საზოგადოებრივი
104.5 FM
2017 წელს საქართველოში აივ ინფექციის 249 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გამოქვეყნებულია: 2017-05-24 12:32:00
2017 წელს საქართველოში აივ ინფექციის 249 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მიმდინარე წელს 50 აივ ინფიცირებული გარდაიცვალა, - ამის შესახებ საზოგადოებრივს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, 2016 წელს გარდაცვალების 168 შემთხვევა დაფიქსირდა. 2017 წლის 20 მაისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 6360 აივ ინფიცირებული პირი, მათგან 4737 მამაკაცი და 1623 ქალია. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდე ასაკისაა. 1989 წლიდან დღემდე ინფიცირებულთაგან შიდსი განუვითარდა 3524 პაციენტს, 1292 კი გარდაიცვალა. დღეის მონაცემებით, აივ მკურნალობას იტარებს 3378 პაციენტი, მათგან 44 ბავშვია. რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 43.9% (2793) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია;44.0% (2797) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;9.3% (593) - ჰომო-/ბისექსუალური კონტაქტით;1.5 % (97) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით (ინფიცირებული დედისგან ნაყოფზე ორსულობისა და ძუძუს წოვების დროს); 0.5 % (31) - სისხლის რეციპიენტია; 0.8 % (49) - გადაცემის გზა დაუდგენელია; აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2276 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა, ორი დაუდგენელი), შემდეგ სამეგრელოში 834 (აქედან ზუგდიდი - 568), აჭარაში 728 (ბათუმი – 469), იმერეთში 824 (ქუთაისი 408) აფხაზეთში (415), კახეთში (303) ქვემო ქართლში (333), შიდა ქართლში (230), გურიაში (132), ფოთში (98), სამცხე-ჯავახეთში (79) და ა. შ. ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია. ბოლო წლების სტატისტიკის სურათი ასეთია: 2013 წელს - 490 ახალი შემთხვევა, 2014 წელს - 564, 2015 წელს - 717, 2016 წელს -719. შეგახსენებთ, ყოველი წლის მაისის მესამე კვირა დღეს მსოფლიო საზოგადოება შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს, რითაც პატივს მიაგებს შიდსის ეპიდემიის მსხვერპლთა ხსოვნას. ამ დღესთან დაკავშირებით, დღეს საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა და სოლიდარობის აქცია გაიმართება. ღონისძიების მთავარი მიზანი საზოგადოების ცნობიერებისა და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებაა. ამ თემაზე „მოამბის“ კითხვებს დღეს მედიცინის დოქტორმა, შიდსის ცენტრის ექიმმა მაია ცინცაძემ უპასუხა.
წაკითხვა
მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით ახალ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-05-23 17:58:00
მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით ჯანდაცვის სამინისტრო არასამთავრობო სექტორთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ახალ პროექტზე მუშაობს. პროექტს სამომავლოდ საკანონმდებლო ინიციატივის სახე უნდა მიეცეს. საკითხს ჯანდაცის კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურება. "ხარისხის კონტროლის გაუმჯობესება, არა მარტო მედიკამენტების, არამედ მთლიანად სამედიცინო მომსახურების, აუცილებელია. ტოტალურმა დერეგულაციამ მოგვიტანა მხოლოდ და მხოლოდ პრობლემები და ნაკლებად იმოქმედა ბიზნესის კონკურენტუნარიანობაზე" - აცხადებს აკაკი ზოიძე. მისივე ინფორმაციით, ჯადაცვის სამინისტროში უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ფარმაცევტული საქმიანობის დარეგულირებაზე იმუშავებს. "ჯგუფში ჩართული არიან ყველა მხარის წარმომადგენლები, გარკვეულ კონდიციამდე მიყვანილია, თუმცა გარკვეული საკითხები ჯერ კიდევ არ არის შეჯერებული. ჩვენთან რომ შემოვა პარლამენტში, რა თქმა უნდა ვიმსჯელებთ ამ საკითხებზე. მივესალმები ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ზედმეტი ადამინისტრაციული ბარიერების გარეშე, ხელს უწყობს ხარისხის გაუმჯობესებას" - აცხადებს აკაკი ზოიძე.
