საზოგადოებრივი
104.5 FM
ვალერი კვარაცხელია - საქართველო გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც C ჰეპატიტის მქონე პაციენტებს უფასოდ უმკურნალებს
გამოქვეყნებულია: 2015-03-24 20:58:00
"მოამბის" შეკითხვებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიამ უპასუხა.
წაკითხვა
აპრილის ბოლოდან ჰეპატიტის მკურნალობა ახალი თაობის პრეპარატით იქნება შესაძლებელი
გამოქვეყნებულია: 2015-03-24 20:33:00
აპრილის ბოლოდან C ჰეპატიტის მკურნალობა ახალი თაობის პრეპარატით იქნება შესაძლებელი. სწორედ ამ დროს უნდა მოეწეროს ხელი ხელშეკრულებას, რომელიც პირველ ეტაპზე 5 000 ადამიანისთვის "სოფოს ბუვირის" შემოტანას გულისხმობს. თუმცა მკურნალობის დაწყებამდე ჯანდაცვის მინისტრი ინფიცირებულებს აფრთხილებს და ჯანსაღი ცხოვრების წესების დაცვისკენ მოუწოდებს. ამ თემაზე საუბრის დროს დავით სერგეენკომ დღეს პარალელები უცხოელ პაციენტებთანაც კი გაავლო. ამერიკულ მხარესთან წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებების მიუხედავად, პროექტით მაინც უკმაყოფილოა ყოფილი სახელისუფლებო პარტია, რომელიც ჯანდაცვის უწყებას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის გაჭიანურებაში ადანაშაულებს. 
წაკითხვა
C ჰეპატიტის მართვის პროექტი აპრილის ბოლოს ძალაში შევა
გამოქვეყნებულია: 2015-03-24 13:25:00
C ჰეპატიტის მართვის პროექტი აპრილის ბოლოს ძალაში შევა. ჯანდაცვის მინისტრის  განცხადებით, 21 აპრილისთვის  ხელი მოეწერება ხელშეკრულებას, რის შემდეგაც პირველ ეტაპზე პრეპარატს 5 - ათასი ადამიანი მიიღებს. დავით სეერგეენკოს თქმით , აუცილებელია პაციენტებმა  რომლებიც მკურნალობას დაიწყებენ, კარგად გააცნობიერონ, რომ აუცილებელია  ძირითადი პრინციპების დაცვა, კატეგორიულად მიუღებელია ალკოჰოლის მიღება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც  C ჰეპატიტიt დაავადებულებმა ახალი პრეპარატის “სოფუს ბუვირის” შემოსვლის შესახებ გაიგეს, მკურნალობა  შეწყვიტეს. ჯანდაცვის მინისტრი პრეპარატის ღირებულებაზე არ საუბრობს, მაგრამ ამბობს, რომ ყველა პაციენტისთვის ხელმისაწვდომი იქნება. სერგეენკო ასევე აცხადებს, რომ სახელმწიფო  ნაწილობრივ დააფინანსებს დიაგნოსტიკას.
წაკითხვა
მშობიარის ოჯახი ექიმების წინააღმდეგ - რა მოხდა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში
გამოქვეყნებულია: 2015-03-23 20:22:00
კიდევ ერთი ოჯახი ექიმების წინააღმდეგ - ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ამ დრომდე მკურნალობენ 28 წლის გოგონას, რომელსაც მშობიარობის შემდეგ გართულებები დაეწყო. მკვდარი ნაყოფის დაბადების შემდეგ, ახალგაზრდას ქირურგიული ჩარევა ორჯერ დასჭირდა. ახლობლები ქალაქის სამშობიარო სახლის მედიკოსების ბრალეულობაზე საუბრობენ, თუმცა, მითითებულ სამედიცინო დაწესებულებაში საკუთარი არგუმენტები აქვთ. ფაქტით უკვე დაინტერესდა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო.
