საზოგადოებრივი
104.5 FM
თეა წულუკიანი - როგორიც არ უნდა იყოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე, ეს ვერ იქნება მისი გათავისუფლების მიზეზი
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 11:49:00
როგორიც არ უნდა იყოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე, ეს ვერ იქნება მისი გათავისუფლების მიზეზი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა. იუსტიციის მინისტრის განმარტებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი სარჩელი ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის ეპიზოდს ეხება, ამჟამად კი ვანო მერაბიშვილი წინასწარ პატიმრობაში აღარ იმყოფება. „ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი არის განხილვის საკითხი და არის პროცედურები. სპეკულაციები არ შეიძლება. სასჯელაღსრულების სამინისტრომაც ნათელი განცხადება გაავრცელა. მე არ მგონია, რომ პოლიტიკოსებმა განცხადებები უნდა აკეთონ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში ჩვენც ვართ, თუმცა როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, ეს ვერ იქნება გათავისუფლების მიზეზი. სტრასბურგში საქმე ეხება პატიმრობის ეპიზოდს და ვანო მერაბიშვილი ამჟამად აღარ არის პატიმრობაში“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილს, დღეის მდგომარეობით, არ აქვს მოხდილი სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა, შესაბამისად, უწყების ცნობით, მერაბიშვილის საქმეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მოცემულ ეტაპზე ვერ განიხილავს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი შესაძლოა, ვადაზე ადრე გათავისუფლდეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მერაბიშვილს რამდენიმე დღის წინ საკანში ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს და განუმარტეს, რომ მას ამ მექანიზმით სარგებლობის უფლება გააჩნია.
წაკითხვა
მიხეილ სააკაშვილი - მეგის ქარდავას არასდროს შევხვედრივარ და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან ვიცი
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 11:02:00
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის მეგის ქარდავას დაკავებას მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია გააზიარა და დაწერა, რომ „მედიის წყაროები ძალიან არასარწმუნოა“.„ამ „უახლოეს თანაგუნდელს“ მე არასდროს შევხვედრივარ და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან ვიცი“, - დაწერა „ფეისბუქზე“ მიხეილ სააკაშვილმა. შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა კიევში 1-ელ ნოემბერს დააკავეს. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დაადასტურა საქართველოს პროკურატურამ. 
წაკითხვა
პარლამენტი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას უბრუნდება
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 10:34:00
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიაზე იმსჯელებენ. დეპუტატებს მთავრობის მიერ გადამუშავებულ პროექტს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე გააცნობს. შ​​ესაბამისად, დღეს გახდება ცნობილი მთავრობამ ბიუჯეტის პარამეტრებთან მიმართულებაში დეპუტატების რა შენიშვნები გაიზიარა. კომიტეტის გარდა, ბიუჯეტის პროექტზე შესაძლოა, ხვალ დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე იმსჯელონ. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტს ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება დეკემბრის მესამე პარასკევამდე მოუწევს. მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის პროექტი 1-ელ ოქტომბრამდე წარუდგინა და მასზე მსჯელობა საკომიტეტო ფორმატში გაიმართა, რის შემდეგაც დოკუმენტი შენიშვნებითურთ უკან მთავრობას გადაეგზავნა. მიმდინარე წელთან შედარებით, საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა იზრდება და შემოსულობების ნაწილი - 12 მლრდ 298 მლნ ლარით განისაზღვრება.
წაკითხვა
ნდობის ჯგუფი პარლამენტში არასრული შემადგენლობით დაკომპლექტდა
განახლებულია: 2017-11-01 20:16:00
ნდობის ჯგუფი არასრული შემადგენლობით დაკომპლექტდა. პარლამეტში თითქმის ერთწლიანი პროცესი დასრულდა. საკანონმდებლო ორგანომ დღეს ჯგუფის შემადგენლობა ცნობად მიიღო. სამი უმრავლესობიდან, ერთი კი უმცირესობიდან. უმცირესობისა და უმრავლესობის გარეთ დარჩენილმა ფრაქციებმა საერთო კანდიდატზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.დეტალები ჩვენს სიუჟეტში. 