წაკითხვა
საქართველო ბელარუსს C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის 1500 ფლაკონს უსასყიდლოდ გადასცემს
გამოქვეყნებულია: 2017-05-04 19:00:00
ბელარუსის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებისგან უსასყიდლოდ C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის „სოვალდის“ 1500 ფლაკონს მიიღებს. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.ამ თემასთან დაკაშირებით, 5 მაისს, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ვიცე პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა ბელარუსის ვიცე-პრემიერს ვასილი ჟარკოსა და "რუპ ბელფარმაციას" გენერალურ დირექტორს ვიაჩისლავ გნიტის შეხვდებიან.
წაკითხვა
ინფექციებზე მეორადი შემოწმების შედეგად, კლინიკების 30% -ში სტანდარტები კვლავ არადამაკმაყოფილებელია
გამოქვეყნებულია: 2017-05-01 16:03:00
ინფექციებზე მეორადი შემოწმების შედეგად, კლინიკების 30% -ში სტანდარტები კვლავ არადამაკმაყოფილებებლია, - განაცხადა ჟურნალსიტებთან ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.მისი თქმით, ინფექციებზე კონტროლის დროს შემოწმებული კლიკინიკებიდან სტანტარტებს კლინიკების 70%  ვერ აკმაყოფილბდა, მეორადი შემოწმების შედეგად 40% -ში სიტუაცია გამოსწორდა, თუმცა კლინიკების 30% -ში ინფექციებზე კონტროლის სტანდარტები ისევ არადამაკმაყოფილებებლია, 100% იანი დადებით შედეგი კი,  მხოლოდ რამდენიმე კლინიკას აქვს.მინისტრის განცხადებით,  შემდეგი შემოწმების ეტაპი ივლისის თვეში იქნება და იმ კლინიკებთან, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებენ სტანტარდებს, სახელმწიფო თანაშმროლობას შეწყვეტს. „მესამე შანსი ასეთ კლინიკებს აღარ მიეცემათ“,- აღნიშნა დავით სერგეენკო.
წაკითხვა
დავით სერგეენკო - ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება, ქრონიკული დაავადებებისთვის მედიკამენტებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიიღებენ
გამოქვეყნებულია: 2017-05-01 12:40:00
დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება.როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სიახლის მიხედვით, ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება, ქრონიკული დაავადებებისთვის სამკურნალო მედიკამენტებს სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიიღებენ.მედიკამენტები ხუთი ქრონიკული დაავადებისთვის გამოიყოფა. ესენია: მაღალი არტერიული წნევა, გულის უკმარისობა, კორონალური სისტემის დაავადებები, დიაბეტის მე-2 ტიპი, ფილტვების ქრონიკული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მედიკამენტების შესყიდვისას მთავარი აქცენტი ხარისხზე გაკეთდება.„არ გაიცემა ისეთი მედიკამენტი,  რომელიც არ არის წარმოებული ევროკავშირის ქვეყნებში. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის სერტიფიკატის წარმოდგენა“,- განაცხადა მინისტრმა.ამასთან,სიახლის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაფინანსების რამდენიმე ჯგუფი და პროგრამა განისაზღვრა.საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთაც ყოველთვიური შემოსავალი 1000ლარზე მეტია, მაგრამ ჯამურად წელიწადში 40000ლარს არ აღემატება, ასეთ ბენეფიციარებს არჩევანის საშუალება ექნებათ, ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით.„ამ კატეგორიაში შემავალი მოქალაქეებისთვის, კერძო დაზღვევის პაკეტის ქონის მიუხედავად, მაინც გათვალისწინებულია ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა და ჰორმონოთრაპია. ასევე სახელმწიფოს მხრიდან ყველა მოქალაქისთვის დაფინანსებული უფასო მშობიარობა/საკეისრო კვეთა ამ კატეგორიაზეც გავრცელდება“,- აღნიშნა მინისტრმა.რაც შეეხება დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლებია, ასევე თვითდასაქმებულ, არარეგულარული შემოსავლის მქონე პირებს კერძო დაზღვევის ქონის მ
