საზოგადოებრივი
104.5 FM
"მოამბის" კითხვებს დავით სერგეენკომ უპასუხა
გამოქვეყნებულია: 2015-01-14 21:26:00
"მოამბის" კითხვებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უპასუხა.
წაკითხვა
დავეხმაროთ ერთმანეთს C ჰეპატიტის დამარცხებაში - ჯანდაცვის სამინისტრო ახალ კამპანიას იწყებს
გამოქვეყნებულია: 2015-01-14 20:37:00
დავეხმაროთ ერთმანეთს C ჰეპატიტის დამარცხებაში - ჯანდაცვის სამინისტრო ახალ კამპანიას იწყებს და დაავადების მართვას 2015 წლის მთავარ პრიორიტეტად ასახელებს. საზოგადოება თავად აირჩევს ფორმას და დაწერს საკუთარ ხედვას, როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა. გამოწვევა უკვე მიიღეს და კამპანიაში ჩაერთნენ არასამთავრობო სექტორი, სამინისტროები, ჟურნალისტები და საზოგადეობის წარმომადგნლები. ეკა კოპალიანის სიუჟეტი.
წაკითხვა
C ჰეპატიტის მართვას 2015 წლის მთავარ პროექტად ასახელებს ჯანდაცვის მინისტრი
განახლებულია: 2015-01-14 16:31:00
C  ჰეპატიტის მართვას 2015 წლის მთავარ პროექტად ასახელებს ჯანდაცვის მინისტრი. ახალი თაობის პრეპარატი “სოფოსბუვირი”, რომელიც დაავადების განკურნების ყველაზე მაღალ ეფექტს იძლევა, სერგეენკოს თქმით, საქართველოში სულ მალე შემოვა. თუმცა კომპლექსური საზოგადოებრივი ჯანდაცვითი პროექტის  განხორციელება, მინისტრის თქმით, გართულდება თუ არ იქნება მიღებული პრევენციული ღონისძიებები. სწორედ ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ კამპანიას იწყებს და მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლებს მასში ჩართვისკენ მოუწოდებს.კამპანიის დევიზია დავეხმაროთ ერთმანეთს C ჰეპატიტის დამარცხებაში. დღეს დაწყებულ აქციაში უკვე ჩაერთნენ სხვადასხვა სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები. ბოლოს ჩატარებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით საქართველოში C ჰეპატიტით 200 ათასი ადამიანია  დაავადებული, თუმცა არ არის გამორიცხული, რეალური ციფრი გაცილებით დიდი იყოს.  
წაკითხვა
სეზონური ვირუსები - რა რეკომენდაციები აქვთ მედიკოსებს
განახლებულია: 2015-01-08 17:10:00
ზამთრის სეზონთან დაკავშირებული კიდევ ერთი პრობლემა - ქვეყანაში ვირუსული ინფექციების გააქტიურებას პროგნოზირებენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები სეზონური გრიპების მხრივ კრიზისულ პერიოდად იანვარ-თებერვალს ასახელებენ და მოსახლეობისთვის რეკომენდაციებს ავრცელებენ. რისკ-ჯგუფებში ბავშვები, ფეხმძიმეები, ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები შედიან, რომლებსაც სპეციალისტები გრიპის საწინააღმდეგო აცრების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.
წაკითხვა
ქვეყანაში სეზონური ვირუსების გააქტიურებას ელოდებიან - სპეციალისტთა რჩევები
გამოქვეყნებულია: 2015-01-06 16:05:00
უამინდობასთან ერთად ქვეყანაში სეზონური ვირუსების გააქტიურებას ელოდებიან. მედიკოსების პროგნოზით, ამ მხრივ ყველაზე რთული პერიოდი იანვრიდან მარტის ჩათვლით იქნება.  იმის მიუხედავად, რომ გრიპის შემთხვევები უმეტესწილად სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების გარეშე გამოჯანმრთელებით მთავრდება, მედიკოსები მოსახლეობას მაინც სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.რა ტიპის ვირუსებზეა საუბარი და როგორია მედიკოსების რეკომენდაციები - სალომე სონიშვილი იმყოფებოდა დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
წაკითხვა
უფასო გამოკვლევები სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის
გამოქვეყნებულია: 2015-01-04 16:51:00
სოციალურად დაუცველ ბავშვებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. სამედიცინო საქველმოქმედო აქცია ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და პედიატრიული ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში მოეწყო. 39 პაციენტი სხვადასხვა პროფილის ექიმმა გასინჯა და შესაბამისი დანიშნულება მისცა.
