საზოგადოებრივი
104.5 FM
აშშ ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, საქართველოში ეუთო-ს მისიის აღდგენას მხარი დაუჭირონ
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 13:01:00
ეუთო-ში აშშ-ის მისია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ეუთო-ში აშშ-ის დროებითი რწმუნებული ჰარი კომიენი ამბობს, რომ აშშ მოუწოდებს ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს, მხარი დაუჭირონ საქართველოში ეუთო-ს მისიის აღდგენას, რომელსაც ექნება მანდატი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.განცხადებაში საუბარია, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები გადამწყვეტია საქართველოში უსაფრთხოების და სტაბილურობის გასაძლიერებლად.„აშშ-ს მტკიცედ სჯერა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები გადამწყვეტია საქართველოში უსაფრთხოების და სტაბილურობის გასაძლიერებლად, ასევე, ადამიანის უფლებების პატივსაცემად და 2008 წლის კონფლიქტის დარეგულირების საშუალების თვალსაზრისით. ჩვენ ვიზიარებთ თქვენს შეხედულებას, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად რთულია ეს დისკუსიები, ისინი გადამწყვეტია. ჟენევის ფორმატით, ეუთო, ევროკავშირი და გაერო ასრულებენ ფასდაუდებელ როლს კონფლიქტით მოცულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების, ჰუმანიტარული პირობების მხრივ შექმნილი ვითარების მონიტორინგის თვალსაზრისით. ეუთო-ს, ევროკავშირს და გაერო-ს აქვს გამოცდილება, რომელიც საჭიროა პროცესის თანხმლები პრობლემების გადასაწყვეტად და ჩვენ მივესალმებით მათ ნაყოფიერ თანამშრომლობას“, - ნათქვამია ეუთო-ში აშშ-ის დროებითი რწმუნებულის ჰარი კომიენის განცხადებაში.განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში და უარყოფს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებას. „აშშ მოუწოდებს რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, გაიყვანოს თავისი ძალები ომამდელ პოზიციებზე და გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება“, - წერია განცხადებაში.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ კვლავ შეშფოთებულია რუსეთის პროვოკაციული ქმედებებით, რომლებიც მიმართულია რეგიონებზე გავლენის გაძლიერებისკენ. ამასთან, ამერიკული მხარე იზიარებს ელჩ ტოივო კლაარის შეშფოთებას მაისში მომხდარი საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილის სასამართლო დევნის შეჩერების გამო და კვლავ ითხოვს დამნაშავის გასამართლებას.
წაკითხვა
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ევროკავშირს ტოივო კლაარი წარმოადგენს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 12:42:00
​ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ევროკავშირს ტოივო კლაარი წარმოადგენს - ამის შესახებ ეუთო-ში აშშ-ის მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ეუთო-ში აშშ-ის დროებითი რწმუნებულის ჰარი კომიენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მისია ტოივო კლაარს დისკუსიების თანათავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს.  „აშშ-ი ​მუდმივმოქმედ საბჭოში საქართველოში კონფლიქტზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს მიესალმება. ჩვენ, ასევე, ვულოცავთ ელჩ კლაარს მომავალ დანიშვნას“, - ნათქვამია ეუთო-ში აშშ-ის დროებითი რწმუნებულის ჰარი კომიენის განცხადებაში.ტოივო კლაარი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდა. ის ამ თანამდებობაზე 2013 წლის სექტემბერში დაინიშნა, ხოლო 2014 წლის ნოემბერში თანამდებობა დატოვა.სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარის პოსტი მას მერე გახდა ვაკანტური, რაც ჰერბერტ ზალბერმა თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა. გერმანელი დიპლომატი საქართველოში 2014 წლის ივლისიდან მუშაობდა. ეჭვები, რომ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელი მანდატს ვადაზე ადრე დატოვებდა, მას შემდეგ გაჩნდა, რაც მაისში, ცხინვალში ვიზიტისას ზალბერმა დე ფაქტო პრეზიდენტს ე.წ. არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამას კი ოფიციალური თბილისის პროტესტი მოჰყვა. 
