საზოგადოებრივი
104.5 FM
ცოფთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრში დაავადების პრევენციის მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-28 12:23:00
28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ. სტატისტიკის მიხედვით, ამ დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემდგომი შემთხვევების 100 პროცენტით ლეტალურად მთავრდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბარი ცოფთან ბრძოლის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს შეეხო. „ბოლო წლებში საქართველოს ჯანდაცვის ეროვნული პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტად იქცა გადამდები და სოციალურად საშიში დაავადებების შემცირება. 2014 წელს, მთავრობის დადგენილებით, ცოფის პრევენციის მიზნით 2014-2018 წლებში არაერთი ღონისძიება ჩატარდა, რამაც გარკვეული დადებითი შედეგები გამოიღო. ვაქცინაცია ჩაუტარდათ შინაურ ცხოველებს, ასევე მსხვილფეხა პირუტყვს“, - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში. მათივე ცნობით, ცოფით დაავადების ზრდის ტენდენციამ მაქსიმალურ რაოდენობას 1996 წელს მიაღწია, ბოლო წლებში კი დაავადების შემთხვევები შემცირებულია. „საქართველოში წლების მანძილზე ადამიანთა ცოფით დაავადება მნიშვნელოვან ტვირთს წარმოადგენდა საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის. ​საქართველოში ადამიანთა ცოფით დაავადების ზრდის ტენდენციამ მაქსიმალურ რაოდენობას 1996 წელს მიაღწია, როდესაც ამ დაავადებამ 21 ადამიანი იმსხვერპლა. მიზეზი გასული საუკუნის ბოლოს და 21-ე საუკუნის დასაწყისში ქვეყანაში მოხეტიალე ცხოველთა დიდი რაოდენობა იყო“, - აღნიშნავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში. 
წაკითხვა
მოსალოდნელი ვირუსების თავიდან ასარიდებლდ დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს რეკომენდაციებს აძლევს
გამოქვეყნებულია: 2017-09-20 18:24:00
ახალი სასწავლო და სააღმზრდელო წლის დაწყებასთან ერთად მოსალოდნელო ვირუსების თავიდან ასარიდებლდ დაავადებათა კონტროლის ცენტრი  მშობლებს რეკომენდაციებს აძლევს. ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, ზაფხულის ინფექციების სეზონი გრძელდება.. პაატა იმნაძე მშობლებს ურჩევს ბავშვები ასაკის მიხედვით აუცილებელ ყველა ინფექციაზე აცრან. იმნაძის თქმით, ამ პერიოდში წითურას გავრცელების შანსი დიდია. დაავადებათა კონტროლის ცენტრი სკოლებსა და ბაღებს მოუწოდებს ჰიგიენური წესები დაიცვან.
წაკითხვა
სეზონური გრიპის აცრები ოქტომბრიდან დაიწყება
გამოქვეყნებულია: 2017-09-20 17:18:00
სეზონური გრიპის აცრები ოქტომბრიდან დაიწყება. აცრებისთვის 30 000 ვაქცინა უკვე შეძენილია, რისთვისაც 200 000 ლარი დაიხარჯა. აცრები მაღალი რისკის ჯგუფებს, ხანდაზმულებს, ორსულებსა და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს უფასოდ ჩაუტარდებათ."ვაქცინაცია არის სამის სახის: ერთი  - გეგმიურ-კალენდარული, მეორე - ურგენტული, რომელიც მაგალითად ტეტანუსის და ცოფის დროს გამოიყენება და მესამე სეზონური, რომელიც ახლა, ოქტომბერში დაიწყება. სახელმწიფო ყიდულობს ვაქცინებს, რომელიც უნდა გაუკეთდეს მაღალი რისკის ჯგუფებს. ზოგადად, ვაქცინაციის ბიუჯეტი 12 მილიონი ლარია, რაც შეეხება ამ კონკრეტულ სეზონურ გრიპის ვაქცინას 30 000 დოზა შევიძინეთ, რისი ბიუჯეტიც 200 000 ლარია",- განაცხადა დავით სერგეენკომ.
