საზოგადოებრივი
104.5 FM
განკურნება თუ ფატალური ეფექტი - ამერიკაში აკრძალული პრეპარატი საქართველოში თავისუფლად იყიდება
გამოქვეყნებულია: 2014-12-13 20:52:00
განკურნება თუ ფატალური ეფექტი - სალომე ქოქიაშვილი იმ პრეპარატით დაინტერესდა, რომლის მოხმარებასაც შვიდი ქალის გარდაცვალება მოჰყვა. ინფორმაციას ფრანგული "ფიგარო" ავრცელებს.თრომბი, ინსულტი, დიაბეტი - ეს ის გვერდითი მოვლენებია, რომელზეც გაზეთი საუბრობს. უარყოფითი ეფექტების შესახებ ინფორმაციას ქართველი ექიმებიც ფლობენ, თუმცა უშუალოდ ამ პრეპარა
წაკითხვა
მურმან იაშვილს დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა
გამოქვეყნებულია: 2014-12-12 17:13:00
დღეს მურმან იაშვილს 80 წელი შეუსრულდებოდა. საიბულიეო თარიღთან დაკავშირებით დღეს ექიმებმა და ოჯახის ახლობლებმა კლინიკის ეზოში არსებული ბიუსტი ყვავილებით შეამაკეს და მისი მოღვაწეობა გაიხსენეს. ცნობილმა ექიმმა მურმან იაშვილმა, პირველად საქართველოში, 1976 წელს  დიღომში ლუბლიანის  ქუჩაზე მრავალპროფილური პედიატრიული კლინიკა გახსნა. 
წაკითხვა
იაშვილის კლინიკასთან არსებულ სისხლის ბანკს თანამედროვე აპარატურა გადაეცა
გამოქვეყნებულია: 2014-12-12 13:16:00
ჩეხეთის მთავრობის ხელშეწყობით, იაშვილის კლინიკასთან არსებულ სისხლის ბანკს თანამედროვე აპარატურა გადაეცა. რომლის საშუალებითაც, შესაძლებელია აფერეზის მეთოდით სისხლის კომპონენტების დამზადება. პაციენტები ევროგაერთიანების რეკომენდაციის მიხედვით დამზადებულ სისხლის კომპონენტებს მიიღებენ. იაშვიის კლინიკაში განმარტავენ, რომ სისტემას ანალოგი პოსტსაბჭოთა ქვყნებში ამ ეტაპზე არ აქვს. 
წაკითხვა
„თაიმსმა“ წლის ადამიანებად ებოლის წინააღმდეგ მებრძოლი მედიკოსები დაასახელა
გამოქვეყნებულია: 2014-12-10 20:45:00
ჟურნალმა „თაიმსმა“ წლის ადამიანებად ებოლის წინააღმდეგ მებრძოლი მედიკოსები დასაახელა. „მსოფლიოს დანარჩენ ნაწილს შეუძლია მშვიდად ეძინოს, რადგან ქალებისა და მამაკაცებისგან შემდგარი ჯგუფი ებოლის დასამარცხებლად იბრძვის. ისინი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აკეთებენ ამას“, -წერს გავლენიანი
წაკითხვა
სააფთიაქო ნარკომანია - ფსიქოტროპული მედიკამენტები თბილისის ცენტრში ურეცეპტოდ იყიდება
განახლებულია: 2014-12-10 20:29:00
სააფთიაქო ნარკომანია - ფსიქოტროპული მედიკამენტები, რომლებსაც ახალგაზრდები ნარკოტიკული თრობისთვის იყენებენ, თბილისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში ურეცეფტოდ იყიდება. ექსპერიმენტი ერთ-ერთმა მომხმარებელმა ჩააატარა, მოგვიანებით კი კანონდარღვევის
წაკითხვა
უკონტროლო წერტილები ფარმაცევტულ ბაზარზე - ფარული ჩანაწერი საბითუმო აფთიაქიდან
გამოქვეყნებულია: 2014-12-08 20:01:00
რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე აფთიაქში რეცეპტით გასაყიდ პრეპარატებს ახალი სქემით გასცემენ - ადგილზე მომუშავე ფარმაცევტები კლიენტების მიერ სახლიდან
წაკითხვა
ინოვაცია, რომელიც ფერითი სიბრმავის მქონე ადამიანებს დაეხმარება
განახლებულია: 2014-12-08 19:22:02
ფერითი სიბრმავით (დალტონიზმი) დაავადებული ადამიანებისთვის საყვარელი საფეხბურთო ნაკრების თამაშის ხილვა ან კულინარიული გადაცემის ყურება შესაძლოა რთული იყოს. ბრიტანელი მეცნიერების ახალი ინიციატივა იძლევა საშუალებას, რომ გამოსახულების გარკვეული დეტალები განსაკუთრებული სიცხადით გამოჩნდეს. აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ახალი ალგორითმი, რომელიც გამოსახულების წითელ და მწვანე სფეროებს განსაკუთრებით აძლიერებს.სპეციალური პროგრამით აღჭურვილი ხელსაწყო მონიტორზე მონტაჟდება და ზემოთხსენებულ ეფექტს ყველა გადაცემის  გამოსახულებაზე ახდენს. ინოვაცია ფერითი სიბრმავის მქონე ადამიანებს ფერების გარჩევას უადვილებს.წყარო: telegraph
წაკითხვა
ალექსანდრე კვიტაშვილი - უკრაინაში ძალიან მოსწონთ საქართველოში გატარებული რეფორმები
განახლებულია: 2014-12-06 17:07:20
 არ გამოვრიცხავ სხვა ქართველების უკრაინის  მინისტრთა კაბინეტში ყოფნას - "მოამბის" შეკითხვებს უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა უპასუხა.
წაკითხვა
ქართველი მაღალჩინოსნების გეგმები უკრაინაში -„მოამბის“ შეკითხვებს ალექსანდრე კვიტაშვილმა უპასუხა
განახლებულია: 2014-12-06 17:07:13
ქართველი  მაღალჩინოსნების უკრაინული გეგმები – გუშინ „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში ვასილ ივანოვ- ჩიქოვანის შეკითხვებს უკრაინის ჯანდაცვის მინიტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა უპასუხა, რომელიც სამშობლოში კვირას საღამომდე
წაკითხვა
ქუთაისში მცირეწლოვანი ბავშვი ცოფის ვირუსით გარდაიცვალა
განახლებულია: 2014-12-06 17:06:02
ქუთაისში მცირეწლოვანი ბავშვი ცოფის ვირუსით გარდაიცვალა. მოზარდი რამდენიმე დღის განმავლობაში ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. გუშინ კი თბილისში გადმოიყვანეს.  სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ცხოველთა უფლებების დამცველი ქუთაისის მერიას მოუწოდებს დროულად მოხდეს თანამედროვე სტანდარტებით ძაღლსაშენის მოწყობა, რათა მსგავსი შემთხვევები თავიდან იყოს აცილებული. რჩევა მოსახლეობას –მოერიდეთ მიუსაფარ ცხოველებთან უშუალო კონტაქტს.  
წაკითხვა
აუტიზმის მქონე ბავშვის დედა შვილის ცემის ფაქტის არასათანადო გამოძიებაზე საუბრობს
განახლებულია: 2014-12-04 15:14:05
აუტიზმის მქონე ბავშვის დედა თამარ იარაჯული, საბავშვო ბაღში მისი შვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურას უნდობლობას უცხადებს. იარაჯულის განცხადებით, პროკურატურამ, გაურკვეველი მიზეზების გამო, ის დაზარალებულად არ ცნო.თამარ იარაჯული პროკურატურას მეტი ყურადღებისა და გამოძიების საფუძვლიანად ჩატარებისკენ მოუწოდებს.