წაკითხვა
დავით ბაქრაძე - მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის ისეთი პროექტი წარუდგინა, რომელიც საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ფენას არ ეხმარება
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 12:40:00
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის ისეთი პროექტი წარუდგინა, რომელიც საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ფენას არ ეხმარება.როგორც ჟურნალისტებს ბაქრაძემ განუცხადა, ბიუჯეტის პროექტით პენსია არ იზრდება და სოციალური დახმარება არ მატულობს. "ეს არის ბიუჯეტი, რომელიც სოფლის მოსახლეობას არ ეხმარება, რადგან ფაროსანათი მიყენებული ზარალის კომპენსაცია გათვალისწინებული არ არის. ეს არის ბიუჯეტი, რომელიც გაზრდილი ფასებისგან და უმუშევრობისგან ვერ დაგვიცავს, რადგან გადასახადების კლება გათვალისწინებული არ არის. პრაქტიკულად, ბიუჯეტი დაბალანსებულია ორმილიარდიანი შიდა და გარე ვალით, რომელსაც საქართველო ორი წლის განმავლობაში აიღებს. აქედან გამომდინარე, ამ ბიუჯეტს უმცირესობის მხარდაჭერა ვერ ექნება", - აღნიშნა ბაქრაძემ. უმცირესობის ლიდერის თქმით, ბიუჯეტის პროექტით, პენსია არ იზრდება, რაც მთავრობის პოლიტიკური არჩევანია."ბიუჯეტში საკმარისი ფულია, რომ ბევრი პროგრამა დაფინანსდეს, რომელიც რეალურად გადაყრილი ფულია. წლის განმავლობაში, კახეთში სამხარეო პროკურორმა პრემია 23 ჯერ აიღო და ამის ფონზე თანხა არ არსებობს იმისათვის, რომ პენსია გაიზარდოს, რაც მთავრობის პოლიტიკური არჩევანია, რადგან მას საზოგადოების გაჭირვებული ფენა არ აწუხებს. პრობლემაა არ უფულობა, არამედ პოლიტიკური ნების არარსებობა", - განაცხადა ბაქრაძემ. პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს, დეპუტატებს საბიუჯეტო პარამეტრებს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი წარუდგენს.
წაკითხვა
კახა იმნაძე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმებზე მომუშავე მთავრობათაშორისი ჯგუფის თანათავმჯდომარედ დაინიშნა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 12:30:00
გაერო-ში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმებზე მომუშავე მთავრობათაშორისი ჯგუფის თანათავმჯდომარედ დაინიშნა. ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიროსლავ ლაიჩაკის წერილში, რომლის ასლსაც კახა იმნაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ავრცელებს.კახა იმნაძესთან  ერთად, ჯგუფის თანათავმჯდომარედ გაერო-ში  არაბთა გაერთიანებული საემიროების წარმომადგენელი ლანა ზაკი ნუსეიბეჰი დაინიშნა.„მსურს მადლობა გადავუხადო ელჩებს იმნაძესა და ნუსეიბეჰს ამ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის მიღებისთვის და ეჭვი არ მეპარება, რომ თქვენ გექნებათ სრული მხარდაჭერა და თანამშრომლობა“, - ნათქვამია ლაიჩაკის წერილში.„დიდი პატივია უშიშროების საბჭოს რეფორმებზე მომუშავე მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების თანათავმჯდომარედ დანიშვნა არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩ ლანა ნუსეიბეჰთან ერთად. ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას და ვაფასებ ნდობას. მექნება გამჭვირვალე და ინკლუზიური კონსულტაციები და ვიქნები ჩართული მოლაპარაკებებში ყველა წევრ სახელმწიფოსთან ამ მნიშვნელოვან პროცესში უკეთესი გაერო-სთვის“, - წერს კახა იმნაძე „ტვიტერში“.
