საზოგადოებრივი
104.5 FM
ფარმაცევტულ კომპანიებს შესაძლოა, კლინიკისა და სადაზღვევო კომპანიის მართვის უფლება აღარ ჰქონდეთ
გამოქვეყნებულია: 2017-06-06 15:30:00
ფარმაცევტულ კომპანიებს შესაძლოა, კლინიკისა და სადაზღვევო კომპანიის მართვის უფლება აღარ ჰქონდეთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, წამლის შესახებ კანონის ცვლილება ევროკავშირთან არსებული ერთ-ერთი ვალდებულებაა.„ეს ცვლილებები მოიცავს რამდენიმე ათეულ კომპონენტს, მათ შორის ის, რომ შეიძლება აღარ იყოს ვერტიკალური ინტეგრაცია, რაც ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ ფარმაცევტულ კომპანიას კლინიკისა და სადაზღვევო კომპანიის მართვის უფლება აღარ უნდა ჰქონდეს. თუმცა, ეს არის სამუშაო დოკუმენტი, რომელიც გაივლის პირველ ექსპერტიზას დარგის წარმომადგენლებთან და უკვე შემდეგ იქნება პარლამენტში მსჯელობა“,- განაცხადა სერგეენკომ.როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო ორი წელია კანონპროექტზე მუშაობს. სერგეენკოს თქმით, კანონპროექტი პარლამენტმა შესაძლოა, შემოდგომის სესიაზე განიხილოს.
წაკითხვა
თბილისში შუახნის ქალი მენინგოკოკცემიის ვირუსით გარდაიცვალა
გამოქვეყნებულია: 2017-06-06 15:06:00
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, 3 ივნისს შუახნის ქალი მენინგოკოკცემიის ვირუსით გარდაიცვალა.როგორც საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა გიორგი ლობჟანიძემ საზოგადოებრივს განუცხადა, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი ექიმისთვის დაგვიანებით მიმართვა გახდა. ლობჟანიძის განცხადებით, პაციენტს სტაციონარში განთავსებამდე რამდენიმე დღე მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მედიკოსების განცხადებით, ბოლო პერიოდში, ეს მენინგოკოკცემიის პირველი შემთხვევაა ქვეყანაში და ეპიდემიის გავრცელების რისკი არ არსებობს. თუმცა, კლინიკის წარმომადგენლებმა ეპიდემიის შესაძლო საფრთხისგან თავის ასაცილებლად საქმის კურსში დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები ჩააყენეს.
წაკითხვა
უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე ინფექციური საავადმყოფო აშენდება, სადაც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი გადავა
გამოქვეყნებულია: 2017-06-06 13:58:00
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლებს პასუხობს.  დავით სერგეენკოს განმარტებით, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე გამოყოფილია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჰექტარ ნახევრამდე მიწა, სადაც ინფექციური საავდმყოფო აშენდება. მისი თქმით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ამ ახალ შენობაში გადავა. „ამ ტერიტორიაზე სახელმწიფო ინფექციური საავდმყოფოს აშენებას ვაპირებთ, სადაც შიდსისა და ინფექციურის ცენტრი გადავა. ახლა პოექტირების სტადიაა. იდეალურ შემთხვევაში მშენებლობის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ პაციენტების მიღება შესაძლებელი იქნება. ამიტომ ეს ორი წელი რომ გაუსაძლის პირობებში არ იყვნენ, ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება და ალბათ, პრემიერთან საღამოს შეხვედრაზეც გვექნება საუბარი ამაზე, რომ მოველაპარაკოთ კომპანია ”ავერსს”, რათა მათ მოგვცენ საშუალება ამ პერსონალის განთავსების. ამ სავადმყოფოსთვის თითქმის ნახევარ მილიონს ვიხდით იჯარის სახით და ეს