საზოგადოებრივი
104.5 FM
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნება“ ლიდერობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 12:16:00
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით ქართული ოცნება 55.73 პროცენტით ლიდერობს. მეორე ადგილზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გავიდა 17.07 პროცენტით. ევროპული საქართველო - 10.4 პროცენტი, პატრიოტთა ალიანსი - 6.56 პროცენტი, ლეიბორისტული პარტია - 3.27 პროცენტი, მოძრაობა თავისუფალი საქართველო - 2.58 პროცენტი. ცესკო-ს მონაცემებით, არჩევნებზე რეგისტრირებული ამომრჩევლის 45%-ზე მეტი მივიდა.
წაკითხვა
ეგზიტპოლის შედეგების დარღვევით გამოქვეყნებისთვის კომუნიკაციების კომისიამ რვა ორგანიზაციას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 11:51:00
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების წესის დარღვევით გამოქვეყნების გამო რვა ორგანიზაციას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის (საქალაქო) სასამართლოს გადაუგზავნა.საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით „Edison Research“-ის მიერ ჩატარებული არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებაზე (08.10.2017).ეს ორგანიზაციებია:შპს „ტელეკომპანია პირველი“;ა(ა)იპ „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო“;შპს „გურიის მოამბე“;შპს „ახალი ამბები“, ბრენდული სახელი „ინტერპრესნიუსი“;შპს „Georgian National News“, ბრენდული სახელი GNN;შპს „New Post“;შპს „ომედია“, ბრენდული სახელი on.ge;ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“, ბრენდული სახელი - „ტაბულა“.საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს:ა) ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა;ბ) საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი ან დამფინანსებელი;გ) კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და თანამიმდევრობა;დ) საველე კვლევის ჩატარების დრო;ე) გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი;ვ) რა არეალში ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა შერჩევა;ზ) ეფუძნება თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს;თ) იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უარი განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვას პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა;ი) შერჩევის ზომა;კ) ცდომილების ფარგლები;ლ) ინფორმაცია სხვა ნებისმიერი ფაქტორის შესახებ, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შედეგებზე.ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ა
წაკითხვა
მარტვილში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი ათ საარჩევნო უბანზე ხმების გადათვლას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 11:16:00
"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მერობის კანდიდატის ალექსანდრე გრიგალავას საარჩევნო შტაბმა საჩივარი შეიტანა საოლქო საარჩევნო კომისიაში. როგორც მარტვილის 65-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გრიგოლ ბართაიამ პირველ არხთან განაცხადა, ალექსანდრე გრიგალავას შტაბი ათ საარჩევნო უბანზე ხმების გადათვლას ითხოვს. საჩივარს საოლქო კომისია ხვალ განიხილავს. წინასწარი მონაცემებით მარტვილის 65-ე საარჩევნო ოლქში მერის არჩევნების მეორე ტურია. მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ პირველ ადგილზე გასული "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა, მან ხმების 49.7 პროცენტი მიიღო და "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი მამუკა დანელია. მას 36 პროცენტი აქვს.
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - არჩევნებში მიღებული ხალხის მხარდაჭერა ამ ხალხის პრობლემების მოგვარებაში უნდა გამოიხატოს
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 00:37:00
საქართველოს პრეზიდენტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ არჩევნების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა და გათვალისწინება ქართული დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.გიორგი მარგველაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნების მეორე ტურიც მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და ამომრჩევლის აქტივობაც მაღალი იქნება.„საქართველოში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები შედგა, საერთო ჯამში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა იყო ბევრი ხარვეზი, რომელთა აღმოფხვრაც და გათვალისწინებაც ქართული დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.ვულოცავ თვითმმართველ ქალაქებში არჩეულ მერებს, პარტიებსა და მაჟორიტარ კანდიდატებს. ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას, არჩევნებში მიღებული ხალხის მხარდაჭერა კი, ამ ხალხის პრობლემების მოგვარებაში უნდა გამოიხატოს.მინდა, მადლობა ვუთხრა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს თვითმმართველობის არჩევნების მიმართ გამოჩენილი მაღალი ინტერესისა და კვალიფიციური მონიტორინგისათვის.იმედს გამოვთქვამ, რომ არჩევნების მეორე ტურიც მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და ამომრჩევლის აქტივობაც მაღალი იქნება", - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.
წაკითხვა
სილვიო ბერლუსკონი - იმედი მაქვს, კახა კალაძე თბილისის გამორჩეული მერი იქნება
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 21:58:00
იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა. სატელეფონო საუბრისას სილვიო ბერლუსკონიმ კახა კალაძეს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ იგი თბილისის გამორჩეული მერი იქნება.ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისათვის დათვლილია თბილისის ყველა, 737-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები. ხმათა უმრავლესობით, 51.06%-ით „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ლიდერობს. მონაცემების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნების მეორე ტური არ ჩატარდება.ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.
