საზოგადოებრივი
104.5 FM
მარტვილის 65-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ „ქართული ოცნებისა“ და ენმ-ის საჩივრები არ დააკმაყოფილა
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 18:06:00
მარტვილის 65-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ ქართული ოცნებისა და ენმ-ის საჩივრები განიხილა. კომისიამ არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. ქართული ოცნების საარჩევნო შტაბი 10 უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლას ითხოვდა. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას,  ისინი 39-ე უბნის გადათვლას ითხოვდნენ.
წაკითხვა
„პატრიოტთა ალიანსი“ მეორე ტურში მონაწილეობას გეგმავს - პოლიტიკური სპექტრის გამოხმაურება #მოამბეში
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 18:00:00
პატრიოტთა ალიანსი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას გეგმავს. ეს განცხადება ოპოზიცური პარტიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდების საპასუხოდ გააკეთეს,- პარტია ყველა ოპოზიციურ სუბიექტს მოუწოდებს არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადონ.როგორია  პოლიტიკური სპექტრის გამოხმაურება - ნოდარ ჩაჩუა დეტალებით.
წაკითხვა
„ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტი მეორე ტურს - პოლიტიკური შეფასებები #მოამბეში
განახლებულია: 2017-10-24 16:10:00
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ნაციონალური მოძრაობის ბოიკოტზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. გადაწყვეტილებაზე რომელიც პოლიტსაბჭოს 5-საათიან სხდომაზე მიიღეს, აზრთა სხვადსხვაობაა თავად გუნდშიც. ნოდარ ჩაჩუა დეტალებით.
წაკითხვა
სასამართლო თიანეთის მერის არჩევნებთან დაკავშირებულ სარჩელს განიხილავს
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 16:00:00
მცხეთის რაიონული სასამართლო  ორგანიზაცია „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“  სარჩელს განიხილავს. საუბარია თიანეთის მე-19 ოლქის მე-20 უბნის შედეგების გაუქმებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით სარჩელი უკვე წარადგინა თამაზ მეჭიაურმაც და ქართული ოცნება მისი მხარდამჭერი ბიულეტინების მითვისებაში დაადანაშაულა. ნათია ქენქაძე სასამართლო სხდომის დეტალებით. 
წაკითხვა
ლელა ქიტესაშვილი - თამაზ მეჭიაური პროვოკაციებს არ ერიდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 15:54:00
დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო სიმართლის მხარეს დაიჭერს და მე გავხდები თიანეთის მერი - აცხადებს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი. პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს, რომ ხმების გადათვლის პროცესი თიანეთის საოლქო კომისიაში წესისა და კანონის დაცვით ჩატარდა.„სწორედ ჩვენი სარჩელით მოხდა გადათვლა ბათილი ბიულეტენების, სადაც აღმოჩნდა 5 ბიულეტენი, რომელზეც ჩემი გვარი იყო შემოხაზული და ამან შეცვალა შედეგიც“, - განაცხადა ქიტესაშვილმა.ლელა ქიტესაშვილი კონკურენტ კანდიდატს თამაზ მეჭიაურს პროვოკაციებში ადანაშაულებს.„თამაზ მეჭიაური და მისი შტაბი პროვოკაციებს არ ერიდებიან. ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ მე მაქვს სიმართლისა და ობიექტურობის იმედი და მეჭიაურს მოუწევს აღიაროს მარცხი“, - აცხადებს "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი.შეგახსენებთ, რომ ლელა ქიტესაშვილს, ცესკო-ს ოფიციალური მონაცემებით, თიანეთში ხმების 50.03% აქვს მიღებული და ის თამაზ მეჭიაურს ოთხი ხმით უსწრებს.