ნახევარი მილიონი შეგვიძლია შედარებით უკეთესი პირობების შექმნას მოვახმაროთ. მე ვფიქრობ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სამი წლის წინ ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის სანზონაში ყოფილი კარდიოლოგიის ინსტიტუტის შენობა და ბიუჯეტი გამოყოფილი იყო, თუმცა პროექტი ვერ განხორციელდა. „შენობის რეკონსტრუქციის დაწყება არ მოხდა, რადგან რამოდენიმე ათეული სოციალურად დაუცველი შეიჭრა და იქ ცხოვრობდა. ცენტრს ვთავაზობდით და დღესაც ვთავაზობთ, რომ მივცემდით იჯარის თანხას და ნებისმიერი სხვა შენობა მოეძებნათ, სანამ ახალი შენობის აშენებამდე ისინი ნორმალურ პირობებში იქნებოდნენ. სამხუხაროდ, შესაბამისი შენობა ვერ მოძებნეს, რომელიც სტანდარტებს დააკმაყოფილებდა“, - განაცხადა სერგეენკომ.ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის თანამშრომლებმა დღეს აქცია გამართეს, სადაც მათთვის შენობის უმოკლეს ვადაში ა
წაკითხვა
პაატა კურტანიძე - „ავერსს“ არ აქვს ვალდებულება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ინფექციური საავადმყოფო გაარემონტოს ან აპარატურა უყიდოს
გამოქვეყნებულია: 2017-06-06 13:50:00
„ავერსს“ არ აქვს ვალდებულება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ინფექციური საავადმყოფო გაარემონტოს ან აპარატურა უყიდოს,- ამის შესახებ „ავერსის“ დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გახსნაზე ჟურნალისტებს განუცხადა.კურტანიძის თქმით, „ავერსმა“ ეს ტერიტორია, დაახლოებით ექვსი ჰექტარი, ღია აუქციონზე შეიძინა. ადგილზე ორი სამედიცინო დაწესებულება -  შიდსის და სეფსისის ცენტრები მუშაობდნენ. „ავერსის“ დამფუძნებლის განმარტებით, კომპანიას მათთვის ხელი არ შეუშლია და ისინი ჩვეულებრივად მუშაობენ.„ორი წლის განმავლობაში სახელმწიფოს ჰქონდა ვალდებულება, რომ აეშენებინა მათთვის კლინიკები, ანუ 2011 წლის დეკემბერში მათ უნდა დაეცალათ ტერიტორია, ეს ვერ მოხერხდა. ჩვენ მათთვის ხელი არაფერში შეგვიშლია და დღემდე არ ვუშლით, უბრალოდ დავიწყეთ ჩვენი ტერიტორიის მოწესრიგება.148 მანქანა საყოფაცხოვრებო ნაგავი გავიტანეთ ტერიტორიიდან. ჩვენ შიდსისა და ინფექციური პათოლოგიის ცენტრისთვის არანაირი ფართი არ შეგვიმცირებია, ფუნქციონირებენ ჩვეულებრივად, იჯარას უხდის ჯანდაცვის სამინისტრო. კარგად წაიკითხონ იჯარის ხელშეკრულება, მათ სრული უფლება აქვთ ნებისმიერი სახის რემონტი გააკეთონ.“,- აღნიშნა კურტანიძემ.ბიზნესმენმა განმარტა, რომ „ავერსის“ ინტერესში მათი პირობების გაუმჯობესება ვერანაირად ვერ შევა, რადგან ეს არის სახელმწიფო საკუთრებაა.„თავის დროზე ჯანდაცვის სამინისტრომ შესთავაზა სეფსისის ცენტრს და ინფექციურ საავადმყოფოს, რომ „ავერსს“ მოეხდინა მათი პრივატიზება. სეფსის ცენტრი დათანხმდა და ხედავთ, დღეს როგორ პირობებში მუშაობენ, ინფექციური საავადმყოფო კი იყო უარზე, რადგან  ამბობდნენ,  რომ სახელმწიფო აუშენებდათ კლინიკას და ჩვენ ძალა არ დაგვიტანებია, დღემდე ელოდებიან ამ კლინიკის აშენებას. „ავერსს“ არანაირი დანაშაული მათ წინაშე არ აქვს. ჩვენ ვიყიდეთ მიწა და შენობები. თუ სეფსისის ცენტრში ადრე მუშაობდა 150 კაცი, დღეს მუშაობს 325 ექიმი და კიდევ ემატება. პედიატრიული განყოფილება არ იყო 20 წელი და დღეს გაკეთდა და აღიჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიით. „ავერსს“ არ აქვს ვალდებულება, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ინფექციური საავადმყოფო გაარემონტოს ან აპარატურა უყიდოს“,-  განაცხადა პაატა კურტანიძემ.კლინიკის გასხნის ცერემონია აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ინფექციური პათოლოგიის,
