საზოგადოებრივი
104.5 FM
დაპირისპირება უწყებებს შორის - პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს სპეკულაციებში ადანაშაულებს
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 20:19:00
მაღალჩინოსნების დაკავება უწყებებს შორის დაპირისპირების მიზეზი ხდება. მთავარი პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკურ სპეკულაციებში სდებს ბრალს. მოეხსნას შესყიდვის საქმეს გრიფით საიდუმლო, - სწორედ ამ მოთხოვნამ გამოიწვია ბადაშვილის უწყების გაღიზიანება. პროკურატურა სამინისტროს ახსენებს, რომ გრიფით საიდუმლოს მინიჭება მინისტრის ან მისი მოადგილის პრეროგატივაა, რომელიც კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან შეთანხმებით იხსნება.თავის მხრივ, პასუხი გაუგებარია ადრესატისთვის, რომელიც არასწორი ინფორმაციის გავრცელებაზე საუბრობს.გრიფით საიდუმლოს მოხსნაზე აზრთა სხვადასხვაობაა პარლამენტშიც. მაღალჩინოსანთა საქმის მასალების გასაჯაროებას ირაკლი ალასანიას თანაპარტიელი დეპუტატები და „რესპუბლიკელებიც“ ითხოვენ.
წაკითხვა
პროკურატურის განცხადება - შეფასებები პარლამენტში
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 16:27:00
თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები პარლამენტში. შეგახსენებთ, პროკურატურამ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა და თავდაცვის სამინისტრო სიცრუესა და დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა.
წაკითხვა
თავდაცვის მინისტრის მოადგილე „სილქნეტის“ ფინანსურ დირექტორთან ნათესაურ კავშირს ადასტურებს
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 16:14:00
უკვე ორი საათია მთავარ პროკურატურაში თავდაცვის მინისტრის მოადგილის დაკითხვა მიმდინარეობს. ალექსი ბატიაშვილი მოწმის სტატუსით იკითხება. შესვლამდე მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, დაადასტურა ნათესაური კავშირი „სილქნეტის“ ფინანსურ დირექტორთან, მაგრამ განმარტა, რომ ტენდერის დროს მასთან შეხება არ ჰქონია.
წაკითხვა
პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს სიცრუეში და დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 16:09:00
პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს სიცრუეში და დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს. ალასანიას უწყების განცხადებას პროკურატურამ განცხადებითვე უპასუხა. ტექსტი რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. „ერთადერთი მიზეზი, რომ ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლო გრიფი, არის ის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თავის დროზე გამოძიებისთვის საინტერესო ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვას თვითონ მიანიჭა გრიფი საიდუმლო, ასევე თავდაცვის სამინისტროს მიერ გრიფი საიდუმლო მიენიჭა ამ შესყიდვასთან და შემდგომ სს „სილქნეტთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს. აქვე განვმარტავთ, რომ საიდუმლო გრიფის მინიჭების უფლებამოსილება თავდაცვის სამინისტროში აქვს მხოლოდ მინისტრს და მის მოადგილეს. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს განცხადებები, თითქოსდა საიდუმლო გრიფი ამ მასალებს საქართველოს პროკურატურამ მიანიჭა და განზრახ არ ხსნის ამ მასალებს საიდუმლო გრიფს, არის სიცრუე და მიზნად ისახავს მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაციას.საზოგადოების საყურადღებოდ კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ სწორედ თავდაცვის სამინისტრომ მოახდინა ხსენებული შესყიდვის გასაიდუმლოება, რომლითაც 2 618 004 ლარის ღირებულების ქონება და მომსახურება შეისყიდა 6 720 877 ლარად, რითაც გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 872.6 ლარი.ამავდროულად, საქართველოს პროკურატურის მიერ გამჭვირვალე გამოძიების უზრუნველყოფისა და საზოგადოების მაქსიმალურად სრულად ინფორმირების მიზნით, საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წინასწარი წერილობითი დასტურით გასაჯაროვდა მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც არ მოახდენდა სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებას.მთავარი პროკურატურა როგორც გამოძიების საწყის ეტაპზე, ახლაც მზად არის ხსენებული დოკუმენტაციისათვის გრიფი საიდუმლოს მოხსნის შესაძლებლობის შესწავლის მიზნით, მოთხოვნის შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები და დოკუმენტაცია მიაწოდოს კომპეტენტურ ორგანოს, რომლის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, სწორედ თავდაცვის მინისტრი ან მისი მოადგილეა უფლებამოსილი ხსენებულ დოკუმენტებს მოხსნას საიდუმლო გრიფი და არა საქართველოს პროკურატურა.