წაკითხვა
ბეჟან გუნავა პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 12:17:00
ბეჟან გუნავა პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის განმარტებით, საუბარი სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების საქმეს შეეხება. გამოკითხვაზე შესვლამდე გუნავამ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
წაკითხვა
„პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ - პროექტის სამწლიანი ანგარიში
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 12:07:00
"პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის"  - პროექტის სამწლიანი ანგარიში. ევროპის საბჭო და ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოში განხორციელებულ ერთობლივ ღონისძიებებზე მსჯელობენ. 2015-2017 წლებში ორგანიზაციებმა სამთავრობო უწყებებთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან იმუშავეს და მთლიანობაში 3 მილიონ 700 ათასი ევროს ღირებულების პროექტები განახორციელეს. მარიამ მენაბდე თემის დეტალებით.
წაკითხვა
ქართულმა მხარემ უკრაინას მეგის ქარდავას ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტაცია უკვე გადაუგზავნა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 12:02:00
ქართულმა მხარემ უკრაინას მეგის ქარდავას ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტაცია უკვე გადაუგზავნა. პროცესი შესაძლოა, ერთ წლამდე გაგრძელდეს, - ამის შესახებ პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა განაცხადა.მისივე განმარტებით, ქართული მხარე ელოდება უკრაინის კომპეტენტური სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში წარდგეს მეგის ქარდავა ქართული მართლმსაჯულების წინაშე.10 სისხლის სამართლის საქმეში ფიგურანტი მეგის ქარდავა წითელი ცირკულარით, 2013 წლიდან იძებნება.
წაკითხვა
„ბოროტების ხაზი“ - ესტონეთის პრეზიდენტი „ტვიტერში“ დათა ვანიშვილის ფოტოს ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 11:20:00
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავლებულ მავთულხლართებთან გადაღებულ დათა ვანიშვილის ფოტოს ავრცელებს. ესტონეთის პრეზიდენტი მავთულხლართებს ბოროტების ხაზს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიუღებელია. „ბოროტების ხაზი - მავთულხლართები საქართველოსა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპირებულ ტერიტორიას შორის. ეს არ და ვერ იქნება მისაღები ან დავიწყებული“, - წერს ესტონეთის პრეზიდენტი.
წაკითხვა
პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელებს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 11:10:00
პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელებს. დეპუტატებს მომავალი წლის საბიუჯეტო პარამეტრებს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი წარუდგენს. მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს,  ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დეპუტატების მიერ გამოთქმული შენიშვნებითურთ უკან ისევ მთავრობას დაუბრუნდება. რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტი ბიუჯეტის პროექტს დეკემბრის მესამე პარასკევამდე დაამტკიცებს. მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის პროექტი პირველ ოქტომბერს წარუდგინა და მასზე მსჯელობა საკომიტეტო ფორმატში გაიმართა, რის შემდეგაც დოკუმენტი უკან მთავრობას გადაეგზავნა. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ პარლამენტს პროექტის გადამუშავებული ვერსია ერთი კვირის წინ წარუდგინა, რომლის გათვალისწინებით, რამდენიმე სამინისტროს დაფინანსება ეზრდება.
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 11:04:00
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. ესტონეთის ლიდერი აღნიშნავს, რომ გიორგი კვირიკაშვილმა მას საქართველოში მიმდინარე რეფორმები გააცნო.„შეხვედრა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან თბილისში, რომელსაც საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით სიღრმისეული ინფორმაცია გამაცნო. გადადგმულია შთამბეჭდავი ნაბიჯები“, - წერს ესტონეთის პრეზიდენტი.საქართველოს პრემიერი „ტვიტერში“ ესტონეთის პრეზიდენტის ტვიტს ეხმიანება და მას მადლობას უხდის.„დიდი მადლობა საქართველოში ჩამოსვლისთვის და ნაყოფიერი განხილვებისთვის ჩვენი მომავალი თანამშრომლობისა და მეგობრობის თაობაზე“, - წერს გიორგი კვირიკაშვილი.
