საზოგადოებრივი
104.5 FM
საქალაქო სასამართლომ ხმების გადათვლის შესახებ ათი ოპოზიციური პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 15:29:00
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 10 პოლიტიკური სუბიექტის მიერ შეტანილი სარჩელი, რომლის მიხედვითაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შემაჯამებელი ოქმების გაუქმებასა და ხმების ხელახალ გადათვლას ითხოვდნენ, არ დაკმაყოფილდა.„თქვენ აკანონებთ პოლიტიკურ დევნას" - ასეთი რეპლიკით მიმართა დიმიტრი ლორთქიფანიძემ მოსამართლეს. ლორთქიფანიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები აუცილებლად გაასაჩივრებენ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. „მას შემდეგ, რაც მოვივლით აქ ყველა ინსტანციას, აუცილებლად მივმართავთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც“ - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
წაკითხვა
საქართველოში საფრანგეთის ელჩი - საფრანგეთს აქვს ძალიან ძლიერი თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 12:43:00
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გამართულ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოების საკითხებზე დონორთა საკოორდინაციო შეხვედრაზე საქართველოში საფრანგეთის, შვედეთის და იტალიის ელჩებმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის და განვითარების განყოფილების უფროსმა ვინსენტ რეიმ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობაზე ისაუბრეს. საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ განაცხადა, რომ საფრანგეთს ძალიან ძლიერი თანამშრომლობა აქვს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. „ძალიან ინფორმაციული კონფერენცია იყო და საგრძნობლად აამაღლა საქართველოს პროფილი სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის თვალსაზრისით, რომელიც გაერო-ს მიერ აღიარებულია როგორც ერთ ერთი საუკეთესო ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის სტაბილურობის ინსტრუმენტის წევრ ქვეყანათა შორის. საფრანგეთს აქვს ძალიან მტკიცე ურთიერთობა საქართველოსთან და აქვს ძალიან ძლიერი თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ძალიან დაინტერესებული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის და ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით . ამ მხრივ შემიძლია ვთქვა,რომ საქართველო და საფრანგეთი მხარდამხარ არიან. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობით“, - განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა  პასკალ მენიემ. საქართველოში შვედეთის ელჩმა  მარტინა ქვიქმა განაცხადა, რომ საქართველოს დიდი წვლილი აქვს საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით. „საქართველომ უდიდეს პროგრესს მიაღწია ბოლო ათი წლის განმავლობაში, რაც ჩვენ ვთანამშრომლობთ. მე ნამდვილად მინდა, რომ მივულოცო ქართველებს იმისთვის,რაც მათ უკვე გააკეთეს, მათი კონტრიბუციისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით. თქვენ ძალიან აქტიურები იყავით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის კუთხით, რეგიონულ
წაკითხვა
ცესკო-ში საჩივრების განხილვა დასრულდა - ცესკო-ს გადაწყვეტილებას აპროტესტებს ოპოზიციური სპექტრი
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 12:03:00
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა. საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება თიანეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი, რომლითაც 1 ხმით თამაზ მეჭიაური იმარჯვებს. უკმაყოფილოა მმართველი გუნდის კანდიდატი, რომელის საჩივარიც მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ცესკო-ს გადაწყვეტილებას აპროტესტებს ოპოზიციური სპექტრიც. პარტიები შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობასა და ხმების ხელახლა გადათვლას მოითხოვდნენ.
