საზოგადოებრივი
104.5 FM
ბორჯომის ხეობაში სამხედროთა ერთი ასეული დარჩება
გამოქვეყნებულია: 2017-08-26 17:45:00
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ბორჯომის ხეობაში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში მონაწილე სამხედროებს ამოცანის წარმატებით შესრულება მიულოცეს.საქართველოს დავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა განახცადა, რომ 1200 სამხედრო მოსამსახურის ნაცვლად, ბორჯომის ხეობაში ერთი ასეული დარჩება.სამხედროები სრულ კოორდინაციაში იქნებიან სხვა უწყებებთან და დამუშავებული ტერიტორიების მონიტორინგსა და პატრულირებას განახორციელებენ.
წაკითხვა
ბათუმში „თანასწორობის მოძრაობის“ ორი წევრი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-25 12:26:00
ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ ორი წევრი დააკავეს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მოძრაობის აღმასრულებელ დირექტორს ლევან ბერიანიძეს და ორგანიზაციის კიდევ ერთ წევრს პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. წინასწარი დაკავების იზოლატორში მათთან ამ წუთებში  „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და   სახალხო დამცველის წარმომადგენლები არიან შესული. შსს-ს ინფორმაციით, ორგანიზაციის წევრები დაკავებულები არიან  წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით.
წაკითხვა
თავდაცვის სამინისტრო - პირველი ქვეითი ბრიგადის 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ბორჯომის ხეობაშია დისლოცირებული
გამოქვეყნებულია: 2017-08-25 10:44:00
საქართველოს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ბორჯომის ხეობაში დილიდან დისლოცირდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საჯარისო ნაწილები ჩაერთნენ.უწყების ცნობით, ბორჯომის ხეობაშია საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ტექნიკა და ცეცხლმაქრი საშუალებები. „საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დღეს საგანგებო შტაბში პრემიერ მინისტრთან გამართულ თათბირს დაესწრო და სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდნენ. თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს სიტყვით მიმართა და ატენის ხეობაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ გარკვეული შედეგი დღეს მიღწეული იქნება“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წაკითხვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის ევროპულ სარდლობას შორის ურთიერთგაგების მომემორანდუმი გაფორმდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 18:30:00
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით, სამინისტროსა და შეერთებული შტატების ევროპულ სარდლობას შორის ურთიერთგაგების მომემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ლევან იზორიამ და ევროპული სარდლობის დეპარტამენტის უფროსმა, გენერალ-მაიორმა დევიდ ალვინმა მოაწერეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ამერიკელ სტუმარს მჭიდრო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნის შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 
წაკითხვა
სტიქიის ზონაში სამხედრო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტი რიგგარეშე სხდომას გამართავს
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 12:22:00
ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაობეში, საჭიროების შემთხევვაში, ჩაერთვებიან საჯარისო ნაწილებიც. სტიქიის ზონაში სამხედრო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტი რიგგარეშე სხდომას გამართავს. „სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” პრემიერმა საქართველოს პრეზიდენტს გუშინ მიმართა. 
