საზოგადოებრივი
104.5 FM
პრობლემები პირველად ჯანდაცვაში - რა ხარვეზებზე საუბრობენ პაციენტები და სფეროს ექსპერტები
გამოქვეყნებულია: 2017-07-06 20:29:00
პრობლემები პირველად ჯანდაცვაში. ექსპერტების გარდა, მომსახურების არაეფექტურობასა და ხარვეზებზე თავად პაციენტებიც საუბრობენ. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ოჯახის ექიმების დაბალი კვალიფიკაცია, დაბალი ანაზღაურება და პირველადი ჯანდაცვის ექიმის რეალური ფუნქციის დაკარგვა სახელდება, რაც პაციენტების გადამისამართებაში გამოიხატება.  ხარვეზებს ჯანდაცვის სამინისტროშიც აღიარებენ და რამდენიმე ეტაპად დაყოფილ რეფორმას აანონსებენ. 
წაკითხვა
მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციებს ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-07-02 13:34:00
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით, რეკომენდაციებს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე• შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის  08:00 საათიდან 10:00-მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32°C-ს, ხოლო ღამით კი 24°C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელის ასაკს გადაცილებული ადამიანებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვს. • ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის). • დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა - დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრო მოწყობილობები და ხელოვნური განათება. • მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები,  ჟალუზები, დარაბები.• ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს. • თუ სახლში გაქვთ კონდიციონერი, დაკეტეთ კარები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია. ეს აგაცილებთ ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტის საფრთხეს. • ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა არ აღემატება 35°C-ს, ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 35°C-ს, ის ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს.&
წაკითხვა
სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ერთ ლარად საჭირო მედიკამენტების შეძენა უკვე დღეიდან შეუძლიათ
გამოქვეყნებულია: 2017-07-01 11:21:00
სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს დღეიდან იაფი მედიკამენტებით სარგებლობა შეეძლებათ. პირველმა ბენეფიციარებმა საჭირო მედიკამენტები აფთიაქში ერთ ლარად შეიძინეს. წამლების გაცემის პირველ დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დაესწრო. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების,ფარისებრი ჯირკვლისა და დიაბეტის ტიპის პაციენტებს (არაინსულინ დამოკიდებული) შეეძლებათ.თბილისში ჯერ-ჯერობით სამკურნალო მედიკამენტების შეძენა მოქალაქეებს პე-ეს-პეს ხუთ აფთიაქში, ხოლო რეგიონებეში ერთ აფთიაქში შეეძლებათ.
წაკითხვა
დავით სერგეენკო - სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გართულებული წვდომა ამბულატორიულ მედიკამენტებზე ყველაზე დიდი გამოწვევა იყო
გამოქვეყნებულია: 2017-06-30 16:39:00
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გართულებული წვდომა ამბულატორიულ მედიკამენტებზე ყველაზე დიდი გამოწვევა იყო - ეს განცხადება პაციენტებისთვის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ამოქმედების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააკეთა.„ყველაზე დიდი გამოწვევა იყო სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გართულებული წვდომა ამბულატორიულ მედიკამენტებზე. ეს არის მედიკამენტი, რომელიც მათ უნდა მიიღონ ხანგრძლივი დროის განმავლობაში და სამედიცინო დაწესებულების გარეთ. პირველი ეტაპი დაიწყო სწორედ დღეს, დღეს გავრცელდება მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელსაც აქვს 100 ათასზე ნაკლები ქულა და ეს არის სადღაც 770 000 ადამიანი. საბედნიეროდ, მათგან ყველას არ აქვს ქრონიკული დაავადებები. ჩვენ წინასწარ გავთვალეთ ამ მედიკამენტების საჭიროება და დღეიდან დაწყებული, ამ ადამიანებს შეეძლებათ, რომ მიმართონ თავიანთ ოჯახის ექიმს. ის გამოუწერს შესაბამის რეცეპტს და „პე-ეს-პე“-ს ნებისმიერ აფთიაქში შეუძლიათ, მიიღონ საჭირო წამალი“ - განაცხადა სერგეენკომ.ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტების მიღება შეეძლება ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველი პირს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 0-დან 100 000 - ის ჩათვლით და აქვს შემდეგი ქრონიკული დაავადებები: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული). მედიკამენტების ყოველი გატანისას პირი აფთიაქში გადაიხდის გატანილი მედიკამენტების საერთო ღირებულების 10%-ს, რაც მინუმუმ 5 თეთრია და არ აღემატება 1 ლარს. ერთჯერადად ბენეფიციარს შეუძლია, მიიღოს მხოლოდ 3 თვის სამყოფი მედიკამენტები. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ თუკი მედიკამენტის გაცემის პროცესში ბენეფიციარის ოჯახს შეეცვლება სოციალურად დაუცველთა ბაზაში მინიჭებული სარეიტინგო ქულა და ის აღემატება 100 000-ს, პირი ვეღარ შეძლებს მედიკამენტების მიღებას.
