საზოგადოებრივი
104.5 FM
დავით სერგეენკო - ბორჯომის ხეობაში ატმოსფერულ ჰაერში ​დაკვამლიანება შემცირდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 22:48:00
დღის განმავლობაში ბორჯომის ხეობაში ატმოსფერულ ჰაერში, საბედნიეროდ, ჯერადობით შემცირდა დაკვამლიანება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განუცხადა. სერგეენკოს თქმით, მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია და გუშინდელი რეკომენდაციაც მოხსნილია, თუმცა რჩება დაკვამლიანების ერთეული კერები. „გარემოს დაცვის სამინისტრომ დღის განმავლობაში რამდენიმე დასახლებულ პუნქტში აიღო მყარი ნაწილაკების და შესაბამისი პარამეტრების სინჯები, რომლებიც, საბედნიეროდ, ნორმის ფარგლებშია. ეს არის რისკების მნიშვნელოვნად შემცირება, თუმცა ერთეული კერები რჩება. ამიტომ გუშინდელი რეკომენდაცია, რომ მთელი ხეობის მასშტაბით თავი შეეკავებინათ ბავშვებს და ქრონიკული დაავადების მქონე მოზრდილებს, მოხსნილია. რეკომენდაცია რჩება მხოლოდ იმ პუნქტებში, სადაც მოსახლეობა შენიშნავს, რომ კვამლი იგრძნობა. წინასწარ შეუძლებელია ღამის განმავლობაში ქარის მიმართულების განსაზღვრა, ამიტომ ეს საფრთხეები მნიშვნელოვანი ჯერადობითაა შემცირებული და იმოქმედებს მხოლოდ იქ, სადაც მოსახლეობა შეამჩნევს, რომ კვამლი შეიგრძნობა“, - აღნიშნა სერგეენკომ. 
წაკითხვა
დავით სერგეენკომ „გილეადის“ ხელმძღვანელებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შედეგბი გააცნო
გამოქვეყნებულია: 2017-08-08 14:32:00
საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის მიმდინარეობა ვირუსის სამკურნალო მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილეადის“ ხელმძღვანელმა პირებმა შეაფასეს. ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოს დღეს გამთენიას ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, კომპანია „გილეად საიენსის“ აღმასრულებელი თავმჯდომარე ჯონ მარტინი, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი გრეგ ალტონი, უფროსი ვიცე-პრეზიდენტი კლიფორდ სამუელი და უფროსი დირექტორი გრემ რობერტსონიშრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს შეხვდნენ. დახურულ შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე უპრეცედენტო საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტის ეტაპობრივი შეფასება გაკეთდა.C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელობა პირადად ჯანდაცვის მინისტრისგან გაეცნო უახლეს ინფორმაციას ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობის, პროექტში ჩართული და განკურნებული პაციენტების, ასევე,იმ ღონისძიებების შესახებ,რომელიც ვირუსის მატარებელთა გამოვლენას ისახავს მიზნად. დახურულ შეხვედრაზე ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს გამოცდილებაზე და ამ კუთხით დაგროვებული ცოდნის სხვა ქვეყნებისთვის გაზიარებაზე გაამახვილეს ყურადღება. დასკვნით ნაწილში კი, ელიმინაციის პროგრამის შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გაიმართა. საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილეადის“ მხარდაჭერითხორციელდება. ურთეირთგაგების მემორანდუმს ხელი2015 წლის 21 აპრილს მოეწერა.2016 წლის 18 აპრილს კი, ათწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ქვეყანაში C ჰეპატიტის ვირუსის სრულ ელიმინაციამდეკომპანიის მხრიდან მედიკამენტით უწყვეტ უზრუნველყოფას გულისხმობს. ამ დროისთვის, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 43.000-მდე პირია რეგისტრირებული, ამათგან 40.000-ზე მეტი ბენეფიციარი უკვე ჩაერთო პროექტში, 31.000-ზე მეტმა კი დაასრულა მკურნალობის კურსი.პროგრამის მიზანი საქართველოში C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია, ვირუსით გამოწვეული ავადობა-სიკვდილიანობის შემცირება და ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენციაა.
