საზოგადოებრივი
104.5 FM
ვახტანგ მეგრელიშვილმა წინასაარჩევნო პროგრამის ჯანდაცვის ნაწილის პრეზენტაცია გამართა
გამოქვეყნებულია: 2016-07-08 17:15:00
„გირჩის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამის ჯანდაცვის ნაწილის პრეზენტაცია გამართა. ვახტანგ მეგრელიშვილმა სახელმწიფო მიზნობრივი დახმარების სისტემასა და ჯანდაცვის დაფინანსების მიზნობრიობაზე, ასევე, მოსახლეობის ხარჯებისგან დაცვის მოდელსა და სამედიცინო ინდუსტრიის განვითარების ეკონომიკურ საფუძვლებზე ისაუბრა. საკითხების განხილვისას, მეგრელიშვილმა გააკრიტიკა არსებული ხელისუფლების მიერ გატარებული საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა და არაეფექტური უწოდა.
წაკითხვა
ზაფხულის სეზონი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები
გამოქვეყნებულია: 2016-07-07 18:49:00
დაავადებათა კონტროლის ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ლელა სტურუამ უპასუხა „მოამბის“ კითხვებს.
წაკითხვა
დამწვრობის შემთხვევების გაზრდილი სტატისტიკა და სპეციალისტთა რეკომენდაციები
გამოქვეყნებულია: 2016-07-07 18:37:00
დამწვრობის ცენტრში ბოლო ორ დღეში პაციენტების რაოდენობამ ისევ მოიმატა. გაზრდილია მიმართვიანობა საავადმყოფოებშიც. მზისა და მაღალი ტემპერატურის გამო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას გაფრთხილებას აძლევს.
წაკითხვა
„თავისუფალ დემოკრატებს“ ექიმი დევი ტაბიძე შეუერთდა
გამოქვეყნებულია: 2016-07-04 17:17:00
„თავისუფალ დემოკრატებს“ ახალი წევრი ჰყავს. დევი ტაბიძეს პარტიის მანდატი ირაკლი ალასანიამ გადასცა და მედიის წარმომადგენლებს მედიცინაში მისი დამსახურებები გააცნო. დევი ტაბიძე მედიცინის აკადემიური დოქტორი, ექიმი-ექსპერტია. თავისუფალი დემოკრატების განცხადებით, უკეთესი ჯანდაცვის სისტემის შესაქმნელად ტაბიძესა და მედიცინის სფეროს კიდევ რამდენიმე წამყვან სპეციალისტებთან ერთად მუშაობენ.
წაკითხვა
მოქალაქეები ხელისუფლებას ართრიტის მკურნალობის დაფინანსებას სთხოვენ
გამოქვეყნებულია: 2016-06-30 19:10:00
„ყველაფერი ჩვენს ხელშია“ - ამ სახელწოდების აქცია დღეს თბილისში „რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის“ წევრებმა გამართეს. ისინი ხელისუფლებას სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის რევმატოიდული ართრიტის მკურნალობის დაფინანსებას სთხოვენ. ონლაინ პეტიციის შედეგად შეგროვებული ხელმოწერებით, შესაბამისი განცხადებით აქციის მონაწილეებმა ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის საკრებულოს მიმართეს.  
წაკითხვა
მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის ბენეფიცირების ქსელი გაფართოვდა
გამოქვეყნებულია: 2016-06-30 17:07:00
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის ბენეფიცირებისთვის ქსელს აფართოებს. ჩუღურეთისა და ვაკის რაიონის შემდეგ ახალი განყოფილება ისანში გაიხსნა. ახლად გახსნილი სერვის-ცენტრი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ და  ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორმა, ლაშა კილაძემ, დაათვალიერეს. კახეთის შესახვევის 4 ნომერში მდებარე ახალი განყოფილება 200-მდე ბენეფიციარს მოემსახურება.