წაკითხვა
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად იმატებს პაციენტების ნაკადი დამწვრობის ცენტრში
გამოქვეყნებულია: 2014-12-31 12:21:00
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად იმატებს პაციენტების ნაკადი დამწვრობის ცენტრში. ბოლო 3 დღეში თერმული დაზიანების ცენტრს 30-მა პაციენტმა მიმართა. მას შემდეგ რაც 5 წლის ბავშვმა მძინარე ბაბუას პირში ცეცხლმოკიდებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩაუდო და აუფეთქა, კლინიკაში კიდევ ერთი პაციენტი მიიყვანეს, რომელიც როგორც გაირკვა,  ამზადებდა ასაფეთქებელს, მაგრამ ის ვადაზე ადრე ამოქმედდა. 23 წლის ახალგაზრდას ხელები დაუზიანა. სწორედ ამიტომ დღეს ექიმები და მაშველები საგანგებოდ მიმართავენ მოქალაქეებს გაფრთხილდნენ. ნათია ქენქაძე რჩევებით.
წაკითხვა
შოტლანდიაში ებოლის ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა
გამოქვეყნებულია: 2014-12-30 14:16:00
შოტლანდიაში ებოლის ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსის დიაგნოზი სიერა-ლეონედან დაბრუნებულ ქალს დაუდგინდა, რომელიც გლაზგოში მაროკოსა და ლონდონის გავლით ჩაფრინდა. ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, დაავადების დიაგნოსტირება ადრეულ სტადიაზე მოხდა, ამიტომ ვირუსის გავრცელების შანსები ძალიან მცირეა. ინფიცირებული, უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით, საავადმყოფოშია მოთავსებული. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ებოლის ვირუსს დასავლეთ აფრიკაში სულ 7 ათას ხუთასამდე ადამიანი ემსხვერპლა. 
წაკითხვა
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს
გამოქვეყნებულია: 2014-12-30 13:36:00
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს. სააგენტო 1 იანვრიდან დედათა და ბავშვთა გარდაცვალების შესახებ შეტყობინებების მონიტორინგს ახორციელებს. მიმდინარეობს სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლა დედის გარდაცვალების 15 შემთხვევაში. ასევე ახალშობილის და ბავშვთა გარდაცვალების ფაქტებია გამოვლენილი. წლის განმავლობაში სულ 260 -მდე ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. სააგენტო 2015 წელს  მონიტორინგის გააქტიურებას გეგმავს. 
წაკითხვა
დავით სერგეენკომ 2014 წლის გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრა
განახლებულია: 2014-12-30 13:10:00
2014 წლის გამოწვევებსა და მიღწევებზე საუბრობს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. სოფლის ექიმის პროგრამა, საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, ახალი ამბულატორიები, C ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამა-დავით სერგეენკოს თქმით, წელს მისმა უწყებამ არსებულ გამოწვევებს თავი წარმატებულად გაართვა. 
წაკითხვა
შშმ ბავშვების პენსია საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდება
გამოქვეყნებულია: 2014-12-29 20:32:00
2015 წლის სექტემბრიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების პენსია საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდება. მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების ჩამორჩენის მქონე ბავშვებისთვის კი სპეციალური სერვისები შეიქმნება. მოსალოდნელ სიახლეებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები უკვე გაეცნენ. შშმპ სტატუსის მქონე 9 929 ბავშვს პენსია 50 ლარით გაეზრდება. 2015 წლის ზაფხულიდან აუტისტური სპექტრის აშლილობების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის საპილოტე პროგრამაც ამოქმედდება, რომლის ფარგლებში, თბილისის მერია ყოველთვიურად 2-დან 15 წლამდე 200-მდე ბავშვის მომსახურებას დააფინანსებს. ასევე, დაგეგმილია შინ მოვლის პროგრამის დაწყება მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების ჩამორჩენის მქონე ბავშვებისთვის.
