საზოგადოებრივი
104.5 FM
ლევან იზორია - კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რა საპასუხისმგებლო ფუნქციას ასრულებენ ჩვენი ოფიცრები გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მსოფლიოში
გამოქვეყნებულია: 2017-09-07 14:04:00
კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რა საპასუხისმგებლო ფუნქციას ასრულებენ ჩვენი ოფიცრები ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მსოფლიოში, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა  ბაგრამის ავიაბაზაზე მომხდარი თავდასხმის შესახებ საუბირსას.მისივე თქმით, ერთ დაჭრილ სამხედროს დღეს მორიგი ოპერაცია გაუკეთდება, ორი კი უკვე გაწერილია ჰოსპიტალიდან."გუშინ ავღანეთში,  ბაგრამის სამხედრო ბაზის საკონტროლო პუნქტზე ტერორისტის მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად გვყვავს სამი სამხედრო მოსამსახურე დაჭრილი. ერთის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, მას ჩაუტარდა ოპერაცია, დღესაც იგეგმება მორიგი ოპერაციის ჩატარება, აუცილებლობის შემთხვევაში ყველა პირობაა, რომ მოხდეს მისი გადაყვანა გერმანიაში შემდგომი მკურნალობის გაგრძელების მიზნით. რაც შეეხება ორ სამხედრო მოსამსახურეს, მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ისინი უკვე გაწერეს ჰოსპიტალიდან. ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპა ავღანელი თარჯიმანი და მძიმედ დაიჭრა ამერიკელი ოფიცერი. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რა საპასუხისმგებლო ფუნქციას ასრულებენ ჩვენი ოფიცრები ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მსოფლიოში“,- აღნიშნა იზორიამ.
წაკითხვა
თავდაცვის მინისტრმა ბორჯომის ხეობაში მყოფ სამხედროებს მარიამობა მიულოცა
გამოქვეყნებულია: 2017-08-28 10:51:00
თავდაცვის მინისტრმა ბორჯომის ხეობაში სხვადასხვა ლოკაციაზე მყოფი სამხედროები მოინახულა და მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული მიულოცა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლევან იზორიამ პატრულირებაში მყოფი სამხედროებისგან, ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.თავდაცვის მინისტრი გენშტაბის უფროსთან ერთად სხადასხვა სექტორზე გადანაწილებულ სამხედროებს პირადად ეწვია და ხილი და ტკბილეული მიართვა. სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით 1200 სამხედრო მოსამსახურის ნაცვლად ერთი ასეული რჩება, რომლებიც დამუშავებული ტერიტორიის პატრულირებას და მონიტორინგს ახდენენ.
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - ღირსეული პარტნიორობის მიზანი არის თავისუფლებისმოყვარე საქართველოს დაცვა
გამოქვეყნებულია: 2017-08-12 16:43:00
საქართველოს პრეზიდენტმა „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ფარგლებში ვაზიანის პოლიგონზე წვრთნებში მონაწილე სამხედროებს მიმართა.„მე მჯერა, რომ ყველა ადამიანი, იბადება თავისუფალი, მაგრამ თავისუფალად დაბადებასთან ერთად ადამიანი იბადება ვალდებულებით. ამ ვალდებულების მსახურება  და მსახურების ფორმას თითოეული ჩვენგანი ირჩევს. ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც მას მისი ბედისწერა არგუნებს. დღეს მე ვდგავარ იმ ადამიანებს შორის, ვინც თავისი ვალდებულება თავისი სიცოცხლის, თავისი უნარების ფასად ჩვენი ქვეყნების თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაში ნახა. მე ვდგავარ იმ ადამიანებს შორის, ვინც ნათლად გაიაზრა, რომ სამშობლოს დაცვა უმაღლესი და ყველაზე მაღალი ვალდებულებაა, რაც შეიძლება ადამიანმა შეასრულოს. მადლობა მინდა გითხრათ ამ სამსახურისთვის.დღეს დასრულდა მრავალეროვნული სწავლება “ღირსეული პარტნიორობა” . სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2017” კიდევ უფრო მრავალფეროვანი, კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი და კიდევ უფრო საინტერესო არის. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ შეიძინეთ ბევრი ახალი მეგობარი და შეიძინეთ ბევრი ახალი უნარი ამ მნიშვნელოვანი სწავლების დროს. ღირსეულია ეს პარტნიორობა იმიტომ, რომ ამ პარტნიორობის მიზნები არის ღირსეული. ამ პარტნიორობის მიზანი არის გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლა, ბრძოლა ადამიანის მიერ მეორე ადამიანის ჩაგვრასთან, მის დამონებასთან, უფლებების წართმევასთან, ამ პარტნიორობის მიზანი არის სხვათა თავისუფლების სამსახური და ამიტომ არის ეს პარტნიორობა ღირსეული. ქართველი ჯარისკაცები ამაყად ემსახურებიან ამ მიზანს. ამ პარტნიორობის მიზანი არის თავისუფლებისმოყვარე საქართველოს დაცვა, დაცვა იმ ერისა რომელმაც ისტორიაში გაიტანა თავისი დამოუკიდებლობა და მომავალ საუკუნეებშიც დამოუკიდებელ ქვეყანას შექმნის, ერთიან ქვეყანას შექმნის, დაცულ ქვეყანას შექმნის და ამიტომ არის ეს ღირსეული სამსახური. ამ ღირსეულ სამსახურს სულ ცოტა ხნის წინ შეეწირა ჩვენი თანამებრძოლი. ჩვენი თანამებრძოლი მდინარი ბებიაშვილი, სულ ცოტა ხნის წინ ამ მაღალი მიზნებისთვის დაიღუპა, მე ქედს ვიხრი მისი და მისი სხვა დაღუპული თანამებრძოლების წინაშე, იმ ადამიანების წინაშე ვინც თავისი თავი, თავისი ვალდებულება ჩვენი მოქალაქეების დაცვაში დაინახა.მივესალმები და მადლობას ვუხდი ყველა ქვეყნის წარმომადგენელს, შესაბამის უწყებებს, ვინც ასეთი ფართომასშტაბიანი და ჰარმონიული სწავლების განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა.
წაკითხვა
„ღირსეული პარტნიორი 2017“ დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-12 16:43:00
საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ დასრულდა. სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა დღეს საჩვენებელი წვრთნა ვაზიანის მეთერთმეტე სასროლეთზე განახორციელეს. საჩვენებელი სწავლება, რომელიც საბრძოლო სროლებით მიმდინარეობდა, თავდაცვით და კონტრშეტევით ამოცანებს ისახავდა მიზნად. საჩვენებელ სწავლაში მონაწილეობა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა ჯაველინმა, ამერიკულმა ტანკებმა აბრამსებმა, ქვეითთა საბრძოლო მანქანა ბრედლიმ, ასევე ჯავშანტრანსპორტიორმა სტრაიკერმა და ქართულ შეიარაღებაში არსებულმა ტანკმა ტ 72-მა მიიღეს. წვრთნის დასრულების შემდეგ „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის დახურვის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ცერემონიალის დასაწყისში მოწვეულმა სტუმრებმა გარდაცვლილ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა, გენერალური შტაბის უფროსმა და ამერიკელმა გენერალმა მიმართეს. ღონისძიების დასასრულს „ღირსეულ პარტნიორ 2017“-ში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი უწყებრივი მედლებით დააჯილდოვეს.მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ 30 ივლისს ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე გაიხსნა. მასში მონაწილეობა ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს. „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში მესამედ ჩატარდა. წვრთნაში ჩართული იყო გერმანული ჯავშანტრანსპორტიორი "ბოქსერი", ამერიკული ტანკი "აბრამსი", ქვეითთა საბრძოლო მანქანები "ბრედლი" და ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორი "სტრაიკერი", ასევე ამერიკული C-130 ტიპის თვითმფრინავი.
წაკითხვა
თავდაცვის მინისტრი ხვალ ავღანეთში გაემგზავრება
გამოქვეყნებულია: 2017-08-12 13:20:00
თავდაცვის მინისტრი ხვალ ავღანეთში გაემგზავრება და 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს უმცროსი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის დაღუპვას პირადად მიუსამძიმრებს, -ამის შესახებ ლევან იზორიამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ავღანეთიდან გერმანიაში გაემგზავრება და ავღანეთში მომხდარი თავდასხმისას დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს მოინახულებს.საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აპრილიდან ასრულებდა. ის 3 აგვისტოს ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმის შედეგად დაიღუპა. 
