საზოგადოებრივი
104.5 FM
19 ივნისს ევროკავშირი და გაერო-ს განვითარების პროგრამა თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგს იწყებს
გამოქვეყნებულია: 2017-06-16 12:27:00
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგს ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 19 ივნისიდან იწყებს. 60 მედიასაშუალების, 14 ტელევიზიის, 14 რადიოს, 12 ბეჭდური და 20 ონლაინ მედიის, მონიტორინგს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია", " ინტერნიუსი-საქართველო" და " სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი" ნოემბრამდე ჩაატარებენ. მედიამონიტორინგში მონაწილე მედია საშუალებების წარმომადგენლებთან დღეს დახურული საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა."სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის " გამგეობის თავმჯდომარის, გიორგი ჯოლოგუას განმარტებით, რადგან წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება, განსაკუთრებული ყურადღება რეგიონულ მედიაზე კეთდება. „მონიტორინგი აუცილებლად მეორე ტურების ჩათვლით გაგრძელდება. ჩვენ როგორც რაოდენობრივად, ასევე თვისობრივად ვაკვირდებით მოვლენებს. ტელევიზიებისა და რადიოების შემთხვევაში, ვაკვირდებით ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას და ამა თუ იმ მერობის კანდიდატს რა დრო, პრესის შემთხვევაში კი რა მოცულობა დაეთმო. ასევე, ვაკვირდებით სხვადასხვა კანდიდატი რა ტონით შუქდებოდა, ხოლო თვისობრივი ნაწილისას,  ვიკვლევთ ჟურნალისტური ეთიკის ნორმები ირღვეოდა თუ არა. ტელევიზიების ვებ გვერდებს არ ვაკვირდებით", -აღნიშნა ჯოლოგუამ.მედიამონიტორინგის შედეგების ანგარიშს ევროკავშირი და გაერო-ს განვითარების პროგრამა 3-ჯერ, სექტემბრის ბოლოს, ოქტომბერსა და დეკემბრში გამოაქვეყნებს. მონიტორინგის პერიოდში 60-ვე მედიასაშუალების რაოდენობრივი და თვისობრივი დაკვირვება მოხდება. ტელევიზიებსა და რადიოებში მონიტორინგის ქვეშ მთავარი საინფორმაციო საშუალებები იქნება. ტელეკომპანიებში თოქ-შოუებზე დაკვირვება კი აგვისტოს მე-2 ნახევრიდან დაიწყება.
წაკითხვა
ცხრა ოპოზიციური პარტია განცხადებას ავრცელებს - „არჩევნებს ვაფასებთ როგორც ტოტალურად გაყალბებულს, არათავისუფალს და არასამართლიანს“
განახლებულია: 2016-11-28 15:13:00
ცხრა ოპოზიციური პარტია მიიჩნევს, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. მათივე განცხადებით, 2016 წლის არჩევნები წინა არჩევნებთან შედარებით იყო ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი.აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.”ჩვენ ქვემორე ხელისმომწერი პარტიები მივიჩნევთ, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო გაყალბებული და უკან გადადგმული ნაბიჯი 2012, 2013 და 2014 წლის არჩევნებთან შედარებით, შემდეგი მიზეზების გამო:1. მმართველმა პარტიამ არ განახორციელო საკუთარი საარჩევნო პროგრამით დაპირებული საარჩევნო რეფორმა, არ გააუქმა არადემოკრატიული მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და მეტიც, არჩევნების წინ საარჩევნო კანონში ყველა ცვლილება განახორციელა დისკრიმინაციულად, ოპოზიციასთან კონსულტაციის გარეშე. არ იქნა გათვალისწინებული ოპოზიციის არცერთი შენიშვნა და წინადადება;2. უცვლელი დარჩა ამომრჩეველთა სიები, რომელიც არარეალურად მრავალრიცხოვანია და რასაც წინა ხელისუფლების პირობებში მწვავედ აკრიტიკებდა დღევანდელი რეჟიმი. დაპირების მიუხედავად არ იქნა შემოღებული ამომრჩევლის ბიომეტრიული ვერიფიკაციის მექანიზმი;3. სახელმწიფო აპარატი, საჯარო მოსამსახურეები, მ.