საზოგადოებრივი
104.5 FM
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეებმა გეგმიურ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა
გამოქვეყნებულია: 2017-07-17 12:41:00
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის „ბრავო" ასეულმა დაზვერვისა და გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეულებთან ერთად გეგმიურ სწავლებაში მიიღო მონაწილეობა.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული გეგმით განხორციელდა და მის მიზანს ჩხრეკის დროს საკონტროლო გამშვებ პუნქტზე თვითმკვლელის აფეთქების შედეგად დაშავებულთა ევაკუაცია წარმოადგენდა.23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები პირობითად დაშავებულის ევაკუაციის, სწრაფი რეაგირების და უსაფრთხოების სხვა ელემენტების შესრულებაში ვარჯიშობენ. წვრთნები პერმანენტული ხასიათისაა და სამხედრო უნარ-ჩვევების კიდევ უფრო დახვეწას ისახავს მიზნად.II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიას აპრილის თვიდან ასრულებს. ბატალიონის ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის შიდა და გარე პერიმეტრის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.
წაკითხვა
პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურად დაინიშნა
გამოქვეყნებულია: 2017-06-29 12:01:00
საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურად პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე დაინიშნა. ამასთან, საქართველოს უკრაინაში ახალი სამხედრო ატაშე ჰყავს. ინფორმაცია საზოგადოებრივს თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. ჭუმბურიძემ ეროვნული გვარდიის მეთაურის თანამდებობაზე ლევან გამყრელიძე შეცვალა. ხოლო თავად გამყრელიძე უკრაინაში საქართველოს სამხედრო ატაშედ დაინიშნა.პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე ამ დრომდე გენერალურ შტაბში, J 2-ის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა.
წაკითხვა
მე-13 ბატალიონის საკონტრაქტო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-06-27 14:46:00
ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ბაზის ტერიტორიაზე I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის საკონტრაქტო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს, -  ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. როგორც თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული,  1995 წელს დაბადებულმა პირველი კლასის რიგითმა ი.ი. განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, მასზედ განპიროვნებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში გასროლით ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიყენა."თავის არეში მიყენებული ჭრილობისაგან ი. ი. ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გარდაცვლილს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ნათესავებს", - აღნიშნულია განცხადებაში. 
წაკითხვა
საქართველოს ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა 
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 14:36:00
საქართველოს ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი მარტინ სტროპნიცკი პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა.თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩეხ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ საქართველოსა და ჩეხეთის სახელმწიფო ჰიმნების შესრულების ფონზე გაიმართა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის  შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში შედგა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. მარტინ სტროპნიცკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და  ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების მიმართ. მან საქართველო რეგიონში მნიშვნელოვან პარტნიორად მოიხსენია და ქართველი სამხედროების სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა დადებითად შეაფასა. ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა და აღნიშნა, რომ საქართველო არსებული მდგომარეობის მიუხედავად, წარმატებით ვითარდება. შეხვედრაზე საუბარი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში ჩეხი ექსპერტების ჩართულობასაც შეეხო. ასევე, ყურადღება სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, ასევე ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ტომაშ პერნიცკი, ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი შტეფან გრივალსკი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.ოფიციალური შეხვედრის შემდეგ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და განხილული საკითხები შეაჯამეს.თავდაცვის სამინისტროში სტუმრობამდე მარტინ სტროპნიცკი გმირთა მოედანზე იმყოფებოდა. მან საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო.
წაკითხვა
სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც შეიარაღებულ ძალებს ნებაყოფლობით ტოვებენ, სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ
გამოქვეყნებულია: 2017-06-20 18:58:00
სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც შეიარაღებულ ძალებს ნებაყოფლობით ტოვებენ, სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ. როგორც სამხედრო მოსამსახურეები საზოგადოებრივთან საუბრისას აცხადებენ, საქართველოში არ არსებობს პერსპექტივა, რომ სამხედრო სამსახურში მიღებული ცოდნა სამოქალაქო საზოგადოებაში გამოიყენონ.ყოფილი ჯარისკაცების თქმით, ისინი იძულებული ხდებიან, სამშობლო, რომელსაც წლების განმავლობაში ემსახურებიან, დატოვონ და სამუშაოდ ისეთ ქვეყნებში წავიდნენ, სადაც მათ უნარებს აფასებენ."შვიდი წელი ვმსახურობდი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. სამხედრო სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ჩემივე სამშობლოში სამსახური ვერ ვიშოვე. შემდეგ მივიღე შეთავაზება ერაყიდან, სადაც ანაზღაურებაც დიდია. უკვე 10 წელია, ერაყში, კერძო დაცვად ვმუშაობ. სამწუხაროა, რომ ჩვენზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც სამშობლოს წლების განმავლობაში ვემსახურებოდით, სახელმწიფო არ ზრუნავს“, - განაცხადა ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ, ზაზა ჩუხუამ. შეიარაღებული ძალებიდან წასული სამხედრო მოსამსახურეების დასაქმებასა და სამოქალაქო პროფესიულ განათლებაზე არავინ ზრუნავს. სამინისტროში საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.სიუჟეტი ამ თემაზე ნახეთ დღეს "მოამბეში" 20:00 საათზე. 
