საზოგადოებრივი
104.5 FM
ბრიტანეთში მალარიის ახალი წამლის გატესტვა უშედეგოდ დამთავრდა
გამოქვეყნებულია: 2017-01-31 11:58:00
ბრიტანეთში მალარიის სამკურნალოდ პაციენტებზე ახალი წამალი გატესტეს, თუმცა მცდელობა უშედეგო გამოდგა. პრეპარატმა ვერ შეძლო განეკურნა 4 პაციენტი, რომელმაც აღნიშნული დაავადება აფრიკაში ყოფნისას შეიძინა.ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის გუნდის განცხადებით, ჯერ პანიკისათვის საკმარისი მიზეზი არ არსებობს.მაგრამ, ეს არის გაფრთხილება, რათა უარესი შედეგი არ დაფიქსირდეს. ექიმთა ჯგუფმა მოითხოვა აფრიკაში წამლების მიმართ პაციენტების რეზისტენტულობის დადგენა.მალარიის ვირუსი ძირითადად მწერებს გადააქვთ. ამ დაავადებით ყოველ 2 წუთში ერთი ბავშვი იღუპება. ბრიტანეთში ამ დაავადებით ყოველწლიურად 1500-2000 ადამიანი ავადდება, მეტწილად, უცხოეთში ვიზიტის შემდეგ.
წაკითხვა
საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება ჯანდაცვის მინისტრს წერილით მიმართავს
გამოქვეყნებულია: 2017-01-30 15:40:00
ა. ზურაბიშვილის სახელობის საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს.როგორც ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე  ეკა ჭყონია მიმართვაში აღნიშნავს, მინისტრის განცხადებამ, რომელიც ფსიქიატრიულ კლინიკებში არსებულ ვითარებას ეხებოდა, ფსიქიატრების მიმართ დამოკიდებულებას სერიოზული საფრთხე შეუქმნა.„მოგმართავთ 2017 წლის 24 იანვარს პრესაში გამოქვეყნებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც თქვენ აღნიშნავთ, რომ „მონიტორინგმა უტყუარად დაადგინა, რომ კლინიკები არც თუ ისე იშვიათ შემთხვევაში, მწვავე ფსიქოზის მქონე პაციენტს სტაციონარიდან დროზე ადრე წერდნენ, ის ერთი თვის განმავლობაში განმეორებით ან განმესამებით შედიოდა იგივე ან სხვა კლინიკაში, ეს ხდებოდა იმისათვის, რომ ამ კლინიკებს ზედმეტი თანხა გამოეწერათ და ამას პაციენტის უსაფრთხოების ხარჯზე აკეთებდნენ“. მოგახსენებთ, რომ ფსიქიატრიის მიმართ ზოგადად და, განსაკუთრებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ცნობილი მოვლენების გამო, საზოგადოების დამოკიდებულება საკმაოდ დისკრიმინაციული და სტიგმატიზებულია. ჩვენს სპეციალობაში  პაციენტის ნდობის მოპოვება და ნებაყოფლობით მისი მკურნალობის პროცესში ჩართვა უაღრესად რთულია და მედპერსონალის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს. ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში ახალი ტიპის განყოფილებების შექმნამ მნიშვნელოვნად შეცვალა ეს დამოკიდებულება, ვინაიდან ფსიქიკური აშლილობის მქონე პირს გაუჩნდა განცდა, რომ მას არა როგორც სოციალურად საშიშ, არამედ როგორც სამედიცინო საჭიროების მქონე პირს ისე ექცევიან და თავად შეუძლია განსაზღვროს როდის მივიდეს სტაციონარში და როდის გაეწეროს. დაინახა, რომ არავინ აპირებს მის გამომწყვდევას გისოსებიან იზოლატორში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ფსიქიკური ჯანდაცვის განვითარებისთვის. თქვენი გამოსვლის შემდეგ ფსიქიატრების მიმართ დამოკიდებულებას სერიოზული საფრთხე დაემუქრა. უამრავმა პაციენტმა, ოჯახის წევრმა და უფლებადამცველმა მოგვმართა შეკითხვით, თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს თქვენს გამოსვლაში მოყვანილი ფაქტები.  გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პროფესიული ღირსება საფრთხეშია, მოგმართავთ თხოვნით, რომ თქვენს ხელთარსებული მონიტორინგის მონაცემები გაგვაცნოთ და ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით  ამ საკითხის არსებითი განხილვა დაიწყოს“,- აღნიშნულია განცხადებაში.ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ,  ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მიმდინარე პროცესებზე განცხადება გააკეთა. დავით სერგეენკო გარკვეული პირების ფინანსურ ინტერესებზე საუბრობს.