შ: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტოტალურად იყვნენ ჩართული მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაში;4. ხელისუფლებამ შექმნა არაფორმალური ჯგუფები, როგორც სპორტსმენების ისე კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების შემადგენლობით, რომლებიც საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებითაც მობილიზებული იყვნენ ე.წ. „რთულ უბნებთან“ და ახდენდნენ ამომრჩეველზე ზეწოლას;5. საარჩევნო კამპანიის დროს ადგილი ჰქონ
წაკითხვა
დაინერგება თუ არა საქართველოში ელექტრონული არჩევნების სისტემა
განახლებულია: 2016-11-11 20:14:00
დაინერგება თუ არა საქართველოში ელექტრონული არჩევნების  სისტემა - იუსტიციის მინისტრი ადასტურებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში, ქვეყანა ახალი საარჩევნო მოდელის ასამოქმედებლად ტექნიკური და ტექნოლოგიური თვალსაზრისით მზად არის. პროექტი ჯერ არ არსებობს, თუმცა მომავალში იდეის განხილვას არც მმართველი პარტიის ლიდერები გამორიცხავენ. რეაქციები პოზიტიურია მესამე სექტორიდანაც. ელექტრონული არჩევნების დროს მოქალაქეები არჩევანს ხმის მისაცემ კაბინაში, ბიულეტენების ნაცვლად, კომპიუტერულ ეკრანზე აკეთებენ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კენჭისყრის მსგავსი სისტემით 2001 წლიდან სარგებლობენ. 
წაკითხვა
სააკაშვილი ენმ-ს წევრებზე: ამ ახირებულ ერთ-ორ პერსონაჟთან, არაფერი საერთო მინდა მქონდეს
გამოქვეყნებულია: 2016-11-09 23:34:00
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ  „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ სააკაშვილი ინტერვიუში აცხადებს, რომელიც მის „ფეისბუქ“ გევრდზე გამოქვეყნდა.მისივე თქმით, ის ურჩევდა თანაგუნდელებს, არ წასულიყვნენ მეორე ტურზე, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ორმაგი იმედგაცრუება იქნებოდა.„დაიწყეს  რაღაც უაზრო ლაპარაკი – სააკაშვილი კერპი უნდა იყო თუ არა? რა შუაშია სააკაშვილი?  რა შუაში ვარ ამ დებატებში მე? აქ საუბარი სხვა რაღაცაზეა. ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები და დედის რძესავით შევირგეთ ეს გაყალბება,ვურჩევდი არ წასულიყვნენ მეორე ტურზე, იმიტომ, რომ ორმაგი იმედგაცრუება იქნებოდა და არა, ერთ მანდატს მაინც წავგლიჯავთო და რა თქმა უნდა მოხდა ის, რასაც ვვარაუდობდით, ვერც ერთი მანდატი ვერ აიღეს და ამან გამოიწვია კიდევ უფრო მეტი დემორალიზება.„ნაციონალური მოძრაობა“  ყოველთვის ემზადებოდა ასეთი ხრიკებისთვის, ყოველთვის ჰქონდა გამზადებული ბრძოლის ვარიანტი და იმის მაგივრად, რომ ხალხს ვრაზმავდეთ, იმის მაგივრად, რომ ბრძოლისკენ და შეურიგებლობისკენ მოვუწოდებდეთ და გვქონდეს ზუსტი და ნათელი გეგმა, როგორ გადავლახოთ ეს უბედურება, ამის მაგივრად სადღაც ხელებს ვიშვერთ, თურმე პრობლემა არის სააკაშვილის, იმის, ამის.ამ ახირებულ ერთ-ორ პერსონაჟთან, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელობის შიგნით, ხალხმა იცოდეს, მე არაფერი საერთო მინდა მქონდეს. მე დავეხმარები ჩვენ ხალხს, აქტივისტებს, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“,- განაცხადა სააკაშვილმა.