წაკითხვა
სიმონ ხეჩინაშვილის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
განახლებულია: 2014-12-03 14:55:32
აუდიოლოგიის ეროვნულ ცენტრში ცნობილი აუდიოლოგის, აკადემიკოს სიმონ ხეჩინაშვილის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ სმენის პრობლემის მქონე ბავშვები და მათი მშობლები.მშობლებმა იმ მიღწევებსა და შედეგებზე ისაუბრეს, რომელიც მათ შვილებს სმენის დასაბრუნებელი სპეციალური ოპერაციის შედეგად აქვთ.
წაკითხვა
ახალი ნეიროქირურგიული ცენტრი „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“
განახლებულია: 2014-12-03 14:28:28
„თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ ნეიროქირურგიული ცენტრი გაიხსნა. ახალი კლინიკის გახსნას ჯანდაცვის მინისტრი დაესწრო და დაწესებულება დაათვალიერა.ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და გათვლილია 42 საწოლზე.
წაკითხვა
რამდენად კმაყოფილია მოსახლეობა საზოგადოებრივი მომსახურებით - ACT-ს კვლევა
განახლებულია: 2014-12-03 14:25:21
რამდენად კმაყოფილია საქართველოს მოსახლეობა საზოგადოებრივი მომსახურებით - კომპანია ACT-მ კვლევის შედეგები წარმოადგინა. მომსახურება სოციალური დახმარების, ჯანდაცვის, განათლების სისტემებში და ინფრასტრუქტურაში - სწორედ ამ მიმართულებებს მოიცავს გამოკითხვა, რომელიც 2013 წელს 11 რეგიონში ჩატარდა.ამ პერიოდში ავტორებმა მუნიციპალური და სახელმწიფო მომსახურების ხელმისაწვდომობის მაჩვენებლები შეისწავლეს.კვლევამ მოსახლეობის სხვადასხვა მოთხოვნები და საჭიროებები გამოავლინა.
წაკითხვა
ყირიმ-კონგოს ეპიდემიური აფეთქება საქართველოში - გარდაცვლილია 3 ადამიანი
განახლებულია: 2014-12-03 01:43:22
ყირიმ-კონგოს ვირუსის ეპიდემიური აფეთქება ქვეყანაში უკვე დაადასტურა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა. გარდაცვლილია 3 ადამიანი. სტატისტიკა საგანგაშო ზღვარს აღწევს. უკვე ლაბორატორიულად დადასტურდა ათეულობით შემთხვევა მაღალი ლეტალობის მქონე ვირუსის, რომელიც ადამიანზე ძირითადად ცხიველებიდან, ტკიპებით გადადის. ყველაზე რთული ვითარება ხაშურშია.
წაკითხვა
საქართველოში ახალი ვირუსია აღმოჩენილი
განახლებულია: 2014-12-03 01:38:43
საქართველოში ახალი ვირუსია აღმოჩენილი. ქართველი სპეციალისტები ამერიკელ კოლეგებთან ერთად ამ დრომდე ცდილობენ დაადგინონ, რა სახისაა დაავადება, რომლითაც სამი ადამიანი დაინფიცირდა. უკვე დადასტურებულია ინფორმაცია, რომ ეს არის ამოუცნობი ვირუსული ინფექცია, რომელიც მანამდე არსად დაუფიქსირებიათ. წინასწარი კვლევების მიხედვით, ის ძალიან ჰგავს "ყვავილის" სახელით ცნობილ ვირუსს, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში ლეტალური შედეგით სრულდებოდა. თუმცა იმის გამო, რომ ინფექცია ბოლომდე გამოკვლეული არ არის, სპეციალისტებს დაავადების თანმდევი შედეგების სიმძიმის პროგნოზირება ამ ეტაპზე უჭირთ. კვლევის პროცესში ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებიც არიან ჩართული, რომლებიც არ გამორიცხავენ, რომ ახალი ვირუსული ინფექცია შესაძლოა ბიოლოგიურ იარაღად იყოს გამოყენებული. რატი ხვისტანი მუშაობდა თემაზე.
