საზოგადოებრივი
104.5 FM
ექიმებისთვის პროფესიული განვითარების პროგრამა იწყება
გამოქვეყნებულია: 2014-11-29 16:43:00
ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით, ექიმებისთვის პროფესიული განვითარების პროგრამა იწყება. პროგრამა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მოდულებს, როგორიცაა: პაციენტის პირველადი და მეორადი შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიები; გულ-ფილტვის რეანიმაცია; გუნდური მუშაობის კონცეფცია; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მწვავე პათოლოგიების მართვა; პროგრამაში პირველ ეტაპზე პენიტენციური ჯანდაცვის 70 ექიმი ჩაერთვება - მათ პროგრამის დაწყებამდე და პროგრამის დასრულების შემდეგ ტესტი ჩაუტარდებათ.
წაკითხვა
შსს-ს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს
გამოქვეყნებულია: 2014-11-23 18:02:00
„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ - აქციის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის იაშვილის სახელობის კლინიკაში სისხლი გაიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო თითქმის ორი წელია მონაწილეობს აღნიშნულ აქციაში. მასში მონაწილეობის მიზანია, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.
წაკითხვა
გვინეაში ბოროტმოქმედებმა ებოლის ვირუსით ინფიცირებული სისხლის ნიმუშები მოიპარეს
გამოქვეყნებულია: 2014-11-22 13:47:00
გვინეაში ბოროტმოქმედებმა ებოლის ვირუსით ინფიცირებული სისხლის ნიმუშები მოიპარეს. თავდასხმა ლაბორატორიის ავტომობილზე ანალიზების ტრანსპორტირების დროს განხორციელდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოტოციკლებით მოძრავმა სამმა პირმა "წითელი ჯვრის" თანამშრომლებს იარაღის მუქარით სისხლის ნიმუშები, მობილური ტელეფონები და ძვირფასეულობა გამოსტაცა, რის შემდეგაც ბოროტმოქმედები მიიმალნენ.
წაკითხვა
მადაგასკარზე "შავი ჭირის" ეპიდემიას 40 ადამიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2014-11-22 13:46:00
მადაგასკარზე "შავი ჭირის" ეპიდემიას 40 ადამიანი ემსხვერპლა. დაავადების პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 31 აგვისტოს გამოვლინდა, ინფიცირებული პაციენტი კი 3 სექტემბერს გარდაიცვალა. ამ დროისთვის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 119-ს შეადგენს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ბაქტერიული ინფექციის სწრაფად გავრცელებას ქალაქებში მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვე და სუსტი ჯანდაცვის სისტემა უწყობს ხელს. ქვეყნის ხელისუფლებას დახმარებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და "წითელი ჯვარი" უწევს.
წაკითხვა
რუხში ახალი საავადმყოფო შენდება
გამოქვეყნებულია: 2014-11-20 17:29:00
სამეგრელოს რეგიონში ახალი საავადმყოფო შენდება. სოფელ რუხში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 220-ადგილიანი მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო საავადმყოფო, ამოქმედების შემდეგ, მიმდებარე სოფლებში, ასევე აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება. კლინიკის ტერიტორიაზე მოეწყობა აუდიტორიები და ბიბლიოთეკაც. ამ დროისთვის უკვე ჩასხმულია კომპლექსის შვიდივე ბლოკის საძირკველი და მოწყობილია ჭაბურღილი, რომლითაც საავადმყოფო და დანარჩენი შენობები წყლით მომარაგდება.
წაკითხვა
დიღმის მასივში ხანძრის შედეგად 75 წლის ქალმა დამწვრობა მიიღო
გამოქვეყნებულია: 2014-11-18 16:00:00
დიღმის მასივში ხანძრის შედეგად 75 წლის ქალმა დამწვრობა მიიღო. საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციათა სააგენტოშოს ინფორმაციით, შემთხვევა დიღმის მასივის მე-6 კვარტლის, 21-ე კორპუსის, მე-10 სართულზე მოხდა. ხანძარი 50 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა, რის შედეგადაც მოხუცი ქალი დაშავდა. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა. ადგილზე 5 სახანძრო ჯგუფი იყო გასული. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. წყარო: "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა
"სოლიდარობისა" და დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდების მხარდაჭერით, სამი წლის მარიამ ომანაშვილი თურქეთში სამკურნალოდ გაემგზავრა
გამოქვეყნებულია: 2014-11-18 13:52:00
"სოლიდარობისა" და დიმიტი ცინცაძის სახელობის ფონდების მხარდაჭერით, სამი წლის მარიამ ომანაშვილი თურქეთში სამკურნალოდ გაემგზავრა. ბავშვს თურქეთში თვალზე ონკოქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება. მარიამის მკურნალობა 27 ათას 250 დოლარი ჯდება. ოჯახს აღნიშნული თანხა არ გააჩნია, რის გამოც პატარა მარიამის სამკურნალოდ წაყვანას ვერ ახერხებდა. თურქეთში მარიამისა და მისი მშშობლების მგზავრობის ხარჯებს მთლიანად დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი ფარავს.
