საზოგადოებრივი
104.5 FM
ირაკლი ალასანია - ქვეყნის უსაფრთხოებას სერიოზული ზიანი მიადგა
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 16:04:00
ქვეყნის უსაფრთხოებას სერიოზული ზიანი მიადგა, – აცხადებს თავდაცვის მინისტრი. ირაკლი ალასანია სამხედრო მაღალჩინოსნების უდანაშაულობაში დარწმუნებულია. თავდაცვის მინისტრის პირველი კომენტარი გაფლანგულ მილიონებზე უკვე ცნობილია. უწყების პირველმა პირმა განცხადება გამთენიისას სამშობლოში დაბრუნებისთანავე გააკეთა. მინისტრი ამბობს, რომ საკითხზე უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე უნდა დაიწყოს მსჯელობა და საქმეზე საიდუმლო გრიფის მოხსნას ითხოვს. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები პროკურატურამ 28 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ბიუჯეტის კუთვნილი 4 მილიონ 102 ათას 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.ირაკლი ალასანიას განცხადებებს უკვე მოჰყვა შეფასებები კანონმდებელთა მხრიდან. ისინი დარწმუნებული არიან რომ გამოძიება გამჭვირვალედ წარიმართება, რაშიც თავდაცვის უწყებაც უნდა ჩაერთოს. მათ ასევე საქმეზე საიდუმლო გრიფის მოხსნაზეც გაამახვილეს ყურადღება. გიორგი ფუტკარაძე დეტალებით.
წაკითხვა
ერაყელი ქურთების სამხედრო დაჯგუფება, თურქეთის გავლით, სირიაში შევიდა
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 13:15:00
ერაყელი ქურთების სამხედრო დაჯგუფება, თურქეთის გავლით, სირიაში შევიდა. "პეშმერგას" სამხედრო ფორმირების ავტოკოლონა ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების წინააღმდეგ საომრად ქობანში შევიდა. ქურთმა მებრძოლებმა თურქეთ-სირიის საზღვარი ჯავშანტექნიკისა და მძიმე არტილერიის თანხლებით გადაკვეთეს. მათი მთავარი მიზანი ქობანის გარშემო პოზიციების გამაგრებაა, რომელსაც ამ დროისთვის სირიელი ქურთები იცავენ. თურქეთის ხელისუფლება ამ დრომდე ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ქურთი მებრძოლების ჩართვას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა საბოლოოდ შეიარაღებული კოლონის საზღვარზე გატარება გადაწყვიტა.
წაკითხვა
თავდაცვის მინისტრი დაკავებული თანამშრომლების უდანაშაულობაში დარწმუნებულია
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 12:13:00
თავდაცვის მინისტრი დაკავებული თანამშრომლების უდანაშაულობაში დარწმუნებულია. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ თბილისში დაბრუნებისას პირველი კომენტარი გააკეთა. ის გერმანიასა და საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. მინისტრმა განმარტა, რომ შესყიდვების პროცესს თვალს თავად ადევნებდა და მის კანონიერებაში ეჭვი არ ეპარება. ირაკლი ალასანია ამბობს, რომ უწყების მაღალჩინოსანთა დაკავებით ქვეყნის უსაფრთხოებას უკვე მიადგა სერიოზული ზიანი და ჭეშმარიტების დასადგენად საქმეზე საიდუმლო გრიფის მოხსნას ითხოვს. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები პროკურატურამ 28 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ბიუჯეტის კუთვნილი 4 მილიონ 102 ათას 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.
წაკითხვა
ირაკლი ალასანია - ჩემი თანამშრომლების სრულ უდანაშაულობაში დარწმუნებული ვარ
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 10:08:00
ჩემი თანამშრომლების სრულ უდანაშაულობაში დარწმუნებული ვარ, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს მისი უწყების მაღალჩინოსნების დაკავების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. მინისტრის განმარტებით, შესყიდვების პროცესს აკვირდებოდა და იცის, რომ ყველაფერი კანონთან სრულ შესაბამისობაში კეთდებოდა."მთავარი, რაზეც კონცენტრირებული უნდა ვიყოთ, არის ის, რომ ყველა შეკითხვას გაეცეს პასუხი. ამას სჭირდება გამჭვირვალე გამოძიება. მე დარწმუნებული ვარ ჩემი თანამებრძოლების, ჩემი თანამშრომლების სრულ უდანაშაულობაში, იმიტომ, რომ მე ვაკვირდებოდი შესყიდვების პროცესს და ვიცი, რომ ყველაფერი კანონთან სრულ შესაბამისობაში კეთდებოდა, თუმცა რადგან შეკითხვები გაუჩნდა ვიღაცას, ამას უნდა გაეცეს პასუხი", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ მისი უწყების მაღალჩინოსნების დაკავებით ქვეყნის უსაფრთხოებამ დიდი დარტყმა მიიღო.როგორც ალასანიამ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ვინაიდან ქვეყნის უსაფრთხოებას ზიანი უკვე მიადგა, აუცილებელია, ჭეშმარიტების დასადგენად, საქმეს გრიფით "საიდუმლო" მოეხსნას.მინისტრის თქმით, მთელი უწყება მოწადინებულია, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან და საზოგადოებამდე მივიდეს სრული ჭეშმარიტება.მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე 3 ნოემბერს მთავარ პროკურატურაში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი მოწმის სტატუსით დაიკითხება. ირაკლი ალასანია მიმდინარე კვირის განმავლობაში საფრანგეთსა და გერმანიაში იმყოფებოდა. მინისტრი ბერლინიდან დღეს, გამთენიისას დაბრუნდა.წყარო: "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა