საზოგადოებრივი
104.5 FM
საარჩევნო ადმინისტრაცია ხმების დათვლას განაგრძობს - ბოლო მონაცემები
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 16:40:00
საარჩევნო ადმინისტრაცია მონაცემების დათვლას განაგრძობს. თვითმმართველ ქალაქებში მერობის კანდიდატების მონაცემები ასეთია:თბილისი: ქართული ოცნება - კახა კალაძე – 51, 13%, ალეკო ელისაშვილი – 17, 49%, ნაციონალური მოძრაობა – ზაალ უდუმაშვილი, 16, 53%,  ევროპული საქართველო – ელენე ხოშტარია – 7, 12%, ირმა ინაშვილი – 3, 02%;რუსთავი:   ქართული ოცნება – ირაკლი ტაბაღუა – 53, 05%, ნაციონალური მოძრაობა – ზურაბ მაისურაძე 19, 8%, ევროპული საქართველო – ნინო იმედაშვილი -  13, 03პატრიოტთა ალიანსი – გელა ნაკაშიძე – 5, 97ლეიბორისტული პარტია – ქეთო დევსურაშვილი – 3, 17;ქუთაისი : ქართული ოცნება – გიორგი ჭიღვარია – 48, 56%,  ნაციონალური მოძრაობა – გრიგოლ ვაშაძე – 27, 05 ევროპული საქართველო – დავით გოგისვანიძე – 8, 95 გიორგი წულაია – დემოკრატიული მოძრაობა, თავისუფალი საქართველოსთვის – 7, 65%პატრიოტთა ალიანსი – გრიგოლ ბახტაძე – 3, 24;
წაკითხვა
პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 16:35:00
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამარჯვებული პირველ ტურში ვერ გამოვლინდა.გამარჯვების მოპოვებას აქ მმართველი გუნდის წარმომადგენელი და დამოუკიდებელი კანდიდატი შეეცდებიან.თეა აბსარიძე დეტალებით. 
წაკითხვა
ბორჯომში „ქართული ოცნებისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატებს შორის არჩევნების მეორე ტური გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 16:31:00
მეორე ტურისთვის მოუწევთ მომზადება ბორჯომში, სადაც 26 524 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ერთმანეთს ქართული ოცნებისა და პატრიოტთა ალიანსის კანდიდატები უპირისპირდებიან. ეთა მამალაშვილი ბოლო ცნობებით ბორჯომიდან 
წაკითხვა
არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ გაიმართება მარტვილშიც
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 16:24:00
მარტვილის 32 ათას ამომრჩეველს მოქალაქეობრივი ვალის მოხდა კიდევ ერთხელ მოუწევს.წინასწარი მონაცემებით, ალექსანდრე გრიგალავამ „ქართული ოცნებიდან“ ხმათა 49, 76%-ი მიიღო, ხოლო მამუკა დანელიამ „ნაციონალური მოძრაობიდან“ – 35, 81%-ი.სამეგრელოში ნოდარ ჩაჩუა მუშაობს
წაკითხვა
ექვს მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებს შორის, სავარაუდოდ, მეორე ტური გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 16:18:00
თვითმმართველობის არჩევნებზე რეგისტრირებული 3 მილიონ 440 ათასზე მეტი ამომრჩევლის 45, 65-მა პროცენტმა გუშინ საარჩევნო ყუთებთან საკუთარი არჩევანი გააკეთა. თუმცა ცესკოს ამ დროის მონაცემების გათვალისწინებით, 5 მუნიციპალიტეტში და ერთ თვითმმართველ ქალაქში მოსახლეობას არჩევნებზე მისვლა კიდევ ერთხელ მოუწევს.მოქალაქეებმა ქუთაისში არჩევანი „ქართული ოცნების“ კანდიდატს გიორგი ჭიღვარიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს შორის მოუწევს. ჭიღვარიას – 48, 61% აქვს, ვაშაძეს კი – 27, 05%.ყაზბეგში „ქართული ოცნების“ კანდიდატს ალექსანდრე ზაგაშვილს 44, 61% აქვს, ხოლო სანდრო ყამარაულს, დემოკრატიული მოძრაობა- თავისუფალი საქართველოდან 26, 88%.კიდევ ერთი ქალაქი ხაშურია, სადაც სავარაუდოდ მეორე ტური გაიმართება – „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი გურასპასვილი 41, 54%-ით, დამოუკიდებელ კანდიდატს რამაზ ნოზაძეს დაუპირისპირდება, რომელსაც 18, 59% აქვს.ბორჯომი – „ქართული ოცნება“ ლევან ლიპარტია – 40, 54%, „პატრიოტთა ალიანსი“ – ზაზა ჩაჩანიძე – 40, 23ოზურგეთი – „ქართული ოცნება“ ბეგრალ სიორიძე – 43, 38%,  დამოუკიდებელი კანდიდატი – კოანსტანტინე შარაშენიძე – 41, 76%მარტვილი – ალექსანდრე გრიგალავა „ქართული ოცნებიდან „– 49, 76%,  მამუკა დანელია „ნაციონალური მოძრაობიდან“ – 35, 81%-ით.მეორე ტურები არჩევნების თარიღიდან არა უგვიანეს 25-ე დღისა უნდა დაინიშნოს.
