საზოგადოებრივი
104.5 FM
გენშტაბის უფროსად ვლადიმერ ჩაჩიბაიას წარადგენენ
გამოქვეყნებულია: 2016-11-21 19:27:00
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს ვახტანგ კაპანაძეს, უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, მისივე მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია შეცვლის, კაპანაძე კი ნატო-ში საქართველოს მთავარ სამხედრო წარმომადგენლად დაინიშნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან იზორიამ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც იზორიამ აღნიშნა, უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს, თუ ვინ შეცვლის ვახტანგ კაპანაძეს და გადაწყდა, რომ უშიშროების საბჭოს ვლადიმერ ჩაჩიბაიას კანდიდატურა წარედგინება. მისივე თქმით, ვახტანგ კაპანაძემ ყველა ის მიზანი, რაც დასახული იყო, წარმატებით შეასრულა.თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის ინფორმაციით, ვლადიმერ ჩაჩიბაიას წარდგენა ხვალ იგეგმება. 
წაკითხვა
იზორიას განცხადებით, თუ მოკვლევით ნინუასა და ცაბაძის პოლიტიკიკური ნიშნით აქტიურობა არ გამოვლინდა, მათ თანამდებობებზე აღადგენს
განახლებულია: 2016-11-17 18:28:00
ლევან იზორია, თავდაცვის სამინისტროში, რეზონანსულ საკადრო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებითმ პირველ კომენტარს აკეთებს. “როგორც თავდაცვის მინისტრს, მქონდა გარკვეული გამონაკლისის შემთხვევაში თანამდებობებზე დამენიშნა გამოცდილი და კვალიფიციური კადრები, რომლებიც უწყების რეფორმირების პროცესში, მნიშვნელოვან როლს შეასრულებდნენ",- ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა საჰაერო თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნების სერგო ნინუას და გიორგი ცაბაძის დანიშვნისა და შემდეგ მათ მიერ, თანამდებობების დროებით დატოვების შესახებ, „მოამბის" შეკითხვაზე საპასუხოდ გააკეთა. მინისტრის თქმით, სამწუხაროდ სახელმწიფოს არ ჰყავს ბევრი კვალიფიციური კადრი, რომელიც სხვადასხვა მნიშვნელოვან კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, მათ შორის ენების ცოდნას და გარკვეულ სამხედრო გამოცდილებას. რაც ეხება „მოამბეში" გასული სიუჟეტის შემდეგ მათ მიერ თანამდებობის დროებით დატოვებას და იმ ბრალდებებს, რომლებზეც ჩვენს რეპორტაჟში იყო საუბარი, მინისტრის განცხადებით, სრულყოფილი მოკვლევის შემდეგ ის საკითხთან დაკავშირებით, ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს, რათა საზოგადოებას უწყების მიმართ კითხვები აღარ ჰქონდეს.  
წაკითხვა
შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი იზორიას საკადრო გადაწყვეტილებას აპროტესტებს
გამოქვეყნებულია: 2016-11-15 18:11:00
ლევან იზორიას უწყება მორიგ სკანდალში ეხვევა. პროტესტი ამჯერად მინისტრის საკადრო გადაწყვეტილებას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც სკანდალურ ფაქტებზე ყვება. ვიდეოს ავტორი ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის მაღალ თანამდებობებზე სერგო ნინუასა და გიორგი ცაბაძის დანიშვნას აპროტესტებს. ის ირწმუნება, რომ ყოფილი და ახლა კვლავ მოქმედი მაღალჩინოსნები "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს ჯარისკაცებზე პოლიტიკური ნიშნით ზეწოლას ახდენდნენ. "მოამბემ" დღეს ის დოკუმენტიც მოიპოვა, რომლითაც დასტურდება, რომ მაღალ თანამდებობებზე დაინიშნენ პირები, რომლებიც კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ. 
წაკითხვა
"ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ აქტიურ ფაზაში გადადის
განახლებულია: 2016-11-15 16:15:00
"ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ აქტიურ ფაზაში გადადის. 13 წევრი და პარტნიორი ქვეყნის ოფიცრები სიმულაციური სცენარის გასათამაშებლად ემზადებიან. სცენარის მიხედვით, კრიზისი გამოგონილ ქვეყანაში ვითარდება. სწავლება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში იმართება და მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას. "ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ ოფიციალურად 10 ნოემბერს გაიხსნა.