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - მინდა, ქედი მოვიხარო იმ ექიმების წინაშე, რომლებმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს
გამოქვეყნებულია: 2017-06-06 12:51:00
ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა გაიხსნა. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა მიიღეს. გიორგი კვირიკაშვილმა აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილი გაიხსენა და მედიცინაში მის ღვაწლზე ისაუბრა."გილოცავთ, ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს ასეთი თანამედროვე სტანდარტებით აწყობილი ჰოსპიტალი. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს განსაკუთრებული ადგილია და ატარებს ისეთი ღვაწლმოსილი ადამიანის სახელს, როგორიც გახლდათ ვახტანგ ბოჭორიშვილი. მე მხვდა წილად ვყოფილიყავი ერთი მოწვევის პარლამენტის წევრი ამ უდიდესს ადამიანთან ერთად და არასოდეს დამავიწყდება მისი სიბრძნე, გონებამახვილობა, იუმორის გრძნობა და ის განსაკუთრებული სიყვარული ადამიანების მიმართ, რომელიც მას ახასიათებდა. მოხარული ვარ, რომ ვხედავ დღეს აქ კლინიკაში ადამიანებს, რომლებმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს და მინდა ქედი მოვიხარო თქვენს წინაშე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  სახელმწიფო კერძო სექტორთან ერთად ანვითარებს დღეს ჯანდაცვის სფეროს, ვინაიდან ეს არის ის პარტნიორობა, რომელმაც მოგვცა ის მოდელი, სადაც ყველა ადამიანს აქვს გარანტირებული ჯანდაცვა სახელმწიფოს მხრიდან. ამიტომ, კიდევ ერთხელ გილოცავთ, ეს არის "ევრობანკთან" ერთად განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტი,15 მილიონი ლარის ინვესტიცია არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია და კარგია, რომ აქ გვაქვს თანამედროვე აპარატურა, ასევე კლინიკის წარმატებას ადამიანური რესურსი განსაზღვრავს“, -აღნიშნა პრემიერმა.
წაკითხვა
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო იწყებს ახალ კამპანიას - #განიკურნე
განახლებულია: 2017-06-05 18:00:00
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ახალ კამპანიას - #განიკურნე იწყებს.სამინისტროს ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოჩნდა ფოტოები ჰეშთეგით - განიკურნე, თუმცა უცნობია, რას ეხება კამპანია. კამპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროში ჯერ არ ახმაურებენ. 
წაკითხვა
სერვისის მიწოდების ხარისხი და კადრების სიმცირე - პარლამენტში ტუბერკულოზის მართვის საკითხი განიხილეს
გამოქვეყნებულია: 2017-06-02 18:17:00
სერვისის მიწოდების ხარისხი და კადრების სიმცირე- ეს პრობლემები დაისვა დღეს პარლამენტში ტუბერკულოზის მართვის საკითხის განხილვისას. ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით დასაქმებულები ძირითადად საშუალო ასაკის არიან და ახალგაზრდებისთვის ეს სფერო ნაკლებად მიმზიდველია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის  განცხადებით, კადრების სიმცირის პრობლემა განსაკუთრებულად მძიმედ რეგიონებში დგას. იგი განმარტავს, რომ სერვისის გასაუმჯობესებლად დაგეგმილია პერსონალის გადამზადება და სხვა სახის ცვლილებები.  