წაკითხვა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 11:50:00
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. პარტიის წარმომადგენლის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, მათი სარჩელი, სადაც ისინი 73-ვე საოლქო კომისიის შემაჯამებელი ოქმების გაუქმებას ითხოვდნენ, პოლიტიკური მოტივით არ დაკმაყოფილდა. მისი თქმით, სარჩელს რამდენიმე საბაბი ჰქონდა - ამომრჩევლების კონტროლი, ზეწოლა და ასევე, ის, რომ თითქმის არცერთმა საოლქო კომისიამ საუბნო კომისიების „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ შედგენილი საჩივრები არ განიხილა. პარტიის წევრები სასამართლოში სარჩელს დღეს შეიტანენ. საჭიროების შემთხვევაში, ისინი ევროპული სასამართლოსთვის მიმართვასაც არ გამორიცხავენ.„სამწუხაროდ, ცესკო არ მოქმედებს საარჩევნო კანონმდებლობიდან და საარჩევნო კანონმდებლობის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ღებულობს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს - მათ უგულებელყვეს და კენჭისყრით ჩააგდეს ჩვენი საჩივარი. შესაბამისად, დღეს ვაპირებთ, როგორც ეს კანონით დადგენილ ვადებში არის გათვალისწინებული, გავასაჩივროთ ცესკო-ს ეს უკანონო გადაწყვეტილება სასამართლოში და ვაპირებთ, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე იმისთვის, რომ საბოლოოდ მივიღოთ ის, რაც რეალურად გააუქმებს ამ არჩევნების შედეგებს“, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
წაკითხვა
საქართველო გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების ჯგუფის თანათავმჯდომარედ წარადგინეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 11:16:00
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმის მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებად გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე და არაბთა გაერთიანებული საემიროების მუდმივი წარმომადგენელი ლანა ზაკი ნუსეიბი წარადგინეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის მდივნის მიროსლავ ლაიჩაკის წერილშია საუბარი. „პატივი მაქვს გაცნობოთ, რომ მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებად დავნიშნე გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე და არაბთა გაერთიანებული საემიროების მუდმივი წარმომადგენელი ლანა ზაკი ნუსეიბი. მინდა, მადლობა გადავუხადო ელჩებს იმნაძესა და ნუსეიბის იმისათვის, რომ დათანხმდნენ ამ ძალიან მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გამოხატავთ მათ მიმართ სრულ მხარდაჭერას და თანამშრომლობისთვის მზადყოფნას. მჯერა, რომ მომავალი მოლაპარაკებები აგებული იქნება 69-ე, 70-ე და 71-ე სესიებზე მიღწეულ პროგრესზე და მოვუწოდებ წევრ ქვეყნებს, ხელი შეუწყონ ამ პროცესის განვითარებას, გაერო-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილების (71/553) შესაბამისად. წინამდებარე გადაწყვეტილების (71/553) შესაბამისად. ამავე გადაწყვეტილებით, მე, როგორც გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი, გავაგრძელებ ამ პროცესში აქტიურ ჩართულობას თანათავმჯდომარეების მხარდასაჭერად“, - აღნიშნავს მიროსლავ ლაიჩაკი.საგარეო უწყების ცნობით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების მთავრობათაშორისი მოლაპარაკების თანათავმჯდომარედ საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის დანიშვნა წარმოადგენს საქართველოს კიდევ ერთ აღიარებას საერთაშორისო არენაზე. „ეს არის უაღრესად საპატიო და საპასუხისმგებლო ფუნქცია. გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების პროცესი  აქტუალურია  საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, რაზეც აქტიურად საუბრობენ როგორც გაერო-ს წევრი ქვეყნები, ისე გაერო-ს ახლადარჩეული გენერალური მდივანი. საქართველო თავის მხრივ უკვე ჩართულია ამ პროცესებში. მიმდინარე წელს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში საქართველომ რამდენიმე ისეთ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზაციის რეფორმის პროცესთან, მათ შორის საქართველო აქტიურია გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ეფექტუ
წაკითხვა
გიორგი მღებრიშვილი - გამოვხატავთ სრულ მზაობას, რათა უფრო მეტად გავაფართოვოთ ნატო-ს საზღვაო ოპერაციაში ჩვენი ჩართულობის მასშტაბები
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 10:54:00
ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის საქართველოში საპორტო ვიზიტის ფარგლებში, საფლაგმანო ხომალდზე - REGELE FERDINAND ოფიციალური მიღება გაიმართა.ღონისძიებას საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ნატო-ს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.გიორგი მღებრიშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ საქართველო გამოხატავს სრულ მზაობას, მეტად გააფართოოს ნატო-ს საზღვაო ოპერაციაში ჩართულობის მასშტაბები.„ჩვენ ვაფასებთ ნატო-ს ასეთ მხარდაჭერას. ის ფაქტი, რომ დღეს აქ ალიანსის საზღვაო სარდლობის ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან და ჩვენ ნატო-ს შენაერთის ბათუმის პორტში უკვე მესამედ შემოსვლას აღვნიშნავთ, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოსა და ნატო-ს შორის საზღვაო უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება.როგორც მოგეხსენებათ, ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამიტომ მსგავსი ვიზიტების ორგანიზება და ერთობლივი ღონისძიებების ინტენსივობის გაზრდა ძალზე მნიშვნელოვანია.საქართველომ დიდი ხანია დაამტკიცა, რომ მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რაზეც მეტყველებს ჩვენი შეიარაღებული ძალების მონაწილეობა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მონაწილეობს ნატო-ს ოპერაცია „ზღვის მცველში“, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ხმელთაშუა ზღვაზე და მასთან დამაკავშირებე
წაკითხვა
23 ნოემბერს EPP-ის ​ლიდერები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოსამზადებლად შეიკრიბებიან
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 21:58:00
23 ნოემბერს „ევროპის სახალხო პარტიის“ ლიდერები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოსამზადებლად იკრიბებიან. სამიტამდე ერთი დღით ადრე, ევროპის სახალხო პარტიის სხდომაზე, ლიდერები დეკლარაციის საბოლოო ტექსტს შეათანხმებენ და ინიციატივის მომავალზე იმსჯელებენ.EPP-ის სხდომას ევროკავშირის ლიდერებთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორებიც დაესწრებიან. სამიტი 24 ნოემბერს გაიმართება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა 2009 წლის 7 მაისს შეიქმნა და ექვს ქვეყანას აერთიანებს.„აღმოსავლეთ პარტნიორობის საფუძველი იქნება საერთო ღირებულებები, დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემა. ასევე, საბაზრო ეკონომიკის, მდგრადი განვითარებისა და კარგი მმართველობის პრინციპები“, - აღნიშნულია დეკლარაციაში, რომელიც ლიდერებმა 2009 წლის 7 მაისს პრაღაში მიიღეს.
წაკითხვა
არჩილ თალაკვაძე - შემიძლია ვთქვა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ჩანს ხედვა, პროფესიონალიზმი და მოძრაობა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 21:52:00
შემიძლია ვთქვა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ჩანს ხედვა, პროფესიონალიზმი და მოძრაობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მან მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობისთვის ფინანსთა სამინისტროს მთელს გუნდს მადლობა გადაუხადა.თალაკვაძემ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი შენიშვნების საკმაოდ დიდი ნაწილი გათვალისწინებულია იმ რედაქციაში, რომელიც ფინანსთა მინისტრმა დღეს წარადგინა. „შემიძლია ვთქვა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ჩანს ხედვა, პროფესიონალიზმი და მოძრაობა - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ ბიუჯეტში მომავალს ხედავს თითოეული ადამიანი, პროფესიონალი, ფინანსისტი, თუ ჩვეულებრივი მოქალაქე. ამას ხედავენ ინვესტორები, ამას ხედავენ ჩვენი პარტნიორები და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიც“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი 4,7%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, ეს მაჩვენებელი კი მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე უფრო მეტია. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ფინანსთა სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტი დეფიციტის კუთხით აქვს დაგეგმილი, სულაც არ არის საგანგაშო, ვინაიდან თუ შევადარებთ ევროპის ქვეყნების ანალოგიურ მონაცემებს, შეიძლება ითქვას, რომ ნორმალური მაჩვენებელია.„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი არის ძალიან დაბალანსებული და ამყარებს სამართლიან ურთიერთობას ხარჯებს, სოციალურ პასუხისმგებლობასა და სამომავლო ინვესტიციებს შორის, ეს ბიუჯეტი არის მომავალზე ორიენტირებული, ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული“, - განაცხადა თალაკვაძემ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციის წარმომადგენელთა გამოსვლებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი წუხილის მიუხედავად, მმართველი ძალისადმი მოსახლეობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა სულ ახლახან ჩატარებუ
წაკითხვა
ნატოს საზღვაო საბრძოლო ხომალდები საქართველოში
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 20:40:00
ბათუმის ნავსადგუში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ფლოტის ოთხი გემი შემოვიდა. მათ შორისაა მუდმივმოქმედი მეორე ნაღმ-საწინაარდეგო შენაერთის საფლაგმანო ხომალდი.  საქართველოს წყლებში ისინი 6 ნოებრამდე დარჩებიან და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნაში მიიღებენ მონაწილეობას. ბათუმში ნატოს ძალების დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი, სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები, აჭარის მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ოფიციალურ მიღებამდე ნატოს ხომალდების საპორტო ვიზიტი შინაგან საქმეთა მინისტრმა და ნატოს საზღვაო სარდლობის მეთაურის მოადგილემ, ვიცე-ადმირალმა შეაფასეს. 