წაკითხვა
ავღანეთში თავდასხმისას დაღუპული მდინარი ბებიაშვილი ზესტაფონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გადაასვენეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-10 11:42:00
ავღანეთში თავდასხმისას დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი ზესტაფონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გადაასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდი 15:00 საათამდე გაგრძელდება, ამის შემდეგ კი 26 წლის სამხედროს ცხედარს მშობლიურ სოფელში მარტოთუბანში, საგვარეულო საფლავზე სამხედრო წესით დაკრძალავენ. დაკრძალვას თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას განხორციელებული თავდასხმისას, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი, 25 წლის მდინარი ბებიაშვილი გარდაიცვალა. მომხდარი თავდასხმისას ასევე, დაშავდა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე.
წაკითხვა
სასაზღვრო პოლიციის მფრინავი - ქალაქში სამაშველო ვერტმფრენის ღამით გამოყენება დიდ რისკებთან არის დაკავშირებული
გამოქვეყნებულია: 2017-08-09 18:41:00
ყველა სახის სამაშველო ოპერაციებისთვის გვყავს ორი მი-8, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკით, ასევე აქვს ცეცხლის ჩასაქრობი კალათა და ღამით ფრენაც შეუძლია, თუმცა ღამე ქალაქის თავზე ფრენა დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მედიატურზე შსს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მფრინავმა იოსებ არჯევანიშვილმა განუცხადა.მისი განმარტებით, საქართველოს ყველა ქალაქში დენის სადენები არის ობობას ქსელივით გაჭიმული, რის გამოც შეიძლება ვერტმფრენი მასში უცაბედად გაიხლართოს. „ვერტმფრენს  ასევე აქვს ასეთი კაბელების საჭრელი, თუმცა მაინც არის რისკი, რომ გადაჭრილი კაბელი დაეხვეს ვერტმფრენს, ამით იღუპება ეკიპაჟი, მის ქვევით მყოფი მოსახლეობა და ფუჭდება ძვირადღირებული ტექნიკა. ქალაქის პირობებში მი-8 არასდროს გამოგვიყენებია, რადგან მისი საფრთხისშემცველობიდან გამომდინარე, ველოდებით ხოლმე უკიდურეს მდგომარეობას, ანუ თუ ხანძრის ჩაქრობა შეუძლებელი ხდება, ამის მერე ჩვენ ვეხმარებით“,- აღნიშნა არჯევანიშვილმა.როგორც მფრინავმა განაცხადა, გუშინ, მთაწმინდა ზე გაჩენილი ხანძრის დროს მფრინავები მზადყოფნაში იყვნენ, თუმცა მათი დახმარება საჭირო აღარ გახდა. მისივე ინფორმაციით, მი-8 წინა კვირას ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად გამოიყენეს.„ამასთან, ჩვენ გვყავს კიდევ ერთი სამაშველო ვერტმფრენი ე.წ ციყვი, რომელიც ასევე არის აღჭურვილი ჯალამბარითა და ღამის ხედვის აპარატურით, თუმცა კვლავ ვიმეორებ, ღამე მათი გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია შესაძლებელი, სხვა შემთხვევაში დიდი რისკი არსებობს ეკიპაჟის, მოსახლეობის დაღუპვის და ტექნიკის განადგურების“,- აღნიშნა მფრინავმა.