წაკითხვა
პირველი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება
გამოქვეყნებულია: 2017-04-30 17:16:00
პირველი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება. ცვლილებების მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდეა, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ. რაც შეეხება საყოველთაო პროგრამის ჯგუფებსა და დაფინანსების პირობებს, ის შემდეგნაირად განისაზღვრა: საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, არჩევანის საშუალება მიეცემათ, ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით. გარდა ამისა, ამ კატეგორიაში შემავალი მოქალაქეებისთვის პროგრამის ფარგლებში, კერძო დაზღვევის პაკეტის მიუხედავად, შეუნარჩუნდებათ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, კერძოდ, ქიმიო და ჰორმონოთრაპია. ასევე, მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება. დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლებია, ასევე, თვითდასაქმებულ, არარეგულარული შემოსავლის მქონე პირებს კერძო დაზღვევით სარგებლობის მიუხედავად, შეუნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის უფლება, თუმცა მცირედ შეზღუდული პაკეტით. ასევე, მათ მიეცემათ გარდამავალი ეტაპის პრივილეგია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ამ კატეგორიაში შემავალი მოქალაქე შეიძენს კერძო სადაზღვევო პაკეტს, პროგრამის ფარგლებში ურგენტული სერვისები მიეწოდებათ უცვლელად. ასევე, ხელმისაწვდომი რჩება ონკოლოგიური დაავადებების მართვა (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია) და მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება.
წაკითხვა
რა ცვლილებებია საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში და რას გულისხმობს დაზღვევის დიფერენცირებული პაკეტების ამოქმედება - დავით სერგეენკო „მოამბეში“
განახლებულია: 2017-04-25 18:17:00
„მოამბის“ კითხვებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უპასუხა. 
წაკითხვა
100 000-მდე სარეიტინგო ქულის ფარგლებში მყოფ ბენეფიციარებს ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ
გამოქვეყნებულია: 2017-04-25 17:29:00
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 0 დან -100 000-მდე სარეიტინგო ქულის ფარგლებში მყოფ ბენეფიციარებს ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ. ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების შესაძენად ტენდერს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. მასში მონაწილეობა შეეძლებათ როგორც ქართულ, ასევე უცხოურ კომპანიებს. სულ 24 სახის მედიკამენტის შეძენა იგეგმება, რომელიც 4 სახის ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ არის განსაზღვრული. ესენია გულსისხლძარღვთა, ფარისებრი, დიაბეტის მეორე ტიპი და ფილტვების ობსტრუქციული დაავადებები. მედიკამენტების შეძენა ბენეფიცუარებს სიმბოლურ ფასად, მაქსიმუმ 1 ლარად შეეძლებათ. ასევე თითო ბენეფიციარს მაქსიმუმ 3 თვის სამყოფი პრეპარატის ყიდვა შეეძლება. სიახლეები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ ქართული ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს პირადად გააცნო. კომპანიები სიახლეს მიესალმებიან და მზადყოფნას გამოთქვამენ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
წაკითხვა
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის არჩევნები - სსმ-ში ბორდის სხდომა მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-04-25 12:05:00
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის არჩევნები - ბორდის სხდომა საზოგადოებრივ მაუყებელში ამ წუთებში მიმდინარეობს.  კენჭისყრის დაწყებამდე წესდების განსაზღვრა და დამტკიცება მოხდება. თამარ წიკლაური დეტალებით.
