საზოგადოებრივი
104.5 FM
ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩი” გარდაბანში ოფისი გახსნა
გამოქვეყნებულია: 2016-08-04 17:18:00
ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩი” დღეს, გარდაბანში ოფისი გახსნა. მათ  ადგილობრივებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არაზ მაშოვი წარუდგინეს. მოძრაობის ლიდერებმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა და პრიორიტეტები გააცნეს.
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილმა ქვემო ქართლის რეგიონში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
გამოქვეყნებულია: 2016-08-03 20:42:00
საქართველოს პრემიერმინისტრმა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ქვემო ქართლის რეგიონში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. რუსთავის 29-ე ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან“ იქნება პაატა მხეიძე;  რუსთავის 30-ე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად პარტიიდან წარდგენილია გიორგი ბრეგაძე;   ბოლნისის  მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან იქნება გოგა მეშველიანი;  გარდაბანის საარჩევნო ოლქში პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი იქნება სავალან მირზოევი.   თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატად პარტიას წარგენილი ჰყავს გოდერძი ჩანქსელიანი. მარნეულის 35-ე ოლქში „ქართული ოცნება“ მაჟორიტარ კანდიდატად წარადგენს რუსლან გაჯიევის კანდიდატურას, მარნეულის 36-ე ოლქში კი, პარტიის კანდიდატი იქნება თამაზ ნავერიანი.
წაკითხვა
პოლიტიკური სუბიექტები წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობენ
გამოქვეყნებულია: 2016-08-03 20:36:00
არჩევნებამდე 2 თვე რჩება. პოლიტიკური სუბიექტები წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობენ. როგორი იყო კანდიდატების ერთი დღე - ეკა კოპალიანის სიუჟეტი . 
წაკითხვა
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ქუთაისში მაჟორიტარიბის 3 კანდიდატი წარადგინა
გამოქვეყნებულია: 2016-08-03 20:33:00
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ქუთაისში მაჟორიტარიბის 3 კანდიდატი წარადგინა. ქალაქის სხვადასხვა ოლქში დასახელებული არიან გიგი წერეთელი, გიორგი თევდორაძე და აკაკი ბობოხიძე.კანდიდატებმა ამომრჩევლებს წინასაარჩევნო დაპირებები გააცნეს.
წაკითხვა
“თავისუფლი დემოკრატების” წევრები ხაშურში შშმ პირებს შეხვდნენ
გამოქვეყნებულია: 2016-08-03 16:52:00
“თავისუფლი დემოკრატების” წევრები ხაშურში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათ ოჯახის წევრებს შეხვდნენ. პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მათგან ის პრობლემები მოისმინეს, რომელიც რაიონში ექმნებათ, ძირითადად საუბარი შეეხო პანდუსების არარსებობას, სამედიცინო დახმარების მხრივ არსებულ პრობლემებს და სოციალური შეღავათების საჭიროებას. როგორც “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებმა განაცხადეს, პარტია ზრუნავს აღნიშნულ პირებზე და მათი საკითხი წინასაარჩევნო პროგრამაშიც არის შეტანილი
წაკითხვა
“სამოქალაქო პლატფორმა- ახალმა საქართველომ” ჯანდაცვის სფეროში საკუთარი ხედვები მედიას გააცნო
განახლებულია: 2016-08-03 16:32:00
“სამოქალაქო პლატფორმა- ახალმა საქართველომ” ჯანდაცვის სფეროსთან მიმართებაში საკუთარი ხედვები მედიის წარმომადგენლებს გააცნო. პლატფორმის ერთ-ერთ დამფუძნებელს სერგო ჩიხლაძეს მიაჩნია, რომ სისტემის გამართული მუშაობისთვის საჭიროა ჯანდაცვის პროგრამების სწორი დაგეგმარება, ეფექტური ადმინისტრირება და პროფესიონალი კადრები.  ასევე, ჩიხლაძის თქმით, დღეს მთავარი გამოწვევა მომსახურების დაბალი ხარისხი, არაჯანსაღი კონკურენტული გარემო და გაზრდილი ფასებია.
