საზოგადოებრივი
104.5 FM
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ვალერი კონოვალიუკს კომპრომატების გამოქვეყნებით ემუქრება
გამოქვეყნებულია: 2008-12-04 12:47:04
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ვალერი კონოვალიუკს კომპრომატების გამოქვეყნებით ემუქრება. კონოვალიუკი საპარლამენტო კომისიას ხელმძღვანელობს, რომელიც საქართველოსთვის სამხედრო ტექნიკის მიყიდვის ფაქტებს იკვლევს. თავდაცვის მინისტრ იური ეხანუროვის მტკიცებით, საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი იმ იდეებს ახმაურებს, რომელსაც მას რუსეთში კარნახობენ. მანამდე ვალერი კონოვალიუკმა განაცხადა, რომ აგვისტოს ომის დროს უკრაინა საქართველოს იარაღს კანონის დარღვევით აწვდიდა. უკრაინელი პოლიტიკოსები კონოვალიუკს, უკრაინის წინააღმდეგ საინფორმაციო ომის წარმოების მიზნით, რუსეთთან თანამშრომლობაში ხშირად ადანაშაულებენ. გამოძიების პირველ ანგარიშს უკრაინის რადას კონოვალიუკი დღეს წარუდგენს.
წაკითხვა
რუსი სამშვიდობოების ბლოკ-პოსტებს აფხაზი მესაზღვრეები დაიკავებენ
გამოქვეყნებულია: 2008-12-04 12:39:26
რუსი სამშვიდობოების ბლოკ-პოსტებს აფხაზი მესაზღვრეები დაიკავებენ. ამის შესახებ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა. ბაღაფშის თქმით, აფხაზი მესაზღვრეები ბლოკ პოსტებზე იმ დრომდე იდგებიან, ვიდრე რუსეთიდან სამხედრო ბრიგადები არ შემოვლენ. თათბირზე მთავარი განსახილველი საკითხი ენგურის მთელ პერიმეტრზე საზღვრის დაცვა იყო. სერგეი ბაღაფშმა ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის შესახებაც ისაუბრა და მათ ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში, დაპატიმრებით დაემუქრა.
წაკითხვა
ნატო-საქართველოს სხდომის პირველი შედეგები ცნობილია
გამოქვეყნებულია: 2008-12-04 12:29:42
ნატო-საქართველოს სხდომის პირველი შედეგები ცნობილია. კომისიის სხდომაზე, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე პირველად გაიმართა, გადაწყდა, რომ საბოლოოდ საქართველოს გაწევრიანების გზაზე მთავარი როლი ნატო-საქართველოს კომისიას და ყოველწლიურ ნაციონალურ პროგრამას მიენიჭება. ამისთვის საქართველოს ხელისუფლებამ რეფორმები უნდა განახორციელოს, რომელთა სწორად გატარებასაც ალიანსი თავად გააკონტროლებს. ინდივიდუალური პროგრამების შესრულება ყოველწლიურად ნატო–ს სამიტზე შეფასდება, რის შემდეგაც ალიანსის ქვეყნები საქართველოს პროგრესის შესახებ დასკვნას დადებენ. იგივე მექანიზმი იმუშავებს უკრაინასთან მიმართებაშიც.
წაკითხვა
აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი კომისიის წევრები გორში მიემგზავრებიან
გამოქვეყნებულია: 2008-12-04 11:35:09
აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი კომისიის წევრები დღეს დილით გორში მიემგზავრებიან. კომისიის წევრები რაიონში რამდენიმე სოფელს მოინახულებენ და სიტუაციას ადგილზე გაეცნობიან. ამის შემდეგ დეპუტატები გორში იმ სოფლების მოსახლეობას შეხვდებიან, რომლებიც აგვისტოს მოვლენების შემდეგ ყველაზე მეტად დაზარალდნენ. როგორც კომისიის წევრები აცხადებენ, ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს რუსული აგრესია, ამიტომ მათი მონათხრობი მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს კომისიის საბოლოო დასკვნაზე.
წაკითხვა
ედუარდ კოკოითი –რუსეთის დახმარების გარეშე საქართველოსთან ომში დავმარცხდებოდით
გამოქვეყნებულია: 2008-12-04 11:28:39
ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი აღიარებს, რომ რუსეთის დახმარების გარეშე აგვისტოში საქართველოსთან ომში დამარცხდებოდა. ამის შესახებ დე–ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა "რასიისკაია გაზეტასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. კოკოითის თქმით, ომის შემდეგ ოსურ მხარეს ხელში მნიშვნელოვანი დოკუმენტები ჩაუვარდა, სადაც ქართული მხარის საიდუმლო ინფორმაციაა შენახული. "ჩვენ ახლა ვიცით, ვინ მუშაობდა ქართველებისთვის და რამდენს უხდიდნენ მათ ამაში ”,- განაცხადა კოკოითმა.
წაკითხვა
სეპარატისტულ აფხაზეთს გაეროს დელეგაცია ეწვევა
გამოქვეყნებულია: 2008-12-04 11:23:26
სეპარატისტულ აფხაზეთს დღეს გაეროს სამშვიდობო ოპერაციათა და პოლიტიკურ საქმეთა დეპარტამენტის დელეგაცია ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრის მიზანია შექმნილი მდგომარეობის განხილვა და აფხაზეთში მოქმედი გაეროს მისიის მანდატის შესახებ კონსულტაციების გამართვა. გაეროს წარმომადგენლები ხვალ გალში ჩასვლასაც გეგმავენ, სადაც აფხაზ სეპარატისტთა ლიდერ სერგეი ბაღაფშის ე.წ. ოფიციალურ წარმომადგენელს რუსლან ქიშმარიას შეხვდებიან.
წაკითხვა
იააპ დე ჰოოპ სხეფერი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
გამოქვეყნებულია: 2008-12-04 11:19:14
”ბუქარესტიდან გავიდა მატარებელი, რომელიც საბოლოოდ აუცილებლად მივა ნატოს წევრობამდე”, –იააპ დე ჰოოპ სხეფერმა ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ეკა ტყეშელაშვილთან ბრიუსელში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გააკეთა. ნატო–ში საქართველოს გაწევრიანების გზაზე მთავარი როლი ნატო-საქართველოს კომისიას და ყოველწლიურ ნაციონალურ პროგრამას მიენიჭება.
წაკითხვა
აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი კომისია საქართველოს პრეზიდენტს უსმენს
გამოქვეყნებულია: 2008-12-02 18:09:00
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიაში უსმენენ. რუსეთის აგრესიის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე თანამდებობის პირთა დიდი ნაწილი უკვე დაიკითხა. მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციების და მასალების საფუძველზე კომისიამ აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით დასკვნა დეკემბრის ბოლოს უნდა მოამზადოს.
წაკითხვა
დანიის პრემიერ–მინისტრმა თბილისში შეხვედრები გამართა
გამოქვეყნებულია: 2008-12-02 18:06:00
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანიის პრემიერ-მინისტრ ანდერს რასმუსენს შეხვდა. დანიის პრემიერ-მინისტრი გმობს რუსეთის შეუსაბამო მოქმედებას, აგრეთვე, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცალმხრივად აღიარებას. სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ანდერს რასმუსენმა რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირს რუსეთი სჭირდება, როგორც აქტიური პარტნიორი საერთაშორისო ჩარჩოებში. დანიის პრემიერ-მინისტრმა ნატო-საქართველოს შორის დიალოგის გააქტიურების აუცილებლობაზეც ისაუბრა. დანიის პრემიერის ვიზიტი საქართველოში უკვე დასრულდა. დანიის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საპარლამენტო უმცირესობასთან გამართულ შეხვედრაზეც დააფიქსირა. ანდერს რასმუსენი აცხადებს, რომ ქართულ მხარეს, რაც არ უნდა პროვოკაცია განეხორციელებინა, ვერ გაამართლებს იმ აგრესიას და ინტერვენციას, რაც რუსეთმა აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა. შეხვედრა დახურული იყო, მთავარი თემა კი არსებული მდგომარეობის განხილვა იყო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში დანია საქართველოს აქტიური მხარდამჭერია და ეს მხარდაჭერა აგვისტოს მოვლენების შემდეგ უფრო მეტად არის გაძლიერებული. ეს განცხადება ბაქრაძემ დღეს პარლამენტში დანიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრა დახურული იყო და როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მათ ისაუბრეს იმ ძირითად საკითხებზე, რაც საქართველოსათვის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
წაკითხვა
კონდოლიზა რაისმა საქართველოსა და უკრაინის ნატო–ში გაწევრიანებაზე განცხადება გააკეთა
გამოქვეყნებულია: 2008-11-28 14:14:20
აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა საქართველოსა და უკრაინის ნატო–ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განცხადება კიდევ ერთხელ გააკეთა. რაისმა ისაუბრა ე.წ. ბრიტანულ გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს ამ ორი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას MAP-ის გარეშე. ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე 5 დღე რჩება და გადამწყვეტ ფაზაში შედის კონსულტაციები. ცნობილია, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატო–ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოლიტიკური ნება არსებეობს, თუმცა აზრი ევროპულ ქვეყნებს შორის MAP-თან დაკავშირებით კვლავ ორადაა გაყოფილი.
წაკითხვა
ლეხ კაჩინსკი–ნატო-ს წევრი ზოგიერთი ქვეყანა საერთო ევროპულ ინტერესებს ეწინააღმდეგება
გამოქვეყნებულია: 2008-11-28 14:04:44
ნატო-ს წევრი ზოგიერთი ქვეყანა საერთო ევროპულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, რადგან არ სურთ საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანება,– საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ განაცხადა. მისივე აზრით, საქართველოსა და უკრაინის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება იმით არის გამოწვეული, რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას დიდი სურვილი აქვს, შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობები რუსეთთან. პოლონეთის პრეზიდენტმა ევროკავშირს მოუწოდა, წინ აღუდგეს რუსეთის იმპერიალიზმს და მოსთხოვოს მოსკოვს, შეასრულოს მედვედევი-სარკოზის შეთანხმება.
წაკითხვა
პოლონეთის პრეზიდენტი ევროკომისიას აფრთხილებს
გამოქვეყნებულია: 2008-11-28 14:00:28
ლეხ კაჩინსკიმ ევროკომისიის თავმჯდომარეს წერილი მისწერა. პოლონეთის პრეზიდენტი ევროკომისიას კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ კრემლი საფრანგეთის პრეზიდენტთან დადებულ შეთანხმებას ამ დრომდე არ ასრულებს და რეალურად ცეცხლი კონფლიქტის ზონაში შეწყვეტილი არ არის. ჟოზე მანუელ ბაროზოსადმი წერილში აღნიშნულია, რომ "საქართველოს შემთხვევა არის გამოცდა, შევძლებთ თუ არა წინ აღვუდგეთ რუსეთის იმპერიალიზმს, რომელმაც, როგორც ისტორიამ გვიჩვენა, დათმობა არ იცის". დეკემბერში ევროკავშირი-რუსეთის მორიგი სამიტია დაგეგმილი. აგვისტოს ომის შემდეგ გაყინული მოლაპარაკებები ევროკავშირმა ნიცაში მიმდინარე თვეში აღდგინა,თუმცა ჩარჩო–ხელშეკრულებაზე ხელმოწერას ევროპელი ლიდერები მაიანც არ ჩქარობენ.
