საზოგადოებრივი
104.5 FM
ორფოლოს პოლიგონზე Agile Spirit 2017-ის საველე წვრთნები მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-09-09 10:27:00
ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2017-ის საველე წვრთნები აქტიურად მიმდინარეობს. წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალების, აშშ-ის საზღვაო ქვეითების და არმიის, ბულგარეთის, რუმინეთის და უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საველე წვრთნების სცენარის მიხედვით, სამხედროები თავდასხმით, თავდაცვით და სტაბილურობის ოპერაციებს აწარმოებენ. 1300-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე წვრთნებს თავმოყრის რაიონის დაკავებაში, რეკოგნოსირება/სათვალთვალო საგუშაგოების დაკავებაში, სადაზვერვო ოპერაციებში, ბრძანების შემუშავებაში, მაღალი ღირებულების მიზნის განსაზღვრაში, სადესანტო საპარაშუტო ოპერაციებში, სპეციალური ოპერაციების ძალების რეკოგნოსირებაში, შეღწევა/ინფილტრაციაში და პირდაპირ მოქმედებაში, ასევე მანევრისა და ცეცხლის ინტეგრირებაში გადიან.წვრთნებში გამოყენებულია საქართველოს შეიარაღებაში არსებული ტ-72 ტიპის ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა (ქსმ) 1 და 2, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი DANA (152 მმ), სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა დიდგორი, ასევე ამერიკული ტანკი M1A1 Abrams, ამერიკული მსუბუქად შეჯავშნული ჯავშანტრასპორტიორი LAV, შეჯავშნული HMMWV, 155მმ საარტილერიო დანადგარი M777, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექსი TOW, 50 კალიბრიანი ტყვიამფრქვევის ცეცხლის მართვის სისტემა CROW, უკრაინული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი AN-26, 2 საფრენი აპარატი Iroquois UHIH, 73 მმ ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი სპგ-9, 81, 82 და 120 მმ ნაღმტყორცნები.„Agile Spirit 2017“-ს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპისა და აფრიკის ძალები ატარებენ. წვრთნებში საქართველოს, აშშ-ის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიის და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები იღებენ მონაწილეობას.სწავლება სამეთაურო-საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს და მისი მიზანი ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის
წაკითხვა
ლევან იზორია - კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რა საპასუხისმგებლო ფუნქციას ასრულებენ ჩვენი ოფიცრები გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მსოფლიოში
გამოქვეყნებულია: 2017-09-07 14:04:00
კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რა საპასუხისმგებლო ფუნქციას ასრულებენ ჩვენი ოფიცრები ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მსოფლიოში, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა  ბაგრამის ავიაბაზაზე მომხდარი თავდასხმის შესახებ საუბირსას.მისივე თქმით, ერთ დაჭრილ სამხედროს დღეს მორიგი ოპერაცია გაუკეთდება, ორი კი უკვე გაწერილია ჰოსპიტალიდან."გუშინ ავღანეთში,  ბაგრამის სამხედრო ბაზის საკონტროლო პუნქტზე ტერორისტის მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად გვყვავს სამი სამხედრო მოსამსახურე დაჭრილი. ერთის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, მას ჩაუტარდა ოპერაცია, დღესაც იგეგმება მორიგი ოპერაციის ჩატარება, აუცილებლობის შემთხვევაში ყველა პირობაა, რომ მოხდეს მისი გადაყვანა გერმანიაში შემდგომი მკურნალობის გაგრძელების მიზნით. რაც შეეხება ორ სამხედრო მოსამსახურეს, მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ისინი უკვე გაწერეს ჰოსპიტალიდან. ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპა ავღანელი თარჯიმანი და მძიმედ დაიჭრა ამერიკელი ოფიცერი. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რა საპასუხისმგებლო ფუნქციას ასრულებენ ჩვენი ოფიცრები ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მსოფლიოში“,- აღნიშნა იზორიამ.
