საზოგადოებრივი
104.5 FM
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმრების ცენტრს ყაზახეთის დელეგაციის წევრები ესტუმრნენ
განახლებულია: 2017-05-05 17:10:00
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმრების ცენტრს ყაზახეთის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაციის წევრები ესტუმრნენ. სტუმრებმა სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვილობა დაათვალიერეს და ცენტრში ბოლო დროს დანერგილი სიახლეებს გაეცნენ.ყაზახეთის დელეგაცია საქართველოში იმ სერვისების გასაცნობად არის ჩამოსული, რომელსაც საქართველო სამედიცინო კუთხით ახორციელებს ქვეყანაში.
წაკითხვა
საქართველო ბელარუსს C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის 1500 ფლაკონს უსასყიდლოდ გადასცემს
გამოქვეყნებულია: 2017-05-04 19:00:00
ბელარუსის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებისგან უსასყიდლოდ C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის „სოვალდის“ 1500 ფლაკონს მიიღებს. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.ამ თემასთან დაკაშირებით, 5 მაისს, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ვიცე პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა ბელარუსის ვიცე-პრემიერს ვასილი ჟარკოსა და "რუპ ბელფარმაციას" გენერალურ დირექტორს ვიაჩისლავ გნიტის შეხვდებიან.
წაკითხვა
სიახლე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში - სოციალურად დაუცველი ოჯახები პრეპარატებს სიმბოლურ ფასად მიიღებენ
გამოქვეყნებულია: 2017-05-01 20:44:00
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კიდევ ერთი სიახლე პირველი ივნისიდან ამოქმედდება. შედეგად სოციალურად დაუცველი ოჯახების ნაწილი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს სიმბოლურ ფასად-ერთ ლარად მიიღებს. ჯანდაცვის სამინისტრომ წამლების შესაძენად ტენდერი უკვე გამოაცხადა. მთავარი სატენდერო პირობა ქართული ფარმაცევტული კომპანიების მწვავე პროტესტის მიზეზი გახდა.
წაკითხვა
ინფექციებზე მეორადი შემოწმების შედეგად, კლინიკების 30% -ში სტანდარტები კვლავ არადამაკმაყოფილებელია
გამოქვეყნებულია: 2017-05-01 16:03:00
ინფექციებზე მეორადი შემოწმების შედეგად, კლინიკების 30% -ში სტანდარტები კვლავ არადამაკმაყოფილებებლია, - განაცხადა ჟურნალსიტებთან ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.მისი თქმით, ინფექციებზე კონტროლის დროს შემოწმებული კლიკინიკებიდან სტანტარტებს კლინიკების 70%  ვერ აკმაყოფილბდა, მეორადი შემოწმების შედეგად 40% -ში სიტუაცია გამოსწორდა, თუმცა კლინიკების 30% -ში ინფექციებზე კონტროლის სტანდარტები ისევ არადამაკმაყოფილებებლია, 100% იანი დადებით შედეგი კი,  მხოლოდ რამდენიმე კლინიკას აქვს.მინისტრის განცხადებით,  შემდეგი შემოწმების ეტაპი ივლისის თვეში იქნება და იმ კლინიკებთან, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებენ სტანტარდებს, სახელმწიფო თანაშმროლობას შეწყვეტს. „მესამე შანსი ასეთ კლინიკებს აღარ მიეცემათ“,- აღნიშნა დავით სერგეენკო.