წაკითხვა
ესტონელი ინვესტორები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს
განახლებულია: 2017-11-01 20:14:00
საქართველოში ბიზნესწარმოების უსაფრთხო გარემოზე საუბრობენ ესტონელი ბიზნესმენებიც. ესტონეთის რიგით მე-5 პრეზიდენტი, ქვეყნაში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. თბილისში მიმდინარე ბიზნესფორუმს, კერსტი კალიულაიდი, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად დაესწრო. ესტონელმა სტუმრებმა მთავარი აქცენტი ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოსა და დაბალ ბიუროკრატიაზე გააკეთეს. ვიზიტის მეორე დღეს ესტონეთის პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებსაც შეხვდა და საკონსტიტუციო ცვლილებებით დაინტერესდა. 
წაკითხვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფის კომპლექსი გახსნეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 19:16:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა თბილისში გოლფის კომპლექსი გახსნეს. საერთაშორისო პრემიუმ კლასის გოლფ კლუბი The Tbilisi Hills ცნობილი ესტონური კომპანიების Skinest Rail-ს, Kaamos Group-სა და Go Group-ის ინვესტიციით შეიქმნა, რომლის მოცულობა 20 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.ესტონური და ქართული ბიზნესების წარმატებული თანამშრომლობის უტყუარი მაგალითი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში განსაკუთრებული ბიზნესგარემოს არსებობას - ასე შეაფასა გოლფის კომპლექსის გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. „ჩვენმა ესტონელმა მეგობრებმა უკვე განახორციელეს 20 მილიონზე მეტი დოლარის ოდენობის ინვესტიციები ამ პროექტში. მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში ისინი გეგმავენ კიდევ 250 მილიონი დოლარის ინვესტიციების განხორციელებას სხვადასხვა ნაგებობისა და ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურის ასაშენებლად, გზების, ენერგეტიკული და საირიგაციო სისტემების ჩათვლით. ეს გოლფის კლუბი განლაგებული იქნება 57 ჰექტარზე. ეს ახალი ინვესტიციები შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და საქართველოში მოიზიდავს ტურისტებსა და გოლფის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ტურისტების ზრდის ტენდენციაზე და ისაუბრა ახალ მონაცემებზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. „მხოლოდ ოქტომბერში საქართველომ მიიღო 607 000 ტურისტი, ანუ 80 000-ით მეტი წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, რაც პროცენტულად 15.2%-იანი ზრდაა; ოქტომბერში 20%-ით გაიზარდა იმ სტუმართა რაოდენობა, რომლებიც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ჩერდებიან. იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით 10 თვის სტატისტიკა - 6 430 000 ტურისტი, რაც უკვე აღემატება წინა წლის მთლიან სტატისტიკას. გასული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით კი, ზრდა შეადგენს 18%-ს - 1 016 000 ტურისტს; 28%-ით გაიზარდა იმ სტუმართა რაოდენობა, რომლებიც ჩერდებიან ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში - 665 000-ით მეტი ტურისტი, ვიდრე 2017 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში. ეს კი არის შესანიშნავი საფუძველი ისეთი კურორტების ასაშენებლად, როგორიცაა ეს გოლფის ცენტრი. ჩვენ ძალიან გვახარებს და გვეამაყება ის, რომ ეს წარმატების ისტორია მიიპყრობს იმ ბიზნესმენთა ყურადღებას, რომლებიც მონაწილეობენ ესტონეთი-საქართველოს პირველ ბიზნესფორუმში, გაზრდის მათ დაინტერესებას საქართველოში არსებული შესაძლებლობებით და უბიძგებს მათ, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობები, რათა განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში. მადლობას ვუხდი ბატონ ოსინოვსკის, რომელიც დგას ამ ინვესტიციების და იდეის უკან. გარდა ამისა, ბატონმა ოსინოვსკიმ განახორციელა 100 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ინვესტიციები ჰიდროენერგეტიკის სექტორშ
წაკითხვა
ეკა ბესელია - ოპოზიციის ჩამონათვალში არის რამე, მათ შორის ამინდის პროგნოზი და კალენდარი, რაც ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტი არ არის?