წაკითხვა
ხაშურის მერის ასარჩევად სავარაუდოდ მეორე ტური გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 16:16:00
ხაშურის მერის ასარჩევად სავარაუდოდ მეორე ტური გაიმართება."ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი გურასპასვილი 41, 54%-ით, დამოუკიდებელ კანდიდატს რამაზ ნოზაძეს დაუპირისპირდება,
წაკითხვა
დავით უსუფაშვილი - ამ არჩევნებზე მოვიპოვეთ არა მხოლოდ ხმები და მანდატები, არამედ ათასობით თანამოაზრე
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 16:14:00
,,შენების მოძრაობის” ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, მათი მოძრაობა იზიარებს და უერთდება ოპოზიციურ ლიდერთა საბჭოს შეფასებებს თვითმმართველობის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. თუმცა, დავით უსუფაშვილის თქმით, მათ შესაძლოა ჰქონდეთ განსხვავებული ხედვები მომავალ პოლიტიკურ ნაბიჯებთან მიმართებაში. უსუფაშვილის განმარტებით, მათი გამარჯვებული კანდიდატები საკრებულოებში, ხოლო დამარცხებულები მოძრაობის ჩრდილოვანი თვითმმართველობის სისტემაში გააგრძელებენ მუშაობას.„ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას გეგმის მიხედვით. ამ არჩევნებზე მოვიპოვეთ არა მხოლოდ ხმები და მანდატები, არამედ ათასობით თანამოაზრე, რომელთანაც მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში წელში გავიმართებით და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვებთ,“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.,,შენების მოძრაობის” ლიდერმა არჩევნების დღეს მომხდარ დარღვევებზეც ისაუბრა და სოფელ ვარიანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე არსებული დარღვევის ამსახველი ფოტომასალა წარმოადგინა
წაკითხვა
თვითმმართველობის არჩევნებს არასამთავრობო ორგანიზაციები აფასებენ
განახლებულია: 2017-10-22 16:07:00
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩაიარა- ასე აფასებს 21 ოქტომბრის არჩევნებს მესამე სექტორი.ექვსმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მედია ცენტრში საბოლოო პრესკონფერენციები გამართა.არასამთავრობოები თანხმდებიან, რომ ხმის მიცემის პროცესში რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა არ ყოფილა და ძირითადად ადგილი ჰქონდა  ტექნიკური ხასიათის  პრობლემებს, თუმცა მესამე სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, გამოიკვეთა ახალი პრობლემური ტენდენცია, რომელმაც ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოხატვა შეზღუდა. კერძოდ, მათი განმარტებით, უბნებზე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვამ საარჩევნო პროცესს გარკვეულწილად ხელი შეუშალა.