წაკითხვა
მუსიკოსი თავის ტვინის ოპერაციის დროს გიტარაზე უკრავდა - [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 01:38:00
მუსიკოსებს ყველგან დაკვრა შეუძლიათ, წვეულებებზე, პარკებში, საჯარო სივრცეებში, კონცერტებზე და როგორც გაირკვა საოპერაციო ოთახშიც. თანაც მაშინ, როდესაც საოპერაციო მაგიდაზე თავად მუსიკოსი წევს. ​ინდოეთში აბიშეკ პრასადმა თავის ტვინის ოპერაცია გაიკეთა. ოპერაცია ხელის თითებზე კრუნჩხვის მოხსნას ითვალისწინებდა. ოპერაციამდე 20 თვით ადრე პაციენტს ნევროლოგიური დაავადება, მუსიკალური დისტონია დაუდგინდა, რამაც ხელების კრუნჩხვის სტიმულირება გამოიწვია. "ეს არის სპეციფიური აშლილობა, რომელიც მხოლოდ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრისას გამოიხატება. აბიშეკს ეს პრობლემა შუა, ბეჭდისა და ნეკა თითზე ჰქონდა. აღნიშნული პრობლემა მისი ტვინის სქემის დაზიანებით იყო გამოწვეული", - ჰყვება აბიშეკის მკურნალი ექიმი. ​აბიშეკს ოპერაციის მიმდინარეობისას გიტარაზე დაკვრა უწევდა, რათა ექიმებს ოპერაციის დროს პრობლემა ზუსტად აღმოეჩინათ და შემდეგ ის აღმოეფხვრათ. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ​აბიშეკ პრასადის განცხადებით, ოპერაციის შემდეგ მან კვლავ შეძლო დაკვრა. მისი თქმით, ეს იყო საოცარი განცდა, რადგან ზუსტად 20 თვის შემდეგ მას ხელის თითების ფუნქციონირება სრულად აღუდგა. ​ოპერაციის შემდეგ პაციენტი საავადმყოფოში სამი დღის განმავლობაში დარჩა. აბიშეკი შემდეგ კვირას ახალი სიმღერის გამოშვებას გეგმავს, რა თქმა უნდა, გიტარაზე. 
წაკითხვა
ბოლნისში დენგეს ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა - ადგილზე ენტემოლოგთა ჯგუფი მუშაობს
გამოქვეყნებულია: 2017-07-19 18:07:00
ბოლნისში საქართველოსთვის უჩვეულო დაავადების - დენგეს ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი სოფელ ფარიზში ახალგაზრდა მამაკაცს აღმოაჩნდა. როგორც ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მაკა მამარდაშვილი აცხადებს, დაავადების ორი ფორმა არსებობს და ამჯერად პაციენტს ვირუსის მსუბუქი ფორმა აღმოაჩნდა. ახალგაზრდა მამაკაცი თითქმის გამოჯანმრთელებულია. დაავადების შემთხვევის გამოვლენის გამო, ბოლნისში ენტემოლოგთა ჯგუფი ჩავიდა, რომლებიც 10 დღის განმავლობაში იმუშავებენ. სპეციალისტები 10 სოფელში სინათლის ხაფანგებს დააგებენ და მასალას მოიპოვებენ. იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის გადამტანი კოღო რომელიმე სოფელში აღმოჩნდება, დაავადებულის სახლიდან 400 მეტრის რადიუსში, დანომრილ სახლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. დენგეს ვირუსი ტროპიკული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი, ის განსაკუთრებით ინდოეთში აღინიშნება. დაავადების გადამტანია აედესის გვარის კოღო, რომელიც, ძირითადად, ტროპიკულ ქვეყნებში ცოცხლობს. წელს ეს დაავადების პირველი შემთხვევაა საქართველოში. ვირუსის შემთხვევა საქართველოში პირველად 2013 წელს, შემდეგ კი 2016 წელს დაფიქსირდა.