წაკითხვა
დავით სერგეენკომ ზუგდიდში მშენებარე C ჰეპატიტის ცენტრში ხარვეზები აღმოაჩინა
განახლებულია: 2017-01-27 18:53:00
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ზუგდიდში მშენებარე ​სკრინინგისა და C ჰეპატიტის მართვის ცენტრში ხარვეზები აღმოაჩინა.მინისტრმა ობიექტი გახსნამდე დაათვალიერა. მასთან ერთად, ობიექტზე იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები.როგორც სერგეენკომ განაცხადა, გეგმის თანახმად, შენობა შარშან, ნოემბერში უნდა გახსნილიყო, თუმცა დღემდე არის ხარვეზები, რომლებიც გამოსასწორებელია. მინისტრმა სამშენებლო კომპანიას მათ აღმოსაფხვრელად 10 დღიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სერგეენკოს განცხადებით, სამინისტრო კომპანიასთან ურთიერთობას შეწყვეტს. სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელის რევაზ ნაჭყებიას განცხადებით, ხარვეზები უმნიშვნელოა და 10 დღის ვადაში მათი მოგვარება პრობლემა არ იქნება.სკრინინგისა და C ჰეპატიტის მართვის ცენტრის მშენებლობა 1.2 მლნ ლარი ჯდება.
წაკითხვა
როგორ დავიცვათ თავი გრიპისაგან - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები
გამოქვეყნებულია: 2016-12-13 14:17:00
წაკითხვა
TI: მიუხედავად ლარის გაუფასურებისა, მედიკამენტებზე ფასები მცირდება
განახლებულია: 2016-12-08 18:43:00
„მიუხედავად ლარის კურსის გაუფასურებისა, საერთო ჯამში, მედიკამენტებზე ფასები მცირდება“, - ამის შესახებ განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანალიტიკოსმა ნუცა თოხაძემ გააკეთა. მისივე განცხადებით, ჯერ კიდევ კურსის გაუფასურებამდე 8 თვით ადრე დაიწყო მედიკამენტებზე ფასის ზრდა, მაქსიმალური მაჩვენებელი 2015 წლის მეორე ნახევარში დაფიქსირდა, ხოლო ფასების კლება 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო და ეს ტენდენცია ნარჩუნდება დღემდე, 2016 წლის ნოემბრიოს მონაცემების ჩათვლით.„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ფარმაცევტული ბაზრის შესახებ დღეს ახალი კვლევა წარადგინა. კვლევის თანახმად, 2015 წლის იმპორტის მონაცემებზე დაყრდნობით, ბაზრის დაახლოებით 70 პროცენტი 5 ფარმაცევტულ კომპანიაზეა გადანაწილებული, ესენია: შპს „ფარმა“ (22.32%), „ეი-ბი-სი ფარმაცია“ (14.91%), „გლობალ ფარმი“ (7.02%), „ავერსი“ (14.54 %) და „ჯი-პი-სი“ (10.14 %). აქედან, იმპორტის მონაცემებზე დაყრდნობით, ბაზარზე ორი მსხვილი მოთამაშეა: „ავერსი“ და „პე-ეს-პე“. „​მათ საქართველოში ფარმაცევტული წარმოების სექტორის განვითარებაში ბაზრის 97 % უკავიათ“, - აცხადებენ TI-ში. „აქედან გამომდინარე, ფარმაცევტული ბაზარი შეიძლება დახასიათდეს, როგორც სუსტი ოლიგოპოლია. თუმცა, სულ ახლახან დაანონსებული „ეი-ბი-სი ფარმაციისა“ და „ჯი-პი-სის“ გაერთიანება ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის და შედეგად, დომინირებული პოზიციების ბოროტად გამოყენების რისკებს კიდევ უფრო მეტად აჩენს. თუმცა, აქვს დადებითი მხარეებიც: კომპანიების