წაკითხვა
დავით სერგეენკო - ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება, ქრონიკული დაავადებებისთვის მედიკამენტებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიიღებენ
გამოქვეყნებულია: 2017-05-01 12:40:00
დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება.როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სიახლის მიხედვით, ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება, ქრონიკული დაავადებებისთვის სამკურნალო მედიკამენტებს სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიიღებენ.მედიკამენტები ხუთი ქრონიკული დაავადებისთვის გამოიყოფა. ესენია: მაღალი არტერიული წნევა, გულის უკმარისობა, კორონალური სისტემის დაავადებები, დიაბეტის მე-2 ტიპი, ფილტვების ქრონიკული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მედიკამენტების შესყიდვისას მთავარი აქცენტი ხარისხზე გაკეთდება.„არ გაიცემა ისეთი მედიკამენტი,  რომელიც არ არის წარმოებული ევროკავშირის ქვეყნებში. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის სერტიფიკატის წარმოდგენა“,- განაცხადა მინისტრმა.ამასთან,სიახლის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაფინანსების რამდენიმე ჯგუფი და პროგრამა განისაზღვრა.საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთაც ყოველთვიური შემოსავალი 1000ლარზე მეტია, მაგრამ ჯამურად წელიწადში 40000ლარს არ აღემატება, ასეთ ბენეფიციარებს არჩევანის საშუალება ექნებათ, ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით.„ამ კატეგორიაში შემავალი მოქალაქეებისთვის, კერძო დაზღვევის პაკეტის ქონის მიუხედავად, მაინც გათვალისწინებულია ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა და ჰორმონოთრაპია. ასევე სახელმწიფოს მხრიდან ყველა მოქალაქისთვის დაფინანსებული უფასო მშობიარობა/საკეისრო კვეთა ამ კატეგორიაზეც გავრცელდება“,- აღნიშნა მინისტრმა.რაც შეეხება დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლებია, ასევე თვითდასაქმებულ, არარეგულარული შემოსავლის მქონე პირებს კერძო დაზღვევის ქონის მ
წაკითხვა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დღეიდან დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა
გამოქვეყნებულია: 2017-05-01 10:07:00
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დღეიდან დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა. ცვლილებების მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-100-ათასამდეა, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ.   კერძო პაკეტის მქონე პირებს, შეუნარჩუნდებათ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, კერძოდ, ქიმიო და ჰორმონოთერაპია. ხოლო მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 ათას ლარს აღემატება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ.
წაკითხვა
პირველი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება
გამოქვეყნებულია: 2017-04-30 17:16:00
პირველი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება. ცვლილებების მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდეა, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ. რაც შეეხება საყოველთაო პროგრამის ჯგუფებსა და დაფინანსების პირობებს, ის შემდეგნაირად განისაზღვრა: საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, არჩევანის საშუალება მიეცემათ, ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით. გარდა ამისა, ამ კატეგორიაში შემავალი მოქალაქეებისთვის პროგრამის ფარგლებში, კერძო დაზღვევის პაკეტის მიუხედავად, შეუნარჩუნდებათ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, კერძოდ, ქიმიო და ჰორმონოთრაპია. ასევე, მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება. დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლებია, ასევე, თვითდასაქმებულ, არარეგულარული შემოსავლის მქონე პირებს კერძო დაზღვევით სარგებლობის მიუხედავად, შეუნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის უფლება, თუმცა მცირედ შეზღუდული პაკეტით. ასევე, მათ მიეცემათ გარდამავალი ეტაპის პრივილეგია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ამ კატეგორიაში შემავალი მოქალაქე შეიძენს კერძო სადაზღვევო პაკეტს, პროგრამის ფარგლებში ურგენტული სერვისები მიეწოდებათ უცვლელად. ასევე, ხელმისაწვდომი რჩება ონკოლოგიური დაავადებების მართვა (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია) და მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება.
წაკითხვა
„ორსულმა ქალმა ექიმთან ვიზიტის რაოდენობა უნდა გაზარდოს“ - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 39 რეკომენდაცია
განახლებულია: 2017-04-27 20:35:00
შემაშფოთებელი სტატისტიკის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს 40-მდე რეკომენდაციით მიმართავს. ერთ-ერთი მიზეზი ჩვილი ბავშვების გარდაცვალების შემთხვევების მაჩვენებელია, რომელიც შემცირების ტენდენციის მიუხედავად, სხვა ქვეყნებთან შედარებით მაინც მაღალია.  უცხოელი ექსპერტები ჯანდაცვის სამინისტროს ფეხმძიმეების სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების და ექიმებთან უფასო ვიზიტების რაოდენობის გაზრდის რეკომენდაციას აძლევენ. 
