საზოგადოებრივი
104.5 FM
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩაერთო
გამოქვეყნებულია: 2017-10-18 12:24:00
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი  „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. ქვედანაყოფმა ბაგრამის საავიაციო ბაზისა და მიმდებარე ტერიტორიის დაცვის ამოცანები II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონისგან უკვე სრულად ჩაიბარა.    შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების, ასევე სამოქალაქო პირთა ხსოვნას. უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიით  გაგრძელდა.   ექვსი თვის განმავლობაში, ქართველი სამხედროების ამოცანა, ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.
წაკითხვა
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო
გამოქვეყნებულია: 2017-10-18 11:30:00
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვედანაყოფმა ბაგრამის საავიაციო ბაზისა და მიმდებარე ტერიტორიის დაცვის ამოცანები II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონისგან უკვე სრულად ჩაიბარა.უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. ღონისძიება საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების და ავღანეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნებით დაიწყო. შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების, ასევე სამოქალაქო პირთა ხსოვნას.პირად შემადგენლობას სიტყვით ტაქტიკური დაჯგუფების „ჯერონიმოს“ მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კრისტოფერ დემურემ და საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის მეთაურმა, მაიორმა აარონ ლენცმა მიმართეს. მათ 23-ე ბატალიონს საერთაშორისო ოპერაციით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს და 31-ე ბატალიონს მისიის წარმატებით შესრულება უსურვეს.სამინისტროს ცნობით, ცერემონიალს ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილ უფროს სამხედრო წარმომადგენელთან, პოლკოვნიკი იოსებ ნიკოლეიშვილთან ერთად მისი ახალი შემცვლელი, პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე და ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაური, ამერიკელი ორვარსკვლავიანი გენერალი ლეოპოლდო ქუინტასი დაესწრნენ. ღონისძიებაზე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე იმყოფებოდნენ დისლოცირებული კოალიციური ძალების მოქმედი ქვედანაყოფების მეთაურები, ქარაბაღისა და ბაგრამის პოლიციის უფროსებიც მოიწვიეს. ცერემონიალზე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული ქართველი სამოქალაქო პირებიც.უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულებისთვის 23-ე ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ ბექა ამბროლაძეს „ბრინჯაოს ვარსკვლავი“, ხოლო პირად შემადგენლობას ამერიკული მედლები გადაეცა. ქართულმა მხარემ კი, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ამერიკელი სამხედროები „გენერალი კვინიტაძე“ , "ქაქუცა ჩოლოყაშვილი" , "საბრძოლო იარისათვის" და „სიცოცხლის გადარჩენისთვის“ მედლებით დააჯილდოვა. სამახსოვრო საჩუქრები კოალიციური ძალების სხვა წარმომადგენლებმაც მიიღეს.III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, რიგით მეოთხე როტაციას, აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 6 თვის განმავლობაში შეასრულებს. ქართველი სამხედროების ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.
წაკითხვა
ვაზიანის პოლიგონზე „ქარიშხალი 2017“ საჩვენებელი სწავლებით დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-13 19:29:00
ვაზიანის პოლიგონზე „ქარიშხალი 2017“ საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. დასკვნით ეტაპზე სწავლებაში მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეული, „მსტა“ ბატალიონის ერთი ბატარეა, 120-მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნების ერთი ბატარეა, 82 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნების ერთი ოცეული, სატანკო ასეული, ტანკსაწინააღმდეგო ოცეული და სნაიპერები იყვნენ მიზიდულები.სამხედრო მოსამსახურეებმა საბრძოლო სროლები განახორციელეს და რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული შეტევითი ოპერაცია შეასრულეს. მათ მიზანს მოწინააღმდეგის განადგურებით ობიექტის დაპყრობა წარმოადგენდა. საჩვენებელ სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი, ზაზა ჩხაიძე და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი, შავლეგო ტაბატაძე დაესწრნენ. გენერლებმა სპეციალურ ბრიფინგზე „ქარიშხალი 2017“-ის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაციაც მოისმინეს.სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ორგანიზებულ სამეთაურო-საშტაბო სწავლება ძალების მიზიდვით - „ქარიშხალი 2017“-ში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბი, მასთან დაქვემდებარებული ბრიგადებისა და ბატალიონების შტაბები და ბრიგადებიდან მიზიდული ასეულის ტაქტიკური ჯგუფები მონაწილეობდნენ.სამდღიანი სწავლების განმავლობაში, სამხედრო მოსამსახურეები მართვის პუნქტების ამოქმედების, კავშირის დამყარებისა და შენარჩუნების, ასევე, ტაქტიკური მარშის განხორციელებისთვის საჭირო უნარებს დაეუფლნენ და უსაფრთხოების ღონისძიებების გატარების სხვა მეთოდებს გაეცნენ.
