საზოგადოებრივი
104.5 FM
პარლამენტში სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფის ჩამოყალიბება იგეგმება
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 16:10:00
პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების პროცედურა დაიწყო. ამ ეტაპზე სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფის ჩამოყალიბება იგეგმება, რომელშიც ორი ოპოზიციური პარტია არ ჩაერთვება. დღევანდელი სხდომა კვლავ დაგვიანებით დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დეპუტატებისთვის სანქციები ნოემბრიდან ამოქმედდება. შორენა ხვიჩია განავრცობს თემას.
წაკითხვა
სუს-ის წარმომადგენელმა ესტონეთის პრეზიდენტს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 15:27:00
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ  ესტონეთის პრეზიდენტს და დელეგაციის წევრებს ყველა ის გამოწვევა და საფრთხე გააცნო, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მომდინარეობს. გარდა ამისა, სუს-ის წარმომადგენელმა პრეზიდენტს  მიაწოდა ინფორმაცია იმ პრობლემებზე, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურად მავთულხლართებით, ღობეებით, თუ სხვა ხელოვნური ბარიერებით ექმნება.
წაკითხვა
მიხეილ ბენიძე ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 15:16:00
"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს. მიხეილ ბენიძის განმარტებით, ახალი კონსტიტუცია დახვეწას საჭიროებს და ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები ამ პრობლემების მოგვარების გზაა, თუმცა მთავარი საკითხს, რაც 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეხება, ახალი ცვლილება ვერ პასუხობს. "ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები შესაძლოა, კოსმეტიკური ცვლილებების და კორექტურის შეტანის მცდელობაა. რიგი საკითხები რაც მოცემულია, მაგალითად ბონუსის გაუქმება, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მხარს ვუჭერთ. საორგანიზაციო კომისიაში მოწვევის შემთხვევაში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავ, რადგან როგორც "ქართულმა ოცნებამ" წინასწარ დააანონსა ეს ოთხი საკითხი უკვე შეთანხმებულია და რაიმე ასეთი შინაარსობრივი ცვლილება არ იგეგმება. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ ტექნიკური კომისიაა და არა შინაარსობრივი. თუ აქ საუბარია მხოლოდ ტექნიკურ საორგანიზაციო კომისიაზე, რომელმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით შეხვედრები უნდა დააორგანიზოს, მაშინ არ ვიცი რამდენად სერიოზულის მასში მონაწილეობა. შემოთავაზებულ ოთხ საკითხზე ყველას, მათ შორის ოპოზიციასაც, ერთიანი პოზიცია აქვს. ჩვენ, რომ შინაარსობრივ ბევრ საკითხს განვიხილავდეთ, სადაც განსხვავებული მოსაზრებებია, მაშინ საყოველთაო სახალხო განხილვების ეტაპზე ოპოზიციის, მმართველი გუნდის და სამოქალაქო სექტორის მონაწილეობა მნიშვნელოვანი იქნებოდა", - განაცხადა ბენიძემ.
წაკითხვა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე მარიკა დარჩია იქნება
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 14:52:00
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე მარიკა დარჩია იქნება.პირველი არხის ინფორმაციით, ამის შესახებ გუნდში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. "ჯერ ამ ინფორმაციის დადასტურება არ შემიძლია. ვიდრე საკრებულო არ შეუდგება საქმიანობას, ჩემს თავს არ მივცემ მსგავსი ინფორმაციის უარყოფის ან დადასტურების უფლებას", - განუცხადა პირველ არხს მარიკა დარჩიამ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მარიკა დარჩია პარტია "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი იყო. ამასთან, უკვე ცნობილია, რომ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას გიორგი ტყემალაძე დაიკავებს. 
წაკითხვა
პლენარული სხდომების გამცდენი დეპუტატების მიმართ სანქციები ნოემბრიდან ამოქმედდება
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 13:47:00
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლენარული სხდომების გაცდენის გამო, დეპუტატების მიმართ სანქციები ნოემბრიდან ამოქმედდება.დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კობახიძე უმრავლესობის წევრის, რევაზ არველაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ის კოლეგები შეურაცხყოფაში დაადანაშაულა, რომლებიც სხდომებს ან აცდენენ, ან სხდომაზე მისვლას აგვიანებენ.სპიკერის თქმით, ეს პრაქტიკა მიუღებელია, რომელიც სამწუხაროდ ჩამოყალიბდა.„ერთ-ერთი მეთოდია სანქციები, რომელიც შეგვიძლია, ნოემბრიდან ავამოქმედოთ. ეს გასაკეთებელია იმისთვის, რომ უკეთესი მაჩვენებელი გვქონდეს როგორც სხდომებზე დასწრების კუთხით, ასევე არადაგვიანების თვალსაზრისით“, - განაცხადა კობახიძე.დღევანდელი პლენარული სხდომა 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა დაახლოებით ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო, სადაც რეგისტრაცია 87 დეპუტატმა გაიარა.
წაკითხვა
თეა წულუკიანი - Doing business-ის რეიტინგში გვაქვს საუკეთესო შედეგი, რომელიც როდესმე ჰქონია ჩვენს ქვეყანას
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 13:40:00
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანის განცხადებით, Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს საუკეთესო შედეგი აქვს. თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა ყველა საჯარო მოხელეს გაწეული შრომისთვის."მინდა, გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის განცხადებას და ვისარგებლო ამ შემთხვევით იმისათვის, რომ თითოეულ იმ საჯარო მოხელეს, რომელმაც საქართველოს წარმატებაში მიიღო მონაწილეობა გადავუხადო მადლობა. საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ბიზნესის დაწყების და ბიზნესის რეგისტრაციის კუთხით, წელს doing business-ის რეიტინგში გვაქვს საუკეთესო შედეგი, რომელიც როდესმე ჰქონია ჩვენს ქვეყანას ამ შეფასების შედეგად. ბიზნესის დაწყების სიმარტივით, ბიზნესის რეგისტრაციისა და თვითონ ბიზნეს რეესტრის ფუნქციონირების რეიტინგში ჩვენ, როგორც იცით, მე-8 დან მე-4 ადგილზე გადავედით და ეს არის საუკეთესო მაჩვენებელი მთელი ამ წლების განმავლობაში. ასევე ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა იმ რეფორმების წყალობით, რომელიც გატარდა მთავრობის და იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევით, პარლამენტის ჩართულობით, აღსრულების პროცესმა და თქვენ ნახავთ, რომ წელს doing business-ის რეიტინგში გადახდისუუნარობის პროცესის მართვის კუთხით 106-დან 57-ე ადგილზე გადავედით. რეფორმები ამ მხრივ უნდა გაგრძელდეს. თვითონ აღსრულების პროცესის ხარისხით ჩვენ ვართ მსოფლიოში მე-7 ადგილზე, შარშან ვიყავით მე-16-ზე. მინდა, ორივე რეესტრს-ქონების რეგისტრაციის პროცესში ჩართულ რეესტრს საჯარო რეესტრისა, ასევე ბიზნეს რეესტრს, მათ თანამშრომლებს, აღრსულების ეროვნულ ბიუროს, თითოეულ იუსტიციელს, პარლამენტარებს და მთავრობის წარმომადგენლებს ეს ძალიან დიდი შედეგი მივულოცო, ხოლო ბიზნესმენებს ვუსურვო წარმატებული საინვესტიციო და სხვა საქმიანობა ჩვენი ქვეყნის ფარგლებში",-განაცხადა თეა წულუკიანმა.