წაკითხვა
თავდაცვის მინისტრმა დაშავებული ქართველი სამხედროები მოინახულა
გამოქვეყნებულია: 2017-08-15 12:27:00
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზასთან მოხმდარი თავდასხმის შედეგად დაშავებული ქართველი მშვიდობისმყოფელები თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მოინახულა. დაშავებული სამხედროები გერმანიაში, ლანდშტულის ამერიკულ რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში მკურნალობენ. მინისტრთან ერთად გერმანიაში იმყოფება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია.თავდაცვის მინისტრმა დაშავებულ სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის კურსის შესახებ ექიმებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო და თანადმგომისთვსი მადლობა გადაუხადა. ლევან იზორიამ დაჭრილ სამხედროებს მალე სრული გამოჯანმრთელება უსურვა და კაპიტან მიხეილ გვირჯიშვილი და უფროსი ლეიტენანტი გიგა ხახუტაშვილი უწყებრივი მედლით „საბრძოლო იარისთვის“  დააჯილდოვა. გენერალური შტაბის უფროსმა კი, ჯარისკაცებს გენერალური შტაბის მონეტები უსახსოვრა. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურე აფეთქების შედეგად მიყენებული დაზიანებების შემდეგ გერმანიაში გადააფრინეს. მათ ნამსხვრევების შედეგად მიყენებული დაზიანებების გამო გერმანიაში სხვადასხვა სახის ოპერაცია ჩაუტარდათ. ამჟამად ორივე სამხედრო მოსამსახურე თავს კარგად გრძნობს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან ერთად გერმანიაში ავღანეთიდან გაემგზავრა. 3 აგვისტოს მომხდარ აფეთქებას ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარე ბებიაშვილი ემსხვერპლა.  ინფორმაციას საართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
წაკითხვა
ლევან იზორია ავღანეთში დაღუპული მდინარი ბებიაშვილის თანამებრძოლებსა და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურს შეხვდა (ვიდეო)
გამოქვეყნებულია: 2017-08-14 10:52:00
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია ავღანეთში,  ბაგრამის საავიაციო ბაზასთან თავდასხმის შედეგად დაღუპული მდინარი ბებიაშვილის თანამებრძოლებს შეხვდნენ. თავდასხმის შედეგად მსუბუქად დაშავებულ ორ სამხედრო მოსამსახურეს, გელა ხელაძესა და გოდერძი ხარშილაძეს თავდაცვის მინისტრმა მედლები „საბრძოლო იარისთვის“ გადასცა. მომხდარი ფაქტის გამო მწუხარება ლევან იზორიამ კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება და ქართველ სამხედროებს თანადგომა გამოუცხადა. ავღანეთში თავდაცვის მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ლევან იზორია „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურს გენერალ ჯონ ნიკოლსონს და გენერალ მურად სელჩუკს შეხვდა. გენერლებმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედროების წვლილი აღნიშნეს და დაღუპული ქართველი სამხედროს გამო საქართველოს თანადგომა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.გენერალ ჯონ ნიკოლსონის განცხადებით, ქართველი ჯარისკაცები მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან და სამაგალითოები არიან, მათ შორის ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედროებს შორის.მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ბექა ამბროლაძემ თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს ბატალიონის სახელით საჩუქრები გადასცა.დღის ბოლოს კი, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულ ქართველ მშვიდობისმყოფელებთან ერთად წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში გადაინაცვლეს, სადაც ისინი 23-ე ბატალიონის კაპელანმა, მამა ზაზა სესიაშვილმა დალოცა.ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  
წაკითხვა
თბილისში დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
გამოქვეყნებულია: 2017-08-13 16:49:00
თბილისში დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი სამხედრო მოსამსახურე,  რიგითი შ.ლ.  და კაპრალი ი.ბ. დაიღუპნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.სამინისტროს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე მოხდა, როდესაც დათხოვნაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები არასამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ."ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომანქანაში, ასევე დათხოვნაში მყოფი კიდევ ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, რომლებიც ამჟამად არამიანცის, ინგოროყვას და ამტელის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიების წინასწარი იფნორმაციით ავტომანქანა ცენტრალური გზიდან სათადარიგო გზაზე გადავიდა, სადაც გზის მარჯვენა მხარეს არსებულ ხეებს შეეჯახა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების რიგით შ.ლ-ს და კაპრალ ი.ბ-ს ოჯახებს უსამძიმრებს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ან მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია აწარმოებს",-ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. ინფორმაცია დღევანდელი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ დაახლოებით 11.00 საათზე გავრცელდა.  
წაკითხვა
ლევან იზორია დღეს ავღანეთში ჩავა
გამოქვეყნებულია: 2017-08-13 10:33:00
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დღეს ავღანეთში ჩავა და 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს უმცროსი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის დაღუპვას პირადად მიუსამძიმრებს, -ამის შესახებ ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ავღანეთიდან გერმანიაში გაემგზავრება და ავღანეთში მომხდარი თავდასხმისას დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს მოინახულებს.საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აპრილიდან ასრულებდა. ის 3 აგვისტოს ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
წაკითხვა
„ღირსეული პარტნიორი 2017“ - მრავალეროვნული სწავლების დახურვის ცერემონია ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე
გამოქვეყნებულია: 2017-08-12 20:05:00
„ღირსეული პარტნიორი 2017“ დასრულდა. მრავალეროვნულ სწავლებაში  ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის 2800-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ნატო-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასტური,-ასეთია სწავლების შეფასება ოფიცილაური პირების მხრიდან. ლიკა ალელიშვილი აშუქებდა 2 კვირის განმავლობაში მიმდინარე წვრთნებს. ლიკა როგორია გამოხმაურება, შეგვიძლია თუ არა ვთქვათ რომ ღისეული პარტნიორი 2017-ის მიზანი შესრულებულია? 