წაკითხვა
ლევან იზორია ლატვიის თავდაცვის მინისტრს რაიმონდს ბერგმანის შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-13 14:22:00
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ლატვიის თავდაცვის მინისტრს რაიმონდს ბერგმანის შეხვდა. საქართველო თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებაზე და სამხედრო განათლების კუთხით სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავდაცვის სფეროში არსებულ საკითხებს, კერძოდ კი ტოტალური თავდაცვის კონცეფციას.ამასთან, ლატვიელმა სტუმრებმა ქართულ მხარეს კიდევ ერთხელ აღუთქვეს მხარდაჭერა ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე და აღნიშნეს, რომ საქართველოს ალიანსში ინტეგრაცია მთლიანი რეგიონისთვისაა მნიშვნელოვანი.ლატვიისა და თავდაცვის მინისტრების ორმხრივი შეხვედრა თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-11 კონფერენციის (GDSC) ფარგლებში გაიმართა.„ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან მჭიდრო ურთიერთობა არსებობს. თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის დროს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განვიხილეთ. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ თავდაცვის სფეროში არსებულ საკითხებზე, კერძოდ კი ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე. ჩვენ ვხედავთ თუ როგორ ბეჯითად მუშაობს საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის და მას ჩვენი მხარდაჭერა ყოველთვის ექნება. თქვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება საქართველოს გარდა უმნიშვნელოვანესია რეგიონისთვის და დანარჩენი ევროპისთვის“, - განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა. 
წაკითხვა
ლევან იზორია ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიის სარდალს, გენერალ ჯონ ნიკოლსონს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 18:36:00
 ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატო-ს  მტკიცე მხარდაჭერის მისიის (RSM) სარდალს, გენერალ ჯონ ნიკოლსონს შეხვდა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-ს მისიაში საქართველოს მონაწილეობის საკითხი განიხილეს. გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა საქართველოს მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა: “ჩვენ ვაფასებთ და პატივს ვცემთ საქართველოს კონტრიბუციას საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ ტერორიზმს ვებრძვით ავღანეთში. ჩვენი და ნატოს კოალიციური ძალების ზეწოლა პრევენციას ახდენს ტერორისტულ ორგანიზაციებზე, რათა მსგავსი აქტებიდან დაცული იყოს ჩვენი ქვეყნები. კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს ერთგულებისთვის და უდიდესი წვლილისთვის. საქართველო ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე ყველა დიდი კონტინგენტითაა წარმოდგენილი მტკიცე მხარდაჭერის მისიაში.” მან კიდევ ერთხელ გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ქართული მხარის განცხადებით, საქართველო აქტიურად გააგრძელებს საერთაშორისო მშვიდობის და სტაბილურობის მხარდაჭერას, როგორც ევრო-ატლანტიკურ სივრცეში, ასევე მის გარეთ. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) შესახებაც ისაუბრეს. „გვქონდა საუბარი, თუ რას ვაკეთებთ ერთად ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. ამ თვალსაზრისით წელს გვაქვს უპრეცედენტოდ კარგი დინამიკა, რომელიც უკავშირდება ერთობლივ წვრთნებს, უკავშირდება ამბიციური პროგრამების განხორციელებას, როგორიცაა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. ლევან იზორიას განცხადებით, უახლოეს მომავალში ვაშინტონში აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჯეიმს მატისს შეხვდება.  