წაკითხვა
შალვა თადუმაძე კონსტიტუციაში ტერმინი "სამხედრო ძალების" შეცვლის ინიციატივას დადებითად აფასებს
გამოქვეყნებულია: 2017-06-07 13:02:00
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე დადებითად აფასებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მიერ შეთავაზებულ წინადადებას, რომ კონსტიტუციაში ტერმინები "შეიარაღებული ძალები" და "სამხედრო ძალები" ტერმინით თავდაცვის ძალები შეიცვალოს. შალვა თადუმაძის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი გახდება, რომ არათავსებადი ტერმინების გასწორება მოხდეს. როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა კონსტიტუციის პროექტის განხილვის დროს, კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, ამით განისაზღვრება თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული შეიარაღებული ძალები და მას სხვა უწყებების შეიარაღებულ ძალებთან კავშირი აღარ ექნება. "ტერმინოლოგიური პრობლემა ამ ქვეყანას 25 წელია რაც აქვს, რადგან სამხედრო ძალებში თავდაცვის ძალების გარდა სხვა უწყებების, მათ შორის შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულების სამინისტროებს და ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების ძალებიც შედიან, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არათავსებადი ტერმინების გასასწორებლად კონსტიტუციაში მსგავსი ფორმის გაჩენა იქნება", - განაცხადა თადუმაძემ. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი დეპუტატებს წინადადებით მიმართავს, კონსტიტუციაში ტერმინები "შეიარაღებული ძალები" და "სამხედრო ძალები" შეიცვალოს ტერმინით "თავდაცვის ძალები".
წაკითხვა
ცეკვა „აჭარული“ ავღანეთში, მე-12 ქვეითი ბატალიონის გაძლიერებული „ბრავო“ ასეულის სამხედროების შესრულებით
გამოქვეყნებულია: 2017-05-26 23:53:00
ავღანეთში მყოფი ჯარისკაცი დავით ნაკაშიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, თუ როგორ აღნიშნეს ქართველმა სამხედროებმა 26 მაისი  ქაბულში. „ქართველებო და ყველა, ვისაც გიყვართ საქართველო - გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!ცეკვა "აჭარული", მე-12 ქვეითი ბატალიონის გაძლიერებული "ბრავო" ასეულის ბიჭების შესრულებით. ავღანეთი, ქ. ქაბული“, - წერს დავით ნაკაშიძე.
წაკითხვა
ქართული ჯარისადმი მიძღვნილი სიმღერა "შვიდკაცასა" და "ქართული ხმების" შესრულებით
გამოქვეყნებულია: 2017-05-26 12:31:00
„თავისუფლების მოედანზე“ სპეციალიურად ჯარისადმი მიძღვნილი სიმღერის პრემიერა გაიმართა.შეიარაღებული ძალებისადმი მიძღვნილი სიმღერის ტექსტის ავტორია პოეტი მანანა გურგენიძე, მუსიკა „ბრავო რექორდსის“ სტუდიაში ჩაიწერა. მუსიკალური ნომერი ანსამბლ „შვიდკაცასა“ და „ქართული ხმების“ წევრებმა შეასრულეს. 