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 18:51:00
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ვანო მერაბიშვილი  პოლიტიკური პატიმარი არ არის.ჟურნალისტებთან საუბარში ბესელია  ოპონენტების შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილზე, როგორც პოლიტპატიმარზე, მხოლოდ მისი თანაპარტიელები საუბრობენ. "რაც შეეხება მერაბიშვილის  ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს, ეს  სტანდარტული პროცედურაა, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მსჯავრდებულს ავტომატურად ეხება, ვინც კი შეიძლება ამ განხილვის პროცესში იყოს. კომისიამ გადაწყვეტილება ყველა გარემოების გათვალისწინებით უნდა მიიღოს. თავის დროზე მერაბიშვილმა ამნისტიის ცნობილი კანონით ისარგებლა და საშეღავათო სასჯელი მიიღო, ანუ იმაზე ნაკლები, ვიდრე სასამართლომ დაუნიშნა. ოპოზიცია საერთოდ უშვებს, რომ რაიმე ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტი არ არის? მათი ლოგიკით,  ჩამონათვალში არის რაიმე, მათ  შორის ამინდის პროგნოზი და კალენდარი, რაც ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტი არ არის? სისულელეებზე  ხომ  არ უნდა ვუპასუხო?", - განაცხადა ბესელიამ.
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 18:14:00
ესტონეთის პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესებს შეეხო. პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებით, კონკრეტულად კი, საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით დაინტერესდა.  
წაკითხვა
გრიგოლ ლილუაშვილი - საქართველოს მთავრობამ თავისი გონივრული ეკონომიკური რეფორმების წყალობით შეძლო მოხვედრილიყო წარმატებულ ქვეყანათა ათეულში
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 17:53:00
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგოლ ლილუაშვილი მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს დაწინაურება საქართველოს მთავრობის გონივრული ეკონომიკური რეფორმების შედეგია. „მსოფლიო ბანკის Doing Business 2018 წლის ანგარიშის რეიტინგში, საქართველომ მე-16 ადგილიდან გადაინაცვლა მე-9 ადგილზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ თავისი გონივრული ეკონომიკური რეფორმების წყალობით შეძლო მოხვედრილიყო იმ ქვეყანათა წარმატებულ ათეულში, სადაც ბიზნესის კეთება და შესაბამისად საინვესტიციო გარემო არის ყველაზე საუკეთესო მსოფლიოში. წინა წლებთან შედარებით, საქართველომ გადაასწრო ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა შვედეთი, მაკედონია, ესტონეთი, ფინეთი, ავსტრალია, ჩინეთი, ტაივანი და ლატვია,“-განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორის, მერსი ტემბონის შეფასებას გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასა. "მინდა, ციტირება გავაკეთო ქალბატონი მერსი ტემბონის ტექსტისა, ეს გახლავთ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი, რომელიც ამბობს ჩვენი მთავრობის რეფორმებზე: „საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ტოპ რეფორმატორი ქვეყანაა, რაც ხელს უწყობს მისი ინკლუზიური და მდგრადი განვითარების დაჩქარებას, საქართველოს მთავრობამ უკვე განახორციელა და კვლავაც აგრძელებს რეფორმებს, რომლებიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს საქართველოს პოზიციას მსოფლიო ბანკის მომდევნო წლის რეიტინგში. მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს წარმატება მთავრობის თანმიმდევრულმა მუშაობამ და განხორციელებულმა რეფორმებმა განაპირობა“. ეს არის მსოფლო ბანკის რეგიონალური დირექტორისა სიტყვები და არა კონკრეტული დეპუტატისა თუ მთავრობის წარმომადგენლისა,“-განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა. მისივე თქმით, მსოფლიო ბანკმა 2013 წლის შემდეგ, რეიტინგის განსაზღვრის მეთოდოლოგია შეცვალა და შესაბამისად, მაშინდელი მეცხრე ადგილი ახლანდელი რეიტინგის 23-ე ადგილის ტოლფასია. „შეგახსენებთ ასევე, რომ 2013 წელს მიღწეული იყო არა მერვე, არამედ მეცხრე ადგილი, თუმცა ეს იყო ძველი მეთოდოლოგიით, მას შემდეგ შეიცვალა მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგია და პროცედურების სიმარტივის და სისწრაფის მაჩვენებლებს დაემატა ხარისხობრივი მაჩვენებლები და შესაბამისად მაშინდელი მეცხრე ადგილი ახლანდელი რეიტინგის 23-ე ადგილის ტოლფასია,“- განაცხადა გრიგო