წაკითხვა
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ამოქმედებული ახალი რეგულაციები - რა მდგომარეობაა რეგიონებში მდებარე სამშობიაროებში
განახლებულია: 2017-05-30 20:22:00
რეგიონებში მდებარე სამშობიაროების ნაწილი დახურვის პირასაა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ამოქმედებული ახალი რეგულაციების გამო, რამდენიმე კლინიკამ პაციენტების მიღება უკვე შეწყვიტა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დასაბრუნებლად სამშობიაროებმა მომსახურების ხარისხი და ინფრაქტრუტურა უნდა გააუმჯობესონ, რისთვისაც გარკვეული ვადებია დაწესებული. თუმცა რეგიონებში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი ფინანსური რესურსების არარსებობის გამო, მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს. 
წაკითხვა
პარლამენტში „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-05-29 22:57:00
„მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართება 30 მაისს საქართველოს პარლამენტში. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე პარლამენტის, მთავრობის, პრეზიდენტის, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან მიწვეულნი.თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონმდებლობის რეფორმა 17 მაისს, პარლამენტის მიერ გამკაცრებული რეგულაციების მესამე მოსმენით მიღების შემდეგ დასრულდა. მოწევის აკრძალვა ყველა საზოგადოებრივ შენობასა და ტრანსპორტში, რეკლამის, სპონსორობისა და პოპულარიზაციის ყველა ფორმის აკრძალვა, კოლოფებზე პიქტოგრამების დატანა და მისი ფართობის გაზრდა, ელექტრონული სიგარეტებისა და დასატენი კონტეინერების რეგულირება, სტანდარტიზებული შეფუთვა, - ის ძირითადი ცვლილებებია, რაც რეფორმის შედეგად განხორციელდა. ახალი რეგულაციები საქართველოში 2018 წლიდან 2021 წლამდე ეტაპობრივად ამოქმედდება. აღნიშნულ ცვლილებებთან ერთად, ხვალინდელ მიღებაზე სტატისტიკურ მონაცემებსაც განიხილავენ. კომიტეტის ინფორმაციით, საქართველოში აქტიური მწეველი მოსახლეობის 33%-ია, პასიური მწეველი კი 39%, ხოლო მოსახლეობის 2/3 კვამლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღისადმი მიძღვნილი მიღება პარლამენტში 30 მაისს, 16:00 საათზეა დაგეგმილი.
წაკითხვა
მედიკამენტის ხარისხი - რა ხარვეზები აქვს კონტროლის მექანიზმებს და მოსალოდნელია თუ არა რეგულაციების გამკაცრება
გამოქვეყნებულია: 2017-05-25 20:28:00
გამოწვევად რჩება საქართველოში იმპორტირებული და ადგილზე წარმოებული წამლების ხარისხიც. არასამთავრობო სექტორი კონტროლის მექანიზმებს არასაკმარისად მიიჩნევს და რეგულაციების გამკაცრებას ითხოვს. ერთ-ერთ პრობლემად ის გარემოება სახელდება, რომ მომხმარებელი ბაზრიდან ამოღებულ პრეპარატებზე ინფორმირებული არ არის. კანონი ასევე უშვებს, რომ მედიკამენტი აფთიაქებში შემოწმების გარეშეც მოხვდეს. მარიამ სეთურიძე განავრცობს თემას.
წაკითხვა
საქართველოში მედიკამენტების ხარისხის კონტროლი მკაცრდება
გამოქვეყნებულია: 2017-05-25 18:33:00
საქართველოში მედიკამენტების ხარისხის კონტროლი მკაცრდება. შესაბამისი სტრატეგია ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტზე სამუშაო ჯგუფმა წარადგინა. რას ითვალისწინებს გამკაცრებული კონტროლი და რატომ გახდა აუცილებელი ამ ნაბიჯის გადადგმა. მარიამ სეთურიძე მუშაობს რამდენიმე დღეა თემაზე.
