საზოგადოებრივი
104.5 FM
მედიაცენტრი დღესაც საგანგებო რეჟიმში იმუშავებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 10:25:00
საგანგებო რეჟიმში იმუშავებს დღეს მედიაცენტრი. არასამთვარობო ორგანიზაციები პერმანენტულად გამართავენ ბრიფინგებს. პირველი შეხვედრა ამ წუთებში იწყება – მარიამ სეთურიძის პირდაპირი რეპორტაჟი. შეფასებები
წაკითხვა
ნინო ბურჯანაძე - დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები და ავითვალოთ, საარჩევნო ოქმების გამოქვეყნება ცესკო-ს ვებგვერდზე დაგვიანდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 00:32:00
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. ბურჯანაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე კონკრეტულ მაგალითებზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსთავის 29-ე, 30-ე, 37-ე, 39-ე, ხაშურის მე-8 და სხვა უბნებზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა, რის გამოც, ბურჯანაძე ფიქრობს რომ გაყალბება მოხდა. პარტიის ლიდერმა სხვა უბნებზე მომხდარ სავარაუდო დარღვევებზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ისინი შედეგებს გასაჩივრების გარეშე არ დატოვებენ.„ცენტრალური საარჩევნო კომისია ძალიან დააგვიანებს არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას, პირველადი შედეგები მაქვს მხედველობაში. დაგვიანდება ოქმების მიღება და მათი გამოქვეყნება ცესკო-ს ვებგვერდზე, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები და ავითვალოთ, რამდენ ხანში დაიდება შემაჯამებელი ოქმები, თუნდაც თბილისის მაშტაბით. რატომ ვამბობ ამას - ზუსტად იმიტომ, რომ ვიცი, თითქმის ყველა უბანზე ოქმები თბილისში არ ბალანსდება. ყველგან არის ძალიან სერიოზული პრობლემა, იმიტომ, რომ არჩევნები იმდენად გაყალბდა, ისეთი მანიპულაციები ჩატარდა, რომ ოქმების დაბალანსება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 
წაკითხვა
„ევროპული საქართველო“ - რუსთავის 35-ე საარჩევნო უბანზე დაძაბულობის კერაა
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 23:50:00
„ევროპული საქართველოს“ შტაბში რუსთავის 35-ე საარჩევნო უბანზე არსებულ დაძაბულ ვითარებაზე საუბრობენ. პარტიის წევრის ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, ამ უბანზე მათი კანდიდატი გიორგი კიკოლაშვილი იმარჯვებს და ცდილობენ მას შედეგები გაუყალბონ. ნადირაშვილი ამბობს, რომ უბანში, რომელიც მე-10 სკოლაშია განთავსებული, შუქი ჩააქრეს, გარეთ კი სპორტსმენები არიან მობილიზებული. ამ ინფორმაციას, ნადირაშვილის თქმით, პარტიას რუსთავიდან მათივე თანაგუნდელი მამუკა ჩიქოვანი აწვდის.
წაკითხვა
უცხოელი დამკვირვებლები თვითმმართველობის არჩევნებს და კენჭისყრის პროცესს დადებითად აფასებენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 23:18:00
უცხოელ დამკვირვებელთა ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებს და კენჭისყრის პროცესს დადებითად აფასებს. სულ არჩევნებს 581 საერთაშორისო მონიტორი აკვირდებოდა, მათ შორის ლიტვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის 15 კაციანი ჯგუფი. როგორც ჯგუფის ხელმძღვანელმა პირველ არხთან საუბრისას განმარტა, მათ რაიმე სახის სერიოზული დარღვევა არ შეუნიშნავთ. „ჩვენ დადებითად ვაფასებთ პროცესს. გვქონდა თავისუფლად გადაადგილების საშუალება, შეგვეძლო როგორც კომისიის წევრებთან, ისე უბრალო ამომრჩევლებთან და ადგილობრივ დამკვირვებლებთან თავისუფლად საუბრის საშუალება. ჩვენ 15 კაციანი ჯგუფით ჩამოვედით საქართველოში. რაიმე კანონდარღვევა არ შეგვინიშნავს, არ მოგვისმენია არც რაიმე საკითხზე ჩივილი და ეს ძალიან გვახარებს“, - განაცხადა ლიტვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა და ჯგუფის ხელმძღვანელმა სვეტლანა მისევიჩინმა პირველ არხთან საუბრისას. არჩევნების მიმდინარეობის პროცესზე ისაუბრა უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა იგორ ჟედიენკომაც, რომელიც კენჭისყრის პროცესს.საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით ადევნებდა თვალს.„არჩევნები მეტწილად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ყველაფერი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. ჩვენ თბილისში ვაკვირდებოდით არჩევნებს და აქ დარღვევები, ჩვენ ყოველ შემთხვევაში, არ შეგვიმჩნევია. არის თუ არა სხვაგან დარღვევები, ამას ალბათ ცენტრალური საარჩევნო კომისია იტყვის. მოქალაქეებსაც შეუძლიათ მიმართონ საჩივრით სასამართლოს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული“, - განაცხადა იგორ ჟედიენკომ.
