საზოგადოებრივი
104.5 FM
რა გაკეთდა ჯანდაცვის სისტემაში და რა იგეგმება მომავალ წელს - სერგეენკოს ანგარიში
განახლებულია: 2014-12-29 17:30:00
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2 წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციაზე მინისტრი იმ 20 ძირითად პროგრამას შეეხო, რომელიც სამინისტრომ უკვე განახორციელა. დავით სერგეენკოს თქმით, სახელმწიფოს მხრიდან პრიორიტეტი მიენიჭა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებს, რაც საყოველთაო დაზღვევის, ორსულთა და C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამებში აისახა. მინისტრი 2015 წელს დაგეგმილ სიახლეებსაც შეეხო. მისი თქმით, მოხდება სოციალურად დაუცველთა შეფასების სისტემის შეცვლა, პენსიების ზრდა და საავადმყოფოების შენობების მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დასრულება. უწყების ანგარიშის წარდგენას იუსტიციის მინისტრი, დიპლომატიური კორპუსისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
წაკითხვა
230 ადამიანი მეტადონის პროგრამაში – როგორ ხდება ნარკოდამოკიდებულთა რესოციალიზაცია და განკურნება საქართველოში
გამოქვეყნებულია: 2014-12-23 20:42:00
230 ადამიანი მეტადონის პროგრამაში – როგორ ხდება ნარკოდამოკიდებულთა რესოციალიზაცია და განკურნება საქართველოში.მომავალი წლიდან ამ მიმართულებით რამდენიმე პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. უკვე სიახლეა ბენეფიციართა ლიმიტის ზღვარი, ანუ -  თუ აქამდე სახელმწიფო 1800 ადამიანს აფინანსებდა, შეზღუდვა უკვე აღარ არსებობს. 
წაკითხვა
ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები - სერგეენკოს ანგარიში
გამოქვეყნებულია: 2014-12-22 17:05:00
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამინისტროს ორი წლის მუშაობის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა.2014 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 822 413-მა მოქალაქემ ისარგებლა.დავით სერგეენკომ მოსახლეობას სიახლეებიც გააცო, მათ შორის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის კუთხით დაგეგემილი პროექტები.
წაკითხვა
იაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრი გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2014-12-21 16:49:00
ამერიკის ფინანსური მხარდაჭერით, სიმონ ხეჩინაშვილის სახლობის კლინიკაში ბესიკ იაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრი გაიხსნა.დამწვრობის ასოციაციასა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მარტში მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც, აღნიშნული ცენტრი ამოქმედდა. ცენტრი თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი.გახსნას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.
წაკითხვა
აჭარის მაღალმთიანეთის სოფლის ექიმებს „ნივის“ მარკის მაღალი გამავლობის ავტომანქანები გადასცეს
გამოქვეყნებულია: 2014-12-17 16:48:00
საქართველოში პირველად, აჭარის მაღალმთიანეთის სოფლის ექიმებს „ნივის“ მარკის მაღალი გამავლობის ავტომანქანები გადასცეს. საწყის ეტაპზე ხულოსა და შუახევში მდებარე სასოფლო ამბულატორიებს 12 ავტომანქანა გადაეცა. უახლოეს მომავალში კი 9 ავტომანქანა ქედის მუნიციპალიტეტს გადაეცემა. მაღალმთიან სოფლებში, სადაც თოვლის საფარი რამდენიმე თვის განმავლობაში, პირველადი სამედიცინო დახმარების პროცესს ახალი ავტომანქანები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. პროექტი გაეროს მოსახლეობის ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა და ბიუჯეტიდან 190 ათასი ლარი გამოიყო.
წაკითხვა
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების შესახებ პროგრამაზე
გამოქვეყნებულია: 2014-12-17 13:07:00
ჯანდაცვის სამინისტრო დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების შესახებ პროგრამაზე განცხადებას აკეთებს. მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია მოუწოდებს მსურველებს სამინისტროს განცხადებით დროულად  მიმართონ. მისი თქმით, მაღალმთიან რეგიონებს კვალიფიკაციური ექიმები სჭირდება. განცხადებების მიღების ვადა 31 დეკემბრამდეა. სამწლიან რეზიდენტურას სახელმწიფო მთლიანად აფინანსებს. 
