საზოგადოებრივი
104.5 FM
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 14:32:00
ჩვენი ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის, დაბალი გადასახადებისა და სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმასა და სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს გაუმჯობესებულ მაჩვენებლებზე ისაუბრა. „ამჟამად საქართველოს მთავრობა ახორციელებს რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმას. ჩვენ, როგორც განვითარების გზაზე მყოფი ეკონომიკის მქონე ქვეყანას, რომელიც ისწრაფვის შემდგომი დივერსიფიკაციისა და ცოდნაზე დაფუძნებული წინსვლისკენ, ეს გეგმა მოგვცემს მნიშვნელოვანი ხარისხობრივი პროგრესის მიღწევის საშუალებას. ჩვენი გეგმის პრიორიტეტებია ზრდაზე ორიენტირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა, ადამიანური კაპიტალის განვითარებისკენ გამიზნული განათლების სისტემა, სივრცითი მოწყობა და ეფექტიანი მმართველობა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია მსოფლიოში. ქვეყანაში მოქმედებს მიმზიდველი და ბიზნესისთვის ხელსაყრელი მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა: მსოფლიო ბანკის „ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსის“ თანახმად, რომლის ახალი მაჩვენებლები სულ რაღაც გუშინ გამოქვეყნდა, საქართველო მე-9 ადგილზეა მსოფლიოს ქვეყნებს შორის. გასულ წელთან შედარებით, ჩვენი რეიტინგი შვიდი პუნქტით გაუმჯობესდა. Frazer Institute-ის გლობალური ეკონომიკური თავისუფლების ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოს მე-8 ადგილზეა მსოფლიოს 159 ქვეყანას შორის. გადასახ
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 14:18:00
საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ესტონეთის პრეზიდენტს, კერსტი კალიულაიდს მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ესტონელი მეგობრების მხრიდან მხარდაჭერასა და თანადგომას. „თქვენი თბილისში ჩამობრძანება ძალიან სასიამოვნოა. ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა პატივსაცემ დელეგაციასთან ერთად საქართველოში ვიზიტისათვის - ეს ხაზს უსვამს ჩვენი ურთიერთობების სიღრმესა და მასშტაბს. ესტონეთი ყოველთვის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის, განვითარებისა და ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული მხარდამჭერი. თქვენი ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ მხარდაჭერას, რადგან ამჟამად, ესტონეთი ევროკავშირის პრეზიდენტი-სახელმწიფოს ფუნქციას ასრულებს და ამავდროულად, გვიახლოვდება უმნიშვნელოვანესი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. საქართველო სამიტს მომზადებული ხვდება. ჩვენ შთამბეჭდავ პროგრესს მივაღწიეთ ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე. ეს ჩვენი ერის თავდადებისა და ჩვენი მეგობრების ურყევი მხარდაჭერის შედეგია - მათ შორის აღსანიშნავია ჩვენი ქვეყნის არა უდიდესი, არამედ უძლიერესი მხარდამჭერი - ესტონეთი. ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენი ესტონელი მეგობრების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერასა და თანადგომას, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის მანძილზე საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. დღეს დილით ქალბატონ პრეზიდენტთან ერთად ორმხრივი შეხვედრის დროს ჩვენ განვიხილეთ იმ სფეროების ფართო სპექტრი, რომელთა ფარგლებშიც წარმატებით ვთანამშრომლობთ, და რაც ყველაზე მთავარია, კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ჩვენ გაგვაჩნია ერთიანი ხედვა საერთო მომავალთან დაკავშირებით და ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს აქ შეიკრიბნენ წამყვანი ესტონური კომპანიების წარმომადგენლები და მათი ქართველი კოლეგები, რომელთაც აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული აუთვისებელი პოტენციალის გამოყენების და მნიშვნელოვანი ბიზნეს შესაძლებლობების შესწავლის სურვილი“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ესტონეთი დიდი წარმატების მაგალითია. გიორგი
წაკითხვა
პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის არსებობის გამო ვერ იწყება
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 13:48:00
პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის არსებობის გამო ვერ იწყება.პლენარული სხდომა დღეს 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ამ დრომდე არ დაწყებულა.სხდომის დაწყების მიზნით, დეპუტატებმა რეგისტრაცია გაიარეს, თუმცა იმის გამო, რომ სხდომათა დარბაზში 76 დეპუტატი არ იყო, სხდომა არ გაიხსნა. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა 30 წუთიანი შესვენება გამოაცხადა. დღევანდელი სხდომით პარლამენტი ერთთვიან შვებულებას ასრულებს, რომელიც 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდებოდა.
