საზოგადოებრივი
104.5 FM
შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი - ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს ეწვია
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 20:18:00
ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის მოადგილე, ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს დელეგაციასთან ერთად ეწვია. სტუმრებს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ლევან ჭაბუკიანმა უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ამ მიმართულებით ცენტრის როლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ცენტრის წარმომადგენელმა ნატო-ს დელეგაციის წევრებს ცენტრის საქმიანობის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა და არსებული ინფრასტრუქტურა გააცნო. ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი საზღვა
წაკითხვა
ქართველი პარა-ფრენბურთელები ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 16:23:00
ქართველი პარა-ფრენბურთელები ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ. შეხვედრები 4-12 ნოემბერს გაიმართება და მასში 13 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ქართველი მჯდომარე ფრენბურთელები ჯგუფურ ეტაპზე ბოსნიასთან, სერბეთთან და უნგრეთთან ითამაშებენ. საქართველოს ნაკრები პარა-ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატზე პირველად მონაწილეობს. ეროვნული ნაკრები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებული  ქართველი სამხედროებითაა დაკომპლექტებული. სპორტსმენებს გამგზავრების წინ წარმატება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა უსურვა.
წაკითხვა
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე პირველი საარტილერიო ბრიგადის სწავლება გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 12:08:00
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე პირველი საარტილერიო ბრიგადის საველე სწავლება გაიმართა. ბატალიონმა საბრძოლო სროლებით სამკვირიანი წვრთნები დაასრულა. სწავლება სამ ფაზად ჩატარდა. პირველ ეტაპზე მეცადინეობები ასეულის შემადგენლობით განხორციელდა, მომდევნო ეტაპზე კი მართვის ელემენტები დაიხვეწა. დასკვნით საველე სწავლებას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი დაესწრო.
წაკითხვა
ნატოს საზღვაო საბრძოლო ხომალდები საქართველოში
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 20:40:00
ბათუმის ნავსადგუში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ფლოტის ოთხი გემი შემოვიდა. მათ შორისაა მუდმივმოქმედი მეორე ნაღმ-საწინაარდეგო შენაერთის საფლაგმანო ხომალდი.  საქართველოს წყლებში ისინი 6 ნოებრამდე დარჩებიან და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნაში მიიღებენ მონაწილეობას. ბათუმში ნატოს ძალების დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი, სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები, აჭარის მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ოფიციალურ მიღებამდე ნატოს ხომალდების საპორტო ვიზიტი შინაგან საქმეთა მინისტრმა და ნატოს საზღვაო სარდლობის მეთაურის მოადგილემ, ვიცე-ადმირალმა შეაფასეს. 
წაკითხვა
ეროვნულ ბიბლიოთეკაში კოტე აფხაზის სახელობის სამხედრო ოთახი გახსნა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 18:18:00
ეროვნულ ბიბლიოთეკაში კოტე აფხაზის სახელობის სამხედრო ოთახი გახსნა. სივრცეში  წარმოდგენილია პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ისტორიული მასალები და წიგნები, ასევე ფოტოები და დოკუმენტები, რომლებიც 1918-1921 წლებში მაღალი რანგის სამხედრო პირების გადაწყვეტილებებსა და ბრძანებებს ასახავს. გახსნას თავდაცვის მინისტრიც ესწრებოდა. 