წაკითხვა
ერთსაათიანი სირბილი სიცოცხლის დამატებით 7 საათს გვჩუქნის - მეცნიერების დასკვნა
გამოქვეყნებულია: 2017-04-18 15:13:00
აიოვას უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვნით, ერთსაათიანი სირბილი სიცოცხლის დამატებით 7 საათს გვჩუქნის. სირბილის სასარგებლო თვისებების შესახებ აქამდეც ვიცოდით, თუმცა მეცნიერები საკუთარ კვლევებს ნელ-ნელა ავითარებენ. მათი თქმით, სიცოცხლის დამატებითი 7 საათის მისაღებად საჭიროა შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება: უნდა ირბინოთ ნელა - ძუნძულით, არ მოწიოთ, არ დალიოთ ხშირად და იძინოთ მინიმუმ 7 საათი. სხვა შემთხვევაში, სირბილის ჯადოსნური ელექსირი არ იმოქმედებს. ​აღნიშნული კვლევები ჯერ კიდევ 3 წლის წინ დაიწყო დალასის უნივერსიტეტში. კვლევის შედეგები ეტაპობრივად ქვეყნდებოდა. პროცესში აიოვას უნივერსიტეტის მეცნიერებიც ჩაერთვნენ, რომლებმაც საზოგადოებას სასიამოვნო ინფორმაცია გააცვნეს. გაექეცი სიკვდილს - ეს ახალი კვლევის ერთ-ერთი კრეატიული დევიზია. მეტი სირბილი, დამატებითი სიცოცხლის საათებს ნიშნავს. ​იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ არაჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობთ, ყოველდღიური ერთსაათიანი სირბილი თქვენი სიკვდილის რისკს 40%-ით ამცირებს. ეს ნიშნავს იმას, რომ სირბილი ისეთ დაავადებებს ებრძვის, რომელიც ნაადრევი სიკვდილის გამომწვევია. ეს მეტწილად გულის და სისხლძარღვთა დაავადებებს ეხება.
წაკითხვა
ქრონიკული დაავადების მქონე 600 ათასამდე ადამიანი 30-მდე მედიკამენტს უფასოდ მიიღებს
განახლებულია: 2017-04-10 20:42:00
ცვლილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ქრონიკული დაავადებების მქონე 600 000-მდე ადამიანი ივნისიდან 30-მდე დასახელების მედიკამენტს პრაქტიკულად უფასოდ მიიღებს. ძირითადად საუბარია სოციალურად დაუცველებსა და პენსიონრებზე. სიახლესთან ერთად ჯანდაცვის მინისტრმა ფარმაცევტულ კომპანიებს სატენდერო პირობებიც გააცნო, რასაც ადგილობრივი მწარმოებლებისგან ნეგატიური რეაქციებიც მოჰყვა.  სახელმწიფო  პროგრამა, რომელიც ქრონიკული დაავადების მქონე სოციალურად დაუცველებისა და მარტოხელა პენისონერებისთვის  30-მდე მედიკამენტის უფასოდ გადაცემას გულისხმობს, სავარაუდოდ, ზაფხულში ამოქმედდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, პირველ  ეტაპზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სამი მიმართულების - გულსისხლძარღვთა სისტემის, ენდოკრინოლოგიის ნაწილის და სასუნთქი სისტემის დაავადებებისათვის საჭირო მედიკამენტები დაფინანსდება.„მაგალითად პენსიონერი, რომელიც თვეში საშუალოდ 20-30 ლარის მედიკამენტების შეძენას საჭიროებდა, ახალი პროგრამის დანერგვის შემდეგ,  აღნიშნული წამლების შეძენას სიმბოლური თანაგადახდით,  მაქსიმუმ თვეში 1 ლარად შეძლებს. ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია-ეს იქნება სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც მიმდინარე წელს გავაფართოვებთ. ბიუჯეტს რაც შეეხება, ეს კონკურსის შემდეგ გახდება ცნობილი, მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ეს იქნება 5 მილიონი ლარის ფარგლებში“, -აღნიშნა მინისტრმა.მისივე თქმით, ხარისხის კონტროლს გააკონტროლებენ  უცხოური ლაბორატორიები, რადგან ამ ეტაპზე საქართველოში არ არის ამისათვის სპეციალურად აკრედიტირებული ლაბორატორია.