წაკითხვა
დავით სერგეენკო - შრომის ინსპექციის დასკვნის შესრულება სავალდებულო იქნება
გამოქვეყნებულია: 2017-05-25 14:04:00
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობას ახალი კანონპროექტი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“  წარუდგინა.დავით სერგეენკოს განცხადებით, კანონპროექტში მკაფიოდ არის გაწერილი შრომის უსაფრთხოების ნორმები.„კანონპროექტში გაწერილია, რომელ ინდუსტრიაში, რა სახის უსაფრთხოება ვრცელდება და ამ ნორმების შეუსრულებლობას რა სახის სანქციები მოყვება. ასევე, შრომის ინსპექციას ახალი შესაძლებლობები გაუჩნდება -გაფრთხილების გარეშე, გეგმიურად განახორციელოს ინსპექტირება. ამას გარდა, საფრთხის არსებობის შემთხვევაში, არაგეგმიური შემოწმებაც მოახდინოს და მათი დასკვნის შესრულება კი სავალდებულო იქნება“,- აღნიშნა მინისტრმა.„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტზე მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს,  რომელიც განსახილველად უკვე პარლამენტს გადაეგზავნება.
წაკითხვა
დავით სერგეენკო - ვფიქრობთ, აფხაზეთის ტერიტორიაზე C ჰეპატიტით დაავადების მაღალი რიცხვია, ამიტომ ვვარაუდობთ, რომ პაციენტების ნაკადი დიდი იქნება
გამოქვეყნებულია: 2017-05-25 13:58:00
ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლევის ჩატარების შესაძლებლობა არ გვქონდა, თუმცა ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებით აფხაზეთის ტერიტორიაზე C ჰეპატიტით დაავადების მაღალი რიცხვია, ამიტომ ვვარაუდობთ, რომ პაციენტების ნაკადი დიდი იქნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. „აქამდე ეს იყო მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პაციენტების პრივილეგია, რომ ესარგებლა სახელმწიფო პროგრამით, ახლა უკვე შესაძლებელი გახდება ამ პროგრამით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულეებმაც ისარგებლონ“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. შეგახსენებთ, C ჰეპატიტის პროგრამით მოსარგებლეთა არეალი ფართოვდება. პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირები C ჰეპატიტის სამკურნალო უახლესი თაობის ძვირადღირებულ მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ. საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.
წაკითხვა
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მხცოვრები პირები, რომლებსაც პირადობის ნეიტრალური მოწმობა აქვთ, C ჰეპატიტის მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ
გამოქვეყნებულია: 2017-05-25 11:03:00
C ჰეპატიტის პროგრამით მოსარგებლეთა არეალი ფართოვდება. პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირები C ჰეპატიტის სამკურნალო უახლესი თაობის ძვირდაღირებულ მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ.საკითხს დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ.როგორც  ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ფარმაცევტულ კომპანია „გილეადთან“ გაფორმდა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდული, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მხცოვრები პირები, რომლებსაც პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი აქვთ, C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვას შეძლებენ.ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, C ჰეპატიის პროგრამაში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 38 ათასამდე ბენეფიციარი, მკურნალობის კურსი 29 ათასზე მეტმა დაასრულა და განკურნების მაჩვენებელი 98 პროცენტს შეადგენს.