წაკითხვა
ჯანდაცვის სამინისტრო ძლიერ სიცხესთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გასცემს
გამოქვეყნებულია: 2017-07-19 14:03:00
ჯანდაცვის სამინისტრო ძლიერ სიცხესთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გასცემს. ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღონ."ნუ დაელოდებით წყურვილის შეგრძნებას და ზაფხულის პერიოდში მყველაზე მცირე ლიტრანახევარი წყალი, ხოლო გარეთ ყოფნისას ორი ლიტრი წყალი მიიღეთ. მნიშვნელოვანია ჩაცმულობა, სამოსი უნდა იყოს  ღია ფერის, რადგან მზეზე ნაკლებად ირეკლავს სხივებს და  უნდა იყოს ჰაერგამტარი. განსაკუთრებით საყურადღებოა ეს ბავშვებისათვის, ქრონიკული დაავადებისა და ასაკოვანი პირებისთვის", - განაცხდა სერგეენკომ.
წაკითხვა
დავით სერგეენკო - თერჯოლაში ორი წლის ბავშვის გარდაცვალების საქმის შესწავლა უკვე დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-07-19 13:58:00
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კლინიკა „თერჯოლაში“ ორი წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. მან ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ საქმის შესწავლა მიმდინარეობს."დიდი ტრაგედიაა, სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. ათ საათზე ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები უკვე ადგილზე იყვნენ, დაიწყეს შესწავლა და ვფიქრობ, რომ უმოკლეს ვადებში გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ პირველადი განხილვა მოვაწყოთ. ეს არის ერთ-ერთი კერძო კომპანია. დასკვნების გამოტანა ადრეა და უნდა დაველოდოთ დეტალურ შესწავლას", - განაცხადა სერგეენკომ. რაც შეეხება ექიმის კვალიფიკაციას, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა,რომ ვერცერთ სამედიცინო დაწესებულებაში ვერ დაიწყებს მუშაობას ექიმი, თუ მას არ აქვს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.გავრცელებული ინფორმაციით, თერჯოლაში, სამედიცინო ცენტრ "თერჯოლამედში" ორი წლის გოგონა გარდაიცვალა. გარდაცვლილის ნათესავების განცხადებით, გოგონა, რომელსაც ლავიწის ძვალი ჰქონდა გატეხილი, საოპერაციოდ შეიყვანეს, თუმცა ის ნარკოზიდან ვეღარ გამოვიდა. დაღუპულის ახლობლები მომხდარში ანესთეზიოლოგს ადანაშაულებენ.
წაკითხვა
ქირურგმა ქალის თვალში 27 კონტაქტური ლინზა აღმოაჩინა
გამოქვეყნებულია: 2017-07-16 18:53:00
​ეს ისტორია განსაკუთრებით მათთვისაა საინტერესო, ვინც კონტაქტურ ლინზებს იყენებს. ამ წუთას, ალბათ, იმ ღამეებს იხსენებთ, როდესაც თვალიდან ლინზის ამოღება დაგავიწყდათ და ისე ჩაგეძინათ. ეს ამბავიც სწორედ ასეთ უჩვეულო შემთხვევაზეა, თუმცა უფრო დრამატული ისტორიით. 67 წლის ქალბატონს, რომელიც კატარაქტის ოპერაციის წინ ოფთალმოლოგთან კონსულტაციას გადიოდა, თვალში 17 კონტაქტური ლინზა უპოვეს.​ოფთალმოლოგების თქმით, მის თვალში უჩვეულოდ დიდი ზომის ლურჯი მასა შენიშნეს, რომელიც კონტაქტური ლინზა აღმოჩნდა, 17 ცალი.​თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. მეორე კონსულტაციის დროს, ქალბატონის თვალი კვლავ შეამოწმეს და კიდევ 10 კონტაქტური ლინზა იპოვეს, ჯამში 27.საინტერესოა, რომ პაციენტი მუდამ ლინზების დაკარგვის პრობლემას უჩიოდა, თვალებში არსებულ დისკომფორტს კი, ასაკს და თვალების სიმშრალეს აბრალებდა. 67 წლის ქალბატონის ოპერაციაზე 20-წლიანი გამოცდილების ექიმები მუშაობდნენ. მათი თქმით, საკუთარ პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა არ ახსოვთ.​როდესაც მისი თვალებიდან ლინზები ამოიღეს, მან თავი გაცილებით კომფორტულად იგრძნო და აღნიშნა, რომ ასე კარგად ჯერ არ ყოფილა.​ასე რომ, სანამ დაიძინებთ, კარგად შეამოწმეთ, სად იმყოფება თქვენი კონტაქტური ლინზა. 