წაკითხვა
ცესკო: შემოვიდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, სანდრა რულოვსი პარლამენტის წევრობაზე უარს ამბობს
გამოქვეყნებულია: 2016-11-07 18:42:00
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში “ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო სიის მე-2 ნომრის, სანდრა რულოვსის განცხადება შევიდა, რომლის მიხედვითაც,  საქართველოს ყოფილი პირველი ლედი პარლამენის წევრობაზე უარს ამბობს.ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელს ცესკო-ში დაუდასტურეს. 
წაკითხვა
საოლქო საარჩევნო კომისიებში მეორე ტურის შემდეგ 195 საჩივარი გაიგზავნა
გამოქვეყნებულია: 2016-10-31 20:06:00
ორმაცდაათ მაჟორიტარულ ოლქში გახსნილი 2 229 უბნიდან შესული ბიულეტენები უკვე დათვლილია. ცესკო-ს საბოლოო შედეგების გამოსაქვეყნებლად ვადა 18 ნოემბრამდე აქვს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში მეორე ტურის შემდეგ 195 საჩივარი გაიგზავნა. არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე მათგანის განხილვის შემდეგ ერთ-ერთ ოლქში ვითარება შეიცვალოს. საუბარია მცხეთაზე, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატების მონაცემებს შორის სხვაობა მხოლოდ 60 ხმაა. სალომე ქოქიაშვილი გვერთვება პირდაპირ ეთერში. 
წაკითხვა
ახალი პოლიტიკური რეალობა - "ქართული ოცნება” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შედის
გამოქვეყნებულია: 2016-10-31 20:01:00
დასრულებული არჩევნები და ახალი პოლიტიკური რეალობა: ,,ქართული ოცნება” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შედის. მეორე ტურის შემდეგ მმართველ პარტიას 115 მანდატი აქვს. პირველი ტურის შედეგები უცვლელი დარჩა „ნაციონალური მოძრაობისთვის”, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში 27 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. ექვსი ადგილი აქვს "პატრიოტთა ალიანსს". საფრთხე თუ შესაძლებლობა დაანონსებული რეფორმების გასატარებლად: საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას სკეპტიკურად უყურებენ ხელისუფლების ოპონენტები და მესამე სექტორის წარმომადგენლები. ნეგატიური რეაქციები უსაფუძვლოა მმართველი გუნდისთვის, რომელიც ქვეყნის უზენაეს კანონში გარკვეული ცვლილებების შესატანად სამუშაო ჯგუფის შექმნას გეგმავს. 
წაკითხვა
დავით ბაქრაძე: "არჩევნების შედეგებმა ჩვენ ნამდვილად არ მოგვკლა"
განახლებულია: 2016-10-31 16:17:00
დავით ბაქრაძე სპეციალური ბრიფინგით არჩევნების შედეგებს ეხმიანება. მისი თქმით, ბრძოლა არ დამთავრებულა და ამით ყველაფერი იწყება. ბაქრაძის შეფასებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” არჩევნებზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო და ეს ორმაგად მნიშვნელოვანია მომავალი საქმიანობის გაგრძელებისათვის.“ჩვენ არ გვქონია ილუზია, როგორ პირობებში ჩატარდებოდა მეორე ტური. მაგრამ ჩვენ შევედით ბრძოლაში, იმიტომ რომ არ ვაპირებდით გვეჩუქნა 45 ადგილი “ქართული ოცნებისათვის”. მომავალ წლებში, როდესაც საზოგადოება იგრძნობს ერთპიროვნული ძალის შედეგებს, ჩვენ ვიქნებით მართლები მორალურად, რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ. ამიტომ ჩვენი ბრძოლა გრძელდება. ის ფაქტი რომ ჩვენ ამ არჩევნებში ავიღეთ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, გვიქმნის მომავალის საქმიანობის მნიშვნელოვან საფუძველს. ეს იქნება ბრძოლა უკეთესი, მრავალპარტიული საქართველოსათვის. ჩვენი ბრძოლა გრძელდება. დღეს ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, გვჭირდება ერთიანობა და აქედან გამომდინარე თქვენ იხილავთ კონკრეტულ გადადგმულ ნაბიჯებსაც. რაც არ კლავს, გაძლიერებს. ამ არჩევნების შედეგებმა ჩვენ ნამდვილად არ მოგვკლა. დროა გაძლიერების", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი: მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა და გარკვეულწილად, ეს იყო საზოგადოების დაკვეთა
