საზოგადოებრივი
104.5 FM
რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის საზღვარს მიუახლოვდნენ
გამოქვეყნებულია: 2014-11-05 17:09:00
რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის საზღვარს მიუახლოვდნენ. ამის შესახებ განცხადებას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აკეთებს. რუსეთი განაგრძობს სეპარატისტების დახმარებას, უზუნველყოფს მათ წვრთნებსა და მომარაგებას,- აცხადებს გენერალური მდივანი. პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე მარიოუპოლის, ხარკოვისა და უკრაინის სამხრეთ რეგიონის დამატებითი შეიარაღებული ძალებით გამაგრების გადაწყვეტილება მიიღო. უშიშროების საბჭოს სხდომაზე ასევე განხილული იყო დონბასისთვის განსაკუთრებული სტატუსის მოხსნის საკითხიც. პრეზიდენტმა კანონპროექტი დასამტკიცებლად უმაღლეს რადას უკვე წარუდგინა. დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში კი ე.წ. პრეზიდენტების ინაუგურაციის ცერემონიები გაიმართა.
წაკითხვა
სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსნის საჩივარი დაუშვებლად ცნო
გამოქვეყნებულია: 2014-11-05 16:51:00
სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსნის საჩივარი დაუშვებლად ცნო. ინფორმაციას ადვოკატი ავრცელებს. სარჩელში დაცვა ითხოვდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების - პატიმრობის შეცვლას 10-ათასლარიანი გირაოთი. მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 მილიონ 102 ათას 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.
წაკითხვა
გენშტაბის უფროსის ვიზიტი აშშ-ში
გამოქვეყნებულია: 2014-11-05 16:50:00
გენშტაბის უფროსი ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებშია. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ შეხვედრები გამართა პენტაგონის სამხედრო მაღალჩინოსნებთან. ამერიკის არმიის შტაბის უფროსთან ვახტანგ კაპანაძემ რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და არსებული გამოწვევები განიხილა. ყურადღება გამახვილდა გლობალურ საფრთხეებზე, ასევე ერაყსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე. შეხვედრა გაიმართა ასევე აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდლის მოადგილესთან. მხარეებმა სურვილი გამოთქვეს ამერიკელ საზღვაო ქვეითებსა და ქართველ სამხედროებს შორის აისაფის მისიის დასრულების შემდეგ თანამშრომლობა გაგრძელდეს.
წაკითხვა
თავდაცვის უწყებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს- ირაკლი ალასანია მინდია ჯანელიძემ შეცვალა
გამოქვეყნებულია: 2014-11-05 16:28:00
თავდაცვის უწყებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ირაკლი ალასანია მინდია ჯანელიძემ შეცვალა, რომელიც მანამდე უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი იყო. ჯანელიძე დღეს პრემიერმინისტრმა წარადგინა. პოლკოვნიკი ჯანელიძე პროფესიით იურისტია. 2000- წლიდან 2012 წლამდე დაზვერვის დეპარტამენტში მუშაობდა, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. თავდაცვის უწყების ახალმა ხელმძღვანელმა დღეს პრიორიტეტებზეც ისაუბრა, მან თქვა, რომ შეიარაღებული ძალების განვითარების კურსი არ შეიცვლება და ჯარი თავისუფალი იქნება პოლიტიკური კონიუნქტურისგან.
წაკითხვა
პრემიერმინისტრმა თავდაცვის მინისტრის მოადგილეები თანამდებობიდან გაათავისუფლა
გამოქვეყნებულია: 2014-11-05 14:24:00
საქართველოს პრემიერმინისტრმა თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები თანამდებობიდან გაათავისუფლა. მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პრემიერის ბრძანებულება მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნებულია. "საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შეუწყდეთ უფლებამოსილება საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს", - ნათქვამია პრემიერის ბრძანებულებაში.ირაკლი ალასანიას 5 მოადგილე ჰყავდა: პირველი მოადგილე იყო ირაკლი გეგეჭკორი, მოადგილეები კი - ალექსი ბატიაშვილი, ვაკო ავალიანი, მიხეილ დარჩიაშვილი და თამარ ქაროსანიძე.წყარო: "ინტერპრენიუსი"
წაკითხვა
პრემიერმა თავდაცვის ახალი მინისტრი მინდია ჯანელიძე წარადგინა
გამოქვეყნებულია: 2014-11-05 12:13:00
პრემიერმა თავდაცვის ახალი მინისტრი წარადგინა. ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ უწყებას უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე უხელმძღვანელებს. მინდია ჯანელიძე 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს. ის სპეციალობით სამართალმცოდნეა, აქვს ვიცეპოლკოვნიკის სამხედრო წოდება. მიღებული აქვს ღირსების ორდენი.