წაკითხვა
"მემარცხენე ალიანსმა" საბურთალოს მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა და სამომავლო გეგმები გააცნო
განახლებულია: 2016-07-30 16:15:00
"მემარცხენე ალიანსის" წევრები საბურთალოს მოსახლეობას შეხვდნენ. პარტიამ ამომრჩეველს საკუთარი საარჩევნო პროგრამა და სამომავლო გეგმები გააცნო. "მემარცხენე ალიანსის" ინფორმაციით, მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები თბილისის სხვადასხვა უბანში მომავალშიც გაგრძელდება.
წაკითხვა
“თავისუფალი დემოკრატების” დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას შეხვდა
განახლებულია: 2016-07-30 16:12:00
“თავისუფალი დემოკრატების” დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე დღეს მოსახლეობას შეხვდა. მუშტაიდის პარკში შეკრებილებს კანდიდატი, გამარჯვების შემთხვევაში, სოციალური პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. 
წაკითხვა
ვოლსკი: მთაწმინდის საარჩევნო ოლქში სალომე ზურაბიშვილს "ქართული ოცნება" თავის კანდიდატს არ დაუპირისპირებს
განახლებულია: 2016-07-30 12:16:00
მთაწმინდის საარჩევნო ოლქში სალომე ზურაბიშვილს "ქართული ოცნება"  თავის კანდიდატს არ დაუპირისპირებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრის მოსაზრება ჟურნალისტებს დეპუტატმა გია ვოლსკიმ გააცნო. მისივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიის პოლიტსაბჭო მიიღებს.
წაკითხვა
მცხეთა-მთიანეთში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის 2 კანდიდატი დასახელდა
განახლებულია: 2016-07-30 12:15:00
მცხეთა-მთიანეთში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის 2 კანდიდატი დაასახელა პრემიერმინისტრმა. მცხეთაში - პარლამენტის წევრი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე იქნება. დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში კი მხარდაჭერის მოპოვებას დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი შეეცდება. 
წაკითხვა
წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება - პარტიების აქტივობები
გამოქვეყნებულია: 2016-07-29 20:47:00
სხვადასხვა ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს დღეს "ლეიბორისტებმა" და "პატრიოტთა ალიანსმა". ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრებზე პარტიების ლიდერებმა საკუთარ საარჩევნო პროგრამებზე ისაუბრეს. "თავისუფალი დემოკრატები" კი ზუგდიდის მერიას კანონდარღვევაში ადანაშაულებენ, რასაც მუნიციპალიტეტში უარყოფენ. 
წაკითხვა
"ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მცხეთა-მთიანეთში წარადგინა
გამოქვეყნებულია: 2016-07-29 20:41:00
წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება. ცოტახნის წინ "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ამჯერად მცხეთა-მთიანეთში  წარადგინა.მცხეთაში კენჭს დიმიტრი ხუნდაძე იყრის. ის დღესაც ამ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატია.დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  ზაქარია ქუცნაშვილი იქნება.კანდიდატები მოსახლეობას პრემიერმა წარუდგინა და ადგილობრივებს სიტყვით მომართა.
წაკითხვა
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დემოკრატები ჰილარი კლინტონის გარშემო ერთიანდებიან
განახლებულია: 2016-07-29 19:05:00
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დემოკრატები ყოფილი პირველი ლედის და სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის გარშემო ერთიანდებიან. ფილადელფიაში დემოკრატი ლიდერის მხარდასაჭერად მისი ყოფილი კონკურენტი ბერნი სანდერსი, პირველი ლედი, მიშელ ობამა და „დემოკრატიული პარტიის" სხვა ლიდერები შეიკრიბნენ. ღონისძიებას ქართველი პოლიტიკოსებიც დაესწრნენ. „ამერიკის ხმა" და ნანა საჯაია სპეციალურად "მოამბისთვის".
წაკითხვა
"პატრიოტთა ალიანსმა" ქუთაისსა და ბორჯომში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
გამოქვეყნებულია: 2016-07-29 18:47:00
"პატრიოტთა ალიანსმა" დღეს ქუთაისსა და ბორჯომში საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. .