განახლებულია: 2016-10-31 14:07:00
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა და გარკვეულწილად, გიორგი მარგველაშვილის თქმით, ეს საზოგადოების დაკვეთა იყო.ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში, ბრიფინგზე განაცხადა.  „მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა და გარკვეულწილად, ეს იყო საზოგადოების დაკვეთა. თუმცა, ამავე დროს, მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ პოლიტიკური მოღვაწეობა არჩევნებით კი არ მთავრდება, არამედ იწყება. შესაბამისად, აქტიურად მოგიწოდებთ ყველას იყოთ ჩართულები დისკუსიებში, ხელისუფლების კონტროლში და აქტიურ პოლიტიკურ დიალოგში“,- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტში მოხვედრილ პარტიებს გამარჯვება მიულოცა და მათ წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.  მმართველი გუნდი პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შედის – ასეთია მეორე ტურის შედეგები, ცესკოს ამ დროინდელი მონაცემებით.ოთხთვიანი საარჩევნო კამპანია და ორტურიანი საპარლამენტო არჩევნები - დასრულდა. 50 მაჟორიტარული ოლქიდან, 48 -ში “ქართული ოცნების” კანდიდატი იმარჯვებს. მხოლოდ ორ ოლქში - მთაწმინდაზე მაჟორიტარობის დამოუკიდებლი, ხოლო ხაშურში მრეწველების კანდიდატი ლიდერობს. ჯამში ოცნებას 115 დეპუტატი ეყოლება, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად კი, 113 მანდატიც საკმარისია. „ნაციონალური მოძრაობა" საკანონმდებლო ორგანოში 27, პატრიოტთა ალიანსი 6, ხოლო მრეწველები კი 1 მანდატით შევლენ. 
წაკითხვა
სასწრაფოდ
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, 48 ოლქში „ოცნების“ კანდიდატები, ერთში „მრეწველების“, ერთში კი დამოუკიდებელი კანდიდატი იმარჯვებს
განახლებულია: 2016-10-31 06:12:00
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, რომელიც ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 50 მაჟორიტარული ოლქიდან 48 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატები, ერთში „მრეწველების“, ერთში კი დამოუკიდებელი კანდიდატი იმარჯვებს. ამ დროისთვის უკვე დათვლილია ყველა უბანი. ხმების რაოდენობა და პროცენტული გადანაწილება ასეთია: #1 მაჟორიტარული ოლქი (მთაწმინდა)დათვლილია 31-ვე უბნის მონაცემები 42. სალომე ზურაბიშვილი, დამოუკიდებელი კანდიდატი: 67.58 %, მიღებული ხმების რაოდენობა: 113605. ნიკოლოზ რურუა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”: 32.42 %, მიღებული ხმების რაოდენობა: 5449#2 მაჟორიტარული ოლქი (ვაკე)დათვლილია 32-ვე უბნის შედეგები: 41. ბიძინა გეგიძე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”: 75.52 %, მიღებული ხმების რაოდენობა: 127205. ელენე ხოშტარია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”: 24.48 %, მიღებული ხმების რაოდენობა: 4123
წაკითხვა
წინასწარი მონაცემებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურში 6-ვე ოლქში „ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ
განახლებულია: 2016-10-31 05:28:00
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს. 6-ვე ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ. შედეგები ასე გამოიყურება: # 68 ბათუმის ოლქი: დათვლილია 41-ვე უბანიN41 - ვახტანგ წულაძე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 66.63% (11 789 ხმა)N5 - ელგუჯა ბაგრატიონი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 33.37% (5 905 ხმა)# 69 ბათუმის ოლქი დათვლილია 38-ვე უბანიN41 - ილია ვერძაძე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 69.87% (10 622 ხმა) 