წაკითხვა
დავით სერგეენკო - „კურაციოს“ კვლევები ჩემთვის დღემდე გამოცანაა
გამოქვეყნებულია: 2017-04-10 14:21:00
შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“  კვლევას ეხმაურება.  როგორც  დავით სერგეენკო აღნიშნავს,  მისთვის ფონდის კვლევები გამოცანაა და  ის არ ემთხვევა ჯანდაცვის სამინისტროს  მიერ ჩატარებული კვლევებს.„კურაციო“იყენებს 100-მდე ექსპერტის მოსაზრებას. მე მათ ვთხოვე, მაგრამ ვერ მოვიპოვე ამ ექსპერტების სია. თუკი საქართველოში 100 ადამიანია, ვინც თანაბრად ძლიერი არის ჯანდაცვის ყველა მიმართულებაში, ჩვენთვის ეს ფასდაუდებელი რესურსი იქნებოდა. მე ვერ მოვიძიე ასეთი სია, შესაბამისად ვერ ვიტყვი, რომ ამ ტიპის კვლევა არის მაღალი ვალიდურობის. ჩვენ გვაქვს საკუთარი კვლევები, რომელსაც ვატარებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციებთან და მსოფლიო ბანკთან ერთად, სადაც მედიკამენტებზე ფინანსური ბარიერი არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორი სოციალურად დაუცველებისა და პენსიონერებისათვის“, -განაცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2016 წლის ბოლოს მოსახლეობის 59%-ს ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამენტებისათვის ჯიბიდან გადახდები გაუძვირდა. ეს იმ პირობებში, როდესაც კერძო დაზღვევის პარალელურად, მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა.კ ვლევაში გამოკითხულთა 81 ,5 %  მიიჩნევს, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე სამედიცინო მომსახურება გაძვირდა.
წაკითხვა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ძირითადი ქრონიკული დაავადებებისთვის საჭირო მედიკამენტებს დააფინანსებს
განახლებულია: 2017-04-10 12:20:00
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტების კომპონენტის ჩართვას განიხილავენ. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, მალე ამოქმედდება ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გარკვეულ კონტინგენტს მიაწვდის ძირითადი ქრონიკული დაავადებებისთვის საჭირო მედიკამენტებს. პირველ  ეტაპზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სამი მიმართულების - გულსისხლძარღვთა სისტემის, ენდოკრინოლოგიის ნაწილის და სასუნთქი სისტემის დაავადებებისათვის საჭირო მედიკამენტები დაფინანსდება.დავით სერგეენკომ შეხვედრაზე მედიკამენტების ლაბორატორიის არარსებობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ რეგისტრირებული მედიკამენტი არ ნიშნავს იმას, რომ მისი ხარისხი მაღალია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ახალი მედიკამენტების კომპონენტი, სავარაუდოდ, ივნისის მეორე ნახევარში ამოქმედდება.
წაკითხვა
სადაზღვევო კომპანიების კონტროლი მკაცრდება - რა მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევთ მზღვეველებს
გამოქვეყნებულია: 2017-03-29 20:34:00
კერძო სადაზღვევო კომპანიების კონტროლი მკაცრდება. მომხმარებელთა საჩივრების ზრდის გამო კომპანიები ვალდებულები იქნებიან, რომ კლიენტისთვის შეთავაზებულ ხელშეკრულებაში კორექტივები შეიტანონ. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური მზღვეველებს მოსთხოვენ, რომ კონტრაქტში მოქალაქეებს საკუთარი უფლებები მაქსიმალურად გასაგებ ენაზე აუხსნან. გამკაცრებული მონიტორინგი ახალი სამსახურის ამოქმედებასაც გულისხმობს.   
წაკითხვა
მოქალაქეები, რომელთა შემოსავალიც წელიწადში 40 000 ლარზე მეტია, საყოველთაო დაზღვევით ვეღარ ისარგებლებენ
განახლებულია: 2017-03-16 16:11:00
საყოველთაო დაზღვევა იქნება დიფერენცირებული და ის ექვს სხვადასხვა კატეგორიაზე გადანაწილდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მისივე ინფორმაციით, პირველი კატეგორია მიზნობრივი ჯგუფია, სადაც შედიან პენსიონერები, 0-იდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, სტუდენტები, შშმ პირები, პედაგოგები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები.დავით სერგეენკოს განცხადებით, ამ კატეგორიას ექნება ულიმიტო დაზღვევა, ისეთი როგორიც აქამდე ჰქონდა.ერთადერთი ცვლილება, მინისტრის თქმით, არის მედიკამენტების კომპონენტი. სახელმწიფო შემოიღებს ოთხი ქრონიკული დაავადების მიხედვით საჭირო მედიკამენტების ჩამონათვალს, რომელზეც წვდომის საშუალება მიზნობრივი ჯგუფის ნაწილს ექნება.აღნიშნული სიახლე ძალაში მიმდინარე წლის ივნისიდან შევა.როგორც დღეს დავით სერგეენკომ განმარტა, მეორე ჯგუფი ეს არის მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანები.მინისტრის თქმით, მოქალაქეს, რომელსაც აქვს 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი, მათ არ ექნებათ უფლება ისარგებლონ სახელმწიფო დაზღვევით.