წაკითხვა
დავით სერგეენკო - შიდსისა და ინფექციურ სნეულებათა ცენტრის ახალი შენობის პროექტირება დასკვნით ეტაპზეა
გამოქვეყნებულია: 2017-09-20 16:35:00
შიდსისა და ინფექციურ სნეულებათა ცენტრის ახალი შენობის პროექტირება დასკვნით ეტაპზეა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. დავით სერგეენკოს თქმით, სანამ შენობა აშენდება, არსებული ცენტრის რემონტისთვის თანხა უკვე გამოყოფილია და სარემონტო სამუშაოებს ცენტრის ადმინისტრაცია თავად მართავს."ორივე პროცესი გააქტიურებულია, აშენდება ახალი ცენტრი და სანამ შენდება, ამასაც ცხადია დრო დასჭირდება, მანამდე გარემონტდება არსებული, იქ სადაც ახლა ფუნქციონირებს შიდსისა და ინფექციურ სნეულებათა ცენტრი. ახლის მშნებლობა ახლა მიმდნარეობს და ფინალისკენ მიდის პროექტირების ფაზა, რომლის შემდეგაც დაიწყება მშნებლობა. რაც შეეხება რემონტს, ალბათ უახლოეს დღეებში დაიწყება, ჩვენ გამოვყავით თანხა, მათ მოიპოვეს თავიანთი დივიდენდები და თვითონ მართავენ უკვე ამ პროცესს, რასაც ქვია რემონტი",--განაცხადა დავით სერგეენკომ.
წაკითხვა
თბილისში ჯანდაცვის საერთაშორისო ფორუმი გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-09-19 02:32:00
თბილისი ჯანდაცვის საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს. 26-28 ოქტომბერს, „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე სამი პარალელური სავაჭრო გამოფენა გაიმართება, რომლებიც ერთი კონცეფციის ქვეშ ერთიანდებიან: Caucasus Healthcare - სამედიცინო ტექნიკისა და აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა;Tbilisi Beauty – ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო გამოფენა; Tbilisi Dental Show – სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიური აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა;გამოფენაზე წარმოდგენილი პროდუქტები და სერვისები სრულად მოიცავენ ჯანდაცვის ინდუსტრიას.THF’17-ის პარალელურად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორდღიანი კონფერენცია და ინდუსტრიის პროფესიონალებთან შეხვედრები გაიმართება, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია ჩაატარებს სამდღიან კონფერენციას სტომატოლოგიის აქტუალურ თემებზე და გაიმართება „ინტეგრაციული მედიცინის ფორუმი“. თბილისის ჯანდაცვის ფორუმი ახალი ღონისძიებაა, რომელიც გამოფენების ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ორი უძველესი გამოფენის - Caucasus Health-ისა და Tbilisi Beauty-ს გაერთიანებით შეიქმნა. ორგანიზატორთა განცხადებით, გამოფენა არის საუკეთესო პლატფორმა საერთაშორისო მწარმოებლებისა და დისტრიბუტორებისთვის, გაიცნონ ადგილობრივი კომპანიები და დაამყარონ პარტნიორული ურთიერთობები ბიზნესის ზრდისა და განვითარებისთვის.
წაკითხვა
ტუბერკულოზის საკითხზე სასტუმრო „ამბასადორში“ იმსჯელეს
განახლებულია: 2017-09-18 16:16:00
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების პარლამენტარები ევროპისა და ცენტრალური აზიის 2017 წლის ტუბერკულოზის საკითხზე დღეს სასტუმრო ამბასადორში სამიტი გაიმართა, სადაც განხილურლი იყო, თუ როგორ უნდა ებრძოლონ ყველაზე დიდ საფრთხეს - ტუბერკულოზს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ერთ-ერთი დიდი დამფინანსებელი გლობალური ფონდი ამ მიმართულებით თანხებს ამცირებს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმდჯომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, მთავრობა მზად არის, ამ გამოწვევას უპასუხოს. ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, მთავრობა სხვა დონორი ორგანიზაციების მოძიებაზეც მუშაობს.    
