მსოფლიო კიბოს სამკურნალო ახალი პრეპარატის მოლოდინშია - აშშ-ის წამლის ადმინისტრაციამ რეკომენდაცია უკვე გასცა
გამოქვეყნებულია: 2017-07-13 19:44:00
აშშ-ის საკვებისა და სამკურნალო პრეპარატების ადმინისტრაციის (FDA) მრჩეველთა კომიტეტმა კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გასცა კიბოს სამკურნალო ახალ პრეპარატზე. პრეპარატი CTL019 შვეიცარულ ფარმაცევტულმა კომპანია Novartis-ს ეკუთვნის და განკუთვნილია ბავშვთა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის სამკურნალოდ. FDA-ს მრჩეველთა საბჭოს წევრებმა, მკურნალობის ამ მეთოდის სასარგებლოდ ხმა 10-0 მისცეს. „ვფიქრობ, ეს ყველაზე ამაღელვებელი რამაა, რაც კი ოდესმე მინახავს ცხოვრებაში“, — განაცხადა კომიტეტის წვერმა, ონკოლოგმა, დოქტორმა ტიმ კრაიპმა, როდესაც ჰკითეს, თუ რატომ მისცა ხმა წამლის სასარგებლოდ. უაღრესად პერსონალურ მკურნალობის კურსს CAR T ლიმფოციტური თერაპია ეწოდება. იგი კიბოს იმუნოთერაპიის ერთ-ერთი ტიპია, კონკრეტულად კი თერაპია, რომელიც ადამიანის ორგანიზმის იმუნურ სისტემას აღკაზმავს, რათა მან კიბოს უჯრედები შეაჩეროს. T ლიმფოციტური თერაპიის ქიმერული ანტიგენის რეცეპტორისათვის, CAR-T მკურნალობის ფარგლებში, ხდება ადამიანის საკუთარი უჯრედების აღება, სხეულიდან მათი გამოტანა, ხელახლა გადაპროგრამირება, შემდეგ კი უჯრედების უკან, სხეულში დაბრუნება, სადაც მათ კიბოს უჯრედებზე თავდასხმა შეუძლიათ. Novartis-ის თერაპია ერთ-ერთია სისხლის კიბოს მკურნალობის ორი უახლესი მეთოდიდან, რომლებიც მიმდინარე წლის დასასრულისთვის დამტკიცდება. FDA-ს შეუძლია მხედველობაში მიიღოს კომიტეტის რეკომენდაცია, მაგრამ ასევე შეუძლია, მასზე უარი თქვას. Bloomberg-ის ცნობით, შვეუიცარული კომპანია აშშ-ის საკვებისა და სამკურნალო პრეპარატების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ოქტომბრისთვის ელოდება. „კომიტეტის მიერ CTL019-ისათვის გაწეული რეკომენდაცია ძალიან გვაახლოებს ისტორიაში პირველ CAR T ლიმფოციტური თერაპიასთან იმ პაციენტთათვის, რომლებსაც ის ესაჭიროებათ“, — ამბობს კომპანია Novartis-ის აღმასრულებელი დირექტორი ბრუნო სტრიჯინი. შემდეგ თვეში, FDA-სგან პასუხს ელის შეჯიბრში ჩართული კიდევ ერთი კომპანია Kite Pharma. თებერვალში, კომპანიამ აღმოაჩინა, რომ მათი მეთოდის გამოყენების შემდეგ, 101 პაციენტის მკურნალობიდან შედეგი გამოიღო 36%-მა. Novartis-ის პრეპარატის შემთხვევაში, მკურნალობამ დადებითი შედეგი აჩვენა პაციენტთა 83%-ში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, არსებობს რამდენიმე გამოწვევა, რომლის წინაშეც მკურნალობის ეს მეთოდი აღმოჩნდა: ერთჯერადი მკურნალობა სულაც არ იქნება იაფი. ალბათ კომპანიები ფასს იმის მიხედ
წაკითხვა