წაკითხვა
სოციალურად დაუცველთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა პირველი ივლისიდან ამოქმედდება - რა პროცედურებია საჭირო წამლების მისაღებად
გამოქვეყნებულია: 2017-06-30 11:01:00
პირველი ივლისიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ამოქმედდება.ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტების მიღება შეეძლება ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველი პირს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 0-დან 100 000 - ის ჩათვლით და აქვს შემდეგი ქრონიკული დაავადებები:✔ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები✔ ფილტვის ქრონიკული დაავადებები;✔ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.✔ დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული)მედიკამენტების ყოველი გატანისას პირი აფთიაქში გადაიხდის გატანილი მედიკამენტების საერთო ღირებულების 10%-ს, რაც მინუმუმ 5 თეთრია და არ აღემატება 1 ლარს. ერთჯერადად ბენეფიციარს შეუძლია, მიიღოს მხოლოდ 3 თვის სამყოფი მედიკამენტები.ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ თუკი მედიკამენტის გაცემის პროცესში ბენეფიციარის ოჯახს შეეცვლება სოციალურად დაუცველთა ბაზაში მინიჭებული სარეიტინგო ქულა და ის აღემატება 100 000-ს, პირი ვეღარ შეძლებს მედიკამენტების მიღებას.
წაკითხვა
(რ)ევოლუცია იმპლანტოლოგიაში - კბილების იმპლანტაციის ინოვაციური მეთოდი
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 21:20:00
​სტომატოლოგიურ იმპლანტოლოგიაში ინოვაციური სიახლეა. ტრადიციული იმპლანტაციის ნაცვლად, სტომატოლოგები Champion Implant​-ს გვთავაზობენ. ამ მეთოდის საშუალებით იმპლანტაცია მინიმალური ინვაზიის გზით ხორციელდება. მეთოდის უპირატესობა მის ხარისხში, სიმარტივესა და ფასშია. მნიშვნელოვანია რომ Champion Implants - ეს არის სიახლე კავკასიის რეგიონისთვის და ამ მეთოდით იმპლანტაცია საქართველოში პირველად ჩატარდება.​Champion Implants-ის იმპლანტების ხარისხი მეცნიერულად შესწავლილია და არსებობს უამრავი კვლევა და სტატია. იმპლანტები ​გერმანიაში მზადდება.მსოფლიო სიახლეს არც საქართველო ჩამორჩა. ჯანდაცვის პროფესიონალთა ფონდის ორგანიზებით, საქართველოში გერმანული კომპანიის "Champions-Implants" ოფიციალური წარმომადგენლისა და გენერალური რეფერენტის, ქირურგ-იმპლანტოლოგისა და ორთოდონტის, პროფესორ ალექსანდრ ლისიცკის ორ დღიანი ლექცია-მასტერკლასი გაიმართა.მასტერკლასის ერთ-ერთი ორგანიზატორის, Dental Champions​-ის დამაარსებლის, ხათუნა ქორიძის თქმით, ახალი მეთოდით ევროპისა და აშშ-ის 80%-ია დაინტერესებული, რაც მის მაღალ ხარისხზე მიუთითებს."ეს არის ინოვაცია საქართველოში, რომელმაც მოახდინა რევოლუციური გადატრიალება მთელ იმპლანტოლოგიაში. მისი მეშვეობით ოპერაცია შეიძლება გაკეთდეს ნებისმიერ სტომატოლოგიურ კაბინეტში. იმპლანტაციის ჩატარების უფლება აქვს თერაპევტს, ორთოპედს, ორთოდონტს და პაროდონტოლოგს. რაც მთავარია, ფასები ძალიან ხელმისაწვდომია და მისი ჩატარება ხელსაყრელია, როგორც პაციენტისათვის, ისე ექიმისათვის. ეს არის სწრაფი, ხარისხიანი და მარტივი პროცედურა. Champion Implants გამოიყენება ძირითადად უკბილო ყბების პროტეზირების შემთხვევაში. იმპლატაცია კეთდება განაკვეთების გარეშე. არ ხდება ძვლის გადახურება და გაბურღვა ხდება ძალიან ნელა", - განაცხადა მედიცინის დოქტორმა ხათუნა ქორიძემ. ჯანდაცვის პროფესიონალთა ფონდის წარმომადგენელის, რუსუდან დევნოზაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია რომ მასტერკლასს თეორიულთან ერთად პრაქტიკული ხასიათი აქვს და ექიმები მოწვეულ სპეციალისტთან ერთად სამედიცინო სიმულაციებს ახორციელებენ.