წაკითხვა
ექიმის ინფორმაციით, ავღანეთში დაჭრილი ივერი ბუაძის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა, თუმცა შეინიშნება დადებითი დინამიკაც
გამოქვეყნებულია: 2017-09-07 13:39:00
ავღანეთში, ბაგრამის საავციაო ბაზასთან აფეთქების დროს დაჭრილი ქართველი სამხედროს, ივერი ბუაძის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა, - ამის შესახებ პირველ არხს 23-ე ბატალიონის სამედიცინო ოცეულის მეთაურმა, რატი შოშიტაშვილმა განუცხადა. როგორც შოშიტაშვილმა აღნიშნა, დამაკმაყოფილებელია კიდევ ორი დაჭრილი სამხედროს, გიორგი წიქარიშვილისა და ირაკლი კუჭუხიძის მდგომარეობა. "გუშინ დაშავებული სამი სამხედრო მოსამსახურე გადაყვანილია აგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში. გიორგი წიქარიშვილისა და ირაკლი კუჭუხიძის მდგომარეობა ამ დროისთვის  არის დამაკმაყოფილებელი. იგეგმება მათი გადაყვანა გერმანიაში.  ივერი ბუაძის მდგომარეობა კი, რჩება სტაბილურად მძიმე, თუმცა დადებითი დინამიკაა",-აღნიშნა შოშიტაშვილმა. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა - უფროსი ლეიტენანტი  ივერი  ბუაძე,  სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე.  აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
წაკითხვა
საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-09-07 12:30:00
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ბატალიონის საბაკალავრო კურსის 84 კურსდამთავრებულსა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის 6 კურსდთავრებულს დღეიდან ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება „ლეიტენანტი“ მიენიჭა.ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულებული სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ცერემონიალი ფიცის დადებით გაგრძელდა. კურსდამთავრებულებს აკადემიის დასრულება საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა მიულოცეს.
წაკითხვა
ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო შესაძლოა, სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანონ
გამოქვეყნებულია: 2017-09-07 03:15:00
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურე შესაძლოა, სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანონ. ამის შესახებ პირველ არხს დაჭრილი სამხედროს ივერი ბუაძის მამამ, თამაზ ბუაძემ განუცხადა. ოჯახის ინფორმაციით, დაჭრილს რამდენიმე ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მან ერთ თვალში მხედველობა დაკარგა. 24 წლის ივერი ბუაძე გორის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულია. იგი სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის 23–ე მსუბუქი ქვეით ბატალიონში უფროს ლეიტენანტად მსახურობს.ბუაძე ავღანეთში სამშვიდობო მისიის ფარგლებში 5 თვის წინ ჩავიდა და მას კონტრაქტი ოქტომბერში ეწურება. ივერი ბუაძე წარმოშობით ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირიდანაა.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.აფეთქებაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.
წაკითხვა
ავღანეთში, ბაგრამის ავიაბაზასთან მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო
გამოქვეყნებულია: 2017-09-06 21:33:00
ავღანეთში, ბაგრამის ავიაბაზასთან მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო. როგორც დაჯგუფების წევრები ამტკიცებენ, თავდასხმის დროს 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. აფეთქება თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო, რომელიც მოტოციკლეტით მიუახლოვდა ბაგრამის ავიაბაზის შესასვლელს. აშშ-ის სამხედროები ადასტურებენ, რომ შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.ცოტა ხნის წინ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, თავდასხმის დროს 3 ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა. ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
წაკითხვა
ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე თავდასხმისას სამი ქართველი სამხედრო დაიჭრა
გამოქვეყნებულია: 2017-09-06 21:02:00
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებული უფროსი ლეიტენანტის, ივერი თამაზის ძე ბუაძის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მას ამ დროისათვის ქირურგიული ოპერაცია უტარდება. ტერორისტული აქტისას სუბუქად დაიჭრნენ სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაშავებული მშვიდობისმყოფელები ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში ინტენსიურ მკურნალობას გადიან. შეგახსენებთ, ავღანეთში, ბაგრამის ავიაბაზასთან რამდენიმე წუთის წინ ძლიერი აფეთქება მოხდა. 