წაკითხვა
ხმაური ბათუმში - მშობიარის ოჯახი ექიმებს ჩვილის გარდაცვალებაში ადანაშაულებს
გამოქვეყნებულია: 2015-03-23 17:00:00
ხმაურია ამ წუთებში ბათუმში, კლინიკაში, სადაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი მშობიარე გადაიყვანეს. ქალმა, საკეისრო კვეთის შემდეგ, ბავშვი დაკარგა. ჩვილის გარდაცვალებას ოჯახი მედიკოსებს აბრალებს. ექიმები კი ამტკიცებენ, რომ ბათუმის სამშობიარო სახლში შეყვანის დროს ნაყოფი ცოცხალი აღარ იყო. პაციენტის ახლობლები ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დასმას მოითხოვენ. მათ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი შეხვდა.
წაკითხვა
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა საბავშვო ბაღში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის შეტანაზე
გამოქვეყნებულია: 2015-03-19 20:40:00
121-ე საბავშვო ბაღში აღმოჩენილი ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცი მიკრობიოლოგიურ კვლევაზეა გაგზავნილი. წინასწარი შემოწმებით დადგენილია, რომ ხორცპროდუქტები საშიშ ბაქტერიებს შეიცავდა. საბოლოო დასკვნის მომზადებამდე, ფაქტით სამართალდამცველებიც ინტერესდებიან. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ბაღში უხარისხო პროდუქციის შეტანაზე - დისტრიბუტორ თუ მწარმოებელ კომპანიას, - ამ თემას დღეს თბილისის მერიიდანაც გამოეხმაურნენ.
წაკითხვა
ჯანდაცვის სამინისტრომ 20 სტომატოლოგიური კლინიკის მუშაობა შეაჩერა
განახლებულია: 2015-03-18 16:59:00
თბილისში მდებარე 20-მა სტომატოლოგიურმა კლინიკამ ფუნქციონირება შეწყვიტა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები უკვე ცნობილია. შემოწმების შედეგად, 15-მა დაწესებულებამ საქმიანობა დროებით, დარღვევების გამოსწორებამდე შეაჩერა, რამდენიმე ათეულ კლინიკაზე კი რეკომენდაციები გაიცა. რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი რეგიონებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები. შემოწმების პროცესი, ქართლისა და კახეთის გარდა, ყველა რეგიონში დასრულებულია. ჯანდაცვის სამინისტრომ სტომატოლოგიური კლინიკების მონიტორინგი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში განახორციელა. უწყებას უკვე დაწყებული აქვს შემოწმება სილამაზის სალონებშიც.
წაკითხვა
საკრებულოს დეპუტატი ითხოვს, რომ მედიკამენტების ქართულენოვანი ანოტაცია სავალდებულო გახდეს
გამოქვეყნებულია: 2015-03-16 12:48:00
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ახალი ინიციატივით გამოდის. საკრებულოს წევრი ითხოვს, რომ მედიკამენტების ანოტაციას ქართული თარგმანი დაერთოს და ეს ფარმაცევტული კომპანიებისთვის სავალდებულო გახდეს. ორენოვან ინსტრუქციებს მომხმარებელი მედიკამენტის მთლიანი შეფუთვის გარეშე, ნაწილ-ნაწილ ყიდვის შემთხვევაშიც მიიღებს.
წაკითხვა
პარლამენტში მედიკამენტების ხარისხის შესახებ აუდიტის სამსახურის ანგარიშს გაეცნობიან
გამოქვეყნებულია: 2015-03-12 13:06:00
ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მედიკამენტების ხარისხისა და ეფექტიანობის შესახებ აუდიტის სამსახური პარლამენტში ანგარიშს წარადგენს. ანგარიშს, რომელიც 2014 წელს მოიცავს, დღეს ჯანდაცვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ. აუდიტის სამსახურის ანგარიშის საკომიტეტო განხილვები მომავალშიც გაგრძელდება. ჯანდაცვის კომიტეტი შემდეგ კვირაში ქალაქ თბილისის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის საქმიანობის შესახებ არსებულ ინფორმაციას გაეცნობა, რის შემდეგაც კომიტეტი დასკვნას და მომავალში სამოქმედო გეგმას წარადგენს. 