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 13:21:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო-ესტონეთს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ორი ქვეყნის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, თუმცა სასურველია სხვადასხვა სფეროში არსებული პოტენციალის  სრულად ამოქმედება. ყურადღება დაეთმო სექტორულ თანამშრომლობას. მხარეებმა ინფორმაცია გაცვალეს ორი ქვეყნის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სავაჭრო ასპექტების შესახებ. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ქვეყანში მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა სფეროში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს საერთაშორისო  ორგანიზაციები და რეიტინგები ადასტურებენ. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში არსებული პოზიტიური საინვესტიციო გარემოს შესახებ. ,,ესტონეთს, როგორც ერთ-ერთ კონტრიბუტორ ქვეყანას, შეუძლია, თამამად იყოს იმ წარმატების თანაზიარი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.მხარეებმა ნოემბერში დაგეგმილ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შესახებაც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ სამიტზე საქართველო წარსდგება, როგორც ქვეყანა, რომელმაც ყველა ვალდებულება შეასრულა.  პრემიერ-მინისტრმა ესტონეთის პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია. თავის მხრივ, კერსტი კალიულაიდმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ოფიციალური ტალინი მტკიცედ უჭერს მხარს  საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. პრემიერ-მინისტრის თქმით, იგი აფასებს ესტონეთის პრეზიდენტის მიერ  საქართველოს მხარდაჭერ განცხადებებს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოსა და ესტონეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ.
წაკითხვა
თამარ ჩუგოშვილი - პარტიების დაფინანსების თემა საბიუჯეტო რესურსის დიდწილად არასწორად განკარგვაა და ეს პრაქტიკა გადასახედია
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 12:52:00
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ვერ აკონკრეტებს, უმრავლესობა სიმონ ნოზაძისა და გია ჟორჟოლიანის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებას ეხება, დაუჭერს თუ არა მხარს. როგორც ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, ზოგადად პარტიების დაფინანსება პრობლემური საკითხია და მმართველ გუნდს ბლოკების დაშვება სწორედ იმიტომ არ უნდოდა, რომ ფიქციურ პარტიებზე ბიუჯეტიდან დაფინანსება არ წასულიყო. "კონკრეტულ წინადადებაზე ვიმსჯელებთ და დაფინანსების თემას კომპლექსურად უნდა შევხედოთ, ვიდრე მხოლოდ ერთი სეგმენტით. ამ ინიციატივაზე გადაწყვეტილება, როგორი იქნება, ამაზე ჩემი მხრიდან საუბარი სწორი არ იქნება. გადაწყვეტილება უმრავლესობამ უნდა მიიღოს, მაგრამ ზოგადად, პარტიების დაფინანსების თემა საბიუჯეტო რესურსის დიდწილად არასწორად განკარგვაა და ეს პრაქტიკა გადასახედია", - განაცხადა ჩუგოშვილმა.ნოზაძისა და ჟორჟოლიანის ინიციატივით, სახელმწიფო დაფინანსება შესაძლოა, ისეთმა პოლიტიკურმა პარტიებმაც მიიღონ, რომელთაც სამპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს, მაგრამ პარლამენტში ფრაქციის შექმნას შეძლებენ. ცვლილებებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია, რომელიც დამოუკიდებლად, ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა არჩევნებში და თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტი, ან პარლამენტში წარმოდგენილია ფრაქციით. მეცხრე მოწვევის პარლამენტში გია ჟორჟოლიანი "ქართული ოცნების" პროპორციული სიით მოხვდა, ხოლო სიმონ ნოზაძე "მრეწველების" რიგებიდან, თუმცა აღნიშნულმა დეპუტატებმა ფრაქციების ფორმირება შეძლეს.