წაკითხვა
ტუბერკულოზი საქართველოში - სტატისტიკა ინფოგრაფიკაში
გამოქვეყნებულია: 2016-12-01 16:06:00
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ წამლებისადმი რეზისტენტობის შესახებ 2005-2006 წლებში ჩატარებული კვლევის შედეგად საქართველო მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მაღალი ტვირთის მქონე 27 ქვეყანათა შორის მოხვდა. ჯანმოს 2015 წლის ტუბერკულოზის გლობალური ანგარიშის თანახმად, საქართველო ტუბერკულოზის მხრივ პირველ ათეულში იყო, სადაც 2015 წელს მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის პროცენტული მაჩვენებელი ტუბერკულოზის ახალ შემთხვევებს შორის შეადგენდა 11.6%-ს, ხოლო წარსულში ნამკურნალებ შემთხვევათა შორის - 38.8%-ს. 2016 წლიდან საქართველო ამოღებულ იქნა ჯანმოს მიერ გამოცემული მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მაღალი ტვირთის მქონე ქვეყანათა სიიდან. ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის თანახმად, საქართველოში, 2015 წელს ტუბერკულოზის ყველა ფორმის 3 561 შემთხვევა (პენიტენციური სექტორის ჩათვლით) დარეგისტრირდა, რაც შეადგენს 95 შემთხვევას ყოველ 100 000 მოსახლეზე; ამ შემთხვევებიდან 2 600 შემთხვევა იყო ახლად დიაგნოსტირებული, წარსულში არანამკურნალები შემთხვევა (70 შემთვევა ყოველ 100 000 მოსახლეზე). ბოლო სამი წლის განმავლობაში აღინიშნება ტუბერკულოზის შემთხვევების აბსოლუტური რიცხვის მნიშვნელოვანი შემცირების ტენდენცია; 2012 - 2015 წლებში ტუბერკულოზის შეტყობინების მთლიანი მაჩვენებელი 22.6%-ით შემცირდა. 
წაკითხვა
ექსპერიმენტი - ფსიქოტროპული წამლები ურეცეპტოდ
გამოქვეყნებულია: 2016-11-15 16:36:00
სააფთიაქო ნარკომანია - ფსიქოტროპული მედიკამენტები, რომლებსაც ახალგაზრდები ნარკოტიკული თრობისთვის იყენებენ, თბილისის ცენტრში მდებარე რამდენიმე აფთიაქში ურეცეპტოდ იყიდება. საზოგადოებრივის ონლაინ მედია ჯგუფმა ექსპერიმენტი ჩაატარა. თავდაპირველად, თბილისის რამდენიმე აფთიაქში ჟურნალისტი შევიდა. ფარმაცევტმა ასაკის გამო (23 წელი) ჟურნალისტს წამლის გაცემაზე უარი უთხრა და განუცხადა, რომ მსგავსი ტიპის წამლები მათთან არ იყიდება. თუმცა, 10 წუთის შემდეგ, ექსპერიმენტის სხვა მონაწილეს, იმავე აფთიაქში ფსიქოტროპული პრეპარატი ურეცეპტოდ მიჰყიდეს. იგივე ფაქტი განმეორდა სხვა აფთიაქშიც. ექსპერიმენტის შედეგად ირკვევა, რომ აფთიაქები ფსიქოტროპულ წამლებს ურეცეპტოდ გასცემენ. იხილეთ ვიდეო-ექსპერიმენტი:
წაკითხვა
საქართველოში ძუძუს კიბოთი ყოველწლიურად 1500-ზე მეტი ქალი ავადდება - სტატისტიკა ინფოგრაფიკაში
გამოქვეყნებულია: 2016-10-14 20:58:00
