საზოგადოებრივი
104.5 FM
პრემიერი ჩოხატაურში სტუდენტებს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2016-07-27 18:45:00
პრემიერი ჩოხატაურში სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკაში გაიმართა.
წაკითხვა
გამოცემა Newsweek-ი პაატა ბურჭულაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს
გამოქვეყნებულია: 2016-07-27 18:04:00
„გაიცანით ოპერის მომღერალი, რომელიც საქართველოში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია,"- ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული გამოცემა Newsweek-ი პაატა ბურჭულაძესთან ინტერვიუს. გამოცემასთან ინტერვიუში „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარე კიდევ ერთხელ საუბრობს მისი პოლიტიკაში მოსვლის მიზეზზე. ბურჭულაძე ქვეყნისა და მისი პარტიის საგარეო პრიორიტეტებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ საქართველოს მთავარი პარტნიორები არიან ამერიკა, ევროპა და ნატო. თუმცა მისსივე თქმით, რუსეთთან ურთიერთობების დალაგება აუცილებელია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ქვეყნის სუვერენიტეტისა და საგარეო კურსის ხარჯზე. ბურჭულაძის აცხადებს, რომ არჩევნებამდე არცერთ კოალიციაში შესვლას არ გეგმავს.   
წაკითხვა
კვირიკაშვილმა ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
გამოქვეყნებულია: 2016-07-27 17:17:00
პრემიერმინისტრმა ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თემურ ჭკუასელი დღეს, ჩოხატაურის მოსახლეობას წარუდგინა.   „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას, კანდიდატის შეფასების გარდა, ხელისუფლების მიერ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმები შეაჯამა. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მნიშვნელობას, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის  განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს. კვირიკაშვილმა  საზოგადოების კონსოლიდაციის  მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.   
წაკითხვა
„ოცნებამ“ გურიაში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
განახლებულია: 2016-07-27 12:34:00
გურიაში „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ოზურგეთში არჩილ თალაკვაძე, ხოლო ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში თემურ ჭკუასელი იბრძოლებენ მანდატებისთვის. ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმინისტრმა რეგიონის პოტენციალზე ისაუბრა და ჩაის წარმოების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
წაკითხვა
გურიაში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია
გამოქვეყნებულია: 2016-07-26 20:50:00
გურიაში "ქართული ოცნების"  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია.ცოტახნის წინ კანდიდატები პრემიერმა და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა  წარადგინა.ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე იქნება, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში კი მმართველი პარტიის სახელით, კენჭს თემურ ჭკუასელი იყრის.
წაკითხვა
სასწრაფოდ
"ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს
გამოქვეყნებულია: 2016-07-26 20:12:00
,,ქართული ოცნება” წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. მმართველი პარტია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ამჯერად გურიაში წარადგენს. კანდიდატურებს პირადად პრემიერმინისტრი დაასახელებს, რომელიც ამ წუთებში მმართველი გუნდის ლიდერებთან ერთად ოზურგეთში. იმყოფება. 
წაკითხვა
მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის“ ხელისუფლებას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს
გამოქვეყნებულია: 2016-07-26 16:42:00
„პაატა ბურჭულაძე -სახელმწიფო ხალხისთვის“ ხელისუფლებას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა, ზეწოლის მსხვერპლი ამჯერად  ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი წევრი სოსო ჩიტორელიძე გახდა. თავად სოსო ჩიტორელიძის განმარტებით, ის ,,ქართული ოცნების“ ოფისში სამსახურებრივი საკითხების განსახილელად დაიბარეს. რეალურად კი  შეხვედრას ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვანში გიორგი ლილუაშვილი, გამგებელი ზაზა ხუციშვილი, გამგებლის მოადგილე ლაშა გიორგაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრის მიმდინარეობისას დეპუტატმა გელა ვარდოსანიძემ თანაგუნდელებს უთხრა, რომ სოსო ჩიტორელიძე და მისი ოჯახი ,,პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ მხარდამჭერია, რის შემდეგაც მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ოთახიდან გააძევეს. 