წაკითხვა
სასაზღვრო პოლიციის მფრინავი - „სუპერ პუმას“ კონფიგურაცია სამაშველო ოპერაციებზე გათვლილი არ არის, ერთ-ერთმა კომპანიამ მის გადაკეთებაზეც უარი განაცხადა
გამოქვეყნებულია: 2017-08-09 18:20:00
„სუპერ პუმას“ ვერტმფრენების კონფიგურაცია არ არის გათვლილი იმაზე, რომ გამოვიყენოთ ხანძრის ჩასაქრობად და სამაშველო ოპერაციებისთვის. გადაწყდა, რომ ეს ვერტმფრენები გამოვიყენოთ საზღვრის მონიტორინგისთვის, რაშიც ვიყენებთ კიდეც, რადგან მას აქვს კარგი შესაძლებლობა, ჰაერში მეტხანს გაძლოს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მფრინავმა იოსებ არჯევანიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, „სუპერ პუმას“ სამაშველო ვერტმფრენად გადაკეთებაზე ხელშეკრულება დადებული იყო „ევროკოპტერთან", თუმცა კომპანია მის გადაკეთებას ეწინააღმდეგებოდა. არჯევანიშვილის თქმით, ახლა ეს კომპანია შეუერთდა „ეარბასს“ და სწორედ მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ამ ორი პუმადან ერთი ვერტმფრენი გადაიცვალოს სამ სამაშველო ვერტმფრენში.„შსს-ის სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე არსებული ​​ორივე „სუპერ პუმა“ აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით, როგორიც არის ნავიგაცია, ავტოპილოტი და ასე შემდეგ. ისინი მაღალი რანგის პირების გადასაყვანად შეიძინეს. „სუპერ პუმას“ შიდა სალონი, სავარძლები და აღჭურვილობა გათვლილია კომფორტისთვის, თუმცა საქართველოს დღევანდელი მთავრობა ამ ვერტმფრენებს ამ მიზნით აღარ იყენებს“, - განაცხადა იოსებ არჯევანიშვილმა.მთაწმინდაზე  ხანძარის დროს  ოპოზიციის ნაწილი სამაშველო  სამუშაოებში სწორედ ამ  შვეულმფრენების ჩართვას ითხოვდა. ამის საპასუხოდ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორივე შვეულმფრენი ჟურნალისტებს დაათვალიერებინა.როგორც მედიატურის დროს კიდევ ერთხელ ითქვა,  2010 წელს ნაყიდი და უკვე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციისთვის გადაცემული საფრენი საშუალებები საგანგებო სიტუაციებისთვის განკუთვნილი არ არის. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე AS-332 PUMA-ს ტიპის ორი საფრენი აპარატია, რომლებიც განთავსებულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის შერეულ საავიაციო ბაზაზე, ქალაქ თბილისში, ალექსეევკის ტერიტორიაზე. „პუმა“ თანამედროვე, კომფორტული საფრენი აპარატია, საუკ
წაკითხვა
მედიატური - როგორია და რისთვის გამოიყენება Super Puma-ს ტიპის სამოქალაქო ვერტმფრენი
გამოქვეყნებულია: 2017-08-09 18:14:00
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის შერეულ საავიაციო ბაზაზე, ალექსეევკის ტერიტორიაზე დღეს მედიატური მოეწყო. ჟურნალისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, Super Puma-ს ტიპის სამოქალაქო ვერტმფრენი დაეთვალიერებინათ.მთაწმინდაზე  ხანძარის დროს  ოპოზიციის ნაწილი სამაშველო  სამუშაოებში სწორედ ამ  შვეულმფრენების ჩართვას ითხოვდა. ამის საპასუხოდ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორივე შვეულმფრენი ჟურნალისტებს დაათვალიერებინა.როგორც მედიატურის დროს კიდევ ერთხელ ითქვა,  2010 წელს ნაყიდი და უკვე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციისთვის გადაცემული საფრენი საშუალებები საგანგებო სიტუაციებისთვის განკუთვნილი არ არის.შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე AS-332 PUMA-ს ტიპის ორი საფრენი აპარატია, რომლებიც განთავსებულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის შერეულ საავიაციო ბაზაზე, ქალაქ თბილისში, ალექსეევკის ტერიტორიაზე. „პუმა“ თანამედროვე, კომფორტული საფრენი აპარატია, საუკეთესო სანავიგაციო სისტემითა და ავტოპილოტით. AS-332 PUMA-ს ტიპის შვეულმფრენის ექსპლუატაციის წესები სპეციფიკურია. იგი არ არის გათვლილი სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო დავალებების შესასრულებლად. შვეულმფრენის არასწორი დანიშნულებით გამოყენებისას, მისი დაზიანებისა და კატასტროფის რისკი მაღალია. აღნიშნუ
წაკითხვა
"ღირსეული პარტნიორი 2017"-ში მონაწილე სამხედროებმა აგვისტოს ომში დაღუპულ მეომრებს პატივი მიაგეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-08 09:30:00
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მრავალეროვნულ სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2017"-ში მონაწილე ქართველი, ამერიკელი, ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები მივიდნენ. ჯარისკაცებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს პატივი მიაგეს.
