საზოგადოებრივი
104.5 FM
ლეიშმანიოზის შემთხვევები - პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენელმა უპასუხა „მოამბის“ კითხვებს
გამოქვეყნებულია: 2016-06-02 18:50:00
ლეიშმანიოზის შემთხვევები და სპეციალისტთა რეკომენდაციები - პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, მანანა მურუსიძემ უპასუხა „მოამბის“ კითხვებს.
წაკითხვა
ლეიშმანიოზით გარდაცვალების შემთხვევა და სპეციალისტების რეკომენდაციები
გამოქვეყნებულია: 2016-06-02 18:48:00
ლეიშმანიოზით გარდაცვალების პირველი შემთხვევა სეზონზე - დაღუპულია ქუთაისის მცხოვრები, რომელმაც ექიმებს დაგვიანებით მიმართა. ბოლო ინფორმაციით, დაინფიცირებულთა რაოდენობა 31-ს აღწევს. სპეციალისტები მოქალაქეებს რეკომენდაციებს აძლევენ.
წაკითხვა
„ზიკა“ ვირუსის საფრთხე საქართველოში: რამდენად მაღალია რისკი და რა პრევენციული ღონისძიებები ტარდება ქვეყნაში
გამოქვეყნებულია: 2016-05-19 20:45:00
საქართველო მე-15 ადგილს იკავებს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც „ზიკა“ ვირუსის გავრცელების საშიშროებაა. საუბარია დაავადებაზე, რომელიც კოღოებს გადააქვთ და რომელიც ყველაზე მეტად ორსულებისთვისაა საშიში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაფრთხილების შემდეგ, ოფიციალური თბილისი პრევენციულ ზომებს იღებს. ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება. განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ შავიზღვისპირეთია, სადაც სადეზინფექციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
წაკითხვა
„ზიკა“ ვირუსის საფრთხე საქართველოში - ამირან გამყრელიძემ უპასუხა „მოამბის“ კითხვებს
გამოქვეყნებულია: 2016-05-19 18:42:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტრმა ამირან გამყრელიძემ უპასუხა „მოამბის“ კითხვებს.
წაკითხვა
ემუქრება თუ არა საქართველოს „ზიკა“ ვირუსი
განახლებულია: 2016-05-19 18:20:00
არსებობს თუ არა საქართველოში „ზიკა“ ვირუსის გავრცელების საფრთხე - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ქვეყანა მაღალი რისკის ჯგუფში შეიყვანა. მსოფლიოს მასშტაბით 50-მდე მაღალი რისკის შემცველ ქვეყანას შორის საქართველო მე-15 ადგილზეა. განსაკუთრებით საფრთხის შემცველია ზღვისპირა რეგიონები, სადაც დღეს დილიდან ვირუსის გადამტანი კოღოების წინააღმდეგ სადეზინსექციო სამუშაოები დაიწყო. შეგახსენებთ, რომ „ზიკა“ ვირუსი კოღოს კბენით ვრცელდება. საქართველოში „ზიკა“ ვირუსით ინფიცირების არცერთი შემთხვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.  ლაშა მესხის სიუჟეტი.
წაკითხვა
სოფელ ძალისში ვეტერანების საყოველთაო სამედიცინო გამოკვლევა ჩატარდა
გამოქვეყნებულია: 2016-05-16 17:25:00
მცხეთაში, სოფელ ძალისში, ვეტერანების საყოველთაო სამედიცინო გამოკვლევა ჩატარდა. დიაგნოსტიკის შემდეგ მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწევათ და საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტებიც უფასოდ გადაეცემათ. აქცია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, რესპუბლიკური საავადმყოფოსა და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით ჩატარდა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ის მუდმივი ხასიათის იქნება და თითქმის ყველა სოფელს მოიცავს.  
წაკითხვა
„112“-ს გერმანელ ჟურნალისტთა ჯგუფი ესტუმრა
გამოქვეყნებულია: 2016-05-05 17:33:00
„112“-ს გერმანელ ჟურნალისტთა ჯგუფი ესტუმრა. სტუმრებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა უმასპინძლა და ქოლ-ცენტრი დაათვალიერებინა. გერმანელები „112“-ის ცენტრში ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს დაესწრნენ. უცხოელი ჟურნალისტები არსებული სერვისებითა და სამომავლო გეგმებით დაინტერესდნენ. 