წაკითხვა
საუდის არაბეთის სამეფოს საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
განახლებულია: 2017-11-01 12:17:00
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოს საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება. საუდის არაბეთის პარლამენტის თავმჯდომარე ქართველ კოლეგას უკვე შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ და აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშ-შეიხმა ერთობლივი ბრიფინგი ჩაატარეს და საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობის გამყარების აუცილებლობაზე ისაუბრეს. რა სფეროებში იგეგმება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა და რა განცხადებები გაკეთდა - ლიკა ალელიშვილი თემის დეტალებით.
წაკითხვა
თამარ ჩუგოშვილი - ოპოზიციამ მარტივ კითხვას უნდა გასცეს პასუხი - ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა თუ არა
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 12:15:00
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, გასცეს კითხვას  პასუხი, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა თუ არა. როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება კვირის ბოლომდე მოხდება. "ოპოზიციამ მარტივ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, რადგან პასუხი გასაცემი მე არ მაქვს, მათ აქვთ -ცვლილებები უნდათ თუ არა. მათი მხრიდან ბოიკოტზე საუბარი უკიდურესად არასერიოზული დამოკიდებულებაა. ოპოზიციას პოზა აქვს, რომელიც სრულიად უპასუხისმგებლოა", - განაცხადა ჩუგოშვილმა.საპარლამენტო უმრავლესობა ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებს ამზადებს, რომლის გათვალისწინებით, 2020 წელს ერთჯერადად ბლოკების დაშვება მოხდება და ე.წ. ბონუსს სისტემა გაუქმდება. ცვლილებები ასევე ეხება რელიგიისა და საკონსტუტიციო სასამართლოს თავებს.
წაკითხვა
პლენარულ სხდომაზე ნდობის ჯგუფის დაკომპლექტების საკითხზე იმსჯელებენ
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 12:09:00
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში მიმდინარე კვირაში დარეგისტრირდება.  დღეს პლენარულ სხდომაზე ნდობის ჯგუფის დაკომპლექტების საკითხზე იმსჯელებენ. ამ კვირაშივე დაგეგმილია უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივის განხილვა, რომელიც პარტიების დაფინანსების წესს ეხება.შორენა ხვიჩია განავრცობს თემას.
წაკითხვა
საუდის არაბეთის მაჯლის ალ-შურას თავმჯდომარე - საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 12:04:00
საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, - ეს განცხადება საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) თავმჯდომარემ, აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშმა საქართველოს პარლამენტში გააკეთა, სადაც ის თავის ქართველ კოლეგას შეხვდა. შეხვედრის დროს საქართველოსა და საუდის არაბეთის პარლამენტის თავმჯდომარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა ძალიან აქტიურად ვითარდება და საქართველოსთვის პრიორიტეტულია საუდის არაბეთთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, მაგრამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მიმართ მეგობრულად განწყობილ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან სახელმწიფოსთან ურთიერთობების გაფართოება და ახალ დონეზე გაყვანა. „თანამშრომლობის გაღრმავებისთვის არსებობს ბევრად მეტი პოტენციალი, რომელიც მომავალში შეიძლება გამოვიყენოთ და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. მისი უმაღლესობის ვიზიტი საქართველოში წარმოადგენს კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს ჩვენს ქვეყნებს შორის მტკიცე მეგობრობისა და თანამშრომლობის მიმართულებით. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყნების პარლამენტების მეგობრობის ჯგუფების საქმიანობა ძალიან კარგი დასაწყისია, მომავალში უფრო მჭიდრო მეგობრობის ჩამოყალიბებისათვის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) თავმჯდომარის, აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშმის განცხადებით კი იმისათვის, რომ საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების გაღრმავება მოხდეს, ის სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ყველა მხარისგან მიიღებს ინფორმაციას, თუ რა სფეროში იქნება შესაძლებელი საქართველოსთან მეტი პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება. მისი შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მთავარი ტურიზმის ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, საუდის არაბეთი საქართველოსთ