წაკითხვა
Agile Spirit 2017-ის სწავლების ხელმძღვანელი სამეთაურო-საშტაბო სწავლების პროცესს გაეცნო
გამოქვეყნებულია: 2017-09-06 12:38:00
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი და Agile Spirit 2017 სწავლების ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიმდინარეობას გაეცნო. პოლკოვნიკმა სასწავლო ოპერატიული ბრძანების გაცემის ბრიფინგი მოისმინა და შტაბისგან სწავლების დეტალების და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია პირადად მიიღო. სამეთაურო-საშტაბო სწავლება ახალციხეში, ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს და მასში 7 ქვეყნის 185 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.  
წაკითხვა
თბილისი კიევიდან პასუხს ელის - მიხეილ სააკაშვილის დაკავება-ექსტრადრების თხოვნით საქართველო უკრაინას კიდევ ერთხელ მიმართავს
განახლებულია: 2017-09-05 20:41:00
ოფიციალური თბილისი კიევიდან პასუხს ელის. საქართველოს პროკურატურამ უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მიხეილ სააკაშვილის დაკავების და ექსტრადირების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა. საექსტრადაციო მასალებს ახლა შესაბამისი უწყებები განიხილავენ. გადაწყვეტილების მიღებამდე ოდესის ექსგუბერნატორის ქართველი ადვოკატები პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ და უკრაინულ მხარეს ევროკონვენციას ახსენებენ. საქართველოში სისხლის სამართლის ოთხ საქმეში ბრალდებული ექსპრეზიდენტი ამ დროისთვის პოლონეთში იმყოფება და კიევში ჩასვლას 10 სექტემბერს აანონსებს. არსებობს თუ არა სამართლებრივად სააკაშვილის დაკავება-ექსტრადირების საფუძველი იმ ფონზე, რომ ის საქართველოს მოქალაქე აღარ არის, უკრაინის მოქალაქეობა კი ჩამორთმეული აქვს -გიორგი კობერიძე დეტალებით.
წაკითხვა
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო - საქართველოში მიმდინარე წვრთნებში მონაწილეობის შესახებ ოფიციალური განცხადება არასდროს გაგვიკეთებია
გამოქვეყნებულია: 2017-09-04 14:25:00
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს,  რომ საქართველოში მიმდინარე წვრთნებ  "Agile Spirit 2017"-ში  მონაწილეობის შესახებ ოფიციალური განცხადება არასდროს გაუკეთებიათ. "ვერ გეტყვით, რატომ მოხვდა სომხეთი წვრთნების მონაწილე ქვეყნების ნუსხაში. სომხეთს არასდროს უთქვამს, რომ ამ წვრთნებში მიიღებდა მონაწილეობას", - განაცხადა სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე არტაკ ზაკარიანმა სომხურ პორტალ tert.am-თან საუბრისას.სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ NATO იყო, არის და იქნება სომხეთის პარტნიორი. ზაკარიანის თქმით, სომხეთი ასევე არის კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრიც. საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები სახელწოდებით  - "Agile Spirit 2017"-ი გუშინ დაიწყო. მასში საქართველოს, გარდა ამერიკელი, რუმინელი, ლატვიელი, ბულგარელი, აზერბაიჯანელი და უკრაინელი სამხედროები მონაწილობენ.  სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომეხი სამხედროები წვრთნების გახსნის ცერემონიალზე არ გამოცხადდნენ.პირველი არხი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ  სომხური მხარისგან არ მიუღიათ არანაირი შეტყობინება, რომ წვრთნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
წაკითხვა
Agile Spirit 2017-ის გახსნა - ორფოლოს პოლიგონზე სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-09-04 12:17:00
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2017-ის ოფიციალურად გახსნასთან დაკავშირებით, ახალციხეში, ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე ქართველი და უცხოელი სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა. საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში ჩართული სამხედრო მოსამსახურეების წინაშე ქართველი მომღერლები წარდგნენ. მათ საკუთარი რეპერტუარიდან ქართული და უცხოური სიმღერები შეასრულეს.   წვრთნები საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითების ორგანიზებით იმართება. სამხედრო სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა-თავდაცვით ოპერაციებს ემყარება..