წაკითხვა
საქართველოს შეიარაღებული ძალები რუსთაველის გამზირზე - ფოტორეპორტაჟი
გამოქვეყნებულია: 2017-05-26 10:25:00
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების ცერემონიით გაიხსნება. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სავალდებულო სამსახურის 300-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცს დადებს. საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს პატაკს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ჩააბარებს.თავისუფლების მოედანზე  საქართველოს შეიარაღებული ძალების ის ქვედანაყოფებია წარმოდგენილი, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.როგორც საზოგადოებრივის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მათ შორის არიან ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები - პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ალფა ასეული, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს 2015 წლის სექტემბერში შეუერთდა.თავისუფლების მოედანზე არიან კადეტთა კორპუსის, ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები, ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა.სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი პირველი ქართული ქვედანაყოფია, რომელიც მომზადებას საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით გაივლის. პირადი შემადგენლობა და მოწვეული სტუმრები საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ.ღონისძიებას მუსიკალურად ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი გააფორმებს. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს ანსამბლი „მძლევარი“ შეასრულებს, ანსამბლი „ქართული ხმები“ კი სპეციალურად საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის შექმნილ სიმღერას გააჟღე
წაკითხვა
ვლადიმერ ჩაჩიბაია - თავისუფლების მოედანზე ძირითადად ქართული და უცხოური ჯავშანტექნიკაა წარმოდგენილი
გამოქვეყნებულია: 2017-05-26 10:04:00
გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია აცხადებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედანზე ძირითადად ქართული და უცხოური ჯავშანტექნიკაა წარმოდგენილი. როგორც ვლადიმერ ჩაჩიბაიამ აღნიშნა, თავისუფლების მოედანზე არის საბჭოური, მაგრამ მიზნობრივად გამოყვანილია ის ჯავშანტექნიკა, რომელიც არის ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების. "წელს არ იქნება წარმოდგენილი საჰაერო კომპონენტი, მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საჰაერო თავდაცვის საშუალებებზე. საჰაერო კომპონენტი სავარაუდოდ მომავალ წლებში განიხილება. ამ ეტაპზე ჩავთვალეთ, რომ აუცილებლობას არ წარმოადგენს ავიაციის გადაფრენა", - განაცხადა ჩაჩიბაიამ. 
წაკითხვა
თავისუფლების მოედანზე წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიის რეპეტიცია გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-05-24 04:30:00
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებებისთვის მზადება თბილისში ღამის საათებში მიმდინარეობს.ცოტა ხნის წინ, თავისუფლების მოედანზე წვევამდელთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიის გენერალური რეპეტიცია გაიმართა, რომელიც 26 მაისს, 12:00 საათზეა დაგეგმილი. 26 მაისს 324 სამხედრო მოსამსახურე, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სამხედრო კურსი, სამხედრო ფიცს დადებენ, ასევე გაიმართება, როგორც ქართული, ისე უცხოური ჯავშანტექნიკის გამოფენა. ეს გამოფენა წარმოდგენილი იქნება საქართველოს კიდევ 11 ქალაქში. როგორც ადგილზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, წელს პირველად, 26 მაისი თემატურ დატვირთვას იძენს და ეს იქნება შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი".დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, რუსთაველის გამზირზე მეწარმეები „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკასთან დაკავშირებულ პროდუქციას წარმოადგენენ. ასევე, წელს პირველად, ღონისძიებაში ერთვება სოლიდარობის ფონდი, სადაც მთელი დღის განმავლობაში ნამუშევრების გამოფენა გაიმართება და აუქციონიდან შემოსული თანხა მთლიანად ამ ფონდს გადაეცემა.26 მაისის ღონისძიება საღამოს გალა კონცერტით დაგვირგვინდება.
წაკითხვა
დავით რაქვიაშვილი ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტებს ხვდება 
გამოქვეყნებულია: 2017-05-22 17:55:00
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტებს ხვდება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს იმ ნაწილს განიხილავენ, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების სისტემასა და თავდაცვისუნარიანობას ეხება. როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, ისინი განიხილავენ იმ პრინციპებსა და რეკომენდაციებს, რომელზე დაყრდნობითაც უნდა შემუშავდეს ცვლილებები. მისი განმარტებით, ათ დღეში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია, სადაც საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ამ პრობლემებს განიხილავენ. რაქვიაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მიმართულებაზე, რომელიც შეთავაზებულია ცვლილებებში."ეს ეხება როგორც სამოქალაქო დემოკრატიულ კონტროლს, უშიშროების საბჭოს, როგორც უმაღლესი კონსტიტუციური ორგანოს გაუქმების საკითხს, მთავარსარდლის შეზღუდულ ფუნქციას და მის ფიქტიურ როლზე გადაყვანას. რამდენიმე პრინციპული საკითხია, რომლის განხორციელების შემთხვევაში დაზარალდება ეროვნული უსაფრთხოების სისტემა", - აღნიშნა რაქვიაშვილმა. საკონსტიტუციო ცვლილებებს აკრიტიკებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელიც. მისთვის მიუღებელია სხვა შეიარაღებული ძალების შექმნასთან ერთად უშიშროების გაუქმება. "პრობლემაა უშიშროების საბჭოს გაუქმებაა. ჩვენ მივიღებთ მოდელს, სადაც პრეზიდენტი საქმის კურსში არ არის, რა ხდება ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით და უცებ ერთ დღეს ომი რომ გამოცხადდეს უკვე იქმნება თავდაცვის საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს პრეზიდენტი ანუ ის ადამიანი, რომელიც მოდელის მიხედვით არაფრის საქმის კურსში არ არის უნდა გახდეს მთავარსარდალი", -აცხადებს ხიდაშელი. 