საქართველოში ყოველწლიურად 1500-ზე მეტ ქალს ძუძუს კიბოს დიაგნოზს უსვამენ. სპეციალისტების თქმით, ყოველი მერვე ქალი ამ დაავადების რისკის წინაშე დგას, რაც საქართველოს მასშტაბის ქვეყნისთვის მაღალი მაჩვენებელია. ისინი მზარდ სტატისტიკას სხვადასხვა მიზეზით ხსნიან. მათ შორის მიუთითებენ არაჯანსაღ საკვებზე, ცუდ ეკოლოგიურ გარემოზე, სიგარეტისა და თამბაქოს მოხმარებასა და სხვა ფაქტორებზე. „მოამბეს“ ამ თემაზე ღიად ესაუბრა თამარ ნიშნიანიძე, რომელსაც კიბოს დიაგნოზი  ორი წლის წინ დაუსვეს. ის ამბობს, რომ ხანგრძლივი და რთული მკურნალობა გამოიარა, თუმცა ოპტიმისტურადაა განწყობილი, რადგან ექიმებს დამაიმედებელი პროგნოზები აქვთ. თამარ ნიშნიანიძე მოუწოდებს ქალებს, მეტი ყურადღება მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობას და ექიმს შესამოწმებლად წელიწადში ერთხელ მაინც მიმართონ. ევროპის ძუძუს კიბოს კოალიციის „ევროპა დონას“ საქართველოს წარმომადგენლობაში ამბობენ, რომ ქვეყანაში დაავადების სტატისტიკა მზარდია. მათი თქმით, აუცილებელია, გაფართოვდეს იმ წამლების ჩამონათვალი, რომლებსაც სახელმწიფო ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს უფინანსებს.ნაადრევი დიაგნოსტიკისა და გართულებების თავიდან აცილების მიზნით საქართველოში კიბოს სკრინინგის პროგრამა მოქმედებს, რომელიც მოქალაქეებისთვის უფასოა. სახელმწიფო ამ პროგრამაზე ყოველწლიურად დაახლოებით 2,5 მილიონ ლარს ხარჯავს.პროგრამის ფარგლებში, ძუძუს გამოკვლევა შეუძლიათ 40-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალბატონებს, საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა 25-დან 60 წლის ჩათვლით ასაკის მოქალაქეებს, მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა უფასოა 50-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის მამაკაცებისა და ქალებისთვის, პროსტატის გამოკვლევა კი 70 წლის ჩათვლით ასაკის მამაკაცებისთვის.ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორის რემა ღვამიჩავას თქმით, მიმართვიანობა გაიზარდა, თუმცა მაინც არასაკმარისია.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით,  თუ 2012 წელს მსოფლიოში სიმსივნით დაავადების 14 მილიონი ახალი შემთხვევა და ამ მიზეზით გარდაცვალების 8,2 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა. ორგანიზაციის პროგნოზების თანახმად, მომავალი 20 წლის განმავლობაში სიმსივნით დაავადებათა ახალი შემთხვევები 70%-ით გაიზარდა. რისკების თავიდან აცილების მიზნი
წაკითხვა
ცუკერბერგი სამედიცინო კვლევების დასაფინანსებლად 3 მლრდ დოლარს დახარჯავს
გამოქვეყნებულია: 2016-09-22 21:00:00
„ფეისბუქის“ დამფუძნებლის კიდევ ერთი საქველმოქმედო ინიციატივა - მარკ ცუკერბერგი, მეუღლესთან ერთად, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, სამედიცინო კვლევების დასაფინანსებლად, 3 მილიარდ დოლარს დახარჯავს. ამ გეგმით, ცუკერბერგი, რომლის ქონება 55 მილიარდ დოლარს შეადგენს, ყველაზე მძიმე დაავადებების დამარცხებას გეგმავს. საქველმოქმედო ფონდის მიერ გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი პრევენციული ზომების მიღებაზე და დაავადებების ადრეულ დიაგნოსტიკაზე დაიხარჯება.