წაკითხვა
უფასო მედიკამენტები სოციალურად დაუცველებისთვის - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესული ცვლილება მომავალი თვიდან ამოქმედდება
გამოქვეყნებულია: 2017-04-25 20:32:00
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კიდევ ერთი მიმართულება - პირველი ივნისიდან მედიკამენტების დაფინანსების სისტემა ამოქმედდება. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლებს სოციალურად დაუცველი ოჯახების ნაწილი უფასოდ მიიღებს. მომავალი თვიდან კი დიფერენცირებული პაკეტები შევა ძალაში. პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები რამდენიმე კატეგორიად დაიყოფიან. მაღალშემოსავლიან მოქალაქეებზე კი საყოველთაო დაზღვევა აღარ გავრცელდება. 
წაკითხვა
რა ცვლილებებია საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში და რას გულისხმობს დაზღვევის დიფერენცირებული პაკეტების ამოქმედება - დავით სერგეენკო „მოამბეში“
განახლებულია: 2017-04-25 18:17:00
„მოამბის“ კითხვებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უპასუხა. 
წაკითხვა
100 000-მდე სარეიტინგო ქულის ფარგლებში მყოფ ბენეფიციარებს ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ
გამოქვეყნებულია: 2017-04-25 17:29:00
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 0 დან -100 000-მდე სარეიტინგო ქულის ფარგლებში მყოფ ბენეფიციარებს ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ. ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების შესაძენად ტენდერს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. მასში მონაწილეობა შეეძლებათ როგორც ქართულ, ასევე უცხოურ კომპანიებს. სულ 24 სახის მედიკამენტის შეძენა იგეგმება, რომელიც 4 სახის ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ არის განსაზღვრული. ესენია გულსისხლძარღვთა, ფარისებრი, დიაბეტის მეორე ტიპი და ფილტვების ობსტრუქციული დაავადებები. მედიკამენტების შეძენა ბენეფიცუარებს სიმბოლურ ფასად, მაქსიმუმ 1 ლარად შეეძლებათ. ასევე თითო ბენეფიციარს მაქსიმუმ 3 თვის სამყოფი პრეპარატის ყიდვა შეეძლება. სიახლეები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ ქართული ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს პირადად გააცნო. კომპანიები სიახლეს მიესალმებიან და მზადყოფნას გამოთქვამენ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
წაკითხვა
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის არჩევნები - სსმ-ში ბორდის სხდომა მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-04-25 12:05:00
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის არჩევნები - ბორდის სხდომა საზოგადოებრივ მაუყებელში ამ წუთებში მიმდინარეობს.  კენჭისყრის დაწყებამდე წესდების განსაზღვრა და დამტკიცება მოხდება. თამარ წიკლაური დეტალებით.
წაკითხვა
„ვაქცინები მოქმედებს! აცერი და დაიცავი!" - ევროპის იმუნიზაციის კვირეულს საქართველოც შეუერთდა
განახლებულია: 2017-04-24 20:39:00
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ბიურომ 2017 წლის 24-30 აპრილის პერიოდი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა. კვირეულის სლოგანია „ვაქცინები მოქმედებს! აცერი და დაიცავი!". იმუნიზაციის კვირეულს საქართველოც შეუერთდა.კვირეულის ფარგლებში, დაგეგმილია ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები, შეხვედრები პარტნიორ ორგანიზაციებთან.ბათუმსა და ქუთაისში ადგილობრივ ხელისუფლებასთან იმუნიზაციის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ შეხვედრები გაიმართება.იმუნიზაციის კვირეულის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება წითელასა და წითურას ელიმინაციის, პოლიომიელიტის გლობალური ერადიკაციის პროცესში მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებს.2017 წლის ბოლოს საქართველოში დაიწყება ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეტაპობრივი დანერგვა.აცრები ჩატარდება ცხრა წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფში. აღნიშნული ვაქცინაცია საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საშუალებაა.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, მნიშვნელოვანია იმუნიზაციის მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის შენარჩუნება, რათა მოსახლეობამ გადამდები დაავადებები თავიდან აიცილოს.