წაკითხვა
საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია თბილისში
გამოქვეყნებულია: 2017-09-16 16:19:00
თბილისში რიგით მე-3 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია მიმდინარეობს. ადგილობრივი და უცხოელი მედიკოსები 2 დღის განმავლობაში დერმა-ონკოლოგიის საკითხებზე იმსჯელებენ. კერძოდ, კვლევის ინოვაციურ მეთოდებზე, კანის კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკასა და მისი პრევენციის საკითხებზე. კონფერენციაზე პოლონელი, ავსტრიელი, ბრიტანელი, ავსტრალიელი და ახალი ზელანდიიდან ჩამოსული დარგის სპეციალისტები შეიკრიბნენ. ისინი ხვალმ კონფერენციის დასკვნით დღეს, მასტერ-კლასებსაც ჩაატარებენ. 
წაკითხვა
მეცნიერებმა კიბოს უჯრედების განადგურების სრულიად ახალი გზა აღმოაჩინეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-06 21:31:00
კიბოსთან ბრძოლაში, მეცნიერებმა კიდევ ერთი იმედისმომცემი ნაბიჯი გადადგეს — განავითარეს სიმსივნის უჯრედების მოკვლის სრულიად ახალი გზა, რომლის წყალობითაც, შესაძლოა მივიღოთ ამ დაავადებასთან ბრძოლის ამჟამინდელზე ბევრად უკეთესი მეთოდი.  მეთოდს Caspase-Independent Cell Death (CICD) უწოდეს და როგორც აღმოჩნდა, ლაბორატორიაში მან სრულად შესძლო კოლორელაქტური კიბოს უჯრედების ზრდის შეჩერება. გლაზგოს უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, თუკი იგივე ეფექტების მიღება ადამიანთა შემთხვევაშიც მოხერხდა, შემდეგ მოგვიწევს ისეთი მეთოდის ძებნა, რომელიც ნაკლებ საზიანო იქნება ადამიანის სხეულისთვის და დაბალი იქნება კიბოს განვითარების ხელახალი შანსი. „იდეაში, ამ მექანიზმს აქვს პოტენციალი დრამატულად გააუმჯობესოს კიბოს საწინააღმდეგო თერაპიის ეფექტიანობა და შეამციროს არასასურველი ტოქსიკურობა. ჩვენი აღმოჩენების მხედველობაში მიღებით, მიგვაჩნია, რომ CICD-ის კიბოს საწინააღმდეგო თერაპია შემდგომი კვლევების გარანტიას იძლევა“, — ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი სტივენ ტაიტი. კიბოს საწინააღმდეგო ჩვეულებრივი მკურნალობა აპოპტოზის გზით მოქმედებს. აპოპტოზი დაპორგრამებული უჯრედის სიკვდილის სახეა, როდესაც უჯრედები ცილა კასპაზის მეშვეობით საკუთარ თავს ეფექტიანად ანადგურებენ. მაგალითად, სწორედ ასე მოქმედებს ქიმიოთერაპია და კარგადაც, მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც. ამ თერაპიას შეიძლება ზოგიერთი სამიზნე გამორჩეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კიბოს უჯრედები არ ნადგურდება და მეტასტაზებს ხელახლა წარმოქმნის ბრწყინვალე შანსი აქვთ. გარა ამისა, შესაძლებელია დაზიანდეს ჯანმრთელი უჯრედებიც.  CICD აპოპტოზის ზოგიერთ მექანიზმს იყენებს, მაგრამ იღებს ცილა კასპაზის სხვადასხვა რაოდენობებს. როდესაც ამ მეთოდით უჯრედები დაიხოცნენ, მკვლევრებმა შენიშნეს, რომ სიგნალები გაეგზავნა ორგანიზმის იმუნურ სისტემას, რომელიც შემდეგ კიბოს დარჩენილ უჯრედებს ესხმოდა თავს და ანადგურებდა. ეს გახლავთ სუფთა და იმედიანი გზა სხეულიდან სიმსივნის გამოსაძევებლად, თუმცა საჭიროა იმის ხასგაზმა, რომ ცდები ჯერ მხოლოდ ლაბორატორიაში ჩატარდა. „როგორც ჩვენმა ექსპერიმენტმა აჩვენა, ნაწილობრივი თერაპიული რეაქციის პირობებში, CICD შეიძლება კიბოს საწინააღმდეგო გაცილებით