წაკითხვა
6 რამ, რაც უძილობის დროს ჩვენს სხეულს ემართება
გამოქვეყნებულია: 2017-05-24 21:07:00
​ბრიტანეთის ეროვნული ჯანმრთელობის ორგანიზაცია ახალ კვლევას აქვეყნებს - რა ემართება ჩვენს სხეულს უძილობის დროს. მეცნიერებმა დიდი ხანია ძილის საშუალო ხანგრძლივობა დაადგინეს და ის დღე-ღამეში 8 საათს შეადგენს. თუმცა, ცოტა ჩვენგანი თუ იცავს აღნიშნულ სტანდარტებს. როგორც მეცნიერები ამბობენ, სწორედ უძილობა ხდება ბევრი დაავადების გამომწვევი მიზეზი. ამჯერად, შემოგთავაზებთ 6 მოვლენას, რაც ჩვენს სხეულს, უძილობის შემთხვევაში ემართება.​უძილობა ვიზუალზე აისახება​გამოცემა The Sun-მა სპეციალური ექსპერიმენტი ჩაატარა. ექსპერიმენტის მიხედვით, 18 წლის გოგონას 3 დღის განმავლობაში მხოლოდ 4-4 საათი ეძინა. უძილობის შედეგი მის გარეგნობაზე აისახა. გოგონა ავადმყოფს დაემსგავსა, სახე გაუფერმკრთალდა, თვალები დაუწითლდა და სახეზე ლაქები გაუჩნდა.​დაავადებების მიმართ უფრო მგრძნობიარე ხდებიგრძელვადიანი უძილობის შემდეგ ადამიანი დაავადებების მიმართ მგრძნობიარე ხდება. ხშირდება მაღალი წნევები, იზრდება გულის დაავადებებისა და დიაბეტის გაჩენის რისკი.​წონაში იმატებთ​კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომელთაც 7 საათზე ნაკლები სძინავთ, მიდრეკილები არიან წონაში მატებისაკენ. უძილობა გონებაზე ახდენს გავლენას​უძილობა ხშირ შემთხვევაში მოქმედებს ჩვენს გონებაზე, იწვევს შფოთვასა და დეპრესიას, ხშირ შემთხვევაში, ბიპოლარულ აშლილობას.​უძილობა აისახება სქესობრივ ცხოვრებაზეკვლევები აჩვენებს, რომ უძილობა აისახება სქესობრივი ცხოვრების ხარისხზეც.
წაკითხვა
2017 წელს საქართველოში აივ ინფექციის 249 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გამოქვეყნებულია: 2017-05-24 12:32:00
2017 წელს საქართველოში აივ ინფექციის 249 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მიმდინარე წელს 50 აივ ინფიცირებული გარდაიცვალა, - ამის შესახებ საზოგადოებრივს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, 2016 წელს გარდაცვალების 168 შემთხვევა დაფიქსირდა. 2017 წლის 20 მაისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 6360 აივ ინფიცირებული პირი, მათგან 4737 მამაკაცი და 1623 ქალია. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდე ასაკისაა. 1989 წლიდან დღემდე ინფიცირებულთაგან შიდსი განუვითარდა 3524 პაციენტს, 1292 კი გარდაიცვალა. დღეის მონაცემებით, აივ მკურნალობას იტარებს 3378 პაციენტი, მათგან 44 ბავშვია. რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 43.9% (2793) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია;44.0% (2797) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;9.3% (593) - ჰომო-/ბისექსუალური კონტაქტით;1.5 % (97) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით (ინფიცირებული დედისგან ნაყოფზე ორსულობისა და ძუძუს წოვების დროს); 0.5 % (31) - სისხლის რეციპიენტია; 0.8 % (49) - გადაცემის გზა დაუდგენელია; აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2276 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა, ორი დაუდგენელი), შემდეგ სამეგრელოში 834 (აქედან ზუგდიდი - 568), აჭარაში 728 (ბათუმი – 469), იმერეთში 824 (ქუთაისი 408) აფხაზეთში (415), კახეთში (303) ქვემო ქართლში (333), შიდა ქართლში (230), გურიაში (132), ფოთში (98), სამცხე-ჯავახეთში (79) და ა. შ. ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია. ბოლო წლების სტატისტიკის სურათი ასეთია: 2013 წელს - 490 ახალი შემთხვევა, 2014 წელს - 564, 2015 წელს - 717, 2016 წელს -719. შეგახსენებთ, ყოველი წლის მაისის მესამე კვირა დღეს მსოფლიო საზოგადოება შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს, რითაც პატივს მიაგებს შიდსის ეპიდემიის მსხვერპლთა ხსოვნას. ამ დღესთან დაკავშირებით, დღეს საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა და სოლიდარობის აქცია გაიმართება. ღონისძიების მთავარი მიზანი საზოგადოების ცნობიერებისა და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებაა. ამ თემაზე „მოამბის“ კითხვებს დღეს მედიცინის დოქტორმა, შიდსის ცენტრის ექიმმა მაია ცინცაძემ უპასუხა.