წაკითხვა
დავით ბაქრაძე - ჩვენი ამოცანა ნამდვილად არ არის ვიყოთ 11 ან 15% -იანი პარტია, ჩვენი ამოცანაა ვიბრძოლოთ დემოკრატიის განვითარებისათვის
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 16:03:00
ის რაც ვიხილეთ, მიგვაჩნია, რომ არის მძიმე და ცუდი ქართული დემოკრატიისთვის, - ასე აფასებს თვითმმართველობის არჩევნების პროცესსა და შედეგს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე. მისი თქმით, მმართველმა ძალამ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებითა და შანტაჟით მოახერხა გამარჯვება.როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, საჭიროა ოპოზიცური ძალების ძალისხმევის გაძლიერება, რათა უფრო მეტი მოქალაქე მივიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი. "ევროპული საქართველო" არჩევნების შედეგებით კმაყოფილი არ არის. ბაქრაძის თქმით, ახლადშექმნილი პარტია გააგრძელებს მუშაობას რათა საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვოს. ,,მძიმე პოლიტიკური შეფასებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა ჩვენ არ ვართ კმაყოფილი ამ არჩევნებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირველი არჩვნები იყო "ევროპული საქართველოსთვის" და ეს არის არჩევანი, როცა 10 ათასობით ადამიანმა პირველად შემოხაზა რიცხვი 2, მიუხედავად იმისა, რომ პარტია შედგა, მიუხედავად იმისა, რომ პირველ არჩევნებზე პირველი ნაბიჯი გადავდგით წინ, მიუხედავად იმისა, რომ 11 % ავიღეთ, რაც ახალი პარტიისთვის სეიოზული შედგია და მთელ რიგ მუნიციპალიტეტბში ჩვენ ვართ გასული მე-2 ადგილზე "ოცნების" შემდეგ. ჩვენი ამოცანა ნამდვილად არ არის ვიყოთ 11% ან 15 % პარტია, ჩვენი ამოცანაა ვიბრძოლოთ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისათვის, ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლისთვის და იმისთვის, რომ თითოეული ჩვენ მხარდამჭერთან ერთად საპარლამენტო არჩევნებზე შევცვალოთ ხელისუფლება და სახლში გავუშვათ "ქართული ოცნება,,",- განცხადა დავით ბაქრაძემ.
წაკითხვა
„ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ბრიფინგი გამართა
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 15:13:00
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. 
წაკითხვა
კახა კალაძე თბილისის საარჩევნო უბნების დათვლის შემდეგ განცხადებას აკეთებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 15:06:00
თბილისის საარჩევნო უბნების დათვლის შემდეგ,  მმართველი პარტიის კანდიდატმა კახა კალაძემ, რომელსაც 51%-იანი მხარდაჭერა აქვს, პირველი განცხადება გააკეთა. 
წაკითხვა
ეუთოს სადამკვირვებლო მისია არჩევნებთან დაკავშირებით წინასწარ დასკვნას ასაჯაროებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 14:55:00
ეუთოს სადამკვირვებლო მისია წინასწარი დასკვნას ასაჯაროებს. საერთაშორისო ორგანიზაციის 200-მდე წარმომადგენელი როგორც თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პროცესს, ასევე გუშინ სხვადასხვა უბანზე ხმის მიცემის პროცედურებს ადევნებდნენ თვალს. როგორია ეუთოს შეფასებები - თეონა ხუბულავა ისაუბრებს #მოამბის პირდაპირ ეთერში. 
წაკითხვა
თამარ ჟვანია - საარჩევნო უბნებზე პროცესებმა, ძირითადად, მშვიდ გარემოში ჩაიარა
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 13:41:00
არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე პროცესებმა, ძირითადად, მშვიდ გარემოში ჩაიარა  და რაიმე განსაკუთრებულ ინცინდენტებს ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა. ჟვანიას თქმით, საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესმა კანონის შესაბამისად ჩაიარა.„წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ  45. 65 % შეადგინა. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად დაკვირვებოდნენ ხმების დათვლის პროცესს. ძირითადად ყველაფერმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, გარდა ცალკეული პროცედურული ხასიათის დარღვევებისა, რაზეც ცხადია, საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი რეაგირება. რაც მთავარია, ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა“, - განაცხადა ჟვანიამ.როგორც თამარ ჟვანიამ განაცხადა, საერთო ჯამში, ყველა საოლქო კომისიაში ამ დროისთვის 309 საჩივარია შესული. ამათგან, ყველაზე მეტი საჩივარი მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში დაფიქსირდა. ჟვანიას განცხადებით, საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. „საჩივრები, ძირითადად, პროცედურულ ხარვეზებს ეხება და მათი ნაწილი უბანზევე აღმოიფხვრა. ოლქში შეტანილი საჩივრების უმეტესობის მოთხოვნა გახლავთ კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. თუმცა, არის გარკვეული რაოდენობის საჩივრები, რომლებიც შეეხება პროცედურულ დარღვევებს და საჭიროებს შესწავლას. დარღვევებთან დაკავშირებული ფაქტების უმრავლესობა ცესკო-ს მიერ გადამოწმდა. ფაქტების უმრავლესობაზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოგვაწოდეს, მოხდა მყისიერი რეაგირება, თუმცა დარღვევების გარკვეული ნაწილი, განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ იქნა გაჟღერებული, არ დადასტურდა“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