წაკითხვა
სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ერთ ლარად საჭირო მედიკამენტების შეძენა უკვე დღეიდან შეუძლიათ
გამოქვეყნებულია: 2017-07-01 11:21:00
სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს დღეიდან იაფი მედიკამენტებით სარგებლობა შეეძლებათ. პირველმა ბენეფიციარებმა საჭირო მედიკამენტები აფთიაქში ერთ ლარად შეიძინეს. წამლების გაცემის პირველ დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დაესწრო. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების,ფარისებრი ჯირკვლისა და დიაბეტის ტიპის პაციენტებს (არაინსულინ დამოკიდებული) შეეძლებათ.თბილისში ჯერ-ჯერობით სამკურნალო მედიკამენტების შეძენა მოქალაქეებს პე-ეს-პეს ხუთ აფთიაქში, ხოლო რეგიონებეში ერთ აფთიაქში შეეძლებათ.
წაკითხვა
სოციალურად დაუცველთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა პირველი ივლისიდან ამოქმედდება - რა პროცედურებია საჭირო წამლების მისაღებად
გამოქვეყნებულია: 2017-06-30 11:01:00
პირველი ივლისიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ამოქმედდება.ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტების მიღება შეეძლება ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველი პირს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 0-დან 100 000 - ის ჩათვლით და აქვს შემდეგი ქრონიკული დაავადებები:✔ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები✔ ფილტვის ქრონიკული დაავადებები;✔ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.✔ დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული)მედიკამენტების ყოველი გატანისას პირი აფთიაქში გადაიხდის გატანილი მედიკამენტების საერთო ღირებულების 10%-ს, რაც მინუმუმ 5 თეთრია და არ აღემატება 1 ლარს. ერთჯერადად ბენეფიციარს შეუძლია, მიიღოს მხოლოდ 3 თვის სამყოფი მედიკამენტები.ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ თუკი მედიკამენტის გაცემის პროცესში ბენეფიციარის ოჯახს შეეცვლება სოციალურად დაუცველთა ბაზაში მინიჭებული სარეიტინგო ქულა და ის აღემატება 100 000-ს, პირი ვეღარ შეძლებს მედიკამენტების მიღებას.
წაკითხვა
სოციალურად დაუცველები ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ მედიკამენტებს პირველი ივლისიდან მიიღებენ
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 13:41:00
სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს პირველი ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ მედიკამენტების მიღებაზე შეფერხება არ ექნებათ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ განაცხადა.მისივე თქმით, შესაბამისი სატენდერო პროცედურების მიმდინარეობს, უკვე შერჩეულია 13 კომპანია, გამარჯვებულ კომანიებს შორის ქართული და უცხოური კომპანიები არიან. სამინიტროს ინფორმაციით, წამლების ხარისხი ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. „პირველი ივლისიდან სოცილაურად დაუცველები მიიღებენ პირველ პარტია მედიკამენტებს,  ბუნებრივია ამას შესაბამისი პროცედურები სჭირდება. აუცილებელია, რეცეპტის მიღება ოჯახის ექიმისგან. შესაბამისი სატენდერო პროცედურები უკვე მიმდინარეობს. 24 პოზიციიდან უკვე შერჩეულია 13 კომპანია, როგორც ადგილობრივი, ასევე  უცხოური. მთავარი მაინც გახლავთ ის, რომ ტენდერში გამარჯვებული ყველა კომპანია აკმაყოფილებს ყველაზე მნიშვნელოვან პირობას, მედიკამენტები იქნება ხარისხიანი, ევროპული ხარისხის მატარებელი ნიშნით,, -აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე.