წაკითხვა
34 წლის ირმა მსხილაძეს სასწრაფო დახმარება ესაჭიროება
გამოქვეყნებულია: 2016-06-30 12:51:00
34 წლის ირმა მსხილაძეს, 5 შვილის დედას სასწრაფო დახმარება ესაჭიროება. მას სიმსივნე, ბ ტიპის ნონ ხოჯკინის ლიმფომა დაუდგინდა. საჭიროა მაღალი დოზის ქიმიოთერაპია და ღეროვანი უჯრედების გადანერგვა. მკურნალობის აღნიშნული კურსის ჩატარება საქართველოში შეუძლებელია. პაციენტს სასწრაფოდ ესაჭიროება სამკურნალოდ თურქეთში გამგზავრება. მკურნალობის ღირებულება 95 000 დოლარია, რისი შესაძლებლობაც ოჯახს არ გააჩნია. დახმარებისათვის შეგიძლიათ გადარიცხოთ ნებისმიერი ოდენობის თანხა მითითებულ ანგარიშის ნომერზე.
წაკითხვა
1 ივლისიდან მეტადონის ახალი პროგრამა ამოქმედდება
გამოქვეყნებულია: 2016-06-27 17:10:00
1 ივლისიდან მეტადონის ახალი, ჩანაცვლებითი პროგრამა ამოქმედდება. მას ფსიქიკური ჯანმრთელობისა და პრევენციის ცენტრი ქვეკონტრაქტორი ფირმა „ურანტის“ გარეშე განახორციელებს. ახალი პროგრამის ფარგლებში წამალიც გაიცემა და პაციენტები ფსიქო- სოციალური რეაბილტაციის კურსსაც გაივლიან. ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, შესაბამისი ინფრასტურქტურა უკვე მოწყობლია. პროგრამაში ჩართვისთვის ბენეფიციარებმა ქავთარაძის 21ა-ში  მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ოფისს ან სხვა ქალქში მდებარე ცენტრებს უნდა მიაკითხონ. მათ პირადობის დამადასტურებელი საბუთი და ჯანმრთელობის ცნობა - ფორმა 100 უნდა წარმოადგინონ. 
წაკითხვა
საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მე-5 საერთაშორისო კონგრესი ბათუმში
განახლებულია: 2016-06-24 17:24:00
ბათუმში საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მე-5 საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს. მომხსენებლები ისაუბრებენ ისეთ დაავადებებზე, როგორებიცაა ქრონიკული ხველა, სუნთქვის იშვიათი დაავადებები, გულმკერდის ქირურგია და სხვა პათოლოგიები. კონგრესში 25 ქვეყნის მედიკოსი და 41 სპიკერია ჩართული.
წაკითხვა
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები შევა
გამოქვეყნებულია: 2016-06-20 17:39:00
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა  მხარი დაუჭირა. კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატი გუგული მაღრაძეა. მისი განმარტებით ცვლილებები საქართველოში თამბაქოს აქტიური და პასიური მოხმარების მაღალი მაჩვენებლის შედეგად სიკვდილიანობისა და დაავადებების მატებამ განაპირობა. კანონპროექტის თანახმად, სასტუმროებს 2017 წლის 1 ივლისამდე ეძლევათ ვადა, მოწევის სრულ აკრძალვამდე, ნომრების არაუმეტეს 50 პროცენტში შესაძლოა დაუშვან თამბაქოს მოხმარება, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, საჯარო დაწესებულებებს, სილამაზის სალონებსა და მაღაზიებს კი ამ ვადამდე შენობის 20 პროცენტში შეეძლებათ, გამოყონ მოსაწევი ადგილი. თამბაქოსა და მისი აქსესუარების  რეალიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან 100 მეტრამდე  მანძილზე დაუშვებელი იქნება. იკრძალება რეკლამაც, ასევე გასაყიდი თამბაქო, დახლზე, გამოსაჩენ ადგილას აღარ იდება.  
