საზოგადოებრივი
104.5 FM
ესტონეთის პრეზიდენტი ქუთაისში სტუდენტებს შეხვდა
განახლებულია: 2017-11-02 16:16:00
ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი ამ წუთებში ქუთაისის სტუმრობს. კერსტი კალიულაიდი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა. პრეზიდენტმა საჯარო ლექცია ციფრული ტექნოლოგიების შესახებ წაიკითხა და 1991 წლიდან დღემდე ესტონეთში ეკონომიკისა და განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმების  შესახებ ისაუბრა.
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი წეროვნის დევნილთა დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლას ესტუმრა
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 10:42:00
ესტონეთის პრეზიდენტი წეროვნის დევნილთა დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. კერსტი კალიულაიდი პირველკლასელებს შეხვდა და მათ ესტონური ზღაპრების წიგნი გადასცა საჩუქრად. ესტონეთის პრეზიდენტმა, სკოლის დირექტორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო ოთახიც დაათვალიერა. კერსტი კალიულაიდი წეროვანიდან ხურვალეთში გაემგზავრა, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდება. ამის შემდეგ, ესტონეთის პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან მივა და იქ მცხოვრებ დათა ვანიშვილს შეხვდება, რომელიც მავთულხლართების გავლების შემდგომ, საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა.
წაკითხვა
აზიური ფაროსანა კახეთშიც შენიშნეს - რას ურჩევენ სპეციალისტები ფერმერებს
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 20:27:00
აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან კახეთში ინაცვლებს. მავნებელი აპრილის ბოლომდე დახურულ ნაგებობებს და თბილ ადგილებს აფარებს თავს.  ფაროსანას კახეთში გავრცელებას ოფიციალურად არ ადასტურებენ სურსათის  ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამმართველოში, თუმცა, ამის მიუხედავად, ინტენსიურად მიმდინარეობს მონიტორინგის სისტემებისა და დამჭერი ხაფანგების განთავსება. სპეციალისტები ფერმერებს მავნებლების საწინააღმდეგო საშემოდგომო წამლობის ჩატარებას ურჩევენ. 
წაკითხვა
მოსწავლის მიმართ შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით, აჭარის განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 18:27:00
აჭარის განათლების სამინისტრო ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მიმართ შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, სამინისტროში შეტყობინება არ მიუღიათ. შესაძლო ფაქტი არც სკოლაში და არც სასწავლო პროცესის დროს არ მომხდარა. ჩვენთვის მხოლოდ ცნობილია, რომ მიმდინარეობს მოკვლევა და ეს სამართალდამცველების პრეროგატივაა. საჯარო სკოლაში მოსწავლემ მანდატურს აცნობა, რომ კერძო მეცადინეობაზე სკოლის გარეთ იმყოფებოდა მასწავლებელთან. თანხის სანაცვლოდ საკუთარი მოსწავლის მომზადების საკითხთან დაკავშირებით კი, სკოლის დირექტორმა უკვე მიმართა დისციპლინარულ კომიტეტს, - განაცხადეს აჭარის განათლების სამინისტროში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით არის აღძრული, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს, თუმცა შევიწროების შესაძლო ფაქტი დღეს სკოლის დირექტორმა და სასწავლო ნაწილის გამგემ არ დაადასტურეს.