წაკითხვა
რევაზ არველაძე - ხალხი, რომელიც პლენარულ სხდომაზე აგვიანებს, კოლეგებს შეურაცხყოფას აყენებს და მათ მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 13:36:00
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე კვორუმის არარსებობის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს და იმ კოლეგებს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, რომლებიც პლენარულ სხდომებს ან არ ესწრებიან, ან სხდომაზე მისვლას აგვიანებენ. როგორც პლენარული სხდომის გახსნისას არველაძემ განაცხადა, ძალიან სამწუხაროა, რომ პლენარული სხდომა დროზე ვერც ერთხელ ვერ დაიწყო. "სხდომებს სულ მცირე ერთი საათის დაგვიანებით ვიწყებთ. ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ ამას არანაირი სანქცია არ უშველის, რადგან ეს უბრალოდ, მენტალობის და შეგნების ამბავია, რაც ბავშვობიდან მოდის. ხალხი, რომელიც ასე აგვიანებს, კოლეგებს შეურაცხყოფას აყენებს და მათ მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს“, - განაცხადა არველაძემ. დღევანდელი პლენარული სხდომა 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა დაახლოებით ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო, სადაც რეგისტრაცია 87 დეპუტატმა გაიარა.
წაკითხვა
ოთარ კახიძე - სტრასბურგის დიდი პალატის გადაწყვეტილებას ველოდებით, რადგან თუ სექციის ვერდიქტი ძალაში დარჩა, ხელისუფლებას მერაბიშვილის გათავისუფლება მოუწევს
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 13:31:00
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ოთარ კახიძე არ აკონკრეტებს, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, არჩევანს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გააკეთებს, თუ „ევროპულ საქართველოზე“.ჟურნალისტის კითხვაზე, რომელ პოლიტიკურ გუნდს აირჩევს ყოფილი შს მინისტრი, კახიძე პასუხობს, რომ „მადრიდის რეალს“.დეპუტატის თქმით, მერაბიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას თავად ამცნობს.რაც შეეხება მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს, კახიძე განმარტავს, რომ პატიმარს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება ავტომატურად ეხება, როგორც კი, სასჯელის შესაბამისი ვადა გავა.„ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში, სასჯელის ვადა მიმდინარე წლის ნოემბერში გადის, რის შემდეგადაც მას ავტომატურად პირობით ვადაზე გათავისუფლება შეეხება. გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების სამინისტროს ადგილობრივმა საბჭომ უნდა მიიღოს, ვინც ამ საკითხებს განიხილავს. რაც შეეხება პოლიტიკურ მდგენელს, ყველასთვის ცნობილია, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური მოსაზრებებით იდევნება. ეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სექციამ უკვე დაადასტურა, რაც საქართველოს მთავრობამ გაასაჩივრა და პრაქტიკულად, მერაბიშვილის გათავისუფლება გააჭიანურა. სტრასბურგის დიდი პალატის გადაწყვეტილებას ველოდებით, რადგან თუ სექციის ვერდიქტი ძალაში დარჩა, ხელისუფლებას მერაბიშვილის გათავისუფლება ყველა ვარიანტში მოუწევს, სხვა შემთხვევაში, დასავლელი პარტნიორების მხრიდან სერიოზულ პოლიტიკურ ზიანს მიიღებს. ამიტომ შესაძლოა, ვანო მერაბიშვილის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება ხელისუფლებისთვის ერთგვარი გამოსავალი იყოს. შესაძლოა, ხელისუფლება გამოსავალზე ფიქრობს, როგორ შეიძლება, მდგომარეობიდან გამოვიდეს“, - განაცხადა კახიძემ.