წაკითხვა
ვითარება ქურთისტანში - დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი რეგიონი ახალი გამოწვევების წინაშე
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 20:28:00
ახალი გამოწვევები ერაყის ქურთისტანის დღის წესრიგში. დამოუკიდებლობისთვის მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ, მასუდ ბარზანიმ რეფერენდუმი ჩაატარა, თუმცა ვა-ბანკმა არ გაამართლა. კირკუკში ნავთობის ზონების დაკარგვამ, რომელიც შემოსავალს უზრუნველყოფდა და დამოუკიდებელი ქურთისტანისთვის გადამწყვეტი მნივშნელობა უნდა ჰქონოდა, შიდა კრიტიკის გააქტიურება გამოიწვია. გივი ბარამიძის სიუჯეტი დეტალებით. 
წაკითხვა
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
განახლებულია: 2017-11-03 20:18:00
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის წინასაარჩევნოდ ბლოკების აკრძალვის გადაწყვეტილება კვლავ დაპირისპირების მიზეზია. რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტის გაერთიანება მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის იქნება შესაძლებელი. საპარლამენტო უმრავლესობაში ცვლილებას პოლიტიკური პარტიების გაძლიერების სურვილით ხსნიან. საპარლამეტო და არასაპარლამენტო ოპოზიციაში კი ფინანსურად პარტიების მიზანმიმართულ დასუსტებაზე საუბრობენ. თუ საარჩევნო ბლოკი ბარიერს გადალახავს, საბიუჯეტო დაფინანსებას და კვალიფიციურის სტატუს მასში შემავალი ყველა სუბიექტი იღებს. ბიუჯეტიდან პარტიებზე წელს 9 მილიონამდე ლარი იხარჯება. ოპონენტებთან ერთად ხელისუფლებას ალტერნატივას თანაგუნდელებიც სთავაზობენ. გიორგი გიგანის სიუჟეტი.
წაკითხვა
ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას განაგრძობს
განახლებულია: 2017-11-03 20:10:00
საჩივრებს განიხილავს ცენტრალური საარჩევნო კომისია. გაერთიანებულმა ოპოზიციამ საარჩევნო ადმინისტრაციას 9 ოლქში განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების მოთხოვნით მიმართა. განმეორებით არჩევნების ჩატარებას ითხოვს თიანეთში ქართული ოცნების მერობის კანდიდატიც. საჩივრების განხილვა 7 საათზე დაიწყო. თემაზე ნოდარ ჩაჩუა მუშაობდა. 
წაკითხვა
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში - მწვავე კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან და ხელისუფლების არგუმენტები
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 20:00:00
როგორ გეგმავს მთავრობა საქართველოს მომავალი წლის ბიუჯეტის განკარგვას. ფინანსთა მინისტრს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტებზე სასაუბროდ საათი და ათი წუთი დასჭირდა. პარლამენტში გადამუშავებული ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. უმრავლესობის დეპუტატები პროექტს დაბალანსებულს უწოდებენ რაშიც მათ კოლეგა ოპოზიციონერი დეპუტატები არ ეთანხმებიან. უმცირესობის წევრები ხელისუფლებას ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების გამო აკრიტიკებენ, გაზრდილ ბიუროკრატიულ ხარჯზე საუბრობენ და სვამენ კითხვას, თუ რატომ არ იზრდება 2018 წელს პენსია და სხვადასხვა სოციალური ფენისთვის გათვალისწინებული შემწეობა. როგორც დღეს გაირკვა, პენსია 20 ლარით შეიძლება 2019 და 2020 წელს გაიზარდოს. პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის განხილვას შორენა ხვიჩია ესწრებოდა. ამავე თემაზე, იხილეთ ჩართვა „მოამბის“ 18-საათიანი საინფორმაციო გამოშვებიდან.