წაკითხვა
ლევან ბეჟაშვილი - მიმდინარეობს მუშაობა, რომ მაქსიმალურად მიაახლოვონ არჩევნების შედეგები გამოქვეყნებულ ეგზიტპოლებთან
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 22:18:00
მიმდინარეობს მუშაობა, რომ მაქსიმალურად მიაახლოვონ არჩევნების შედეგები გამოქვეყნებულ ეგზიტპოლებთან,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. „ეგზიტპოლის შედეგი არ არის საბოლოო შედეგი. თუმცა ტოტალური კონტროლის ქვეშ მიმდინარე საარჩევნო პროცესების დროს ძნელია ამომრჩეველმა გამოხატოს ღიად თავისი ნება. ამიტომ, მნიშვნელოვანია არა ეგზიტპოლის შედეგები, არამედ საარჩევნო პროცედურის დროს დათვლილი ხმები",- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.ერთ-ერთი ეგზიტპოლის 18:00 საათის მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს. ამავე ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისში, მერის ასარჩევად მეორე ტურის აუცილებლობა არ არის. მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ზაალ უდუმაშვილია. 
წაკითხვა
გურჯაანის მეოთხე საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცედურა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის უბნიდან გაძევების შემდეგ დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 22:16:00
გურჯაანის ნომერ მეოთხე საარჩევნო უბანზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი მევლუდ გოგიაშვილი, საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით უბნიდან გააძევეს. როგორც საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, მევლუდ გოგიაშვილი მთელი დღის განმავლობაში მცირე დარღვეევებზეც კი შენიშვნებს აკეთებდა და ხმის მიცემის პროცესის ჩაშლის მცდელობა ჰქონდა. კომისიის წევრების განცხადებით, სწორედ ეს გახდა გოგიაშვილის უბნიდან გაძევების მიზეზი. თავად მევლუდ გოგიაშვილი კი აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესი მთელი დღის განმავლობაში დარღვევებით მიმდინარეობდა. მისი თქმით, ხმის დათვლის პროცედურის დროს კარიც არ იყო ჩაკეტილი, რის გამოც საჩივარი დაწერა. გოგიაშვილის განცხადებით,  მეოთხე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე სწორედ ამან გააღიზიანა. გურჯაანის ნომერ მეოთხე საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი მევლუდ გოგიაშვილი, კომისიის გადაწყვეტილებით, მეოთხე საარჩევნო უბნიდან გააძევეს.
წაკითხვა
ფოთში ოპოზიციური მერობის კანდიდატები 31-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 22:09:00
ხმაური იყო ფოთის 31-ე საარჩევნო უბანში. ადგილზე მივიდნენ ოპოზიციური პარტიების მერობის კანდიდატები. მათი თქმით, აღნიშნულ უბანზე კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო ყუთში დიდი რაოდენობით ბიულეტენი ჩაყარა. ,,პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატის  მაია ჩხარტიშვილის განცხადებით, მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ,,,ეს არჩევნები უნდა ჩაიშალოს. ოპოზიციური ძალები ვეცდებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მივწვდინოთ ხმა. ეს არის შეურაცხყოფა. ამბის გასარკვევად რომ მოვედი, ხელი მკრეს და ითქვა, რომ სავარაუდოდ, ნასვამი ვიყავი. ვფიქრობ, კომისიის თავმჯდომარე ნარკოტიკული ნივთიერებების გავლენის ქვეშ არის და მოვითხოვ ნარკოლოგის დასკვნას.  ძალიან მრცხვენია, რომ ,,ქართული ოცნების“ წევრი ვიყავი“,- განაცხადა ჩხარტიშვილმა.ოპოზიციური მერობის კანდიდატები ამ უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ. საარჩევნო უბანზე აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებენ. კომისიის თავმჯდომარე ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და მას აბსურდულს უწოდებს. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია.