წაკითხვა
სასჯელაღსრულების დაწესებულების დაკავებული ინსპექტორი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
განახლებულია: 2016-11-12 20:24:00
თაღლითობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული, სასჯელაღსრულების დაწესებულების ინსპექტორი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის, პატიმრობის მოთხოვნით, არ მიუმართავს. პროკურატურა 5 ათასლარიან გირაოს ითხოვდა. თუმცა გვიან ღამით გამართულ პროცესზე ნათელა ჯინჭარაძე ორი ათასi ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდა. გამოძიების ინფორმაციით, რუსთავის მე-16 დაწესებულების ინსპექტორმა მოქალაქეს, ახლობლის ვადაზე ადრე გათავისუფლების დახმარების სანაცვლოდ, 7 000 დოლარი გამოართვა. ჯინჭარაძე თანხის გადაცემის დროს დააკავეს. 
წაკითხვა
თავდაცვის სამინისტრო: ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე აფეთქების შედეგად ქართველი სამხედროები არ დაშავებულან
განახლებულია: 2016-11-12 20:21:00
ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე აფეთქების შედეგად საქართველოს შეიარაღებული ძალების არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, დღეს, დილით ავღანეთში ამერიკულ ბაზა ბაგრამზე მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო სხეულის დაზიანებები მიიღო მტკიცე მხარდაჭერის მისიის კოალიციური ძალების 14-მა ჯარისკაცმა.„ე.წ. ავღანური ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ავღანურ ხელნაკეთ ნივთებსა და სხვადასხვა საქონელს ყიდის, აფეთქება მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა დილის 5 საათზე ამოქმედდა. დაიღუპა 4 და სხეულის დაზიანებები მიიღო მტკიცე მხარდაჭერის მისიის კოალიციური ძალების 14-მა ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არ არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.უწყების ინფორმაციით, ბაზა ბაგრამზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული. ავღანეთში ბაგრამის სამხედრო ბაზაზე მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, ტერორისტული დაჯგუფების სპიკერმა ზაბიულა მუჯაჰედმა შესაბამისი განცხადება „ტვიტერის“ გვერდზე გაავრცელა: „ძლიერი თავდასხმა ბაგრამის ბაზაზე“ - აღნიშნულია თალიბანის განცხადებაში. ტერორისტული ორგანიზაციის ცნობით, თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.
წაკითხვა
თავდაცვის სამინისტრო მზად არის, გარდაცვლილის ოჯახს შემთხვევის ადგილი დაათვალიერებინოს
გამოქვეყნებულია: 2016-10-25 17:39:00
წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის „კრწანისის“ ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის ფაქტთან დაკავშირებულ ინციდენტზე, თავდაცვის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, სურვილის და ინტერესის შემთხვევაში ოჯახს დაათვალიერებინოს შემთხვევის ადგილი, სამართალდამცავების მოქმედების არეალი და მათ ყველა კითხვას ადგილზე გასცეს პასუხი. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ შემთხვევა მოხდა ბაზის უკანა შიდა პერიმეტრზე, გუშაგი იმყოფებოდა არა საგუშაგოში, არამედ ახორციელებდა განწესით გათვალისწინებულ შემოვლას.„23 ოქტომბერს, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის „კრწანისის“ ტერიტორიაზე, უცხო პირების შეჭრის ფაქტზე დაწყებული გამოძიება გრძელდება. საკითხის მაღალი საერთაშორისო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის საელჩოს უსაფრთხოების სამსახურთან. გამოძიების მიმდინარეობას აკვირდება სახალხო დამცველის აპარატი.ამ დროისთვის საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, მათ შორის, დგინდება იმ პირთა წრე, ვისთან ერთადაც მოქმედებდა ბაზის ტერიტორიაზე შეჭრილი გ.შ., რომლის ცხედარიც შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, მას შემდეგ, რაც განხორციელდა შიდა პერიმეტრის დათვალიერება, ბაზასა და დასახლებას შორის არსებულ პერიმეტრზე იქნა აღმოჩენილი.საზოგადოების ობიექტურად ინფორმირების მიზნით, აუცილებელია კიდევ ერთხელ აღინიშნოს, რომ შემთხვევა მოხდა ბაზის უკანა შიდა პერიმეტრზე. გუშაგი იმყოფებოდა არა საგუშაგოში, არამედ ახორციელებდა განწესით გათვალისწინებულ შემოვლას. სწორედ შემოვლის დროს მან შენიშნა ბაზის შიგნით შესული უცხო პირები, რომლებიც სიტყვიერად გააფრთხილა შეჩერებულიყვნენ. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა პირმა გუშაგს რკინის ცეცხლმაქრი ესროლა, მან ჰაერში განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა და როდესაც დაინახა რომ ადგილი ჰქონდა დაუმორჩილებლობას, მხოლოდ მას შემდეგ მოხდა სროლა უცნობი პირების მიმართულებით. გუშაგმა ყველა ნორმის დაცვით, ა