წაკითხვა
მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, ახალ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-05-24 09:07:00
მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით ჯანდაცვის სამინისტრო არასამთავრობო სექტორთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ახალ პროექტზე მუშაობს. პროექტს სამომავლოდ საკანონმდებლო ინიციატივის სახე უნდა მიეცეს. საკითხს ჯანდაცის კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურება. "ხარისხის კონტროლის გაუმჯობესება, არა მარტო მედიკამენტების, არამედ მთლიანად სამედიცინო მომსახურების, აუცილებელია. ტოტალურმა დერეგულაციამ მოგვიტანა მხოლოდ და მხოლოდ პრობლემები და ნაკლებად იმოქმედა ბიზნესის კონკურენტუნარიანობაზე" - აცხადებს აკაკი ზოიძე. მისივე ინფორმაციით, ჯადაცვის სამინისტროში უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ფარმაცევტული საქმიანობის დარეგულირებაზე იმუშავებს. "ჯგუფში ჩართული არიან ყველა მხარის წარმომადგენლები, გარკვეულ კონდიციამდე მიყვანილია, თუმცა გარკვეული საკითხები ჯერ კიდევ არ არის შეჯერებული. ჩვენთან რომ შემოვა პარლამენტში, რა თქმა უნდა ვიმსჯელებთ ამ საკითხებზე. მივესალმები ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ზედმეტი ადამინისტრაციული ბარიერების გარეშე, ხელს უწყობს ხარისხის გაუმჯობესებას" - აცხადებს აკაკი ზოიძე.
წაკითხვა
მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით ახალ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-05-23 17:58:00
მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით ჯანდაცვის სამინისტრო არასამთავრობო სექტორთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ახალ პროექტზე მუშაობს. პროექტს სამომავლოდ საკანონმდებლო ინიციატივის სახე უნდა მიეცეს. საკითხს ჯანდაცის კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურება. "ხარისხის კონტროლის გაუმჯობესება, არა მარტო მედიკამენტების, არამედ მთლიანად სამედიცინო მომსახურების, აუცილებელია. ტოტალურმა დერეგულაციამ მოგვიტანა მხოლოდ და მხოლოდ პრობლემები და ნაკლებად იმოქმედა ბიზნესის კონკურენტუნარიანობაზე" - აცხადებს აკაკი ზოიძე. მისივე ინფორმაციით, ჯადაცვის სამინისტროში უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ფარმაცევტული საქმიანობის დარეგულირებაზე იმუშავებს. "ჯგუფში ჩართული არიან ყველა მხარის წარმომადგენლები, გარკვეულ კონდიციამდე მიყვანილია, თუმცა გარკვეული საკითხები ჯერ კიდევ არ არის შეჯერებული. ჩვენთან რომ შემოვა პარლამენტში, რა თქმა უნდა ვიმსჯელებთ ამ საკითხებზე. მივესალმები ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ზედმეტი ადამინისტრაციული ბარიერების გარეშე, ხელს უწყობს ხარისხის გაუმჯობესებას" - აცხადებს აკაკი ზოიძე.