წაკითხვა
ლეხ კაჩინსკის დაცვის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
გამოქვეყნებულია: 2008-11-28 13:56:34
პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის დაცვის უფროსი კშიშტოფ ოლშოვეცი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ახალგორის ინციდენტის გამო პოლონეთის პრემიერ დონალდ ტუსკის და დაცვის ბიუროს უფროს მარიან იანიცკის გადაწყვეტილებით, დაცვის უფროსი კაჩინსკის აღარ დაიცავს. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ კაჩინსკის ოლშოვეცთან პრეტენზია არ ჰქონია, ეს გადაწყვეტილება პოლონეთში მაინც მიიღეს. დაცვის უფროსს ბრალად ის დასდეს, რომ ინციდენტის დროს ის კაჩინსკისგან 300 მეტრში იმყოფებოდა. კაჩინსკიმ ამ ფაქტის კომენტირებისას აღნიშნა, რომ შესაძლოა თავად დაადანაშაულონ საკუთარი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნაში. საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების მიხეილ სააკაშვილისა და ლეხ კაჩინსკის ესკორტს ახალგორის რუსულ პოსტთან მიახლოებისას რუსული და ოსური მხარეების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ცეცხლი 23 ნოემბერს გაუხსნეს. სააკაშვილმა და კაჩინსკიმ ახალგორის ბლოკ-პოსტის მონახულება სოფელ მეტეხში ჩასვლამდე გადაწყვიტეს, სადაც აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობა უნდა მოენახულებინათ.
წაკითხვა
ეროსი კიწმარიშვილი საჯარო მოსმენას გამართავს
გამოქვეყნებულია: 2008-11-28 13:52:32
რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ეროსი კიწმარიშვილი საჯარო მოსმენას გამართავს. ყოფილ ელჩს ომბუდსმენის ოფისში დღის 3 საათზე ელოდებიან. საჯარო მოსმენაზე მიწვეული არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები და პოლიტიკური პარტიები. ეროსი კიწმარიშვილის პრესკონფერენცია სახალხო დამცველის ოფისში არასაპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივაა. მანამდე კი ყოფილმა ელჩმა კონსულტაციები გაიარა ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
წაკითხვა
ვლადიკავკაზსა და მოსკოვში მომხდარი მკვლელობები შესაძლოა ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული
გამოქვეყნებულია: 2008-11-28 13:15:00
ვლადიკავკაზსა და მოსკოვში მომხდარი მკვლელობები შესაძლოა ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების წინასწარი ვერსიით, შესაძლოა ეს მკვლელობები კრიმინალურ ჯგუფებს შორის გარჩევის გამო მოხდა. მიზეზად ჩრდილო ოსეთში არყის ბიზნესის გადანაწილება სახელდება. მკვლელობები ვლადიკავკაზში 26 და 27 ნოემბერს მოხდა. მოსკოვში კი ავტომობილში საქართველოს მოქალაქე ჩაცხრილეს. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი ბიზნესმენი ოლეგ ავლოხაშვილია. თავდამსხმელებმა ქართველ ბიზნესმენს დაახლოებით 20 ტყვია დაახალეს. თავდასხმა ტრიფონოვის ქუჩაზე მოხდა.
წაკითხვა
დავით ბაქრაძე მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა
გამოქვეყნებულია: 2008-11-28 13:12:19
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ მედვედევის განცხადებას "სასურველის რეალობად მიღების მცდელობას" უწოდა. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია აშშ–ს უარით უკრაინასა და საქართველოსთვის ნატო–ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის წარდგენასთან დაკავშირებით კმაყოფილია. განცხადება ამის შესახებ მედვედევმა კუბაში ოფიციალური ვიზიტის დროს გააკეთა. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური და სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღსანიშნავია, რომ კუბა იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც აგვისტოს მოვლენების დროს რუსეთს უჭერდა მხარს.
წაკითხვა
აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი კომისია საქართველოს პრეზიდენტს უსმენს
გამოქვეყნებულია: 2008-11-28 13:09:15
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიაში უსმენენ. რუსეთის აგრესიის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე თანამდებობის პირთა დიდი ნაწილი უკვე დაიკითხა. მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციების და მასალების საფუძველზე კომისიამ აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით დასკვნა დეკემბრის ბოლოს უნდა მოამზადოს.