წაკითხვა
ეკა ბესელია - არჩევნები იმდენად მაღალ დონეზე ჩავატარეთ, რომ კითხვის ნიშნები არსად არ უნდა დარჩეს, მათ შორის არც თიანეთის ოლქში
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 13:51:00
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმდენად მაღალ დონეზე ჩავატარეთ და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები იმდენად კარგია, რომ ვისურვებდი, კითხვის ნიშნები არსად არ დარჩეს, მათ შორის არც თიანეთის ოლქში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა, რომელიც თიანეთის ოლქში განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა. ბესელიას თქმით, პროცედურულად რაც საჭიროა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, იქნება ეს საოლქო დონეზე, თუ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სახით. "ამ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს. მომხრე არ ვართ, რომ არჩევნების ობიექტურად ჩატარებასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშნები გაჩნდეს. მათ შორის, ამ ოლქში. ამიტომ, რა კითხვებიც ისმება, მომხრე ვარ, რომ მას პასუხი გაეცეს. არ ვფიქრობ, რომ ამაზე თვალი უნდა დავხუჭოთ. კანდიდატი ვინც არ უნდა იყოს, თუკი არჩევნების შედეგებს კონკრეტული მტკიცებულებებით სადავოდ ხდის, ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული, რომ კითხვებს პასუხი გაეცეს და საკითხი სამართლებრივად სწორად გადაწყდეს. ეს მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრება არ არის", - აღნიშნა ბესელიამ. 
წაკითხვა
„ახალი საქართველო“ თბილისში 6 საარჩევნო უბნის მონაცემებს ასაჩივრებს
განახლებულია: 2017-10-24 12:37:00
ერთობა „ახალი საქართველო“ თბილისში 6 საარჩევნო უბნის მონაცემებს ასაჩივრებს და მათ ხელახალ დათვლას ითხოვს. გიორგი ვაშაძემ დღეს მანიპულაციის ფაქტებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, მის პარტიას მოპოვებული ხმები დააკლეს.  ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენლებმა მათ მიერ ისნის საოლქო კომისიაში გადაღებული ვიდეომასალა - ერთ-ერთი ამომრჩევლის მიერ ვაკის 50-ე საარჩევნო უბანზე გადაღებული ფოტო წარადგინეს. 
წაკითხვა
თამაზ მეჭიაური სარჩელს ამზადებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 12:05:00
თამაზ მეჭიაური სარჩელს ამზადებს. ის საოლქო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებას და ქართული ოცნების კანდიდატისთვის მიკუთვნებული 5 ხმის გაბათილებას ითხოვს. მეჭიაური განცხადებას მცხეთის სასამართლოში რამდენიმე წუთში წარადგენს. პარალელურად, უკვე ჩანიშნულია 15  საათზე სასამართლო სხდომა, სადაც სადამკვირვებლო ორგანიზაცია აღნიშნულ უბნის შედეგების სრულად გაბათილებას ითხოვს. ნათია ქენქაძე დეტალებით.
წაკითხვა
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 22:50:00
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა.პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, 32 საჩივარი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან იყო დაწერილი და ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა.საჩივრის ავტორები კომისიის წევრებისა და თავმჯდომარეების მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვდნენ.საოლქო საარჩევნო კომისიამ შვიდი საჩივარი დააკმაყოფილა.