წაკითხვა
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-07 10:25:00
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდა. სამხედრო მოსამსახურეებს ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი, II ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე და გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე დახვდნენ. მათ მშვიდობისმყოფელებს მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს. ჯარისკაცებს მისიის დასრულება საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ოლივიე მადიომ მიულოცა, საფრანგეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმი აღნიშნა.საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში EUTM RCA, 6 თვის განმავლობაში, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში, მონაწილეობდა. ქართული კონტინგენტი, კაპიტან რომან მოდებაძის მეთაურობით, დედაქალაქ ბანგიში ბაზა „უკატექსზე“ იყო განთავსებული. მშვიდობისმყოფელების მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენდა. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში აქტიურად არის ჩართული.II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ამავე ბრიგადის 21-ე შერეული მექანიზებული ბატალიონის ოცეულმა ჩაანაცვლა."მოგეხსენებათ, საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები 2014 წლის ივნისიდან ჩართულები არიან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიაში. საქართველო ევროკავშირის ძალიან კარგი პარტნიორია. მოხარულები ვართ მათი სამშობლოში დაბრუნებით. გაანსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გატარებული 6 თვის შემდეგ, რომ ისინი ყველა მშვიდობით და ჯანმრთელი დაუბრუნდება ოჯახებს;საქართველო მონაწილეობს როგორც ავღანეთის , ისე აფრიკის მისიაში და შესანიშნავად ასრულებს სამუშაოს. საფრანგეთი ეხმარება და დაეხმარება საქართველოს ევროკავშირის მისიებში მონაწილეობის თვალსაზრისითაც. მე ყველა ჯარისკაცს მისიის მშვიდობით შესრულებას ვუსურვებ",- განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის ატაშემ, 
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვა საქართველოს, თითოეული ჩვენგანის ტკივილია, რომელსაც ვერაფერი გაანელებს
გამოქვეყნებულია: 2017-08-04 11:01:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში, ბაგრამის ავიაბაზასთან მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს."უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ავღანეთში ერთობლივი პატრულირებისას მომხდარი თავდასხმის დროს ჩვენი, ქართველი მეომრის, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო. ვიზიარებ მისი ოჯახისა და ახლობლების უდიდეს ტკივილს. ეს საქართველოს, თითოეული ჩვენგანის ტკივილია, რომელსაც ვერაფერი გაანელებს.თავდასხმისას ასევე დაშავდა ჩვენი სამი ჯარისკაცი - კაპიტანი მიხეილ გვირჯიშვილი, უფროსი ლეიტენენტი გიგა ხახუტაშვილი და კაპრალი გელა ხარშილაძე, რომლებსაც მკურნალობა უტარდებათ. მათ მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.
წაკითხვა
ნატო-ს მისიის ინფორმაციით, ბაგრამის ავიაბაზასთან სამხედროებს თვითმკვლელი ტერორისტი დაესხა თავს
გამოქვეყნებულია: 2017-08-04 10:56:00
ქაბულის პროვინციის ყარაბაღის ოლქში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ პატრულირებისას განხორციელებული თავდასხმის შედეგად, “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, ექვსი კი დაიჭრა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნატო-ს მისია ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, დაშავებულთა შორის ხუთი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანია. პატრული ავღანეთის ეროვნული არმიის წევრებთან ერთად ერთობლივ მისიას ასრულებდა, როდესაც თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის მიერ გავრცელებული ცნობით, დაშავებული ადამიანებს მკურნალობის კურსი ბაგრამის ავიაბაზაზე სამხედრო ჰოსპიტალში უტარდებათ. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.თავდასხმისას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი, 25 წლის მდინარი ბებიაშვილი გარდაიცვალა.მომხდარი თავდასხმისას ასევე, დაშავდა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე.
