ამის ერთ-ერთ მიზეზად დაგვიანებულ დიაგნოსტიკას და ცნობიერების დაბალ დონეს ასახელებენ.
წაკითხვა
ოდესმე ფეხმძიმედ ნამყოფი ქალების სისხლის მამაკაცებისთვის გადასხმა შესაძლოა, სახიფათო იყოს - ახალი კვლევა
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 19:25:00
სისხლის დონორობისას, დეტალური სამედიცინო ისტორიის წარმოება როგორც ჩანს, იმაზ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს, ვიდრე ამჟამადაა. როგორც ახალმა კვლევამ დაადგინა, გაცილებით მაღალია იმ მამაკაცთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომელთაც გადაუსხეს იმ დონორი ქალების სისხლი, რომლებიც ოდესმე ფეხმძიმედ ყოფილან. ჯერჯერობით არავინ იცის, რატომ. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ მამაკაცებს, რომლებსაც გადასხმული აქვთ იმ ქალების სისხლი, რომლებიც ოდესმე ყოფილან ორსულად, გაცილებით მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი აქვთ, ვიდრე იმ მამაკაცებს, რომლებსაც გადასხმული აქვთ სხვა მამაკაცების ან ფეხმძიმედ არასოდეს ნამყოფი ქალების სისხლი. 50-წლამდე მამაკაცებში, ეს მაჩვენებელი 1,5 ჯერ მაღალი იყო სისხლის გადასხმიდან სამი წლის განმავლობაში; სიკვდილის ყველაზე სავარაუდო მიზეზი იყო იმუნური სისტემის მწვავე რეაქცია, რომელსაც სისხლის გადასხმასთან დაკავშირებულ ფილტვის მწვავე დაზიანებას უწოდებენ — გაზრდილი რისკი, რომელიც წარსულშიც ქალ დონორებთან იყო დაკავშირებული. ნიდერლანდების ჯანდაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ კვლევაში ჩართული იყო 31 118 პაციენტი, რომლებსაც საერთო ჯამში, 2005-2015 წლებში ნიდერლანდებში 59 320-ჯერ ჰქონდათ ჩატარებული სისხლის წითელი უჯრედების გადასხმა.  დონორები სამ კატეგორიად იყოფოდნენ: მამაკაცები (88%); ქალები, რომლებიც არასოდეს ყოფილან ფეხმძიმედ (6%) და ქალები, რომლებიც ოდესმე ორსულად ყოფილან (6%).  პაციენტთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 3 939 ადამიანზე 13% იყო. სტატისტიკურად, უმსხვილეს ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ მამაკაცები, რომლებსაც იმ ქალების სისხლი ჰქონდათ გადასხმული, რომლებიც ოდესმე ყოფილან ფეხმძიმედ. „იმ პაციენტებს შორის, რომლებსაც გაკეთებული ჰქონდათ სისხლის წითელი უჯრედების გადასხმა, სისხლის მიღება ოდესმე ფეხმძიმედ ნამყოფი ქალი დონორებისგან, მამაკაც დონორებთან შედარებით — დაკავშირებული იყო სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელთან მხოლოდ კაც მიმღებებში და არა ქალებში“, — წერენ მკვლევრები. „იმ ქალი დონორების სისხლის გადასხმა, რომლებიც ორსულად არასოდეს ყოფილან — არ აღმოჩნდა სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელთან დაკავშირებული არც მამაკაც და არც ქალ მიმღებებში“. ოდესმე ფეხმძიმედ ნამყოფი ქალი დონორებისგან მიღებულ მამაკაცებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი წელიწადში 101 გარდაცვლილი იყო 1000 ადამიანზე. შედარებისათვის — მამაკაცი
წაკითხვა
ამირან გამყრელიძე - ლაბორატორიულად გრიპის ვირუსის ცირკულაცია ჯერ არ დაფიქსირებულა
გამოქვეყნებულია: 2017-10-19 11:27:00
ლაბორატორიულად გრიპის ვირუსის ცირკულაცია ჯერ არ დაფიქსირებულა, - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით გააკეთა. „ჩვენ ზედამხედველობის სერიოზული სისტემა გვაქვს, ვაკონტროლებთ რა ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში. ლაბორატორიულად გრიპის ვირუსის ცირკულაცია ჯერ არ დაფიქსირებულა. თუმცა, სხვადასხვა ტიპის რესპირატორული ვირუსები ქვეყანაში არის", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