წაკითხვა
ფინანსთა მინისტრი პარლამენტში მწვავე კითხვებს პასუხობს - რას იწუნებს ოპოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 18:09:00
ოპოზიციის კრიტიკა ბიუჯეტის პროექტს. ფინანსთა მინისტრი ოპონენტების მწვავე კითხვების პირისპირ. პარლამენტში ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა გრძელდება. ოპოზიციის წარმომადგენლები ბიუჯეტში გაწერილი ხარჯების არამიზნობრიობის გარდა, აქცენტს ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზეც აკეთებენ. განხილვის დეტალებს შორენა ხვიჩია პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს. 
წაკითხვა
გიორგი მღებრიშვილი ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის წარმომადგენელს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 16:31:00
გიორგი მღებრიშვილი ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის წარმომადგენელს შეხვდა. მხარეებმა ნატო-საქართველოს შორის საზღვაო სფეროში არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მონაწილეობა ნატო-ს ოპერაცია „ზღვის მცველში“, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ხმელთაშუა ზღვასა და მის მიმდებარე საზღვაო სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
წაკითხვა
დავით ზალკალიანი - ოკუპირებულ ახალგორში საბაჟოს გახსნაზე საუბარი არ შეიძლება იყოს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 15:34:00
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. მისი განმარტებით, საბაჟოები სახელმწიფოებს შორის იქმნება. „არანაირ საბაჟოზე საუბარი არ შეიძლება იყოს არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური კუთხით, გამომდინარე იქიდან, რომ საბაჟოები, როგორც წესი, სახელმწიფოებს შორის წესდება. სახელმწიფო საზღვარი არ არსებობს, სახელმწიფო საზღვარი ჩვენ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან და ბუნებრივია, არ შეიძლება იყოს საუბარი არანაირ საბაჟო პუნქტზე. ეს არის შეზღუდვა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის და ზღუდავს იქ მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტურ უფლებას თავისუფალ გადაადგილებაზე და რუსეთის ფედერაციის მხრიდან არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები მოაქციოს თავისი ეკონომიკური გავლენის ქვეშ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა.მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ვერ იქნება სამართლებრივად გამართლებული და საქართველო ყველა საერთაშორისო ფორმატს გამოიყენებს საკითხის საერთაშორისო თანამეგობრობაში აქტუალიზაციისთვის.ოკუპირებული ცხინვალის ოკუპირებული ე.წ. საბაჟო კომიტეტის „ხელმძღვანელმა“ მურატ ცხოვრებოვმა განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთი“ ახალგორის რაიონში ე.წ. საბაჟო პუნქტს გახსნის.
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 14:55:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს. "დღეს ჩვენი სახელმწიფოსთვის უაღრესად მნიშვნელოვან დღეს - ქართული დიპლომატიის დღეს აღვნიშნავთ.ვულოცავ ამ დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს დიპლომატებს. ქართული დიპლომატიის დამსახურებაა ყველა წარმატება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ  საერთაშორისო ასპარეზზე. დღეს ჩვენ მთელი ცივილიზებული მსოფლიო გვიცნობს, როგორც დასავლური ღირებულებების ერთგულ ქვეყანას და ეს არის უმნიშვნელოვანესი მიღწევა.ჩვენი დიპლომატების პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგია ის, რომ საქართველო სულ უფრო უახლოვდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეს - დიდ ევროპულ ოჯახს,  რომელშიც ჩვენ ვხედავთ ჩვენს ბუნებრივ ადგილს. ქართველებს გვყავს დიდი წინაპარი და ეტალონი დიპლომატიაში - სულხან-საბა ორბელიანი. ჩვენი ვალია, ვუერთგულოთ იმ უმთავრეს ღირებულებებსა და სტანდარტს, რომელიც სულხან-საბა ორბელიანმა დაამკვიდრა. მჯერა, რომ ჩვენი პოტენციალითა და მეგობრებისა და პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერით, საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ მრავალ წარმატებას მივაღწევთ", - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში. 
