საზოგადოებრივი
104.5 FM
პაატა დავითაია კიწმარიშვილის მიერ დასახელებულ ფაქტებზე საქმის აღძვრას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2008-11-26 17:39:43
თუ რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის ეროსი კიწმარიშვილის მიერ დასახელებულ ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრება, პაატა დავითაია აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარეობიდან წავა. კომისიის თავმჯდომარე კიწმარიშვილის მიერ ხსენებული "ლიდერშიფის" ვინაობის გახმაურებას და სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. დავითაიას თქმით, კიწმარიშვილმა კომისიის სხდომაზე ე.წ. ლიდერშიფის ვინაობა არ დაასახელა. ეროსი კიწმარიშვილმა აღნიშნულ ინკოგნიტო პიროვნებაზე რამდენჯერმე ისაუბრა. მან ჯერ თქვა, რომ ქართველი "ლიდერშიფისგან" გაიაგო, რომ საქართველოს საომარ მოქმედებებზე აშშ-სგან მწვანე შუქი ჰქონდა, შემდეგ თქვა, რომ ის უცხოელი იყო. რაც შეეხება კიწმარიშვილის სამსახურეობრივ გულგრილობას, დავითაია აცხადებს, რომ ეს კიწმარიშვილის დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე მიუთითებს. დავითაია მიიჩნევს, რომ შეცდომა გივი თარგამაძემაც დაუშვა და მას თავი უნდა შეეკავებინა.
წაკითხვა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიწმარიშვილის ბრალდებებს უარჰყოფს
გამოქვეყნებულია: 2008-11-26 17:38:36
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის ეროსი კიწმარიშვილის ბრალდებებს უარჰყოფს. განცახდება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. "აუცილებელია, რომ კომისიამ სრულყოფილი სურათი შექმნას, რომელიც დამყარებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ რეალურ ფაქტებზე. სწორედ ამიტომ გულდასაწყვეტია იმ დაუზუსტებელი განცხადების მოსმენა, რომელიც კიწმარიშვილის დაკითხვას მოჰყვა. მთავრობაში ყოფნის დროს ეროსი კიწმარიშვილს არ ეხებოდა არც რაიმე სამხედრო ან ამ მხრივ სტრატეგიული საკითხები და ამიტომ მისი მტკიცება, რომ ის იყო მსგავსი შინაარსის მსჯელობაში ჩართული, არასწორია", - აღნიშნულია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე. "მისი მხრიდან მთავრობის კრიტიკა დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოუწია დიპლომატიური სამსახურის დატოვება. ამ კომისიის პირდაპირ ეთერში გადაცემა მიუთითებს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევაზე, შექმნას დემოკრატიული და გამჭვირვალე საზოგადოება. ჩვენ ამაყები ვართ რომ ყველას აქვს აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება, საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირების უფლება, რომელიც ხანდახან საზოგადოების მოზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად", – აღნიშნულია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე.
წაკითხვა
სეპარატისტები ახალგორის სკოლებში ოსური ენის საგნად შემოტანას ცდილობენ
გამოქვეყნებულია: 2008-11-26 17:33:27
ოსი სეპარატისტები ახალგორის სკოლებში ოსური ენის საგნად შემოტანას ცდილობენ. ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სკოლებში ოსური ენის სწავლება უკვე დაიწყო და მას ყოველდღე ერთი საათი ეთმობა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გავრცელებულ ინფორმაციას გაზვიადებულად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ოსებს თავიანთი ენის სწავლების მცდელობები მართლაც აქვთ, მაგრამ ამისთვის არც შესაბამისი პროგრამა და არც წიგნები გააჩნიათ. საქართველო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ამ ფაქტს ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, იმის გამო, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლება ვერ აკონტროლებს ტერიტორიას, პრობლემის მოგვარების ბერკეტი ნაკლებად არსებობს.
წაკითხვა
დანიელ ფრიდი – საქართველოსა და უკრაინას ნატო-ს წევრობისგან წლები აშორებს
გამოქვეყნებულია: 2008-11-26 17:32:18
"საქართველოსა და უკრაინას ნატო-ს წევრობისგან წლები აშორებს", - განცხადება ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დანიელ ფრიდმა გააკეთა. ფრიდმა აღნიშნა, რომ ალიანსის წევრ ქვეყნებს ესმით, რომ ორივე ქვეყანამ უნდა გაიაროს რთული გზა, სანამ მიზანს მიაღწევენ. ფრიდმა აღნიშნა, რომ MAP-ის მიღება ერთადერთი მიზანი არაა და ამერიკის შეერთებული შტატები ეცდება ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად, საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობა უფრო გაამყაროს. დიპლომატს არ დაუკონკრეტებია, თანამშრომლობის რა ფორმაზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ალიანსის გაფართოებისთვის ყველაფერს გააკეთებს. საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი ამ ეტაპზე არააქტუალურია, - ამბობენ უცხოელი ექსპერტები. მათი განმარტებით, საქართველო რომ დეკემბერში MAP-ს არ მიიღებს ოფიციალური თბილისი ამ გადაწყვეტილებისთვის მზადაა, თუმცა საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს მიმართ პოლიტიკურ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავს. ნატო-საქართველოს სამიტი 2-3 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება.