წაკითხვა
ვახტანგ კაპანაძე - ჯარი აპოლიტიკურია და გენშტაბის უფროსი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს
გამოქვეყნებულია: 2014-11-05 11:58:00
ჯარი აპოლიტიკურია და გენშტაბის უფროსი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს, - ამის შესახებ გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა თავდაცვის მინისტრის გათავისუფლების შესახებ, აშშ-ში ვიზიტისას შეიტყო. კაპანაძის თქმით, პენტაგონში, სადაც ის შეხვედრებს მართავს, მინისტრის მოხსნის საკითხი არ განხილულა, თუმცა შეკითხვა მაინც დაისვა. "ვინაიდან პენტაგონი სამხედრო ორგანიზაციაა, მსგავსი კითხვები არ ყოფილა, თუმცა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა - გაერთიანებული შტაბის უფროსის პოლიტიკურმა მრჩეველმა მკითხა რამდენად შეესაბამებოდა ეს სიმართლეს და რამდენად ვიყავით ინფორმირებულები. ჯარი არის დამოუკიდებელი სამხედრო უწყება, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ პოლიტიკურ ორთაბრძოლებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ამოცანა, დანაყოფები ასრულებენ თავის ყოველდღიურ რეჟიმს", - განაცხადა კაპანაძემ. იგი თავდაცვის მინისტრის დასახელებულ კანდიდატურასაც გამოეხმაურა. "ბატონმა ალასანიამ ძალიან ბევრი გააკეთა თავის დროზე შეიარაღებული ძალებისთვის, მისი მინისტრობის პერიოდი შეიძლება ჩაითვალოს შეიარაღებული ძალების განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპად. ახალ მინისტრს კარგად ვიცნობ და ვუსურვებ წარმატებას", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ. გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ახალი თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე იქნება. მინდია ჯანელიძე ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის პოსტს იკავებს.წყარო: "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა
თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადაყენებას ექსპერტები აფასებენ
გამოქვეყნებულია: 2014-11-05 10:48:00
მმართველი გუნდიდან პროდასავლური ძალების გაძევება-ასე აფასებენ ექსპერტები თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანიას გადაყენებას. ელენე ხოშტარიას განცხადებით, მომხდარი საქართველოს ევროინტეგრაციისა და ნატო-ში გაწევრიანების პროცესს შეაფერხებს და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე იმოქმედებს. ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, კოალიციაში პოლიტიკური კრიზისია, რაც ქვეყნის ინტერესებს ზიანს მიაყენებს. მისი თქმით, ირაკლი ალასანიამ წაყენებული ბრალდებებით პრემიერმინისტრს არჩევანი არ დაუტოვა, რის გამოც ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადააყენეს.
წაკითხვა
პროკურატურა, კაბელების პარალელურად, სამხედროების კვების საქმით ინტერესდება
გამოქვეყნებულია: 2014-11-04 20:24:00
დაკვებულები და ბრალწაყენებულები - პროკურატურა, კაბელების პარალელურად, სამხედროების კვების საქმით ინტერესდება. დღეს საგამოძიებო უწყებამ ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელს ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება 2013 წელს ჯარისკაცთა მასობრივი მოწამვლის შემთხვევებს. გამოძიების ყურადღების ცენტრში მოექცა სამინისტროს მიერ დაფუძნებული კომპანია "ქართული კვება". პროკურატურა შეიარაღებული ძალების რიგ სასადილოებში ანტისანიტარიულ მდგომარეობაზეც საუბრობს. საქმე ნომერი ორი – რატი ხვისტანი დეტალებით.
წაკითხვა
მარგველაშვილი - დაპირისპირება საფრთხეს უქმნის ქართულ ჯარს
გამოქვეყნებულია: 2014-11-04 20:18:00
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ავსტრიიდან გამოეხმაურა. "ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით კოალიციაში მიმდინარე კრიზისს, მაგრამ არ გაგვიკეთებია განცხადება, გამომდინარე იქიდან, რომ მიგვაჩნია, კოალიციის სუბიექტებმა თავისი რესურსით უნდა დაძლიონ ეს ვითარება. ჩვენ არაერთხელ ხაზგასმით აღგვინიშნავს, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს ძლიერი ინსტიტუტებით და არა კულუარებიდან. შექმნილმა ვითარებამ მიგვიყვანა იმ რეალობამდე, რომ პოლიტიკური დაპირისპირება საფრთხეს უქმნის ქვეყანაში ინსტიტუტების ეფექტიან ფუნქციონირებას, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და, რაც მთავარია, ქართულ ჯარს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტია.აქედან გამომდინარე, ქვეყანაში დაბრუნებისთანავე, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩავერთვებით ამ პროცესების დარეგულირებაში", - განაცხადა პრეზიდენტმა.