წაკითხვა
II საარტილერიო ბრიგადა ცხრა წლისაა
განახლებულია: 2017-11-02 12:29:00
II საარტილერიო ბრიგადა ცხრა წლისაა. იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო ცერემონიალი ხონში, სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ღონისძიება სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილდოებით გაგრძელდა. მოეწყო სამხედრო ტექნიკის გამოფენაც. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნები, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
წაკითხვა
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მონაწილე და „სახალხო გმირის“ წოდების მქონე, წარმოშობით ჩეჩენი მეომარი მოკლეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 20:40:00
მორიგი შეკვეთილი მკვლელობა უკრაინაში. მსხვერპლი წარმოშობით ჩეჩენი, 34 წლის ამინა ოკუევაა. უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების მონაწილესა და ბატალიონ „კიევი-2“-ის წევრს, 2015 წელს „უკრაინის სახალხო გმირის“ წოდებაც მიანიჭეს. უმთავრესი და ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება კი ის არის, რომ ამინა ოკუევა ადამ ოსმაევის მეუღლე იყო, რომელსაც 2013 წელს პუტინზე თავდასხმის მოწყობაში ადანაშაულებდნენ. ეს უკვე რიგით მეოთხე ხმაურიანი მკვლელობაა, როომელიც კიევში 2017 წელს მოხდა. რა აკავშირებს მათ ერთმანეთთან, რა ვერსიებს განიხილავს გამოძიება და არსებობს თუ არა ძალადობის გაგრძელების საფრთხე - ვრცლად ჩვენ სიუჟეტში
წაკითხვა
ერაყის ხელისუფლებამ თურქეთთან საზღვარზე კონტროლი დაამყარა
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 19:23:00
ერაყის ხელისუფლებამ თურქეთთან საერთო საზღვარზე კონტროლის მოპოვება შეძლო. მანამდე აღნიშნული ტერიტორია ერაყის ქურთისტანის ავტონომიური მთავრობის დაქვემდებარებაში იყო.  თურქეთის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის თქმით, თურქეთი თანახმაა ერაყთან კიდევ ერთი გამშვები პუნქტიც გახსნას, რომელიც თურქეთს ერაყის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ტალ-აფარის ქალაქთან დააკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ამ ქალაქის მაცხოვრებელთა 75 %-ს, ერაყელი თურქმენები შეადგენენ. ოფიციალურმა ბაღდადმა ავტონომიურ რეგიონში ძალები ე.წ. დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ შეიყვანა, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება არალეგიტიმურად მიიჩნევს. 
წაკითხვა
„ტოტალური თავდაცვა და ჰიბრიდული ომის წარმოება“ - ფინეთის თავდაცვის მინისტრმა საჯარო ლექცია წაიკითხა
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 18:43:00
„ტოტალური თავდაცვა და ჰიბრიდული ომის წარმოება“ – თემაზე ფინეთის თავდაცვის მინისტრმა საჯარო ლექცია თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“  წაიკითხა. ფინელი კოლეგის საჯარო გამოსვლის შეფასებებისას ლევან იზორიამ აღნიშნა რომ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებთან, კერძოდ, ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის საკითხში, საქართველო ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობს. 
წაკითხვა
სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე ერთი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 13:32:00
სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე სამხედრო მოსამსახურე, ვალერი ჭანტურიძე დაშავდა. 33 წლის ჭანტურიას მარცხენა ხელის მტევანი დაუზიანდა, რის გამოც ხელის ამპუტაცია გახდა საჭირო.სამხედრო ქუთაისში, რეფერალურ ჰოსპიტალში გადის მკურნალობას. ექიმის ინფორმაციით, ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.დაშავებულის დედა, აცხადებს რომ არ ეუბნებიან, თუ რა მოხდა ჯარში."ავღანეთში რომ ყოფილიყო, ხმას არ ამოვიღებდი. აგერ, უბრალო ადგილზე მიკლავდნენ შვილს და რა მოხდა, ეს ვერ გავიგე", - აცხადებს პირველ არხთან სამხედროს დედა თინათინ ჭანტურიძე.თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სამხედრო პოლიციამ დაიწყო. მათივე ინფორმაციით, ვალერი ჭანტურიძე სამიზნე სროლებს ახორციელებდა და უეცარი სროლის შედეგად მარცხენა ხელის მტევანი დაიზიანა. დანიშნულია ექსპერტიზა. გამოძიება კი 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.ჭანტურია 12 წელია სამხედრო მოსამსახურეა. სხვადასხვა დროს ის იმყოფებოდა ერაყისა და ავღანეთის სამხედრო მისიებში.
წაკითხვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრს უკრაინის „დამოუკიდებლობის დღის“ სამახსოვრო მედალი გადაეცა
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 12:39:00
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა უკრაინის „დამოუკიდებლობის დღის“ სამახსოვრო მედლით დააჯილდოვა. ღონისძიებას უკრაინის თავდაცვის ატაშე გენერალ-მაიორი იგორ ოსტაპენკო და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი დაესწრნენ.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები უკრაინის დამოუკიდებლობის 26-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ. აღლუმში მონაწილეობა საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა მიიღეს. მაშინ თავდაცვის მინისტრმა უკრაინაში ვიზიტი ატენის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობის გამო გააუქმა.