წაკითხვა
სალომე ზურაბიშვილი ნდობის ჯგუფს საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 11:55:00
სალომე ზურაბიშვილი ნდობის ჯგუფში ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერას არ აპირებს და პარლამენტს საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს.საუბარია კვოტაზე, რომელიც უმრავლესობასა და უმცირესობას გარეთ დარჩენილ დეპუტატებზეა გათვალისწინებული და მეხუთე უნდა იყოს ნდობის ჯგუფში. ამ ადგილზე “პატრიოტების“ კანდიდატი ირმა ინაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" კი - სალომე სამადაშვილია წარდგენილი."მე რატომ უნდა დავუჭირო მხარი, როდესაც მიმაჩნია, რომ გამოცდილებით და ბევრი სხვა ნიშნით მე უფრო საჭირო ვიქნები ამ ნდობის ჯგუფში, ვიდრე ნებისმიერი წარდგენილი. შეიძლება გამოინახოს სხვა ფორმა და ცვლილება შევიდეს რეგლამენტში, მაგრამ ძალიან ცუდია, როდესაც ნდობია ჯგუფში არ არის დამოუკიდებელი დეპუტატი", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.ნდობის ჯგუფში სულ ხუთი წევრი უნდა იყოს. უკვე გარკვეულია, რომ ნდობია ჯგუფის წევრები იქნებიან: ირაკლი სესიაშვილი, არჩილ თალაკვაძე, ეკა ბესელია და ირაკლი აბესაძე. ერთ კვოტა კი ჯერჯერობით თავისუფალია. 
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 10:52:00
საქართველოს პრეზიდენტი აღშფოთებას გამოთქვამს ნიუ-იორკში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო. გიორგი მარგველაშვილი შეერთებული შტატების ხელისუფლებასა და ხალხს თანადგომას უცხადებს. „უკიდურესად აღშფოთებული ვარ ნიუ-იორკში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და დგას საერთაშორისო საზოგადოების გვერდით მსოფლიოს ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, თანადგომას ვუცხადებ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასა და ხალხს“, - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, მანჰეტენზე, ველობილიკზე მინიავტობუსის შევარდნის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, რვა ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. 
წაკითხვა
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდნენ
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 10:43:00
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესტონეთის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს შეხვდნენ. მთავარი თემა რითაც ესტონეთის პრეზიდენტი დაინტერესდა, იყო საქართველოს ევროპასთან დაახლოების კონტექსტში, როგორია საზოგადოების განწყობა. როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა დასრულების შემდეგ განაცხადა,  საარჩევნო სისტემის შეცვლის აუცილებლობაზე, ასევ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. მისი თქმით, ესტონეთის პრეზიდენტი კარგად არის ინფორმირებული საკონსტიტუციო ცვლილებების, პირველი ტალღის შესახებ. "პირველ რიგში მადლობა გადავუხადეთ ესტონეთის პრეზიდენტს, რათა იგი მხარს უჭერს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ეს შეეხებოდა საკონსტიტუციო რეფორმას. ცხადია, ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებდით კრიტიკულ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი კონსტიტუციის მიღება მოხდა მხოლოდ ერთი პარტიის მიერ. ასევე ვისაუბრეთ არჩევნებზე, რა დადებითი და უარყოფითი ტენდენციები იყო ამ პერიოდში. ასევე ყურადღება გავამახვილეთ სასამართლო რეფორმაზე და კორუფციაზე, ელიტურ კორუფციაზე, რომელთან დაკავშირებით გვაქვს ინფორმაცია", - განაცხადა გიგაურმა. 