წაკითხვა
ქათმის გრიპის მეოთხე შემთხვევა ჰოლანდიაში
განახლებულია: 2014-12-02 19:06:43
დევნილებმა აქცია გამართეს ქუთაისში. ჭავჭავაძის გამზირზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებულები დახმარებას ითხოვენ. ქათმის გრიპის რიგით მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა ჰოლანდიის ფერმაში, სადაც უკვე გაანადგურეს დაახლოებით 28 000 ფრინველი. ახლა შემოწმება ახლოს მდებარე ოთხ სხვა ფერმას უტარდება.ქათმის გრიპის პირველი შემთხვევა ჰოლანდიაში ორი კვირის წინ დაფიქსირდა. ექსპერტები ახლა იმის დადგენას ცდილობენ, რამდენად საშიშია ვირუსი ადამიანებისთვის. ექსპერტიზის შედეგები დღეს გახდება ცნობილი.შეგახსენებთ, ჰოლანდია ფრინველის ხორცის და კვერცხის ერთ-ერთი ყველზე მსხვილი ექსპორტიორია ევროკავშირში.
წაკითხვა
შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე და გაზრდილი სტატისტიკა საქართველოში
გამოქვეყნებულია: 2014-12-01 21:02:00
შეზღუდვები რიკოთის უღელტეხილზე. დიდთოვლობის გამო ტრანსპორტით გაადაადგილება ღამით რამდენიმე საათით აიკრძალა. შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს საქართველო გაუარესებული სტატისტიკით ხვდება. 2014 წლის მონაცემებით, აივ ინფექციით ინფიცირებულთა რაოდენობა 6 000-ს აღწევს, მათ შორის 45 ბავშვია.დაავადების გამო, წელს ქვეყანაში 966 ადამიანი გარდაიცვალა.
წაკითხვა
სემინარი პედიატრებისთვის
განახლებულია: 2014-12-01 20:20:55
ქართველი პედიატრები UNICEF-ის მიერ ორგანიზებულ სამდღიან სემინარში მონაწილეობენ, რომლის თემაა ინფექციური დაავადებები, მათ შორის შიდსი. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 50 სპეციალისტი ქართველ კოლეგებს გამოცდილებას უზიარებს, როგორ უნდა უმკურნალონ არასრულწლოვანებს გართულებების დროს, როდესაც აივ ინფექციას თან ტუბერკულოზი და ჰეპატიტი ახლავს.
წაკითხვა
Google-მა პირებისთვის, რომლებსაც კიდურების კანკალი აღენიშნებათ, კოვზები დაამზადა
განახლებულია: 2014-12-01 20:19:23
კორპორაციამ Google იმ პირებისთვის, რომლებსაც კიდურების კანკალი (ტრემორი) აღენიშნებათ, კოვზები დაამზადა. ცხადია, ინოვაციური აპარატი სამზარეულოს ჩვეულებრივი კოვზი არ არის და ასობით ალგორითმს მოიცავს. მოწყობილობა ხელის რყევებს აფიქსირებს, წამების განმავლობაში ახდენს კოვზის მდებარეობის კორექტირებას და ბალანსს აღადგენს, რომ მომხმარებელს საკვები არ გადმოეღვაროს.Google-ის კოვზი სან ფრანცისკოს კლინიკაში უკვე გამოსცადეს. ინოვაციური ტექნოლოგიის დახმარებით, პაციენტებმა, რომლებსაც სხვების დახმარების გარეშე კვება არ შეეძლოთ, გემრიელად მიირთვეს. კანკალი, როგორც წესი, ხანდაზმულ ასაკთან ასოცირდება, მაგრამ ახალგაზრდებს შორისაც ძალიან გავრცელებულია. მოძრაობის დარღვევები მრავალი დაავადების, მათ შორის პარკინსონის, თავის ტვინის და სხვ. დაავადებების დამახასიათებელი სიმპტომებია.(abcnews)
წაკითხვა