წაკითხვა
პაატა ბურძულაძის ვიზიტი აშშ-ში
განახლებულია: 2016-07-26 16:41:00
მოძრაობის "სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. პაატა ბურჭულაძემ და გიორგი რუხაძემ შეხვედრები ვაშინგტონში "რესპუბლიკელ" ლიდერებთან გამართეს. პაატა ბურჭულაძე  ყოფილ თავდაცვის მინისტრს და სენატორ ჩაკ ჰეგელს, ასევე, "რესპუბლიკური" ინსტიტუტის პრეზიდენტ მარკ გრინს შეხვდა. შეხვედრებისას განხილული იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობები თავდაცვის სფეროში, ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის, საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ოქტომბრის არჩევნები. როგორც შეხვედრებისას აღინიშნა, ოქტომბრის არჩევნები ამერიკის პოლიტიკურ წრეებში განსაკუთრებული ყურადღების საგანია. 
წაკითხვა
პოლიტიკური ძალების წინასაარჩევნო აქტივობები
გამოქვეყნებულია: 2016-07-25 20:47:00
პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო აქტივობებს განაგრძობენ. დედაქალაქსა თუ რეგიონებში მათმა ნაწილმა დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. გაიმართა საპროტესტო აქციაც. რაზე ამახვილებენ ყურადღებას პარტიები მოქალაქეებთან შეხვედრაზე და ვინ არიან დღეს დასახელებული დეპუტატობის კანდიდატები - მანანა გიგინეიშვილი დეტალებით. 
წაკითხვა
„სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრების პროცესი ორი დღით გადაიდო - ბურჭულაძის თანაგუნდელები არასათანადო მოპყრობაზე საუბრობენ
განახლებულია: 2016-07-25 20:39:00
პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრების ადმინისტრაციულ ბრალდებაზე სასამართლო პროცესი ორი დღით გადაიდო. მოსამართლემ საპატრულო პოლიციის მიერ სხდომაზე წარდგენილი ვიდეომასალა არასაკმარისად მიიჩნია და დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. პარტია „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრები საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ არსათანადო მოპყრობაზე საუბრობენ და ფაქტის გამოძიებას ითოხვენ.
წაკითხვა
ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები სევდია უგრეხელიძის ამომრჩევლებთან შეხვედრისას მომხდარი ინციდენტის გარშემო
განახლებულია: 2016-07-25 20:38:00
ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები დოლიძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გარშემო, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრიც ფიგურირებს. საქმე ეხება დოლიძეზე სევდია უგრეხელიძესა და ამომრჩევლებს შორის მიმდინარე შეხვედრის დროს მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა და ერთ-ერთი ადგილობრივი, აკაკი ხაფავა შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულა. საპირისპიროს ამტკიცებს თავად ხაფავა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და მორალური შეურაცხყოფის გამო, სევდია უგრეხელიძის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელის შეტანას აპირებს. აკაკი ხაფავას საქმეს საქალაქო სასამართლო ხვალ განიხილავს. დოლიძის ქუჩის მცხოვრებს წვრილმან ხულიგნობაში სდებენ ბრალს.
წაკითხვა
დაარღვია თუ არა ვარშალომიძემ კანონი - პოლიტიკოსი აუდიტის სამსახურში გამოკითხეს
განახლებულია: 2016-07-25 20:15:00
ლევან ვარშალომიძის გამოკითხვა დასრულდა. აუდიტის სამსახური ახლა დამატებით დოკუმენტაციას ელოდება და იმ პირთა მოსმენას გეგმავს, რომლებმაც აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველ ნომერთან ინდივიდუალური ხელშეკრულებები გააფორმეს. სწორედ ამ პროცედურების შემდეგ გაირკვევა, მოუწევს თუ არა ვარშალომიძეს ჯარიმის გადახდა. კითხვები, რომლებიც აჭარის მთავარობის ყოფილ მეთაურს დღეს მაკონტროლებელ ორგანოში დაუსვეს, ე.წ. სოციალურ სახლებს უკავშირდება. მითითებული პროექტის ფარგლებში, ლევან ვარშალომიძე კომპაქტური ჩასახლების ადგილებში მცხოვრებ ოჯახებს ბინების მშენებლობას ჰპირდება, რასაც არასამთავრობო სექტორში ამომრჩეველთა მოსყიდვად მიიჩნევენ.