წაკითხვა
გიორგი ბუთხუზი „ბიზნეს კურიერში“ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება
გამოქვეყნებულია: 2016-06-20 17:00:00
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი გადაცემა „ბიზნეს კურიერში“ ცენტრის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება. გიორგი ბუთხუზი სამედიცინო დახმარების მიერ პაციენტების გადანაწილებაში შესაძლო კორუფციულ სქემას ტყუილს უწოდებს და სტატისტიკური მონაცემები მოჰყავს. მისივე თქმით, ანზორ მელიას ბრალდებაზე, რომელიც გადაცემაში გახმაურდა, იურისტები სარჩელს ამზადებენ. გადაცემა „ბიზნეს კურიერს“ გიორგი ბუთხუზი შეცდომის გამოსწორებისთვის ვადას აძლევს. კლინიკა „გულის“ ხელმძღვანელი ანზორ მელია კი ამტკიცებს, რომ ის კლინიკები, რომელთა მიმართაც პრეტენზიები აქვს, ლიცენზირებული არაა და ფაქტის გამოსაკვლევად განცხადება მთავრობის კანცელარიაში უკვე შეიტანა.  
წაკითხვა
ჯანდაცვის სამინისტრო: 5 წლის შემდეგ საქართველოში C ჰეპატიტის არცერთი ახალი შემთხვევა აღარ უნდა იყოს
გამოქვეყნებულია: 2016-06-18 12:20:00
5 წლის შემდეგ საქართველოში C ჰეპატიტის არცერთი ახალი შემთხვევა აღარ უნდა იყოს - ასეთიA ჯანდაცვის სამინისტრო პოზიცია. C  ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის, მკურნალობისა და მართვის საკითხებზე სასტუმრო ”რედისონში” სიმპოზიუმი მიმდინარეობს. სპეციალისტები ერთი წლის შედეგებს აჯამებენ. პოგრამის პირველი ფაზის ფარგლებში 27 000 ადამიანი დარეგისტრირდა, საიდანაც 9 000-ს მკურნალობა უკვე ჩაუტარდა.
წაკითხვა
კომპანია „არქი ჯგუფმა“ დიმიტრი ცინცაძის ფონდისთვის 14 530 ლარი შეაგროვა
გამოქვეყნებულია: 2016-06-16 17:16:00
კომპანია „არქი ჯგუფმა“, სპეციალური აქციის ფარგლებში, დიმიტრი ცინცაძის ფონდისთვის 14 530 ლარი შეაგროვა. აქცია, რომელიც 30 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა და კომპანიის ნებისმიერ პროექტში, გაყიდული კვადრატული მეტრიდან, 10 დოლარის ფონდისთვის გამოყოფას გულისხმობდა, დასრულდა. კომპანიის დირექტორის თქმით, შეგროვილი თანხა, დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში უკვე გადაირიცხა. დღესვე დიმიტრი ცინცაძის ფონდს და „არქი ჯგუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში კომპანიის თანამშრომლები ყოველთვიურად საკუთარი ხელფასებიდან ფონდის  შემომწირველები ხდებიან. დიმიტრი ცინცაძის ფონდში გადარიცხული თანხა ლევკემიითა და სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობას ხმარდება.  
წაკითხვა
ბიძინა ივანიშვილი ბეჭდური მედიის წარმომადგენლებს ხვდება
გამოქვეყნებულია: 2016-06-14 12:21:00
ბიძინა ივანიშვილი მედიას ხვდება. პრესკონფერენცია ტექნოპარკში მიმდინარეობს.ყოფილი პრემიერი ამჯერად ადგილობრივი, საერთაშორისო ბეჭდური მედიის, ასევე საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლებს ხვდება.
წაკითხვა
ეროვნულ ბიბლიოთეკაში მედიკოსთა ხელშეწყობის ფონდის პრეზენტაცია გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2016-06-09 17:20:00
ეროვნულ ბიბლიოთეკაში მედიკოსთა ხელშეწყობისა და პროფესიული განვითარების ფონდისა და ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფესიული კავშირის ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ფონდის მიზანია, ხელი შეუწყოს ექიმთა პროფესიულ ზრდას და შეიმუშავოს საგანმანათლებლო პროგრამები. ახალი პროექტის ფარგლებში  გაიმართება მასტერკლასები და ვორქშოფები.  ღონისძიების ფარგლებში, ასევე, შედგა წიგნის „ოჯახები და სექსუალური ძალადობა“ პრეზენტაცია. 