წაკითხვა
პირველი საბრძოლო წვრთნა, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 12:15:00
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში, პირველი სწავლება იმართება. საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი მსუბუქი ქვეითი ასეულის მესამე ოცეული პირველი ქვედანაყოფია, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში საბრძოლო მომზადებას გადის. ქართველ სამხედროებს აშშ-ის ევროპული სარდლობის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრის და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ინსტრუქტორები წვრთნიან. ოცეულს პრაქტიკული მეცადინეობები ვაზიანის მე-4 სასროლეთზე ჩაუტარდათ.
წაკითხვა
ოცეულის სწავლება საბრძოლო ტყვიებით - ვაზიანის სასროლეთზე წვრთნა გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 18:30:00
ოცეულის სწავლება საბრძოლო ტყვიებით - ვაზიანის სასროლეთზე, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში, პირველი წვრთნა გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი მსუბუქი ქვეითი ასეულის მესამე ოცეული პირველი ქვედანაყოფია, რომელმაც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში საბრძოლო მომზადება გაიარა. მომზადება საბრძოლო ვაზნებით შეტევის ჩატარებას და მანამდე განსახორციელებელ ღონისძიებებს მოიცავდა. სამხედრო მოსამსახურეებმა როგორც ფუჭი, ასევე საბრძოლო ვაზნებით ბუნკერზე შეტევის ოპერაციები განახორციელეს.
წაკითხვა
"ხალხის მარათონი" - საქართველოს შეიარაღებული ძალების დაჭრილი სამხედროები აშშ-ს საზღვაო ქვეითთა მარათონში მონაწილეობენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 18:25:00
საქართველოს შეიარაღებული ძალების დაჭრილი სამხედროები უკვე მესამედ მონაწილეობენ ამერიკის საზღვაო ქვეითთა მარათონში. გარბენს სიმბოლურად "ხალხის მარათონს" უწოდებენ. ის წელს 42 ჩატარდა. 1976 წელს, პირველი მარათონის ფინიში 1018 მონაწილემ გადაკვეთა, 2014 წლისთვის მონაწილეობის სურვილი უკვე ნახევარმა მილიონმა ადამიანმა გამოთქვა. ნახეთ "ამერიკის ხმის" სიუჟეტი.
წაკითხვა
ნატო-საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის - სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის ინიციატივა დასრულდა
განახლებულია: 2017-10-27 12:14:00
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის - სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის ინიციატივა დასრულდა. თავდაცვის სამინისტროში დახურვის ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 15 სხვადასხვა ინიციატივას მოიცავს, რომელთაგან ერთ-ერთი სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვა იყო.   ინიციატივა მოიცავდა ნატო-ს პროცედურებისა და დაგეგმვის პროცესის დანერგვას ეროვნულ დონეზე სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის მიმართულებით, რაც საქართველოს ნატოსთან თავსებადობას კიდევ უფრო აამაღლებს. პროექტის განხორციელების პროცესში ჩართულები იყვნენ ნატო-ს ალბანელი და ბელგიელი მრჩევლები.
წაკითხვა
19 წლის სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების საქმეზე ჯარისკაცები დაიკითხნენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 12:08:00
წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში 19 წლის სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების საქმეზე ჯარისკაცები დაიკითხნენ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, გამოძიება აუცილებლად გასცემს პასუხს შეკითხვას, კონკრეტულად რა მოხდა შემთხვევის ადგილზე.წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში, აფხაზეთის ე.წ. საზღვართან, იარაღის გასროლის შედეგად, გარდაცვლილი ჯარისკაცი წუხელ აბაშაში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.    გავრცელებული ინფორმაციით, იგი თანმხლები პირის ტყვიამ იმსხვერპლა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო.