წაკითხვა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში 12 ნოემბერს გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 16:36:00
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში გაიმართება. ცესკო-ს ინფორმაციით, ეს ოლქებია ქუთაისი, ბორჯომი, ყაზბეგი, ხაშური, ოზურგეთი და მარტვილი. კანდიდატების ვინაობა ასეთია: ხაშურში "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი და დამოუკიდებელ კანდიდატი რამაზ ნოზაძე. ბორჯომში "ქართული ოცნების" კანდიდატი ლევან ლიპარტია და "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე. ოზურგეთში "ქართული ოცნების" კანდიდატი ბეგლარ სიორიძე და დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე.  ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიორგი ვაშაძე და "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი ჭიღვარია. მარტვილში "ქართული ოცნების" კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი მამუკა დანელია.ამასთან, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, თუმცა კანონმდებლობის მიხედვით, მათი კანდიდატი საარჩევნო ბიულეტენში მაინც დარჩება. ცესკო-ს გადაწყვეტილებით, არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება. 
წაკითხვა
“თელასი“ შესაძლოა, მომსახურების ახალ სისტემაზე გადავიდეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 16:30:00
“თელასი“ შესაძლოა, მომავალი წლიდან აბონენტების მომსახურების ახალ, ავტომატურ სისტემაზე გადავიდეს,- ეს განცხადება პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ გააკეთა. როგორც რეზო არველაძემ აღნიშნა, პირველად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ქალაქ თბილისში, სააქციო საზოგადოება "თელასში" ელექტროენერგიის აღრიცხვის, მონაცემთა გადაცემისა და ანგარიშსწორების მართვის ავტომატური სისტემის საპილოტე პროექტის დანერგვა განხორციელდა."დამუშავებულია მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვის აპარატულ-პროგრამული მოწყობილობის კომპლექსი, რომელიც ელექტრონული მრიცხველების მიერ აღრიცხული ელექტროენერგიის იმპულსების ციფრულში გადაყვანას, შემდგომში კი პროგრამულ უზრუნველყოფასთან ინტეგრირებას უზრუნველყოფს. სისტემა ყოველთვიური ელექტროენერგიის დანახარჯის აღრიცხვას, ცენტრისკენ ავტომატურ გადაცემას, ანგარიშის გამოწერას და აბონენტებზე შეტყობინებას უზრუნველყოფს. დადგენილ ვადაში ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში სისტემა აბონენტის ავტომატურად გამორთვის შესახებ ბრძანებას გამოიმუშავებს. როგორც კი გადახდის შესახებ ინფორმაცია მიღებული იქნება აბონენტის ჩართვა ასევე ავტომატურად ხდება. სისტემის მოქმედებაში ადამიანის ჩარევა გამორიცხულია", - განაცხადა რევაზ არველაძემ. მისი თქმით, იდეის ავტორი და ინიციატორი ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ გვერდწითელია. იდეა "თელასის" დირექტორის სერგეი კოვცევის და "თელასის" ტექნიკური ხელმძღვანელობის მიერ მხარდაჭერილია. როგორც დეპუტატი აცხადებს, საპილოტე პროექტის გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. "უნდა ვივარაუდოთ, რომ "თელასის" ხელმძღვანელობა მიიღებს გადაწყვეტილებას და მომავალი წლიდან ახალ სისტემაზე თანდათანობითი გადასვლა დაიწყება. "თელასში", რომლის აბონენტების რაოდენობა დაახლოებით ნახევარი მილიონია პროექტის სრულმასშტაბიან განხორციელებას რამოდენიმე წელი დასჭირდება. ეს არა მარტო ყოფილი საბჭოთა კავშირის, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება", - განაცხადა არველაძემ. 