წაკითხვა
ენმ თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას გეგმავს
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 13:25:00
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას გეგმავს და ამ ოქმების ბათილობას მოითხოვს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღნიშნული ოქმები ამომრჩევლის ნებას არ ასახავს, რადგან მათი თქმით, არჩევნები არაკონკურენტულ და უსამართლო გარემოში ჩატარდა. პარტიის წევრ ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მხოლოდ თბილისში დარღვევებთან დაკავშირებით 600-ზე მეტი საჩივარი იქნა შეტანილი და ასევე, თბილისის 10-ვე ოლქში მათ მიერ განსხვავებული აზრი დაიწერა. „ოქმები არ ასახავს ამომრჩევლის ნებას, ვინაიდან ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი, ხოლო წინასაარჩევნო გარემო იყო არაკონკურენტუნარიანი. არჩევნების დღეს მასობრივი ხასიათი ჰქონდა ფუნდამენტურ დარღვევებს, რომელმაც გავლენა იქონია არჩევნების საბოლოო შედეგებზე. მასობრივი ხასიათი ჰქონდა ამომრჩევლის ნების კონტროლს, რაც არის „ქართული ოცნების“ ნოუჰაუ. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იყო უპრეცედენტო მასშტაბით, გრძელდებოდა „კარუსელების“ პრაქტიკა, იყო დაშინება, ოქმების შეცვლა და არაერთი ასეთი ფაქტი, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ეს არჩევნები იყო ჩვეულებრივი სპეცოპერაცია“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ამ შეფასებას საქართველოში მოქმედი პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური პარტია იზიარებს. მათი თქმით, საქართველოში თავისუფალი გარემოს არსებობისთვის ბრძოლის პროცესში მათი პოლიტიკური ძალა ყველა ამ პარტიასთან ითანამშრომლებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს საჩივრით დღეს მიმართავს.
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - რუსეთის მიერ აღმართული ხელოვნური ბარიერები დაინგრევა არა სამხედრო ძალით, არამედ იმ მომავლის იმედით, რომელიც აქვს ჩვენს ხალხს
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 13:19:00
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ.გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფ კერსტი კალიულაიდს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო და მავთულხლართების მიმდებარედ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის და გატაცების ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება. პრეზიდენტები სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ზოლში მცხოვრებ დათა ვანიშვილს გაესაუბრნენ და ადგილზე არსებულ პრობლემებს გაეცნენ. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის პრეზიდენტს და ესტონეთის დელეგაციას ხურვალეთის საოკუპაციო ზოლის მონახულებისათვის. "მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ პრეზიდენტს იმისთვის, რომ მობრძანდა აქ, ისევე როგორც არაერთი ევროპელი ლიდერი და თავისი თვალით ნახა მავთულხლართებიც და წეროვანის იძულებით გადაადგილებულთა დასახლებაც. ნახა ის ისტორიული უსამართლობა, რომელშიც დღეს ცხოვრობს ევროპის აღმოსავლეთი ქვეყანა - საქართველო. არა ერთ ევროპელ ლიდერს უნახავს ეს და ეს დღეს ნახა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტმა. აქედან ყოველდღიურად ხდება ადამიანების გატაცება, სულ რაღაც ორი დღის წინ კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა. დღეს ჩვენ ამ გარემოში ვცხოვრობთ, ამ გარემოში ვაშენებთ ევროპულ საქართველოს და ეს სრულიად ამაზრზენი ბარიერები დაინგრევა, ისევე როგორც დაინგრა ევროპაში სხვა, ხელოვნური ბარიერები. ისინი დაინგრევა არა სამხედრო ძალით, არამედ დაინგრევა იმ მტკიცე დემოკრატიული კურსით, რომელიც აქვს ჩემ ქვეყანას, იმ ღია გულით და იმ მომავლის იმედით, რომელიც აქვს ჩვენს ხალხს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჩვენს მიერ კონტროლირებად ქვეყანაშიც. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი და გმადლობთ იმისთვის, რომ თქვენ ამ პოზიციას მხარს უჭერთ, ამ პოზიციას იზიარებთ და ამ გზაზე ეხმარებით საქართველოს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.ესტონეთის პრეზიდენტმა მავთულხლართებს ბოროტების ხაზი უწოდა და გიორგი მარგველაშვილს ევროკავშირის მიერ შექმნილი წიგნი წარუდგინა, რომელიც ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები ხალხის ცხოვრებას ეხება. "მე შემიძლია გამოვიყენო ყველა მართებული დიპლომატიური ტერმინი, რათა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მნიშვნელოვანია; რა თქმა უნდა, ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42 რაუნდმა დადებითი შედეგი არ გამოიღო; რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ იმას, რომ მეტი ყურადღება მიექცეს ამ კონფლიქტს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ ამ საკითხების მაქსიმალურად აქტიურად წამოწევას, საბოლოოდ, კი ეს ადამიანები, არიან ადამი
წაკითხვა
კონსტიტუციაში ტერმინი “ხმოსანი“ “საარჩევნო კოლეგიის წევრით“ იცვლება
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 13:10:00
საქართველოს ახალი კონსტიტუციური პროექტი, რომლის ინიცირებაც დღეს მოხდა, ტერმინოლოგიურ ცვლილებასაც ითვალისწინებს.პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს, რომლის შემადგენლობაში 300 ხმოსანი შედის.კონსტიტუციურ პროექტში სიტყვა - ხმოსანი ჩანაცვლებულია სიტყვა - წევრით. შესაბამისად, ტერმინი „ხმოსანი“ ტერმინით - „საარჩევნო კოლეგიის წევრი“ იცვლება.ახალი კონსტიტუციით, 2018 წელს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევა ისევ პირდაპირი წესით მოხდება, ხოლო 2024 წელს - არაპირიდაპირი წესით.