წაკითხვა
სოციალურად დაუცველები ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ მედიკამენტებს პირველი ივლისიდან მიიღებენ
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 13:41:00
სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს პირველი ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ მედიკამენტების მიღებაზე შეფერხება არ ექნებათ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ განაცხადა.მისივე თქმით, შესაბამისი სატენდერო პროცედურების მიმდინარეობს, უკვე შერჩეულია 13 კომპანია, გამარჯვებულ კომანიებს შორის ქართული და უცხოური კომპანიები არიან. სამინიტროს ინფორმაციით, წამლების ხარისხი ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. „პირველი ივლისიდან სოცილაურად დაუცველები მიიღებენ პირველ პარტია მედიკამენტებს,  ბუნებრივია ამას შესაბამისი პროცედურები სჭირდება. აუცილებელია, რეცეპტის მიღება ოჯახის ექიმისგან. შესაბამისი სატენდერო პროცედურები უკვე მიმდინარეობს. 24 პოზიციიდან უკვე შერჩეულია 13 კომპანია, როგორც ადგილობრივი, ასევე  უცხოური. მთავარი მაინც გახლავთ ის, რომ ტენდერში გამარჯვებული ყველა კომპანია აკმაყოფილებს ყველაზე მნიშვნელოვან პირობას, მედიკამენტები იქნება ხარისხიანი, ევროპული ხარისხის მატარებელი ნიშნით,, -აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე.
წაკითხვა
მარნეულში შიდსის, ტუბერკულოზის, სტიგმისა და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში, მედპერსონალისთვის ტრენინგი გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 12:54:00
„შიდსის დაავადებათა დახმარების ფონდისა“, „ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ ორგანიზებითა და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალისთვის მარნეულის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში ტრეინინგი გაიმართა. ტრენინგი შიდსის, ტუბერკულოზის, სტიგმისა და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში გაიმართა თემაზე „სამედიცინო დაწესებულებებში აივ ინფექცია/შიდსთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის პრევენცია“.პროგრამა ითვალისწინებს ჯანდაცვის მუშაკების სწავლებას, ინფორმირებას, სამედიცინო დაწესებულებებში აივ ინფექციის დისკირიმინაციის შემცირების მიზნით, მაღალი რისკის ჯგუფებთან. პროგრამა დაფინანსებულია „აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის“ მიერ. შეხვედრაში მონაწილეობას „შიდსის დაავადებათა დახმარების ფონდის“ დირექტორი იზოლეტა ბოდოკია, „ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ დირექტორის მოადგილე ნუგზარ სალია და მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სამედიცინო დაწესებულებათა მედპერსონალი იღებენ.