წაკითხვა
ლევან იზორია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-26 18:01:00
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა. ლევან იზორია ფლორანს პარლის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივი შეხვედრა სამთავრობო დარბაზში გაიმართა, სადაც მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის დეტალები, მათ შორის შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო რამდენიმე კვირაში საქართველოს საზღვაო აკვატორიაში ფრანგული სამხედრო ხომალდის შემოსვლის მნიშვნელობას. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უახლოეს პერიოდში საფრანგეთის დახმარებით ქართველი სამხედროების გადამზადებაც მოხდება, რომლებიც ფრანგული პროექტის საჰაერო თავდაცვის სისტემის მართვას უზრუნველყოფენ. აუდიენციაზე საფრანგეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა სამხედროების კვალიფიკაციის ამაღლებისა და განათლების კუთხით თანამშრომლობაზეც გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოში საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი - პასკალ მენიე დაესწრნენ."აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს არის თავდაცვის მინისტრებთან ლევან იზორიას რიგით მეხუთე შეხვედრა. ამ პერიოდში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრები გამართა კანადის, ლიტვის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, დღეს კი, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებთან",- ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
წაკითხვა
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველთათვის წვრთნის პროგრამა დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 10:32:00
უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრმა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველთა წვრთნის პროგრამა - საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT) დაიწყო.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან სპეციალურად შერჩეული საქართველოს 500 -მდე მოქალაქე ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე 10 კვირის განმავლობაში საცეცხლე, სამედიცინო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას გაივლის და მისი დასრულების შემდეგ სხვადასხვა ქვედანაყოფში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას შეუდგება. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის მიზანია, ჯარისკაცები პროფესიული სამხედრო საკონტრაქტო სამსახურისათვის „მსროლელებად“ მომზადდნენ. კურსის მონაწილეებს მეცადინეობები ნავიგაცია-ტოპოგრაფიაში, სადისციპლინო წესდებებსა და ფიზიკურ მომზადებაში ჩაუტარდებათ. რეკრუტები საფუძვლიან ტაქტიკურ, საცეცხლე, საინჟინრო, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო მომზადებასაც გაივლიან.სამინისტროს ცნობით, კურსზე ჩარიცხვამდე საქართველოს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველებმა ფიზიკური მომზადებისა და ფსიქოლოგიური ტესტების გარდა, სამედიცინო კომისიის შემოწმებაც გაიარეს. კურსის განმავლობაში რეკრუტები ყაზარმული რეჟიმით იცხოვრებენ. ოჯახის წევრებს და ახლობლებს მათი მონახულება მომზადების დაწყებიდან 5 კვირის გასვლის შემდეგ შეეძლებათ. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კი რეკრუტები სამხედრო ფიცს დადებენ და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შეუერთდებიან.
წაკითხვა
რეინჯერთა ბატალიონის ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ოფიციალურად გადაიბარა
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 12:51:00
რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ოფიციალურად გადაიბარა.ცერემონია ქაბულში გაიმართა. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო.სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებული ასეული  სამშვიდობო მისიას ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებს.
წაკითხვა
საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი პროფილის მქონე სამხედროები მომზადებას პროფესიულ ცენტრებში გაივლიან
გამოქვეყნებულია: 2017-10-19 18:28:00
საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი პროფილის მქონე სამხედრო მოსამსახურეები მომზადებას პროფესიულ ცენტრებში გაივლიან. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თანამშრომლობის ფარგლებში, საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფებიდან სამხედრო მოსამსახურეები შემდუღებლის, ელექტრიკოსის, ტექნიკოსის, ძრავის სპეციალისტის, მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორისა და სხვა სპეციალოებებს დაეუფლებიან.ამ მიზნით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ პროფესიულ კოლეჯებთან, „სპექტრთან“ და „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან მემორანდუმს ხელი წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მოაწერა. პროფესიულ სასწავლებლებს კი ხელმძღვანელი პირები წარმოადგენდნენ, რომლებმაც თავდაცვის უწყებასთან ურთიერთობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს. პროფესიულ სასწავლებლებში სამხედრო მოსამსახურეების მომზადება ფინანსური რესურსის დაზოგვასა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.კოლეჯებში სტუმრობისას, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ სასწავლებლების ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა და სასწავლო პროგრამებს გაეცნო.
წაკითხვა