მტკიცე მხარდაჭერის მისიის მეთაური საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. გენერალი ჯონ ნიკოლსონი სიტყვით გამოვა პანელზე - „ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ“. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
წაკითხვა
სამეთაურო-საშტაბო სწავლება - „ქარიშხალი 2017“ მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-10 18:58:00
სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ორგანიზებით, სამეთაურო-საშტაბო სწავლება ძალების მიზიდვით - „ქარიშხალი 2017“ მიმდინარეობს. სწავლებაში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბი, მასთან დაქვემდებარებული ბრიგადებისა და ბატალიონების შტაბები და ბრიგადებიდან მიზიდული ასეულის ტაქტიკური ჯგუფები მონაწილეობენ, რომლებიც სასწავლო რაიონებში მოქმედებებს რეალურად ახორციელებენ.წვრთნების მიზანს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის დაქვემდებარებული ქვედანაყოფების შტაბებისა და სწავლებაში მონაწილე საბრძოლო ქვედანაყოფების თავდაცვითი ოპერაციების წარმოებისთვის მომზადება, ასევე, სწრაფად ცვალებად გარემოში სხვა მხარდამჭერ დანაყოფებთან კოორდინაციისა და სინქრონიზაციის სრულყოფა წარმოადგენს.სამდღიანი სწავლების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები მართვის პუნქტების ამოქმედების, კავშირის დამყარებისა და შენარჩუნების, ასევე, ტაქტიკური მარშის განხორციელებისთვის საჭირო უნარებს განავითარებენ და უსაფრთხოების ღონისძიებების გატარების სხვა მეთოდებს გაეცნობიან, რაც მათ დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში კოორდინირებული და სინქრონიზებული მოქმედების შესაძლებლობას მისცემს.„ქარიშხალი 2017“ ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდება.
წაკითხვა
ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ათი მილიონი ლარით არის გაზრდილი
გამოქვეყნებულია: 2017-10-07 16:23:00
საქართველოს ტავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განაცხადა, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი არა შემცირებული, არამედ ათი მილიონით არის გაზრდილი.„თავდაცვის ბიუჯეტი არა შემცირებული, არამედ, პირიქით, გაზრდილია. ერთი კონკრეტული პროექტის თანხა, რომელიც ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვისთვის იყო ოთხი წლის ვადით გათვალისწინებული,  წელს ამოიწურა, მაგრამ ის თანხა, რაც ბიუჯეტში უშუალოდ თავდაცვის უწყებისთვის იყო გათვალისწინებული და შეადგენდა 670 მილიონს, 10 მილიონით გაიზარდა და შემდეგ წელს იქნება 680 მილიონი. ასე რომ, ჩვენ ნატო-ს მთავარ სტანდარტს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 2% იყოს თავდაცვის ბიუჯეტისთვის გათვალისწინებული არა მხოლოდ ვაკმაყოფილებთ, კიდევ უფრო ვზრდით. ასევე, ნატო-ს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტანდარტს, რომ შეიარაღებისთვის იყოს 15-დან 20%-მდე მიმართული თავდაცვის ბიუჯეტიდან, ასევე დავაკმაყოფილებთ მომავალში. წელს გვქონდა 3-ჯერ მეტი ზრდა ამ მიმართულებით, ამ დამატებითი თანხით კი გვექნება უკვე ამბიცია, რომ ნატო- ს ამ სტანდარტს თანმიმდევრულად შემდგომი სამი წლის განმავლობაში მივუხლოვდებით“, -აღნიშნა იზორიამ.