წაკითხვა
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესტონეთის პრეზიდენტს ხვდებიან
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 09:43:00
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდს ხვდებიან. შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მიმდინარეობს. მესამე სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ყურადღებას გაამახვილებენ საკონისტიტუციო ცვლილებებზე, ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე. „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის, მიხეილ ბენიძის განცხადებით, ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი და ის, რომ კერსტი კალიულაიდი შეხვედრებს მართავს მესამე სექტორთან, მისასალმებელია. „ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება, შევხვდეთ ქალბატონ პრეზიდენტს. ეს არის საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრა და მოხარული ვართ, რომ თავად პრეზიდენტი დაინტერესდა სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრით. ეს მიუთითებს, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ესტონეთი არასამთავრობო ორგანიზაციებს“, - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - შოკირებული და დამწუხრებული ვარ, ნიუ-იორკში მომხდარი სასტიკი თავდასხმის გამო
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 03:40:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მომხდარ თავდასხმას „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა.„შოკირებული და დამწუხრებული ვარ, ნიუ-იორკში მომხდარი სასტიკი თავდასხმის გამო. ჩვენი ფიქრები და ლოცვა მიმართულია თავდასხმისას გარდაცვლილებისა და მათი ოჯახებისკენ“, - წერს გიორგი კვირიკაშვილი „ტვიტერზე“.მანჰეტენზე ველობილიკზე მინიავტობუსის შევარდნას 8 ადამიანი ემსხვერპლა და 15 დაშავდა.
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 02:48:00
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა. მან განცხადება „ფეისბუქზე“ გაავრცელა.„ყოვლად მიუღებელია, რომ ადამიანები, რომელთაც სახელი გაუთქვეს ჩვენს ქვეყანას და საქართველოს პოზიტიურ იმიჯს მსოფლიოში საკუთარი დაუღალავი შრომით ამკვიდრებენ, გაუგებარი ადამიანებისა და ჯგუფების შეტევის მსხვერპლი გახდნენ.მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოების მტკიცე და ერთსულოვანი პასუხი.ვერავინ ვნახე დღეს აქციაზე მისული ისეთი, ვისაც იმის მეათედი სიკეთე მაინც ჰქონდეს მოტანილი ქვეყნისთვის, რასაც მათ მიერ შეურაცხყოფილი ადამიანები აკეთებენ“, - წერს მიხელ ჯანელიძე „ფეისბუქზე“. ფეხბურთის ფედერაციასთან აქცია „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა გამართეს და ფედერაციის მიერ გურამ კაშიას მხარდაჭერა გააპროტესტეს. ფეხბურთელმა გურამ კაშიამ ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლაურით იასპარეზა, რასაც „ქართული მარში“ აპროტესტებს. აქციის მონაწილეებმა ადგილზე ლგბტ დროშა დაწვეს. 
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - ესტონელები საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთში დასახლდნენ, ასე შეიქმნა სოფელი „ესტონკა“, რომელიც დანარჩენი აფხაზეთის მსგავსად, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 00:42:00
ესტონეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის გეორგ-რენე მაქსიმოვსკის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის და პირველი ლედის სახელით, პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო სადილი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტებმა სახელმწიფო სადილზე ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს და ესტონელ და ქართველ ხალხს კეთილდღეობა და წარმატება უსურვეს. „ქართველ და ესტონელ ხალხს თანამშრომლობისა და მეგობრობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებთ. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 60-იან წლებში, ესტონელები საქართველოში, კერძოდ კი აფხაზეთში დასახლდნენ. ასე შეიქმნა სოფელი “ესტონკა”, სადაც ჩვენი ხალხები ერთად ცხოვრობდნენ და რომელიც ერთ-ერთ ულამაზეს სოფლად ითვლებოდა აფხაზეთში. სამწუხაროდ, დღეს ეს დასახლება, ისევე როგორც დანარჩენი აფხაზეთი, ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. სამშობლოსათვის თავგანწირვა კარგადაა ნაცნობი ჩვენი ხალხებისთვის. ისტორიის მანძილზე ჩვენ მუდმივად გვიწევს ბრძოლა საკუთარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. ჩვენ ურთულესი გზა განვვლეთ და დღეს ურთიერთთანადგომით ვაძლიერებთ ერთმანეთს.მე კარგად მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა, რომელიც ზუსტად ასახავდა ჩვენი ხალხების სოლიდარობასა და ღირებულებით თანხვედრას. მსურს, მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ქვეყნის მტკიცე თანადგომისა და პირადად თქვენ მიერ გაჟღერებული არაერთი მხარდამჭერი განცხადებისთვის. ამავდროულად, მსურს კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ ჩვენს თანადგომაში თქვენი მშვენიერი ქვეყნისა და ხალხისადმი” - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. თავის მხრივ, ესტონეთის პრეზიდენტმა ხალხებს შორის მჭიდრო ურთიერთობაზე ისაუბრა, რომელიც კერსტი კალიულაიდის განცხადებით, ქვეყნებს შორის მტკიცე ურთიერთობების საფუძველს წარმ
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსი შედგა ხალხთან
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 22:46:00
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, კონსენსუსი შედგა ხალხთან. „ჩვენ გვაქვს კონსენსუსი ხალხთან. არჩევნებამდე თამამად ვაცხადებდით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ექნებოდა საკონსტიტუციო პლებისციტის მნიშვნელობა. არჩევნების შედეგმა და „ქართული ოცნების“ დამაჯერებელმა გამარჯვებამ ცხადყო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარდაჭერას უცხადებს საზოგადოების უდიდესი ნაწილი. შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი კონსენსუსი - კონსენსუსი ხალხთან სახეზეა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი 117 ხმით 7-ის წინააღმდეგ, 13 ოქტომბერს დაამტკიცა.