წაკითხვა
თავდაცვის სამინისტრო: შეჭრილმა პირებმა გუშაგს ცეცხლმაქრი ესროლეს
გამოქვეყნებულია: 2016-10-24 10:40:00
თავდაცვის უწყება ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის ფაქტზე დაწყებული გამოძიების დეტალების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდაჭერი ცენტრის, „კრწანისის“ ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ამ ეტაპზე ირკვევა შემდეგი: 2016 წლის 23 ოქტომბერს, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის დაცვის ასეულის ვადიანი სამხედრო მოსამსახურე ავტოპარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდა სადღეღამისო განწესში. დაახლოებით 03:30 საათზე, მან დასაცავ ტერიტორიაზე შენიშნა უცხო პირები, რომლებსაც სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, მაგრამ ბაზაზე უკანონოდ შეჭრილი პირები არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას და მის მიმართ განახორციელეს თავდასხმა, კერძოდ ესროლეს ცეცხლმაქრი. მიუხედავად განხორციელებული თავდასხმისა, გუშაგმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში. რამდენადაც თავდამსხმელთა მიერ გუშაგის მიმართ აგრესია იყო მაღალი რისკის და საფრთხის მქონე, ამასთან, ისინი არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას, მან იმოქმედა წესდების შესაბამისად და მათი მიმართულებით მოახდინა გასროლა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა სამხედრო ობიექტზე შემოვლებული მავთულბადე გადალახეს და მიიმალნენ. სამხედრო პოლიციის მისვლის შემდეგ, ტერიტორიის დათვალიერებისას, შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, აღმოჩენილი იქნა უცნობი მამაკაცის გვამი, რომელიც ამ დროისთვის უკვე იდენტიფიცირებულია. 1993 წელს დაბადებული გ.შ. ერთ-ერთი თავდამსხმელია იმ სამიდან, ვინც 23 ოქტომბერს სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამ დროისთვის მუშაობა დანარჩენი ორი პირის დადგენაზე მიმდინარეობს.გამოძიების მიერ, ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით დათვალიერდა როგორც შემთხვევის, ისე გვამის აღმოჩენის ადგილები, საიდანაც ამოღებული იქნა SAMSUNG-ის მარკის მობილური ტელეფონი, ღამის მაშუქი ფანარი, პისტოლეტი, 5 ერთეული АК-74 მოდიფიკაციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მასრა და სხვა საგნები, რომლებიც დაილუქა და შემდგომი კვლევებისათვის გადაიგზავნა შესაბამის ექსპერტიზებზე. ასევე, დანიშნულია და ტარდება სასამართლო - სამედიცინო, ბალისტიკური, დაქტილოსკოპიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა.შესაბამისი კვლევებისთვის გარდაცვლილისგან აღებულია დაქტილოსკოპიური ნიმუშები. საქმეზე ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები.საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-
წაკითხვა
„კრწანისის“ ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის ფაქტზე, გუშაგის დაკითხვა მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2016-10-23 19:48:00
წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის ფაქტზე, გუშაგის დაკითხვა მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ მამაკაცის ცხედარი საწვრთნელი ცენტრის ტერიტორიაზე იქნა ნაპოვნი, თუმცა მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს მამაკაცის იდენტიფიცირებისათვის საჭირო პროცედურები, ასევე დანიშნულია ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. სამხედრო პოლიციის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს უფროსის, ზურაბ კუხიანიძის განმარტებით, გუშაგი კანონის მოთხოვნის შესაბამისად მოქმედებდა და მან ჯერ ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, თუმცა, საწვრთნელი ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრილი პირები მას არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც გუშაგმა მათი მიმართულებით გაისროლა. ჯერჯერობით უცნობია გაქცეული ორი პირის ვინაობა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. გადაკვალიციფირდება თუ არა საქმე, ეს ჯერ უცნობია.