წაკითხვა
სერგეენკო: მთავრობის გადაწყვეტილება არ შეიცვლება, სადაზღვევო კომპანიებს შეუძლიათ ეს საკითხი დაივიწყონ
გამოქვეყნებულია: 2017-02-16 17:25:00
მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება არ შეიცვლება და სადაზღვევო კომპანიებს „შეუძლიათ ეს საკითხი დაივიწყონ“, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კერძო დაზღვევის მქონე პირების სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამიდან გამიჯვნის საკითხზე საუბრისას განაცხადა. „2013 წელს მიღებული იყო გადაწყვეტილება, როცა კერძო დაზღვევის მონაწილეები გაემიჯნენ საყოველთაო დაზღვევის მონაწილეებს და უკვე შეიქმნა მოძველებული ბაზა. მაშინ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ სადაზღვევო კომპანიებს მთავრობისთვის უნდა წარედგინათ 2013 წლამდე არსებული ბაზები, თუმცა ეს არ მოხდა. 2013 წლის შემდეგ უკვე შეიცვალა ძალიან ბევრი რამ. ადამიანების ნაწილმა დაკარგა კერძო დაზღვევა და ვეღარ გახდა საყოველთაო დაზღვევის მონაწილე. რეალურად ისინი არიან დისკრიმინებული ადამიანები და ამ ყველაფრის მიზანი განუახლებელი ბაზები იყო. თუმცა არსებობდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ კერძო დაზღვევა და გახდნენ საყოველთაო დაზღვევის მონაწილეები. შემდგომ შეიძინეს კერძო დაზღვევა და ორივე ფინანსური უზრუნველყოფა გააჩნდათ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სადაზღვევო კომპანიებს ჩვენთვის უნდა მოეწოდებინათ განახლებული ბაზები. ჩვენ მათ მივმართავდით თხოვნით, წერილობით, ყველანაირი ფორმით, თუმცა განახლებული ბაზები არ მოგვაწოდეს”, - განაცხადა დავით სერგეენკომ. მინისტრის თქმით, კომპანიებთან მიმდინარეობდა მუდმივი კომუნიკაცია, რათა მთავრობისთვის განახლებული ბაზები წარედგინათ. დავით სერგეენკოს განცხადებით, კომპანიები აცხადებენ, რომ ბაზების წარსადგენად მზად არიან, თუმცა სინამდვილეში ამას არ აკეთებენ. ჯანდაცვის მინისტრი პრობლემის სათავედ სადაზღვევო კომპანიების მოგებას მიიჩნევს. „ჩვენი გათვლით, არსებული ნაკლებად გამჭვირვალე სისტემის ხარჯზე ყოველთვიურად სახელმწიფო ბიუჯეტის, ანუ ჯანდაცვის ბიუჯეტიდან მილიონს მოიხმარს სადაზღვევო კომპანიები. ვვარაუდობთ, რომ ეს თანხა ზოგიერთი კომპანიის ანგარიშზე მიდის. ახლა კი, როცა სადაზღვევო ინდუსტრიის ზოგიერთი წარმომადგენელი დეკლარირებს, რომ უნდა მსჯელობა და საკითხის განხილვა, სინამდვილეში ეს არის დროის გაყვანის მცდელობა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. მინისტრის განმარტებით, მთავრობის დადგენილებით, სადაზღვევო კომპანიებს მიეცათ დავალება, რომ განახლებული ბაზები წარადგინონ 2017 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით და ბაზების წარდგენის ბოლო ვადა 23 თებერვალია. დავით სერგეენკო ვარაუდობს, რომ სისტემის მოწესრიგების შემდეგ ბაზების განახლება უნდა გახდეს მუდმივი პროცესი, „თუმცა იმ ადამიანებს, ვინც კერძო დაზღვევას დაკარგავენ და საყოველთაო დაზღვევაში მოხვედრა მოუნდებათ, სერიოზული ბარიერები დახვდებათ მათი შემოსავლიდან გამომდინარე“.