წაკითხვა
დედოფლისწყაროს გამგებელი - მოსახლეობა და ბანკის წარმომადგენლები მიწის გასაყიდ ფასთან დაკავშირებით ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ, თუმცა ვერ შეთანხმდნენ
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 17:02:00
დედოფლისწყაროში მოსახლეობის მიერ გამართულ საპროტესტო აქციას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი გამოეხმაურა.როგორც მან პირველ არხს განუცხადა, მოსახლეობა და ბანკის წარმომადგენლები ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ, თუმცა მიწის გასაყიდ ფასთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ.ჯანიაშვილის თქმით, აღნიშნული მიწის ფართობი ვიდრე ბანკს გადაეცემოდა, ერთ-ერთ კომპანიას ჰქონდა შესყიდული, რომელთანაც მოსახლეობას 2013 წლიდან იჯარის ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული და მიწებს ამუშავებდნენ. წელს კი ბანკი ვერ შეთანხმდა და არც უფლება მისცა ხალხს, რომ მიწა დაემუშავებინა.„ჩვენ კიდევ ვაპირებთ შუამავლის როლი შევასრულოთ და ბანკს კიდევ დაველაპარაკოთ ამ საკითხზე,“, - განაცხადა გამგებელმა.სამი სოფლის, ზემო ქედის, ქვემო ქედისა და არხილოს მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, ზემო ქედის, ქვემო ქედისა და არხილოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები ყოფილმა ხელისუფლებამ კერძო პირზე გაუყიდა, რომელმაც ერთ-ერთ ბანკში ჩადო და დღეს ბანკი მის გაყიდვას აპირებს. როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აღნიშნული მიწის ფართობს ყოველწლიურად ამუშავებდნენ, ბანკმა დაცვის კომპანია დაიქირავა და საშემოდგომო ხვნა-თესვის სამუშაოების ჩატარების უფლებას არ აძლევდნენ.რამდენიმე საათის წინ დედოფლისწყაროში, შირაქის ველზე ადგილობრივ მოსახლეობასა და ერთ-ერთი ბანკის მიერ დაქირავებულ დაცვას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
წაკითხვა
დედოფლისწყაროში, შირაქის ველზე ადგილობრივ მოსახლეობასა და ერთ-ერთი ბანკის მიერ დაქირავებულ დაცვას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 15:50:00
დედოფლისწყაროში, შირაქის ველზე ადგილობრივ მოსახლეობასა და ერთ-ერთი ბანკის მიერ დაქირავებულ დაცვას შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კუთვნილი მიწების დამუშავებისა და უკან გამოსყიდვის მოთხოვნით სამი სოფლის, ზემო ქედის, ქვემო ქედისა და არხილოს მოსახლეობამ საპროტესტო აქციის შემდეგ შირაქის ველზე იმ ადგილას გადაინაცვლა, სადაც დაცვა ხვნა-თესვის სამუშაოების ჩატარების საშუალებას არ აძლევს. ამ დროისთვის, ინციდენტი ამოწურულია, თუმცა როგორც მოსახლეობა ამბობს, სიტუაცია დაძაბულია და იმ შემთხვევაში, თუ მიწების დამუშავების საშუალება არ მეცემათ, შესაძლებელია სიტუაცია უკიდურესად გამწვავდეს.მოსახლეობა საპროტესტო აქციას დილიდან მართავს. აქციის მონაწილეების თქმით, ზემო ქედის, ქვემო ქედისა და არხილოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები ყოფილმა ხელისუფლებამ კერძო პირზე გაუყიდა, რომელმაც ერთ-ერთ ბანკში ჩადო და დღეს ბანკი მის გაყიდვას აპირებს. მოსახლეობა ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აღნიშნული მიწის ფართობს ყოველწლიურად ამუშავებდნენ, ახლა კი ბანკმა დაცვის კომპანია დაიქირავა და საშემოდგომო ხვნა-თესვის სამუშაოების ჩატარების უფლებას არ აძლევს.
წაკითხვა
ოკუპირებულ აფხაზეთში თოვლმა და წვიმებმა პრობლემები შექმნა
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 15:00:00
ოკუპირებულ აფხაზეთში თოვლი მოვიდა. როგორც ადგილობრივი პრესა წერს, პირველმა თოვლმა და გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შექმნა რიწის ტბის ეროვნულ პარკში. წვიმების შედეგად, ტბაში წყლის დონემ ორი მეტრით აიწია და მთლიანად დატბორა პარკამდე მისასვლელი გზები. ასევე, ჩამოირეცხა და ნაპრალები გაჩნდა ტბის გარშემო კლდეებზე. რიწის ტბის ეროვნული პარკის დირექტორი რიტა ლოლუა ადგილობრივ მედიასთან ამბობს, რომ ადგილზე მუშაობენ ინჟინრები და გზა მხოლოდ მაშინ გაიხსნება, როდესაც მოძრაობა უსაფრთხო იქნება. 
წაკითხვა
დედოფლისწყაროს სამი სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქციას მართავს და საავტომობილო გზა გადაკეტა
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 14:19:00
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქციას მართავს და საავტომობილო გზა გადაკეტა.მათი თქმით, ზემო ქედის, ქვემო ქედისა და არხილოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები ყოფილმა ხელისუფლებამ კერძო პირზე გაუყიდა, რომელმაც ერთ-ერთ ბანკში ჩადო და დღეს ბანკი მის გაყიდვას აპირებს.მოსახლეობა ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აღნიშნული მიწის ფართობს ყოველწლიურად ამუშავებდნენ, ახლა კი ბანკმა დაცვის კომპანია დაიქირავა და საშემოდგომო ხვნა-თესვის სამუშაოების ჩატარების უფლებას არ აძლევს.ბანკისგან დაქირავებულ დაცვასა და მოსახლეოას შორის, რამდენჯერმე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები არ გამორიცხავენ, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.მათი თქმით, ბანკმა პირდაპირი მიყიდვის ნაცვლად მოსახლეობას მისცეს საშუალება და გონივრულ ფასში შეთანხმდნენ. მოსახლეობა აცხადებს, რომ საზღვრისპირა სოფლებში მიგრაცია აქტიურად მიმდინარეობს. თუ მოსახლეობას, რომლის ერთ-ერთი შემოსავალი წყარო მიწათმოქმედებაა, აღარ ექნება მიწის დამუშავების საშუალება და 3600 ჰექტარი მიწა არ დაუბრუნდება, სოფლებს მოსახლეობისგან მთლიანად დაცლის საშიშროება ემუქრება. აქციის მონაწილეები პრობლემის გადაწყვეტაში დახმარებას ხელისუფლებასგან ითხოვენ.