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს და დეპუტატებს ხვდება
განახლებულია: 2017-11-01 16:13:00
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტს განაგრძობს. კერსტი კალიულაიდი ამ წუთებში პარლამენტში იმყოფება. ის პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებს ხვდება. მანმადე კი ესტონეთის პრეზიდენტი ბიზნესფორუმს დაესწრო, სადაც პრემიერთან ერთად განცხადებები გააკეთა. მარიამ მენაბდე აშუქებს ვიზიტს.  
წაკითხვა
პარლამენტში ნდობის ჯგუფი შეიქმნა
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 16:12:00
მეცხრე მოწვევის პარლამენტის დაახლოებით ერთწლიანი საქმიანობის შემდეგ, ნდობის ჯგუფი დღეს შეიქმნა.დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს ნდობის ჯგუფის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გააცნო. სესიაშვილის ცნობით, ამჟამად, ნდობის ჯგუფი ხუთი წევრის ნაცვლად, ოთხი წევრით შეიქმნება. იქედან გამომდინარე, რომ კანონმდებლობით, ნდობის ჯგუფის შემადგენლობას დამტკიცება არ სჭირდება, დღევანდელ სხდომაზე საკითხი ცნობად იქნა მიღებული. ნდობის ჯგუფის წევრები იქნებიან - ირაკლი სესიაშვილი, ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე და ირაკლი აბესაძე. მეცხრე მოწვევის პარლამენტში ნდობის ჯგუფი ამ დრომდე არ შექმნილა, მიზეზი ერთი სადაო კვოტაა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ვერ ინაწილებენ, რომელთაც ჯგუფში სალომე სამადაშვილისა და ირმა ინაშვილის კანდიდატურები წარადგინეს. აღნიშნულ დეპუტატებს დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა სჭირდებათ, რომელიც ოპონენტებს მოუწოდებს, მხარი მის კანდიდატურას დაუჭირონ. რაც შეეხება ნდობის ჯგუფის მიერ განსახილველ საკითხებს, კანონმდებლობით, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები ნდობის ჯგუფს ინფორმაციას წარუდგენენ განსახორციელებელი საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება ორ მილიონ ლარს, ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება - ოთხ მილიონ ლარს.
წაკითხვა
რა საკითხებზე მსჯელობენ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 16:06:00
პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატები განცხადებებს აკეთებენ. მთავარი თემებია: საკონსტიტუციო ცვლილებები, შს მინისტრის პარლამენტში დაბარების საკითხი, ლარის კურსი და ნდობის ჯგუფის დაკომპლექტების თემა.   პლენარული სხდომა დღეს  კვორუმის არსებობის გამო გვიან დაიწყო. შორენა ხვიჩია მუშაობს პარლამენტში. 
წაკითხვა
პარლამენტარი ალექსანდრე ერქვანია - მიუღებელია სერიალებში, თოქ-შოუებში, ასევე გასართობ შოუებში სასულიერო პირთა დაცინვა და გაქილიკება
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 15:48:00
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ერქვანია გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ეკლესიისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ერქვანიამ საქართველოს საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ადამიანების მიზანია, საზოგადოებაში სასულიერო პირთა მიმართ უნდობლობა დათესონ და ეკლესიაში დაპირისპირება და განხეთქილება შეიტანონ.„ამ ადამიანებს ეკლესია სძულთ, ისინი ქართველი ერის მართლმადიდებელი სარწმუნოებისადმი ერთგულებას ვერ ეგუებიან და ყველანაირი ბინძური მეთოდებით, შეკვეთილი სიუჟეტებითა და სტატიებით პატრიარქისა და საპატრიარქოს ავტორიტეტის შელახვას ცდილობენ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ქართული კულტურისა და ეროვნული მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში ყოველთვის უდიდეს როლს ასრულებდა. ეკლესია და საქართველო განუყოფლად შერწყმული და დაკავშირებულია და მათ ხელოვნურად ვერავინ განაკვეთს. როცა ადამიანის სული და ხორცი განიყოფა, ხორცი კვდება. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აუცილებელია, მთელმა საზოგადოებამ და განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლებმა გავაანალიზოთ და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ, რა პროცესებთან გვაქვს საქმე, ეს ძალები ვის მიერ იმართებიან და რა არის მათი საბოლოო მიზანი. მათი მიზანია, იმ ფუნდამეტის დანგრევა, რომელზეც ჩვენი სახელმწიფო დგას. რომ არა, ქართველი ერის უფლისადმი ერთგულება და თავგანწირვა, დღეს საქართველო არ იარსებებდა. ამიტომ, ეს არის ბრძოლა არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული“, - აღნიშნა დეპუტატმა.ერქვანიამ სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ქვეყანაში ადამიანები არსებობენ, რომლებიც ვერ იტანენ და ვერ ეგუებიან საქართველოს პატრიარქისადმი ქართველი ერის სიყვარულს, ერთგულებას და მის ავტორიტეტს, რომელიც მან 40 წლიანი მოღვაწეობით მოიპოვა.„საქართველოს პატრიარქის მიერ განვლილი ცხოვრება არის თავგანწირვა უფლისადმი, მოყვასისასა და სამშობლოსადმი. სწორედ პატრიარქმა შეძლო ქართველ ერში ეროვნული ცნობიერება დაუბრუნებინა და ათეისტური საზოგადოება შელახული ღირსების აღსადგენად მოემზადებინა. ზოგიერთი პოლიტიკოსისგან ეკლესიაში რუსულ გავლენაზე საუბარი სამარცხვინოა იმ დროს, როცა ზოგიერთი მათგანი აქტიურად თანამშრომლობდა რუსეთის სპეცსამსახურებთან და მაშინ, როცა საქართველოს პატრიარქი და სასულიერო პირები საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღასდგენად, ჩვენი ერის კულტურისა და ქართული სულის გადასარჩენად იბრძოდნენ. საქართველოს პატრიარქი არის საქართველოსა და ქართველი ხალხის იმედი, ამიტომ ქართველი ერისთვის შეურაცხმყოფელი და აღ
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - ისტორიულ მომენტს უნდა დაველოდოთ, როდესაც შევძლებთ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის აღდგენას
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 15:20:00
ოკუპაცია იყო ისტორიული უსამართლობა და ჩემი ერისთვის ერთგვარი დასჯა თავისუფლებისა დამოუკიდებლობის იდეალებისკენ სწრაფვისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გერმანულ გამოცემა „დოიჩე ველესთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.მისივე თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია მოხდა არა 2008 წელს, არამედ 90-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლის პირველ წლებში, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობის გზას დაადგა.„90-იანი წლების დასაწყისიდან აქ ხდება ის, რასაც ახლა ჰიბრიდულ ომს ეძახიან, რაც ევროპული აუდიტორიისთვის კარგად ნაცნობია, რაც უკრაინის აღმოსავლეთში ხდება, როდესაც რუსეთის ინტერესების გატარება ხდება არა რეგულარული არმიის გამოყენებით, არამედ ჰიბრიდული ომის მეთოდებით. ანუ ეს რეგიონები ოკუპირებული იყო 90-იანი წლების დასაწყისიდან. 2008 წელს ეს ოკუპაცია გაგრძელდა, როდესაც რუსეთის შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ და დაიკავეს რეგიონი. ორი კვირის შემდეგ კი ე.წ. სახელმწიფოების დამოუკიდებლობის შესახებ გამოცხადდა“, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც საქმე აქვს რუსეთთან, ძალიან ფრთხილად უნდა მოიქცეს, რათა პროვოკაციებს არ წამოეგოს და მშვიდობა შეინარჩუნოს.