წაკითხვა
სასწრაფოდ
თავდაცვის სამინისტრო: „კრწანისის“ ტერიტორიაზე ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს
გამოქვეყნებულია: 2016-10-23 16:25:00
თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, „კრწანისის“ სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტს ჰქონდა ადგილი, რომლის აღკვეთაც მოხდა, მოგვიანებით კი მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. „23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე უცხო პირების მხრიდან შეჭრის ფაქტი დაფიქსირდა. რამდენიმე უცხო პირი არ დაემორჩილა განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს“, - ნათქვამია განცხადებაში. უწყების ცნობით, საქმეს, მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცლის მოსპობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 4 წლამდე ითვალისწინებს. 
წაკითხვა
ლევან იზორიამ საავადმყოფოში დაშავებულ სამხედროებთან მშობლები შეიყვანა
გამოქვეყნებულია: 2016-10-22 19:29:00
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულ ჯარისკაცებთან მათი მშობლები შეიყვანა - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მინისტრი იმყოფებოდა როგორც პროფესორ გიორგი ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ასევე „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში.თავდაცვის მინისტრმა კლინიკების მთავარი და მორიგე ექიმებისგან დაშავებული ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.„ექიმების ინფორმაციით მდგომარეობა სტაბილურია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მთლიანობაში სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით გაუმჯობესდა, დინამიკა დადებითია და ახლო მომავალში ისინი გამოჯანმრთელდებიან“ - განაცხადა ლევან იზორიამ.ამ დროისათვის, პროფესორ გიორგი ინგოროყვას სახელობის მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო- ტექნიკური ქონების შენახვის ბაზის ოთხი სამხედრო მოსამსახურე მკურნალობს. სამი სამხედრო შპს „ტრავმატოლოგში“ აგრძელებს მკურნალობას. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების გამო, ერთი სამხედრო მოსამსახურე შპს „ტრავმატოლოგიიდან“ გიორგი აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც საბოლოო გამოჯანმრთელებამდე გააგრძელებს დარჩება.28 სამხედრო მოსამსახურე გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში რჩება. 
წაკითხვა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ჯარისკაცები თავდაცვის მინისტრმა მოინახულა
განახლებულია: 2016-10-22 16:27:00
კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ჯარისკაცები რამდენიმე წუთის წინ თავდაცვის მინისტრმა მოინახულა. ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობის კურსს ამ დროისთვის 4 ჯარისკაცი გადის. მარიკა შალიკაშვილი იმყოფება კლინიკასთან. 
წაკითხვა
ტრავმატოლოგიურ კლინიკაში მოთავსებულ 1 ჯარისკაცს დღეს გაწერენ
გამოქვეყნებულია: 2016-10-22 14:51:00
“სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში მოთავსებული 4 სამხედრო მოსამსახურედან, ერთს კლინიკიდან დღეს გაწერენ, სამი კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ერთ-ერთ ჯარისკაცს წუხელ ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ამ დროისთვის, ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში კიდევ ერთი დაშავებულის ოპერაცია მიმდინარეობს. მესამე დაშავებულს ექიმები აკვირდებიან. ავტოსაგზაო შემთხვევა 21 ოქტომბერს, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოხდა. შედეგად ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების შენახვის ბაზის სამხედრო მოსამსახურეები დაშავდნენ, ერთი სამხედრო მოსამსახურე ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულები დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს, სადაც მათ პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილობრივმა ექიმებმა აღმოუჩინეს. 