წაკითხვა
როგორ მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი ფოთსა და გურიაში
განახლებულია: 2017-10-21 21:43:00
როგორ მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი ფოთსა და გურიაში - დეტალებს თეა აბსარიძე განავრცობს. 
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე რეგიონებში მეორე ტურს არ გამორიცხავს
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 21:41:00
პარლამენტის თავმჯდომარე რეგიონებში მეორე ტურს არ გამორიცხავს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინასწარი შედეგებიდან გამომდინარე, რამდენიმე რეგიონში მეორე ტური გახდება საჭირო.„იქნება სავარაუდოდ მეორე ტურები მუნიციპალიტეტებში, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ პირველ ტურში დამთავრდება მერის არჩევნები. ზოგადად, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად ლიდერობს ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვსაუბრობდით, რა თქმა უნდა, ჩვენს პროგნოზებზე, ვფიქრობდით, რომ პირველ ტურში ველოდებოდით თბილისში გამარჯვებას, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს იყო დამოკიდებული ამომრჩეველზე და მათ ნდობისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
წაკითხვა
თვითმმართველობა 2017 - როგორ მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი გორში
განახლებულია: 2017-10-21 21:40:00
როგორ მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი გორში - ნინო ფისაძე თემის დეტალებით. 
წაკითხვა
სოფელ თაზაქენდში, მეცამეტე საარჩევნო უბანზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 21:36:00
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ თაზაქენდში, მეცამეტე საარჩევნო უბანზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე იმყოფება პარლამენტის წევრი სერგო რატიანი და "ევროპული საქართველოს" მარნეულის მერობის კანდიდატი აჰმამედ იმამკულიევი. ასევე ადგილზე არის მარნეულის გამგებელი თამაზ ნავერიანი. როგორც “ევროპული საქართველოს“ წევრები აცხადებენ, გადასატანი ყუთი საარჩევნო უბანზე კანონმდებლობით 18:00 საათზე უნდა მიეტანათ, თუმცა  კომისიის წევრებმა ყუთი 19:00 საათის შემდეგ მიიტანეს. სიტყვიერი დაპირისპირება იყო აჰმედ იმამკულევსა და თამაზ ნავერიანს შორის. ნავერიანმა იმამკულევს პროვოკატორი უწოდა და არჩევნების ხელოვნურად დაძაბვაში დაადანაშაულა.  სერგო რატიანის განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში არჩევნები დარღვევების ფონზე მიმდინარეობს. 
წაკითხვა
როგორ წარიმართა თვითმმართველობის არჩევნები 2017 გურჯაანში
განახლებულია: 2017-10-21 21:31:00
როგორ წარიმართა თვითმმართველობის არჩევნები 2017 გურჯაანში - ნიკა მუკბანიანი განავრცობს თემას.
წაკითხვა
როგორ მიმდინარეობდა ხმის მიცემის პროცესი სამეგრელოში
განახლებულია: 2017-10-21 21:28:00
მცირედი დარღვევები გამოვლინდა სამეგრელოს რამდენიმე რაიონში. სარჩევნო პროცესმა, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა ზუგდიდში, სადაც მერობის ექვსი კანდიდატია რეგისტრირებული. 17 საათის მონაცემით, ამომრჩეველთა აქტივობა ზუგდიდში 25 %-ს შეადგენდა.ნოდარ ჩაჩუა თემის დეტალებით. 