„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უკიდურესად ფრთხილი და მომთმენნი უნდა ვიყოთ, რადგან საქმე გვაქვს რუსეთთან. რუსეთში კი აგრესიული განვითარების პერიოდები შედარებით კონსტრუქციული პერიოდებით ნაცვლდება. ამიტომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც საქმე აქვს რუსეთთან, განსაკუთრებით ჩვენს პრობლემატურ რეგიონში, უნდა მოიქცეს უკიდურესად ფრთხილად, რომ არ წამოეგოს პროვოკაციებს და მშვიდობა შეინარჩუნოს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან, რომელიც მსხვილი სამხედრო და ბირთვული სახელმწიფოა. ფრთხილად ყოფნა უკიდურესად წინდახედულად მოქცევას და რუსეთის ფედერაციასთან ყველანაირი კონფლიქტებისგან თავის არიდებას ნიშნავს“, - განაცხადა მარგველაშვილმა. შეკითხვაზე, თუ როგორ უნდა დაიბრუნოს საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებული ტერიტორიები, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამისთვის საჭიროა ისტორიული მომენტი.„ჩვენ ისტორიულ მომენტს უნდა დაველოდოთ, როდესაც შევძლებთ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის აღდგენას. ისტორიული მომენტი - ეს არის ბერლინის კედლის დაცემა. ეს არის მომენტი, როდესაც ადამიანებს ეძლევათ საშუალება დაანგრიონ ევროპაში ხელოვნურად აღმართული კედლები. ჩვენს ტერიტორიაზე გავლებული მავთლხლართები ბერლინის კედლის ანალოგია, თუმცა ჯერ ასეთი მომენტი არ დამდგარა, უნდა მივდიოთ პრინციპებს და განვავითაროთ ქვეყანა, რომ ის უფრო მიმზიდველი გამო
წაკითხვა
სერგო რატიანი - საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების შელამაზებას აპირებს, მაგრამ ეს არ გამოუვათ
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 14:59:00
საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით როგორც ქართული საზოგადოება, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობა მოატყუა. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე რატიანი ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების პროცესს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთი თვის თავზე, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების შელამაზებას აპირებს, მაგრამ ეს არ გამოუვა. „კონსტიტუციის მიღების ორი კვირის თავზე აღმოაჩინეთ, რომ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება თავიდან არის საჭირო. ახლა აღმოაჩინეთ, რომ რაც მიიღეთ, თურმე, ვენეციის კომისიის დასკვნას არ შეესაბამება და ერთი თვის თავზე მის შელამაზებას აპირებთ, მაგრამ ეს არ გამოგივათ, რადგან მთავარი მოთხოვნა 2020 წელია, რაზეც უარს ამბობთ და თქვენ მოატყუეთ როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, ასევე ქართული საზოგადოება. თქვენ საკუთარი ამომრჩეველიც მოატყუეთ“, - განაცხადა რატიანმა. ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები, ერთი მხრივ, 2020 წელს ბლოკების ერთჯერადად დაშვებას უზრუნველყოფს, ხოლო მეორე მხრივ, ე.წ. ბონუსს სისტემას აუქმებს. ცვლილებები ასევე ეხება რელიგიისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თაობაზე კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერებს.
წაკითხვა
კახა კალაძე გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 14:52:00
თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი კახა კალაძე გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტობუსების და მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოების თანხების გამოყოფის შესახებ. კალაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში ფინანსთა სამინისტროს ჩართულობით კონკრეტული პროექტების შემუშავება დაიწყება. მისივე თქმით, ბანკი მზად არის, თანხა გამოყოს ასევე პროექტებისთვის, რომელიც მზის და ქარის ენერგიის გამოყენებას ითვალისწინებს"როდესაც ენერგეტიკის დარგს ვხელმძღვანელობდი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, ის რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს შესაძლებლობა, დააყენოს მზის პანელები ან ქარის პატარა სადგური, გამოიმუშაოს ელექტროენერგია, გამოიყენოს თავისთვის და ზედმეტი სადისტრიბუციო კომპანიას მიყიდოს", - განაცხადა კახა კალაძემ. 