წაკითხვა
აშშ-ში, ბავშვებში ლეიკემიის მკურნალობის რევოლუციური მეთოდი დაინერგა
გამოქვეყნებულია: 2017-08-30 20:44:00
აშშ-ში, ბავშვებში ლეიკემიის მკურნალობის რევოლუციური მეთოდი ოფიციალურად დანერგეს. ახალი მეთოდი გენური ინჟინერიის საშუალებით პაციენტის სისხლში არსებულ იმუნურ უჯრედებს დაავადების წინააღმდეგ მიმართავს. აღნიშნული თერაპია პენსილვანიის უნივერსიტეტმა და კომპანია Novartis-მა შექმნეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გენური თერაპია აშშ-ის ბაზარზე ხელმისაწვდომი გახდა. აშშ-ის წამლების ხარისხის კონტროლის სააგენტოში ახალი მეთოდის დანერგვას ისტორიული მოვლენა უწოდეს. როგორც „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმმა სტივენ გრუპმა განაცხადა, აღნიშნული მეთოდი უკვე გამოიყენეს გოგონაზე, რომელიც მძიმე მდგომაროებაში იყო, თუმცა მკურნალობის შემდეგ ის უკვე ხუთი წელია კიბოსგან თავისუფალია.ახალი მეთოდი გენურ თერაპიას დაავადების გამომწვევი გენების შესაცვლელად არ იყენებს, ის უბრალოდ ფილტრავს იმუნურ სისტემაზე პასუხისმგებელ უჯრედებს და მათ დაავადებასთან საბრძოლველად მიმართავს. მკურნალობის პროცესში ეს ერთგვარი ანტისხეულები ადამიანის ორგანიზმში მრავლდებიან და დიდი ხნის განმავლობაში უმკლავდებიან დაავადებას.„ჩვენ სამედიცინო ინოვაციების ახალ ეტაპზე გადავდივართ, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ისე დავაპროგრამოთ პაციენტის უჯრედები, რომ მათ თავად შეძლონ კიბოზე თავდასხმა - განაცხადეს აშშ-ის წამლების ხარისხის კონტროლის სააგენტოში.პირველ რიგში, თერაპიას მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენებენ. აღნიშნული დაავადების დიაგნოზს აშშ-ში ყოველწიურად 3000 ბავშვს და მოზარდს უსვამენ. კვლევების მიხედვით, ახალი მეთოდის გამოყენებით მკურნალობის შემდეგ 63 პაციენტიდან, 83%-ის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ზოგიერთ შემთხვევაში დაფიქსირდა რეციდივი. პაციენტების ნაწილზე დაკვირვება გრძელდება.როგორც ცნობილია, მკურნალობას აქვს უკუჩვენებებიც. მათ შორის არის ციებ-ცხელება, არტერიული წნევის ვარდნა და ზოგიერთ შემთხვევაში, ორგანოების დაზიანება. ამიტომ, თერაპიის პროცესი უკიდურესი სიფრთხილით უნდა წარიმართოს.როგორც Novartis-ში ამბობენ, ბევრი პაციენტისთვის ახალი მეთოდი ძვლის ტვინის გადანერგვას ჩაანაცვლებს, რაც ტრადიციულად ძალიან ძვირი - დაახლოებთ ნახევარი მილიონი დოლარი ჯდება.პირველ ეტაპზე, ლეიკემიის მკურნალობის ახალი მეთოდი, მისი სირთულიდან გამომდინარე, მხოლოდ რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებებში იქნება ხელმისაწვდომი. პაციენტების იმუნურ უჯრედებს გაყინავენ და ნიუ-ჯერსიში მდებარე ქარხანაში გაგზავნიან, საიდანაც თითოეული პაციენტი მათ დოზირებულად მიიღებს.