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - ღირსეული პარტნიორობის მიზანი არის თავისუფლებისმოყვარე საქართველოს დაცვა
გამოქვეყნებულია: 2017-08-12 16:43:00
საქართველოს პრეზიდენტმა „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ფარგლებში ვაზიანის პოლიგონზე წვრთნებში მონაწილე სამხედროებს მიმართა.„მე მჯერა, რომ ყველა ადამიანი, იბადება თავისუფალი, მაგრამ თავისუფალად დაბადებასთან ერთად ადამიანი იბადება ვალდებულებით. ამ ვალდებულების მსახურება  და მსახურების ფორმას თითოეული ჩვენგანი ირჩევს. ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც მას მისი ბედისწერა არგუნებს. დღეს მე ვდგავარ იმ ადამიანებს შორის, ვინც თავისი ვალდებულება თავისი სიცოცხლის, თავისი უნარების ფასად ჩვენი ქვეყნების თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაში ნახა. მე ვდგავარ იმ ადამიანებს შორის, ვინც ნათლად გაიაზრა, რომ სამშობლოს დაცვა უმაღლესი და ყველაზე მაღალი ვალდებულებაა, რაც შეიძლება ადამიანმა შეასრულოს. მადლობა მინდა გითხრათ ამ სამსახურისთვის.დღეს დასრულდა მრავალეროვნული სწავლება “ღირსეული პარტნიორობა” . სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2017” კიდევ უფრო მრავალფეროვანი, კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი და კიდევ უფრო საინტერესო არის. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ შეიძინეთ ბევრი ახალი მეგობარი და შეიძინეთ ბევრი ახალი უნარი ამ მნიშვნელოვანი სწავლების დროს. ღირსეულია ეს პარტნიორობა იმიტომ, რომ ამ პარტნიორობის მიზნები არის ღირსეული. ამ პარტნიორობის მიზანი არის გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლა, ბრძოლა ადამიანის მიერ მეორე ადამიანის ჩაგვრასთან, მის დამონებასთან, უფლებების წართმევასთან, ამ პარტნიორობის მიზანი არის სხვათა თავისუფლების სამსახური და ამიტომ არის ეს პარტნიორობა ღირსეული. ქართველი ჯარისკაცები ამაყად ემსახურებიან ამ მიზანს. ამ პარტნიორობის მიზანი არის თავისუფლებისმოყვარე საქართველოს დაცვა, დაცვა იმ ერისა რომელმაც ისტორიაში გაიტანა თავისი დამოუკიდებლობა და მომავალ საუკუნეებშიც დამოუკიდებელ ქვეყანას შექმნის, ერთიან ქვეყანას შექმნის, დაცულ ქვეყანას შექმნის და ამიტომ არის ეს ღირსეული სამსახური. ამ ღირსეულ სამსახურს სულ ცოტა ხნის წინ შეეწირა ჩვენი თანამებრძოლი. ჩვენი თანამებრძოლი მდინარი ბებიაშვილი, სულ ცოტა ხნის წინ ამ მაღალი მიზნებისთვის დაიღუპა, მე ქედს ვიხრი მისი და მისი სხვა დაღუპული თანამებრძოლების წინაშე, იმ ადამიანების წინაშე ვინც თავისი თავი, თავისი ვალდებულება ჩვენი მოქალაქეების დაცვაში დაინახა.მივესალმები და მადლობას ვუხდი ყველა ქვეყნის წარმომადგენელს, შესაბამის უწყებებს, ვინც ასეთი ფართომასშტაბიანი და ჰარმონიული სწავლების განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა.