წაკითხვა
პარლამენტში C ჰეპატიტის სკრინინგი ჩატარდა
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 15:19:00
#განიკურნე - კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაატარეს. სწრაფი მარტივი ტესტის გაკეთება პარლამენტის წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს შეეძლოთ. #განიკურნე - ჯანდაცვის სამინისტროს ახალი კამპანიაა, რომლის მიზანია, C ჰეპატიტის გამოვლენა ყველა იმ ადამიანში, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, რომ ვირუსის მატარებელია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველო არის გლობალური ლიდერი C ჰეპატიტთან ბრძოლის თვალსაზრისით. „ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს უნიკალურ პროგრამას. ეს არის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. ჩვენ გვაქვს ორი მთავარი მიზანი. პირველი - არცერთი მოქალაქე, რომელსაც მკურნალობა სჭირდება, არ დარჩეს მკურნალობის გარეშე. შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის ეს მიზანი მიღწეულია. მეორე მნიშვნელოვანი მიზანია, არცერთი ახალი შემთხვევა და არცერთი ახალი C ჰეპატიტის ინფექცია, რაც არის ელიმინაციის პროგრამის მიზანი. კამპანიაში „განიკურნე“ ჩართულობა, ემსახურება იმას, რომ ყველამ ჩაიტაროს სკრინინგი C ჰეპატიტის ინფექციაზე და შემდგომში თუ საჭიროა, ამ თანამედროვე მკურნალობით დაამარცხოს ეს ვირუსი. კარგად უნდა გვესმოდეს რომ C ჰეპატიტის მკურნალობა ტესტირებით იწყება“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის თქმით, სკრინინგი დაავადების ეროვნული კონტროლის ცენტრებში, თბილისისა და მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ ტარდება. 
წაკითხვა
სამედიცინო დაწესებულებებს პაციენტებისთვის სერვისების დაფარვის შესახებ ინფორმაციის თვალსაჩინო ადგილას განთავსება დაევალათ
გამოქვეყნებულია: 2017-06-07 13:25:00
სამედიცინო დაწესებულებებს პაციენტებისთვის სერვისების დაფარვის შესახებ ინფორმაციის თვალსაჩინო ადგილას განთავსება დაევალათ. საქმე ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე მუნიციპალურ პროგრამებს. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესული ცვლილებების შემდეგ მიიღო და მისი მიზანი პაციენტების ინფორმირებულობაა. შესაბამისი ცვლილება „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონალური დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე" დადგენილებაში შევიდა.დადგენილებაში ნათქვამია, რომ სამედიცინო დაწესებულებებმა ინფორმაცია თვალსაჩინო ადგილას 2017 წლის 15 ივნისამდე უნდა განათავსონ.„სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტებისათვის თვალსაჩინო ადგილას განთავსებული ან ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცია ამ დაწესებულების მიერ მიწოდებული სერვისების სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებით დაფარვის შესახებ. ამასთან, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამასთან" დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის შინაარსი და ფორმატი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით. აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობა სტაციონარული დაწესებულებების ნებართვის მქონე სუბიექტებმა 2017 წლის 15 ივნისამდე უნდა უზრუნველყონ,"-ნათქვამია დადგენილებაში.
წაკითხვა
ფარმაცევტულ კომპანიებს შესაძლოა, კლინიკისა და სადაზღვევო კომპანიის მართვის უფლება აღარ ჰქონდეთ
გამოქვეყნებულია: 2017-06-06 15:30:00
ფარმაცევტულ კომპანიებს შესაძლოა, კლინიკისა და სადაზღვევო კომპანიის მართვის უფლება აღარ ჰქონდეთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, წამლის შესახებ კანონის ცვლილება ევროკავშირთან არსებული ერთ-ერთი ვალდებულებაა.„ეს ცვლილებები მოიცავს რამდენიმე ათეულ კომპონენტს, მათ შორის ის, რომ შეიძლება აღარ იყოს ვერტიკალური ინტეგრაცია, რაც ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ ფარმაცევტულ კომპანიას კლინიკისა და სადაზღვევო კომპანიის მართვის უფლება აღარ უნდა ჰქონდეს. თუმცა, ეს არის სამუშაო დოკუმენტი, რომელიც გაივლის პირველ ექსპერტიზას დარგის წარმომადგენლებთან და უკვე შემდეგ იქნება პარლამენტში მსჯელობა“,- განაცხადა სერგეენკომ.როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო ორი წელია კანონპროექტზე მუშაობს. სერგეენკოს თქმით, კანონპროექტი პარლამენტმა შესაძლოა, შემოდგომის სესიაზე განიხილოს.