წაკითხვა
თავდაცვის სამინისტრო ავარიის შედეგად დაღუპული ჯარისკაცის დაკრძალვის ხარჯებს სრულად დაფარავს
გამოქვეყნებულია: 2016-10-22 14:38:00
თავდაცვის სამინისტრო გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სრულად დაფარავს - ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების შენახვის ბაზის სამხედრო მოსამსახურის, რიგით აკოპ სამველის ძე მალხასიანის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ რიგითი მალხასიანი 21 ოქტომბერს, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. რიგითი აკოპ მალხასიანის 2015 წლის ნოემბრის თვიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიოდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით. 
წაკითხვა
თავდაცვის სამინისტრო: მძიმედ დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მდგომარეობა სტაბილურია
გამოქვეყნებულია: 2016-10-22 14:31:00
მძიმედ დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მდგომარეობა დასტაბილურდაკახეთში, სოფელ ბოდბის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 28 სამხედრო მოსამსახურე გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას. არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაშავებულ სამხედროებთან თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი იმყოფება.მისი განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად კონტროლირებადია და ექვემდებარება მკურნალობას. რადენიმე სამხედრო მოსამსახურე მალე დატოვებს ჰოსპიტალს და დაუბრუნდება სამხედრო ნაწილს. ინგოროყვას კლინიკაში რჩება 4 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც შედარებით მძიმე მდგომარეობაში დედოფლისწყაროდან გადმოიყვანეს. ექიმების განცხადებით, დღეის მდგომარეობით, დინამიკა დადებითია. მათგან მხოლოდ ერთი რჩება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, თუმცა როგორც ექიმები აცხადებენ, მისი მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით გაუმჯობესებულია.რაც შეეხება “სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში მოთავსებულ 4 სამხედრო მოსამსახურეს, ერთს კლინიკიდან დღეს გაწერენ, სამი კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება. მათგან ერთს წუხელ ქირურგიული ოპერაცია ჩაურადა, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ამ დროისთვის ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში კიდევ ერთი დაშავებულის ოპერაცია მიმდინარეობს. მესამე დაშავებული რჩება დაკვირვების რეჟიში. ავტოსაგზაო შემთხვევა 21 ოქტომბერს, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოხდა. შედეგად ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების შენახვის ბაზის სამხედრო მოსამსახურეები დაშავდნენ, ერთი სამხედრო მოსამსახურე ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულები დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს, სადაც მათ პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილობრივმა ექიმებმა აღმოუჩინეს.დედოფლისწყაროში დაუყონებლივ გაემგზავრა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, ლევან იზორიამ დაშავებულები საავადმყოფოში მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან პირადად მიიღო. ლევან იზორია, წუხელ დავით სერგეენკოსთან ერთად ინგოროყვას კლინიკაში მივიდა და დაშვებულები ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოინახულა. მინისტრი სამხედრო მოსამსხურეების ოჯახის წევრებს შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა მწუხარება გამოთქვა, რიგით აკოპ მალხასიანის გარდაცვალების გამო და ოჯახს დახმარება აღუთქვა. აკოპ მალხასიანს სოფელ ნინოწმინდაში ორშაბათს დაკრძალავენ. გარდაცვლილის ოჯახში ამ დროსთვის იმყოფება ლოგისტიკის სარდლობა
წაკითხვა
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფ 28 სამხედროს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება
გამოქვეყნებულია: 2016-10-22 11:02:00
ბოდბესთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ 28 ჯარისკაცს, რომლებიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში არიან მოთავსებული, მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ - ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰოსპიტალის დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრე ღვიჩიამ, განუცხადა. მისი თქმით, დაშავებულებს ყველა შესაბამისი გამოკვლევა ჩაუტარდათ და მათი მდგომარეობა სტაბილურია.თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 28 სამხედრო გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას. უწყების ცნობით, შედარებით მძიმედ დაშავებული 8 სამხედრო თბილისში გადმოიყვანეს, 4 მათგანი პროფესორ გიორგი ინგოროყვას სახელობის მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას. კიდევ 4 სამხედრო მოსამსახურე შპს „ტრავმატოლოგის“ რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი და ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა უტარდებათ - მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ავტოსაგზაო შემთხვევა 21 ოქტომბერს, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოხდა. შედეგად ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების შენახვის ბაზის სამხედრო მოსამსახურეები დაშავდნენ, ერთი სამხედრო მოსამსახურე ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.