წაკითხვა
გერმანიის თავდაცვის მინისტრი საქართვლოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ეწვია
გამოქვეყნებულია: 2017-10-05 18:28:00
გერმანიის თავდაცვის მინისტრი საქართვლოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ქართველ კოლეგასთან ერთად ესტუმრა. უცხოელ სტუმარს განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს. შეხვედრა შედგა მე-2  ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებთანაც. ყურადღება გამახვილდა  მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს  როლზე.ღონისძიების დასასრულს, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის თანამშრომელი, რეზერვის კაპიტანი, ნინო ჯავახიძე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა.
წაკითხვა
გერმანიის თავდაცვის მინისტრი - უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში ძალიან ბევრი საერთო გვაქვს, რაც ნათლად გამოჩნდა არჩევნების შემდეგ თქვენი პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას გერმანიაში
გამოქვეყნებულია: 2017-10-05 12:19:00
უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში ძალიან ბევრი საერთო გვაქვს, რაც ძალიან ნათლად გამოჩნდა არჩევნების შემდეგ თქვენი პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას გერმანიაში, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ქართველ კოლეგასთან, ლევან იზორიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ორი ქვეყნის ხანგრძლივ მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავსაც გაუსვა ხაზი. მან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთაშორისო მისიებში შეტანილი წვლილისთვის და მაზარ-ი-შარიფში ​გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის დროს ქართველი სამხედროების დახმარებისთვის. „დიდი სიამოვნებით ჩამოვედი საქართველოში. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გერმანიის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ჩამოდის. ეს ასევე არის საქართველოს მიმართ ჩემი მადლობის და პატივისცემის გამოხატულება. ჩვენ 200-წლიანი საერთო დიდი ისტორია გვაქვს ანუ როდესაც პირველი გერმანელი შვაბები საქართველოში ჩამოვიდნენ. 25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დიპლომატიური ურთიერთობები დავამყარეთ ჩვენს ქვეყნებს შორის. მაგრამ ჩემი მადლობა ეკუთვნის ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორ საქართველოს უსაფრთხოების მიმართულებით, იმიტომ რომ საქართველო ძალიან მყარად დგას ჩვენს გვერდით. ჩვენ არ დაგვავიწყდება ავღანეთში, გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის დროს მაზარ-ი-შარიფში ქართველი სამხედროების დახმარება, როდესაც მათ გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენი დაცვისათვის. მათ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ. ექსტრემალური სიტუაციები გვარწმუნებს, რომ ჩვენს თანამშრომლობას მყარი ფუნდამენტი აქვს“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქართველი სამხედროების მომზადების მაღალ დონესა და პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი, ასევე ისაუბრა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე. „მოხარული ვარ, რომ გერმანიაში ქართველ ჯარისკაცებს შევხვდი,
წაკითხვა
საქართველოში გერმანიის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი დაიწყო [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-10-05 10:32:00
საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი სტუმრობს. ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს. საქართველოსა და გერმანიის სახელმწიფო ჰიმნების ფონზე, დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, ვიზიტი მინისტრების შეხვედრით გაგრძელდა. ლევან იზორიამ კოლეგას გერმანიის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეები ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის და სამომავლო პერსპექტივების საკითხებს განიხილავენ. მინისტრები ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ერთობლივ მონაწილეობაზეც გაამახვილებენ ყურადღებას. ლევან იზორიასა ურსულა ფონ დერ ლაინის შეხვედრაზე საუბარი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის კუთხით გერმანული მხარის მიერ გაწეულ დახმარებასაც შეეხება. საქართველოში ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ურსულა ფონ დერ ლაიენის სტუმრობა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB), რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, გერმანული მხარის დახმარებით ჩამოყალიბდა. ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსაც შეხვდება. გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი საქართველოში თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას მოწვევით იმყოფება.საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰაიკე ფაიჩის განცხადებით, გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი საქართველოში თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას მოწვევით ჩამოდის.„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს გერმანიის თავდაცვის მინისტრი ეწვევა“, - აღნიშნა გერმანიის ელჩმა.მისივე ინფორმაციით