წაკითხვა
BBC - საქართველოსა და აშშ-ის სამხედრო წვრთნების პარალელურად, რუსეთი საზღვაო ძალების დემონსტრირებას ახდენს
განახლებულია: 2017-07-31 07:55:00
აშშ-მა და საქართველომ ერთობლივი წვრთნები გამართეს, მაშინ როდესაც რუსეთმა ფლოტის სიძლიერის დემონსტრაცია მოახდინა, - ამ სათაურით სტატიას BBC აქვეყნებს. როგორც BBC წერს, აშშ-სა და საქართველოს მსგავსი მასშტაბის სამხედრო წვრთნები ჯერ არასდროს გაუმართავთ. სამხედრო სწავლებებში, სახელწოდებით „ღირსეული პარტნიორი“ 1600 ამერიკელი და 800 ქართველი ჯარისკაცი მონაწილეობს. მანევრებში, რომლიც 12 აგვისტომდე გასტანს, პირველად მონაწილეობს ამერიკული მძიმე ტექნიკაც. სტატიაში აღნიშნულია, რომ წვრთნები აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე დაიწყო. ჟურნალისტი ასევე ყურადღებას ამახვილებს რუსეთ-საქართველოს დაძაბულ ურთიერთობაზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არსებობს. „ეს ომი დასრულდა რუსეთის მიერ ორი თვითაღიარებული რესპუბლიკის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციით“, - წერს BBC. ამავე დროს, სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველო არ არის ნატო-ს წევრი, თუმცა ის ალიანსის მნიშვნელოვანი პარტნიორი და სწრაფი რეაგირების ძალების წევრია. პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ამავე დღეს სანქტ პეტერბურგში რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების აღლუმი გაიმართა, რომელიც პირადად ვლადიმერ პუტინმა ჩაიბარა. მდინარე ნევაზე 50-ზე მეტი სამხედრო გემი და წყალქვეშა ნავი მანევრირებდა. მეზღვაურებისადმი მიმართვაში რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის ფლოტის მიერ ტერორიზმთან ბრძოლაში შეტანილ წვლილზე ისაუბრა.
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - დარწმუნებული ვარ, „ღირსეული პარტნიორის“ შედეგად მიღებულ გამოცდილებას მასში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალები მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებას მოახმარენ
გამოქვეყნებულია: 2017-07-30 12:41:00
სწორედ ჩვენი ჯარისკაცების ერთგული სამსახურის და საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მიიჩნევს დღეს ჩვენს ქვეყანას ღირსეულ პარტნიორად ყველა ჩვენი პარტნიორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017-ის“ გახსნაზე განაცხადა.პრემიერის შეფასებით, ძალიან საამაყოა, რომ საერთაშორისო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ სახელს ატარებს, რაც უკავშირდება ქართველი ჯარისკაცების თავდადებულ ბრძოლას მსოფლიოში მშვიდობისთვის. „საქართველოში უკვე მესამედ ტარდება სწავლება ,,ღირსეული პარტნიორი“ და მისასალმებელია, რომ ამჯერად ეს სწავლება კიდევ უფრო კომპლექსური და დინამიური იქნება. დარწმუნებული ვარ, ეს სწავლება ჩვენი ჯარისთვის მეტი პროფესიონალიზმის, მეტი სიმტკიცის, მეტი საბრძოლო მზადყოფნის და სტრატეგიულ და საერთაშორისო პარტნიორებთან მეტი თავსებადობის მომტანი იქნება, ხოლო ჩვენი ქვეყნისთვის - ეს იქნება მეტი მშვიდობის, მეტი უსაფრთხოების და მეტი სტაბილურობის გარანტი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია მსგავსი საერთაშორისო სწავლებები, რომლებიც, თანამშრომლობის გაღრმავებისა და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაზრდასთან ერთად, კიდევ უფრო გვაახლოებს ნატო-ს სტანდარტებთან. მთავრობის მეთაურის შეფასებით, მისასალმებელია, რომ წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა სწავლების მონაწილე ქვეყნების რაოდენობა და საქართველოსთან, აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად მასში ჩართული არიან გერმანია, თურქეთი, სლოვენია, უკრაინა და სომხეთი. ამასთან, გერმანია სამხედრო ტექნიკით წელს პირველად ჩაერთო სწავლებაში. „რაც შეეხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა თანამედროვე საბრძოლო უნარ-ჩვევების შესაძენად და საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად ჩვენი სტრატეგიული და საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ასეთი თანამშრომლობა აყალიბებს ურთიერთნდობას სხვადასხვა ქვეყნის სამხედროებს შორის, სწორედ ასეთი სწავლების დროს ეყრება საფუძველი თანასწორუფლებიან, ერთმანეთის გაძლიერებაზე ორიენტირებულ თანამშრომლობას, რაც არის კიდეც მსგავსი სწავლების ძირით
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ მეტი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტია
გამოქვეყნებულია: 2017-07-30 12:26:00