წაკითხვა
პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ინიცირებულია - რას ითვალისწინებს კონსტიტუციური პროექტი
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 12:46:00
პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდა, რომელსაც ხელს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი 116 დეპუტატი აწერს.ახალი კონსტიტუციური პროექტი დღეს ბიუროს სხდომას წარედგინა, რომელიც მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად მოამზადა.ცვლილებები ერთის მხრივ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბლოკების ერთჯერადად დაშვებას უზრუნველყოფს, მეორეს მხრივ კი, 2024 წელს ე.წ. ბონუსს სისტემა აღარ ამოქმედდება. ამასთან, ცვლილებები ეხება რელიგიისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავებსაც.კერძოდ, მესამე მოსმენით მიღებული კონსტიტუციიდან ამოღებულია სიტყვები - „სახელმწიფო უსაფრთხოება“, „დანაშაულის თავიდან აცილება“, „მართლმსაჯულების განხორციელება“ და აღნიშნულია, რომ „ყოველ ადამიანს აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“.ცვლილებებით, საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებიც ფართოვდება და შესაბამისი სარჩელის განხილვის ვადები სამი თვით იზრდება. გარდა ამისა, ის ჩანაწერიც უქმდება, რომლის თანახმად, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით წყვეტს.რაც შეეხება, საარჩევნო თემატიკას, კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ამოღებულია ე.წ. ბონუსს სისტემა. შესაბამისად, კონსტიტუციური პროექტით, საპარლამენტო არჩევნებში ყველა მანდატი განაწილდება პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების პროპორციულად. ამასთან, ცვლილებებით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტიების გარდა, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებსაც ექნებათ.აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნული ოთხი საკითხის გარდა, კონსტიტუციური პროექტით, პრეზიდენტის არჩევის ნაწილში ტერმინოლოგიური ცვლილებაც ხორციელდება. კერძოდ, ტერმინი „ხმოსანი“ ტერმინით - „საარჩევნო კოლეგიის წევრი“ იცვლება.პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით 26 სექტემბერს დაამტკიცა, თუმცა იმის გამო, რომ მას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო, უმრავლესობას ვეტოს დაძლევა 13 ოქტომბერს მოუწია. თავად კონსტიტუცია კი, ძალაში 2018 წელს, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა. 
წაკითხვა
ზაზა ბიბილაშვილი - მეგის ქარდავა არ არის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 12:34:00
მეგის ქარდავა არ არის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, - ამის შესაბ განცხადება პარტიის ერთ -ერთმა ლიდერმა ზაზა ბილილაშვილმა გააკეთა. მისის თქმით, კონკრეტულად სამხედრო პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ აქვს, არც პარტიული და არც პირადი კუთხით. „მეგის ქარდავასთან დაკავშირებით რამდენჯერმე დამისვეს კითხვა. გეტყვით, რომ პირადად არ ვიცნობ ამ პიროვნებას, ის არ არის  ჩვენი პარტიის წევრი, არასდროს არ ჰქონია მას ჩვენს პარტიასთან შეხება. რაც შეეხება მის დევნას,  ვიცი მასთან დაკავშირებული ინფორმაციები პრესიდან, მედიიდან. ზოგადად, ივანიშვილის ხელისუფლების მიერ წამოყენებული არც ერთი ბრალდება არ იმსახურებს საზოგადოების ნდობას, ვინაიდან როგორც წესი ამ ბრალდებების უკან დგანან რუსეთის აგენტები, ჯაშუშები, ძალიან საეჭვო კავშირებისა და წარსულის მქონე ადამიანები“, - განაცხადა ზაზა ბილილაშვილმა.
