საზოგადოებრივი
104.5 FM
ეპიდემიის საშიშროება სოფელ გლდანში
გამოქვეყნებულია: 2015-02-17 21:03:00
ეპიდემიის საშიშროება სოფელ გლდანში - ადგილობრივი მოსახლეობა გაუმართავ საკანალიზაციო სისტემას უჩივის. პრობლემის მოსაგვარებლად თანხა ჯერ კიდევ 2013 წელს გამოიყო და დასახლებაში კონკრეტული სამუშაოებიც ჩატარდა, თუმცა ქსელი ისევ მწყობრიდანაა გამოსული. შექმნილ სიტუაციაში მერია და ადგილობრივი გამგეობა პასუხისმგებლობას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აკისრებს, რომელიც ბრალდებას არ იღებს. 
წაკითხვა
თბილისის 70-მდე სტომატოლოგიურ კლინიკაში დარღვევებია გამოვლენილი
გამოქვეყნებულია: 2015-02-17 20:57:00
თბილისის 70-მდე სტომატოლოგიურ კლინიკაში დარღვევებია - გამოვლენილია ერთჯერადი ინსტრუმენტების მრავალჯერადად გამოყენების და უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები.ხარვეზების გამოსასწორებლად სამედიცინო დაწესებულებებს ერთთვივანი ვადა აქვთ მიცემული, სხვა შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება. სტომატოლოგიური კლინიკების შემდეგ ჯანდაცვის უწყება საავადმყოფოების ეზოების შემოწმებასაც გეგმავს. თუმცა მანამდე ტერიტორიები "მოამბის" გადაამღებმა ჯგუფმა დაათვალიერა. 
წაკითხვა
მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა საქართველოში ახალი ტექნოლოგიით არის შესაძლებელი
გამოქვეყნებულია: 2015-02-17 17:13:00
მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა საქართველოში ახალი ტექნოლოგიით არის შესაძლებელი. დღეს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებმა განცხადება გააკეთეს. მედიკოსები ამბობენ, რომ ჩატარდება ქირურგიული ოპერაციები. ქართველმა ექიმებმა ოპერაცია უვე 20 პაციენტს გაუკეთეს და ამჟამად ისინი დაკვირვების ქვეშ არიან.  
წაკითხვა
თბილისში 544 სტომატოლოგიური კლინიკიდან 70- ში დარღვევა დაფიქსირდა
გამოქვეყნებულია: 2015-02-17 17:02:00
თბილისში 544 სტომატოლოგიური კლინიკიდან 70- ში დარღვევა დაფიქსირდა. 20 მათგანში ერთჯერად ინსტრუმენტებს მრავალჯერადად იყენებდნენ. 38 კლინიკა უკანონო სამედიცინო საქმიანობით იყო დაკავებული. 45 კი მონიტორინგის მიმდინარეობისას დაკეტილი აღმოჩნდა.  შემოწმებისას ასეთი ვითარება ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს დახვდათ. სტომატოლოგიური კლინიკების შემდეგ  უწყება საავადმყოფოების ეზოებში არსებული მდგომარეობის მონიტორინგს იწყებს. 
წაკითხვა
ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების პროტესტი
გამოქვეყნებულია: 2015-02-14 16:55:00
ხმაური იყო ტუბდისპანსერში. ტუბერკულოზით დაავადებულმა 8 პაციენტმა საავადმყოფოში სამედიცინო მომსახურება გააპროტესტა. პაციენტების განცხადებით, ისინი სამედიცინო დაწესებულებიდან გამოყარეს. ტუბერკულოზით დაავადებულები "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლებმა მოინახულეს და საკვები პროდუქტები გადასცეს. პაატა ჩოხელის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა მძიმეა. მომხდარს ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის დირექტორი გამოეხმაურა. მისი განცხადებით,  საავადმყოფოში მათი უფლებები არ დარღვეულა და ისინი სამკურნალო განაწესს არღვევდნენ.
წაკითხვა
ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში, თურქეთში პირველი პაციენტი გაემგზავრა
გამოქვეყნებულია: 2015-02-09 18:06:00
ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში, თურქეთში პირველი პაციენტი გაემგზავრა. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამის ფარგლებში, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია და შემდგომი პერიოდი 200 000 ლარით დაფინანსდა. ლეიკემიისა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამის 2015 წლის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარია და მის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული, ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე, 30 წლამდე ასაკის 20 ბენეფიციარის ოპერაცია და პოსტოპერაციული პერიოდი დაფინანსდება.