წაკითხვა
პარლამენტში C ჰეპატიტის სკრინინგი ჩატარდა
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 15:19:00
#განიკურნე - კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაატარეს. სწრაფი მარტივი ტესტის გაკეთება პარლამენტის წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს შეეძლოთ. #განიკურნე - ჯანდაცვის სამინისტროს ახალი კამპანიაა, რომლის მიზანია, C ჰეპატიტის გამოვლენა ყველა იმ ადამიანში, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, რომ ვირუსის მატარებელია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველო არის გლობალური ლიდერი C ჰეპატიტთან ბრძოლის თვალსაზრისით. „ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს უნიკალურ პროგრამას. ეს არის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. ჩვენ გვაქვს ორი მთავარი მიზანი. პირველი - არცერთი მოქალაქე, რომელსაც მკურნალობა სჭირდება, არ დარჩეს მკურნალობის გარეშე. შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის ეს მიზანი მიღწეულია. მეორე მნიშვნელოვანი მიზანია, არცერთი ახალი შემთხვევა და არცერთი ახალი C ჰეპატიტის ინფექცია, რაც არის ელიმინაციის პროგრამის მიზანი. კამპანიაში „განიკურნე“ ჩართულობა, ემსახურება იმას, რომ ყველამ ჩაიტაროს სკრინინგი C ჰეპატიტის ინფექციაზე და შემდგომში თუ საჭიროა, ამ თანამედროვე მკურნალობით დაამარცხოს ეს ვირუსი. კარგად უნდა გვესმოდეს რომ C ჰეპატიტის მკურნალობა ტესტირებით იწყება“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის თქმით, სკრინინგი დაავადების ეროვნული კონტროლის ცენტრებში, თბილისისა და მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ ტარდება. 
წაკითხვა
საწოლი ადგილების პრობლემა პალიატიური მზრუნველობის ცენტრებში - რას აცხადებენ ჰოსპისების წარმომადგენლები
გამოქვეყნებულია: 2017-06-15 18:27:00
არის თუ არა საქართველოში საკმარისი რაოდენობის საწოლი ადგილები პალიატიური მზრუნველობის ცენტრებში. ჰოსპისების წარმომადგენლების შეფასებით, არსებული ინფრასტრუქტურა ხარისხიანი სერვისის მიწოდებისთვის საკმარისი არ არის. ასევე, პრობლემურად სახელდება უმძიმეს პაციენტებზე სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დაფინანსების ოდენობაც. დღეში პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე მოქალაქეებს სახელმწიფო 75 ლარით აფინანსებს.
წაკითხვა
ჯანდაცვის სამინისტრო ელექტრონული სამედიცინო დოკუმეტის შემუშავებას და ამოქმედებას გეგმავს
გამოქვეყნებულია: 2017-06-12 18:22:00
ელექტრონული რეცეპტების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრო ელექტრონული სამედიცინო დოკუმენტის შემუშავებას და ამოქმედებას გეგმავს. დღეს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შეხვედრის ფარგლებში ითქვა, რომ საინფორმაციო სისტემების დანერგვის საპილოტე პროგრამა შემოდგომიდან ჩაეშვება. ასევე, იგეგმება უფასო სუბსიდირებული წამლის პროგრამის დაწყებაც. ამოქმედების ვადად განისაზღვრება ორი თვე. დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო ჯანდაცვის სამინისტროს მიღწევებზე და გამოწვევებზეც. 
წაკითხვა
„სტარტაპ საქართველოს“ პროექტის ფარგლებში „ონლაინ კლინიკის“ პრეზენტაცია გაიმართა
განახლებულია: 2017-06-10 16:39:00
„სტარტაპ საქართველოს“ პროექტის ფარგლებში „ონლაინ კლინიკის“ პრეზენტაცია გაიმართა. მომხამარებელს საშუალება ექნება ინტერნეტის მეშვეობით, 24 საათის განმავლობაში მიიღოს საფუძვლიანი კონსულტაცია კვალიფიციური და სერტიფიცირებული ექიმებისგან. ექიმსა და პაციენტს შორის კომუნიკაცია ხდება სახლიდან გაუსვლელად,  ონლაინ, ვიდეოზარების მეშვეობით. გარდა სამედიცინო კონსულტაციისა, ონლაინ კლინიკის ექიმები გასცემენ ელექტრონულ რეცეპტებსა და ასევე მიმართვებს შესაბამის სამედიცინო  დაწესებულებებში. სერვისის გამოყენებისთვის მომხმარებელი შესაბამის ვებ.გვერდზე უნდა დარეგისტრირდეს. „ონლაინ კლინიკა“ „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში   „საპარტნიორო ფონდმა“ 70 ათასი ლარით დააფინანსა,  პროექტის   ჯამური ღირებულება 80 ათას ლარს შეადგენს. 