წაკითხვა
რა გაკეთდა ჯანდაცვის სისტემაში და რა იგეგმება მომავალ წელს - სერგეენკოს ანგარიში
განახლებულია: 2014-12-29 17:30:00
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2 წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციაზე მინისტრი იმ 20 ძირითად პროგრამას შეეხო, რომელიც სამინისტრომ უკვე განახორციელა. დავით სერგეენკოს თქმით, სახელმწიფოს მხრიდან პრიორიტეტი მიენიჭა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებს, რაც საყოველთაო დაზღვევის, ორსულთა და C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამებში აისახა. მინისტრი 2015 წელს დაგეგმილ სიახლეებსაც შეეხო. მისი თქმით, მოხდება სოციალურად დაუცველთა შეფასების სისტემის შეცვლა, პენსიების ზრდა და საავადმყოფოების შენობების მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დასრულება. უწყების ანგარიშის წარდგენას იუსტიციის მინისტრი, დიპლომატიური კორპუსისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
წაკითხვა
230 ადამიანი მეტადონის პროგრამაში – როგორ ხდება ნარკოდამოკიდებულთა რესოციალიზაცია და განკურნება საქართველოში
გამოქვეყნებულია: 2014-12-23 20:42:00
230 ადამიანი მეტადონის პროგრამაში – როგორ ხდება ნარკოდამოკიდებულთა რესოციალიზაცია და განკურნება საქართველოში.მომავალი წლიდან ამ მიმართულებით რამდენიმე პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. უკვე სიახლეა ბენეფიციართა ლიმიტის ზღვარი, ანუ -  თუ აქამდე სახელმწიფო 1800 ადამიანს აფინანსებდა, შეზღუდვა უკვე აღარ არსებობს. 
წაკითხვა
საია - C ჰეპატიტზე მკურნალობა გეგმის მიხედვით არ მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2014-12-23 11:00:00
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ C ჰეპატიტზე მკურნალობა გეგმის მიხედვით არ მიმდინარეობს. საიამ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის საინისტროდან ინფორმაცია გამოითხოვა, რომლის მიხედვითაც, 2014 წლის მონაცემებით, 192 პატიმარი მკურნალობს. თუმცა,  გეგმით 500 პატიმრის მკურნალობა იყო გაწერილი. იგივე მდგომარეობაა სამოქალაქო სექტორშიც, დაგეგმილი 10 ათასი პაციენტიდან მკურნალობას და მედიკამენტებზე ფასდაკლებას მხოლოდ 736 ადმიანი იღებს. „ახლგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი დაუფინანსებელი დიაგნოსტიკაა, რომლის ღირებულებაც 900 ლარს შეადგენს, რომელიც პაციენტმა საკუთარი სახსრებით უნდა გადაიხადოს. საია  ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს, რომ C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა დააფინანსოს.
წაკითხვა
ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები - სერგეენკოს ანგარიში
გამოქვეყნებულია: 2014-12-22 17:05:00
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამინისტროს ორი წლის მუშაობის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა.2014 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 822 413-მა მოქალაქემ ისარგებლა.დავით სერგეენკომ მოსახლეობას სიახლეებიც გააცო, მათ შორის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის კუთხით დაგეგემილი პროექტები.