წაკითხვა
პაოლო მალდინი კახა კალაძეს თბილისის მერად არჩევას ულოცავს
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 21:30:00
საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი პაოლო მალდინი კახა კალაძეს თბილისის მერის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს.„გილოცავ თბილისის მერის თანამდებობაზე არჩევას, ბედნიეირი ვარ შენს გამო“,- წერს „ფეისბუქზე“ პაოლო მალდინი.ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისათვის დათვლილია თბილისის ყველა, 737-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები. ხმათა უმრავლესობით, 51.06%-ით „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ლიდერობს. მონაცემების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნების მეორე ტური არ ჩატარდება.
წაკითხვა
წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლიდერობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 21:23:00
ქუთაისის 59- ე საოლქო საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, პარტია „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატს გიორგი ჭიღვარიას 48.67% აქვს, მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე - 27.04%.როგორც საოლქო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაშვილმა განაცხადა, 124-ვე უბნის მონაცემები დათვლილია. 10 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. მისი თქმით, 4%-იანი ბარიერი გადალახა „ქართულმა ოცნებამ“ და 49.15 %-ით ლიდერობს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 24.36 % მიიღო, ხოლო „ევროპულმა საქართველომ“ 11.93 %.ოსეფაშვილის განცხადებით, ქუთაისში მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.მისივე თქმით, 59 საოლქო საარჩევნო კომისიაში შესული საჩივრების განხილვა ხვალ დილიდან დაიწყება.
წაკითხვა
ოპოზიციის ნაწილი არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 20:53:00
ოპოზიციის ნაწილი არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს.პოლიტიკური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ საკუთარი ამომრჩევლის ხმებს სამართლებრივი გზებით დაიცავენ. 
წაკითხვა
თვითმმართველობის არჩევნების შედეგები - როგორ გადანაწილდა ამომრჩევლის ნება რეგიონებში
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 20:33:00
წინასწარი მონაცემებით 64 თვითმმართველი ერთეულიდან 58-ში გამარჯვება ქართულმა ოცნებამ მოიპოვა. არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს 5 თემსა და ერთ თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში.სად, როგორ გადანაწილდა ამომრჩევლის ნება რეგიონებში - ქეთი ბერაიას სიუჟეტი. 
წაკითხვა
თვითმართველობის არჩევნები დასრულდა - რამ განაპირობა მოქალაქეთა არჩევანი, პოლიტოლოგების შეფასება #მოამბეში
განახლებულია: 2017-10-22 20:30:00
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, საქართველოს ყველა თვითმმართველობაში პარტია ქართული ოცნება უმრავლესობით იმარჯვებს.მმართველი გუნდის წევრები იკავებენ მერების თანამდებობებს და უმრავლესობას საკრებულოებში.რამ განაპირობა მოქალაქეთა ასეთი არჩევანი? თვითმმართველობის სპეციალისტებთან და პოლიტოლოგებთან ამის გარკვევა გენო ოსიყმაშვილმა სცადა.
წაკითხვა
როგორ აფასებენ თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიციური პარტიები და დამკვირვებლები - განსხვავებული პოზიციები #მოამბეში
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 20:29:00
არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიები შედეგებს აპროტესტებენ. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩატარდა. განსხვავებულია დამკვირვებლების პოზიცია, - ისინი დარღვევების არსებობას ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ უმეტესობა პროცედურული ხასიათის იყო. საერთო ჯამში, 2017 წლის თვითმართველობის არჩევნებზე, 300-ზე მეტი საჩივარი დაიწერა. ხათუნა გაგნიძის სიუჟეტი. 
წაკითხვა
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, მარტვილის 65-ე საარჩევნო ოლქში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 20:23:00
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მარტვილის 65-ე საარჩევნო ოლქში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. როგორც მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გრიგოლ ბართაიამ პირველ არხს  განუცხადა, არჩევნებზე მოსული ამომრჩეველთა ხმების 49.76% მიიღო „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა ენმ-ის მერობის კანდიდატი მამუკა დანელია 35.81%. მერის არჩევნების მეორე ტურში სწორედ ეს ორი კანდიდატი გადავიდა. მარტვილის 65-ე საარჩევნო ოლქში სულ 14 საჩივარი შევიდა, აქედან 12- ენმ-ს, 2 - კი საია-ს ეკუთვნის. კომისიის თავმჯდომარის თქმით, საჩივრები არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რომელიც 37 წევრით განისაზღვრა, 19 წევრი „ქართული ოცნებიდან“ იქნება, 10 - ენმ, 4 - „ევროპული საქართველო“, 3 - „პატრიოტთა ალიანსი“, 1- „ზვიადის გზა -თავისუფალი საქართველო“.