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქნა გაწეული
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 12:34:00
მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქნა გაწეული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ შვიდი ადგილით, მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა და მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, უმაღლეს ათეულში მოექცა.„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის ინვესტიციების მოზიდვის, ახალი წარმოებების შექმნისა და ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ მსოფლიო ბანკის, არამედ სხვა ინსტიტუტების მიერ გაკეთებულ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმ ჯანსაღ ტენდენციაზე, რომელიც ქართულ ეკონომიკაში არსებობს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ მაჩვენებლებზე, რომელიც ქვეყანაში არსებულ ჯანსაღ ეკონომიკურ ტენდენციას განაპირობებს. მათ შორისაა, ექსპორტის ზრდა 28.5%-ით; ტურისტების ზრდის რეკორდული მაჩვენებელი, რომელმაც შარშანდელ წლიურ მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა და საქართველოში 6 მილიონ-ნახევრამდე ტურისტი შემოვიდა; გაზრდილია ასევე ფულადი გზავნილების მოცულობა. „ყველა ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის, რომელიც უკვე დღევანდელი მონაცემებით შეადგენს 4,7%-ს. არის მართლაც ძალიან ჯანსაღი ტენდენცია, რომელიც აუცილებლად აისახება ახალ ინვესტიციებში, ახალ სამუშაო ადგილებში. მესმის, რომ ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ეს, რა თქმა უნდა, ერთბაშად არ აისახება, მაგრამ, ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდნენ, რომ ქვეყანაში არსებული ტენდენცია, არის ძალიან ჯანსაღი და არსებობს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა იყოს. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. დაგეგმილია უამრავი პროექტი, რომელიც წელს ხორციელდება. მოგეხსენებათ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით წელს 36%-იანი ზრდა გვაქვს; მომავალ წელს, შარშანდელთან შედარებით, ინფრასტრუქტურის მიმართულებით დასახარჯი რესურსის ოდენობა თითქმის გაორმაგდება და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა აისახება, კერძო სექტორზე, მეწარმეობაზე, ახალ საწარმოებზე, ადგილობრივ წარმოებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნა ს
წაკითხვა
თამარ ჩუგოშვილი - ვანო მერაბიშვილი არის ჩვეულებრივი მსჯავრდებული, რომელიც მოიხდის სასჯელს ისევე, როგორც სხვა მსჯავრდებულები
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 12:31:00
ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს და ამის საჭიროებასაც ვერ ვხედავ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი არის ჩვეულებრივი მსჯავრდებული, რომელიც მოიხდის სასჯელს ისევე, როგორც სხვა მსჯავრდებულები.„მე რამდენადაც ვიცი, ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი სიმართლეს არ შეეფერებოდა, არასწორი ინფორმაციის გაჟღერება მოხდა გუშინ. ვანო მერაბიშვილი არის ჩვეულებრივი მსჯავრდებული, რომელიც მოიხდის სასჯელს ისევე, როგორც სხვა მსჯავრდებულები“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.შეგახსენებთ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილს, დღეის მდგომარეობით, არ აქვს მოხდილი სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა, შესაბამისად, უწყების ცნობით, მერაბიშვილის საქმეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მოცემულ ეტაპზე ვერ განიხილავს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი შესაძლოა, ვადაზე ადრე გათავისუფლდეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მერაბიშვილს რამდენიმე დღის წინ საკანში ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს და განუმარტეს, რომ მას ამ მექანიზმით სარგებლობის უფლება გააჩნია.