წაკითხვა
ვითარება კატალონიაში - რა გეგმები აქვს რეგიონული მთავრობის ყოფილ ლიდერს
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 20:35:00
კატალონიის რეგიონული მთავრობის ყოფილი ლიდერი  კარლეს პუიჩდემონი აცხადებს, რომ ბელგიაში თავშესაფრის მისაღებად არ ჩასულა.განცხადება მან ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეტა. პუიჩდემონმა ასევე აღნიშნა, რომ იგი მზად არის სასამართლოს წინაშე წარდგეს, თუმცა არ არის დარწმუნებული, რომ სასამართლო პროცესი მიუკერძოებლად წარიმართება. კატალონიის ყოფილი მთავრობის წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მათ ბიუჯეტის არამიზნობრივად გაფლანგვაში, დაუმორჩილებლობასა და ამბოხების მცდელობაში ედებათ ბრალი. რამდენიმე საათის წინ კი, ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის ყოფილი მთავრობის მიერ ხელმოწერილი ცალმხრივი დამოუკიდებლობის დეკლარაცია გააუქმა. დოკუმენტს ხელი სწორედ კარლეს პუიჩდემონმა 10 ოქტომბერს მოაწერა. პუიჩდემონის სამომავლო გეგმები ყველაზე მეტად  თავად კატალონიელებს აინტერესებდათ. კატალონიის დატოვების შემდეგ, რეგიონული მთავრობის &
წაკითხვა
ნატოს გენერალური მდივანი რუსეთთან არსებული უთანხმოების დიალოგის საშუალებით მოგვარების მომხრეა
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 19:31:00
ნატო რუსეთთან არსებული უთანხმოების დიალოგის საშუალებით მოგვარების მომხრეა და არ სურს ახალი ცივი ომი და შეიარაღებაში შეჯიბრი. ამის შესახებ იაპონიაში ვიზიტით მყოფმა, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „როდესაც უთანხმოება გვაქვს, მოლაპარაკების მაგიდას უნდა მივუსხდეთ და პრობლემა გადავჭრათ“ - აცხადებს სტოლტენბერგი. ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა უკრაინის კრიზისის ფონზე 2014 წლიდან  გაუარესდა.
წაკითხვა
ერაყის ხელისუფლებამ თურქეთთან საზღვარზე კონტროლი დაამყარა
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 19:23:00
ერაყის ხელისუფლებამ თურქეთთან საერთო საზღვარზე კონტროლის მოპოვება შეძლო. მანამდე აღნიშნული ტერიტორია ერაყის ქურთისტანის ავტონომიური მთავრობის დაქვემდებარებაში იყო.  თურქეთის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის თქმით, თურქეთი თანახმაა ერაყთან კიდევ ერთი გამშვები პუნქტიც გახსნას, რომელიც თურქეთს ერაყის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ტალ-აფარის ქალაქთან დააკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ამ ქალაქის მაცხოვრებელთა 75 %-ს, ერაყელი თურქმენები შეადგენენ. ოფიციალურმა ბაღდადმა ავტონომიურ რეგიონში ძალები ე.წ. დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ შეიყვანა, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება არალეგიტიმურად მიიჩნევს. 
წაკითხვა