უმნიშვნელოვანესია, რომ წვრთნები კიდევ უფრო გვაახლოებს ნატო-ს სტანდარტებთან, ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა სწავლებაში ჩართული ქვეყნებისა და სამხედროების რაოდენობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017-ის“ გახსნაზე განაცხადა. პრემიერმა სწავლებაში მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართველ სამხედროებს ღირსეულ პარტნიორებად მიიჩნევენ. „ძალიან საამაყოა, რომ საერთაშორისო სწავლება ატარებს „ღირსეული პარტნიორის“ სახელს. დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ყველას. სწორედ ჩვენი ჯარისკაცების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ერთგულ, ღირსეულ პარტნიორად მიიჩნევენ ქართველ სამხედროებს და ეს მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა. პრემიერის თქმით, წელს სწავლება უფრო კომპლექსური იქნება, ასევე გაზრდილია მონაწილე ქვეყნების რიცხვი.საქართველოში მესამედ ტარდება „ღირსეული პარტნიორი“ და წელს უფრო კომპლექსური და დინამიური იქნება და ეს ძალიან სასიხარულოა. ეს სწავლება მნიშვნელოვანია, რადგან მეტი პროფესიონალი სამხედრო გვეყოლება, ის ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან მეტი თავსებადობის მომტანი იქნება. სწავლება ჩვენი ქვეყნისთვის მეტი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტია. უმნიშვნელოვანესია, რომ წვრთნები კიდევ უფრო გვაახლოებს ნატო-ს სტანდარტებთან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა სწავლებაში ჩართული ქვეყნებისა და სამხედროების რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში გერმანია სამხედრო ტექნიკით სწავლებაში პირველად ჩაერთო.ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა გამოცდილების გასაზრდელად. ასეთი თანამშრომლობა ურთიერთნდობას აყალიბებს. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს შეიარაღებული ძალების თავსებადობას ნატოს სტანდარტებთან.საქართველოს ღირსეული წვლილი შეაქვს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას აფასებენ“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 
წაკითხვა
გემი, რომელსაც აშშ-ის ტექნიკის ნაწილი სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2017"-სთვის მოაქვს, ფოთის პორტში შემოვიდა
გამოქვეყნებულია: 2017-07-27 16:49:00
გემი, რომელსაც აშშ-ის ტექნიკის ნაწილი მრავალეროვნული სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2017"-სთვის მოაქვს, ფოთის პორტში შემოვიდა. ამის შემდეგ ტექნიკის გადმოტვირთვა დაიწყება, შემდეგ კი სამხედრო ტექნიკა ვაზიანის პოლიგონისკენ დაიძვრება.მრავალეროვნული სწავლება Noble Partner 2017-ს საქართველოს შეიარაღებული ძალები და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობა ვაზიანის პოლიგონზე მესამედ ჩაატარებს. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობას საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები, დიდი ბრიტანეთის სადესანტო ასეული, გერმანიის ბუნდესვერის მექანიზებული ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი, უკრაინის ერთი ქვეითი ოცეული, სომხეთის სამედიცინო ასეული (საველე ლაზარეთი), სლოვენიის ქვეითი ოცეული. თურქეთის შეიარაღებული ძალებიდან მონაწილეობას ოთხი ოფიცერი მიიღებს.
წაკითხვა
„ღირსეული პარტნიორი 2017“-ში მონაწილე ამერიკული მძიმე ტექნიკის ნაწილი უკვე ვაზიანშია
გამოქვეყნებულია: 2017-07-26 14:26:00
„ღირსეული პარტნიორი 2017“-ში მონაწილე ამერიკული მძიმე ტექნიკის ნაწილი უკვე ვაზიანშია. ამერიკული მძიმე ტექნიკა ფოთის პორტიდან ვაზიანში სარკინიგზო გზით ჩამოვიდა. ემ-1 ა-2 ტიპის ტანკები „აბრამსები“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლები"-ის ვაზიანში ეშელონებიდან გადმოტვირთვას საქართველოს სახმელეთო ჯარების არმოსავლეთ სარდალი, სწავლების ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე დაესწრო.მრავალეროვნული სწავლება „Noble Partner 2017-ს“ საქართველოს შეიარაღებული ძალები და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობა ვაზიანის პოლიგონზე მესამედ ჩაატარებს. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობას საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები, დიდი ბრიტანეთის სადესანტო ასეული, გერმანიის ბუნდესვერის მექანიზებული ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი, უკრაინის ერთი ქვეითი ოცეული, სომხეთის სამედიცინო ასეული (საველე ლაზარეთი), სლოვენიის ქვეითი ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი და თურქეთის შეიარაღებული ძალებიდან 4 ოფიცერი მიიღებს მონაწილეობას. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „Noble Partner 2017-ის“ მიზანი სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ–ჩვევების გაუმჯობესება, ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა, ნატო-ს რეაგირების ძალების (NRF) საწვრთვნელი შესაძლებლობის განვითარება და თანამშრომლობის გაღრმავება NRF-ში მონაწილე ქვეყნებს შორის, ასევე ლოგისტიკური დაგეგმვისა და აღსრულების პროცედურების დახვეწაა. სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.