წაკითხვა
ჰემოსტაზიოლოგიის აქტუალური პრობლემები - საერთაშორისო კონფერენცია თბილისში
განახლებულია: 2017-04-22 16:44:00
ჰემოსტაზიოლოგიის აქტუალური პრობლემები კლინიკურ მედიცინაში და უახლესი მონაცემები თრომბოზის შესახებ, - ამ საკითხებზე ისაუბრეს დღეს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე. შეხვედრის მიზანი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამდეროვე მეთოდების დანერგვა, ასევე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ახალი გაიდლაინების შემუშავებაა. კონეფერნციაზე, ქართველ ექიმებთან ერთად, მოხსენებით გამოვიდნენ ისრაელიდან, საფრანგეთიდან და საბერძნეთიდან მოწვეული ექსპერტები. რიგით მესამე კონფერენცია საქართველოს კლინიკური ჰემოსტაზიოლოგიის ასოციაციის ეგიდით გაიმართა.  
წაკითხვა
იწვევს თუ არა ყავა ორგანიზმის გაუწყლოებას?
გამოქვეყნებულია: 2017-04-21 18:37:00
დიდი ხნის განმავლობაში, ხალხს სჯეროდა, რომ კოფეინი შარდმდენია. ამ მიზეზით, დეჰიდრატაციის რისკის ადამიანებს ხშირად ურჩევდნენ რაციონიდან კოფეინის შემცველი სასმელების ამოღებას. კოფეინი არარეკომენდებულად მიიჩნეოდა ძლიერი სიცხეების დროსაც. როგორც ახლა ირკვევა, შესაძლოა ეს რჩევა სრულებით მცდარი იყოს. განმარტებისათვის — შარდმდენი არის პროდუქტი, რომელიც ორგანიზმში შარდის წარმოქმნას ზრდის. აქედან გამომდინარე, დიდი ოდენობით მიღებული წყალი ან ნებისმიერი სასმელი შარდმდენია. გასათვალისწინებელია, რომ ხშირი შარდვა სულაც არ ნიშნავს გაუწყლოებას (დეჰიდრატაცია). სმის დროს, ორგანიზმი სითხეს იწოვს, რაც შემდეგ შარდის წარმოქმნას ასტიმულირებს. სმის შემდეგ შარდის დაკარგვიდან გამომდინარე, თუკი სითხის დანაკარგი დიდია, სასმელი შესაძლებელია შეფასდეს როგორც „ცუდი რეჰიდრატორი“. კოფეინი სუსტი შარდმდენია და ამ ეფექტთან შეგუება სწრაფად მიიღწევა (4-5 დღეში) კოფეინის რეგულარული მიღების პირობებში. ამის შესახებ თითქმის 100 წელია, რაც ცნობილია. 1928 წელს, კვლევამ, რომელშიც სამი ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ როდესაც ისინი კოფეინს ორი თვის განმავლობაში არ მოიხმარდნენ, კოფეინის ისეთი მცირე დოზა, როგორიც იყო ნახევარი მილიგრამი სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე (დაახლოებით ნახევარი ყავის ჭიქის შემცველობა), შარდის დანაკარგის შესამჩნევ ზრდას იწვევდა. მაგრამ კოფეინის რეგულარული მოხმარება (4-5 დღე) შარდმდენ ეფეტქთან შეგუებას წარმოქმნიდა; ამ ეფექტის გამოსავლენად, საჭირო იყო ერთი მილიგრამი კოფეინი სხეულის მასის ერთ კილოგრამზე. შედეგად, ცნობილი გახდა, რომ კოფეინის შემცველი სასმალების რეგულარული მოხმარება ქრონიკულ გაუწყლოებას არ იწვევდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კვლევას გარკვეული შეზღუდვები ჰქონდა, დაახლოებით ათი წლის წინ, თანამედროვე მეთოდებით წარმართულმა ახალმა კვლევამ და ანალიზებმა მისი შედეგები დაადასტურა. ამ კვლევის ფარგლებში, 11 დღის განმავლობაში დაკვირვება მიმდინარეობდა 59 ჯანმრთელ ადამიანზე. კვლევის მიზანი იყო დაედგინა გამოიწვევდა თუ არა კოფეინის სმა სითხის დანაკარგებს ან დეჰიდრატაციას. თავდაპირველად, 6 დღის განმავლობაში, თითოეული მონაწილე საკუთარი სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე 3 მილიგრამ კოფეინს იღებდა (დაახლოებით 2-3 ჭიქა ყავა დღეში). მომდევნო ხუთი დღის მანძი
წაკითხვა
ერთსაათიანი სირბილი სიცოცხლის დამატებით 7 საათს გვჩუქნის - მეცნიერების დასკვნა
გამოქვეყნებულია: 2017-04-18 15:13:00
აიოვას უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვნით, ერთსაათიანი სირბილი სიცოცხლის დამატებით 7 საათს გვჩუქნის. სირბილის სასარგებლო თვისებების შესახებ აქამდეც ვიცოდით, თუმცა მეცნიერები საკუთარ კვლევებს ნელ-ნელა ავითარებენ. მათი თქმით, სიცოცხლის დამატებითი 7 საათის მისაღებად საჭიროა შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება: უნდა ირბინოთ ნელა - ძუნძულით, არ მოწიოთ, არ დალიოთ ხშირად და იძინოთ მინიმუმ 7 საათი. სხვა შემთხვევაში, სირბილის ჯადოსნური ელექსირი არ იმოქმედებს. ​აღნიშნული კვლევები ჯერ კიდევ 3 წლის წინ დაიწყო დალასის უნივერსიტეტში. კვლევის შედეგები ეტაპობრივად ქვეყნდებოდა. პროცესში აიოვას უნივერსიტეტის მეცნიერებიც ჩაერთვნენ, რომლებმაც საზოგადოებას სასიამოვნო ინფორმაცია გააცვნეს. გაექეცი სიკვდილს - ეს ახალი კვლევის ერთ-ერთი კრეატიული დევიზია. მეტი სირბილი, დამატებითი სიცოცხლის საათებს ნიშნავს. ​იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ არაჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობთ, ყოველდღიური ერთსაათიანი სირბილი თქვენი სიკვდილის რისკს 40%-ით ამცირებს. ეს ნიშნავს იმას, რომ სირბილი ისეთ დაავადებებს ებრძვის, რომელიც ნაადრევი სიკვდილის გამომწვევია. ეს მეტწილად გულის და სისხლძარღვთა დაავადებებს ეხება.
წაკითხვა
ჭიაკოკონობის ღამეს სამედიცინო დახმარება ორ მოზარდს დასჭირდა
განახლებულია: 2017-04-13 10:05:00
ჭიაკოკონობის ღამეს დამწვრობის ცენტრში ორი მოზარდი მოათავსეს, - ამის შესახებ საზოგადოებრივს დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციიით, 11 და 14 წლის პაციენტები სახისა და მტევნების არეში პირველი-მეორე ხარისხის დამწვრობით შეიყვანეს, დამწვრობის ფართობი სხეულის 3 %-ს არ აღემატებოდა. პეციენტებიდან ერთი დამწვრობის ცენტრში გორიდან გადმოიყვანეს, ხოლო მეორე თბილისიდან. გუგა ქაშიბაძის განცხადებით, მათ შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდათ და დამწვრობის ცენტრი რამდენიმე საათში დატოვეს. მისივე ინფორმაციით, წინა წლებთან შედარებით, ჭიაკოკონობაზე შესულ პაციენტთა რაოდენობა შემცირებულია. „იყო პერიოდი, 30-40 პაციენტი შემოდიოდა“, - აღნიშნა ქაშიბაძემ. 