წაკითხვა
არასწორად დასმული დიაგნოზები - უნდა გამკაცრდეს თუ არა პასუხისმგებლობა საექიმო გადაცდომებზე
განახლებულია: 2016-09-12 20:47:00
არასწორად დასმული დიაგნოზები და რეაგირება შესაბამისი უწყებებიდან - „მოამბე“ დღეს 23 წლის პაციენტზე მოგიყვებათ. გიორგი წიკლაურს თბილისში ლეიკემია დაუდგინეს, თუმცა თურქეთში გადამოწმების შემდეგ, საქართველოში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევით მიღებული პასუხი მცდარი აღმოჩნდა. პაციენტი ახლა სასამართლო დავისთვის ემზადება. თუმცა, წიკლაური ერთადერთი არ არის, რომელსაც არასწორად უმკურნალეს. როგორც ირკვევა, სამედიცინო რეგულირების სააგენტომ წელს საექიმო საქმიანობის უფლება უკვე 52 ექიმს შეუჩერა.
წაკითხვა
ვაკეში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, მას ოპერაციისთვის ამზადებენ
გამოქვეყნებულია: 2016-09-02 16:42:00
ვაკეში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ავთანდილ იმედაძის ინფორმაციით, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. მას შემავალი ჭრილობა აღენიშნება გულმკერდის მარცხენა არეში. ამ წუთებში მას საჭირო კვლევები უტარდება და ხდება მისი ოპერაციისთვის მომზადება. შეგახსენებთ, ვაკეში, ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების კვეთაზე ორი ახალგაზრდა ჩაცხრილეს. ერთი მათგანი გარდაიცვალა, ერთი კი დაჭრილია. ​უკვე ცნობილია ცნობილია მამაკაცის ვინაობა, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩაცხრილეს. ვაკეში კრიმინალური გარჩევისას ს. ჯ. მოკლეს (ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ). შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია ერთი პირი. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
წაკითხვა
მასობრივი ინტოქსიკაცია ქვემო ქართლში - მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოს რესტორანს წარმოების უფლება შეუჩერდა
განახლებულია: 2016-08-30 20:15:00
მასობრივი ინტოქსიკაცია ქვემო ქართლში. მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოში მოწამლულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბოლო მონაცემებით, საავადმყოფოში 40-მდე პაციენტი ისევ რჩება, მათ შორის არიან მცირეწლოვნებიც. ერთ ქორწილში მყოფი 200-მდე პირი კლინიკაში ერთი და იმავე სიმპტომებით მოხვდა. წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაცია საკვებმა გამოიწვია, კონკრეტული პროდუქტის დასადგენად ლაბორატორიული კვლევა ტარდება. ფაქტით უკვე დაინტერესდნენ სამართალდამცავები. რესტორანს, სადაც მასობრივი მოწამვლა დაფიქსირდა, საწარმოო უფლება უკვე შეუჩერეს.        
წაკითხვა
C ჰეპატიტის 2016-2020 წლების ეროვნული სტრატეგია დაამტკიცეს მთავრობის სხდომაზე
გამოქვეყნებულია: 2016-08-16 16:32:00
პრემიერმა C ჰეპატიტის პროგრამაზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 4 წლისთავზე საქართველოში ფაქტობრივად მოხდება დაავადების აღმოფხვრა. მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე  C ჰეპატიტის 2016-2020 წლების ეროვნული სტრატეგია დაამტკიცეს. 
წაკითხვა
დამტკიცებული ცვლილებებით, ფარმაცევტს წამლის გაცემის პროცესის გაკონტროლების ვალდებულება ეკისრება
განახლებულია: 2016-08-04 20:38:00
აფთიაქების სანებართვო პირობებში ცვლილებები მთავრობამ დაამტკიცა. 6-პუნქტიანი დადგენილების მიღების შედეგად, ფარმაცევტს წამლის გაცემის პროცესის გაკონტროლების ვალდებულება ეკისრება. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება პირველი ჯგუფის მედიკამენტების ურეცეპტოტდ გაცემა, ფარმცევტს სამუშაოს უფლება 3 წლით შეეზღუდება. ხოლო მეორე ჯგუფის წამლების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში კი ერთი წლით. სააფთიაქო საქმიანობისთვის ნებართვის აღების და შპს-ს დარეგისტრირების შემთხვევაში, მეწარმეს არ უნდა ჰქონდეს წარსულში დარღვევები, არ უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს წინაშე ვალი და არ უნდა იყოს ნასამართლევი. პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრო მონიტორინგს აძლიერებს. მობილური ჯგუფები თბილისში, ქუთაისში და ზღვისპირა ქალაქებში 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მიმართავს, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკონ.მანანა გიგინეიშვილის რეპორტაჟი.