წაკითხვა
განკურნება თუ ფატალური ეფექტი - ამერიკაში აკრძალული პრეპარატი საქართველოში თავისუფლად იყიდება
გამოქვეყნებულია: 2014-12-13 20:52:00
განკურნება თუ ფატალური ეფექტი - სალომე ქოქიაშვილი იმ პრეპარატით დაინტერესდა, რომლის მოხმარებასაც შვიდი ქალის გარდაცვალება მოჰყვა. ინფორმაციას ფრანგული "ფიგარო" ავრცელებს.თრომბი, ინსულტი, დიაბეტი - ეს ის გვერდითი მოვლენებია, რომელზეც გაზეთი საუბრობს. უარყოფითი ეფექტების შესახებ ინფორმაციას ქართველი ექიმებიც ფლობენ, თუმცა უშუალოდ ამ პრეპარა
წაკითხვა
იაშვილის კლინიკასთან არსებულ სისხლის ბანკს თანამედროვე აპარატურა გადაეცა
გამოქვეყნებულია: 2014-12-12 13:16:00
ჩეხეთის მთავრობის ხელშეწყობით, იაშვილის კლინიკასთან არსებულ სისხლის ბანკს თანამედროვე აპარატურა გადაეცა. რომლის საშუალებითაც, შესაძლებელია აფერეზის მეთოდით სისხლის კომპონენტების დამზადება. პაციენტები ევროგაერთიანების რეკომენდაციის მიხედვით დამზადებულ სისხლის კომპონენტებს მიიღებენ. იაშვიის კლინიკაში განმარტავენ, რომ სისტემას ანალოგი პოსტსაბჭოთა ქვყნებში ამ ეტაპზე არ აქვს. 
წაკითხვა
„თაიმსმა“ წლის ადამიანებად ებოლის წინააღმდეგ მებრძოლი მედიკოსები დაასახელა
გამოქვეყნებულია: 2014-12-10 20:45:00
ჟურნალმა „თაიმსმა“ წლის ადამიანებად ებოლის წინააღმდეგ მებრძოლი მედიკოსები დასაახელა. „მსოფლიოს დანარჩენ ნაწილს შეუძლია მშვიდად ეძინოს, რადგან ქალებისა და მამაკაცებისგან შემდგარი ჯგუფი ებოლის დასამარცხებლად იბრძვის. ისინი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აკეთებენ ამას“, -წერს გავლენიანი
წაკითხვა
ინოვაცია, რომელიც ფერითი სიბრმავის მქონე ადამიანებს დაეხმარება
განახლებულია: 2014-12-08 19:22:02
ფერითი სიბრმავით (დალტონიზმი) დაავადებული ადამიანებისთვის საყვარელი საფეხბურთო ნაკრების თამაშის ხილვა ან კულინარიული გადაცემის ყურება შესაძლოა რთული იყოს. ბრიტანელი მეცნიერების ახალი ინიციატივა იძლევა საშუალებას, რომ გამოსახულების გარკვეული დეტალები განსაკუთრებული სიცხადით გამოჩნდეს. აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ახალი ალგორითმი, რომელიც გამოსახულების წითელ და მწვანე სფეროებს განსაკუთრებით აძლიერებს.სპეციალური პროგრამით აღჭურვილი ხელსაწყო მონიტორზე მონტაჟდება და ზემოთხსენებულ ეფექტს ყველა გადაცემის  გამოსახულებაზე ახდენს. ინოვაცია ფერითი სიბრმავის მქონე ადამიანებს ფერების გარჩევას უადვილებს.წყარო: telegraph
წაკითხვა
ალექსანდრე კვიტაშვილი - უკრაინაში ძალიან მოსწონთ საქართველოში გატარებული რეფორმები
განახლებულია: 2014-12-06 17:07:20
 არ გამოვრიცხავ სხვა ქართველების უკრაინის  მინისტრთა კაბინეტში ყოფნას - "მოამბის" შეკითხვებს უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა უპასუხა.