წაკითხვა
რა ბედი ეწევათ მოქალაქეებს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით დაზღვევის პოლისები 2017 წლიდან დაკარგეს
განახლებულია: 2017-04-12 20:39:00
რა ბედი ეწევათ მოქალაქეებს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით დაზღვევის პოლისები 2017 წლიდან დაკარგეს. ამ კატეგორიის ადამიანებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის ყველა კომპონენტი ხელმისაწვდომი არ არის. კერძო სადაზღვევო პაკეტის გაუქმების შემდეგ მოქალაქეების ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სრულად სარგებლობას ითხოვს. არაერთი მიმართვის მიუხედავად, სამინისტროს ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია ამ ეტაპზე არ აქვს.     
წაკითხვა
ქრონიკული დაავადების მქონე 600 ათასამდე ადამიანი 30-მდე მედიკამენტს უფასოდ მიიღებს
განახლებულია: 2017-04-10 20:42:00
ცვლილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ქრონიკული დაავადებების მქონე 600 000-მდე ადამიანი ივნისიდან 30-მდე დასახელების მედიკამენტს პრაქტიკულად უფასოდ მიიღებს. ძირითადად საუბარია სოციალურად დაუცველებსა და პენსიონრებზე. სიახლესთან ერთად ჯანდაცვის მინისტრმა ფარმაცევტულ კომპანიებს სატენდერო პირობებიც გააცნო, რასაც ადგილობრივი მწარმოებლებისგან ნეგატიური რეაქციებიც მოჰყვა.  სახელმწიფო  პროგრამა, რომელიც ქრონიკული დაავადების მქონე სოციალურად დაუცველებისა და მარტოხელა პენისონერებისთვის  30-მდე მედიკამენტის უფასოდ გადაცემას გულისხმობს, სავარაუდოდ, ზაფხულში ამოქმედდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, პირველ  ეტაპზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სამი მიმართულების - გულსისხლძარღვთა სისტემის, ენდოკრინოლოგიის ნაწილის და სასუნთქი სისტემის დაავადებებისათვის საჭირო მედიკამენტები დაფინანსდება.„მაგალითად პენსიონერი, რომელიც თვეში საშუალოდ 20-30 ლარის მედიკამენტების შეძენას საჭიროებდა, ახალი პროგრამის დანერგვის შემდეგ,  აღნიშნული წამლების შეძენას სიმბოლური თანაგადახდით,  მაქსიმუმ თვეში 1 ლარად შეძლებს. ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია-ეს იქნება სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც მიმდინარე წელს გავაფართოვებთ. ბიუჯეტს რაც შეეხება, ეს კონკურსის შემდეგ გახდება ცნობილი, მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ეს იქნება 5 მილიონი ლარის ფარგლებში“, -აღნიშნა მინისტრმა.მისივე თქმით, ხარისხის კონტროლს გააკონტროლებენ  უცხოური ლაბორატორიები, რადგან ამ ეტაპზე საქართველოში არ არის ამისათვის სპეციალურად აკრედიტირებული ლაბორატორია.
წაკითხვა
მერიის „აუტიზმის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის” პროგრამებში ცვლილებებია მოსალოდნელი
გამოქვეყნებულია: 2017-04-10 16:21:00
თბილისის მერიის „აუტიზმის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის” ქვეპროგრამებში ცვლილებებია მოსალოდნელი. ამის შესახებ განცხადება დედაქალაქის საკრებულოში გაკეთდა. ამ დროისთვის მერია კომპლექსურ თერაპიას 626 ბავშვს უფინანსებს, მომლოდინეთა სიაში კი 69 ბავშვია. ახალი პროექტით ცვლილება სამი ძირითადი მიმართულებით განხორციელდება: პროგრამაში დარეგისტრირებულ პირებს ის ბავშვები დაემატებიან, რომლებსაც პირველადი რეგისტრაციის ადგილად თბილისი უფიქსირდებათ და 2 წელი შეუსრულდათ. ასევე, თბილისში რაიონების მიხედვით შეცვლილი რეგისტრაციის მქონე ბავშვები. მოცდის პერიოდი კი თბილისში რეგისტრაციიდან 2 წლის ნაცვლად, 1 წლამდე შემცირდება. საბოლოოდ მომზადებული პროექტი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება. 
წაკითხვა