წაკითხვა
თვითმმართველობა 2017 - ბოლო მონაცემები ბათუმიდან
განახლებულია: 2017-10-21 21:25:00
დღის განმავლობაში მშვიდად მიმდინარეობდა არჩევნები აჭარაში. ბათუმში მერობისთვის ცხრა პოლიტიკური სუბიექტის კანდიდატი, საკრებულოს მანდატებისთვის კი ჯამში 14 პარტია იბრძვის.  ბოლო მონაცემებით ბათუმიდან მერაბ წულუკიძე.
წაკითხვა
როგორ აფასებენ დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები თვითმმართველობის არჩევნებს
განახლებულია: 2017-10-21 21:20:00
არჩევნებს აკვირდებიან დიპლომატებიც. აშშ, ნიდერლანდების და დიდი ბრიტანეთის ელჩები დღეს რამდენიმე უბანზე მივიდნენ და ხმის მიცემის პროცესზე კომისიისგან ინფორმაცია მიიღეს. დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან ერთად, კენჭისყრის შენობებში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის და გაერო-ს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. შეფასებები, ძირითადად, პოზიტიურია. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 30 საერთაშორისო ორგანიზაცია უწევს მონიტორინგს.
წაკითხვა
მთავრობის წევრებმა თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთეს
განახლებულია: 2017-10-21 21:12:00
პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე -თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი გააკეთეს ხელისუფლების პირველმა პირებმა. ხმა მისცეს მთავრობის წევრებმა და პოლიტიკური პარტიების ლიდერებმაც. საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ ყოფილი პრემიერები. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კათოლიკოს-პატრიარქმა.   
წაკითხვა
დარღვევების და ინციდენტების ქრონოლოგია 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე
განახლებულია: 2017-10-21 21:06:00
თვითმმართველობის არჩევნებმა ინციდენტების გარეშე ვერ ჩაიარა. ხმაური იყო რამდენიმე საარჩევნო უბანზე. პროცედურული ხასიათის დარღვევებთან ერთად, ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების, მუქარის და ზეწოლის ფაქტებზეც საუბრობენ. ოპონენტები ხელისუფლებას ე.წ. კარუსელის დატრიალებაშიც სდებდნენ ბრალს. ოპოზიცია არჩევნების ფარულობის პრინციპის დარღვევაზეც აპელირებდა და ამტკიცებდა, რომ ქართული ოცნების და რამდენიმე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ამომრჩევლების მონაცემებს აღრიცხავდნენ. თუმცა, დასახელებული ფაქტები ცესკო-ში კანონდარღვევად არ შეფასდა
წაკითხვა
როგორ წარიმართა თვითმმართველობის არჩევნები 2017 ქუთაისში
განახლებულია: 2017-10-21 21:04:00
სერიოზული დარღვევების გარეშე წარიმართა კენჭისყრის პროცესი ქუთაისში. ქალაქს მერობის რვა და საკრებულოს მაჟორიტარობის 81 კანდიდატი ჰყავს. სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც ქალაქის 124 უბანზე იყვნენ განაწილებულები, ძირითადად პროცედურული ხასიათის ხარვეზებზე საუბრობენ.ირმა ჭოლაძე განაგრძობს საუბარს ქუთაისიდან.
წაკითხვა
როგორ ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები 2017 ახალქალაქში
განახლებულია: 2017-10-21 21:03:00
განსაკუთრებულ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია ახალქალაქში. მთელი დღის განმავლობაში საოლქო კომისიაში არცერთი საჩივარი არ შესულა. ქალაქის მერობისთვის ექვსი კანდიდატი იბრძვის, საკრებულოს კი მაჟორიტარობის 84 კანდიდატი ჰყავს. 17 საათის მონაცემით, აქტივობა 34% შეადგენდა.  მარიამ ბერძენიშვილი ახალქალაქიდან.  
წაკითხვა
როგორ ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები 2017 მარნეულში
განახლებულია: 2017-10-21 20:50:00
გამოშვებას რეგიონებიდან ჩართვებით განვაგრძობთ. ვიწყებთ ქვემო ქართლით. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო მარნეულის რაიონი, სადაც დღის მეორე ნახევარში სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნებოდა. რაიონის 89 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი ცალკეული ინციდენტების ფონზე წარიმართა. რუსუდან ლოლაძეს ვრთავთ მარნეულიდან.     
წაკითხვა