წაკითხვა
ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს
გამოქვეყნებულია: 2015-03-06 20:35:00
ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს. უმრავლესობის დეპუტატ თამარ კორძაიას ავტორობით მზადდება კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ქმედუუნარო მოქალაქეების ნაცვლად, კანონში ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირის ტერმინი ჩაიწერება. ცვლილებათა პაკეტი, რომელმაც პოლიტიკურ წრეებში მხარდაჭერა უკვე მიიღო, ადრესატებს რამდენიმე სამოქალაქო უფლებას უბრუნებს, მათ შორისაა ქორწინების და არჩევნებში მონაწილეობის უფლება. თათია ტაბეშაძე დღეს იმ ოჯახს შეხვდა, რომლის საჩივრის გაცნობის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტს შესაბამისი პროექტის მომზადება დაავალა. 
წაკითხვა
როგორ მუშაობს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი და როგორ უნდა გამოსწორდეს არსებული ხარვეზები
განახლებულია: 2015-03-06 12:18:00
როგორ მუშაობს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი და როგორ უნდა გამოსწორდეს არსებული ხარვეზები - ამ საკითხებზე იმსჯელეს ჯანდაცვის მინისტრმა, თბილისის მერიის  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისა და "112-ის" წარმომადგენლებმა. ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მთავარ  პრობლემად სასწრაფოს დაგვიანების საკითხი გამოიკვეთა. დავით სერგეენკოს განცხადებით, უკვე გამოვლენილია კრიტიკული მიმართულებები, რომლებზეც მუშაობა აქტიურად დაიწყება. შეხვედრაზე მინისტრმა სამოქმედო გეგმაც წარადგინა, რომელიც თბილისის მერთან შეთანხმების შემდეგ განხორციელდება. 
წაკითხვა
რა ხარვეზებია სასწრაფო დახმარების სისტემაში და როგორ აპირებს დავით სერგეენკო პრობლემის მოგვარებას
გამოქვეყნებულია: 2015-03-05 21:14:00
ხარვეზები სასწრაფო დახმარების სისტემაში - ჯანდაცვის სამინისტრომ მიმართულების შესწავლა დაასრულა. მინისტრის განცხადებით, ხარვეზები თითქმის ყველა მიმართულებაში იკვეთება, მათ შორის საკმაოდ დიდია გამოძახებაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადების დაგვიანების დრო. პრობლემების გამოსასწორებლად, სამინისტროში სამოქმედო გეგმა შემუშავდა. კონკრეტულად, რა ხარვეზებს აქვს ადგილი და როგორია მათი აღმოფხვრის გეგმა - საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა  „მოამბის“ შეკითხვებს უპასუხა.
წაკითხვა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი რესპირატორული ვირუსების შემთხვევების შემცირებას პროგნოზირებს
გამოქვეყნებულია: 2015-03-05 17:18:00
დაავადებათა კონტროლის ცენტრში გრიპისა და რესპირატორული ვირუსების შემთხვევების რაოდენობის კლებას ელოდებიან. ცენტრის დირექტორის განცხადებით, ვირუსების პიკმა საქართველოში უკვე გადაიარა და უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში დინამიკა კიდევ უფრო შემცირდება. 2014-15 წლების სეზონი ზომიერი ინტენსივობით გამოირჩეოდა. ლაბორატორიულად ბე ტიპის ვირუსის სულ 153, ა ტიპის კი 3 შემთხვევა გამოვლინდა. მიუხედავად ამისა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას ვირუსული ინფექციების საწინააღმდეგოდ პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების, პირადი ჰიგიენის დაცვისა და რისკ ჯგუფებში გრიპის საწინააღმდეგო აცრების ჩატარებისკენ მოუწოდებს.
წაკითხვა
სასწრაფო დახმარების სამსახურის ახალი ფილიალები გაიხსნება
გამოქვეყნებულია: 2015-03-04 20:54:00
თბილისში სასწრაფო დახმარების სამსახურის დამატებითი ფილიალები ამოქმედდება. ამის მიზეზი მოქალაქეთა ბოლოდროინდელი პრეტენზიებია. დედაქალაქში გამოძახებებზე დაგვიანებულ რეაგირებას უჩივიან. ახალი პუნქტების გახსნის გარდა, სასწრაფო დახმარების ცენტრი პერსონალის გადამზადებასაც აპირებს.