წაკითხვა
„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
გამოქვეყნებულია: 2016-07-29 18:39:00
„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ჩოხატაურსა და ლანჩხუთში წინასაარჩევნო კამპანიასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. თემურ ჭკუასელის თქმით, 3 სკოლა უკვე აშენდა და მომვალაში კიდევ 2 სკოლის მშენებლობის ხელშეწყობას გეგმავს. მისივე თქმით, რეგიონის მოსახელობას ინფრასტრუქტურილი პრობლემები აწუხებს, რის მოგვარებაზეც გამარჯვების შემთხვევაში იზრუნებს.
წაკითხვა
ნათელაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახელობას შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2016-07-29 16:55:00
"ლეიბორისტული პარტიის"  თავმჯდომარე ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახელობას შეხვდა. შალვა ნათელაშვილმა ადგილბრივ მოსახლეობას მაჯორიტარობის კანდიდატი გელა გორთამაშვილი წარუდგინა. იგი ამორჩევლებს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთვევაში, სოციალური პრობლემების მოგვარებას, სტუდენტებისთვის უფასო განათლებას და პენსიონერებს პენსიის ზრდას დაჰპირდა. 
წაკითხვა
ბურჯანაძე საკონსტიტუციო სასამართლოსგან საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული სარჩელის დაჩქარებულად განხილვას ითხოვს
განახლებულია: 2016-07-28 21:16:00
ნინო ბურჯანაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ითხოვს, რომ სასამართლომ დაჩქარებულად განიხილოს პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ის ცვლილებები, რომელთა მიხედვით, უფასო სარეკლამო დროს, 5-ის ნაცვლად, 11 საარჩევნო სუბიექტი გაინაწილებს. ბურჯანაძე ცვლილებებს არაკონსტიტუციურს უწოდებს და ამბობს, რომ კანონი საარჩევნო სუბიექტებს უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს.
წაკითხვა
„ლეიბორისტები“ სუს-ს ოპოზიციური პარტიის დევნაში ადანაშაულებენ
განახლებულია: 2016-07-28 21:14:00
ოპოზიციური პარტიის დევნაში ადანაშაულებს „ლეიბორისტული პარტია“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ე.წ. მოდულის შენობასთან გამართულ აქციაზე შალვა ნათელაშვილმა იმ ძალოვან მაღალჩინოსნებს მიმართა, რომლებიც, მისი თქმით, პოლიტიკურ პარტიებზე ზეწოლაში არიან შემჩნეული. „ლეიბორისტულ პარტიაში“ აცხადებენ, რომ არჩევნების განმავლობაში უშიშროების თანამშრომლების მხრიდან გამოვლენილ შესაძლო დარღვევებზე ისინი ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდიან.
წაკითხვა
მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე ახალ პარტიას ქმნიან
გამოქვეყნებულია: 2016-07-28 18:01:00
მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნიან. პოლიტიკური მოძრაობის „ემსახურე საქართველოს” დამფუძნებელი ყრილობა უკვე გაიმართა, თუმცა შესაძლოა მას არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცეს, რადგან პარტიის რეგისტრაციისთვის განაცხადი იუსტიციის საბჭოში მხოლოდ ახლა შევიდა. კანონით კი ამისათვის ერთთვიანი ვადა არის განსაზღვრული. პარლამენტის ვიცესპიკერი მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს ახალი პარტია 12 აგვისტომდე დაარეგისტრიროს, რადგან სწორედ ამ დღეს იწურება აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში განაცხადების წარდგენის დრო. მურმან დუმბაძე მიიჩნევს, რომ კონკურენტუნარიანი გარემო მხოლოდ მათი პარტიის მონაწილეობის შემდეგ შეიქმნება. იგი უმაღლესი საბჭოს პარალელურად, მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას პარლამენტშიც გეგმავს.
წაკითხვა
ცესკო-ს და შსს-ს თანამშრომლებს არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ტრენინგი ჩაუტარდათ
გამოქვეყნებულია: 2016-07-28 17:57:00
არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს სპეციალური ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგის მონაწილეებმა არჩევნების ჭრილში შესაძლო კონფლიქტებისა და მისი გადაწყვეტის გზებზე ინფორმაცია მიიღეს. ასევე, განიხილეს დაცულობის უზრუნველყოფის საკითხები. ტრენინგს საარჩევნო სისტემის საერთაშორისო ფონდი ახორციელებს. იგი ორდღიანია და ხვალ დასრულდება.
წაკითხვა