წაკითხვა
კაჩინსკი სარკოზის რუსეთთან დათმობებზე წასვლაში ადანაშაულებს
გამოქვეყნებულია: 2008-11-26 17:31:21
პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი საფრანგეთის პრეზიდენტსა და ევროკავშირის თავმჯდომარე ნიკოლა სარკოზის რუსეთთან დათმობებზე წასვლაში ადანაშაულებს. "მე უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენე ის პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაზე ფიქრობენ", - განაცხადა ლეხ კაჩინსკიმ ახალგორის ინციდენტზე საუბრისას. "ახალგორში ჩემმა მგზავრობამ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, რომ რუსები არ ასრულებენ შეთანხმებას და საწინააღმდეგოს მტკიცება რუსეთისთვის უდიდეს დათმობაზე წასვლას ნიშნავს", – აცხადებს პოლონეთის პრეზიდენტი. ლეხ კაჩინსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ცეცხლი ახალგორთან რუსმა სამხედროებმა გახსნეს.
წაკითხვა
გიგა ბოკერია ეროსი კიწმარიშვილის ელჩად დანიშვნას დიდ შეცდომად მიიჩნევს
გამოქვეყნებულია: 2008-11-26 16:42:38
"კიწმარიშვილის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნა დიდი და სერიოზული შეცდომა იყო", - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გოგა ბოკერია. გიგა ბოკერია ამ თემას აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ კომისიაზე გამოსვლისას შეეხო. მისივე განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილის ელჩად დანიშვნა მისი ბიზნესმენობის პერიოდიდან არსებული პირადი კონტაქტების გამო გადაწყდა. ბოკერიას თქმით, კიწმარიშვილის განცხადებები ცდებოდა ელჩის კომპეტენციას. მან იმ შეხვედრაზეც ისაუბრა, რ ელჩის გამოწვევის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა.
წაკითხვა
მეთიუ ბრაიზა სარკოზი-მედვედევის გეგმის შეუსრულებლობაზე საუბრობს
გამოქვეყნებულია: 2008-11-26 16:12:05
მეთიუ ბრაიზა სარკოზი-მედვედევის გეგმის შეუსრულებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე მეთიუ ბრაიზა რუსეთს სარკოზი-მედვედევის გეგმას ახსენებს. სპეციალურ ბრიფინგზე ბრაიზამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შეთანხმების მიხედვით, რუსული სამხედრო ძალები 7 აგვისტოს მდგომარეობაზე უნდა დაბრუნებულიყვნენ. "თუმცა, მოსკოვი აღებული ვალდებულების შესრულებაზე ამ დრომდე უარს აცხადებს. კრემლი შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტს არღვევს", - ამბობს ბრაიზა.
წაკითხვა
აგვისტოს მოვლენების შემსწავლელმა კომისიამ გიგა ბოკერიას მოუსმინა
გამოქვეყნებულია: 2008-11-26 16:10:21
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერიას მოსმენა აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე გვიანობამდე გაგრძელდა. მას ძირითადად ეროსი კიწმარიშვილის განცხადებებზე მოუწია კომენტარის გაკეთება. გიგა ბოკერიას ცნობით, რუსეთმა 2008 წლიდან საქართველოს სუვერენიტეტის შელახვის ახალი ტალღა დაიწყო. ასევე, ბოკერიას განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტის დადასტურებით, საჯაროდ აღიარა საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ქართული მხარე მაქსიმალურად ცდილობდა საქმის კურსში ჩაეყენებინა საერთაშორისო ორგანიზაციები. ბოკერია აღნიშნავს, რომ რუსული აგრესიის ფონზე კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და დევნილთა დაბრუნების რეალური გასაღები რუსეთის მონოპოლიის მოსპობაში დევს.
წაკითხვა
რუსი ოკუპანტები გამოსაზამთრებლად ემზადებიან
გამოქვეყნებულია: 2008-01-28 13:49:58
რუსი ოკუპანტები გამოსაზამთრებლად ემზადებიან. ისინი ახალგორის ტერიტორიაზე სტაციონარულ საგუშაგოებს აგებენ. სამხედროებმა ზამთრისთვის საწვავი და საკვები უკვე მოიმარაგეს,– ამის შესახებ ინფორმაციას ახალგორის გამგებელი ადასტურებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ახალი წლის შემდეგ ოკუპანტების გამშვებ პუნქტზე გადაადგილება გამკაცრდება.