წაკითხვა
„ღირსეული პარტნიორი 2017“ დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-12 16:43:00
საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ დასრულდა. სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა დღეს საჩვენებელი წვრთნა ვაზიანის მეთერთმეტე სასროლეთზე განახორციელეს. საჩვენებელი სწავლება, რომელიც საბრძოლო სროლებით მიმდინარეობდა, თავდაცვით და კონტრშეტევით ამოცანებს ისახავდა მიზნად. საჩვენებელ სწავლაში მონაწილეობა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა ჯაველინმა, ამერიკულმა ტანკებმა აბრამსებმა, ქვეითთა საბრძოლო მანქანა ბრედლიმ, ასევე ჯავშანტრანსპორტიორმა სტრაიკერმა და ქართულ შეიარაღებაში არსებულმა ტანკმა ტ 72-მა მიიღეს. წვრთნის დასრულების შემდეგ „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის დახურვის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ცერემონიალის დასაწყისში მოწვეულმა სტუმრებმა გარდაცვლილ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა, გენერალური შტაბის უფროსმა და ამერიკელმა გენერალმა მიმართეს. ღონისძიების დასასრულს „ღირსეულ პარტნიორ 2017“-ში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი უწყებრივი მედლებით დააჯილდოვეს.მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ 30 ივლისს ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე გაიხსნა. მასში მონაწილეობა ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს. „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში მესამედ ჩატარდა. წვრთნაში ჩართული იყო გერმანული ჯავშანტრანსპორტიორი "ბოქსერი", ამერიკული ტანკი "აბრამსი", ქვეითთა საბრძოლო მანქანები "ბრედლი" და ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორი "სტრაიკერი", ასევე ამერიკული C-130 ტიპის თვითმფრინავი.
წაკითხვა
მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-12 16:05:00
მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ დასრულდა. სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა დღეს საჩვენებელი წვრთნა ვაზიანის მეთერთმეტე სასროლეთზე გამართეს. საჩვენებელი სწავლება, რომელიც საბრძოლო სროლებით მიმდინარეობდა, თავდაცვით და კონტრშეტევით ამოცანებს ისახავდა მიზნად. წვრთნის დასრულების შემდეგ „ღირსეული პარტნიორი 2017-ის“ დახურვის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ცერემონიის დასაწყისში მიწვეულმა სტუმრებმა დაღუპულ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა, გენერალური შტაბის უფროსმა და ამერიკელმა გენერალმა მიმართეს. ღონისძიების დასასრულს სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი უწყებრივი მედლებით დააჯილდოვეს.
წაკითხვა
თავდაცვის მინისტრი ხვალ ავღანეთში გაემგზავრება
გამოქვეყნებულია: 2017-08-12 13:20:00
თავდაცვის მინისტრი ხვალ ავღანეთში გაემგზავრება და 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს უმცროსი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის დაღუპვას პირადად მიუსამძიმრებს, -ამის შესახებ ლევან იზორიამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ავღანეთიდან გერმანიაში გაემგზავრება და ავღანეთში მომხდარი თავდასხმისას დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს მოინახულებს.საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აპრილიდან ასრულებდა. ის 3 აგვისტოს ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმის შედეგად დაიღუპა. 
წაკითხვა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა
გამოქვეყნებულია: 2017-08-12 12:15:00
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს  ქართველი სამხედროს, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა, რომელიც 3 აგვისტოს ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმის შედეგად დაიღუპა. „უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი არის გმირი და მსურს მოგისამძიმროთ თქვენ, სერჟანტის ოჯახს და ქართველ ხალხს“, - აღნიშნულია რექს ტილერსონის სამძიმრის წერილში„.ამერიკის შეერთებული შტატების სახელწიფო მდივანი გულწრფელ თანაგრძნობას და მხარდაჭერას უცხადებს ტერორისტული აქტის შედეგად დაშავებულ ქართველ ჯარისკაცებს. რექს ტილერსონი სამძიმრის წერილში იხსენებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს ავღანეთში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატო-ს ძალისხმევაში საქართველოს კონტრიბუციას. 