წაკითხვა
სადაზღვევო კომპანიები მთავრობისგან დაზღვევასთან დაკავშირებით მიღებული დადგენილების გაუქმებას ითხოვენ
გამოქვეყნებულია: 2017-02-16 12:21:00
სადაზღვევო კომპანიები მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების გაუქმებას ითხოვენ, რომელიც ნებისმიერი ტიპის ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლე პირის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამოთიშვას ითვალისწინებს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს სადაზღვევო ასოციაციაში გაკეთდა. მათი განცხადებით, ამ დროისთვის კერძო პირების დიდი ნაწილი ე.წ. დაშენებული პაკეტის მოსარგებლეა, რაც მხოლოდ შეზღუდულ სერვისებს ითვალისწინებს და არ ფარავს მსხვილ სამედიცინო ხარჯებს. სადაზღვევო კომპანიების თმით, ეს დაზღვეულები დარჩებიან ხშირ შემთხვევაში კატასტროფული ხარჯების დაფინანსების გარეშე, რომლებიც, მაგალითად, დაკავშირებულია ჰოსპიტალურ და ონკოლოგიურ სამედიცინო სერვისებთან. სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენელთა განცხადებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ დადგენილება ითვალისწინებს პროგრამიდან გამიჯვნას წინა თარიღით, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზღვეულები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე აღმოჩნდებიან ამ მდგომარეობაში და მათ არ ექნებათ თადარიგის დაჭრის შესაძლებლობა. ​სადაზღვევო ინდუსტრიაში მიიჩნევენ, რომ ამგვარი მიდგომა მნიშვნელოვან სისტემურ პრობლემას შექმნის და ბაზრიდან გაქრება ე.წ. დაშენებული სადაზღვევო პროდუუქტები, რითაც დაახლოებით 3 მილიონზე მეტი მოქალაქე დარჩება მხოლოდ საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლედ, მათ მოუწევთ თავად გადაიხადონ იმ სამედიცინო სერვისების ღირებულება, რომელიც საყოველთაო დაზღვევით არ ფინანსდება, მაგალითად მაღალტექნოლოგიური კვლევები, მედიკამენტები, სტომატოლოგია და. აშ. სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ყველა სადაზღვევო კომპანიას მოუწევს საკუთარი პაკეტების გადახედვა, შესაძლებელია აღარ გასცენ ინდივიდუალური პაკეტები, რადგან მათთვის რისკები გაცილებით გაზრდილი იქნება. ასევე ვარაუდობენ, რომ პაკეტები, შესაძლოა, გაძვირდეს დაახლოებით 10%-დან 25%-მდე. 
წაკითხვა
უნდა შეეზღუდოს თუ არა ქალებს აბორტის გაკეთების უფლება - სტატისტიკა და ახალი ინიციატივა
გამოქვეყნებულია: 2017-02-12 18:14:00
საქართველოს პარლამენტს აბორტის შეზღუდვის ინიციატივით მიმართავენ. წინადადება, რომელიც სტუდენტ გიორგი ლაბაძეს ეკუთვნის, გულისხმობს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის აკრძალვას ნებისმიერ ვადაზე, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ნაყოფის ან დედის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, წყვილს სოციალური პრობლემები აქვს, ან ორსულობა დადგა ინცესტის ან გაუპატიურების შედეგად.იმ შემთხვევაში თუ პარლამენტმა წინადადება არ დაარეგისტრირა, ავტორი 30000 ხელმოწერის შეგროვებას გეგმავს. ინიციატივას სხვადასხვა გამოხმაურება მოჰყვა. ექიმების ნაწილის განმარტებით, აბორტის პროცედურაზე შეზღუდვების დაწესება შედეგს ვერ მოიტანს, თუ მოსახლეობის ცნობიერება საკითხისადმი არ ამაღლდება. საკანონდმებლო წინადადებას მხარს არ დაუჭერს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე. ამ დროისათვის საკითხზე კომიტეტს არ უსმჯელია, თუმცა ზოიძის განმარტებით, აბორტი ქალის უფლებაა და მხოლოდ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მისი გაკეთების თაობაზე. ზოიძე ამბობს, რომ საბჭოთა კავშირში ამ მხრივ აკრძალვები მოქმედებდა, თუმცა ამან აბორტების რაოდენობა ვერ შეამცირა.