საზოგადოებრივი
104.5 FM
აპრილიდან C ჰეპატიტის მკურნალობის პროექტი იწყება
გამოქვეყნებულია: 2015-02-25 17:06:00
აპრილიდან C ჰეპატიტის მკურნალობის პროექტი იწყება. ქართული მხარე მედიკამენტის მწარმოებელ კომპანიასთან ხელშეკრულებას ხელს მოაწერს, რის შემდეგაც წამლის პირველი პარტია შემოვა. მომდევნო ეტაპზე ამას დაემატება კიდევ ერთი ახალი თაობის კომბინირებული პრეპარატი, რომელიც, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მკურნალობის ეფექტს კიდევ უფრო გაზრდის. პირველ რიგში წამალს ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები მიიღებენ. 
წაკითხვა
„ალერსიანი C“ - რას იხილავს მაყურებელი ახალ „ტელებლოგში“
გამოქვეყნებულია: 2015-02-22 20:33:00
„ალერსიანი C“, - ასე ჰქვია ნინო ბასილიას ახალ „ტელებლოგს“. ფილმის შესახებ ავტორმა „მოამბის“ ეთერში ისაუბრა. იხილეთ „ტელებლოგი“: „ალერსიანი C“
წაკითხვა
ტუბერკულოზის შემთხვევები სკოლებში
გამოქვეყნებულია: 2015-02-18 20:47:00
ბოლო დღეებში თბილისში ტუბერკულოზის 14 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან ექვსი მოსწავლეა. თუმცა, ამ დრომდე არ არის დადგენილი, აქვს თუ არა 146-ე და 69-ე სკოლებში დაფიქსირებულ ფაქტებს ერთმანეთთან კავშირი. ადგილზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტები მუშაობენ, რომლებიც ამ ეტაპზე ეპიდემიის საფრთხეს გამორიცხავენ.
წაკითხვა
ფოთის მოსახლეობა პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე უსიამოვნო სუნის გამო ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივის
გამოქვეყნებულია: 2015-02-17 21:05:00
ფოთის მოსახლეობა პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე უსიამოვნო სუნის გამო ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივის.ადგილობრივთა ერთი ნაწილი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მედიკოსების თქმით, ყველა მათგანს ერთნაირი სიმპტომები აღენიშნება, რაც ინტოქსიკაციის ეჭვს აღრმავებს. პორტის ტერიტორიაზე უსიამოვნო, სპეციფიკური სუნი დღეს დილიდან იგრძნობა. ირკვევა, რომ საზღვაო ნავსადგურის მეორე ნავმისადგომზე მალტის დროშის ქვეშ მცურავ გემზე სარკინიგზო ცისტერნიდან პიროლიზური ფისის გადატვირთვის დროს მითითებული ქიმური ნივთიერება დაიღვარა. ფაქტზე ფოთის პორტი ოფიციალურ კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს. 
წაკითხვა
ეპიდემიის საშიშროება სოფელ გლდანში
გამოქვეყნებულია: 2015-02-17 21:03:00
ეპიდემიის საშიშროება სოფელ გლდანში - ადგილობრივი მოსახლეობა გაუმართავ საკანალიზაციო სისტემას უჩივის. პრობლემის მოსაგვარებლად თანხა ჯერ კიდევ 2013 წელს გამოიყო და დასახლებაში კონკრეტული სამუშაოებიც ჩატარდა, თუმცა ქსელი ისევ მწყობრიდანაა გამოსული. შექმნილ სიტუაციაში მერია და ადგილობრივი გამგეობა პასუხისმგებლობას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აკისრებს, რომელიც ბრალდებას არ იღებს. 
წაკითხვა
თბილისის 70-მდე სტომატოლოგიურ კლინიკაში დარღვევებია გამოვლენილი
გამოქვეყნებულია: 2015-02-17 20:57:00
თბილისის 70-მდე სტომატოლოგიურ კლინიკაში დარღვევებია - გამოვლენილია ერთჯერადი ინსტრუმენტების მრავალჯერადად გამოყენების და უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები.ხარვეზების გამოსასწორებლად სამედიცინო დაწესებულებებს ერთთვივანი ვადა აქვთ მიცემული, სხვა შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება. სტომატოლოგიური კლინიკების შემდეგ ჯანდაცვის უწყება საავადმყოფოების ეზოების შემოწმებასაც გეგმავს. თუმცა მანამდე ტერიტორიები "მოამბის" გადაამღებმა ჯგუფმა დაათვალიერა. 
წაკითხვა
თბილისში 544 სტომატოლოგიური კლინიკიდან 70- ში დარღვევა დაფიქსირდა
გამოქვეყნებულია: 2015-02-17 17:02:00
თბილისში 544 სტომატოლოგიური კლინიკიდან 70- ში დარღვევა დაფიქსირდა. 20 მათგანში ერთჯერად ინსტრუმენტებს მრავალჯერადად იყენებდნენ. 38 კლინიკა უკანონო სამედიცინო საქმიანობით იყო დაკავებული. 45 კი მონიტორინგის მიმდინარეობისას დაკეტილი აღმოჩნდა.  შემოწმებისას ასეთი ვითარება ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს დახვდათ. სტომატოლოგიური კლინიკების შემდეგ  უწყება საავადმყოფოების ეზოებში არსებული მდგომარეობის მონიტორინგს იწყებს. 
წაკითხვა
ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში, თურქეთში პირველი პაციენტი გაემგზავრა
გამოქვეყნებულია: 2015-02-09 18:06:00
ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში, თურქეთში პირველი პაციენტი გაემგზავრა. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამის ფარგლებში, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია და შემდგომი პერიოდი 200 000 ლარით დაფინანსდა. ლეიკემიისა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამის 2015 წლის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარია და მის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული, ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე, 30 წლამდე ასაკის 20 ბენეფიციარის ოპერაცია და პოსტოპერაციული პერიოდი დაფინანსდება.
წაკითხვა
მერია ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსებას იწყებს
გამოქვეყნებულია: 2015-02-05 13:41:00
მერია ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით ახალი პროგრამების დაფინანსებას იწყებს. 7 ახალი პროგრამა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის, C ჰეპატიტით დაავადებულების კვლევების დაფინანსებას, ასევე სოციალურად დაუცველთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარებას ითვალისწინებს.
წაკითხვა
ბრიტანეთის თემთა პალატამ 3 გენის გამოყენებით ხელოვნური განაყოფიერების კანონპროექტი დაამტკიცა
გამოქვეყნებულია: 2015-02-04 14:22:00
დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ, ორი ქალისა და ერთი მამაკაცის დნმ-ის გამოყენებით, ბავშვის გაჩენის კონცეფცია შეიმუშავა. კანონპროექტი 3 თებერვალს დამტკიცდა და ის ხელოვნური განაყოფიერების დროს სამი გენის გამოყენებას ითვალისწინებს. კანონპროექტს ხმა 382 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 128 წავიდა. აღნიშნული ინიციატივის ლორდთა პალატაში დამტკიცების შემთხვევაში, ბრიტანეთი პირველი სახელმწიფო გახდება, სადაც ხელოვნური განაყოფიერების დროს სამი გენის გამოყენება დაკანონდება. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ახალი ტექნოლოგია მემკვიდრეობითი დაავადებების თავიდან ასაცილებლადაა განკუთვნილი და ყოველწლიურად 150 წყვილის დახმარება შეუძლია.
წაკითხვა
„სამიზნე სიცოცხლისთვის“ - კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის დღე აღინიშნება
გამოქვეყნებულია: 2015-02-04 13:56:00
კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე საქართველოშიც აღინიშნება. „სამიზნე სიცოცხლისთვის“, - ამ სლოგანით ძუძუს კიბოს თერაპიის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანია გაიმართა. შეხვედრას სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის, ხელისუფლების, საზოგადოების წარმომადგენლები და პაციენტები დაესწრნენ.
წაკითხვა
4 თებერვალს მსოფლიო კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
გამოქვეყნებულია: 2015-02-03 13:39:00
ხვალ 4 თებერვალს მსოფლიო კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. თბილისის მუნიციპალიტეტის წევრების განცხადებით, კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მოსახლეობაში პოპულარიზაციის მიზნით, ხვალ მოსახლეობა გამოკვლევებს უფასოდ ჩაიტარებს. ასევე, ხალხს მიაწოდებენ ინფორმაციას კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებისა და შედეგების შესახებ.
წაკითხვა
ლიბერიაში ებოლის ვაქცინის გამოცდა იწყება
გამოქვეყნებულია: 2015-02-02 13:45:00
ებოლის ვირუსის წინააღმდეგ გამოსაყენებელი ვაქცინის პირველი მასობრივი გამოცდა ლიბერიაში იწყება. ცნობილია, რომ მასში მონაწილეობას 30 000 მოხალისე მიიღებს. მათი ვინაობა გასაიდუმლოებულია. შეგახსენებთ, გასული წლის შემდეგ მომაკვდინებელ ვირუს ებოლას დაახლოებით 9 000 ადამიანი შეეწირა. განსაკუთრებით დიდია მსხვერპლის რიცხვი გვინეაში, სიერა ლეონესა და ლიბერიაში.
წაკითხვა
ცოფის შემთხვევა დედოფლისწყაროში
გამოქვეყნებულია: 2015-01-18 17:21:00
ცოფის შემთხვევის გამო, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში ორთვიანი კარანტინია გამოცხადებული. შემთხვევა ერთ-ერთი ადგილობრივის, აკაკი ნატროშვილის ფერმაში გამოვლინდა. სურსათის ეროვნულმა სამსახურმა ფერმიდან ორი კილომეტრის რადიუსში ვაქცინაცია დაიწყო. აცრები შინაურ ცხოველებთან კონტაქტში მყოფ 31 პირს ჩაუტარდა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ცოფის საწინააღმდეგოდ საკმარისი ვაქცინა არსებობს.