წაკითხვა
თამარ ჟვანია - არჩევნების მეორე ტურის ჩატარების უკიდურესი ვადა 15 ნოემბერია
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 12:51:00
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, მეორე ტურის ჩატარების უკიდურესი ვადა 15 ნოემბერია. ჟვანიას თქმით, კანონმდებლობით მეორე ტური ინიშნება არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 25-ე დღეს. „არჩევნების დღიდან არაუგვიანეს მე-11 დღისა, შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიები აჯამებენ არჩევნების შედეგებს. როდესაც ჩვენ გვექნება საბოლოო შეჯამუბელი შედეგები, შევძლებთ, რომ დავნიშნოთ მეორე ტური, რომელიც კანონმდებლობის თანახმად ინიშნება არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 25-ე დღეს. ეს ვადა, 15 ნოემბერი შეიძლება იყოს უკიდურესი, რაც გაწერილია ცესკო-ს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკში. თუმცა, თუ არ იქნა საარჩევნო დავები და რაიმე პრობლემები, უკიდურესი ვადის გამოყენება არ იქნება აუცილებელი“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განმარტებით, წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური სავარაუდოდ ქუთაისის 59-ე , ყაზბეგის 29-ე, ხაშურის 35-ე, ბორჯომის 36-ე, ოზურგეთის მე-60 და მარტვილის 65-ე საარჩევნო ოლქებში გაიმართება.
წაკითხვა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნების" კანდიდატი ლიდერობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 12:36:00
გურჯაანში ხმების დათვლის პროცესი დასრულებულია. ცესკოს წინასწარი მონაცემებით,  გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებიდან პირველ ადგილზეა ქართული ოცნების კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი 59. 94%-ით. ნიკა მუკბანიანი ბოლო ინფორმაციით
წაკითხვა
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: მარნეულში მეორე ტური არ ჩატარდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 12:31:00
ყველა უბანი დათვლილია უკვე მარნეულში. სულ ადგილზე 32 საჩივარი დაიწერა. ბოლო ინფორმაციას თამარ გოგესაშვილი მოგვაწვდის.
წაკითხვა
რამდენიმე თვითმმართველი ქალაქისა და თემის მერების ასარჩევად, შესაძლოა, მეორე ტური გაიმართოს
განახლებულია: 2017-10-22 12:05:00
ცესკო-ს ამ დორის მონაცემებით, თვითმმართველი თემების მერების არჩევნებში ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატები ლიდერობენ. თუმცა დიდია ალბათობა იმისა, რომ რამდენიმე ქალაქში მეორე ტური დაინიშნოს. როგორია ბოლო მონაცემები, სად შეიძლება მოუწიოს ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ საკუთარი პოზიციის გამოხატვა - ქეთი ქაშაკაშვილი ბოლო ინფორმაციით საარჩევნო ადმინისტრაციიდან.
წაკითხვა
„ქართული ოცნების" ბრიფინგი იმართება
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 11:09:00
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით თბილისში ყველა უბანი დათვლილია. ამ წუთებში "ქართული ოცნება“ ბრიფინგს მართავს. პირდაპირი ჩართვა. 
წაკითხვა
ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველ ბრიფინგს მართავს
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 11:07:00
ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ წუთებში პირველ ბრიფინგს მართავს.ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, თბილიში არსებული 737 უბნიდან 100% ია დათვლილი.  წინასწარი მონაცემებით, პირველ ადგილზე, ხმათა - 51.06% -ით კახა კალაძე ლიდერობს.ალექსანდრე ელისაშვილი - 17.46%; ზაალ უდუმაშვილი - 16.53%; ირმა ინაშვილი - 3.02%; გიორგი ვაშაძე -  1.95% ;კახა კუკავა - 1.26% ;გიორგი გუგავა -  0.96% თენგიზ შერგელშვილი  - 0.25%. 
წაკითხვა
ბათუმში ხმების დათვლის პროცესი დასრულდა, პირველადი მონაცემები უკვე ცნობილია
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 10:30:00
ბათუმში ხმების დათვლის პროცესი დასრულდა. პირველადი მონაცემები უკვე ცნობილია.  მერაბ წულუკიძის რეპორტაჟი. 
წაკითხვა