წაკითხვა
თბილისში მსოფლიო სტანდარტების სხივური მედიცინის ცენტრი გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2017-06-09 18:49:00
თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი, ევროპული სტანდარტების რადიოთერაპიისა და ბირთვული მედიცინის ცენტრი გაიხსნა. ჰოსპიტალის საინვესტიციო ღირებულება 25 მილიონ ლარს შეადგენს, რაც კლინიკის ხელმძღვანელების განცხადებით, არასამედიცინო კომპანიების მიერ განხორციელებული უპრეცედენტო ინვესტიციაა ქართულ მედიცინაში. ცენტრში არსებული აპარატურა საშუალებას იძლევა ადრეულ სტადიაზე მოხდეს სიმსივნის დიაგნოსტიკა და მისი მკურნალობა. ამბულატორიულ მკურნალობასთან ერთად კლინიკა პაციენტებს ბირთვული მედიცინის კუთხით სტაციონარულ მკურნალობასაც სთავაზობს.ახალ კლინიკაში დასაქმებულია 30-მდე ექიმი, რომლებმაც ამ მიმართულებით სპეციალური მომზადება გაიარეს.კლინიკის ხელმძღვანელის, პროფესორ კონსტანტინე მარდალეიშვილის განცხადებით, ასეთი სახის კლინიკა საქართველოში პირველად იხსნება და მისი საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ იგივე ხარისხის მომსახურება, რასაც ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში მიიღებენ.
წაკითხვა
თბილისში მსოფლიო სტანდარტების სხივური მედიცინის ცენტრი გაიხსნა
განახლებულია: 2017-06-09 18:19:00
მსოფლიო სტანდარტების  სხივური მედიცინის ცენტრი გაიხსნა თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. ცენტრში არსებული აპარატურა საშულებას იძლევა ადრეულ სტადიაზე მოხდეს სიმსივნის დიაგნოსტიკა და მისი მკურნალობა. ამბულატორიულ მომსახურებასთან ერთად, კლინიკაში მისულ პაციენტებს საშუალება ექნებათ ბირთვული მედიცინის კუთხით სტაციონარული მკურნალობითაც ისარგებლონ. კლინიკის ხელმძღვანელობის განცხადებით, ჰოსპიტალის საინვესტიციო ღირებულება 25 მილიონ დოლარს შედგენს, რაც არასამედიცინო კომპანიების მიერ ქართულ მედიცინაში განხორციელებულ უპრეცედენტო ინვესტიციას წარმოადგენს. კლინიკის გახსნის ღონისძიებას მიწვეულ სტუმრებთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ
წაკითხვა
ომბუდსმენი - კონფლიქტის ზონაში 10 000 ბენეფიციარს სამი თვის განმავლობაში სასწრაფო დახმარების მანქანა არ მომსახურებია
გამოქვეყნებულია: 2017-06-08 19:48:00
სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, კონფლიქტის ზონაში 10 000 ბენეფიციარს სამი თვის განმავლობაში სასწრაფო დახმარების მანქანა არ მომსახურებია.„სახალხო დამცველისათვის უაღრესად სერიოზული პრობლემაა, რომ გალის რაიონის ე.წ. ზედა ზონის დაახლოებით 10 000 ბენეფიციარს სამი თვის განმავლობაში (2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის 10 მარტის მდგომარეობით) არ მომსახურებია სასწრაფო დახმარების მანქანა. 2002 წელს გადაცემული „უაზის“ მარკის სასწრაფო დახმარების მანქანა 2016 წლის დეკემბერში საბოლოოდ გამოვიდა მწყობრიდან და შეკეთებას აღარ ექვემდებარება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილის თანახმად, თანხის მობილიზება 2017 წლის ბიუჯეტში იგეგმება“, - ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.ომბუდსმენის ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ სახალხო დამცველი უკვე მრავალი წელია აყენებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებისათვის „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართვის საკითხს. „სამწუხაროდ, ეს რეკომენდაცია არ შესრულებულა და პრობლემის მოუგვარებლობა მძიმე ტვირთად აწევს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას“, - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელშიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა უფლებრივი მდგომარეობაა შეფასებული.