წაკითხვა
ქართველი მაღალჩინოსნების გეგმები უკრაინაში -„მოამბის“ შეკითხვებს ალექსანდრე კვიტაშვილმა უპასუხა
განახლებულია: 2014-12-06 17:07:13
ქართველი  მაღალჩინოსნების უკრაინული გეგმები – გუშინ „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში ვასილ ივანოვ- ჩიქოვანის შეკითხვებს უკრაინის ჯანდაცვის მინიტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა უპასუხა, რომელიც სამშობლოში კვირას საღამომდე
წაკითხვა
ქუთაისში მცირეწლოვანი ბავშვი ცოფის ვირუსით გარდაიცვალა
განახლებულია: 2014-12-06 17:06:02
ქუთაისში მცირეწლოვანი ბავშვი ცოფის ვირუსით გარდაიცვალა. მოზარდი რამდენიმე დღის განმავლობაში ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. გუშინ კი თბილისში გადმოიყვანეს.  სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ცხოველთა უფლებების დამცველი ქუთაისის მერიას მოუწოდებს დროულად მოხდეს თანამედროვე სტანდარტებით ძაღლსაშენის მოწყობა, რათა მსგავსი შემთხვევები თავიდან იყოს აცილებული. რჩევა მოსახლეობას –მოერიდეთ მიუსაფარ ცხოველებთან უშუალო კონტაქტს.  
წაკითხვა
ქათმის გრიპის მეოთხე შემთხვევა ჰოლანდიაში
განახლებულია: 2014-12-02 19:06:43
დევნილებმა აქცია გამართეს ქუთაისში. ჭავჭავაძის გამზირზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებულები დახმარებას ითხოვენ. ქათმის გრიპის რიგით მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა ჰოლანდიის ფერმაში, სადაც უკვე გაანადგურეს დაახლოებით 28 000 ფრინველი. ახლა შემოწმება ახლოს მდებარე ოთხ სხვა ფერმას უტარდება.ქათმის გრიპის პირველი შემთხვევა ჰოლანდიაში ორი კვირის წინ დაფიქსირდა. ექსპერტები ახლა იმის დადგენას ცდილობენ, რამდენად საშიშია ვირუსი ადამიანებისთვის. ექსპერტიზის შედეგები დღეს გახდება ცნობილი.შეგახსენებთ, ჰოლანდია ფრინველის ხორცის და კვერცხის ერთ-ერთი ყველზე მსხვილი ექსპორტიორია ევროკავშირში.
წაკითხვა
შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე და გაზრდილი სტატისტიკა საქართველოში
გამოქვეყნებულია: 2014-12-01 21:02:00
შეზღუდვები რიკოთის უღელტეხილზე. დიდთოვლობის გამო ტრანსპორტით გაადაადგილება ღამით რამდენიმე საათით აიკრძალა. შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს საქართველო გაუარესებული სტატისტიკით ხვდება. 2014 წლის მონაცემებით, აივ ინფექციით ინფიცირებულთა რაოდენობა 6 000-ს აღწევს, მათ შორის 45 ბავშვია.დაავადების გამო, წელს ქვეყანაში 966 ადამიანი გარდაიცვალა.
წაკითხვა
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - დარეგისტრირება დღეიდან იწყება
გამოქვეყნებულია: 2015-04-28 10:43:00
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - დარეგისტრირება დღეიდან იწყება. მკურნალობის მსურველებმა დოკუმენტაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ცენტრებსა და ცენტრალურ ოფისებში უნდა წარადგინონ. დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს პირადობის მოწმობის ასლი, "ფორმა 100" და ბოლო პერიოდში ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევები. მოქალაქეთა განცხადებებს კომისია 10 დღის განმავლობაში განიხილავს. ჯანდაცვის სამინისტრო პირველ ეტაპზე 5 ათას პაციენტს დააფინანსებს. 
წაკითხვა