წაკითხვა
ლევან გოგიჩაიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება მეორე ტურთან დაკავშირებით, არასერიოზული და პოპულისტურია
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 21:40:00
„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება მეორე ტურთან დაკავშირებით, არასერიოზული და პოპულისტურია” - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, პარტია თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. არგუმენტი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისთვის” ამ გადაწყვეტილების საფუძველი გახდა, გოგიჩაიშვილისთვის მიუღებელია. დეპუტატს ოპონენტების ბრალდების საპასუხოდ, რომ არჩევნები გაყალბდა, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება მოჰყავს. „თქვენ ნახეთ პირველადი შეფასებები, სადაც ეუთო-მ დადებითად შეაფასა არჩევნები, ამ ანგარიშს ბევრი ქვეყანა წაიკითხავს. თქვენ ნახეთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები ესწრებოდნენ თვითმმართველობის პროცესს. სამი ელჩი - დიდი ბრიტანეთის, ჰოლანდიისა და აშშ-ის იმყოფებოდა კრწანისის მე-18 უბანზე, შესაბამისად თავად ნახეს პროცესი ამ ადამიანებმა. ყველა შეფასებაში არჩევნებს აქვს სრული მხარდაჭერა. ფასდება, როგორც უპრეცედენტოდ მშვიდი, დემოკრატიული და პლურალისტული. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ საბჭოს ეს გადაწყვეტილება არჩევნების ხარისხზე ბუნებრივია გავლენას ვერ მოახდენს,”- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.საპარლამენტო უმრავლესობის წევრისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება გაუგებარი და ლოგიკას მოკლებულია.„ვერ ვხვდები ამ გადაწყვეტილების აზრს, თუ აპირებ შესვლას საკრებულოში, მაშინ რატომ არ იღებ მეორე ტურში მონაწილეობას. მაშინ საერთოდ ნუ შევლენ საკრებულოში, ანუ ლოგიკა არ არის. ეს მათი გადაწყვეტილებაა მიიღებენ თუ არა მეორე ტურში მონაწილეობას. თუ არ მიიღებენ, ნაკლები რესურსი დაიხარჯება სახელმწიფოს მხრიდან, თანხები დაიზოგება. მეორე ტურში მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ არ გასულა. ბორჯ
წაკითხვა
სალომე სამადაშვილი - ენმ-ის პოლიტიკური საბჭო შეცდა, როდესაც მეორე ტურზე ბრძოლა დათმო, სამწუხაროდ, მე უმცირესობაში აღმოვჩნდი
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 21:33:00
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი პარტიის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ენმ-მ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, შეცდომად მიიჩნევს.როგორც სამადაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელიდან გაშვებული პოლიტიკური შესაძლებლობაა.„ვფიქრობ, ენმ-ის პოლიტიკური საბჭო შეცდა, როდესაც დღეს ქუთაისსა და მარტვილში მეორე ტურზე, თუნდაც უსამართლო პირობებში, ბრძოლა დათმო. სამწუხაროდ, მე უმცირესობაში აღმოვჩნდი. პარტიის მთელი რესურსი უნდა მიგვემართა მეორე ტურზე. გაყალბების ლუსტრაციასაც უკეთ მოვახდენდით. ხელიდან გაშვებული პოლიტიკური შესაძლებლობაა. პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, იმედია, უმრავლესობის პოზიცია სწორი აღმოჩნდება, რასაც მხოლოდ მომავალი გვაჩვენებს“,- აცხადებს სალომე სამადაშვილი.„ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა.„ნაციონალური მოძრაობა“ მერობის არჩევნების მეორე ტურში მარტვილსა და ქუთაისში გავიდა.
წაკითხვა
რა შედეგებით დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 20:05:00
ახალარჩეული მერები და საკრებულოები მუშაობას ნოემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყებენ. ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ხუთიდან ოთხ თვითმმართველ ქალაქს მერობის სახელისუფლებო კანდიდატები იბარებენ. გამონაკლისი ქუთაისია, სადაც მეორე ტური იქნება. მეორე ტურისთვის ემზადებიან ექვს თემშიც. რაც შეეხება პროპორციულ სიებს: 64-ვე მუნიციპალიტეტში სურათი ქართული ოცნების სასარგებლოდაა. მმართველი პარტიის კანდიდატები ლიდერობენ მაჟორიტარულ არჩევნებშიც. ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 644-ვე უბნის მონაცემები აქვს დათვლილი. საჩივრების განხილვისთვის პოლიტიკურ სუბიექტებს რვა დღე რჩებათ.  ქეთი ქაშაკაშვილი თემის დეტალებით.
