დიმიტრი ქუმსიშვილი - რუსეთის მხრიდან ხანძრის ჩაქრობის მიზნით შემოთავაზებულ დახმარებაზე, ზურაბ აბაშიძემ საკმარისი განაცხადებები გააკეთა
გამოქვეყნებულია: 0000-00-00 00:00:00
ხანდახან ხდება ასეთი სამწუხარო შემთხვევები, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება,- ასე ეხმაურება ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ბორჯომში, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილ ხელოვნურ ავზში ვერტმფრენის ავარიულ დაშვებას. შემთხვევის დროს, ვერტმფრენში მყოფი მფრინავები ქუმსიშვილმა გმირებად მოიხსენია, თავად ფაქტს კი სამწუხარო უწოდა.„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, საბედნიეროდ, არაა დაშავებული არც ერთი მფრინავი. მფრინავები არიან ნამდვილად გმირები, ეს არიან ადამიანები, რომლებიც დღე და ღამე მუშაობდნენ ამ პერიოდის განმავლობაში",- განაცხადა ქუმსიშვილმა.რაც შეეხება რუსეთის მხრიდან ხანძრის ჩაქრობის მიზნით შემოთავაზებულ დახმარებას, ქუმსიშვილმა ვრცელი კომენტარისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ საკმარისი განაცხადებები გააკეთა. ბორჯომის ხეობაში, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილ ხელოვნურ ავზთან, წყლის აღების დროს, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა - „მი-8“-მ ავარიული დაჯდომა განახორციელა.
წაკითხვა