წაკითხვა
რიგით მეორე სისხლის სამართლის საქმე თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ
გამოქვეყნებულია: 2014-11-04 16:04:00
რიგით მეორე სისხლის სამართლის საქმე თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ - უწყების მაღალი თანამდებობის პირებს ბრალი წაუყენეს. საქმე ეხება 2013 წელს ჯარისკაცთა მასობრივი მოწამვლის შემთხვევებს, როდესაც 90 სამხედრო ჰოსპიტალში მოხვდა. ბრალდებული არიან გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შეიარაღებული ძალების მესამე ბრიგადის მთავარი ექიმი და მეოთხე ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსი, რომლებსაც გულგრილობაში ედებათ ბრალი. გამოძიებას პრეტენზიები აქვს შპს "ქართული კვების კომპანიის მიმართაც". თავდაცვის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ეს კომპანია ზრუნავდა ჯარისკაცების საკვებით უზრუნველყოფაზე.
წაკითხვა
ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელს ბრალი წარედგინა
გამოქვეყნებულია: 2014-11-04 14:27:00
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელს ბრალი წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. უწყების ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების რიგ სასადილოებში ანტისანიტარული მდგომარეობა იყო.საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ: "საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის კვებით მომსახურებას ახორციელებდა შპს "ქართული კვების კომპანია", რომლის დამფუძნებელი არის თავდაცვის სამინისტრო.როგორც პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი მედეა ბეთაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის მთავარი ექიმი მიხეილ ბესტაევი, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსი ოთარ ჯეჯეია, მესამე ქვეითი ბრიგადის სასადილოს მენეჯერი აკაკი გიორგაძე, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სასადილოს მენეჯერი ლაშა გელოვანი და მეათე კადრირებული ბრაგადის სასადილოს მენეჯერი თორნიკე ხუბუა, აღნიშნულ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში, გულგრილად ეკიდებოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და არ უზრუნველყოფდნენ დასახელებულ სასადილოებში სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ზედამხედვერლობის და კონტროლის განხორციელებას. "საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ჩადენილი ამ დანაშაულებრივი ქმედებისათვის საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოტანილია ბრალდების შესახებ დადგენილებები და ბრალი წარედგინებათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს მედეა ბეთაშვილს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის მთავარ ექიმს მიხეილ ბესტაევს, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსს ოთარ ჯეჯეიას და შპს "ქართული კვების კომპანიის" მენეჯერებს: აკაკი გიორგაძეს, ლაშა გელოვანს და თორნიკე ხუბუას.გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის პირველი ნაწილით და 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით", - აცხადებენ პროკურატურაში.წყარო: "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავების საკითხზე ალასანია უსუფაშვილს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2014-11-04 13:53:00
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდა. შეხვედრის თემა უწყების თანამშრომლების დაკავების საქმე იყო. თავდაცვის მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარეს აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო.ირაკლი ალასანიასა და დავით უსუფაშვილის შეხვედრა პარლამენტში გაიმართა. ირაკლი ალასანიამ პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი გერმანიიდან დაბრუნებისთანავე გამოთქვა. თავდაცვის მინისტრი მისი უწყების დაკავებულ მაღალჩინოსნებს უდანაშაულოდ მიიჩნევს.წყარო: "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა
რუსეთმა ყირიმსა და სევასტოპოლში ბირთვულ ობიექტებზე სრული პასუხისმგებლობა აიღო
გამოქვეყნებულია: 2014-11-04 13:18:00
რუსეთმა ყირიმსა და სევასტოპოლში ბირთვულ ობიექტებზე სრული პასუხისმგებლობა აიღო. ამის შესახებ განცხადება გაეროში მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრ პანკინმა ატომური ენერგიის თემაზე გამართულ გენერალური ასამბლეის სხდომაზე გააკეთა. რუსეთმა ბირთვული ობიექტები სამშვიდობო ობიექტების სიაში შეიყვანა, რომელზეც საერთაშრისო ატომური სააგენტოს გარანტიები ვრცელდება. ოფიციალური მოსკოვი მზადაა ობიექტებზე ინსპექტორები შეუშვას, რათა დარწმუნდნენ, რომ დანადგარებში გამოყენებული სპეციალური მასალები მოწყობილობიდან ამოღებული არ არის.
წაკითხვა
პროექტი "წერილები ჯარისკაცებს" გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2014-11-04 13:09:00
პროექტი "წერილები ჯარისკაცებს" გრძელდება. თბილისის #47-ე საჯარო სკოლაში პროექტის მეოთხე, ყველაზე მასშტაბური ეტაპი გაიმართა. საქართველოს მასშტაბით, 26 საჯარო სკოლიდან შეგროვებული 1400 წერილი ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებს გაეგზავნებათ. წერილების ავტორები მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები არიან. პროექტის მიზანია სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისთვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვა. ღონისძიებას, ჯარისკაცებთან ერთად, იუსტიციის, თავდაცვისა და განათლების სამინისტროების წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახორციელებს.