წაკითხვა
საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად ჯარიმის გადახდას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 16:06:00
საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად ჯარიმის გადახდას ითხოვს. სოფელ ახმაჯთან დაკავებულების ოჯახის წევრების თქმით, საუბარია 2000 რუსულ რუბლზე. 20 წლის გიორგი შუკაკიძე და 42 ჯონი თათარაშვილი ორი დღის წინ ოკუპირებული ახალგორის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. ისინი ახმაჯის ტყეში შეშის მოსატანად იმყოფებოდნენ. მოლაპარაკებები ოკუპირებულ ცხინვალთან ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობის უკვე მიმდინარეობს. 
წაკითხვა
ჩოხატაურში, დიდივანი-შუასურების საავტომობილო გზაზე გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 15:00:00
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდივანი-შუასურების საავტომობილო გზის მონაკვეთზე უამინდობის გამო გამთენიისას მეწყერი ჩამოწვა. გადადგილების პრობლემა შეექმნა ტრანსპორტს, მათ შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანას. ,,დროულად მოხდა ტექნიკის მობილიზება და დაიწყო ჩახერგილი გზის გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისთვის სოფელში საავტომობილო გზაზე გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი,.- აცხადებენ გურიის გუბერნიის პრესსამსახურში.
წაკითხვა
საჩხერეში პირველი ძალოსნობის დარბაზი შენდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 13:56:00
საჩხერეში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ძალოსნობის დარბაზი შენდება. ნოემბრიდან ადგილობრივი სპორტსმენები ვარჯიშს ახალ შენობაში შეძლებენ. მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, იმერეთის გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან ერთად გაეცნო. რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე, სპორტსმენებს  დარბაზის არარსებობის გამო, ვარჯიში სხვადასხვა შენობაში უწევდათ. სპორტული დარბაზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა და ამ დორისთვის შენობის მოპირკეთება მიმდინარეობს. სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 700 000 ლარამდეა გამოყოფილი. სამინისტროს ცნობით, საჩხერის ძალოსნობის სექციამ ასეულობით სპორტსმენი გაზარდა, მათ შორის 100-მდე ოლიმპიური, მსოფლიო, ევროპისა და საქართველოს ჩემპიონი.  დღეისთვის საჩხერის ძალოსნობის სექციაში 52 სპორტსმენი ვარჯიშობს.  
წაკითხვა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში დაკარგული ქალი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 13:07:00
ორი დღის წინ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმიდან, სოკოს საკრეფად წასული ქალი რამდენიმე წუთის წინ იპოვეს. პოლიციისა და მოსახლეობის ერთობლივი ორდღიანი ძებნის შემდეგ 60 წლის ქალს სოფლიდან მოშორებით ტყეში მიაკვლიეს.როგორც პირველ არხს ლაგოდეხის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ მაწიმში გიორგი კევლიშვილმა განუცხადა, ქალს გზა აბნევია და სახლში ვეღარ დაბრუნდა. იგი თავს კარგად გრძნობს და მალე სახლში დააბრუნებენ.
წაკითხვა
ახმეტის რაიონში სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 12:33:00
ავტოსაგზაო შემთხვევა ახმეტის რაიონში. სოფელ ზემო ხოდაშენის ტყეში, სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა. წინასწარი ინფორმაციით, შეშით დატვირთული ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავტომანქანაში  მძღოლი და ერთი მგზავრი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. შსს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.  