წაკითხვა
კარდიოქირურგიის განვითარება - კონფერენცია თბილისში
გამოქვეყნებულია: 2014-11-15 16:50:00
კონფერენცია კარდიოქირურგიის განვითარების შესახებ - ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის წარმომადენლებმა შეხვედრაზე დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების შესახებ ისაუბრეს. მსგავსი ტიპის სამედიცინო სახის ფართომასშტაბიანი კონფერენცია პირველად ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ კარდიოლოგები, ქირურგები და სამედიცინო კომპანიების წარმომადგენლები. სამედიცინო სექტორის სამუშაო შეხვედრა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
წაკითხვა
"სოფოსბუვირი" - C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი პრეპარატი, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან შემოვა
გამოქვეყნებულია: 2014-11-15 16:45:00
“სოფოსბუვირი” - C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი პრეპარატი, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან შემოვა. განცხადება ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრისას გააკეთა. დავით სერგეენკომ ჰეპატოლოგებს "სოფოსბუვირის" ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აქცენტი ახალი მედიკამენტის ხელმისაწვდომ ფასზე გააკეთა. მსოფლიოში აპრობირებული პრეპარატის საქართველოში შემოტანის შესახებ ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან მომავალი წლის იანვარში გაფორმდება.
წაკითხვა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია
გამოქვეყნებულია: 2014-11-15 16:36:00
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორ ავთანდილ იმედაძის განმარტებით, დავით გალეგაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. იმედაძე ჟურნალისტებთან განმარტავს რომ მისთვის უცნობია, რამ გამოიწვია გონების დაკარგვა და ქალა- ტვინის ტრავმა.
წაკითხვა
ქართულ-ჰოლანდიური ეპილეფსიის ცენტრი დღეიდან ფუნქციონირებას დაიწყებს
გამოქვეყნებულია: 2014-11-15 13:36:00
ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ქართულ-ჰოლანდიური ეპილეფსიის ცენტრი დღეიდან ფუნქციონირებას დაიწყებს. ერთობლივი პროექტის პრეზენტაციას როგორც ქართველი, ასევე ჰოლანდიელი მედიკოსები ესწრებოდნენ. ეპილეფსიით დაავადებული ადამიანები კლინიკაში საკუთარი დიაგნოზის გაგებასა და მკურნალობას შეძლებენ. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით. მედიკოსების ჯგუფი დაკომპლექტებულია თანამშრომლებით, რომლებმაც კვალიფიკაცია ნიდერლანდების ეპილეფსიის ცენტრში აიმაღლეს.
წაკითხვა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თავის ტრავმით საავადმყოფოში იმყოფება
გამოქვეყნებულია: 2014-11-15 10:52:00
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი თავის ტრავმით რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება. როგორც სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, შემთხვევა ხუთშაბათს მოხდა. დავით გალეგაშვილი წაიქცა, რის შედეგადაც თავი დაარტყა და ამჟამად კომაშია. "ის მთელი დღის განმავლობაში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა უმჯობესდება", - აღნიშნეს გუშინ პრესსამსახურში.თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დავით გალეგაშვილი ნაცემია, რასაც პრესსამსახურში კატეგორიულად უარყოფენ. წყარო: "ინტერპესნიუსი"
წაკითხვა
დიაბეტის მსოფლიო დღე მედიკოსებმა და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს
გამოქვეყნებულია: 2014-11-14 18:29:00
დიაბეტის მსოფლიო დღე მედიკოსებმა და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებმა კულტურის ცენტრ "მუზაში" აღინიშნეს. შეხვედრას, ექიმების გარდა, პაციენტებიც ესწრებოდნენ. დიაბეტის საერთაშორისო დღის აღნიშვნაზე საუბარი იყო დიაბეტით დაავადებულების მდგომარეობის გაუმჯობესების გზებსა და საშუალებებზე. შეხვედრა დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.
წაკითხვა
სახელმწიფო C ჰეპატიტის წინააღმდეგ ახალ პროგრამას იწყებს
გამოქვეყნებულია: 2014-11-14 17:02:00
სახელმწიფო C ჰეპატიტის წინააღმდეგ ახალ პროგრამას იწყებს. ქვეყანაში ახალი წამალი შემოდის, რომელიც პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება. დავით სერგეენკომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შედეგები პრემიერმინისტრს გააცნო. შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა C ჰეპატიტის მკურნალობის მიმართულებით არსებული სიახლეები შეაფასა და ჯანდაცვის მინისტრს მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება მიულოცა. პრემიერმინისტრის განცხადებით, ამ პროგრამის ფარგლებში, უახლოეს წლებში ქვეყანაში C ჰეპატიტის პრობლემა მთლიანად მოიხსნება.პრემიერთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა შეერთებულ შტატებში მიღწეული შეთანხმების შესახებ დეტალები ჟურნალისტებს გააცნო.სერგეენკოს თქმით, ხელშეკრულებას ხელი მიმდინარე წლის ბოლოს მოეწერება, პროგრამა კი 1015 წლიდან ამოქმედდება.
წაკითხვა
ავღანეთში, ბაგრამის სამხედრო ბაზაზე სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა
გამოქვეყნებულია: 2014-11-14 16:12:00
ავღანეთში, ბაგრამის სამხედრო ბაზაზე სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. შემთხვევა ქართველი სამხედროების პატრულირების დროს მოხდა, როდესაც თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.ისინი ბაგრამის ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სამხედროები სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა.
წაკითხვა
უკიდურესად მძიმეა მე-6 სართულიდან გადავარდნილი 3 წლის ბავშვის მდგომარეობა
გამოქვეყნებულია: 2014-11-14 11:15:00
ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა 3 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადავარდა. პატარა იაშვილის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია. ექიმების განცხადებით, ბავშვს თავის ტრავმა აღენიშნება. უბედური შემთხვევა თბილისში, წერეთლის გამზირზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი სახლში მარტო იმყოფებოდა.
წაკითხვა
წერეთლის გამზირზე მე-6 სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა
გამოქვეყნებულია: 2014-11-13 20:39:00
ინციდენტი თბილისში - წერეთლის გამზირზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი სახლში მარტო იმყოფებოდა. დაშავებული ამ დროისთვის იაშვილის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.ექიმების განცხადებით, ბავშვს თავის ტრავმა აღენიშნებოდა და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
წაკითხვა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი აშშ-ში
გამოქვეყნებულია: 2014-11-05 11:28:00
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. დავით სერგეენკო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და C-ჰეპატიტის წინააღმდეგ წამლის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრაზე დავით სერგეენკო საქართველოში ახალი თაობის პრეპარატის "სოფობუვირის" დაბალ ფასად შემოტანის საკითხს დააყენებს. ვიზიტის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრი შეხვედრას ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებთანაც გაამართავს.
წაკითხვა
მოსკოვში მედიკოსები ჯანდაცვის რეფორმას აპროტესტებენ
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 17:32:00
აქცია მოსკოვში - დედაქალაქის ცენტრალურ სკვერში შეკრებილი ათასობით ექიმი და ექთანი ჯანდაცვის რეფორმას აპროტესტებს. დემონსტრანტების განცხადებით, დაგეგმილი რეფორმის განხორციელება საავადმყოფოების დახურვასა და სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს.ცვლილებების პროექტი რუსეთის პრეზიდენტმა 2012 წლის არჩევნების შემდეგ წარადგინა.აქციის მონაწილეები მოსკოვის ვიცე-მერის, ლეონიდ პეჩატნიკოვის გადადგომას ითხოვენ.
წაკითხვა
გახდება თუ არა საქართველო ქვეყანა, სადაც C ჰეპატიტს, ახალი თაობის პრეპარატით უმკურნალებენ
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 20:54:00
გახდება თუ არა საქართველო ქვეყანა, სადაც C ჰეპატიტს ახალი თაობის პრეპარატით უმკურნალებენ. ქართული მხარე მედიკამენტ "სოფოსბუვირის" მწარმოებლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ჯანდაცვის მინიტრს ნათია ქენქაძე შეხვდა.
წაკითხვა