წაკითხვა
„ეს იყო დამაჯერებელი გამარჯვება“ - დიმიტრი ხუნდაძე ცესკო-ს მონაცემებს ეხმაურება
გამოქვეყნებულია: 2016-10-31 03:42:00
„ეს იყო დამაჯერებელი გამარჯვება“, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე ცესკო-ს პირველად შედეგებს, რომლის თანახმად, 45-ვე უბნის მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში ხუნდაძე იმარჯვებს. როგორც ხუნდაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, არსებობდა ინფორმაცია მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ და სწორედ ამიტომ იყო შეინიშნებოდა საპატრულო პოლიციის მობილიზება, თუმცა მისივე თქმით, არცერთ უბანზე რაიმე სახის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და პროცესებმა მშვიდად ჩაიარა. შეგახსენებთ, ცესკო-ს მონაცემებით, 37-ე ოლქში დათვილილია 45-ვე უბანი, შედეგები კი ასე გამოიყურება: მმართველი გუნდის კანდიდატ დიმიტრი ხუნდაძეს ხმათა 50.11 % აქვს (13736), ხოლო მის კონკურენტს, დამოუკიდებელ კანდიდატ ცერაზ ჩოჩელს - 49.89 (13676).
წაკითხვა
სასწრაფოდ
ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, მცხეთის ოლქში დიმიტრი ხუნდაძე 60 ხმით იმარჯვებს
გამოქვეყნებულია: 2016-10-31 03:24:00
# 37 მცხეთის ოლქში არსებული 45-ვე უბნის მონაცემების დაჯამების შემდეგ, ცესკო-ს მონაცემებით, მმართველი გუნდის კანდიდატ დიმიტრი ხუნდაძეს ხმათა 50.11 % აქვს (13736), ხოლო მის კონკურენტს, დამოუკიდებელ კანდიდატ ცერაზ ჩოჩელს - 49.89 (13676).
წაკითხვა
ალასანიამ გორის ოლქში 15.08% მიიღო
გამოქვეყნებულია: 2016-10-31 00:58:00
არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის მიუხედავად, ირაკლი ალასანიამ გორის #41 მაჟორიტარულ ოლქში ხმათა 15.08% (1476 ხმა) მიიღო. ოლქში მმართველი გუნდის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე ხმათა 84.92 %-ით ლიდერობს (8311 ხმა). შეგახსენებთ, ალასანიამ კანდიდატურა 10 ოქტომბერს მოხსნა, თუმცა არსებული კანონმდებლობის თანახმად, მისი გვარი ბიულეტენებში მაინც დარჩა. აღნიშნულ მაჟორიტარულ ოლქში სულ 41 უბანია, საიდანაც 38 უბნის მონაცემები დათვლილია.
წაკითხვა
რა დარღვევებზე საუბრობენ არასამთავრობოები
გამოქვეყნებულია: 2016-10-31 00:47:00
„სამართლიანი არჩევნები“ ზუგდიდის  66-ე საარჩევნო ოლქის 72-ე უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კენჭისყრის ფარულობის დარღვევის ფაქტები ხმების დათვლის დროს აღმოაჩინეს. დამკვირვებლების ინფორმაციით, 35 კონვერტში, ბიულეტენებთან ერთად, ამომრჩევლების ბარათებიც იდო, რაც მათ იდენტიფიცირებას ახდენდა. ხმის დათვლის პროცესში გარკვეული ხარვეზები, ორგანიზაციის განცხადებით, სხვადასხვა უბანზეც დაფიქსირდა. კენჭისრის დასრულების შემდეგ, შემაჯამებელი ბრიფინგი გამართეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესს აკვირდებოდნენ. მათი განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში ფიქსირდებოდა გარკვეული ტექნიკური ხასიათის დარღვევები. პრობლემები იყო, კომისიის წევრების კვალიფიკაციის კუთხით. სადამკვირვებლო ორგანიზაციების შენიშვნები მარკირების პროცედურის დარღვევას, მარკირებიანი ამომრჩევლის საარჩევნო უბნებზე შეღწევის მცდელობას და დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის ფაქტებს უკავშირდებოდა. მათი ინფორმაციით, კვლავ პრობლემად რჩება პირველ ტურში გამოკვეთილი ტენდენცია, საარჩევნო უბნების მიმდებარედ კოორდინატორების მობილიზება. მედიაცენტრში ხმის დათვლის პროცედურებთან დაკავშირებით შემაჯამებელ ბრიფინგებს ხვალ გამართავენ.