ქართული კანონმდებლობა აბორტის შესახებსაქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 2014 წლის ოქტომბრის ბრძანებით, დამტკიცდა ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის წესები. მინისტრის ბრძანების თანახმად, ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა ხორციელდება ნებაყოფლობით (ქალის მოთხოვნის საფუძველზე) ორსულობის 12 კვირამდე (ჩათვლით); სამედიცინო და სოციალური ჩვენებების შესაბამისად, ორსულობის 12-დან  22 კვირამდე.„12 კვირის ვადის ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია, თუ ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა წინასწარი გასაუბრება - აბორტისწინა კონსულტაცია ექიმი მეან-გინეკოლოგის მიერ და გასაუბრებიდან სამედიცინო ჩარევამდე გასულია 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადა. გამონაკლისი შესაძლებელია დაშვებულ იქნეს ორსულობის მე-12 კვირაზე მიმართვისას, როდესაც კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაფიქრებელი პერიოდის შემდეგ იწურება ლეგალური აბორტის ვადა, რაც განაპირობებს სერვისის მიწოდების შეზღუდვას. ამ შემთხვევაში მოსაფიქრებელი პერიოდი შესაძლებელია შემცირდეს არანაკლებ 3 დღემდე,“ - ნათქვამია ბრძანებაში.დოკუმენტის თანახმად, დაუშვებელია სქესის შერჩევის მიზნით ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა გარდა იმ შემთხვევებისა, როცა აუცილებელია სქესთან შეჭიდული მემკვიდრეობითი დაავადების თავიდან აცილება.აუცილებელი პირობაა აბორტისწინა კონსულტაციის/წინასწარი გასაუბრების წესიც. ექიმი ვალდებულია სრულად  და  გასაგებ ენაზე მიაწოდოს ინფორმაცია პაციენტს აბორტის, მისი
წაკითხვა
დღეში ორი მტევანი ყურძნის მიღება ალცჰაიმერის დაავადების რისკს ამცირებს, - ახალი კვლევა
გამოქვეყნებულია: 2017-02-06 03:31:00
დღეში ორჯერ თითო მტევანი ყურძნის მიღებას ალცჰაიმერის დაავადების მძიმე შედეგების თავიდან არიდება და მეხსიერების გაუმჯობესება შეუძლია, - ასეთია კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის შედეგები. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ყურძენი ტვინის იმ ზონების გააქტიურებას ახდენს, რომლებიც ალცჰაიმერის დაავადებასთანაა დაკავშირებული. სწორედ ამ ზონებში მეტაბოლური პროცესების დაქვეითება ხდება ალცჰაიმერის დაავადების ადრეულ სტადიაზე. კვლევამ, რომელიც მეხსიერების დაქვეითების ადრეული სტადიის მქონე პაციენტებში ჩატარდა, აჩვენა, რომ 6 თვის განმავლობაში ყურძნის მიღებამ მათ ყურადღების კონცენტრაცია და მეხსიერება გაუუმჯობესა. ყურძნის დადებითი ეფექტი, როგორც კოგნიტური შესაძლებლობების შესწავლის, ისე ტვინის პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიის შედეგად დადასტურდა. საცდელი კვლევის შედეგები ჟურნალ Experimental Gerontology-ში გამოქვეყნდა. მისი ავტორის, დოქტორ დენიელ სილვერმანის განცხადებით, საცდელი კვლევა მიუთითებს ყურძნის სასარგებლო თვისებებზე ნევროლოგიური და გულსისხლძარღვთა სისტემის სიჯანსაღის შენარჩუნების მიმართულებით, თუმცა მისივე თქმით, საჭიროა უფრო ფართო კვლევები აღნიშნული ეფექტის დასადასტურებლად. წყარო: Mirror Online
წაკითხვა
50 საუკეთესო პროდუქტი წონაში დასაკლებად - ექიმების რჩევა
გამოქვეყნებულია: 2017-01-31 14:03:00
წაკითხვა