წაკითხვა
როგორ აფასებენ ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებს
განახლებულია: 2017-10-22 20:08:00
ჯერჯერობით უცნობია როდის გასაჯაროვდება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მონიტორინგის საბოლოო დოკუმენტები.არჩევნებს საქართველოში 71 ადგილობრივი და 30 უცხოური ორგანიზაცია აკვირდებოდა. საერთო ჯამში 21 ათასზე მეტი მონიტორით. ნაწილმა არჩევნების მიმდინარეობის ზოგადი წინასწარი შეფასება უკვე გამოაქვეყნა. ყველა ორგანიზაცია თანხმდება, რომ არჩევნებმა შედარებით მშვიდ გარემოში ექსცესების გარეშე  ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა ერთი ახალი ტენდენცია. კრიტიკა ისმის საარჩევნო უბნებზე და უბნებთან პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩევლის პირადი ინფორმაციის აღწერაზე.მარიამ მენადბდის სიუჟეტი.
წაკითხვა
ვინ გაიმარჯვა თიანეთის თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში - როგორია ცესკოს ბოლო მონაცემები
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 20:00:00
ვინ გაიმარჯვა თიანეთის თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში, - დილით არსებული მონაცემებით,  ეს თამაზ მეჭიაურმა მოახერხა რომელმაც მმართველი პარტიის კანდიდატს სულ მცირედით აჯობა, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო, წინასწარი მონაცემებით, თიანეთში 50.02 პროცენტით ლელა ქიტესაშვილმა გაიმარჯვა. თამაზ მეჭიაურმა კი - 49.97 პროცენტი დააგროვა. არჩევნების მეორე ტური ქუთაისში და კიდევ 5 თვითმმართველ ერთეულში ჩატარდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან დეტალებზე ქეთი ქაშაკაშვილი ისაუბრებს 
წაკითხვა
როგორია კახა კალაძის გეგმები, რომელიც მომდევნო 4 წლით დედაქალაქის მერის პოსტს გადაიბარებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 20:00:00
2017 წლის თვითმართველობის არჩევნები დასრულდა. შედეგების დაჯამებას ასრულებს ცენტრალური საარჩევნო კომისიაც. წინასწარი მონაცემებით, 64 თვითმართველი ერთეულიდან ყველგან, სადაც არჩევნების ბედი პირველ ტურში გადაწყდა, "ქართული ოცნება" იმარჯვებს. სრულადაა დათვლილი დედაქალაქის მერის კენჭისყრის მონაცემები. თამარ წიკლაური კი კახა კალაძის გეგმებზე ისაუბრებს. სწორედ ის გადაიბარებს თბილისის მერის პოსტს, მომდევნო 4 წლით და საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამის ეტაპორივ განხორციელებას შეუდგება. 
წაკითხვა
ფოთში, 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიცია არჩევნების წინასწარ შედეგებს აპროტესტებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 19:59:00
ფოთში, 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი არჩევნების წინასწარ შედეგებს აპროტესტებენ და ფოთის 31-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები 31-ე უბნის თავმჯდომარეს საარჩევნო ყუთში 100-მდე ბიულეტენის ჩაყრაში ადანაშაულებენ, რასაც ადრესატი აბსურდულს უწოდებს. ოპოზიციის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატები 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიას დაუყონებლივ რეაგირებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან. საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი სალომე როდონაია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცავები.
წაკითხვა
მეორე ტურის შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი გამარჯვებაში დარწმუნებულია
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 18:51:00
პარტია „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისელ ამომრჩეველს აქტივობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ჭიღვარიას თქმით. პარტიას საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა, ვინაიდან ქალაქის საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ“ სიით ცხრა დეპუტატი შეიყვანა.მეორე ტურის შემთხვევაში, ჭიღვარია გამარჯვებაში დარწმუნებულია. ქალაქის მერად არჩევის შემთხვევაში კი ის ქუთაისს ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის შედგენას ჰპირდება.ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, პარტია „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატს გიორგი ჭიღვარიას 48.75% აქვს, მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე - 26.89%, ხოლო მესამე ადგილზე - „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველოს“ კანდიდატი დავით გოგისვანიძე - 8.96%.