წაკითხვა
ქართულ-ჰოლანდიური დიაგნოსტიკური ლაბორატორია გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2015-02-06 17:24:00
ქართულ-ჰოლანდიური დიაგნოსტიკური ლაბორატორია სისხლის ცენტრალურ ბანკში გაიხსნა. კლინიკა აღჭურვილია ევროსტანდარტების სესაბამისი  აპარატურით, სადაც შესაძლებელი იქნება კვლევების ჩატარება. გახსნას ესწრებოდნენ ჰოლანდიის საელჩოს წარმომადგენლები.
წაკითხვა
მერია ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსებას იწყებს
გამოქვეყნებულია: 2015-02-05 13:41:00
მერია ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით ახალი პროგრამების დაფინანსებას იწყებს. 7 ახალი პროგრამა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის, C ჰეპატიტით დაავადებულების კვლევების დაფინანსებას, ასევე სოციალურად დაუცველთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარებას ითვალისწინებს.
წაკითხვა
უფასო გამოკვლევები სკრინინგცენტრში
გამოქვეყნებულია: 2015-02-04 18:07:00
კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ეროვნულ სკრინინგცენტრში გამოკვლევები ჩატარდა. მოსახლეობას შეუძლია, გამოკვლევა უფასოდ ჩაიტაროს. აქცია დედაქალაქის საკრებულოს ინიციატივით ტარდება.
წაკითხვა
„კიბო არ რჩება ჩვენს მიღმა, ის ყველას გვეხება“ - კიბოსთან ბრძოლის დღე აღინიშნება
გამოქვეყნებულია: 2015-02-04 18:04:00
მსოფლიო თანამეგობრობა კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 2015 წლის მთავარი სლოგანია - „კიბო არ რჩება ჩვენს მიღმა, ის ყველას გვეხება“. „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი კიბოს კვლევის ცენტრს ესტუმრა. ფონდის დაფინანსებით, აქ რამდენიმე არასრულწლოვანი მკურნალობს. სტუმრებმა მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
წაკითხვა
ბრიტანეთის თემთა პალატამ 3 გენის გამოყენებით ხელოვნური განაყოფიერების კანონპროექტი დაამტკიცა
გამოქვეყნებულია: 2015-02-04 14:22:00
დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ, ორი ქალისა და ერთი მამაკაცის დნმ-ის გამოყენებით, ბავშვის გაჩენის კონცეფცია შეიმუშავა. კანონპროექტი 3 თებერვალს დამტკიცდა და ის ხელოვნური განაყოფიერების დროს სამი გენის გამოყენებას ითვალისწინებს. კანონპროექტს ხმა 382 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 128 წავიდა. აღნიშნული ინიციატივის ლორდთა პალატაში დამტკიცების შემთხვევაში, ბრიტანეთი პირველი სახელმწიფო გახდება, სადაც ხელოვნური განაყოფიერების დროს სამი გენის გამოყენება დაკანონდება. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ახალი ტექნოლოგია მემკვიდრეობითი დაავადებების თავიდან ასაცილებლადაა განკუთვნილი და ყოველწლიურად 150 წყვილის დახმარება შეუძლია.
წაკითხვა
„სამიზნე სიცოცხლისთვის“ - კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის დღე აღინიშნება
გამოქვეყნებულია: 2015-02-04 13:56:00
კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე საქართველოშიც აღინიშნება. „სამიზნე სიცოცხლისთვის“, - ამ სლოგანით ძუძუს კიბოს თერაპიის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანია გაიმართა. შეხვედრას სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის, ხელისუფლების, საზოგადოების წარმომადგენლები და პაციენტები დაესწრნენ.
წაკითხვა
4 თებერვალს მსოფლიო კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
გამოქვეყნებულია: 2015-02-03 13:39:00
ხვალ 4 თებერვალს მსოფლიო კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. თბილისის მუნიციპალიტეტის წევრების განცხადებით, კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მოსახლეობაში პოპულარიზაციის მიზნით, ხვალ მოსახლეობა გამოკვლევებს უფასოდ ჩაიტარებს. ასევე, ხალხს მიაწოდებენ ინფორმაციას კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებისა და შედეგების შესახებ.
წაკითხვა
ლიბერიაში ებოლის ვაქცინის გამოცდა იწყება
გამოქვეყნებულია: 2015-02-02 13:45:00
ებოლის ვირუსის წინააღმდეგ გამოსაყენებელი ვაქცინის პირველი მასობრივი გამოცდა ლიბერიაში იწყება. ცნობილია, რომ მასში მონაწილეობას 30 000 მოხალისე მიიღებს. მათი ვინაობა გასაიდუმლოებულია. შეგახსენებთ, გასული წლის შემდეგ მომაკვდინებელ ვირუს ებოლას დაახლოებით 9 000 ადამიანი შეეწირა. განსაკუთრებით დიდია მსხვერპლის რიცხვი გვინეაში, სიერა ლეონესა და ლიბერიაში.