წაკითხვა
კლინიკები ახალ დავალებას იღებენ - რა რეგულაციების დაცვა მოუწევთ სამედიცინო დაწესებულებებს
გამოქვეყნებულია: 2017-06-07 20:39:00
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესული ცვლილებების გამო, კლინიკები ახალ დავალებას იღებენ. სამედიცინო დაწესებულებები ვალდებულები ხდებიან, პაციენტებს განუმარტონ, რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო სამედიცინო სერვისებს. ცვლილებების მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა მოქალაქის შემოსავლებზეა დამოკიდებული.  
წაკითხვა
სამედიცინო დაწესებულებებს პაციენტებისთვის სერვისების დაფარვის შესახებ ინფორმაციის თვალსაჩინო ადგილას განთავსება დაევალათ
გამოქვეყნებულია: 2017-06-07 13:25:00
სამედიცინო დაწესებულებებს პაციენტებისთვის სერვისების დაფარვის შესახებ ინფორმაციის თვალსაჩინო ადგილას განთავსება დაევალათ. საქმე ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე მუნიციპალურ პროგრამებს. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესული ცვლილებების შემდეგ მიიღო და მისი მიზანი პაციენტების ინფორმირებულობაა. შესაბამისი ცვლილება „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონალური დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე" დადგენილებაში შევიდა.დადგენილებაში ნათქვამია, რომ სამედიცინო დაწესებულებებმა ინფორმაცია თვალსაჩინო ადგილას 2017 წლის 15 ივნისამდე უნდა განათავსონ.„სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტებისათვის თვალსაჩინო ადგილას განთავსებული ან ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცია ამ დაწესებულების მიერ მიწოდებული სერვისების სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებით დაფარვის შესახებ. ამასთან, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამასთან" დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის შინაარსი და ფორმატი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით. აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობა სტაციონარული დაწესებულებების ნებართვის მქონე სუბიექტებმა 2017 წლის 15 ივნისამდე უნდა უზრუნველყონ,"-ნათქვამია დადგენილებაში.
წაკითხვა
რა შეთანხმებით დასრულდა პრემიერისა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლების შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში
გამოქვეყნებულია: 2017-06-06 20:42:00
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ახალი შენობის მშენებლობა ორ წელიწადში დასრულდება, მანამდე კი უმოკლეს ვადაში არსებული შენობა გარემონტდება - აღნიშნული შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ცენტრის თანამშრომლების დღევანდელ შეხვედრაზე შედგა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.  ცენტრის თანამშრომლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მასთან შეხვედრა მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა.  ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლებმა მათთვის შენობის უმოკლეს ვადაში აშენების და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დღეს აქცია ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ტერიტორიაზე გამართეს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა აღნიშნულ აქციაზე, გიორგი კვირიკაშვილისა და აქციის მონაწილეების გასაუბრების შემდეგ დაიგეგმა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია.
წაკითხვა
შიდსის ცენტრის შენობა გარემონტდება
გამოქვეყნებულია: 2017-06-06 20:14:00
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და მთავრობის წევრების გადაწყვეტილებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ამჟამინდელ შენობა-ნაგებობებს რემონტი ჩაუტარდება, ხოლო უმოკლეს პერიოდში ინფრასტრუქტურის სამინისტრო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე სამშენებლო პროექტირებას დაიწყებს. ამის შესახებ საზოგადოებრივს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა შოთა გოგიჩაიშვილმა განუცხადა.მისივე თქმით, ასევე, ცენტრი თანამედროვე რენტგენის აპარატით აღიჭურვება. გოგიჩაიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა სამთავრობო დონზე გამონახავს მექანიზმებს, თუ როგორ მოხდება სახელმწიფო სახსრებით კერძო მფლობელობაში არსებული ქონების გარემონტება. მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელებსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის, რომელსაც მათთან ერთად ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრები ესწრებოდნენ.
წაკითხვა
ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა გაიხსნა
განახლებულია: 2017-06-06 18:19:00
ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, აკადემისკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა გაიხსნა. მრავალპროფილური კლინიკა, ფარმაცევტულმა კომპანია „ავერსი ფარმამ“ ააშენა. პროექტი ევრობანკის ფინანსური მხარდჭერით განხორციელდა და სულ 15 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო. გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ- მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი დაესწრნენ.
წაკითხვა