წაკითხვა
თელავში საარჩევნო განვითარების სკოლა გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2016-07-25 17:27:00
დღეს თელავში საარჩევნო განვითარების სკოლა გაიხსნა, სადაც 10 დღის განმავლობაში 25 ახალგაზრდა შეისწავლის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა საარჩევნო სისტემები, არჩევნების გამჭვირვალობა, არჩევნებში ჩართული მხარეები და სხვა. სწავლებას საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები და მწვრთნელები ჩაატარებენ. თელავის გარდა, საარჩევნო განვითარების სკოლები გურჯაანსა და სიღნაღშიც  გაიხსნება.
წაკითხვა
ანი მიროტაძე რეგიონებში ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლებზე მსუბუქ ზეწოლაზე საუბრობს
გამოქვეყნებულია: 2016-07-25 17:22:00
ანი მიროტაძე სხვადასხვა რეგიონში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩევლებზე განხორციელებულ ირიბ ზეწოლაზე საუბრობს. „ეროვნული ფორუმის“ წევრის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები საჯარო სტრუქტურებში დასაქმებულ მოქალაქეებს და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ამომრჩევლებს  ურჩევენ  მოახლოებულ არჩევნებზე ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცენ. „ეროვნული ფორუმი“ გიორგი კვირიკაშვილსა და კახა კალაძეს გარკვეული ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. მიროტაძემ ეროვნული ფორუმის საარჩევნო  გეგმებსა და კანდიდატებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, საარჩევნო სიის პირველი ნომერი კახა შარტავა იქნება, ხოლო თუ ვინ მოხვდება პირველ ათეულში, ამას საზოგადოება უახლოეს მომავალში გაიგებს. მან მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატიც დაასახელა.
წაკითხვა
ლეიბორისტების ლიდერმა 101 წლის ფლორა ჩხენკელს იუბილე მიულოცა
გამოქვეყნებულია: 2016-07-25 17:14:00
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე  ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 101 წლის ფლორა ჩხენკელს ესტუმრა და დაბადების დღე მიულოცა. პარტიის ლიდერმა პენსიონერს საჩუქრები პირადად გადასცა და „ლეიბორისტული პარტიის“ საპენსიო პროგრამა გააცნო. „ლეიბორისტული პარტია“ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობას საპენსიო რეფორმას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც, საპენსიო ასაკის ზღვარი ქალებში 55, მამაკაცებში კი 60 წელი იქნება. ხოლო 80 წელს გადაცილებული თითოეული მოქალაქე ყოველი წლის მატებასთან ერთად დამატებით 100 ლარს მიიღებს.
წაკითხვა
საქართველოს პარლამენტის არჩევნები ავღანეთში უკვე ჩატარდა
გამოქვეყნებულია: 0000-00-00 00:00:00
ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღეს.  თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და დათქმულ დროს შესაბამისი პროცედურების დაცვით დაიხურა. ამასთან, დაილუქა საარჩევნო ყუთი და საქართველოში გამოიგზავნა.უწყების ცნობით, ავღანეთის ტერიტორიაზე ორი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ფარვანის პროვინციაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გახსნილ საარჩევნო უბანზე დააფიქსირეს საკუთარი არჩევანი.II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა მაზარ-ი-შარიფში გერმანულ ბაზა "მარმალზე" არსებულ საარჩევნო უბანზე მიიღეს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა. ხოლო ქაბულში "მტკიცე მხარდაჭერის მისიის შტაბში მყოფმა IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის "ალფა" ასეულის სამხედროებმა, პარლამენტის არჩევნებში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღეს მონაწილეობა, როგორც ბაგრამის საარჩევნო უბნის ამომრჩევლები.თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საარჩევნო უბნები სპეციალურად მოაწყო და აღჭურვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ავღანეთში წარგზავნილმა ჯგუფმა, რომელმაც, როგორც სამინისტროში აცხადებენ, არჩევნების ჩატარებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელა.ავღანეთში საქართველოს პარლამენტის არჩევნებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გარდა, მედიისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.
წაკითხვა