წაკითხვა
მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2017“ დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-04 11:23:00
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სენაკში მედია სწავლება „ღირსეული პასუხი 2017“-ის დასრულება მონაწილეებს პირადად მიულოცა. თავდაცვის მინისტრმა რეპორტიორებთან შეხვედრისას ჰიბრიდული ომის დროს ჟურნალისტების როლზე ისაუბრა და სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. დასკვნით ღობისძიებაზე სწავლების მონაწილეებს სერთიფიკატები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გადსცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.მედიასწავლება "ღირსეული პასუხი 2017" 27 სექტემბერს დაიწყო. სწავლებაში ჩართულმა 18-მა რეპორტიორმა თეორიული და პრაქტიკული კურსი II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიარა. კურსის მონაწილეებმა თვითგადარჩენის სწავლება, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების სპეციფიკა, კონფლიქტური სიტუაციების დროს მოქმედების პრინციპები, სტრესის მართვისა და ჰიბრიდული ომის შესახებ სპეციალური სალექციო კურსი პროფესიონალი ინსტრუქტორების დახმარებით გაირეს. სწავლებაში სპეციალურად მიწვეულმა ლიტვის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტრატეგიული კომუნიკაციების თემაზე პრეზენტაცია წარმოადგინეს.30 სექტემბრიდან მედიასწავლების მონაწილეებმა რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში კომპიუტერული სწავლება გაირეს. რეპორტიორები საინფორმაციო ომის მოდელირების პროცესში 24 საათიან რეჟიმში იყვნენ ჩართულნი.სწავლების კულმინაციური ფაზა მოგვიანებით ველზე განხორციელდა, სადაც ქართველ რეპორტიორებს ასევე მოდელირებულ კონვენციურ ომში პროფესიული საქმიანობის შესრულება მოუწიათ.მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2017“ II ქვეითი ბრიგადის ბაზაზზე უკვე მეორედ განხორციელდა.ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
წაკითხვა
ლევან იზორია - თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით იზრდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-03 06:30:00
თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით იზრდება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ იმ დანაპირებს, რომელიც ნატო-ს სტანდარტების განხორციელებას უკავშირდება, განსაკუთრებით შეიარაღების ნაწილში, შევასრულებთ. კიდევ უფრო გავზრდით პროცენტულ მაჩვენებელს, რომელიც შეიარაღების შესყიდვებს უკავშირდება“, - აღნიშნა იზორიამ. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნატო-ს სტანდარტია, რომ თითოეულმა ქვეყანამ არამხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტი გამოყოს თავდაცვის ბიუჯეტისთვის, არამედ შესყიდვებიც აწარმოოს გონივრულად, კერძოდ, შესაბამისი შეიარაღების შესყიდვის თვალსაზრისით. „ძირითადად, ეს თანხა მიმართული იქნება იმ 15-პროცენტიანი ნიშნულის დასაკმაყოფილებლად, რომელიც ნატო-ს სტანდარტითაა გათვალისწინებული“, - განაცხადა იზორიამ. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში უკვე შევიდა. 
წაკითხვა
კანადაში გამართულ Invictus Games-ში მონაწილე სამხედროები საქართველოში დაბრუნდნენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-03 06:25:00
კანადაში გამართულ საერთაშორისო თამაშებში, Invictus Games-ში („ძლიერთა თამაშები“) მონაწილე დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში დაბრუნდნენ. სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დახვდა, წარმატებით ასპარეზობა მიულოცა და მადლობა გადაუხადა. „ჩვენს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს მივულოცე დიდი გამარჯვება. მათ „ძლიერთა თამაშებში“ დაამტკიცეს, რომ ძლიერთა შორის უძლიერესები არიან და მოიპოვეს ოქროს მედლები. მათ გვიჩვენეს მაგალითი, თუ როგორ უნდა შეინარჩუნო სიცოცხლე, იბრძოლო იმისათვის, რომ შენი ქვეყნის ღირსება გაიტანო არამარტო საერთაშირისო მისიების შესრულების დროს, არამედ სპორტშიც. სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტრის სახელით, კიდევ ერთხელ ვულოცავ სპორტსმენებს ამ გამარჯვებას“, - განუცხადა თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს. კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ სამხედროებმა მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს. ფინალურ შეხვედრაში ქართველი სამხედროების ნაკრები გაერთიანებული სამეფოს ნაკრებს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა. Invictus Games​-ში გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ პირადად გადასცა. საბრძოლო მოქმედებებისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებულმა 15-კაციანმა გუნდმა კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ სპორტის ექვს სახეობაში იასპარეზა: ველორბოლა, ცურვა, წოლჭიმი, მშვილდით სროლა, ავტორბოლა, მჯდომარე ფრენბურთი. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები გაერთიანებული სამეფოს პრინცის, ჰარის პატრონაჟით გამართულ „ძლიერ თამაშებში“ მესამედ მონაწილეობდნენ. 