წაკითხვა
დავით ზალკალიანი - ევროკავშირმა და ევროსაბჭომ საქართველოში საერთო პროგრამამებში სამ წელში ოთხ მილიონამდე ევრო დახარჯეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 10:56:00
ევროკავშირმა და ევროსაბჭომ საერთო პროგრამამებში ბოლო სამ წელში საქართველოში ჯამში ოთხ მილიონამდე ევრო დახარჯეს, - ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა გააკეთა.მან ევროკავშირსა და ევროპის საბჭოს პროგრამის “პარტნიორობა კარგი მმართველობის” ფარგლებში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ზალკალიანის თქმით, 2015 წლიდან 2017-ის ჩათვლით რვა პროექტი განხორციელდა.„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს ისეთ საკითხებში როგორიცაა ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, რაც ჩვენ ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაში გვეხმარება. ამ პერიოდის განმავლობაში რვა პროექტი განხორციელდა, რომლის ბიუჯეტი თითქმის ოთხი  მილიონი ევრო გახლდათ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების თვალსაზრისით იმ სტანდარტებს უახლოვდებოდა, რომელსაც ევროკავშირი და ევროპის საბჭო ითვალისწინებს. ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ძალიან ხელშესახები შედეგები გვაქვს, რისი დასტურიც საერთაშორისო თანამეგობრობის აღიარებაა. თუნდაც ის ფაქტი, რომ საქართველო ღია მმართველობის ორგანიზაციის თავმჯდომარე გახდა, აღიარებას მიუთითებს“,- განაცხადა ზალკალიანმა.საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის ყოველწლიურ საკოორდინაციო შეხვედრაზე სიტყვით  გამოვიდა. 
წაკითხვა
სერჟ სარგსიანი - საქართველო პატიოსნად ასრულებს ყველა ვალდებულებას
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 10:01:00
სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის განცხადებით, საქართველო ყველა ვალდებულებას პატიოსნად ასრულებს. ამის შესახებ სერჟ სარგსიანმა BFM.Ru-თან ინტერვიუში განაცხადა.ჟურნალისტმა სომხეთის ლიდერს ჰკითხა, ხომ არ უშლის ხელს რუსეთსა და სომხეთს შორის ვაჭრობის განვითარებას ის, რომ ტვირთი საქართველოს ტერიტორიის გავლით გადის. სარგსიანის თქმით, ასეთი შემთხვევა არასდროს ყოფილა, რადგან "საქართველო მეზობლურ თუ სხვა ვალდებულებებს პატიოსნად ასრულებს.""ერთადერთი ბარიერი არის არასაკმარისად კარგი ხარისხის გზა. მხედველობაში მაქვს გზა მთაში: წვიმები, ქარბუქი და ა.შ. ახლა ვფიქრობთ, როგორ გავაკეთოთ მეორე გზა" - ამბობს სარგსიანი.მისივე თქმით, სომხეთს დღეს ევრაზიული კავშირის წევრებთან ვაჭრობისთვის, საქართველოს გარდა, სხვა გზა არ აქვს.სომხეთის ლიდერმა ასევე კომენტარი გააკეთა ევროკავშირთან ახალი შეთანხმების გაფორმებაზე, რომელსაც სომხეთის პრეზიდენტი ნოემბერში ბრიუსელში მოაწერს ხელს. სარგსიანის თქმით, ეს დოკუმენტი ეკონომიკას არ ეხება.