წაკითხვა
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს
გამოქვეყნებულია: 2017-05-15 04:39:00
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით სიხარულიძე სამშობლოში ჩამოასვენეს. სიხარულიძე 12 მაისს დონეცკის რეგიონის სოფელ ნოვოლუგანსკოესთან საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპა. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, დავით სიხარულიძე 1992-93 წლებში აფხაზეთის ომში იბრძოდა. 2008 წელს მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს ომში, რა დროსაც, ახლობლების ინფორმაციით, მძიმედ დაიჭრა.  თავდაცვის უწყების ცნობით, სიხარულიძე 2010-2014 წლებში კრწანისის სასწავლო ცენტრში, განათლების სარდლობაში მსახურობდა. 2014 წელს მან შეიარაღებული ძალები საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა და უკრაინაში გაემგზავრა.დავით სიხარულიძე 2015 წელიდან მოხალისედ „აიდარის" ბატალიონში იბრძოდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც დაღუპული მეომარი ცოტა ხნის წინ ჩამოასვენეს, ოჯახის წევრებთან და ყოფილ თანამებრძოლებთან ერთად, პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ.
წაკითხვა
თავდაცვის კომიტეტი სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს
გამოქვეყნებულია: 2017-05-11 16:04:00
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისგან თავის არიდებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივაზე  მუშაობს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, კომიტეტის ფარგლებში, ამ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.  კომიტეტის სხდომაზე, სესიაშვილი "გირჩის“ მიერ რეგისტრირებულ რელიგიურ ორგანიზაციას გამოეხმაურა,  რომლის შექმნის მიზანი ახალგაზრდების მღვდელმსახურებად კურთხევა და  სამხედრო სამსახურის გადავადებაში დახმარებაა. დეპუტატის თქმით, კონსტიტიციური ვალდებულებისგან თავის არიდებისთვის ხელოვნური ინსტრუმენტი შეიქმნა. "ეს ხელოვნურად არის შექმნილი.  მცდელობაა იმის, რომ კანონის გარკვეული მუხლი გამოყენებულ იქნას კონსტიტუციური ვალდებულების საწინააღმდეგოდ. ამიტომ  პატარა სამუშაო ჯგუფი გავაკეთე. რამდენიმე საშუალება, რომ კანონში  მკაფიო განმარტება მოხდეს", - აღნიშნა სესიაშვილმა.
წაკითხვა
ესტონეთში სამხედრო სწავლება „Spring Storm 2017“-ში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამი ოფიცერი მონაწილეობს
გამოქვეყნებულია: 2017-05-08 17:33:00
ესტონეთში საერთაშორისო სამხედრო სწავლება „Spring Storm 2017“  დღეს დაიწყო. 18-დღიან სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამი ოფიცერი მონაწილეობს, რომლებიც მრავალეროვნული ბრიგადის შტაბში სხვადასხვა ამოცანებს ასრულებენ.ყოველწლიური საველე სწავლება 4 ფაზისგან შედგება, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები კონვენციური ბრძოლის წარმოების უნარ-ჩვევებს დახვეწენ. ქვეითი ელემენტის გარდა სწავლებაში ჯავშანტექნიკა და საინჟინრო ოცეულები აქტიურადაა გამოყენებული. ღონისძიებაში აშშ-ის, პოლონეთის, ესპანეთის და ესტონეთის საავიაციო საშუალებებიცაა ჩართული. ქართველ სამხედრო მოსამსახურეები  „Spring Storm 2017“-ში აშშ-ის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ჰოლანდიის, გერმანიის, პოლონეთის, კანადის, ფინეთის, ლიტვის, ლატვიის,  უკრაინის და ესტონეთის სამხედროებთან ერთად  მონაწილეობენ.