წაკითხვა
ვაკის რაიონის საჯარო სკოლების მასწავლებლები უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკას გაივლიან
გამოქვეყნებულია: 2016-06-09 17:18:00
თბილისში ვაკის რაიონის საჯარო სკოლების მასწავლებლები უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკას გაივლიან. საკრებულოს ინიციატივის შესახებ პედაგოგებს ინფორმაცია საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გააცნო. 
წაკითხვა
C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში ჩართვას ყველა ინფიცირებული შეძლებს
გამოქვეყნებულია: 2016-06-06 21:01:00
სიახლე C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში: მასშტაბურ პროექტში ჩართვა 10 ივნისიდან ყველა ინფიცირებულს შეუძლია. შესაბამისად, უქმდება ის კრიტერიუმი, რომლის მიხედვით, მკურნალობის უფასო კურსით სარგებლობის უფლება მხოლოდ დაავადების ყველაზე მძიმე ფორმის მქონე პაციენტებს ჰქონდათ. პროგრამაში ჩასართავად, ახლა მხოლოდ საჭირო კვლევების ჩატარება და რეგისტრაციის გავლაა საჭირო.
წაკითხვა
10 ივნისიდან C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით სარგებლობა გამარტივდება
გამოქვეყნებულია: 2016-06-06 19:29:00
10 ივნისიდან მოქალაქეებს C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით სარგებლობა დამატებითი კრიტერიუმების გარეშე შეეძლებათ. სიახლე დღეს ჯანდაცვის მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე გააჟღერა. როგორც სერგეენკო განმარტავს, მომსახურებას პროგრამა იმ მომლოდინე პაციენტებისთვის იწყებს, რომლებსაც ღვიძლის მძიმე დაზიანება არ აღენიშნებათ. პროგრამაში ჩასართავად „სტოპ-ცე“ ბაზაში რეგისტრირებული პაციენტები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ყველა საჭირო კვლევა, გაივლიან მხოლოდ რეგისტრაციის ეტაპს. რეგისტრაციისთვის კი მოქალაქეებმა C -ჰეპატიტის სერვის ცენტრს ან სოციალური მომსახურების თბილისის რაიონულ და რეგიონულ ოფისებს უნდა მიმართონ. ამ ეტაპზე მომლოდინე რეჟიმში 13 ათასი პაციენტია. ახალმა პაციენტებმა კი მკურნალობის პროცესში ჩართვამდე საჭირო კვლევების ჩატარების შემდეგ, ასევე, C-ჰეპატიტის სერვის ცენტრს ან სოციალური მოსამხურების სააგენტოს ოფისებს უნდა მიმართონ. 
წაკითხვა
ლეიშმანიოზის შემთხვევები - სპეციალისტების რჩევები და პროგნოზები
გამოქვეყნებულია: 2016-06-02 21:08:00
წლის დასაწყისიდან საქართველოში ლეიშმანიოზით ინფიცირების 31 შემთხვევაა გამოვლენილი. დაავადებათა ეროვნული ცენტრი, 4 წლამდე ასაკის ბავშვებთან დაკავშირებით, მოქალაქეებს რჩევას აძლევს. ლეიშმანიოზის ახალი შემთხვევების გამოვლენის მიუხედავად, პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში ამ ეტაპზე ზრდის ტენდენციას გამორიცხავენ.
წაკითხვა
ვანში განახლებული კლინიკა გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2016-06-02 19:15:00
ვანში განახლებული კლინიკა გაიხსნა. სამედიცინო ცენტრში როგორც ამბულატორიული, ასევე, სტაციონარული მომსახურების მიღებაა შესაძლებელი. მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, კლინიკა აღიჭურვა ახალი სამედიცინო აპარატურით. კლინიკაში 53 ადამიანია დასაქმებული. 
წაკითხვა