წაკითხვა
კახა კალაძე - მე ვარ ხალხის არჩეული, შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩემთვისაც მნიშვნელოვანია
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 08:41:00
მე ვარ ხალხის არჩეული, შესაბამისად საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩემთვისაც არის მნიშვნელოვანი,- ამის შესახებ დედაქალაქის არჩეულმა მერმა მეტროსადგურ "გურამიშვილზე" მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა. მეტროსადგურის რეაბილიტაცია ძველი ჭერის მოხსნას და ახლის დამონტაჟებას ითვალისწინებს. "გურამიშვილზე" სამუშაოები ძირითადად ღამის საათებში მიმდინარეობს, იქიდან გამომდინარე, რომ დღის განმავლობში მგზავრთა გადაადგილება არ შეფერხდეს. თუმცა, როგორც კახა კალაძე აცხადებს, სამუშაოების სწრაფად და ეფექტურად დასრულების მიზნით, აღნიშნული მეტროსადგური ორი დღით დაიკეტება, ამის შესახებ კი მოსახლეობის ინფორმირება მერიის მიერ წინასწარ მოხდება. პროექტის დასრულება "გურამიშვილის" მეტროსადგურში მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება."მძიმეა არსებული სიტუაცია, საჭიროებს რეაბილიტაციას, ზოგადად ყველა მეტროსადგურის რეაბილიტაცია არის მნიშვნელოვანი. არის სამი ძირითადი მიმართულება, ეს არის მეტროსადგურების რეაბილიტაცია, არის ვაგონების რეაბილიტაციის აუცილებლობა, ან შეიძლება ვიფიქროთ ახალი თანამედროვე ევროპული ტიპის ვაგონების შემოყვანაზე, რომელსაც ექნება 50 წლიანი გარანტია და მესამე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი – ეს არის კომუნიკაციები, ელექტროგაყვანილობა, საჰაეროები, სახანძრო, წყალსაქაჩები და ა.შ. ამ ყველა მიმართულებით ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ მუშაობას. ასევე მნიშვნელოვანია სატრანსპორტო კომპანიის დიზაინი მოვიყვანოთ ერთიან სისტემაში, არამხოლოდ მეტროსი. ამ მიმართულებითაც დავიწყებთ მუშაობას",– განაცხადა კალაძემ.დედაქალაქის არჩეულმა მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას მერის ამპლუაში საზოგადოებრივ ტრანსპორტში კიდევ არაერთხელ იხილავენ."
წაკითხვა
„​ასოშიეთედ პრესი“ - რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში ჩაერივნენ, კიბერშეტევები მთელ მსოფლიოში მოაწყვეს, მათ შორის საქართველოშიც
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 03:59:00
რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერივნენ, კიბერშეტევები მთელ მსოფლიოში მოაწყვეს,- ამის შესახებ „​ასოშიეთედ პრესი“ წერს.გამოცემის ცნობით, აშშ-ის გარდა ყველაზე მეტი თავდასხმა უკრაინაში, რუსეთში, საქართველოსა და სირიაში განხორციელდა. საქმე ეხება 2015 წლის მარტიდან 2016 წლის მაისამდე პერიოდს. Fancy Bears -ის სახელით ცნობილი დაჯგუფების წევრებმა აშშ-ში 573 ელექტრონულ ფოსტაში შეღწევა სცადეს. სამიზნეთა შორის იყო ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, ასევე ევროპაში NATO-ს ძალების მეთაური ფილიპ ბრიდლავი და მისი წინამორბედი უესლი კლარკიც.ჰაკერებმა ასევე მიიტანეს იერიში უკრაინელი ოფიცრების, რუსი ოპოზიციონერებისა და აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ქვეკონტრაქტორებზე.„​ასოშიეთედ პრესის“ მიერ მოპოვებული სამიზნეების სიაში Google-ის ელექტრონული ფოსტის 4700 მომხმარებელი მოხვდა. მათ შორის კიევში რომის პაპის წარმომადგენელი, მუსიკალურ ბენდ Pussy <