წაკითხვა
სომხეთი საქართველოში მიმდინარე Agile Spirit 2017-ის გახსნაზე არ გამოცხადდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-04 09:54:00
სომხეთი საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში არ მონაწილეობს. სომხური მედიის ცნობით, სომეხი სამხედროები მანევრების გახსნის ცერემონიალზე არ გამოცხადდნენ. მომხდართან დაკავშირებით სომხეთის თავდაცვის სამინისტროში ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.პირველი არხი კომენტარისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ  სომხური მხარისგან არ მიუღიათ არანაირი შეტყობინება, რომ წვრთნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. წვრთნები სახელწოდებით Agile Spirit 2017 საქართველოში 3 სექტემბერს დაიწყო. წინასწარი ცნობებით, მანევრებში ჩართული არიან აზერბაიჯანის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიის, უკრაინის და აშშ-ის სამხედროები.
წაკითხვა
ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული წვრთნები დაიწყო
განახლებულია: 2017-09-03 21:34:00
დღიდან 7 ქვეყნის 1500-ზე მეტი ჯარისკაცი, ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში ჩაერთო. ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული წვრთნები დაიწყო. სწავლება სამეთაურო, საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს. ორფოლოს პოლიგონზე წვრთნების დაწყების ცერემონია საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. ჯარისკაცებს დღეს სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრმაც. სამხედრო სწავლება 11 სექტემბერს საჩვენებელი წვრთნებით დასრულდება. ორფოლოში ლიკა ალელიშვილი მუშაობდა. 
წაკითხვა
7 ქვეყნის 1500-ზე მეტი ჯარისკაცი - ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული წვრთნები დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-09-03 16:08:00
უკვე რამდენიმე საათია 7 ქვეყნის 1500-ზე მეტი ჯარისკაცი, ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში ჩაერთო. ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული წვრთნები დაიწყო. სწავლება სამეთაურო, საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს. ორფოლოს პოლიგონზე წვრთნების დაწყების ცერემონია საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო წვრთნების მნიშვნელობას და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ჯარისკაცებს დღეს სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრმაც. სამხედრო სწავლება 11 სექტემბერს საჩვენებელი წვრთნებით დასრულდება. ლიკა ალელიშვილი მუშაობს ლიდიდან ორფოლოს პოლიგონზე.
წაკითხვა
ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები იწყება
გამოქვეყნებულია: 2017-09-03 12:10:00
ამ წუთებში ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები იწყება. ამერიკულმა ჯავშანტექნიკამ, ფოთის პორტიდან უკვე სამხედრო ბაზაზე გადაინაცვლა. საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში 7 ქვეყნის 1500-ზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობს. წვრთნები სამეთაურო, საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს. სამხედრო სწავლება 11 სექტემბერს საჩვენებელი წვრთნებით დასრულდება. ლიკა ალელიშვილი მუშაობს ორფოლოს პოლიგონზე. 