წაკითხვა
თბილისში გერმანიის პირველი დიპლომატის ორდღიანი ვიზიტი დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2014-12-09 12:11:00
თბილისში გერმანიის პირველი დიპლომატის ორდღიანი ვიზიტი დასრულდა. უპირობო მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ - ასე აფასებენ სახელისუფლებლო წრეებში ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის სტუმრობას. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აეროპორტიდან ბერუჩაშვილის მოადგილემ გააცილა. ვიზიტის მეორე დღე გერმანიის პირველმა დიპლომატმა პრემიერთან შეხვედრას დაუთმო. ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა დღეს უკვე მეორედ გაუსვა ხაზი, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა. საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიაში ქართულ-გერმანული ბიზნეს-ფორუმის ჩატარების ინიციატივითაც გამოვიდა. საუბარი შეეხო გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ვიზიტსაც, რომელიც 2015 წლის გაზაფხულზე იგეგმება. შტაინმაიერი მიიღო პრეზიდენტმაც. მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები განიხილეს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს. საუბრის თემა იყო უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და რეგიონული უსაფრთხოება.
წაკითხვა
კლიმატის სამიტზე მიწვევა მიხეილ სააკაშვილის სახელზე იყო გამოგზავნილი
გამოქვეყნებულია: 2014-09-17 12:39:00
საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 25 თებერვლით დათარიღებული მოწვევა კლიმატის სამიტზე მიხეილ სააკაშვილის სახელზე იყო გამოგზავნილი.        რაც შეეხება მოწვევას და იმ ბრალდებას, თითქოს თებერვალში მიღებული მოწვევა საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ ივნისში გადაუგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციას. 25 თებერვლით დათარიღებული მოწვევა მხოლოდ კლიმატის სამიტზე, საქართველოს მისიამ მიიღო 14 მარტს და ეს მოწვევა იყო მიხეილ სააკაშვილის სახელზე. ესეც აჩვენებს იმას, რამდენად ფორმალურია ეს მოწვევა. როდესაც მისიამ გაუგზავნა ინფორმაცია გაეროს იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი ახლა უკვე იყო გიორგი მარგველაშვილი, ამას კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდა და 30 მაისს მიიღო საგარეო უწყებამ ახალი მოწვევა უკვე მარგველაშვილის სახელზე, რომელიც მას გადაეგზავნა 5 ივნისს, ანუ სულ რამდენიმე დღეში. ამ პერიოდში იყო შაბათ-კვირა და ამ მოწვევის გადაგზავნა არ შეფერხებულა. პარალელურ რეჟიმში საქართველომ მიიღო მოწვევა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დელეგაციას უხელმძღვანელებდა პრემიერ-მინისტრი. როდესაც ჩვენ გადავუგზავნეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას კლიმატის სამიტზე ფორმალური მიწვევა, იქვე შევატყობინეთ, რომ გენერალურ ასამბლეაზე დელეგაცია მიემგზავრებოდა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და შესაბამისად, იგი უნდა დასწრებოდა ყველა გვერდით მოვლენას", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - რუსეთის მხრიდან ხანძრის ჩაქრობის მიზნით შემოთავაზებულ დახმარებაზე, ზურაბ აბაშიძემ საკმარისი განაცხადებები გააკეთა
გამოქვეყნებულია: 0000-00-00 00:00:00
ხანდახან ხდება ასეთი სამწუხარო შემთხვევები, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება,- ასე ეხმაურება ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ბორჯომში, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილ ხელოვნურ ავზში ვერტმფრენის ავარიულ დაშვებას. შემთხვევის დროს, ვერტმფრენში მყოფი მფრინავები ქუმსიშვილმა გმირებად მოიხსენია, თავად ფაქტს კი სამწუხარო უწოდა.„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, საბედნიეროდ, არაა დაშავებული არც ერთი მფრინავი. მფრინავები არიან ნამდვილად გმირები, ეს არიან ადამიანები, რომლებიც დღე და ღამე მუშაობდნენ ამ პერიოდის განმავლობაში",- განაცხადა ქუმსიშვილმა.რაც შეეხება რუსეთის მხრიდან ხანძრის ჩაქრობის მიზნით შემოთავაზებულ დახმარებას, ქუმსიშვილმა ვრცელი კომენტარისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ საკმარისი განაცხადებები გააკეთა. ბორჯომის ხეობაში, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილ ხელოვნურ ავზთან, წყლის აღების დროს, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა - „მი-8“-მ ავარიული დაჯდომა განახორციელა.
წაკითხვა