წაკითხვა
მოეხსნება თუ არა საიდუმლო გრიფი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეს
გამოქვეყნებულია: 2014-11-04 10:14:00
მოეხსნება თუ არა საიდუმლო გრიფი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეს - უწყების მიერ წარდგენილ დასაბუთებასა და დოკუმენტებს უკვე სწავლობს შინაგას საქმეთა სამინისტრო, რომელსაც ნებართვის მისაცემად ერთთვიანი ვადა აქვს. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინფორმაციას საიდუმლო გრიფი იმ შემთხვევაში ეხსნება, თუ აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნის უსაფრთხოებას არ დააზარალებს. ადვოკატ ლევან ალაფიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, დიდი ალბათობით, თავდაცვის სამინისტროს მიერ უწყების მაღალჩინოსნების საქმის გასაჯაროების მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. თავდაცვის მინისტრმა ოფიციალური წერილით პროკურატურას უკვე მიმართა და საქმეზე გრიფის მოხსნა მოითხოვა.
წაკითხვა
თავდაცვის მინისტრის მოადგილე დაკითხეს
გამოქვეყნებულია: 2014-11-04 10:03:00
9 საათს გაგრძელდა თავდაცვის მინისტრის მოადგილის დაკითხვა. ალექსანდრე ბატიაშვილის ადვოკატის განცხადებით, დაკითხვა დარღვევებით წარიმართა. ლევან სამუშიას თქმით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მისი დაკითხვის ოქმი არ დაადასტურა და ხელი არ მოაწერა. სამუშიას განცხადებით, დაკითხვის დასრულების შემდეგ ოქმში ალექსი ბატიაშვილის პასუხები არ იყო სრულად ასახული. ადვოკატის თქმით, მას შემდეგ, რაც მათ აღნიშნული დარღვევა გააპროტესტეს, გამომძიებელმა მეორე ოქმი წარუდგინა, სადაც პროტესტი იყო დაფიქსირებული, თუმცა, დაკითხვის პროცესი მაინც არ იყო სრულფასოვნად ასახული. სამუშიას თქმით, მათ ეს ოქმიც გააპროტესტეს და დაკითხვის ოქმში ასახულ ფაქტებს არ დაეთანხმნენ. ლევან სამუშიამ აღნიშნა, რომ ალექსი ბატიაშვილი მზად არის, ნებისმიერ დროს გამოცხადდეს დაკითხვაზე და ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
წაკითხვა
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე - ვინ და როგორ უნდა მოხსნას დოკუმენტს გრიფით საიდუმლო
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 21:12:00
„მოამბის“ შეკითხვებს სამართლის ექსპერტმა ლევან ალაფიშვილმა უპასუხა.
წაკითხვა
„რკინის მახვილი 2014“ - ლიტვაში ნატო-ს სამხედრო სწავლება დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 20:41:00
ლიტვაში ნატო-ს სამხედრო სწავლება დაიწყო. „რკინის მახვილი 2014-ის“ მიზანი ერთობლივი სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავებაა. წვრთნებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 9 წევრი ქვეყნის 2 500 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. მანევრების შესასრულებლად წვრთნებში მოკავშირეების მძიმე ტექნიკაც ჩაერთვება. მათ შორის იქნება ჯავშანტრანსპორტიორები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები.სწავლება 14 ნოემბრამდე უნდა გაგრძელდეს.
წაკითხვა
დაკითხვის მეშვიდე საათი - თავდაცვის მინისტრის მოადგილე პროკურატურის შეკითხვებს პასუხობს
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 20:19:00
რეზონანსული საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე პროკურატურაშია. თავდაცვის მინისტრის მოადგილე გამომძიებლების შეკითხვებს მეშვიდე საათია პასუხობს. სწორედ ალექსი ბატიაშვილი აწერს ხელს კომპანია „სილქნეტთან“ საიდუმლო შესყიდვის იმ ხელშეკრულებას, რომლის გამო უწყების 5 მაღალჩინოსანი წინასწარ პატიმრობაშია.საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საკუთარი თანამშრომლების უდანაშაულობაში ისევ დარწმუნებულია მინისტრი ალასანია, რომელიც საკუთარი პოზიციის დამტკიცებას ხუთშაბათს დაგეგმილ მთავრობის სხდომაზე შეეცდება.მანამდე კი მთავარ პროკურატურას უკვე აკრიტიკებს მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთი წევრი. ირაკლი ალასანიას თანაგუნდელი თეა წულუკიანი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის მიმართ გამოვლენილ უპატივცემულობაზე საუბრობს. ნიკა მოლოდინაშვილი მუშაობს თემაზე.
წაკითხვა