წაკითხვა
დანიის პრემიერ–მინისტრმა თბილისში შეხვედრები გამართა
გამოქვეყნებულია: 2008-11-28 13:03:00
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანიის პრემიერ-მინისტრ ანდერს რასმუსენს შეხვდა. დანიის პრემიერ-მინისტრი გმობს რუსეთის შეუსაბამო მოქმედებას, აგრეთვე, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცალმხრივად აღიარებას. სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ანდერს რასმუსენმა რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირს რუსეთი სჭირდება, როგორც აქტიური პარტნიორი საერთაშორისო ჩარჩოებში. დანიის პრემიერ-მინისტრმა ნატო-საქართველოს შორის დიალოგის გააქტიურების აუცილებლობაზეც ისაუბრა. დანიის პრემიერის ვიზიტი საქართველოში უკვე დასრულდა. დანიის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საპარლამენტო უმცირესობასთან გამართულ შეხვედრაზეც დააფიქსირა. ანდერს რასმუსენი აცხადებს, რომ ქართულ მხარეს, რაც არ უნდა პროვოკაცია განეხორციელებინა, ვერ გაამართლებს იმ აგრესიას და ინტერვენციას, რაც რუსეთმა აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა. შეხვედრა დახურული იყო, მთავარი თემა კი არსებული მდგომარეობის განხილვა იყო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში დანია საქართველოს აქტიური მხარდამჭერია და ეს მხარდაჭერა აგვისტოს მოვლენების შემდეგ უფრო მეტად არის გაძლიერებული. ეს განცხადება ბაქრაძემ დღეს პარლამენტში დანიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრა დახურული იყო და როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მათ ისაუბრეს იმ ძირითად საკითხებზე, რაც საქართველოსათვის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
წაკითხვა
აფხაზეთსა და რუსეთს შორის ფრენების დაწყებას თბილისში ეხმაურებიან
გამოქვეყნებულია: 2008-11-28 12:52:44
სოხუმიდან რუსეთის მიმართულებით ფრენების დაწყება უკანონო იქნება და საქართველო შესაბამის ზომებს მიიღებს. განცხადებას ამის შესახებ ტრანსპორტის ერთიან ადმინისტრაციაში აკეთებენ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ირაკლი თაქთაქიშვილის თქმით, საერთაშორისო ფრენების განსახორციელებლად იკაო–ს საერთაშორისო კოდია საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ სოხუმიდან რუსეთში ის ავიაკომპანიები იფრენენ, რომლებიც რუსეთიდან სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებენ რეისებს, საქართველო იკაო–ს მათთვის ლიცენზიის ჩამორთმევის მოთხოვნით მიმართავს. თავდაცვის მინისტრ ბათუ ქუთელიას განცხადებით, იკაო აფხაზეთის საჰაერო სივრცის გამოყენებას კრძალავს. მომავალი წლიდან აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის განახლების შესახებ დღეს აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის პარლამენტის პრესსამსახურში განაცხადეს. 1992-93 წლებში ქართულ–აფხაზური ომის დასრულების შემდეგ, საერთაშორისო გადაზიდვების სააგენტომ საქართველოს მოთხოვნით, სოხუმის აეროპორტის საერთაშორისო ფრენებისთვის გამოყენება აკრძალა.
წაკითხვა
მკვლელობა სოფელ მარანაში
გამოქვეყნებულია: 2008-11-28 12:42:37
შემზარავი მკვლელობა მოხდა გორის რაიონის სოფელ მარანაში. 53 წლის მარინა სომხიშვილი მეზობლებმა სახლში ნაწამები იპოვეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ გარდაცვლილს სხეულზე 20-მდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მკვლელობა 17 ნოემბერს მოხდა, გარდაცვლილი მეზობლებმა მხოლოდ ორი დღის შემდეგ იპოვეს. დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობაში ეჭვმიტანილის აღიარებითი ჩვენება გაავრცელა. 29 წლის გიორგი ლაფაჩი მკვლელობის მოტივად ფულის გამოძალვას ასახელებს. ის პოლიციის თანამშრომლებს მკვლელობის ადგილას მიჰყვა და დანაშაულის დეტალები მოუყვა. ეჭვმიტანილს 7–დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
წაკითხვა