წაკითხვა
პრეზიდენტი ჯარისკაცებს - ვამაყობთ თქვენით, მოგიხსენიებთ ყოველდღე ლოცვაში და მადლობას გიხდით იმისთვის, რასაც სამშობლოსთვის ახორციელებთ
გამოქვეყნებულია: 2017-04-30 14:12:00
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დაარსებიდან 26 წლის იუბილე მიულოცა.გიორგი მარგველაშვილი IV მექანიზებულ ბრიგადაში საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო და ქართველ ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა.„საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს გილოცავთ. ამ დღეს სიამაყით ვზეიმობთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბურჯის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დამცველი ადამიანების, იმ ჯარისკაცების პროფესიულ დღეს, რომელმაც თავიანთი სიცოცხლე, თავიანთი ცხოვრება, თავისი პროფესიონალიზმი მიუძღვნეს უწმინდეს სამშობლოს დაცვას.თანამებრძოლებო, თქვენ მძიმე და საპატივცემულო მისია აირჩიეთ ცხოვრების გზად.იყო სამშობლოს დამცველი, რთულია ნებისმიერ ეპოქაში და ნებისმიერ სახელმწიფოში, მაგრამ ეს მისია განსაკუთრებით რთულია, როდესაც ხარ საქართველოს ჯარისკაცი, იმ ქვეყნის ჯარისკაცი, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში, მიუხედავად თავისი რაოდენობრივი სიმცირისა, მიუხედავად მტრის სიძლიერისა, ამაყად დაუსახავს თავისუფლება და დამოუკიდებლობა თავის მიზნად.საუკუნეების განმავლობაში თქვენ და თქვენი წინამორბედები ინარჩუნებდნენ და ინარჩუნებთ ჩვენ სამშობლოს ღირსებას და დამოუკიდებლობას. ამ რთული მისიის აღსრულებისას, თქვენ იცით, რომ ხართ დიდგორისა და ბასიანის შთამომავლები, თქვენ ხართ მარტყოფისა და ბახტრიონის შთამომავლები. თქვენი თანამებრძოლები იყვნენ კვინიტაძე და მაზნიაშვილი, თქვენ რიგებში იდგა და თქვენ შორის დადიოდა გმირი გიორგი ანწუხელიძე.ამიტომ, საქართველოს მოქალაქენო, ვამაყობთ თქვენით, მოგიხსენიებთ ყოველდღ
წაკითხვა
პრემიერი ქართულ ჯარს იუბილეს ულოცავს - თქვენ ასრულებთ ყველაზე საპატიო საქმეს დედამიწის ზურგზე და გაქვთ ჩვენი ხალხის უდიდესი სიყვარული
გამოქვეყნებულია: 2017-04-30 11:05:00
„ქართულმა ჯარმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბების პროცესში. თქვენ ასრულებთ ყველაზე საპატიო საქმეს დედამიწის ზურგზე და გაქვთ ჩვენი ხალხის უდიდესი სიყვარული“, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეიარაღებულ ძალებს დაარსებიდან 26 წლის იუბილე. მთავრობის მეთაური, უმცროს შვილთან, ნიკოლოზთან ერთად დღეს გორში, I ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო. პრემიერმა გვირგვინით შეამკო დაღუპულ სამხედროთა მემორიალი, ასევე სიტყვით მიმართა ავღანეთის მისიიდან დაბრუნებულ სამხედრო მოსამსახურეებს და შეიარაღებული ძალების დღე და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა. „გილოცავთ საქართველოს შეიარაღებული ძალების 26 წლის იუბილეს. ეს 26 წელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის უამრავი გამოწვევით აღსავსე გახლდათ და ქართულმა ჯარმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბების პროცესში. ჩვენ უამრავი გმირობის მაგალითი გვახსოვს მთელი ამ წლების განმავლობაში. თქვენ ასრულებთ ყველაზე საპატიო საქმეს დედამიწის ზურგზე და გაქვთ ჩვენი ხალხის უდიდესი სიყვარული. გილოცავთ დღევანდელ დღეს. მინდა, პატივი მივაგო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე მიიტანეს ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის სამსხვერპლოზე. ყველა თქვენგანს ვულოცავ სახლში, თქვენს ოჯახებში მშვიდობით დაბრუნებას და გისურვებთ ჩვენი ქვეყნის სიხარულით და ნათელი ფერებით აღსავსე მომავალს. ამ მომავლის შენებაში თქვენ გაქვთ ყველაზე დიდი წვლილი, ამიტომ მინდა, თითოეულ თქვენგანს ყველაზე დიდი მადლობა გადაგიხადოთ. გილოცავთ მთელი ქვეყნისთვის ამ ძალიან დიდ დღესასწაულს", - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს. მთავრობის მეთაურმა, შვილთან ერთად, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გმირების ხეივანში ნერგი დარგო. ამასთან, პრემიერი შვილთან ერთად სპორტულ ღონისძიებებსაც დაესწრო და შეიარაღებული და საბრძოლო ტექნიკის გამოფენა დაათვალიერა.