წაკითხვა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში 60 წლის ქალს ეძებენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 12:16:00
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში მცხოვრებ 60 წლის ქალს ოჯახის წევრები მეორე დღეა უშედეგოდ ეძებენ. ქალბატონი სახლიდან 29 ოქტომბერს გავიდა. ოჯახის წევრების განცხადებით, იგი ტყეში სოკოს მოსაკრებად წავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. პოლიცია და სამაშველო სამსახური ტყის მიდამოებში ძებნას აგრძელებენ. შს სამინისტროში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება შესულია, თუმცა ჯერ-ჯერობით გამოძიება არ დაწყებულა.
წაკითხვა
ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 12:00:00
დაკავება საოკუპაციო ხაზთან. ოკუპირებული ახალგორის სოფელ ახმაჯთან საქართველოს  ორი მოქალაქე აიყვანეს. ინფორმაციას ადასტურებენ სახელმწფო უსაფრთხოების სამსახურში. ნინო ფისაძე ბოლო ინფორმაციით #მოამბეში.
წაკითხვა
ერმიტაჟში ოკუპირებულ რეგიონში აღმოჩენილი არტეფაქტები გამოიფინა - რას გეგმავს ოფიციალური თბილისი
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 20:16:00
აფხაზეთის დეფაქტო რეჟიმის ყოფილი წარმომადგენელი რუსეთის უდიდესი მუზეუმის ხელმძღვანელობისგან განმარტებებს მოითხოვს. ე.წ. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ამჯერად პრეტენზიას ერმიტაჟში, ბიზანტიური ვერცხლის საგამოფენო სივრცეში დაცულ რამდენიმე ექსპონატზე აცხადებს. ყოფილი დეფაქტო მინისტრი დარწმუნებულია, რომ პირველი, მე-2 და მე-6 საუკუნეების დროინდელი არტეფაქტები სანქტ-პეტერბურგში კონტრაბანდული გზით მოხვდა. ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადება ახალი ამბავი არ არის ოფიციალური თბილისისთვის, რომელიც შავი არქეოლოგიის გახშირებულ შემთხვევებზე საუბრობს და ამ პროცესში რუსეთის სახელმწიფოს ხელშეწყობის კვალსაც ხედავს. საქართველოს ოკუპირებული რეგიონიდან ერმიტაჟში მოხვედრილი ექსპონატების შესახებ თბილისი საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირებას გეგმავს.  
წაკითხვა
შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების მასწავლებლები ნატო-ს შესახებ სემინარებს მოისმენენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 18:16:00
შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების მასწავლებლები ნატო-ს შესახებ სემინარებს მოისმენენ. სემინარი, რომელიც მინისტრებმა, ვიქტორ დოლიძემ და ქეთევან ციხელაშვილმა გახსნეს, მიზნად ისახავს მასწავლებლებისათვის ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას. სემინართა ციკლი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით იმართება და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
წაკითხვა
გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო მოძრაობა შეიზღუდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 13:22:00
გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო მოძრაობა შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.„ინტენსიური თოვის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“,- აღნიშნულია  საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
წაკითხვა
ფოთში, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან მეთევზეებმა საპროტესტო აქცია გამართეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 12:58:00
ფოთში, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან მეთევზეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ხელისუფლებასთან შეხვედრა და მათი პრობლემების გაცნობა დღეს იმ მეთევზეებმა მოინდომეს, რომლებიც შავ ზღვაში ქაფშიიც რეწვას ახორციელებენ. მეთევზეებმა გარემოს დაცვის სამინისტროს ის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის თანახმადაც სეინერებზე ვიდეოთვალის დამონტაჟება ევალებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჯარიმები დაეკისრებათ. ,,სამინისტროს დადგენილება 1 ოქტომბერს მივიღეთ. მომზადებას ვერ ვასწრებთ. ტექნიკურადაც მოუხერხებელია. იმედია, ჩვენს გულისტკივილს გაითვალისწინებენ", - განაცხადა მეთევზე ვახტანგ ქავთარაძემ.მეთევზეები გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვადრას მოითხოვენ. ადგილობრივ ხელისუფლებაში კი აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
წაკითხვა
ექსკურსიის დროს დაშავებული სამი მოზარდი ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში რჩება
განახლებულია: 2017-10-30 12:20:00
ექსკურსიის დროს დაშავებული სამი მოზარდი რჩება ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში. მათი მდგომარეობა სტაბილურია. შედარებით მძიმე იყო ერთი ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც თავის ქალის ტრავმა აღენიშნებოდა, თუმცა ამ დროისთვის იგი თავს უკეთ გრძნობს. სტაციონარში სულ 6 მოზარდი მოხვდა. შემთხვევა შაბათს საღამოს ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
წაკითხვა