წაკითხვა
საქართველო აივ ინფექციისა და სიფილისის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაციას იწყებს
გამოქვეყნებულია: 2017-08-30 12:23:00
საქართველო აივ ინფექცია/შიდსისა და სიფილისის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაციას იწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა გახსნა. პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დედიდან შვილზე აივ ინფექციისა და სიფილისის გადაცემის ელიმინაციის ეროვნულ საბჭოსთან ერთად განიხილეს. ჯანმო-ს ექსპერტთა ჯგუფი ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით შეხვედრები და ვორკშოპებიც ჩატარდა.სამუშაო შეხვედრები შიდსისა და სიფილისის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაციის წარმატებით განხორციელებას ისახავდა მიზნად. 
წაკითხვა
კიბოს წინააღმდეგ გამოყენებული პრეპარატების ეფექტი, შესაძლოა, გაიზარდოს - ქართველი მეცნიერის კვლევა „მოამბეში“
განახლებულია: 2017-08-28 18:25:00
ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის კვლევის შედეგად, შესაძლოა, კიბოს წინააღმდეგ გამოყენებული პრეპარატების ეფექტი გაიზარდოს. ლევან ზანდარაშვილი უკვე წელიწადზე მეტია, რაც ფილადელფიაში,   პენსილვანიის უნივერსიტეტის სამეცნიერო ლაბორატორიაში მუშაობს. ის დე-ენ-ემისა და ცილების ურთიერთქმედებას იკვლევს.   მეცნიერის საქმიანობის შესახებ ამერიკის ხმის ჟურნალისტი ეკა მაღალდაძე მოგიყვებათ. 
წაკითხვა
დავით სერგეენკო - ბორჯომის ხეობაში ატმოსფერულ ჰაერში ​დაკვამლიანება შემცირდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 22:48:00
დღის განმავლობაში ბორჯომის ხეობაში ატმოსფერულ ჰაერში, საბედნიეროდ, ჯერადობით შემცირდა დაკვამლიანება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განუცხადა. სერგეენკოს თქმით, მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია და გუშინდელი რეკომენდაციაც მოხსნილია, თუმცა რჩება დაკვამლიანების ერთეული კერები. „გარემოს დაცვის სამინისტრომ დღის განმავლობაში რამდენიმე დასახლებულ პუნქტში აიღო მყარი ნაწილაკების და შესაბამისი პარამეტრების სინჯები, რომლებიც, საბედნიეროდ, ნორმის ფარგლებშია. ეს არის რისკების მნიშვნელოვნად შემცირება, თუმცა ერთეული კერები რჩება. ამიტომ გუშინდელი რეკომენდაცია, რომ მთელი ხეობის მასშტაბით თავი შეეკავებინათ ბავშვებს და ქრონიკული დაავადების მქონე მოზრდილებს, მოხსნილია. რეკომენდაცია რჩება მხოლოდ იმ პუნქტებში, სადაც მოსახლეობა შენიშნავს, რომ კვამლი იგრძნობა. წინასწარ შეუძლებელია ღამის განმავლობაში ქარის მიმართულების განსაზღვრა, ამიტომ ეს საფრთხეები მნიშვნელოვანი ჯერადობითაა შემცირებული და იმოქმედებს მხოლოდ იქ, სადაც მოსახლეობა შეამჩნევს, რომ კვამლი შეიგრძნობა“, - აღნიშნა სერგეენკომ. 