წაკითხვა
საქართველოში გერმანიის თავდაცვის მინისტრი ჩამოვა
გამოქვეყნებულია: 2017-10-02 20:14:00
გერმანიის თავდაცვის მინისტრი  ურსულა ფონ დერ ლეიენი საქართველოში 5 ოქტომბერს ჩამოვა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰაიკე ფაიჩიმ განუცხადა. როგორც ელჩამ აღნიშნა, გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი საქართველოში თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას მოწვევით ჩამოდის."ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს გერმანიის თავდაცვის მინისტრი ეწვევა",-აღნიშნა გერმანიის ელჩმა.მისივე ინფორმაციით, ვიზიტის დროს მთავარი განსახილველი თემა საქართველო-გერმანიის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა იქნება. საუბარი შეეხება ავღანეთის მისიაში საქართველოს როლსაც.   
წაკითხვა
შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ავღანეთში ჩავიდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-30 12:11:00
 შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი  ავღანეთში ჩავიდა. სამხედრო მოსამსახურეები მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონს როტაციის წესით ჩაანაცვლებენ და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე  „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში 6 თვის განმავლობაში შეასრულებენ. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.
წაკითხვა
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 231 სამხედრო მოსამსახურე შეემატა
გამოქვეყნებულია: 2017-09-29 18:30:00
ქალაქ ახალციხეში, უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტების საბრძოლო მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. რაბათის ციხესთან ღვთისა და ერის წინაშე ფიცი 231 სამხედრო მოსამსახურემ დადო.მათ კურსის დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის პირად შემადგენლობასა და ჯარისკაცების მშობლებს მადლობა გადაუხადეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფიცის დადების შემდეგ, ღონისძიება დაჯილდოებით გაგრძელდა. კურსის საუკეთესო ინსტრუქტორსა და საუკეთესო კურსდამთავრებულს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. ფიზიკურ მომზადებაში საუკეთესო მაჩვენებლის მქონე სამხედრო მოსამსახურემ საპატიო სიგელი მიიღო. საპატიო სიგელი გადაეცა ასევე ჯარისკაცს ,ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ნორმატივების წარმატებით შესრულებისათვის. გამოვლინდა ყველაზე დისციპლინირებული კურსდამთავრებულიც.ამასთან, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში რეკრუტებმა საბრძოლო მომზადების სამთვიანი კურსი გაიარეს. კურსის განმავლობაში ისინი სადისციპლინო წესდებას, ტაქტიკას, საცეცხლე მომზადებას, სამხედრო ტოპოგრაფიასა და პირველად სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ. ისინი სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და ოთხწლიან საკონტრაქტო-სამხედრო სამსახურს გაივლიან.ფიცის დადების ცერემონიას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ჯარისკაცების ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ, რომლებსაც მათთან გასაუბრების შესაძლებლობა მიეცათ. პირადი შემადგენლობა საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის კაპელანმა, დეკანოზმა ალექსანდრემ დალოცა.