წაკითხვა
აკაკი ზოიძე - კლინიკების შერჩევითი კონტრაქტირება საშუალებას მოგვცემს, მაღალკვალიფიციური პერსონალი ღირსეული ანაზღაურებით ისეთ კლინიკებში დასაქმდეს, სადაც მას მოტივაცია აღარ ექნება, რომ ხუთ ადგილას იმუშ
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 20:41:00
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე განმარტავს, რომ ექიმების დასაქმების თვალსაზრისით არავითარ დამატებით რეგულაციაზე, ან აკრძალვებზე საუბარი არ არის. პირველ არხთან საუბარში ზოიძე აცხადებს, რომ მიუღებელია პრაქტიკა, როდესაც ექიმი ძალიან ბევრ ადგილას მუშაობს, თუმცა საუბარი ისეთ შემთხვევაზე არ არის, როცა ექიმი ერთ-ორ ადგილას, ან კონსულტანტად მუშაობს. მისი თქმით, მაღალკვალიფიციური ექიმები არსებობენ, რომლებიც შეიძლება ხუთ-ექვს დაწესებულებაში კონსულტანტებად იყვნენ, რომლებიც პაციენტებისთვის კონსულტაციის გაწევას ტელეფონით ახერხებენ, როცა რთული შემთხვევები არ არის. „ეს მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, თუმცა ჩვენს პირობებში სხვა პრაქტიკა შეიქმნა, როცა დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, ზოგჯერ, სამედიცინო პერსონალი ხუთ-ექვს კლინიკაში 20-20 საათი მუშაობს, დღეში ხუთ ოპერაციას აკეთებს და ამან შეიძლება ადამიანი საექიმო შეცდომამდე მიიყვანოს, რაც პაციენტის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის. შეიძლება, ამით საექიმო შეცდომის რისკი გაიზარდოს. კლინიკების შერჩევითი კონტრაქტირება საშუალებას მოგვცემს, რომ მაღალკვალიფიციური პერსონალი ღირსეული ანაზღაურებით ისეთ კლინიკებში დასაქმდეს, სადაც მას მოტივაცია აღარ ექნება, რომ ხუთ ადგილას იმუშაოს“, - აღნიშნავს ზოიძე. დეპუტატის ინფორმაციით, ზოგჯერ პაციენტს არასაჭირო გამოკვლევებსაც უტარებენ და ნამდვილად არსებობს „საამქროები“, რომელიც სახელმწიფო ფულის გადამუშავებას ემსახურება. „ექიმებს ისეთ დაწესებულებაში მუშაობის საშუალება უნდა ჰქონდეთ, სადაც მოცულობა და პაციენტების მხრივ დატვირთვა მაღალია, ამიტომ გამომუშავებული თანხაც მაღალია, ღირსეული ანაზღაურება აქვთ და აუცილებლობა არ აქვთ, რომ დღე-ღამის განმავლობაში იმუშაონ და ამით იმის საფრთხე გაზარდონ, რომ შეცდომა დაუშვან და პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნან. იმის გამო, რომ თითოეულს შეუძლია კლინიკა გახსნას და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობა მიიღოს, ამიტომ ბოლო ორ წელიწადში 64 კლინიკა გაიხსნა. შეიძლება კარგია, რომ ბევრი ადამიანი საქმდება, მაგრამ ბევრი ადამიანი კი არ საქმდება, ერთი და იმავე ადამიანი რამდენიმე ადგილას საქმდება და მეტი პაციენტის მიღება ხდება. ზოგჯერ არასაჭირო გამოკვლევებსაც უტარებენ და ეს „საამქროები“ მართლაც არსებობს, რომელიც სახელმწიფო ფულის გადამუშავებას ემსახურება და სისტემას ასეთ საამქროებს რომ მოვაშორებთ, ის მაღალკვალიფიციური კლინიკები დაგვრჩება, სადაც ექიმები სრულად დასაქმებულ იქნებიან და საჭიროება არ ექნებათ, რომ ხუთ კლინიკაში იარონ იმისთვის, რომ თავისთვის მისაღები ანაზღაურება მიიღონ“, - აღნიშნავს ზოიძე. 