წაკითხვა
თბილისში შუახნის ქალი მენინგოკოკცემიის ვირუსით გარდაიცვალა
გამოქვეყნებულია: 2017-06-06 15:06:00
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, 3 ივნისს შუახნის ქალი მენინგოკოკცემიის ვირუსით გარდაიცვალა.როგორც საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა გიორგი ლობჟანიძემ საზოგადოებრივს განუცხადა, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი ექიმისთვის დაგვიანებით მიმართვა გახდა. ლობჟანიძის განცხადებით, პაციენტს სტაციონარში განთავსებამდე რამდენიმე დღე მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მედიკოსების განცხადებით, ბოლო პერიოდში, ეს მენინგოკოკცემიის პირველი შემთხვევაა ქვეყანაში და ეპიდემიის გავრცელების რისკი არ არსებობს. თუმცა, კლინიკის წარმომადგენლებმა ეპიდემიის შესაძლო საფრთხისგან თავის ასაცილებლად საქმის კურსში დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები ჩააყენეს.
წაკითხვა
პაატა კურტანიძე - „ავერსს“ არ აქვს ვალდებულება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ინფექციური საავადმყოფო გაარემონტოს ან აპარატურა უყიდოს
გამოქვეყნებულია: 2017-06-06 13:50:00
„ავერსს“ არ აქვს ვალდებულება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ინფექციური საავადმყოფო გაარემონტოს ან აპარატურა უყიდოს,- ამის შესახებ „ავერსის“ დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გახსნაზე ჟურნალისტებს განუცხადა.კურტანიძის თქმით, „ავერსმა“ ეს ტერიტორია, დაახლოებით ექვსი ჰექტარი, ღია აუქციონზე შეიძინა. ადგილზე ორი სამედიცინო დაწესებულება -  შიდსის და სეფსისის ცენტრები მუშაობდნენ. „ავერსის“ დამფუძნებლის განმარტებით, კომპანიას მათთვის ხელი არ შეუშლია და ისინი ჩვეულებრივად მუშაობენ.„ორი წლის განმავლობაში სახელმწიფოს ჰქონდა ვალდებულება, რომ აეშენებინა მათთვის კლინიკები, ანუ 2011 წლის დეკემბერში მათ უნდა დაეცალათ ტერიტორია, ეს ვერ მოხერხდა. ჩვენ მათთვის ხელი არაფერში შეგვიშლია და დღემდე არ ვუშლით, უბრალოდ დავიწყეთ ჩვენი ტერიტორიის მოწესრიგება.148 მანქანა საყოფაცხოვრებო ნაგავი გავიტანეთ ტერიტორიიდან. ჩვენ შიდსისა და ინფექციური პათოლოგიის ცენტრისთვის არანაირი ფართი არ შეგვიმცირებია, ფუნქციონირებენ ჩვეულებრივად, იჯარას უხდის ჯანდაცვის სამინისტრო. კარგად წაიკითხონ იჯარის ხელშეკრულება, მათ სრული უფლება აქვთ ნებისმიერი სახის რემონტი გააკეთონ.“,- აღნიშნა კურტანიძემ.ბიზნესმენმა განმარტა, რომ „ავერსის“ ინტერესში მათი პირობების გაუმჯობესება ვერანაირად ვერ შევა, რადგან ეს არის სახელმწიფო საკუთრებაა.„თავის დროზე ჯანდაცვის სამინისტრომ შესთავაზა სეფსისის ცენტრს და ინფექციურ საავადმყოფოს, რომ „ავერსს“ მოეხდინა მათი პრივატიზება. სეფსის ცენტრი დათანხმდა და ხედავთ, დღეს როგორ პირობებში მუშაობენ, ინფექციური საავადმყოფო კი იყო უარზე, რადგან  ამბობდნენ,  რომ სახელმწიფო აუშენებდათ კლინიკას და ჩვენ ძალა არ დაგვიტანებია, დღემდე ელოდებიან ამ კლინიკის აშენებას. „ავერსს“ არანაირი დანაშაული მათ წინაშე არ აქვს. ჩვენ ვიყიდეთ მიწა და შენობები. თუ სეფსისის ცენტრში ადრე მუშაობდა 150 კაცი, დღეს მუშაობს 325 ექიმი და კიდევ ემატება. პედიატრიული განყოფილება არ იყო 20 წელი და დღეს გაკეთდა და აღიჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიით. „ავერსს“ არ აქვს ვალდებულება, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ინფექციური საავადმყოფო გაარემონტოს ან აპარატურა უყიდოს“,-  განაცხადა პაატა კურტანიძემ.კლინიკის გასხნის ცერემონია აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ინფექციური პათოლოგიის,