შესაბამისად, მოვუწოდებთ თავდაცვის სამინისტროს, შეწყვიტონ პოლიტიკური სპეკულაციები და სანამ ვინმეს უსაფუძვლოდ გადააბრალებენ გარკვეულ ქმედებას, მოვუწოდებთ გაერკვნენ სამართლებრივ პროცედურებში, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული მათთვის უხერხული და სამართლებრივად შეუსაბამო განცხადებების გაჟღერება.ამდენად, გაუგებარია თავდაცვის სამინისტროს განცხადებები, საიდუმლო გრიფის მოხსნასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ ხსენებული დოკუმენტაცია ეხება საქართველოს სამხედრო ობიექტების შესახებ ინფორმაციას, რომელიც გასაიდუმლოებულია თვით თავდაცვის სამინისტროს მიერ და ამ საიდუმლო ინფორმაციის დაცვა მათი ვალდებულებაა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებუ
წაკითხვა
კანადამ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ პირველი ავიაიერიში განახორციელა
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 13:45:00
კანადამ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების პოზიციებზე პირველი ავიაიერიში განახორციელა. კანადის არმიამ იერიში ერაყში განთავსებულ პოზიციებზე მიიტანა. ინფორმაცია კანადის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრომ გაავრცელა. ოპერაცია 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.შეგახსენებთ, საერთაშორისო კოალიციამ, ამერიკის ხელმძღვანელობით, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების წინააღმდეგ იერიშების განხორციელება ოქტომბრის ბოლოს დაიწყო.
წაკითხვა
ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მეთაური ოქროს საწმისის ორდენით დაჯილდოვდა
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 13:03:00
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ ჯოზეფ ანდერსონს შეხვდა. პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ გენერალ-ლეიტენანტ ანდერსონს ავღანეთში ქართველი სამხედროების მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს მთავრობის, თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის სახელით, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ოქროს საწმისის ორდენი გადასცა.
წაკითხვა
პროკურატურა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს დაკითხავს
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 12:23:00
თავდაცვის მინისტრი კოლეგებს მისი დაკავებული თანამშრომლების საქმის მასალებს ხუთშაბათს გააცნობს. დღეს კი ოფიციალური წერილით პროკურატურას მიმართავს და საქმეზე გრიფით საიდუმლოს მოხსნას მოითხოვს. უწყება მასალების მხოლოდ ნაწილობრივ გასაჯაროებას ითხოვს. ზუსტად ორ საათში თავდაცვის მინისტრის მოადგილეს მთავარ პროკურატურაში ელოდებიან. სამართალდამცველ უწყებაში ალექსანდრე ბატიაშვილი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე მოწმის სტატუსით დაიბარეს. პროკურატურის ვერსიით, „სილქნეტთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას სწორედ ბატიაშვილის ხელმოწერა აქვს.პარალელურად, ადვოკატები აცხადებენ, რომ ამ დრომდე არ მიუღიათ საქმის მასალები. დაცვა გრიფით საიდუმლოს მოხსნას ითხოვს და ამტკიცებს, რომ მათი უფლებები ირღვევა, რადგან მასალების მიღების გარეშე, ვერ შეძლებენ დაიცვან დაკავებულები.5 ბრალდებული გლდანის ციხეში ადვოკატებმა რამდენიმე საათის წინ მოინახულეს. მათი ინფორმაციით, არცერთი ბრალს არ აღიარებს. სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა სააპელაციო სასამართლო წარმოებაში სარჩელს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ.
წაკითხვა
თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსნებს ადვოკატები მოინახულებენ
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 10:39:00
თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსნებს ადვოკატები მოინახულებენ. ისინი გლდანის საპატიმროსთან რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ. ნიკა მოლოდინაშვილი დეტალებით.
წაკითხვა
ალასანიას განცხადებით, საქმის მასალებს უკვე გაეცნო და მას პრემიერსაც გააცნობს
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 10:07:00
უკვე ერთი საათია მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის წევრები არიან შეკრებილი. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ, ეს მთავრობის პირველი სხდომაა, რომელსაც ირაკლი ალასანიაც ესწრება. თავდაცვის მინისტრის თქმით, ის უკვე გაეცნო საქმის მასალებს და მას პრემიერსაც გააცნობს.