წაკითხვა
პროფესიული განვითარების საბჭომ 100-ზე მეტი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა
განახლებულია: 2014-12-21 20:49:00
ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ 100-ზე მეტი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა,  მათ შორის პროფესიული საქმიანობის შეჩერების საკითხიც.სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში შესულ 200-მდე საჩივარზე 400-მდე საექსპერტო დასკვნა მომზადდა, რის საფუძველზეც  ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ინფორმაციით, კაჭრეთის სასტუმრო „ამბასადორში“ გაერთიანების გასვლითი კონფერენციაც მოეწყო. კონფერენცია 2014 წელს გაერთიანების მიერ გაწეული მუშაობის შეჯამებასა და სამომავლო გეგმების წარდგენას დაეთმო. ღონისძიებაზე  ქვეყანაში კლინიკური მართვის პროტოკოლების შემუშავების გაგრძელების საკითხიც განიხილეს.
წაკითხვა
იაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრი გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2014-12-21 16:49:00
ამერიკის ფინანსური მხარდაჭერით, სიმონ ხეჩინაშვილის სახლობის კლინიკაში ბესიკ იაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრი გაიხსნა.დამწვრობის ასოციაციასა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მარტში მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც, აღნიშნული ცენტრი ამოქმედდა. ცენტრი თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი.გახსნას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.
წაკითხვა
აჭარის მაღალმთიანეთის სოფლის ექიმებს „ნივის“ მარკის მაღალი გამავლობის ავტომანქანები გადასცეს
გამოქვეყნებულია: 2014-12-17 16:48:00
საქართველოში პირველად, აჭარის მაღალმთიანეთის სოფლის ექიმებს „ნივის“ მარკის მაღალი გამავლობის ავტომანქანები გადასცეს. საწყის ეტაპზე ხულოსა და შუახევში მდებარე სასოფლო ამბულატორიებს 12 ავტომანქანა გადაეცა. უახლოეს მომავალში კი 9 ავტომანქანა ქედის მუნიციპალიტეტს გადაეცემა. მაღალმთიან სოფლებში, სადაც თოვლის საფარი რამდენიმე თვის განმავლობაში, პირველადი სამედიცინო დახმარების პროცესს ახალი ავტომანქანები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. პროექტი გაეროს მოსახლეობის ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა და ბიუჯეტიდან 190 ათასი ლარი გამოიყო.
წაკითხვა
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების შესახებ პროგრამაზე
გამოქვეყნებულია: 2014-12-17 13:07:00
ჯანდაცვის სამინისტრო დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების შესახებ პროგრამაზე განცხადებას აკეთებს. მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია მოუწოდებს მსურველებს სამინისტროს განცხადებით დროულად  მიმართონ. მისი თქმით, მაღალმთიან რეგიონებს კვალიფიკაციური ექიმები სჭირდება. განცხადებების მიღების ვადა 31 დეკემბრამდეა. სამწლიან რეზიდენტურას სახელმწიფო მთლიანად აფინანსებს. 
წაკითხვა
ქართველმა მედიკოსებმა ღვიძლის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია ჩაატარეს
გამოქვეყნებულია: 2014-12-17 13:01:00
ქართველმა მედიკოსებმა, პირველად, ღვიძლის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია ჩაატარეს. ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.27 წლის ძმამ საკუთარი ღვიძლის ნაწილი ცეროზით დაავადებულ დას მისცა. ამ დროისთვის როგორც დონორის, ისე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტები უკვე მოხსნილი არიან ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან. ბათუმის რეფერალურ საავადმყოფო აღჭურვილია ყველა იმ საჭირო სამედიცინო ინვენტარით, რომელიც ანალოგიური ოპერაციისთვის არის საჭირო. საქართველოში საგრძნობლად მაღალია იმ პაციენტების რიცხვი, რომლებიც ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას საჭიროებენ. დღემდე მათი ნაწილი ამას მხოლოდ უცხოეთში ახერხებდა, სადაც მომსახურება  დიდ თანხებს აღწევს. საქართველოში გაკეთებული ოპერაციების ღირებულება, როგორც დღეს მედიკოსებმა განაცხადეს, უცხოეთთან შედარებით, საკმაოდ დაბალი იქნება.
წაკითხვა