წაკითხვა
„ღირსეული პარტნიორი 2017“ - მრავალეროვნული სწავლების დახურვის ცერემონია ვაზიანის სამხედრო ბაზაზე
გამოქვეყნებულია: 2017-08-12 12:05:00
ვაზიანის მეთერთმეტე სასროლეთზე მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ -ის დახურვის ცერემონია მიმდინარეობს.  სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა საჩვენებელი წვრთნები გამართეს საბრძოლო სროლებით.  სწავლების დახურვას პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი ესწრებიან. 
წაკითხვა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ავღანეთში ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო ოჯახსა და საქართველოს უსამძიმრებს
გამოქვეყნებულია: 2017-08-11 21:25:00
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს ქართველი სამხედრო, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო მიუსამძიმრა, რომელიც 3 აგვისტოს, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმის შედეგად დაიღუპა. სამძიმრის წერილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.„უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი არის გმირი და მსურს მოგისამძიმროთ თქვენ, სერჟანტის ოჯახს და ქართველ ხალხს“ - აღნიშნულია რექს ტილერსონის სამძიმრის წერილში.ამერიკის შეერთებული შტატების სახელწიფო მდივანი გულწრფელ თანაგრძნობასა და მხარდაჭერას უცხადებს ტერორისტული აქტის შედეგად დაშავებულ ქართველ ჯარისკაცებს.რექს ტილერსონი სამძიმრის წერილში იხსენებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს ავღანეთში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატო-ს ძალისხმევაში საქართველოს კონტრიბუციას.  
წაკითხვა
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები უკრაინაში დაგეგმილი ცერემონიისთვის ემზადებიან
გამოქვეყნებულია: 2017-08-10 20:15:00
მზადება უკრაინაში დაგეგმილი ცერემონიისთვის. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები 24 აგვისტოს კიევში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმში მიიღებენ მონაწილეობას.ქართულ ოცეულთან ერთად უკრაინის დედაქალაქში თავდაცვის მინისტრიც გაემგზავრება. ქართული მხარის განმარტებით, აღლუმში მონაწილეობის შეთავაზება უკრაინის მთავრობისგან მიიღეს. კიევში ქართველი ჯარისკაცების ჩასვლაზე პირველად ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ გაავრცელა. მათივე ცნობით, შესაბამისი შეთანხმება ორი ქვეყნის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრისას შედგა
წაკითხვა
ავღანეთში თავდასხმისას დაღუპული მდინარი ბებიაშვილი ზესტაფონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გადაასვენეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-10 11:42:00
ავღანეთში თავდასხმისას დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი ზესტაფონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გადაასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდი 15:00 საათამდე გაგრძელდება, ამის შემდეგ კი 26 წლის სამხედროს ცხედარს მშობლიურ სოფელში მარტოთუბანში, საგვარეულო საფლავზე სამხედრო წესით დაკრძალავენ. დაკრძალვას თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას განხორციელებული თავდასხმისას, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი, 25 წლის მდინარი ბებიაშვილი გარდაიცვალა. მომხდარი თავდასხმისას ასევე, დაშავდა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე.
წაკითხვა
ავღანეთში გმირულად დაღუპულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს დღეს დაკრძალავენ
განახლებულია: 2017-08-10 08:30:00
ავღანეთში თავდასხმისას დაღუპულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს, უმცროს სერჟანტ მდინარი ბებიაშვილს ზესტაფონში ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ და სოფელ მარტოთუბანში დღეს 15:00 საათზე დაკრძალავენ.საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აპრილიდან ასრულებდა. ის 3 აგვისტოს, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმის შედეგად დაიღუპა.უმცროსი სერჟანტი მდინარი საბას ძე ბებიაშვილი (დაბ. 23.10.1991) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან ირიცხებოდა. იგი სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონში ათეულის მეთაური იყო. სკოლის დასრულების შემდეგ (2010 წელს) საკუთარი სურვილით საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტის საფუძველზე ჩაირიცხა. უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ - 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა. მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“. ამჯერად, კი, უკვე მესამედ ის ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. მან გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში ათეულის მეთაურის კურსი გაიარა. მონაწილეობდა უკრაინაში გამართულ საერთაშორისო სწავლებაში Rapid Trident 2013.
წაკითხვა