წაკითხვა
რას მოიცავს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 20:14:00
ახალი კონსტიტუციის მიღებიდან რამდენიმე თვეში ქვეყნის მთავარ დოკუმენტში პირველი ცვლილებები შევა. პროექტის ინიცირება პარლამენტში დღეს მოხდა, თუმცა, მის საბოლოო დამტკიცებამდე საყოველთაო სახალხო განხილვები უნდა გაიმართოს. დღესვე დაკომპლექტდა საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც განხილვებს უზრუნველყოფს. ოპოზიციის პოზიცია უცვლელია. ცვლილებების მხარდაჭერას ხელისუფლების ოპონენტები არ აპირებენ, განხილვებში კი მხოლოდ  პატრიოტთა ალიანსი მიიღებს მონაწილეობას. შორენა ხვიჩიას სიუჟეტი. 
წაკითხვა
საპარლამენტო უმრავლესობამ „ეროვნული ბანკის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის კენჭისყრა გადადო, მიზეზი დეპუტატების წინააღმდეგობაა
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 19:51:00
პარლამენტში „ეროვნული ბანკის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის კენჭისყრა გადაიდო. პირველი არხის ინფორმაციით, კენჭისყრის გადადების მიზეზი საკანონმდებლო პაკეტის მიმართ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების კრიტიკული დამოკიდებულებაა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემ დეპუტატებს ცვლილებები პირველი მოსმენით გუშინდელ პლენარულ სხდომაზე წარუდგინა, ცვლილებებს კენჭი არ უყარეს. პირველ არხთან საუბარში ცვლილებების მიმართ  კრიტიკულ განწყობას არ მალავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე.დეპუტატის თქმით, ეს კანონპროექტი ის არ არის, რომელიც საქართველოში ბანკების არაპროფილურ საქმიანობაში მონაწილეობის აკრძალვას ხელს შეუწყობს, რაც თავის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ეკონომიკა, მცირე და საშუალო ბიზნესი,  კონკურენცია განვითარდეს, ხოლო ბანკები ნებსით თუ უნებლიედ ოლიგოპოლიურ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ. „მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მუხლი პოზიტიურია, პირადად მე  კანონპროექტს ნეგატიურად ვაფასებ. ავტორებს ვთავაზობ, ის მუხლები გავიტანოთ, რომელსაც პოზიტიურად ვთვლით. ვეწინააღმდეგები იმას, რომ ეროვნული ბანკის კონტროლის ან სხვა რაიმე რეგულატორის კონტროლის ქვეშიდან საინვესტიციო ფონდები გასული იყოს. ამით რეალურად, დარჩენილი იქნება დიდი ხვრელი, რომ საბანკო სექტორმა იქ თანხების გადაქაჩვა და არაპროფილურ ბიზნესებში შესვლა მოახერხოს. ამ კანონპროექტს არსებული სახით ხმას არ მივცემ“, - განაცხადა კობერიძემ. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა ცვლილებები ჯერ კიდევ საკომიტეტო განხილვის ფორმატში გააკრიტიკეს.  პროექტის მხარდასაჭერად სხდომის შეჩერება და კონსულტაციების გამართვაც გახდა საჭირო, თუმცა მოგვიანებით დეპუტატებმა ინიციატივას შენიშვნების გათვალისწინებით დაუჭირეს მხარი, რომელთაგან ერთ-ერთი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისთვის იმუნიტეტის მინიჭებას და ხელშეუხებლობის გარანტიებს ეხებოდა. დეპუტატების მოთხოვნის შესაბამისად, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა ამ უფლებაზე უარი განაცხადეს.  რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, კანონპროექტის შესაბამისად, „საფინანსო სექტორის წარმომადგენლის“ ცნება იცვლება და მასში ისეთი სუბიექტები აღარ მოიაზრება, როგორიცაა - კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, სადაზღვევო საბროკერო კომპანია და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი. აღნიშნული განაპირობებს კვალიფიციური სა
წაკითხვა
პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფი დააკომპლექტა
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 16:42:00
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფის წევრების ვინაობა ცნობილია. საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, ჯგუფში იქნებიან: პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე- კომისიის თავმჯდომარე; პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - ირმა ინაშვილი; საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე; ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე;  პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი; ექსპერტი ვასილ გონაშვილი; ექსპერტი, პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე თენგიზ შარმანაშვილი;  გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში; პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მთავარი სპეციალისტი თორნიკე ჭეიშვილი.კომისიის შემადგენლობაში არ არიან "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები, რადგან მათ პროცესში ჩართვაზე უარი თავად განაცხადეს.