წაკითხვა
დავით მათიკაშვილი - შავი პიარი, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის დასაწყისში ოპოზიციურმა სპექტრმა დაიწყო და ამ პროცესში პრეზიდენტიც მონაწილეობდა, ფიასკოთი დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 14:46:00
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, განმარტოს, რას ეწინააღმდეგება ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებით. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დავით მათიკაშვილმა ყურადღება საკონსტიტუციო ცვლილებებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ის, ოპოზიცია რას ეწინააღმდეგება, რადგან ცვლილებები, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს, თავის დროზე შეთანხმებული იქნა და ვენეციის კომისიამ მოიწონა. „საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იყო ის, თუ რა ტესტი ჩააბარა „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ეს იყო ერთგვარი პლებისციტი და ტესტი იმისათვის, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივა დადებითად შეფასებულიყო. მნიშვნელოვანია ის, რას ეწინააღმდეგება ოპოზიცია. ცვლილებები, რომელიც თავის დროზე შეთანხმებული იქნა და მოწონებული იყო ვენეციის კომისიის მიერ, ამ ყველაფერს ოპოზიცია ეწინააღმდგეება. რას ეწინააღმდეგებით, 2020 წელს ბლოკების ჩართვას? 2024 წელს ბონუსის გარეშე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას? აღმსარებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს? საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ თემებს? ეს ყველაფერი დემოკრატიის განვითარებისთვის არის და თუკი ეს ცვლილებები ვინმეს უნდა აწყობდეს, ოპოზიციას უნდა აწყობდეს, რადგან დემოკრატიული განვითარების მთლიან სპექტრს ქმნის. საკითხის შინაარსი არც კი ესმით და საერთო სურათის შექმნას ცდილობენ, რომ საკონსტიტუციო რეფორმის დემონიზება მოახდინონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. შავი პიარი, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის დასაწყისში ოპოზიციურმა სპექტრმა დაიწყო და სამწუხაროდ, ამ პროცესში ქვეყნის პრეზიდენტი მონაწილეობდა, ფიასკოთი დასრულდა, რადგან ქვეყანას კარგი კონსტიტუცია აქვს. ქვეყანას კარგი კონსტიტუცია ექნება, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
წაკითხვა
კერსტი კალიულაიდი - ესტონეთი ხედავს, რომ საქართველო იზრდება და ვითარდება
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 14:32:00
მინდა, ჩვენი დარიგება გაითვალისწინოთ, დააკვირდეთ ტექნოლოგიების, ინოვაციების განვითარებას და ამას მოარგოთ ყველა სისტემა, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც ესტონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის ბიზნესკავშირების დამყარება ძალიან მნიშვნელოვანია.მისივე თქმით, ღონისძიებაზე ხედავს ესტონური კომპანიის წარმომადგენლებს და ეს ფაქტი ძალიან ახარებს.როგორც ესტონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ესტონეთს ახარებს ის, რომ საქართველო ვითარდება.მისივე თქმით, მცირე და საშუალო საწარმოები ეკონომიკაში მოქნილი სეგმენტია ეკონომიკაში და ისინი როდესაც შესაძლებლობებს ხედავენ, მას მყისიერად იყენებენ. ესტონეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ეს სეგმენტი ისარგებლებს აღნიშნული შესაძლებლობებით."საქართველოში დემოკრატია და სამართლის უზენაესობა იმ დონეზეა, რომ ამის საშუალებას იძლევა. მახარებს ის ფაქტი, რომ საქართველოში ვარ. ჩვენ არ ვართ უშუალო მეზობლები, თუმცა ერთმანეთთან ახლოს ვართ", - განაცხადა კერსტი კალიულაიდიმ.მისივე განცხადებით, ესტონეთი ხედავს, რომ საქართველო იზრდება და ვითარდება. ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებით, ესტონეთი ცდილობს ეძებოს ის ქვეყნები, სადაც არ არის, ან დაბალია ბიუროკრატია საჯარო სექტორში. მისივე თქმით, საქართველოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს ბევრ ასპექტში ხედავს.როგორც ესტონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ესტონელი მეწარმეებს შეუძლიათ, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში მოქმედ ქართველ ბიზნესმენებთან მნიშვნელოვანი შესაძლებლობები შექმნან.ესტონეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელის დანერგვაზე. "ესტონური მოდელი იძლევა შესაძლებლობას, რომ ქვეყანა ეკონომიკურად სწრაფად გაიზრადოს, რადგან იგივე მოდელის ესტონეთმა განახორციელა, ქვეყანაში გაიზრდა შემოსავლები, ეკონომიკა სარგებლობდა ამ ინიციატივით, იქმნებოდა ახალი საწარმოები და სამუშაო ადგილები", - აღნიშნა პრეზიდენტმა. ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებით, თანამედროვე სამყაროში საქართველოდან, საკუთარი სახლიდან გაუსვლელად ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომ იმუშაოს
წაკითხვა