წაკითხვა
ფოთში, ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა 31-ე უბნის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ, კომისიამ არ დააკმაყოფილა, რასაც ხმაური მოჰყვა
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 19:31:00
ფოთში,  70-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა 31-უბნის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ, რასაც ხმაური მოჰყვა. კომისიამ მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია. პარტიების წარმომადგენლები შენობაში შესვლას ცდილობდნენ, სამართალდამცავები კი მათ ამის საშუალებას არ აძლევდნენ. მოგვიანებით შენობაში ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი შევიდა.,,კვლავაც 31-ე უბნის გაუქმებას მოვითხოვთ და ვაპირებთ სამართლებრივი გზებით ბრძოლას",- აცხადებს ,,ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი გიგა გვასალია.
წაკითხვა
ფოთში ოპოზიციური პარტიები 31-ე უბნის შედეგების გაბათილებასა და გაუქმებული ბიულეტენების თავიდან დათვლას ითხოვენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 18:17:00
ფოთში, 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან, საჩივრების განხილვის პარალურად, საპროტესტო აქციას მართავენ ოპოზიციური პარტიები. ისინი 31-ე უბნის შედეგების გაბათილებასა და გაუქმებული ბიულეტენების თავიდან დათვლას ითხოვენ. ,,ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ საოლქო-საარჩევნო კომისია გამოიჩენს ობიექტურობას და დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას", - აცხადებს ,,ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი ვახტანგ დარცმელიძე. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიები პერმანენტული საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან.
წაკითხვა
საოლქო საარჩევნო კომისიებმა მარნეულში საჩივრების განხილვა დაიწყეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 18:04:00
საოლქო საარჩევნო კომისიებმა საჩივრების განხილვა დაიწყეს. ამ წუთებში პროცესი მიმდინარეობს მარნეულში. კენჭისყრის დღეს ოლქში სულ 32 საჩივარი დაიწერა. საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ მათი ძირითადი ნაწილი პროცედურული ხასიათის არის და შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს. მარნეულში რუსუდან ლოლაძე მუშაობს. 
წაკითხვა
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური ექვს მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება
განახლებულია: 2017-10-23 16:10:00
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური ექვს მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. ამ დროის მონაცემებით ეს ოლქებია: ყაზბეგი, ხაშური, ბორჯომი, მარტვილი, ოზურგეთი და ქუთაისი. საბოლოო მონაცემებს ცენტრალური საარჩევნო კომისია 9 ნოემბერს გამოაქვეყნებს. კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტური უნდა ჩაინიშნოს არაუგვიანეს 15 ნოემბრისა. როგორც ცესკო-ში ამბობენ, ამ დროისთვის 500-მდე სხვადასხვა სახის საჩივარია შესული, რომელზეც რეაგირება გაცნობის შემდეგ დაიწყება. 
წაკითხვა
თამარ ქალდანი - ჯერ შეუძლებელია ითქვას, დაირღვა თუ არა ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობა
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 16:05:00
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი კენჭისყრის დღეს დამკვირვებლების მიერ ამორჩეველთა სიიდან სარეგისტრაციო ნომრების ამოწერის ფაქტს გამოეხმაურა.თამარ ქალდანის თქმით, ჯერ შეუძლებელია ითქვას, დაირღვა თუ არა ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობა. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, დამკვირვებლებმა სამსახურს მიაწოდონ კონკრეტული ფაქტები  და ამის შემდეგ გაირკვეს, თუ რა მიზნით იღებდნენ სიიდან რეგისტრაციის ნომრებს.„დამკვირვებლებს უფლება აქვთ, მონიტორინგი გაუწიონ საარჩევნო პროცესს, რათა მათ რაიმე დარღვევა თავიდან აირიდონ, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ისინი სარეგისტრაციო ნომრებს იდენტფიცირებისა და ამომრჩეველზე ზეწოლოს მიზნით იყენებდნენ, ეს კანონდარღვევად ჩაითვლება“, - აცხადებს ქალდანი. თამარ ქალდანს რეკომენდაციები აქვს და ამბობს, რომ საარჩევნო კოდექსში მკაფიოდ უნდა გაიწეროს კენჭისყრის პროცესში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობები.ის ასევე მიმართავს პოლიტურ პარტიებს და მზაობას აცხადებს, მომავალი არჩევნებისთვის მათ კონკრტულად განემარტოთ, რას ნიშნავს პერსონალური მონაცემები.