წაკითხვა
კახა კალაძე - მეგის ქარდავას ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 16:27:00
მეგის ქარდავას ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, თბილისის ახლად არჩეულმა მერმა, უკრაინაში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას დაკავებასთან დაკავშირებით.როგორც კალაძემ აღნიშნა, მეგის ქარდავას ექსტრადიციასთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყება. “ის, რომ მეგის ქარდავას მიმართ არსებობს კითხვები შესაბამისი სამსახურების მხრიდან ცხადია და არაერთხელ მოვისმინეთ. მუშაობა დაიწყება ექსტრადიციასთან დაკავშირებით და მას მოუწევს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, რაც აქვთ შესაბამის სამსახურებს”, - განაცხადა კახა კალაძემ. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა კიევში 1-ელ ნოემბერს დააკავეს. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დაადასტურა საქართველოს პროკურატურამ. საქართველოს მთავრი პროკურატურის ინფორმაციით, მეგის ქარდავა იძებნებოდა საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი არაერთი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე. კერძოდ:მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები და მისჯილი აქვს  3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.  მსჯავრდებულია პატიმართა წამების საქმეზე (ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე),  სსკ-ს 1441 მუხლის მეორე ნაწილით.  მისჯილი აქვს  7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.მსჯავრდებულია ე.წ „კასრების“ საქმეზე,  საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ზ“და „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.მსჯავრდებული ბ.რ.-ს წამების საქმეზე, საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 -ე მუხლის მეორე ნაწილის  „ა“ „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტით და მისჯილი აქვს  3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.მსჯავრდებულია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 14
წაკითხვა
აკაკი ზოიძე - უნდა აღიკვეთოს პრაქტიკა, როდესაც ერთი ექიმი რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს, ამას ემსახურება სწორედ რეფორმა
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 16:23:00
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის მოსაზრებით, უნდა აღიკვეთოს პრაქტიკა, როდესაც ერთი ექიმი რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს. ამის შესახებ ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში კონტრაქტი იმ კლინიკებთან და დაწესებულებებთან უნდა დაიდოს, რომელიც საუკეთესო სერვისს მიაწოდებს მოქალაქეებს. „ეს გზა გაიარა ბევრმა ქვეყანამ, ჩვენ ამისთვის კლინიკებს დროს მივცემთ. სამედიცინო პერსონალი არ დარჩება უმუშევარი. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ექიმი ექვს დაწესებულებაში ერთად მუშაობს. ერთი დაწესებულებიდან მეორეში რომ გადადის და სხვადასხვა დაწესებულებაში დღეში 30 ოპერაციას აკეთებს, ხშირ შემთხვევაში, ამის გამო სამედიცინო შეცდომა მოსდის, რასაც პაციენტის ჯანმრთელობისთვის არცთუ სასურველი შედეგები მოჰყვება. ასეთი პრაქტიკა უნდა აღვკვეთოთ. ამას ემსახურება სწორედ რეფორმა. ამ წლის ბოლომდე უნდა ვიმუშაოთ და მომავალი წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები იქნება", - განაცხადა აკაკი ზოიძემ. 
წაკითხვა