წაკითხვა
ავღანეთში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით თავდაცვის უწყება განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-04-22 14:50:00
მაზარ-ი-შარიფში ქართველი სამხედროები საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ და თავს უსაფრთხოდ გრძნობენ - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც უწყება ავღანეთში მომხდარ თავდასხმას ეხმიანება. „ავღანეთში, ქალაქ მაზარ-ი-შარიფთან, ავღანურ ქვედანაყოფზე თავდასხმა იმ ბაზიდან 20 კილომეტრის მოშორებით განხორციელდა, სადაც ქართველი სამხედროები მსახურობენ. შესაბამისად, ქართული ასეული საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს და თავს უსაფრთხოდ გრძნობს. გუშინ, ავღანურ ქვედანაყოფს, 15 ამბოხებული, ადგილობრივი დროით 13:40 საათზე დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად ავღანური ეროვნული არმიის 100-ზე მეტი მოსამსახურე დაიღუპა, ასევე, ავღანური სპეციალური რაზმის ერთი წევრი და ბაზაზე მომსახურე ერთი სამოქალაქო პირი. დაჭრილია ავღანური ბრიგადის 30 წარმომადგენელი. ამ დროის მონაცემებით, თხუთმეტივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია“, - აცხადებენ საქართველოს თავდაცვის უწყებაში.
წაკითხვა
ავღანეთიდან ქართველი სამხედროების მორიგი ნაკადი დაბრუნდა
განახლებულია: 2017-04-22 12:35:00
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეორე ნაკადი ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე დღეს დილით ავღანეთიდან დაბრუნდა - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.სამხედრო აეროდრომზე ბატალიონის პირად შემადგენლობას გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და III ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი როლანდ კიკნაველიძე დახვდნენ. 32-ე ბატალიონი ავღანეთიდან სამშობლოში ეტაპობრივად ბრუნდება. ქართული სამშვიდობო დანაყოფის პირადმა შემადგენლობამ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ავღანეთში, ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე შეასრულა. ქართული ბატალიონის ფუნქციას ბაგრამის საავიაციო ბაზისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა. სამშვიდობო მისიის ფარგლებში ქართველმა სამხედროებმა ფარვანის პროვინციის მოსახლეობის მხარდასაჭერად არაერთი ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელეს და ხელმძღვანელობის მხრიდან მაღალი შეფასება მიიღეს. III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი, როტაციის წესით, II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.
წაკითხვა
III ქვეითი ბრიგადის სამხედროების ნაწილი ავღანეთიდან დაბრუნდა
განახლებულია: 2017-04-21 12:49:00
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა ავღანეთში სამშვიდობო მისია წარმატებით დაასრულა და სამშობლოში უდანაკარგოდ ბრუნდება, ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.დღეს ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე 32-ე ბატალიონის პირველ ნაკადს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, აშშ-ის ელჩის მოადგილე საქართველოში ნიკოლას ბერლინელი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე დახვდნენ. თავდაცვის მინისტრმა სამშობლოში დაბრუნებულ ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა და წარმატებით შესრულებული სამშვიდობო მისიისთვის მადლობა პირადად გადაუხადა.32-ე ბატალიონთან ერთად სამშობლოში ეროვნული გვარდიის მე-4 ოცეული და სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობაც დაბრუნდა. ქართველი სამხედროები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ავღანეთში ფარვანის პროვინციაში ბაგრამის საავიაციო ბაზისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვის ამოცანებს 7 თვის განმავლობაში ასრულებდნენ. სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ქართულმა ქვედანაყოფმა სამოქმედო არეალში ადგილობრივი მოსახლეობის მხარდასაჭერად არაერთი ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელა.III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი როტაციის წესით, II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა. 32-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა სამშობლოში უახლოეს დღეებში ეტაპობრივად სრულად დაბრუნდება.
წაკითხვა