წაკითხვა
ინგოროყვას კლინიკაში მყოფი ჯარისკაცების მდგომარეობა სტაბილურია
გამოქვეყნებულია: 2016-10-22 10:43:00
ბოდბესთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 4 ჯარისკაცის მდგომარეობა, რომლებიც ინგოროყვას კლინიკაში არიან გადაყვანილი, სტაბილურია - ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს. ექიმის ინფორმაციით, ერთი დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა, 2 სამხედრო მოსამსახურე თავის ტვინის შერყევით ნეიროქირურგიულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას, ხოლო კიდევ ერთი - თორაკოქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული.თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 28 სამხედრო გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას. უწყების ცნობით, შედარებით მძიმედ დაშავებული 8 სამხედრო თბილისში გადმოიყვანეს, 4 მათგანი პროფესორ გიორგი ინგოროყვას სახელობის მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას. კიდევ 4 სამხედრო მოსამსახურე შპს „ტრავმატოლოგის“ რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი და ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა უტარდებათ - მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ავტოსაგზაო შემთხვევა 21 ოქტომბერს, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოხდა. შედეგად ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების შენახვის ბაზის სამხედრო მოსამსახურეები დაშავდნენ, ერთი სამხედრო მოსამსახურე ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.
წაკითხვა
თავდაცვის სამინისტრო რიგითი აკოპ მალხასიანის ოჯახს უსამძიმრებს
გამოქვეყნებულია: 2016-10-22 02:04:00
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამძიმრის წერილს ავრცელებს და რიგითი აკოპ მალხასიანის ოჯახს თანაგრძნობას უცხადებს. აკოპ მალხასიანი 2015 წლის ნოემბრიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიოდა.„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების შენახვის ბაზის სამხედრო მოსამსახურის, რიგით აკოპ სამველის ძე მალხასიანის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს.რიგითი მალხასიანი 21 ოქტომბერს, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.რიგითი აკოპ მალხასიანი 2015 წლის ნოემბრის თვიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიოდა.მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უცხადებს სამძიმარს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს და მის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სრულად დაფარავს“, - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.
წაკითხვა
დაშავებული სამხედროები ინგოროყვას კლინიკასა და ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში გადმოჰყავთ
განახლებულია: 2016-10-21 20:05:00
ბოდბესთან მომხდარი ავარიისას დაშავებული 2 სამხედრო  მოსამსახურე თბილისში გადმოჰყავთ, ხოლო დანარჩენები დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოებში არიან გადანაწილებული.ერთი დაშავებული მკურნალობას ინგოროყვას კლინიკაში გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკაშიც ადასტურებენ. მეორე სამხედრო მოსამსახურეს კი ტრავმატოლოგიურ საავდმყოფოში აღმოუჩენენ შესაბამის დახმარებას.დანარჩენი დაშავებულები დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოებში რჩებიან.დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, დაშავებული სამხედროების ზუსტი რაოდენობა, ამ ეტაპზე, უცნობია. ავტომობილში, დაახლოებით 20-დან 37-მდე სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. დაშავებულები თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მოინახულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წაკითხვა
ჯანდაცვის სამინისტრო: დაშავებულ სამხედროებს მრავლობითი ტრავმები აღენიშნებათ
გამოქვეყნებულია: 2016-10-21 19:48:00
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 5 სამხედრო მოსამსახურე თბილისში გადმოჰყავთ - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, კატასტროფის ეკიპაჟები უკვე დედოფლისწყაროს კლინიკაში გავიდნენ.„დაშავებული 27 პაციენტიდან 5 თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს. მათ მრავლობითი ტრავმები აღენიშნებათ. სტაბილურია წნორის კლინიკაში განთასებული 8 პაციენტის მდგომარეობა. მათ შესაბამისი მკურნალობა ადგილზე უტარდებათ და თბილისში გადმოყვანას არ საჭიროებენ“ - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წაკითხვა