წაკითხვა
ჯანდაცვის სამინისტრო მაშველებისა და მოსახლეობისთვის რესპირატორებისა და პირბადეების მიწოდებას უზრუნველყოფს
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 17:54:00
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბორჯომის ხეობაში მაშველებისა და მოსახლეობისთვის პირბადეების მიწოდებას უზრუნველყოფს. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი ტყის ხანძრების დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სპეციალურ რეკომენდაციებს ავრცელებს. „რჩევები მოსახლეობის ყველა მოწყვლადი ჯგუფისთვის  არის გათვალისწინებული. ესენია: ასთმის, კარდიოვასკულური და სხვა რესპირატორული დაავდებების მქონე პირები, ხანდაზმულები, ბავშვები და ორსულები. ასევე, მწეველები და მეხანძრეები. მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში: • ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები და მოზრდილები მოერიდეთ გარეთ გასვლას და ხანძრით განპირობებული დაბინძურებული ჰაერისა და ჭვარტლისგან თავის დასაცავად, გამოიყენეთ პირბადე;  • ჰაერის მაღალი ხარისხით დაბინძურების დროს დარჩით შენობაში;• შეინარჩუნეთ დაბალი ტემპერატურა და არ გააღოთ ფანჯრები;• უზრუნველყავით ჰაერის დაბინძურების ყველა წყაროს ლიკვიდაცია, კერძოდ: სიგარეტის გამონაბოლქვი, ღუმელის გამოყენება, აეროზოლის მიმოფრქვევა, საკვების შეწვა;• რესპირატორული და კარდიოვასკულარული პრობლემების მქონე პირებმა,  გამოიყენეთ რესპირატორი;• დამატებითი სერვისების მისაღებად, მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას;ჯანდაცვის სამინისტრო მაშველებისა და მოსახლეობისთვის რესპირატორებისა და
წაკითხვა
ბორჯომში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას სამედიცინო დახმარების საჭიროება არ დამდგარა
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 12:34:00
ბორჯომში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას სამედიცინო დახმარების საჭიროება არ დამდგარა, - ამის შესახებ ინფორმაციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სტიქიის ზონაში განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არის, თუმცა არსებობს სამოქმედო გეგმა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს სრული პრევენცია და მოსახლეობის გაყვანა. „ბორჯომში, სტიქიის ზონაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჩავიდა. ის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას პირადად გაეცნო. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არის, თუმცა არსებობს სამოქმედო გეგმა, რომ საჭიროების შემთხვევაში მოხდეს სრული პრევენცია და მოსახლეობის გაყვანა. სოფელ დაბაში მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და რეანომობილის ეკიპაჟები. ამ დრომდე მედპერსონალის დახმარების საჭიროება არ დამდგარა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
წაკითხვა
საქართველოში 14 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს
განახლებულია: 2017-08-20 20:16:00
საქართველოში 14 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. არაერთი საინფორმაციო კამპანიის მიუხედავად, ბოლო მონაცემებით, ვაქცინაციის მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებს მაინც ჩამორჩება. შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრი მუშაობს. სპეციალისტები მშობლებს კიდევ ერთხელ ახსენებენ იმ საფრთხეებს, რომლებიც აცრაზე უარს შეიძლება მოჰყვეს. 