წაკითხვა
საჭიროა თუ არა ვაქცინაცია სეზონურ ვირუსებთან გასამკლავებლად - რეკომენდაციები „მოამბეში“
გამოქვეყნებულია: 2017-10-18 20:26:00
ვირუსების სეზონის მოახლოების მიუხედავად, ექიმების ნაწილი ვაქცინაციის წინააღმდეგია. მედიკოსები საკუთარ პოზიციას იმუნური სისტემისთვის მოსალოდნელი საფრთხეებით ამყარებენ და განსაკუთრებული სიფრთხილისკენ რისკ-ჯგუფებს, მათ შორის ორსულებს მოუწოდებენ. მოქალაქე მძიმე არჩევანის წინაშე დგება, რადგან საპირისპიროა ექიმების მეორე ნაწილის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია. სალომე სილაგაძე არკვევდა, რომელ მხარეს უნდა ვენდოთ. 
წაკითხვა
დავით სერგეენკო - სიმსივნით გარდაცვალების სტატისტიკის ზრდის მიზეზი არა კიბოს შემთხვევების ზრდა, არამედ დაავადების რეგისტრაციის თანამედროვე სისტემის დანერგვაა
გამოქვეყნებულია: 2017-10-18 17:28:00
სიმსივნით გარდაცვალების სტატისტიკის ზრდის მიზეზი არა კიბოს შემთხვევების ზრდა, არამედ დაავადების რეგისტრაციის თანამედროვე სისტემის დანერგვაა. აღნიშნული განმარტება სიმსივნით გარდაცვალების სტატისტიკის ზრდის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გააკეთა.„ჩვენი ამოცანა არასდროს ყოფილა პრობლემების მიჩქმალვა, პირიქით - რეალური ამოცნობები ძალიან მნიშვნელოვანია. 2015 წელს ჩვენ შევცვალეთ სიმსივნური დაავადებების რეგისტრაციის სისტემა და დავნერგეთ თანამედროვე - ე.წ. „კიბოს რეგისტრი“. თუ იქამდე წელიწადში აღირიცხებოდა 7.000-მდე შემთხვევა, ჩვენ ყოველ წელს მოგვდიოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან შეტყობინება, რომ მონაცემები ბევრი კომპონენტის მიხედვით, არარეალური იყო და სინამდვილეში წელიწადში 12.000-ს უტოლდებოდა. კიბოს რეგისტრის დანერგვამ იმ წელსვე აჩვენა თითქმის 11.000 შემთხვევა, ანუ ჩვენი ამოცნობის და რეგისტრაციის სისტემა დაზუსტდა და მიუახლოვდა რეალურს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იყო არა 7.000 არამედ, სამწუხაროდ, 12.000 შემთხვევა, რომელთა რეგისტრაცია არ ხდებოდა. სიკვდილის დაუზუსტებელი მიზეზების ნაწილი იყო ძალიან დიდი, რაც მნიშვნელოვნად შემცირდა. აი, ეს არის მთავარი მიზეზი და არა ის, რომ რეალურად გაიზარდა კიბოს შემთხვევები. თუმცა ხაზი მინდა გავუსვა - ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ჩვენ მშვიდად ვიყოთ და არაფერი ვაკეთოთ იგივე, მაგალითად, ეკოლოგიის მიმართულებით“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
წაკითხვა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო აცრების ჩატარებისკენ მოუწოდებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-13 18:39:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოუწოდებს მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო აცრები დროულად ჩაიტარონ.ცენტრში განმარტავენ, რომ ვაქცინა არის გრიპის საწინააღმდეგო პრევენციის ყველაზე ეფექტური საშუალება და მისი გაკეთება რეკომენდებულია ოქტომბრის თვიდან.ასევე, ცენტრში განმარტეს, რომ გრიპის ვირუსი ჯერ საქართველოში დაფიქსირებული არაა, თუმცა მსგავსი ვირუსები უკვე ფიქსირდება.სახელმწიფო გრიპის აცრებს რისკ ჯგუფებისთვის უფასოდ გააკეთებს, ესენია 18 წლამდე ასაკის დიაბეტის მქონე პირები, დიალიზზე მყოფები, C-ჰეპატიტის მქონე პირები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები და სურვილის შემთხვევაში ორსულები. ასევე, აცრები უფასო იქნება შშმ პირებისთვის.