წაკითხვა
ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში, ფარმაცევტებს პროფესიული საქმიანობა შეეზღუდებათ
განახლებულია: 2016-08-01 20:47:00
ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში, ფარმაცევტებს პროფესიული საქმიანობა შეეზღუდებათ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. რეგულაციების გამკაცრების საკითხის განხილვას საქართველოს ფარმაცევტთა და სამედიცინო ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დავით სერგეენკოს თქმით, ბოლო პერიოდში კვლავ დაფიქსირდა რამდენიმე აფთიაქის მიერ   მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევები. არსებული რეგულაციით, ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემისთვის აფთიაქი ჯარიმდება, ახალი რეგულაციით კი პასუხისმგებლობა ფარმაცევტსაც დაეკისრება და საქმიანობის უფლება შეეზღუდება. 
წაკითხვა
გამკაცრებული რეგულაციები ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემაზე - ფარმაცევტული საქმიანობის სამსახურის უფროსმა უპასუხა „მოამბის“ კითხვებს
გამოქვეყნებულია: 2016-08-01 18:50:00
რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის სამსახურის უფროსმა, დავით მაჭარაშვილმა უპასუხა „მოამბის“ კითხვებს. 
წაკითხვა
ჰეპატიტის მსოფლიო დღე - ელიმინაციის პროგრამის შედეგები და ახალი სერვისი მოქალაქეებისთვის
განახლებულია: 2016-07-28 20:49:00
ბოლო ერთ წელში C ჰეპატიტისგან თითქმის სრულად განკურნებული 15 000-მდე მოქალაქე - დაავადების ელიმინაციის პროგრამის შედეგები ჯანდაცვის სამინისტრომ ჰეპატიტის ვირუსებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს კიდევ ერთხელ შეაჯამა. სერგეენკოს უწყება მოქალაქეებს სპეციალურ სერვისს სთავაზობს. მობილური ამბულატორია, სადაც მსურველებს ანალიზების ჩაბარება უფასოდ შეუძლიათ, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში მთელ დედაქალაქში იმოძრავებს. ვირუსული დაავადების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების დონის ამაღლების მიზნით, მუშაობას განაგრძობს დაავადებათა კონტროლის ცენტრიც, სადაც დღეს საზოგადოებას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით მოსალოდნელი სიახლეები გააცნეს.
წაკითხვა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 3 წელს აჯამებენ ჯანდაცვის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები
გამოქვეყნებულია: 2016-07-22 12:44:00
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 3 წელს აჯამებენ ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები. შეხვედრაზე იმ შედეგზე საუბრობენ, რაც ქვეყანაში ახალი პრექტის ამოქმედებას მოჰყვა -  სალომე სონიშვილი დეტალებით.
წაკითხვა
დედათა და ბავშვთა საკითხების შესახებ ზუგდიდში სპეციალური შეხვედრა იმართება
გამოქვეყნებულია: 2016-07-14 19:27:00
დედათა და ბავშვთა საკითხებზე ზუგდიდში სპეციალური შეხვედრა იმართება. სპეციალისტები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებაზე მსჯელობენ. შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით იმართება.  
წაკითხვა
რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა მედპერსონალის გადამზადება დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2016-07-11 17:00:00
რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე მედპერსონალის გადამზადება დაიწყო. პირველ ეტაპზე  გადაუდებელ დახმარებაში გადამზადებას სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სასწრაფო დახმარების ექიმები გაივლიან. სასწავლო კურსი თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება, ექიმები ტრავმული პაციენტის მართვისა და სტაბილიზაციის საკითხებში გადამზადდებიან. პრაქტიკულ მეცადინეობაში ექიმები ტრენერებთან ერთად ჩაერთვებიან. სამედიცინო სფეროში არსებული სიახლეების გაცნობისა და პროფესიული უნარების განვითარების მიზნით, სასწრაფო დახმარების მედპერსონალი ყოველწლიურად გადამზადდება. 
წაკითხვა