წაკითხვა
შესყიდვების საქმე - შეძლებს თუ არა თავდაცვის სამინისტრო სამართლებრივი ბარიერის გადალახვას
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 20:17:00
შეძლებს თუ არა ალასანიას უწყება სამართლებრივი ბარიერის გადალახვას - შესყიდვების საქმეზე საიდუმლო გრიფის მინიჭება მინისტრის პრეროგატივაა, რომელიც მან თავის დროზე გამოიყენა, თუმცა მისი მოხსნა კონტრდაზვერვის ნებაზეა დამოკიდებული. ალასანიამ პირველი უარი უკვე მიიღო. საინტერესოა, გადაუგზავნის თუ არა პროკურატურა დოკუმენტებს, გასაჯაროების მიზნით, თავდაცვის სამინისტროს.ცნობისათვის, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ პარლამენტის თავმჯდომარის შენიშვნა დაიმსახურა. დავით უსუფაშვილი სამართალდამცველი უწყებისგან მეტ პასუხისმგებლობას ელის.
წაკითხვა
ისრაელმა ღაზასთან დამაკავშირებელი საგუშაგოები ჩაკეტა
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 17:14:00
ისრაელმა ღაზის სექტორთან დამაკავშირებელი ორი საგუშაგო ჩაკეტა. თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის ანკლავიდან ნასროლი რაკეტა აფეთქდა. ჭურვი სამხრეთ ისრაელში, საოლქო საბჭოს ტერიტორიაზე ჩავარდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.გამშვები პუნქტების დახურვამ ღაზის სექტორის სრული იზოლაცია გამოიწვია, რაც ისრაელის სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ პირველად მოხდა.საზღვარი ღია მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთისთვის რჩება.
წაკითხვა
ერაყის საჰაერო ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ავიადარტყმები განახორციელეს
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 17:11:00
ერაყის საჰაერო ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ავიადარტყმები განახორციელეს. სამხედრო ოპერაცია დასავლეთ ანბარის პროვინციაში მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასული დღეების განმავლობაში ისლამისტებმა პროვინციის ერთ-ერთ ტომში 300-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები დედაქალაქთან ახლოს უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ. ერაყის არმიას სამხედრო დახმარებას შეერთებული შტატების ავიაცია უწევს.
წაკითხვა
51-ე ბატალიონი ISAF-ის მისიაში ოფიციალურად ჩაერთო
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 16:56:00
51-ე ბატალიონი ISAF-ის მისიის დასკვნით ფაზაზე სამშვიდობო მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. მისიის გადაბარების საზეიმო ცერემონია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. ცერემონიის დაწყებამდე ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ჯოზეფ ანდერსონი გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ რომან ჯოხაძეს, ავღანეთში საქართველოს უფროს სამხედრო წარმომადგენელს, პოლკოვნიკ ჯონი ტატუნაშვილს და 51-ე ბატალიონის მეთაურს ვიცე-პოლკოვნიკ კობა გრიგოლიას პირადად შეხვდა.ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა ქართულ ბატალიონს სიტყვით მიმართეს და სამშვიდობო მისიის წარმატებით შესრულება უსურვეს. მე-5 ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი პირველი ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ISAF-ის საერთაშორისო მისიის დასკვნით ფაზაზე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე სამშვიდობო მისიას შეასრულებს. ბატალიონის მთავარ ამოცანას, კოალიციურ ძალებთან ერთად, ბაზის დაცვა, პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და ოპერაციის რაიონში მშვიდობის დამყარება წარმოადგენს.
წაკითხვა
ბრიტანულმა სამხედრო თვითმფრინავებმა რუსულ ბომბდამშენს გზა გადაუჭრეს
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 14:10:00
ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავებმა სახელმწიფო საზღვართან ახლოს რუსულ სტრატეგიულ ბომბდამშენ „ტუ 95-ს“ გზა გადაუჭრეს. სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების ინფორმაციით, „ტაიფუნის“ ტიპის თვითმფრინავები რუსული ბომბდამშენის გასაცილებლად შოტლანდიის ქალაქ ლოსიმუტიდან გაფრინდნენ.გავრცელებული ინფორმაციით, რუსული „ტუ 95“ საერთაშორისო საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა და ბრიტანეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.ბოლო თვეების განმავლობაში ბალტიისა და შავი ზღვების აკვატორიაში რუსული სამხედრო ავიაციის აქტივობა მკვეთრად გაიზარდა.