წაკითხვა
საქართველოში 100 ათასმა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ C ჰეპატიტი აქვს
გამოქვეყნებულია: 2017-08-11 00:22:00
100 ათასმა ადამიანმა საქართველოში ჯერ კიდევ არ იცის, რომ C ჰეპატიტი აქვს - ამის შესახებ ექიმი–ინფექციონისტი, მეცნიერებათა დოქტორი მაია ბუწაშვილი აცხადებს. მისივე ინფორმაციით, სულ უფრო ნაკლები ადამიანი მიმართავს მედიკოსებს ტესტის ჩასატარებლად და შესაბამისად, ახალი შემთხვევების გამოვლენამაც იკლო. ეს მაშინ, როცა სწრაფი ტესტი C ჰეპატიტზე უფასოა და ინფიცირებულთა მკურნალობაც ქვეყანაში  უსასყიდლოდ ხდება. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში 2015 წლის აპრილში დაიწყო.მაია ბუწაშვილის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ კვლევის თანახმად, ქრონიკული  C ჰეპატიტი 150 ათას პაციენტს აღენიშნება, მიზნების მისაღწევად საჭირო იქნება დაახლოებით 135 ათასი პაციენტის დიაგნოსტირება, 128 ათასი პაციენტის მკურნალობა და 122 ათასის განკურნება. რამდენიმე დღის წინ, სწრაფი, მარტივი ტესტის ჩატარებისკენ მოსახლეობას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომაც მოუწოდა. „ქვეყანაში დარჩენილია ასი ათასი ადამიანი, რომელსაც აქვს ეს დაავადება და ამის შესახებ არ იცის. ამიტომ, ყველას ვთხოვ, გამოიყენონ არსებული შესაძლებლობა და ჩაიტარონ ე.წ. სკრინინგული კვლევა“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე.მსოფლიოში დაახლოებით 325 მლნ. ადამიანს აქვს  B და C ჰეპატიტების ქრონიკული ფორმა. 20 ინფიცი
წაკითხვა
ჯილდოები საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებით მიმდინარეობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
გამოქვეყნებულია: 2017-08-09 16:23:00
ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილეადის“ აღმასრულებელი თავმჯდომარე და ვიცე-პრეზიდენტი ღირსების და ოქროს საწმისის ორდენებით დაჯილდოვდნენ. ჯილდოები საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებით მიმდინარეობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მათ პრემიერ-მინისტრმა გადასცა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრო. C ჰეპატIტის ელიმინაციის პროგრამა სწორედ აღნიშნული კომპანიის მედიკამენტებით მიმდინარეიბს. პროგრამაში ჩართულია 40 000-ზე მეტი ბენეფიციარი, რომელთაგან 31 000-ზე მეტმა მკურნალობის კურსი დაასრულა.
წაკითხვა
დავით სერგეენკომ „გილეადის“ ხელმძღვანელებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შედეგბი გააცნო
გამოქვეყნებულია: 2017-08-08 14:32:00
საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის მიმდინარეობა ვირუსის სამკურნალო მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილეადის“ ხელმძღვანელმა პირებმა შეაფასეს. ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოს დღეს გამთენიას ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, კომპანია „გილეად საიენსის“ აღმასრულებელი თავმჯდომარე ჯონ მარტინი, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი გრეგ ალტონი, უფროსი ვიცე-პრეზიდენტი კლიფორდ სამუელი და უფროსი დირექტორი გრემ რობერტსონიშრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს შეხვდნენ. დახურულ შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე უპრეცედენტო საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტის ეტაპობრივი შეფასება გაკეთდა.C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელობა პირადად ჯანდაცვის მინისტრისგან გაეცნო უახლეს ინფორმაციას ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობის, პროექტში ჩართული და განკურნებული პაციენტების, ასევე,იმ ღონისძიებების შესახებ,რომელიც ვირუსის მატარებელთა გამოვლენას ისახავს მიზნად. დახურულ შეხვედრაზე ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს გამოცდილებაზე და ამ კუთხით დაგროვებული ცოდნის სხვა ქვეყნებისთვის გაზიარებაზე გაამახვილეს ყურადღება. დასკვნით ნაწილში კი, ელიმინაციის პროგრამის შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გაიმართა. საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილეადის“ მხარდაჭერითხორციელდება. ურთეირთგაგების მემორანდუმს ხელი2015 წლის 21 აპრილს მოეწერა.2016 წლის 18 აპრილს კი, ათწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ქვეყანაში C ჰეპატიტის ვირუსის სრულ ელიმინაციამდეკომპანიის მხრიდან მედიკამენტით უწყვეტ უზრუნველყოფას გულისხმობს. ამ დროისთვის, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 43.000-მდე პირია რეგისტრირებული, ამათგან 40.000-ზე მეტი ბენეფიციარი უკვე ჩაერთო პროექტში, 31.000-ზე მეტმა კი დაასრულა მკურნალობის კურსი.პროგრამის მიზანი საქართველოში C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია, ვირუსით გამოწვეული ავადობა-სიკვდილიანობის შემცირება და ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენციაა.