წაკითხვა
ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“ ჩატარდება 
გამოქვეყნებულია: 2017-07-21 11:13:00
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“ შესახებ ბრიფინგს სწავლების დეტალებზე ისაუბრა. სწავლება 30 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ჩატარდება. სწავლება ოფიციალურად ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე 30 ივლისს გაიხსნება. „ღირსეული პარტნიორი“ აშშ-ის ევროპული სარდლობის შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე სწავლებების ციკლის ნაწილია, რომელიც 7 ქვეყნის ტერიტორიაზე ტარდება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, წვრთნებს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დაესწრება. ამჟამად მიმდინარეობს საერთაშორისო სწავლებები ,,SABER GUARDIAN 2017“ ბულგარეთში, რუმინეთსა და უნგრეთში, ხოლო ,,SEE BREEZE” - უკრაინაში. სწავლებებში სულ 50 000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ერთი ქვეითი ასეულის და ერთი ოცეულის შემადგენლობითაა ჩართული. ამ სწავლებების გაგრძელებაა ,,NOBLE PARTNER 2017“. „ღირსეული პარტნიორი 2017“ საქართველოში წელს უკვე მესამედ ტარდება და სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ნატო-ს პარტნიორი ქვეყნებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთანამშრომლობის ამაღლებას, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საწვრთნელი შესაძლებლობის გაზრდასა და NRF-ში მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. "ღირსეული პარტნიორი 2017" საქართველოში პირველად 2015 წელს ჩატარდა, მასშტაბები გაიზარდა და წელს მასში ნატო-ს 5 წევრი და 3 პარტნიორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები მონაწილეობს - აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა, სომხეთი და საქართველო. სწავლებაში 2800-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. პირველად სწავლებაში გერმანული ჯავშანტრანსპორტიორი „
წაკითხვა
ლევან იზორია აცხადებს, რომ ჯარის უკრაინული ხორცით მომარაგება ადგილობრივ ბაზარზე არსებული დეფიციტის გამო გადაწყდა
გამოქვეყნებულია: 2017-07-20 16:37:00
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ქართული ჯარი ადგილობრივი წარმოების საქონლის ხორცის ნაცვლად, უკრაინული პროდუქტით მომარაგდება, კომენტარს აკეთებს. ლევან იზორიას თქმით, მომწოდებელმა, რომელიც თავდაცვის უწყებას ხორცით ამარაგებს, სამინისტროს შეატყობინა, რომ ბაზარზე ქართული პროდუქციის დეფიციტია.”მიმწოდებელმა, რომელიც ამარაგებს ხორცით თავდაცვის უწყებას, წერილობით მიმართა სამინისტროს, რომ ბაზარზე ქართული პროდუქციის დეფიციტია და ვხედავთ დიდ რისკებს ქართული ჯარის უწყვეტად მომარაგების თვალსაზრისით. ეს არამხოლოდ მომარაგების, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების თემაა. სწორედ ამ რისკის თავიდან აცილების მიზნით, ჩვენ მივიღეთ ადეკვატური გადაწყვეტილება“, -აღნიშნა იზორიამ.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტომ, ქართული ჯარის საქონლის ხორცით მომარაგებასთან დაკავშირებით ტენდერში გამარჯვებულ უკრაინულ კომპანიასთან 1,64-მილიონიანი კონტრაქტი გაფორმდა და ადგილობრივი ბაზარი მეზობელმა ქვეყანამ ჩაანაცვლა.
წაკითხვა