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - მინდა, ქედი მოვიხარო იმ ექიმების წინაშე, რომლებმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს
გამოქვეყნებულია: 2017-06-06 12:51:00
ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა გაიხსნა. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა მიიღეს. გიორგი კვირიკაშვილმა აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილი გაიხსენა და მედიცინაში მის ღვაწლზე ისაუბრა."გილოცავთ, ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს ასეთი თანამედროვე სტანდარტებით აწყობილი ჰოსპიტალი. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს განსაკუთრებული ადგილია და ატარებს ისეთი ღვაწლმოსილი ადამიანის სახელს, როგორიც გახლდათ ვახტანგ ბოჭორიშვილი. მე მხვდა წილად ვყოფილიყავი ერთი მოწვევის პარლამენტის წევრი ამ უდიდესს ადამიანთან ერთად და არასოდეს დამავიწყდება მისი სიბრძნე, გონებამახვილობა, იუმორის გრძნობა და ის განსაკუთრებული სიყვარული ადამიანების მიმართ, რომელიც მას ახასიათებდა. მოხარული ვარ, რომ ვხედავ დღეს აქ კლინიკაში ადამიანებს, რომლებმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს და მინდა ქედი მოვიხარო თქვენს წინაშე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  სახელმწიფო კერძო სექტორთან ერთად ანვითარებს დღეს ჯანდაცვის სფეროს, ვინაიდან ეს არის ის პარტნიორობა, რომელმაც მოგვცა ის მოდელი, სადაც ყველა ადამიანს აქვს გარანტირებული ჯანდაცვა სახელმწიფოს მხრიდან. ამიტომ, კიდევ ერთხელ გილოცავთ, ეს არის "ევრობანკთან" ერთად განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტი,15 მილიონი ლარის ინვესტიცია არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია და კარგია, რომ აქ გვაქვს თანამედროვე აპარატურა, ასევე კლინიკის წარმატებას ადამიანური რესურსი განსაზღვრავს“, -აღნიშნა პრემიერმა.
წაკითხვა
პარლამენტში „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-05-29 22:57:00
„მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართება 30 მაისს საქართველოს პარლამენტში. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე პარლამენტის, მთავრობის, პრეზიდენტის, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან მიწვეულნი.თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონმდებლობის რეფორმა 17 მაისს, პარლამენტის მიერ გამკაცრებული რეგულაციების მესამე მოსმენით მიღების შემდეგ დასრულდა. მოწევის აკრძალვა ყველა საზოგადოებრივ შენობასა და ტრანსპორტში, რეკლამის, სპონსორობისა და პოპულარიზაციის ყველა ფორმის აკრძალვა, კოლოფებზე პიქტოგრამების დატანა და მისი ფართობის გაზრდა, ელექტრონული სიგარეტებისა და დასატენი კონტეინერების რეგულირება, სტანდარტიზებული შეფუთვა, - ის ძირითადი ცვლილებებია, რაც რეფორმის შედეგად განხორციელდა. ახალი რეგულაციები საქართველოში 2018 წლიდან 2021 წლამდე ეტაპობრივად ამოქმედდება. აღნიშნულ ცვლილებებთან ერთად, ხვალინდელ მიღებაზე სტატისტიკურ მონაცემებსაც განიხილავენ. კომიტეტის ინფორმაციით, საქართველოში აქტიური მწეველი მოსახლეობის 33%-ია, პასიური მწეველი კი 39%, ხოლო მოსახლეობის 2/3 კვამლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღისადმი მიძღვნილი მიღება პარლამენტში 30 მაისს, 16:00 საათზეა დაგეგმილი.