წაკითხვა
პროფესიულ კოლეჯში მომზადებული 10 შემდუღებელი პოლონეთში დასაქმდება
გამოქვეყნებულია: 2017-08-03 15:10:00
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შედუღების 10 სპეციალისტი, პროფესიულ კოლეჯ „სპექტრში“ სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ პოლონეთში დროებით დასაქმდება.ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ზაზა სოფრომაძემ განაცხადა, საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები, სირთულეები და რისკები შეფასდება, რაც სახელმწიფოს მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის ეფექტიანი მოდელის შემუშავებაში დაეხმარება. პარალელურად, ისრაელთან კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესახებ ხელშეკრულებების გასაფორმებლად მიმდინარეობს მუშაობა. „დროებით შრომითი ემიგრაციის ლეგალურ ჩარჩოებში მოქცევა გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. პრიველი ნაბიჟები ამ მხრივ გადადგმულია. ამ პროცესს ჩვენ ცირკულარულ ემიგრაციას ვეძახით და ცხადია, რომ ცირკულარული ემიგრაციის პირობებში ლეგალურ ჩარჩოებში დასაქმების მოქცევა, ხელს უწყობა იმას, რომ საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეების ყველა უფლება იყოს დაცული, თვალი მივადევნოთ, რა პირობებში უხდებათ მათ შრომა. ცხადია, ეს ყველაფერი განპირობებულია მათი შემოსავლების, უნარებისა და ცოდნის მატებასთასთან, პროფესიული უნარების გაზრდასთან, რაც მათ ბუნებრივია, გამოადგებათ“, - განაცხადა სოფრომაძემ. ამასთან, მისივე თქმით, აქტიურად განიხილება ამ მიმართულებით ავსტრიასთან, რუმინეთთან, საბერძნეთთან და კატარის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გზები.ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს საცდელ პროექტს - „საქართველოს სამუშაო ძალის დროებითი შრომითი მიგრაციის პილოტირება პოლონეთსა და ესტონეთში“. 
წაკითხვა
ექიმი - სარკინიგზო გვირაბის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მამაკაცის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა
გამოქვეყნებულია: 2017-07-30 10:54:00
სარკინიგზო გვირაბის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მამაკაცის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, - ამის შესახებ კლინიკა „ლანცეტის“ ნევროლოგმა მარინა ირემაძემ განაცხადა.მისი თქმით,  პაციენტს აღენიშნება ქალატვინის ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა და მწვავე ჰემატომა. „პაციენტი დაკვირვების ქვეშ არის. მას თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია დინამიკაში უტარდება. ამ ეტაპზე საოპერაციო არ არის. მდგომარეობა ზოგადად არის საშუალო სიმძიმის. პაციენტი კონტაქტში შემოდის, ინსტრუქციებს ასრულებს, თუმცა შესაძლებელია მდგომარეობის გაუარესება, ამიტომ ექიმების დაკვირვების ქვეშ არის და მას გამოკვლევები უტარდება“, - განაცხადა ნევროლოგმა მარინა ირემაძემ. რაც შეეხება შემთხვევის შედეგად დაშავებულ მეორე მამაკაცს, მან მსუბუქი დაზიანებები მიიღო და მკურნალობას სახლში განაგრძობს. ხარაგაულში სოფელ ანეულასთან, სადაც სარკინიგზო გვირაბების მშენებლობა მიმდინარეობდა, ინციდენტი მოხდა. მშენებარე გვირაბის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად, ნანგრევებში ორი მუშა მოჰყვა. გვირაბის ჩამონგრევის საქმესთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. 
წაკითხვა