წაკითხვა
რამდენად მიზნობრივად ნიშნავენ ექიმები წამლებს - სერგეენკო რეფორმას და ფასების შემცირებას აანონსებს
განახლებულია: 2016-04-25 20:46:00
დავით სერგეენკო დაზღვევის სფეროს ერთ-ერთ სუსტ რგოლზე საუბრობს. მინისტრის თქმით, პაციენტებს ექიმები საჭიროზე მეტ წამლებს უწერენ, რაც სახელმწიფოს სოლიდური თანხები უჯდება. უწყების პირველი პირი გამოსავალს პირველადი ჯანდაცვის განვითარებასა და წამლების ფასების შემცირებაში ხედავს. პრეპარატების გამოწერის დროს ხარვეზების არსებობას ადასტურებენ სფეროს ექსპერტებიც, რომლებიც მთავრობას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავენ.
წაკითხვა
ახალი აპლიკაცია მშობლებს აცრის დროულად ჩატარებას შეახსენებს
გამოქვეყნებულია: 2016-04-25 18:19:00
საქართველოში იმუნიზაციის კვირეული დაიწყო. შეიქმნა ახალი აპლიკაცია, რომელიც მშობლებს აცრის დროულად ჩატარებას ახსენებს. ელექტრონული ვერსია 1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გახდება ხელმისაწვდომი.
წაკითხვა
გურიაში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს სამედიცინო ეტლები გადასცეს
გამოქვეყნებულია: 2016-04-25 17:30:00
გურიის რეგიონში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს სამედიცინო ეტლები გადაეცათ. საერთაშორისო ასოციაციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ მიერ აღნიშნული დახმარება ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 50 ბენეფიციარს გაეწია. აქციაში გურიის გუბერნატორის მოადგილე და ამერიკელი დონორებიც მონაწილეობდნენ.   
წაკითხვა
სამედიცინო უნივერსიტეტში დნმ-ის დღისადმი მიძღვნილი ესეების კონკურსი გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2016-04-25 17:26:00
დღეს დნმ-ის საერთაშორისო დღეა, რომელიც გენეტიკის მიღწევებსა და მის მომავალ ხედვებს ეძღვნება. საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტი ამ აქციებს უკვე მეორედ შეურთდა და   გენეტიკის სხვადასხვა პრობლემისადმი მიძღვნილი ესეების კონკურსი გამართა. კონკურში 79-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 3 გამარჯვებული გამოვლინდა. 
წაკითხვა
„ზიკას“ ვირუსის გავრცელების საფრთხის ზონაში ორ მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს
გამოქვეყნებულია: 2016-04-21 17:24:00
„ზიკას“ ვირუსის გავრცელების საფრთხის ზონაში ორ მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ ჟურნალ „ელაიფზე“ დაყრდნობით წერს. სარისკო ზონებს, ძირითადად, ლათინური ამერიკა, ცენტრალური აფრიკა და სამხრეთ აზიის რეგიონი წარმოადგენს. „ზიკას“ ვირუსი კოღოს კბენის შედეგად ადამიანზე გადადის და იგი ამ დრომდე, ძირითადად, ლათინური ამერიკის ქვეყნებში დაფიქსირდა. გასულ კვირას აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სამსახურმა დაადასტურა, რომ აღნიშნული ვირუსი ახალშობილებში თანდაყოლილ დეფექტებს, კერძოდ, მიკროცეფალიას იწვევს.
წაკითხვა
მინისტრის ანგარიში და დეპუტატების შეკითხვები - პარლამენტში დავით სერგეენკოს მოუსმინეს
გამოქვეყნებულია: 2016-04-20 16:29:00
საყოველთაო ჯანდაცვის, C ჰეპატიტის ელიმინაციისა და პირველადი ჯანდაცვის პროგრამები, არსებული გამოწვევები და სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის რეფორმა - პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს მოუსმინეს. ჯანდაცვის კომიტეტში შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. სალომე ქოქიაშვილი მუშაობს პარლამენტში.