წაკითხვა
საქართველო სამხედრო სიძლიერის რეიტინგში 82-ე ადგილზეა
გამოქვეყნებულია: 2017-09-01 18:27:00
Global Firepower Index-ის მიხედვით, 133 ქვეყანას შორის საქართველო ჯარის სიძლიერით 82-ე ადგილს იკავებს.რეგიონში ლიდერია აზერბაიჯანი, რომელიც 58-ე ადგილს იკავებს, სომხეთი კი საქართველოს 11 პოზიციით ჩამორჩება. საერთო რეიტინგში ლიდერობს ამერიკის შეერთებული შტატები,  შემდეგ მოდიან რუსეთი და ჩინეთი. ხუთეულში შედიან  ინდოეთი და საფრანგეთი.ინდექსი დგინდება 50-ამდე ფაქტორით, მათ შორის არმიაში სამხედრო ძალისა და სამხედრო ტექნიკის რაოდენობით, ასევე ჯარის დაფინანსების მოცულობით.Global Firepower Index-ის მონაცემებით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ყავს 220 ტანკი, 118 თვითმავალი არტილერია, 42 საჰაერო ძალა, მათ შორის 11 მოიერიშე და 13 სასწავლო.ამავე მონაცემებით, საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი შეადგენს 380 მილიონ დოლარს. შეიარაღებულ ძალებში ირიცხება 35 ათას 825 ადამიანი.
წაკითხვა
Agile Spirit 2017 - ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება იწყება
გამოქვეყნებულია: 2017-09-01 16:19:00
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება  Agile Spirit 2017 იწყება. ორფოლოს პოლიგონზე წვრთნები 3 სექტემბერს გაიხსნება. სწავლებაში მონაწილე უცხოელი სამხედროების ნაწილი უკვე საქართველოში იმყოფება. დღეს დილით ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსისა და არმიის სამხედრო მოსამსახურეები ჩამოვიდნენ. ამერიკელი სამხედროები აეროპორტიდან შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ორფოლოს პოლიგონზე გაემგზავრნენ. სამხედრო სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა-თავდაცვით ოპერაციებს ემყარება.
წაკითხვა
31 აგვისტო მშვიდობისმყოფელის დღეა
გამოქვეყნებულია: 2017-08-31 18:24:00
31 აგვისტო მშვიდობისმყოფელის დღეა. საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს დღევანდელი დღე   თავდაცვის მინისტრმა მიულოცა. მან ავღანეთში, მალიში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დისლოცირებულ მშვიდობისმყოფელებს ტელეხიდის საშუალებით მიმართა.  ლევან იზორიამ სამშვიდობოებს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში საერთაშორისო მისიებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო. 
წაკითხვა
თავდაცვის მინისტრმა ბორჯომის ხეობაში მყოფ სამხედროებს მარიამობა მიულოცა
გამოქვეყნებულია: 2017-08-28 10:51:00
თავდაცვის მინისტრმა ბორჯომის ხეობაში სხვადასხვა ლოკაციაზე მყოფი სამხედროები მოინახულა და მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული მიულოცა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლევან იზორიამ პატრულირებაში მყოფი სამხედროებისგან, ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.თავდაცვის მინისტრი გენშტაბის უფროსთან ერთად სხადასხვა სექტორზე გადანაწილებულ სამხედროებს პირადად ეწვია და ხილი და ტკბილეული მიართვა. სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით 1200 სამხედრო მოსამსახურის ნაცვლად ერთი ასეული რჩება, რომლებიც დამუშავებული ტერიტორიის პატრულირებას და მონიტორინგს ახდენენ.
წაკითხვა
ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ღია კერები აღარ არსებობს, სამხედროები ხეობას ეტაპობრივად დატოვებენ - როგორ აფასებენ ადგილზე ვითარებას შს და თავდაცვის მინისტრები
გამოქვეყნებულია: 2017-08-26 20:05:00
შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ბორჯომის ხეობას ეტაპობრივად, 2 დღის განმავლობაში დატოვებენ. 1200 სამხედრო მოსამსახურიდან ადგილზე მხოლოდ ერთი ასეული დარჩება, რომელიც ბორჯომის ხეობაში მიმდინარე პროცესებს მონიტორინგს გაუწევს.მუშაობას კვლავ აგრძელებს საგანგებო შტაბი. ცოტა ხნის წინ მდგომარეობა შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა შეაფასეს. ნინო ფისაძე გაგვაცნობს ბოლო ინფორმაციას ხეობიდან, ნინო 
წაკითხვა