წაკითხვა
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხვდება
განახლებულია: 2017-11-02 12:28:00
მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგით გათვალისწინებულია 21 საკითხის განხილვა. 
წაკითხვა
ეკა ბესელია - მეგის ქარდავას მიმართ ყველა პროცედურა კანონის სრული დაცვით განხორციელდება
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 12:24:00
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, მეგის ქარდავას ქართული მართლმსაჯულება ელოდება, რადგან მას უმძიმესი ბრალდებები აქვს წაყენებული. როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, ქარდავას მიმართ განსაკუთრებით მძიმეა ბრალდებები, რომელიც ეხება თეთრაძის საქმესა და სამალავებში აღმოჩენილი წამების ამსახველ მასალებს."მის მიმართ ყველა პროცედურა კანონის სრული დაცვით განხორციელდება. გჯერათ, რომ სააკაშვილი ქარდავას არ იცნობდა? შეიძლება, ქვეყანაში ასეთი სისტემური დანაშაული ისე ხდებოდეს, რომ ქვეყნის პირველმა პირმა არ იცოდეს? სააკაშვილისთვის რომელი ვერსია უფრო სჯობს, ის რომ როგორც პრეზიდენტმა არ იცოდა, ქვეყანაში რა ხდებოდა, თუ ის, რომ პოლიტიკური სისტემა იყო, რომლის სათავეშიც თვითონ იდგა? - სააკაშვილი პასუხისმგებლობას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ აირიდებს", - განაცხადა ბესელიამ.თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა კიევში 1-ელ ნოემბერს დააკავეს. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დაადასტურა საქართველოს პროკურატურამ. ამასთან, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა, რომ მეგის ქარდავას არასდროს შეხვედრია და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან იცის. 
წაკითხვა
ირლანდია საქართველოში სავაჭრო წარმომადგენლობას აგზავნის
განახლებულია: 2017-11-02 12:19:00
ირლანდია საქართველოში სავაჭრო წარმომადგენლობას აგზავნის. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყებაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.ირლანდიის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და მას სენატის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. 
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს აბდულა მუჰამედ ალ შეიხს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 12:15:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს აბდულა მუჰამედ ალ შეიხს შეხვდა.საუბარი შეეხო ორმხრივი დღის წესრიგის ყველა მნიშვნელოვან საკითხს და ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.გამოითქვა ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების ინტერესი.პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებსა და შესაძლებლობებზე, რომელსაც საქართველო სთავაზობს საუდის არაბეთს, როგორც რეგიონის ერთ-ერთ ლიდერ ქვეყანას. მთავრობის მეთაურმა საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვანი პოზიციების შესახებ.აბდულა მუჰამედ ალ შეიხმა გამოთქვა დაინტერესება, არაბული ბიზნესი საქართველოში უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი. საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ამისთვის საქართველოში ყველა შესაძლებლობაა შექმნილი.საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს.პრემიერ-მინისტრმა კონფლიქტის დარეგულირებისკენ მიმართულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს კონსტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია მშვიდობიან განვითარებაზე.მხარეებმა ყურადღება არაბეთის ყურეში მიმდინარე პროცესებსაც დაუთმეს. აბდულა მუჰამედ ალ შეიხმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთი ყველაფერს აკეთებს, რათა ვითარება დასტაბილურდეს და საფრთხეები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. 
წაკითხვა
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში დღეს ინიცირდება
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 12:06:00
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება პარლამეტში დღეს იწყება. ოპოზიციის ნაწილი განხილვებში მონაწილეობს კვლავ არ გეგმავს. მმართველი გუნდი დღის წესრიგის შეცვლას არ აპირებს და ახალი ცვლილებების დამტკიცების პროცესს იწყებს. რა პროცედურები უნდა გაიაროს ცვლილებებმა დამტკიცებამდე - შორენა ხვიჩია განავრცობს თემას.
წაკითხვა