წაკითხვა
დავით სერგეენკო - შრომის ინსპექციის დასკვნის შესრულება სავალდებულო იქნება
გამოქვეყნებულია: 2017-05-25 14:04:00
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობას ახალი კანონპროექტი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“  წარუდგინა.დავით სერგეენკოს განცხადებით, კანონპროექტში მკაფიოდ არის გაწერილი შრომის უსაფრთხოების ნორმები.„კანონპროექტში გაწერილია, რომელ ინდუსტრიაში, რა სახის უსაფრთხოება ვრცელდება და ამ ნორმების შეუსრულებლობას რა სახის სანქციები მოყვება. ასევე, შრომის ინსპექციას ახალი შესაძლებლობები გაუჩნდება -გაფრთხილების გარეშე, გეგმიურად განახორციელოს ინსპექტირება. ამას გარდა, საფრთხის არსებობის შემთხვევაში, არაგეგმიური შემოწმებაც მოახდინოს და მათი დასკვნის შესრულება კი სავალდებულო იქნება“,- აღნიშნა მინისტრმა.„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტზე მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს,  რომელიც განსახილველად უკვე პარლამენტს გადაეგზავნება.
წაკითხვა
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მხცოვრები პირები, რომლებსაც პირადობის ნეიტრალური მოწმობა აქვთ, C ჰეპატიტის მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ
გამოქვეყნებულია: 2017-05-25 11:03:00
C ჰეპატიტის პროგრამით მოსარგებლეთა არეალი ფართოვდება. პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირები C ჰეპატიტის სამკურნალო უახლესი თაობის ძვირდაღირებულ მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ.საკითხს დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ.როგორც  ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ფარმაცევტულ კომპანია „გილეადთან“ გაფორმდა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდული, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მხცოვრები პირები, რომლებსაც პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი აქვთ, C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვას შეძლებენ.ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, C ჰეპატიის პროგრამაში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 38 ათასამდე ბენეფიციარი, მკურნალობის კურსი 29 ათასზე მეტმა დაასრულა და განკურნების მაჩვენებელი 98 პროცენტს შეადგენს.
წაკითხვა
6 რამ, რაც უძილობის დროს ჩვენს სხეულს ემართება
გამოქვეყნებულია: 2017-05-24 21:07:00
​ბრიტანეთის ეროვნული ჯანმრთელობის ორგანიზაცია ახალ კვლევას აქვეყნებს - რა ემართება ჩვენს სხეულს უძილობის დროს. მეცნიერებმა დიდი ხანია ძილის საშუალო ხანგრძლივობა დაადგინეს და ის დღე-ღამეში 8 საათს შეადგენს. თუმცა, ცოტა ჩვენგანი თუ იცავს აღნიშნულ სტანდარტებს. როგორც მეცნიერები ამბობენ, სწორედ უძილობა ხდება ბევრი დაავადების გამომწვევი მიზეზი. ამჯერად, შემოგთავაზებთ 6 მოვლენას, რაც ჩვენს სხეულს, უძილობის შემთხვევაში ემართება.​უძილობა ვიზუალზე აისახება​გამოცემა The Sun-მა სპეციალური ექსპერიმენტი ჩაატარა. ექსპერიმენტის მიხედვით, 18 წლის გოგონას 3 დღის განმავლობაში მხოლოდ 4-4 საათი ეძინა. უძილობის შედეგი მის გარეგნობაზე აისახა. გოგონა ავადმყოფს დაემსგავსა, სახე გაუფერმკრთალდა, თვალები დაუწითლდა და სახეზე ლაქები გაუჩნდა.​დაავადებების მიმართ უფრო მგრძნობიარე ხდებიგრძელვადიანი უძილობის შემდეგ ადამიანი დაავადებების მიმართ მგრძნობიარე ხდება. ხშირდება მაღალი წნევები, იზრდება გულის დაავადებებისა და დიაბეტის გაჩენის რისკი.​წონაში იმატებთ​კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომელთაც 7 საათზე ნაკლები სძინავთ, მიდრეკილები არიან წონაში მატებისაკენ. უძილობა გონებაზე ახდენს გავლენას​უძილობა ხშირ შემთხვევაში მოქმედებს ჩვენს გონებაზე, იწვევს შფოთვასა და დეპრესიას, ხშირ შემთხვევაში, ბიპოლარულ აშლილობას.​უძილობა აისახება სქესობრივ ცხოვრებაზეკვლევები აჩვენებს, რომ უძილობა აისახება სქესობრივი ცხოვრების ხარისხზეც.
წაკითხვა