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 14:15:00
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს  ულოცავს. "ეს თარიღი განსაკუთრებულია ქართული სახელმწიფოებრიობისათვის, რადგან დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა უშუალოდ უკავშირდება ქვეყნის სუვერენიტეტს.სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან დღემდე ჩვენმა ქვეყანამ არაერთ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია, რაც ქართული დიპლომატიის დამსახურებაა.უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, ასოცირების შეთანხმება, თანამშრომლობის ახალი საერთაშორისო პროექტები, ხელშეკრულებები - ყველა ამ წარმატებაში  განუზომელია ქართული დიპლომატიის წვლილი და ძალისხმევა.ჩვენ შევძელით, საქართველო გამხდარიყო არამხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი, არამედ ყოფილიყო უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ფუნქციით აღჭურვილი სახელმწიფო, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ხალხებს, რეგიონებსა და კონტინენტებს. ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად ქართული დიპლომატია დღეს ურთულეს ბრძოლაშია ჩაბმული, სადაც ჩვენი მოწინააღმდეგე ისეთი ძლიერი დიპლომატიური ტრადიციების მქონე ქვეყანაა, როგორიც არის რუსეთის ფედერაციაა. ამ მძიმე პაექრობაში ჩვენ შთამბეჭდავ წარმატებას მივაღწიეთ: კონსოლიდირებული ძალისხმევითა და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით სრულიად ჩაიშალა ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გეგმა და ერთმნიშვნელოვნად შეუქცევადი გახდა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა. ამასთან, ყოველწლიურად იზრდება გაერო-ში დევნილთა და ლტოლვილთა უპირობო და ღირსეული დაბრუნების  შესახებ რეზოლუციის მომხრე სახელმწიფოთა  რაოდენობა. ბრძოლა ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის კვლავაც გრძელდება. დეოკუპაცია, ტერიტორიული  მთლიანობის აღდგენა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ჩვენი სამშობლოს გაძლიერება და კეთილდღეობა ჩვენი დიპლომატიის უმთავრესი ამოცანაა. სიმბოლურია, რომ დღევანდელი დღე უკავშირდება უდიდესი საზოგადო მოღვაწისა და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი დიპლომატის სულხან-საბა ორბელიანის სახელს, რომელმაც ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში ნათლად გამოკვეთა ჩვენი დიპლომატიისა და საგარეო პოლიტიკის ღირებულებები და ევროპული ვექტორი.ჩვენ წინ კიდევ მრავალი გამოწვევა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ კვლავაც მრავალი გამარჯვებას ვიზეიმებთ. მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ ქართული დიპლომატიის დღის აღნიშვნას ერთიან, ძლიერ, ევროპულ და ევროატლანტიკურ საქართველოში. კიდევ ერთხელ, გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ წარმატებებს", - აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში. 
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - 2018 წლის ბიუჯეტი ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 13:28:00
2018  წლის ბიუჯეტი   ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. მისი თქმით, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ორიენტირებულია ეკონომიკური ზრდის დაჩქარებასა და ქვეყნის მშენებლობაზე. „ჩვენ თანამიმდევრულად განვაგრძობთ იმ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც საზოგადოებას წარვუდგინეთ 2016 წლის ბოლოს, მიმდინარე - 2017 წლის ბიუჯეტის წარდგენისას. ამ პოლიტიკის მიზანია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
წაკითხვა
ნატო-ს ხომალდები ბათუმში [ვიდეო/ფოტო]
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 13:15:00
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, საპორტო ვიზიტით, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის საფლაგმანო ხომალდი REGELE FERDINAND და ნატო-ს საზღვაო შენაერთის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი შემოვიდა. დღესვე ბათუმის პორტს ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი კიდევ 2 ხომალდი ეწვევა.ვიზიტს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოში ბულგარეთის საელჩო მასპინძლობს.დელეგაციას ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) სარდლის მოადგილე, ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი ხელმძღვანელობს.ვიცე-ადმირალს საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შეხვდება.დელეგაციის წევრები საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრსაც ეწვევიან.გაიმართება პრესკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი; ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლის მოადგილე, ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი; საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის უფროსის მოადგილე როსარია პუგლისი და ნატო-ს ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდების შენაერთის მეთაური ჯასთინ ჰეინისი.ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდები ბათუმის ნავსადგურში 6 ნოემბრამდე დარჩებიან და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ, სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას.
წაკითხვა