წაკითხვა
სადავო ინიციატივა პარლამენტში - გახდება თუ არა საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეთა დაზღვევა სავალდებულო
გამოქვეყნებულია: 2017-10-10 20:23:00
სადაზღვევო სისტემაში კიდევ ერთი ცვლილებაა მოსალოდნელი. საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზღვევა დამსაქმებელი კომპანიებისთვის შესაძლოა სავალდებულო გახდეს. შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივაზე ახლა პარლამენტში მსჯელობენ. იდეის ავტორები ამ გზით კერძო დაზღვევით მოსარგებლე მოქალაქეების რაოდენობის ზრდას და სადაზღვევო პაკეტების გაიაფებას ცდილობენ, თუმცა ინიციატივაზე ჯანდაცვის კომიტეტში ჯერ ვერ თანხმდებიან.  
წაკითხვა
ექიმებისთვის შესაძლოა, დამატებითი პერიოდული სერტიფიცირება ამოქმედდეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-06 20:37:00
ექიმებისთვის შესაძლოა, დამატებითი პერიოდული სერტიფიცირება ამოქმედდეს. კანონპროექტზე ჯანდაცვის კომიტეტი მუშაობს და ცვლილებები შესაძლოა, უკვე მომავალი წლიდან შევიდეს ძალაში. ინიციატივის ავტორების თქმით, დაუშვებელია, ექიმი ერთხელ ჩაბარებული გამოცდის შემდეგ არ ადასტურებდეს საკუთარ კვალიფიკაციას. „მოამბის“ სიუჟეტში ნახეთ ინიციატივის დეტალები და უცხოეთის გამოცდილება ამ მიმართულებით.
წაკითხვა
ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ონკოჰემატოლოგიური დეპარტამენტის რეკონსტრუქცია დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-30 12:29:00
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ონკოჰემატოლოგიური დეპარტამენტის რეკონსტრუქცია დასრულდა. დღეიდან ადგილზე ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებთან ერთად სოლიდური სიმსივნეების მქონე პედიატრიული პაციენტების მკურნალობაც იქნება შესაძლებელი. დეპარტამენტი 44 საწოლზეა გათვლილი და უახლესი თაობის სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი. განახლებული განყოფილების გახსნას ჯანდაცვის მინისტრი დაესწრო.
წაკითხვა
საქართველოში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობელთა მიმართვიანობა გაიზარდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-28 20:33:00
სარეაბილიტაციო ცენტრების მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობელთა მიმართვიანობა მკვეთრად გაზრდილია. თუმცა უცნობია, ნიშნავს თუ არა მსგავსი მაჩვენებელი ზოგადად აუტიზმის მქონე ბავშვთა რაოდენობის ზრდას. ასეთი სტატისტიკა არცერთ უწყებას არ გააჩნია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ამ კატეგორიის მოზარდთა რიცხვი მსოფლოს მასშტაბით მატულობს, რის გამოც ექსპერტები მთავრობას პრობლემაზე მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებენ.   
წაკითხვა