წაკითხვა
ჯანდაცვის კომიტეტმა 2015-16 წლების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა
გამოქვეყნებულია: 2015-03-02 17:21:00
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. დემოგრაფიული პოლიტიკა, შრომის კოდექსის სრულყოფა, შვილად აყვანისა და მინდობითი აღზრდის საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება ჯანდაცვის სისტემის 2015-2016 წლის პრიორიტეტებია. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
წაკითხვა
რას მოიცავს ჯანდაცვის კომიტეტის 2015-16 წლების სამოქმედო გეგმა
გამოქვეყნებულია: 2015-03-02 11:36:00
ჯანდაცვის კომიტეტი დღეს 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმას წარადგენს. დიმიტრი ხუნდაძემ „მოამბესთან“ ის ძირითადი პრიორიტეტები დაასახელა, რომელზეც დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრებს. ღონისძიებას როგორც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ექსპერტები და დარგის სპეციალისტები დაესწრებიან. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართება.
წაკითხვა
აპრილიდან C ჰეპატიტის მკურნალობის პროექტი იწყება
გამოქვეყნებულია: 2015-02-25 17:06:00
აპრილიდან C ჰეპატიტის მკურნალობის პროექტი იწყება. ქართული მხარე მედიკამენტის მწარმოებელ კომპანიასთან ხელშეკრულებას ხელს მოაწერს, რის შემდეგაც წამლის პირველი პარტია შემოვა. მომდევნო ეტაპზე ამას დაემატება კიდევ ერთი ახალი თაობის კომბინირებული პრეპარატი, რომელიც, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მკურნალობის ეფექტს კიდევ უფრო გაზრდის. პირველ რიგში წამალს ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები მიიღებენ. 
წაკითხვა
„ალერსიანი C“ - რას იხილავს მაყურებელი ახალ „ტელებლოგში“
გამოქვეყნებულია: 2015-02-22 20:33:00
„ალერსიანი C“, - ასე ჰქვია ნინო ბასილიას ახალ „ტელებლოგს“. ფილმის შესახებ ავტორმა „მოამბის“ ეთერში ისაუბრა. იხილეთ „ტელებლოგი“: „ალერსიანი C“
წაკითხვა
ტუბერკულოზის შემთხვევები სკოლებში
გამოქვეყნებულია: 2015-02-18 20:47:00
ბოლო დღეებში თბილისში ტუბერკულოზის 14 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან ექვსი მოსწავლეა. თუმცა, ამ დრომდე არ არის დადგენილი, აქვს თუ არა 146-ე და 69-ე სკოლებში დაფიქსირებულ ფაქტებს ერთმანეთთან კავშირი. ადგილზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტები მუშაობენ, რომლებიც ამ ეტაპზე ეპიდემიის საფრთხეს გამორიცხავენ.
წაკითხვა
ფოთის მოსახლეობა პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე უსიამოვნო სუნის გამო ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივის
გამოქვეყნებულია: 2015-02-17 21:05:00
ფოთის მოსახლეობა პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე უსიამოვნო სუნის გამო ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივის.ადგილობრივთა ერთი ნაწილი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მედიკოსების თქმით, ყველა მათგანს ერთნაირი სიმპტომები აღენიშნება, რაც ინტოქსიკაციის ეჭვს აღრმავებს. პორტის ტერიტორიაზე უსიამოვნო, სპეციფიკური სუნი დღეს დილიდან იგრძნობა. ირკვევა, რომ საზღვაო ნავსადგურის მეორე ნავმისადგომზე მალტის დროშის ქვეშ მცურავ გემზე სარკინიგზო ცისტერნიდან პიროლიზური ფისის გადატვირთვის დროს მითითებული ქიმური ნივთიერება დაიღვარა. ფაქტზე ფოთის პორტი ოფიციალურ კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს. 
წაკითხვა