წაკითხვა
ცესკო - ბათილი ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა, შედეგად თამაზ მეჭიაურს აქვს 49.97% ხმა, „ქართული ოცნების“ კანდიდატს - 50.03%
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 18:44:00
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თიანეთის ყველა უბანი დათვლილია და წინასწარი მონაცემებით, „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ კანდიდატს, თამაზ მეჭიაურს 49.97% აქვს, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატ ლელა ქიტესაშვილს ხმათა 50.3%. როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განმარტა, პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა საჩივარი შეიტანა საოლქო კომისიაში. აღნიშნული საჩივრით მოთხოვნილი იყო, მეოცე საარჩევნო უბანზე ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა.„კომისიამ იმსჯელა ამ საკითხთან დაკავშირებით და გადაწყვიტა, ხელახლა გადაეთვალა ბათილი ბიულეტენები. მათი რაოდენობა იყო 24 და სადაო ბიულეტენი იყო ხუთი. გადათვლის შედეგად, ხმათა უმრავლესობით ხუთი სადაო ბიულეტენი ჩაითვალა ნამდვილად იმის გათვალისწინებით, რომ ამომრჩევლის ნება ნათლად იყო გამოხატული. ამ პროცესს ესწრებოდნენ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები.წინასწარი მონაცემებით თამაზ მეჭიაურს აქვს 49.97% და ლელა ქიტესაშვილს 50.03%. სხვაობა არის რამდენიმე ხმა“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
წაკითხვა
NDI - ცალკეული ინციდენტების მიუხედავად, მოქალაქეებმა თავისუფლად შეძლეს ხმის მიცემა
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 17:40:00
არაკონკურენტული წინასაარჩევნო პერიოდის შემდგომ, ცალკეული ინციდენტების მიუხედავად, მოქალაქეებმა თავისუფლად შეძლეს ხმის მიცემა, - ასე აფასებს „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) თვითმმართველობისა და მერის არჩევნებს. ორგანიზაციის შეფასებით, მოქალქეებმა, საარჩევნო კომისიის წევრებმა, პარტიის აქტივისტებმა და კანდიდატებმა მშვიდი განწყობით შეძლეს დემოკრატიული პრინციპების ახალი ერთგულების დამტკიცება. NDI საარჩევნო კამპანიას თბილისის მიღმა კონკურენციის ნაკლებობით გამოარჩევს და შემოწირულობების კუთხით მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებულ უთანასწორობაზე საუბრობს. რაც შეეხება არჩევნების პირველად შედეგებს, მათი თქმით, ეს ადასტურებს სახელმწიფოს მართვის ყველა დონეზე ერთპარტიული მმართველობის გამყარებას, რაც როგორც ისინი აცხადებენ, პლურალისტური დემოკრატიის განვითარების შანსებს რისკის ქვეშ აყენებს და დემოკრატიის განვითარების გზაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. „არჩევნების დღემ ძირითადად ინციდენტების გარეშე ჩაიარა. უბნებზე ხმის მიცემის პროცესი დროულად ან მცირე შეფერხებებით დაიწყო. დღის განმავლობაში, კონკრეტულ უბნებზე ხმის მიცემის პროცედურები უმეტესწილად დაცული იყო და ხმების დათვლის პროცესმაც, ძირითადად, მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში ჩაიარა. თუმცა NDI-ის დამკვირვებლებმა პროცედურების სერიოზული დარღვევის შემთხვევებიც დააფიქსირეს, რაც კომისიის წევრების მხრიდან პროცედურების არასათანადო ცოდნასა და ხმების დათვლის პროცესში  პარტიებთან აფილირებული დამკვირვებლების ჩარევას უკავშირდებოდა“, - ნათქვამია ანგარიშში. დასკვნაში ასევე მოხვდა ამომრჩევლების პირადი ნომრების ამოწერის გავრცელებული შემთხვევები, მათ შორის, გამოყვეს მარნეულში დაფიქსირებული დარღვევები. სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გამოცხადების ფაქტს გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ პარტიების ასეთი შეფასება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყანაში არსებულ პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს. 
წაკითხვა
ენმ - მეორე ტურში მონაწილეობასთან დაკავშირებით ერთიან გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 17:30:00
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მათი კანდიდატების მეორე ტურში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ. ამის შესახებ პირველ არხს პარტიის ერთ-ერთმა წევრმა თინათინ ბოკუჩავამ განუცხადა.„მთავარი გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არის პოლიტიკური საბჭო, რომელიც აუცილებლად შეიკრიბება უახლოეს მომავალში და მიიღებს გადაწყვეტილებას მეორე ტურებთან დაკავშირებით“, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური ხუთ თვითმმართველ თემში ჩატარდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები მეორე ტურში - ქუთაისსა და მარტვილში გადავიდნენ. 
წაკითხვა