წაკითხვა
III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ავღანეთში ჩავიდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-29 17:00:00
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ავღანეთში ჩავიდა. ბატალიონს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი იოსებ ნიკოლეიშვილი და II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ბექა ამბროლაძე დახვდნენ და მშვიდობისმყოფელებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულება უსურვეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ავღანეთში მყოფ II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონს როტაციის წესით ჩაანაცვლებს და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში 6 თვის განმავლობაში შეასრულებს. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.
წაკითხვა
Invictus Games-ში დაჭრილმა ქართველმა სამხედროებმა მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-28 10:16:00
კანადაში მიმდინარე საერთაშორისო  სპორტულ თამაშებში -   Invictus Games-ში, დაჭრილმა ქართველმა სამხედროებმა მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს. დაძაბულ, ფინალურ შეხვედრაში ქართველი სამხედროების ნაკრები გაერთიანებული სამეფოს ნაკრებს დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა. Invictus Games-ში გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ პირადად გადასცა. ლევან იზორიამ გამარჯვება ქართველ სამხედროებს მატჩის დასრულებისთანავე ვილნიუსიდან მიულოცა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მოქმედებების დროს და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული გუნდი „ძლიერთა თამაშებში" (Invictus Games) მჯდომარე ფრენბურთის გარდა სპორტის კიდევ 5 სახეობაში ასპარეზობს: ველორბოლა, ცურვა, წოლჭიმი, მშვილდით სროლა, ავტორბოლა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით გამართულ „ძლიერთა თამაშებში" მესამედ მონაწილეობენ. პირველად ქართველმა სამხედროებმა ლონდონში გამართულ Invictus Games-ში იასპარეზეს, შემდეგ კი, აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში.
წაკითხვა
პრინცი ჰარი და ქართველი სამხედროები - კანადაში „ძლიერთა თამაშები“ მიმდინარეობს (ფოტოები)
გამოქვეყნებულია: 2017-09-28 00:15:00
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებული 15-კაციანი გუნდი კანადაში „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) მონაწილეობს. აშშ-ში საქართველოს საელჩო ქართველი სამხედროებისა და პრინც ჰარის ერთობლივ ფოტოს ავრცელებს. პრინცი ჰარი კანადაში სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად იმყოფება. „ძლიერთა თამაშები“ არის ყოველწლიური საერთაშორისო პარაოლიმპიური სპორტული შეჯიბრი, რომელიც პრინცმა ჰარიმ 2014 წელს დააარსა და პირველი შეჯიბრი სწორედ ამ წელს ჩატარდა. „ძლიერთა თამაშები“ მეორედ 2016 წელს გაიმართა და წელს უკვე მესამედ ტარდება.„ძლიერთა თამაშებში“ საქართველოს გარდა, ავღანეთი, ავსტრალია, კანადა, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, ერაყი, იტალია, იორდანია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, რუმინეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და აშშ მონაწილეობს.აშშ-ში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ქართველი ჯარისკაცების მხარდაჭერის მიზნით, ტორონტოში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად იმყოფება.
წაკითხვა
ავღანეთში დაღუპული ქართველი მეომრების განახლებული მემორიალი გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2017-09-26 14:10:00
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაღუპული ქართველი მეომრების - I კლასის რიგითის ვასილ ყულჯანაშვილის და უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის ხსოვნის პატივსაცემად განახლებული მემორიალი გაიხსნა.თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მეთაურმა, ბექა ამბროლაძემ და ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ პატივი მიაგეს დაღუპული მშვიდობისმყოფელების ხსოვნას. ცერემონიალს ტაქტიკური დაჯგუფება „სპარტანის“ მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი სტივენ ფილიპსი, ასევე ჩეხი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.მემორიალის გახსნის შემდეგ II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის კაპელანმა, მამა ზაზა სოსიაშვილმა ავღანეთში დაღუპული ქართველი მეომრების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის I კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ფარგლებში პატრულირებისას 2015 წლის 22 სექტემბერს დაიღუპა, ხოლო II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აპრილის თვიდან ასრულებდა. ის 2017 წლის 3 აგვისტოს, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
წაკითხვა