წაკითხვა
პარლამენტში სერგეენკოს ანგარიშს მოისმენენ
განახლებულია: 2016-04-20 12:14:00
ჯანდაცვის მინისტრი ერთწლიან ანგარიშს პარლამენტში წარადგენს. ცნობილია, რომ აქცენტები საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე გაკეთდება, ასევე, პირველადი ჯანდაცვის რგოლსა და მედიკამენტების უზრუნველყოფაზე იქნება საუბარი. ჯანდაცვის მინისტრის ანგარიშის წარდგენა პარლამენტში ამ წუთებში იწყება. სალომე ქოქიაშვილი მუშაობს საკანონმდებლო ორგანოში.
წაკითხვა
ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივით დემოგრაფიული უსაფრთხოების პრიორიტეტებთან დაკავშირებით ბორჯომში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2016-04-18 19:26:00
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივით და გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით ბორჯომში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „ეროვნული დიალოგი საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების პრიორიტეტების შესახებ“ – ამ საკითხზე კონცეფცია უნდა დაიწეროს და მაისში პარლამენტში უნდა შევიდეს. შემადგენლობაში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები არიან. 
წაკითხვა
სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციის მიზნით, საქველმოქმედო ფონი „აი ია“ დაარსდა
გამოქვეყნებულია: 2016-04-14 17:12:00
სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით, საქველმოქმედო ფონი „აი ია“ დაარსდა. ფონდის დამფუძნებლების, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილისა და „ქართული გალობის“ წევრების განმარტებით, იგეგმება სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა. სმენადაქვეითებულ ბავშვთა პოსტოპერაციული რეაბილიტაცია მუსიკის თერაპიასაც ითვალისწინებს, რის გამოც ქველმოქმედებაში, დარგის სპეციალისტებთან ერთად საზოგადოებისთვის ცნობილი მუსიკოსებიც ჩაერთვებიან. 
წაკითხვა
დავით თელია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გახდა
გამოქვეყნებულია: 2016-04-14 16:41:00
დავით თელია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გახდა. პარტიის ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ, პროფესორი პარტიის ოფისში დღეს წარადგინა. დავით თელია პარტიის ჯანდაცვის და სოციალურ პოლიტიკას უხელმძღვანელებს. „თავისუფალი დემოკრატები“ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დადებითად აფასებენ, თუმცა ფიქრობენ, რომ ამ მიმართულებით სამუშაო ბევრია, ჯანდაცვის განვითარების საკუთარ ხედვებს, პარტია საზოგადოებას უახლოეს მომავალში შესთავაზებს. 
წაკითხვა
ჯანდაცვის სამინისტროში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2016-04-11 18:01:00
ჯანდაცვის სამინისტროში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დასაქმებულთა
წაკითხვა
3 თვის ბავშვს დახმარება ესაჭიროება
გამოქვეყნებულია: 2016-04-07 18:24:00
3 თვის დემეტრე ბიტარიშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ საბანკო ანგარიშზე, რომელსაც ეკრანზე ხედავთ. საკონტაქტო ტელეფონის ნომრებია: 558 69 54 96 – 593 43 55 25.
წაკითხვა
„112“-ის დეპარტამენტი, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი წვლილისთვის, 82 ქვეყანას შორის, გამარჯვებული მესამედ გახდა
გამოქვეყნებულია: 2016-04-07 18:12:00
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტი, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი წვლილისთვის, მსოფლიოს 82 ქვეყანას შორის, გამარჯვებული უკვე მესამედ გახდა. პრაღაში, ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე, საქართველოს „112“ ნომინაციაში - „ინოვაციური სერვისი“ სმს და ვიდეოზარის სერვისით - საუკეთესოდ აღიარეს. ახალი სერვისი ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად დაუკავშირდნენ გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერს. დაჯილდოების ცერემონიას პრაღაში, საქართველოს შსს-ს „112“-ის დეპარტამენტის წარმომადგენლების გარდა, 82 ქვეყნის 600-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა.
წაკითხვა