წაკითხვა
„ლეიბორისტული პარტია“ ხმების თავიდან დათვლას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 14:18:00
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი საარჩევნო უბნების გახსნასა და ხმების თავიდან დათვლას ითხოვს. მისი თქმით, "ლეიბორისტული პარტია" პროცედურულ მოქმედებებს მალე დაიწყებს. "როგორც ცნობილია, ხელისუფლებამ უმთავრესი დარტყმა {"ლეიბორისტულ პარტიაზე" მიიტანა, თუმცა საერთო ბარიერი გადავლახეთ. თბილისის ყუთებში და დალუქულ ურნებში დევს დიდი საიდუმლოება, თუ როგორ მოახერხა ივანიშვილის, ბოკერიასა და თარხან-მოურავის ალიანსმა არჩევნების გაყალბება. კატეგირიულად მოვითხოვთ, გაიხსნას თბილისის ყველა უბანი და ცენტრალიზებული წესით თავიდან გადაითვალოს ყველა ხმა. ამის თაობაზე უახლოეს ხანში დავიწყებთ პროცედურულ მოქმედებებს",- განაცხადა ნათელაშვილმა.
წაკითხვა
აშშ-ის საელჩო - ვულოცავთ საქართველოს მთავრობასა და ხალხს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც კარგად იყო ადმინისტრირებული და დიდწილად მშვიდობიან გარემოში ჩატარდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 14:04:00
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ულოცავს საქართველოს მთავრობასა და ხალხს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც კარგად იყო  ადმინისტრირებული და დიდწილად მშვიდობიან გარემოში ჩატარდა, თავისუფლების ფუნდამენტური უფლების  დაცვით, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, რომელიც საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. "ვეთანხმებით ეუთო-ს წინასწარ ანგარიშს, რომელშიც დადებითად აღინიშნა, რომ კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის ჩატარება და ზოგადად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული იყო.  აგრეთვე, ვიზიარებთ ეუთო-ს მოსაზრებას, რომ მმართველი პარტიის უპირატესი პოზიცია ხაზს უსვამს მის პასუხისმგებლობას,  უზრუნველყოს ისეთი გარემო, სადაც კონკურენტების შესაძლებლობები არ შეიზღუდება. ეუთო-ს შეფასებაში ასევე საუბარია საჩივრებზე ამომრჩეველთა დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საჩივარი.ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს ჩვენი საერთო მიზნის განხორციელებას და მხარს უჭერს  საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ განვითარებას  და მის სწრაფვას, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი  საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში",-ნათქვამია აშშ-ის საელჩო განცხადებაში.   
წაკითხვა
"ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატმა ჯეიხუნ ჩოიდაროვმა, რომელიც არჩევნებამდე ორი დღით ადრე დაჭრეს, არჩევნებში გაიმარჯვა
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 13:40:00
არჩევნებამდე ორი დღით ადრე სოფელ ყიზილაჯლოში "ქართული ოცნების" ოფისთან დაჭრილმა დეპუტატობის კანდიდატმა ჯეიხუნ ჩოიდაროვმა არჩევნებში გაიმარჯვა.მან 1837 ხმა აიღო, რაც საერთო ამომრჩევლის 80,89% -ია. ჯეიხუნ ჩოიდაროვი მარნეულის საკრებულოში "ქართული ოცნების" სახელით მაჟორიტარად შევა.რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის მკურნალობას მარნეულის საავადმყოფოში განაგრძობს. ექიმების განმარტებით, მისი მდგომარეობა უცვლელია და სტაბილურად მძიმეა. მას მუცლის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აქვს.
წაკითხვა