წაკითხვა
მონიტორინგი C ჰეპატიტის პრევენციისთვის
გამოქვეყნებულია: 2015-01-28 20:59:00
C ჰეპატიტის პრევენციისთვის სტომატოლოგიურ კლინიკებში მონიტორინგი დაიწყო. კვლევის პროცესში სამედიცინო პერსონალს სპეციალური კითხვარის შევსება მოუწევს, დაგეგმილია ჰიგიენის ნორმების შემოწმება და ხელსაწყოების შესწავლა. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, ფულადი სანქციების გარდა, ლიცენზიის ჩამორთმევაცაა გათვალისწინებული. ანალოგიური პროცედურა სილამაზის და ტატუს სალონებშიც იგეგმება. 
წაკითხვა
ცოფის შემთხვევა დედოფლისწყაროში
გამოქვეყნებულია: 2015-01-18 17:21:00
ცოფის შემთხვევის გამო, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში ორთვიანი კარანტინია გამოცხადებული. შემთხვევა ერთ-ერთი ადგილობრივის, აკაკი ნატროშვილის ფერმაში გამოვლინდა. სურსათის ეროვნულმა სამსახურმა ფერმიდან ორი კილომეტრის რადიუსში ვაქცინაცია დაიწყო. აცრები შინაურ ცხოველებთან კონტაქტში მყოფ 31 პირს ჩაუტარდა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ცოფის საწინააღმდეგოდ საკმარისი ვაქცინა არსებობს.
წაკითხვა
ხარაგაულში ახალი ამბულატორია აშენდება
გამოქვეყნებულია: 2015-01-16 13:34:00
 ხარაგაულში ახალი ამბულატორია აშენდება. ინიციატორი ჯანდაცვის სამინისტროა, რომელიც რეგიონში სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს 2015 წლიდან აქტიურად განახორციელებს. დაბა ხარაგაულში მცხოვრებ მოსახლეობას მიეცემა საშუალება, მიიღოს გაუმჯობესებული სამედიცინო მომსახურება. სოფელში ამ დრომდე არსებული სამედიცინო ცენტრი იმდენად დაზიანებულია, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია.  ამბულატორიის მშენებლობის პროცესს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და იმერეთის გუბერნატორი დაესწრნენ. 
წაკითხვა
მერიამ სასწრაფო დახმარების ცენტრს რეანომობილები გადასცა
გამოქვეყნებულია: 2015-01-15 16:55:00
თბილისის მერიამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 12 ახალი რეანომობილი გადასცა. „ფორდის“ მარკის ახალი რეანომობილები, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, სპეციალური სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი, რაც პაციენტისთვის, კლინიკაში გადაყვანამდე, შესაბამისი სასწრაფო დახმარების აღმოჩენას შეუწყობს ხელს. მანქანების გადაცემის ცერემონიალს თბილისის მერი და ჯანდაცვის მინისტრი დაესწრნენ.
წაკითხვა
ღარიბაშვილი - 2015 წელს ვაცხადებთ ცე ჰეპატიტთან ბრძოლის წლად
გამოქვეყნებულია: 2015-01-15 12:21:00
საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე C ჰეპატიტის წინააღმდეგ დაწყებული ახალი კამპანიის შესახებ ისაუბრა. მთავრობა 2015 წელს C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად აცხადებს. დაიწყება პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ მკურნალობას, მედიკამენტების მიწოდებას და სწორ დიაგნოსტიკას.
წაკითხვა
ცე ჰეპატიტის პრევენციის კამპანიას სასჯელაღსრულების სამინისტრო უერთდება
გამოქვეყნებულია: 2015-01-15 10:31:00
„ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“, - ჯანდაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის პრევენციასთან დაკავშირებულ კამპანიას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უერთდება. „ჩვენ უნდა დავამარცხოთ C ჰეპატიტი“, - ასეთია სასჯელაღსრულების მინისტრის გიორგი მღებრიშვილის გზავნილი მოცემული აქციის ფარგლებში. პირველად C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფასო სახელმწიფო პროგრამის განხორციელება სასჯელაღსრულების სისტემაში დაიწყო. პროგრამა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 2014 წლიდან ხორციელდება და მის ფარგლებში უკვე 7 000-ზე მეტი პატიმარია გამოკვლეული. მკურნალობის პროცესში ჩართული 300 მსჯავრდებულიდან სრულად 180 ბენეფიციარი განიკურნა.
წაკითხვა