წაკითხვა
ენმ: ეწერის უბანზე კონვერტებში, ბიულეტენებთან ერთად, ამომრჩევლის საინფორმაციო ფურცლები იდო
გამოქვეყნებულია: 2016-10-31 00:42:00
დარღვევებზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის ოლქის ზედა ეწერის 72-ე საარჩევნო უბანზე. ოპოზიციის წევრთა განცხადებით, ადგილი ჰქონდა არჩევანის ფარულობის პრინციპის დარღვევას. კონკრეტულად კი კონვერტებში, ბიულეტენებთან ერთად, ამომრჩევლის საინფორმაციო ფურცლები იდო, ასევე დაახლოებით 22 ბიულეტენი ოთხკუთხედად იყო შემოხაზული და მასზე ამომრჩევლის ინიციალებიც იყო მიწერილი. ზედა ეწერის 72-ე უბანზე 368 ამომრჩეველი მივიდა უბანზე. აქ როგორც მაჟორიტარ დეპუტატს, ასევე გამგებელს ირჩევენ. საოლქო კომისიაში  საკითხზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
წაკითხვა
პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური - ბოლო მონაცემები აჭარიდან
გამოქვეყნებულია: 2016-10-31 00:37:00
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან ერთად, აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურიც გაიმართა. უსკო-ს მონაცემებით, კენჭისყრის პროცესში ამომრჩეველთა 37 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა, რაც 15 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე 8 ოქტომბერს. მერაბ წულუკიძე ბოლო მონაცემებით ბათუმიდან.
წაკითხვა
წინასწარი შედეგები და კანდიდატების შეფასებები - რა ვითარებაა თელავში
გამოქვეყნებულია: 2016-10-31 00:28:00
კენჭისყრის წინასწარ შედეგებს უკვე გამოეხმაურნენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები თელავის ოლქში. ჯანა დიდებაშვილი საოლქო კომისიის მონაცემებითა და კანდიდატების შეფასებებით.
წაკითხვა
მცხეთის ოლქში დიმიტრი ხუნდაძე ლიდერობს
გამოქვეყნებულია: 2016-10-31 00:18:00
მცხეთის ოლქში მმართველი პარტიის კანდიდატ დიმიტრი ხუნდაძეს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი უპირისპირდება. კენჭისყრის პროცესმა ოლქში, საერთო ჯამში, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ამ დროისთვის დათვლილია 20 უბნის მონაცემები. 16 უბანზე ლიდერობს დიმიტრი ხუნდაძე. მარიამ მენაბდე ბოლო მონაცემებით მცხეთიდან.
წაკითხვა
მარნეულში, თამაზ ნავერიანის შტაბში გამარჯვებას ზეიმობენ
განახლებულია: 2016-10-31 00:15:00
მარნეულში, არჩევნების მეორე ტურის ოფიციალურ შედეგებამდე, „ქართული ოცნების“ კანდიდატის მხარდამჭერები გამარჯვებას აღნიშნავენ. როგორია ოლქში დაფიქსირებული ბოლო მონაცემები - რუსუდან ლოლაძე დეტალებით.
წაკითხვა