წაკითხვა
ასაკთან დაკავშირებული სიბრმავე მეცნიერებმა თვალებში ვირუსის შეყვანის შედეგად განკურნეს
გამოქვეყნებულია: 2017-05-20 20:59:00
მცირე, წინასწარი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაციის (AMD) მქონე პაციენტთა თვალებში ჩვეულებრივი, გაციების გამომწვევის მსგავსი ვირუსის შეყვანის შემდეგ, დაავადება არათუ შეჩერდა, არამედ უკან დაიხია. დღეისათვის, მაკულარული დეგენერაცია სიბრმავის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. შედეგების დასადასტურებლად საჭიროა მსგავსი პროცედურის ჩატარება პაციენტთა უფრო დიდ ჯგუფზე, თუმცა როგორც ადრეული ნიშნები მეტყველებს, სპეციალურად შექმნილი ვირუსის ერთ ინექციას შეუძლია ორგანიზმის იმუნური სისტემა აიძულოს პასუხი გასცეს მექანიზმს და მოასუფთაოს სითხე, რომელიც მხედველობის სამუდამო დაკარგვას განაპირობებს. კვლევა მერილენდის ჯონ ჰოპკინსის მედიცინის ცენტრის მკვლევრებმა წარმართეს. მათი სამიზნე იყო სისხლძარღვთა ენდოტელიალური ზრდის ფაქტორის (VEGF) ცილა, რომელიც ზეაქტიურია ასაკთან დაკავშირებული სველი მაკულარული დეგენერაციის მქონე პაციენტებში; ეს ამ დაავადების იშვიათი და უფრო მკაცრი ფორმაა, რომელიც რეტინის ქვეშ ახალი სისხლძარღვების ზრდას იწვევს, რაც თვალში სისხლისა და სითხის გაჟონვას განაპირობებს. დაგროვილი სითხე სამუდამოდ აზიანებს სინათლისადმი მგრძნობიარე რეტინის უჯრედებს, რაც თანდათანობით მათ სიკვდილს იწვევს, შედეგად კი ადამიანის თვალში ბრმა ლაქები რჩება. სველი AMD უვითარდება AMD-ით დაავადებულ ადამიანთა 10%-ს. სველი AMD-ის მკურნალობის მეთოდი ამჟამადაც არსებობს, მაგრამ იგი მოითხოვს ინექციას ყოველ ოთხ კვირაში ერთხელ და იმისათვის რომ პაციენტმა შედეგი იგრძნოს, ეს პროცედურა მან მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა იტაროს. მკურნალობის ამჟამინდელი მეთოდის გვერდით ეფექტებს შორისაა თვალის ინფექციები და ინფარქტის გაზრდილი რისკი. ჯონ ჰოპკინსის ცენტრის მკვლევართა ჯგუფის მიერ რამდენიმე პაციენტზე ჩატარებული კვლევის მიხედვით კი დადგინდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი ინექციის შედეგად, დაავადება ჩერდება და ხშირად უკანაც იხევს. „ეს წინასწარი კვლევა მცირეა, მაგრამ იმედისმომცემი წინ გადადგმული ნაბიჯია ახალი მიდგომისკენ, რომელიც არა მხოლოდ შეამცირებს ექიმთან ვიზიტებსა და თვალში მუდმივად ნემსის კეთებასთან დაკავშირებულ შიშსა და დისკომფორტს, არამედ მოგვცემს გრძელვადიან შედეგს“, — ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი პიტერ კამპოჩიარო. კლინიკური ცდის პირველ ფაზაში AMD-ით დაავადებული, 50 წელს გადაცილებული 19 ადანმიანი მონაწილეობდა. 
წაკითხვა
რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლების გადამზადება დაიწყო
განახლებულია: 2017-05-12 12:41:00
პირველად დახმარებაში რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლების გადამზადება დაიწყო. კურსის ფარგლებში,  მძღოლები ტრავმული პაციენტის მართვის ძირითად პრინციპებს გაეცნობიან. თეორიულ სწავლებასთან ერთად, ისინი პრაქტიკულ მეცადინეობებშიც ჩაერთვებიან. კურსის დასრულების შემდეგ, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მათ სერტიფიკატები გადაეცემათ.
წაკითხვა