წაკითხვა
ხარაგაულში ახალი ამბულატორია აშენდება
გამოქვეყნებულია: 2015-01-16 13:34:00
 ხარაგაულში ახალი ამბულატორია აშენდება. ინიციატორი ჯანდაცვის სამინისტროა, რომელიც რეგიონში სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს 2015 წლიდან აქტიურად განახორციელებს. დაბა ხარაგაულში მცხოვრებ მოსახლეობას მიეცემა საშუალება, მიიღოს გაუმჯობესებული სამედიცინო მომსახურება. სოფელში ამ დრომდე არსებული სამედიცინო ცენტრი იმდენად დაზიანებულია, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია.  ამბულატორიის მშენებლობის პროცესს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და იმერეთის გუბერნატორი დაესწრნენ. 
წაკითხვა
C ჰეპატიტის მართვას 2015 წლის მთავარ პროექტად ასახელებს ჯანდაცვის მინისტრი
განახლებულია: 2015-01-14 16:31:00
C  ჰეპატიტის მართვას 2015 წლის მთავარ პროექტად ასახელებს ჯანდაცვის მინისტრი. ახალი თაობის პრეპარატი “სოფოსბუვირი”, რომელიც დაავადების განკურნების ყველაზე მაღალ ეფექტს იძლევა, სერგეენკოს თქმით, საქართველოში სულ მალე შემოვა. თუმცა კომპლექსური საზოგადოებრივი ჯანდაცვითი პროექტის  განხორციელება, მინისტრის თქმით, გართულდება თუ არ იქნება მიღებული პრევენციული ღონისძიებები. სწორედ ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ კამპანიას იწყებს და მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლებს მასში ჩართვისკენ მოუწოდებს.კამპანიის დევიზია დავეხმაროთ ერთმანეთს C ჰეპატიტის დამარცხებაში. დღეს დაწყებულ აქციაში უკვე ჩაერთნენ სხვადასხვა სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები. ბოლოს ჩატარებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით საქართველოში C ჰეპატიტით 200 ათასი ადამიანია  დაავადებული, თუმცა არ არის გამორიცხული, რეალური ციფრი გაცილებით დიდი იყოს.  
წაკითხვა
სეზონური ვირუსები - რა რეკომენდაციები აქვთ მედიკოსებს
განახლებულია: 2015-01-08 17:10:00
ზამთრის სეზონთან დაკავშირებული კიდევ ერთი პრობლემა - ქვეყანაში ვირუსული ინფექციების გააქტიურებას პროგნოზირებენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები სეზონური გრიპების მხრივ კრიზისულ პერიოდად იანვარ-თებერვალს ასახელებენ და მოსახლეობისთვის რეკომენდაციებს ავრცელებენ. რისკ-ჯგუფებში ბავშვები, ფეხმძიმეები, ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები შედიან, რომლებსაც სპეციალისტები გრიპის საწინააღმდეგო აცრების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.
წაკითხვა
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს
გამოქვეყნებულია: 2014-12-30 13:36:00
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს. სააგენტო 1 იანვრიდან დედათა და ბავშვთა გარდაცვალების შესახებ შეტყობინებების მონიტორინგს ახორციელებს. მიმდინარეობს სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლა დედის გარდაცვალების 15 შემთხვევაში. ასევე ახალშობილის და ბავშვთა გარდაცვალების ფაქტებია გამოვლენილი. წლის განმავლობაში სულ 260 -მდე ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. სააგენტო 2015 წელს  მონიტორინგის გააქტიურებას გეგმავს. 
წაკითხვა
დავით სერგეენკომ 2014 წლის გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრა
განახლებულია: 2014-12-30 13:10:00
2014 წლის გამოწვევებსა და მიღწევებზე საუბრობს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. სოფლის ექიმის პროგრამა, საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, ახალი ამბულატორიები, C ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამა-დავით სერგეენკოს თქმით, წელს მისმა უწყებამ არსებულ გამოწვევებს თავი წარმატებულად გაართვა. 
წაკითხვა
შშმ ბავშვების პენსია საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდება
გამოქვეყნებულია: 2014-12-29 20:32:00
2015 წლის სექტემბრიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების პენსია საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდება. მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების ჩამორჩენის მქონე ბავშვებისთვის კი სპეციალური სერვისები შეიქმნება. მოსალოდნელ სიახლეებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები უკვე გაეცნენ. შშმპ სტატუსის მქონე 9 929 ბავშვს პენსია 50 ლარით გაეზრდება. 2015 წლის ზაფხულიდან აუტისტური სპექტრის აშლილობების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის საპილოტე პროგრამაც ამოქმედდება, რომლის ფარგლებში, თბილისის მერია ყოველთვიურად 2-დან 15 წლამდე 200-მდე ბავშვის მომსახურებას დააფინანსებს. ასევე, დაგეგმილია შინ მოვლის პროგრამის დაწყება მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების ჩამორჩენის მქონე ბავშვებისთვის.
წაკითხვა