წაკითხვა
შიხიაშვილი ზუგდიდში ვეტერანებს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 13:49:00
ირაკლი შიხიაშვილმა სამეგრელოში მცხოვრებ ვეტერანებთან შეხვედრა დაასრულა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრა ზუგდიდის ენგურქაღალდ კომბინატის კულტურის სახლში გაიმართა. ვეტერანები შიხიაშვილს პრობლემებსა და საჭიროებებზე ესაუბრნენ. ირაკლი შიხიაშვილმა ძირითადი აქცენტი ვეტერანების დასაქმების საკითხზე გააკეთა და მათ პრობლემების ინდივიდუალურად მოგვარებას დაჰპირდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი, საკუთარი ინიციატივით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ვეტერანებს პირადად ხვდება. პირველი შეხვედრა ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გაიმართა, სადაც ხელმძღვანელმა ვეტერანებს სამომავლო გეგმები და განსახორციელებელი პროექტები გააცნო. შემდეგი რეგიონი სამცხე-ჯავახეთი იქნება.
წაკითხვა
სამთო სადაზვერვო ბატალიონის მორიგი ნაკადი ავღანეთიდან დაბრუნდა
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 13:02:00
ავღანეთიდან სამშობლოში სამთო სადაზვერვო ბატალიონის მორიგი ნაკადი უდანაკარგოდ დაბრუნდა. ქართველი სამხედროები 7 თვის განმავლობაში ყანდაღარის პროვინციაში მსახურობდნენ. 147 სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე დახვდა.გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ჯარისკაცებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა და ISAF-ის მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, კოალიციურ ძალებთან ერთად, სრული სპექტრის ოპერაციებს ასრულებდნენ. ყანდაღარის პროვინციის ბაზა 31 ოქტომბერს დაიხურა. უახლოეს მომავალში სამშობლოში სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სრული შემადგენლობა დაბრუნდება.
წაკითხვა
ირაკლი ალასანია სამხედრო მაღალჩინოსნების უდანაშაულობაში დარწმუნებულია
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 20:10:00
თავდაცვის მინისტრი დაკავებული სამხედროების დაცვას პირადად აპირებს, რათა მილიონების გაფლანგვაში ეჭვმიტანილებმა თავი დაჩაგრულად არ იგრძნონ. ირაკლი ალასანია სამხედრო მაღალჩინოსნების უდანაშაულობაში დარწმუნებულია. იგი პოლიტიკურ დონეზე დისკუსიის გამართვას აანონსებს. თავდაცვისსამინისტროს პირველი პირის პირველი კომენტარი ძალიან ფრთხილი და დიპლომატიური იყო. თუმცა მინისტრს არ დაუმალავს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას სერიოზული ზიანი უკვე მიადგა. დღის თემას გიორგი ფუტკარაძე წარმოგიდგენთ.
წაკითხვა
"აისაფის" პროგრამაში მონაწილეთა რეაბილიტაციისა და ინტეგრაციის საგანმანათლებლო ცენტრმა პრეზენტაცია გამართა
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 17:05:00
"აისაფის" პროგრამაში მონაწილეთა რეაბილიტაციისა და ინტეგრაციის საგანმანათლებლო ცენტრმა "მწვანეთა" ოფისში პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაზე "აისაფის" პროგრამაში მონაწილე სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებისა და 18 წლამდე მოზარდების რეაბილიტაციისა და ინტეგრაციის საგანმანათლებლო საკითხებზე იმსჯელეს და დახმარების გეგმა შეიმუშავეს. პრეზენტაციას გერმანიისა და აშშ-ის სამხედრო ატაშეს წარმომადგენლები და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
წაკითხვა
ავღანეთში ყანდაღარის საავიაციო ბაზას ქართველი სამხედროები ტოვებენ
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 17:01:00
ავღანეთში ყანდაღარის საავიაციო ბაზას ქართველი სამხედროები ტოვებენ. სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების მიერ „აისაფის“ მისიის დასრულება ბაზა ყანდაღარში საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა. ქართველმა ჯარისკაცებმა საქართველოს სახელმწიფო დროშა დაუშვეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ აშშ-ის საზღვაო ქვეითთა გაერთიანებული ჯგუფის წევრებს მედლები გადასცა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამთო-სადაზვერვო ბატალიონის პირადი შემადგენლობა ავღანეთში, ყანდაღარის, ურუზგანისა და ზაბულის პროვინციებში 7 თვის განმავლობაში ასრულებდა სამშვიდობო მისიას.
წაკითხვა
თავდაცვის სამინისტროს 5 დაკავებული მაღალჩინოსნის დამცველები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 16:12:00
თავდაცვის სამინისტროს 5 დაკავებული მაღალჩინოსნის დამცველები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, 2- თვიანი პატიმრობის შესახებ, უკანონოდ მიიჩნევენ და სააპელაციოში მის გაუქმებას მოითხოვენ.
წაკითხვა